საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ქართველი ლიტერატურათმცოდნეების მიერ მომზადებული წიგნი

მსოფლიოს ერთ-ერთმა უმსხვილესმა აკადემიურმა გამომცემლობამ - Brill publishing - დასტამბა ქართველი ლიტერატურათმცოდნეების მიერ მომზადებული თითქმის 500-გვერდიანი წიგნი: ქართული ლიტერატურის გზამკვლევი“/„Handbook of Georgian Literature “ (2025)

 

ეს გამოცემა მოგვითხრობს ქართული მწერლობის საკვანძო ეტაპების შესახებ, დასაბამიდან დღემდე.  საერთაშორისო რეცენზირების შედეგად, ამ წიგნმა პირველი კატეგორია დაიმსახურა და დღეს უკვე მსოფლიოს პრესტიჟულ სასწავლო და აკადემიურ სტრუქტურებში "შეაღწია".

 

წიგნის მთავარი მიზანი იმ სიღრმისეული კავშირების წარმოჩენაა, რომელიც ქართულ და ევროპულ ლიტერატურულ ტრადიციებს შორის არსებობს და რაც ღირსეულ ადგილს უმკვიდრებს ქართულ მწერლობას ევროპულ და მსოფლიო ლიტერატურულ სივრცეში.

 

„ჩემთვის უდიდესი პატივი იყო ამ ხუთწლიანი პროექტის ხელმძღვანელობა და ავტორობა, ასევე, კომუნიკაცია „ბრილის“ საგამომცემლო გუნდთან და ჩემს ძვირფას ქართველ კოლეგებთან, წიგნის თანაავტორებთან, შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტისა და ქართული საუნივერსიტეტო წრეების თვალსაჩინო წარმომადგენლებთან:შენიშნავს წიგნის რედაქტორი, თსუ პროფესორი, შოთა რუსთაველის სახ. ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი ირმა რატიანი.  

გამოიცემაზე მუშაობდნენ: ივანე ამირხანაშვილი, გოჩა კუჭუხიძე, მაკა ელბაქიძე, თამარ ლომიძე, გაგა ლომიძე, თამარ ციციშვილი, ბელა წიფურია, ირინე მოდებაძე, დავით წერედიანი, თამაზ ვასაძე, თამარ შარაბიძე, თეიმურაზ დოიაშვილი, მაია ჯალიაშვილი,  ნონა კუპრეიშვილი, მანანა კვაჭანტირაძე, ზოია ცხადაია, თათია ობოლაძე  (პროექტის კოორდინატორი), მირანდა ტყეშელაშვილი  (ტექნიკური რედაქტორი).

 

თარიღი: 12/02/2026