საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ინფორმაცია დამკვირვებელთა რეგისტრაციის შესახებ

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევნები გაიმართება 2022 წლის 24 ოქტომბერს. აღნიშნულთან დაკავშირებით, როგორც ფიზკურ, ისე იურიდიულ პირებს ექნებათ შესაძლებლობა საარჩევნო პროცესში ისარგებლონ დამკვირვებლის სტატუსით. 
 

ამისათვის, ფიზიკური და იურიდიული პირები უფლებამოსილნი არიან არჩევნების არა უგვიანეს 3 დღით ადრე მიმართონ საარჩევნო კომისიას დამკვირვებლის სტატუსის მოსაპოვებლად.
 

ფიზიკურ პირს, რომელსაც სურს განახორციელოს დაკვირვება, უფლებამოსილია მიმართოს საარჩევნო კომისიას განცხადების საფუძველზე პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლის თანდართვით. 
 

იურიდიული პირის დამკვირვებელ ორგანიზაციად რეგისტრაციისათვის საჭიროა ორგანიზაციის ხელმძღვანელის ანდა სათანადო უფლებამოსილების მქონე პირის განაცხადს თან ერთვოდეს განცხადების წარდგენამდე 10 დღის ვადაში განახლებული ამონაწერი, გაცემული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ. ასევე, იმ პირის/პირთა მონაცემები (სახელი,გვარი, პირადი ნომერი) და პირადობის/პასპორტის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, რომლებიც ორგანიზაციის სახელით დაკვირვებას განახორციელებენ.
 

დამკვირვებლად რეგისტრაციის მსურველებმა განცხადება თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად (აუცილებლობის შემთხვევაში) უნდა წარადგინონ შემდეგ მისამართზე: (მის.: თსუ-ის I კორპუსი, ოთახი N114) 

თარიღი: 13/10/2022