Erasmus+-ის ეროვნული ოფისი საქართველოში იწვევს Erasmus + პროგრამით დაინტერესებულ სტუდენტებსა და ახალგაზრდებს ვორქშოპებზე, რომლებიც ეძღვნება უმაღლესი განათლებისა და ახალგაზრდობის სფეროებში არსებულ შესაძლებლობებს.
თარიღი: 29 ივლისი
დრო: 11:00 – 16:00 (საქართველოს დროით)
ენა:ქართული
სამიზნე აუდიტორია: სტუდენტები და ახალგაზრდები
ვორქშოპების მიზანია Erasmus+ პროგრამის შესაძლებლობების გაზიარება სტუდენტებისთვისა და ახალგაზრდებისთვის. დამსწრეებს ექნებათ შესაძლებლობა მიიღონ ინფორმაცია არსებული პროგრამების შესახებ, მოისმინონ Erasmus+-ის მონაწილეთა გამოცდილებები, მიიღონ რჩევები და პანელური დისკუსიის დროს ჩაერთონ კითხვა-პასუხის სესიაში ეროვნული ოფისის წარმომადგენლებთან და მოწვეულ სპიკერებთან ერთად.
ვორქშოპები:
– Erasmus Mundus Joint Master-ის პროგრამა
– როგორ დავწეროთ კონკურენტუნარიანი Erasmus Mundus Joint Masters-ის განაცხადი
– საერთაშორისო კრედიტების მობილობის შესაძლებლობები
– Erasmus+ ახალგაზრდული მობილობის შესაძლებლობები
პანელური დისკუსია – პრაქტიკული რჩევები მობილობის პროექტებში მონაწილეობისათვის
დღის წესრიგი: https://drive.google.com/file/d/17WNX1R_auPkGUwgdD1B5xAdiMAy2RSby/view?usp=drive_link
რეგისტრაციის ბმული: https://forms.gle/me1DPn6MxV8V26jt6
ვორქშოპებზე დასასწრებად აუცილებელია რეგისტრაცია. რეგისტრაციის დედლაინი: 28 ივლისი, 17:00 საათი (საქართველოს დროით)