საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„ევროპელი სოციალისტების ვიზიტი საქართველოში“

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობას შორის 2020 წლის 20 ივლისს დადებული მემორანდუმის ფარგლებში, რომელსაც ხელი მოაწერეს უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და ფონდის დირექტორმა ია თიკანაძემ, თსუ ბიბლიოთეკამ მოამზადა ოთხენოვანი წიგნი: „ევროპელი სოციალისტების ვიზიტი საქართველოში“, ტომი I.

პუბლიკაციას საფუძვლად დაედო 1920 წლის მეორე ინტერნაციონალის დელეგაციის 10-დღიანი ვიზიტი საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში.

ოთხენოვანი წიგნი ორი ტომისაგან შედგება. წიგნის პირველი ტომი ევროპელი დელეგატების საქართველოში მოგზაურობას ეხება, აქცენტი ადგილობრივი პერიოდული პრესით გაშუქებულ ინფორმაციაზე კეთდება. ერთვის დიმიტრი შველიძის, სტივენ ჯონსის და ტიერი ბერიშვილის სტატიები. ასევე  ვიზიტის ამსახველი ფოტომასალა. წიგნის პირველი ტომი ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობისა და ეროვნული არქივის ფინანსური დახმარებით გამოიცა.

მეორე ტომში კი - დელეგატების მიერ საქართველოს შესახებ ევროპულ პრესაში გამოქვეყნებული სტატიებია წარმოდგენილი, რომელიც ემილ ვანდერველდეს ინსტიტუტის დახმარებით გადმოეცა უნივერსიტეტს. წიგნი ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის, საქართველოს პარლამენტის, ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკისა და ეროვნული არქივის ფინანსური დახმარებით მზადდება.

სარედაქციო ჯგუფი:
კრებულის შემდგენლები: სალომე ჭანტურიძე, ქეთევან ქუსიკაშვილი, ზურაბ გაიპარაშვილი
გამოცემის მთავარი რედაქტორი: ზურაბ გაიპარაშვილი
მთარგმნელები: მარინე ჭყონია (ინგლისური), თამარ კახეთელიძე, თამარ ნაცვლიშვილი (გერმანული), ქეთევან ქუსიკაშვილი, ვისი სადრაძე, ელისაბედ ცაავა (ფრანგული)
გამოცემაზე მუშაობდნენ: მარიამ ვიბლიანი, სოფიკო მოდებაძე, ნინო წერეთელი, გიორგი ჯავახიშვილი

რედაქტორები:
ქართული ტექსტის - ნათია დვალი
ინგლისური ტექსტის - ნანა კაჭაბავა, ალექსანდრა ბრაისონი
გერმანული ტექსტის - ქეთევან შეყილაძე, ნათია მიქელაძე-ბახსოლიანი
ფრანგული ტექსტის - თამარ ხეტაშვილი
დიზაინერი - მარიამ ებრალიძე

 

თარიღი: 06/12/2020