საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ჯავახეთის ექსპედიცია სტუდენტებისთვის

თუ გსურთ:  გაიცნოთ საქართველოს ულამაზესი მხარე - ჯავახეთი;
 გაატაროთ დრო ნაყოფიერად საინტერესო ადამიანებთან ერთად;
 დაუვიწყარი გახადოთ თქვენი სტუდენტური დღეები.

 

 აღნიშნული პროექტი 2001 წლიდან უწყვეტად ხორციელდება.  ექსპედიცია ჩატარდება 23 ივლისიდან 10 აგვისტოს ჩათვლით.

 

 ექსპედიციის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ადგილობრივ მოსახლეობასთან ინტეგრაციაა.  სტუდენტები აყალიბებენ ჯგუფს, რომელიც ექსპედიციის ფარგლებში ეწვევა ახალქალაქს.  სტუდენტები ჯავახეთში ცხოვრების განმავლობაში:  ეცნობიან აქაურ კულტურას;  ხუროთმოძღვრულ ძეგლებს;
 დადიან ექსკურსიებზე;  იმართება ფილმების ჩვენება და ასე შემდეგ.

 

 ექსპედიციაში მონაწილეობა  უფასოა!

 საორიენტაციო-გაცნობითი შეხვედრები წარიმართება, ონლაინ პლატფორმა Zoom-ის მეშვეობით.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე ან მოგვწერეთ მეილზე:
+995 579 289 232 (სოფიო ნიშნიანიძე)
sofionishnianidze11@gmail.com

თარიღი: 04/07/2023