საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ჯაბა სამუშია ქართველ კოლეგებთან ერთად ბუქარესტში გამართულ ფრანკოფონ რექტორთა კონფერენციაში მონაწილეობს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია ქართველ კოლეგებთან, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტთან კახა შენგელიასთან და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორთან შალვა კირთაძესთან ერთად, რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ფრანკოფონული საუნივერსიტეტო სააგენტოს (AUF) რექტორთა რეგიონულ კონფერენციაში მონაწილეობს.

 

 ღონისძიება მიზნად ისახავს AUF-ის სამომავლო სტრატეგიის განსაზღვრას მონაწილეებს შორის დისკუსიების გზით და ამასთანავე, AUF-ის წევრ უნივერსიტეტებს შორის სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარებას და მულტილინგვისტური კავშირების ხელშეწყობას.

 

 შეხვედრაში ასევე მონაწილეობენ ბულგარეთის, რუმინეთის, უკრაინის, მოლდოვის, სომხეთის, აზერბაიჯანის, სერბეთის, სლოვაკეთის, მაკედონიის, კოსოვოს და სხვა ქვეყნების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორები.

თარიღი: 30/06/2023