ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში იორდანიის უნივერსიტეტის ადმინისტრაციას შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და დაიწყეს მუშაობა ერთობლივი მემორანდუმის გაფორმებაზე.
მემორანდუმი გულისხმობს სტუდენტების გაცვლას, ერთობლივი ღონისძიებების ორგანიზებასა და აკადემიური თანამშრომლობის გაღრმავებას. თანამშრომლობა წახალისდება ისეთ სფეროებში, როგორიცაა არაბისტიკა, ახლო აღმოსავლეთის კვლევები, საერთაშორისო ურთიერთობები, არქეოლოგია და ტექნოლოგიები.
იორდანიის უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა განსაკუთრებული სურვილი გამოთქვეს, აქტიური ურთიერთობა დაამყარონ ქართველ მკვლევრებთან, დაიწყონ ერთობლივი კვლევითი პროექტები.