20 მარტს, 15.00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება ღია კარის დღე.
ღია კარის დღეზე თსუ რექტორი ჯაბა სამუშია, ფაკულტეტის დეკანები და ადმინისტრაციის თანამშრომლები აბიტურიენტებს მიაწვდიან ინფორმაციას უნივერსიტეტში ჩარიცხვის, საბაკალავრო პროგრამებზე სწავლა-სწავლების, საუნივერსიტეტო ცხოვრების, გაცვლითი პროგრამების, სტიპენდიების, სპორტული და შემოქმედებითი აქტივობების შესახებ.
შეხვედრაზე უნივერსიტეტის წარმომადგენლები უპასუხებენ აბიტურიენტების კითხვებს.
მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია
>> სარეგისტრაციო ბმული <<
მისამართი: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, მე-2 სართული, სააქტო დარბაზი