არჩევნებში ჩართულ მხარეებს ცესკო დროული რეგისტრაციისკენ მოუწოდებს
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2023 წლის 7 ივნისს მე-8 მოწვევის სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები გაიმართება. აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტები აირჩევენ 6 ფაკულტეტიდან 120 დელეგატს.
არჩევნების დანიშვნის შემდეგ ცესკო საარჩევნო რეგულაციების შესაბამისად ახორციელებს არჩევნებთან დაკავშირებულ ორგანიზაციულ და პროცედურულ საქმიანობებს.
საარჩევნო პროცესში ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს არჩევნებში ჩართული მხარეების მონაწილეობა, რომლისთვისაც აუცილებელია საარჩევნო წესებით გათვალისწინებული პროცედურების გავლა.
გაცნობებთ, რომ დამკვირვებელი ორგანიზაციების, მედია საშუალებებისა და საარჩევნო სუბიექტთა წარმომადგენელების რეგისტრაციისათვის აუცილებელია შემდეგი ღონისძიებების გატარება:
დამკვირვებელ ორგანიზაციებს:
არჩევნების დაკვირვების უფლება აქვთ ადგილობრივ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირებს, რომელთა წესდება ითვალისწინებს არჩევნების მონიტორინგს ან სტუდენტთა უფლებების დაცვას ან წარმოადგენს ახალგაზრდულ ორგანიზაციას.
ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაცია დაკვირვებას ახორციელებს ორგანიზაციის წარმომადგენლის - დამკვირვებლის მეშვეობით. ერთ ორგანიზაციას უფლება აქვს, საარჩევნო უბანში ერთდროულად ჰყავდეს არა უმეტეს ერთი დამკვირვებლისა.
დამკვირვებელი ორგანიზაციის წარმომადგენელი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე 18 წლის ასაკიდან გარდა:
- საარჩევნო სუბიექტისა და მისი წარმომადგენლისა;
- საარჩევნო კომისიის წევრისა.
ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციას, რომელსაც სურს დაკვირვების განხოცრიელება რეგისტრაციაში გატარების მიზნით განცხადებით მიმართავს ცესკოს არჩევნებამდე არაუგვიანეს 5 დღისა, კერძოდ, 2023 წლის 2 ივნისისა (ბოლო ვადა).
რეგისტრაციისათვის დამკვირვებელმა ორგანიზაციამ განცხადებაში უნდა მიუთითოს ის ფაკულტეტი(ები), სადაც აპირებს დაკვირვების განხორციელებას. განცხადებასთან ერთად ორგანიზაციამ უნდა წარმოადგინოს წესდების სანოტარო წესით დამოწმებული ასლი და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერი, რომელიც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემულია საარჩევნო კომისიისათვის განცხადების წარდგენამდე ბოლო 10 დღის ვადაში.
დამკვირვებელი ორგანიზაცია რეგისტრაციის განაცხადის წარდგენისას უფლებამოსილია ცესკოს მდივნის სახელზე წარმოადგინოს საუბნო საარჩევნო კომისიებში დანიშნულ დამკვირვებელთა სია პირადი მონაცემების დამადასტურებელ დოკუმენტაციასთან ერთად კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 2 დღისა, კერძოდ, 2023 წლის 5 ივნისისა (ბოლო ვადა).
მედია საშუალებების ორგანიზაციებს:
არჩევნების დღეს საარჩევნო უბანზე ყოფნის უფლება აქვთ აკრედიტირებულ მედია საშუალებების წარმომადგენლებს. მედია საშუალებები წარმომადგენელთა რეგისტრაციისათვის მიმართავენ ცესკოს განცხადებით, სადაც აღნიშული უნდა იყოს ის ფაკულტეტი(ები), სადაც სურთ ყოფნა. განცხადებას თან უნდა ერთვოდეს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერი, რომელიც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემულია საარჩევნო კომისიისათვის განცხადების წარდგენამდე ბოლო 10 დღის ვადაში. აღნიშნულ დოკუმენტაციასთან ერთად მედია საშუალებების ორგანიზაციამ ცესკოსში უნდა წარმოადგინოს იმ პირთა სია, რომელთაც შესაბამის საარჩევნო უბანზე ექნებათ ყოფნის უფლება.
არჩევნების (კენჭისყრის) დღეს მედია საშუალების ერთ ორგანიზაციას უფლება აქვს, საარჩევნო უბანში ერთდროულად ჰყავდეს არაუმეტეს 2 წარმომადგენლისა. მედია საშუალებათა წარმომადგენელი აკრედიტაციის მომენტისთვის უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე 18 წლის ასაკიდან.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა კენჭისყრამდე არაუგვანეს 3 დღისა, კერძოდ, 2023 წლის 4 ივნისისა.
საარჩევნო სუბიექტთა წარმომადგენლებს:
არჩევნების დღეს საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი საარჩევნო სუბიექტს წარმოადგენს შესაბამის რეგისტრირებულ საარჩევნო უბანზე. საარჩევნო სუბიექტმა წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ განცხადებით უნდა მიმართოს ცესკოს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 3 დღისა, კერძოდ, 2023 წლის 4 ივნისისა (ბოლოდ ვადა). აღნიშნულ განცხადებას თან უნდა ერთვოდეს წარმომადგენლის პირადობის დამადადასტურებელი დოკუმენტაცია. საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე 18 წლის ასაკიდან.
ჩართულ მხარეებს რეგისტრაციის მიზნებისათვის განცხადებით მიმართვა შეუძლიათ როგორც მატერიალურად, ისე ელექტრონულად.
მატერიალური სახით ორგანიზაციები განცხადებას თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად (აუცილებლობის შემთხვევაში) წარადგენენ ცესკოში (მის.: თსუ-ის I კორპუსი, ოთახი N211), ხოლო ელექტრონულად, შემდეგელ.ფოსტაზე: cesko2023@tsu.ge
გთხოვთ, იხილოთ განაცხადის ფორმები:
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნების ჩასატარებლად ცენტრალური საარჩევნო კომისია სრული დატვირთვით აგრძელებს მუშაობას.
უნივერსიტეტის 6 (ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა, ეკონომიკისა და ბიზნესის (მათ შორის, ტურიზმის სკოლა) და მედიცინის) ფაკულტეტზე სტუდენტური თვითმმართველობის 120 დელეგატი აირჩევა. არჩევნებში მონაწილეობის მსურველთა საბუთების მიღება 2023 წლის 15-19 მაისს მიმდინარეობდა.
ცესკოში სულ შემოვიდა 161 დამოუკიდებელი კანდიდატობის მსურველის განაცხადი, რომელთაგან არჩევნებში მონაწილეობის ერთმა მსურველმა თავისი განცხადება გაიხმო, ხოლო ცესკომ რეგისტრაციაში გაატარა და ანბანის მიხედვით რიგითი ნომრები მიანიჭა 160 დელეგატობის კანდიდატს.
არჩევნების დანიშვნის შესახებ 2023 წლის 04 მაისს ბრძანება გამოსცა სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა.
საუკეთესო შედეგების მქონე არჩეული სტუდენტები შესაბამის ფაკულტეტებზე სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნების დებულების მიხედვით ფაკულტეტთა საბჭოების წევრები ხდებიან.
- იხილეთ რეგისტრირებულ კანდიდატთა სია.
საარჩევნო კომისიის სხდომის ოქმი N2
ამომრჩეველთა სია:
- ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი
- ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი
- სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი
- ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი
- ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
- მედიცინის ფაკულტეტი
- ტურიზმის სკოლა