საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სიმპოზიუმი Injury and Violence Prevention – Public Health Perspectives

 თსუ მედიცინის ფაკულტეტი 2017 წლიდან მონაწილეობს აშშ-ის ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის (NIH) ფოგარტის საერთაშორისო ცენტრის მიერ დაფინანსებული  საერთაშორისო კვლევითი პროექტის  (iCREATE: Increasing Capacity in Injury Research in Eastern Europe) განხორციელებაში. პროექტი მიზნად ისახავს ტრავმატიზმისა და ძალადობის პრევენციის თემაზე ერთობლივი კვლევების ჩატარებას პარტნიორ ქვეყნებში (საქართველო, სომხეთi და მოლდოვა) და ამავე ქვეყნებში ტრავმატიზმისა და ძალადობის პრევენციის საკითხების შესწავლაში ჩართული ახალგაზრდა პროფესიონალების კვლევითი უნარების განვითარების ხელშეწყობას.  პროექტის კოორდინატორია აიოვის უნივერსიტეტი (აშშ) და მისი პარტნიორი უნივერსიტეტები – კალიფორნიის უნივერსიტეტი (აშშ) და  ბაბეშ-ბოლიაის უნივერსიტეტი (რუმინეთი).  საქართველოში პროექტის კოორდინატორია მედიცინის ფაკულტეტის პროფესორი ნინო ჩიხლაძე. პროექტის განხორციელებაში ჩართულები არიან მედიცინის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სადოქტორო და სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები. 

 

აღნიშნული პროექტის ფარგლებში  2023 წლის 4-5 სექტემბერს  ჩატარდა პროექტის პარტნიორების სამუშაო შეხვედრა, 6-7 სექტემბერს სიმპოზიუმი ,,Injury and Violence Prevention – Public Health Perspectives'',  ხოლო 7-10  სექტემბერს საზაფხულო სკოლა ,,Global Injury and Violence Prevention'', რომელშიც მონაწილეობა მიიღო 3 ქვეყნის 12 სტუდენტმა. სიმპოზიუმში და საზაფხულო სკოლაში თსუ-ს წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს აშშ (აიოვას უნივერსიტეტი, კალიფორნიის უნივერსიტეტი), რუმინეთის (ბაბეშ-ბოლიაის უნივერსიტეტი), სომხეთის (ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი)და მოლდოვის რესპუბლიკის (ფარმაციისა და მედიცინის სახელმწიფო უნივერსიტეტი) პროფესორებმა და სტუდენტებმა.  სიმპოზიუმზე წარდგენილი იქნა პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევის შედეგები, გაიმართა საინტერესო დისკუსია, მომხსენებლებმა, მათ შორის კალიფორნიის უნივერსიტეტის ვიცე-კანცლერმა კვლევების მიმართულებით, პროფესორმა კორინ პიკასამ, ტრავმატიზმის პრევენციის კვლევითი ცენტრის ტრენინგისა და განათლების დირექტორმა კარა ჰამანმა და პროექტის მთავარმა მკვევარმა დიანა დალფმა პოზიტიურად შეაფასეს ჩატარებული სამუშაოები და გამოკვეთეს მომავალი ერთობლივი კვლევების განხორციელების გზები. საზაფხულო სკოლაში მონაწილე სტუდენტების პროგრამა მოიცავდა ლექციებს და პრაქტიკულ სავარჯიშოებს ტრავმატიზმისა და ძალადობის პრევენციის თემაზე (ეპიდემიოლოგია, კვლევის მეთოდები, ეთიკური ასპექტები და სხვა). 

 

პროექტი გრძელდება 2027 წლამდე, რაც თსუ აკადემიური პერსონალისთვის და სტუდენტებისთვის საერთაშორისო  კვლევებში მონაწილეობის,  ერთობლივი პუბლიკაციების, პროფესიული განვითარების მნიშვნელოვან პოტენციალს წარმოადგენს.

თარიღი: 08/09/2023