საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „დედამიწასა და მის გარსებში მიმდინარე გეოფიზიკური პროცესები“

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „დედამიწასა და მის გარსებში მიმდინარე გეოფიზიკური პროცესები“ გაიმართა, რომლის ორგანიზატორი თსუ მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტი იყო.  კონფერენცია გეოფიზიკის ინსტიტუტის დაარსებიდან 90 წლისთავს მიეძღვნა.

 

საერთაშორისო კონფერენციაში ქართველ მეცნიერებთან ერთად დარგის უცხოელი სპეციალისტები მონაწილეობენ , რომლებმაც  თანამედროვე გეოფიზიკური პროცესების თემატიკაზე საინტერესო მოხსენებები წარმოადგინეს და საზოგადოებას გააცნეს პრობლემების თანამედროვე გადაჭრის გზები, რომლებიც დაკავშირებულია დედამიწასა და მის გარსებში მიმდინარე გეოფიზიკურ პროცესებთან.

 

ღონისძიების ფარგლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ ნინო გვენეტაძემ, თსუ მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტში გაწეული ხანგრძლივი და ნაყოფიერი სამეცნიერო და ადმინისტრაციული საქმიანობისათვის, ინსტიტუტის ყოფილი დირექტორი, მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი ნუგზარ ღლონტი ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედლით დაჯილდოვდა.

 

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას თსუ ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომლები, დარგის სპეციალისტები, მოწვეული სტუმრები და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.

 

ღონისძიების მიზანია დედამიწასა და მის გარსებში მიმდინარე გეოფიზიკური პროცესების კვლევის დარგში ისტორიული და თანამედროვე მიღწევების პოპულარიზაცია; ფართო საზოგადოებისათვის იმ პრობლემების  გაცნობა, რომლებიც დაკავშირებულია დედამიწასა და მის გარსებში მიმდინარე გეოფიზიკური პროცესების კვლევებთან; საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება კონფერენციის თემატიკებთან დაკავშირებული თანამედროვე მიღწევების სამეცნიერო და პრაქტიკული გამოყენებისათვის; საშუალო და უმაღლესი სასწავლებლების სამეცნიერო-საგანმანათლებლო ბაზის გაუმჯობესების შესაძლებლობების გამოვლენა.

თარიღი: 16/11/2023