საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საგრანტო კონკურსი სტუდენტებისთვის

 ცხადდება საგრანტო კონკურსი სტუდენტებისთვის. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს, უმაღლესი ან/და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტს/პროფესიულ სტუდენტს, რომელიც საგრანტო პროექტის განხორციელების მიზნით (პროექტის ადმინისტრირებისთვის) საინიციატივო ჯგუფში აერთიანებს აქტიური სტატუსის მქონე არანაკლებ 5 სტუდენტს/პროფესიულ სტუდენტს.

 

კონკურსის ფარგლებში განაცხადები მიიღება 2025 წლის 31 მარტიდან 25 აპრილის ჩათვლით. 

ამასთანავე, კონკურსში მონაწილეობისთვის მნიშვნელოვანია პროფესიულმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა, შესაძლებლობის ფარგლებში, ითანამშრომლონ კონკურსში მონაწილეობის მსურველ სტუდენტებთან, წერილობით დაადასტურონ მხარდაჭერა და პროექტის დაფინანსების შემთხვევაში აღმოუჩინონ შესაბამისი დახმარება. საგრანტო კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე.

 შეკითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ელ-ფოსტაზე - Grants-3@youthagency.gov.ge ან/და ტელეფონის ნომრებზე - 032 230 51 65; 595 294 901; 598 932 300. 

თარიღი: 22/04/2025