საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ირლანდიის პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრა თსუ სტუდენტებთან

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ირლანდიის პარლამენტის თავჯდომარე შონ ო ფარელი ეწვია. „თქვენ ხართ ამ ქვეყნის მომავალი, ქმნით ამ მომავალს. თქვენ საკუთარ თავს ხედავთ ევროკავშირის მოქალაქეებად. ჩვენი წილი კი ამ საქმეში ამ მიმართულებით გადადგმული თქვენი ნაბიჯების მხარდაჭერაა,“- განაცხადა ირლანდიის პარლამენტის თავმჯდომარემ შონ ო ფარელმა სტუდენტებთან შეხვედრისას. პარლამენტის თავმჯდომარეს თსუ კანცლერმა ლაშა საღინაძემ უმასპინძლა. შეხვედრის ბოლოს შონ ო ფარელმა უპასუხა სტუდენტების კითხვებს.

 

ირლანდიის პარლამენტის თავმჯდომარემ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ის დარწმუნებულია, საქართველოს  მოსახლეობას სურს ევროკავშირში გაწევრიანება ისევე, როგორც ევროკავშირს სურს იხილოს საქართველო თავის წევრად; ისაუბრა ევროკავშირის როგორც პოლიტიკურ, ასევე ეკონომიკურ უპირატესობებსა და სარგებელზე. ასევე ისაუბრა უკრაინის ომში ირლანდიის მთავრობის მხარდაჭერაზე.

 

სტუდენტებთან შეხვედრაზე შონ ო ფარელმა საქართველოს მტკიცე მხარდაჭერა აღუთქვა ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე: „ჩვენ ვხედავთ ქართული საზოგადოების სურვილს რომ ეს ქვეყანა იხილონ ევროკავშირში. საქართველო რთულ გეოპოლიტიკურ სიტუაციაშია. ხელისუფლებამ და ოპოზიციამ ერთად უნდა იმუშაონ ამ საკითხზე და უფრო სწრაფი და თვალსაჩინო ნაბიჯები გადადგან.“

 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრას ირლანდიის საპარლამენტო დელეგაციის წევრები და ირლანდიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გიორგი ზურაბაშვილი ესწრებოდნენ.

თარიღი: 23/06/2023