საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ-ს და ესტონეთის პროფესიული განათლების ცენტრებს ერთობლივი პროფესიული პროგრამა ექნებათ

უახლოეს მომავალში თსუ პროფესიული განათლების ცენტრი და ესტონეთის იდა ვირუმას პროფესიული განათლების ცენტრი საერთო თანამშრომლობის ფარგლებში ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით ერთობლივ პროფესიულ პროგრამას შეიმუშავებენ. ამის შესახებ გადაწყვეტილებას მხარეებმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრის წარმომადგენლების ესტონეთში სამუშაო ვიზიტისას მიაღწიეს.

თსუ პროფესიული განათლების ცენტრის დელეგაცია იდა ვირუმას პროფესიული განათლების ცენტრს ნარვას რეგიონის სამ სხვადასხვა ქალაქში - ნარვაში, იიჰვში და სილამაეში ეწვია.

ვიზიტის განმავლობაში სამუშაო შეხვედრები პარტნიორ პროფესიული განათლების ცენტრებს შორის სხვადასხვა მიმართულებით გამოცდილების გაზიარებას და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებს დაეთმო.

თარიღი: 01/06/2023