საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებლის კანდიდატთა რეგისტრაცია დასრულდა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის კანდიდატთა რეგისტრაცია 13 ოქტომბრის 18.00 საათზე დასრულდა. თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე მხოლოდ ერთმა კანდიდატმა - თსუ პროფესორმა ჯაბა სამუშიამ შემოიტანა განაცხადი. 
 

უახლოეს დღეებში საარჩევნო კომისია განიხილავს კანდიდატის განაცხადს. წარმოდგენილი საბუთების შემოწმების შემდეგ, რექტორის მოვალეობის შემსრულებელს აკადემიური საბჭო ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, არაუმეტეს 6 თვის ვადით აირჩევს. აკადემიური საბჭოს დადგენილებით, თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობის დასაკავებლად არჩევნები 20 ოქტომბერს ჩატარდება.

 

ჯაბა სამუშიას მოკლევადიანი სამოქმედო გეგმა

CV

 

საარჩევნო კომისიის სხდომის ოქმი 1

საარჩევნო კომისიის სხდომის ოქმი 2

საარჩევნო კომისიის სხდომის ოქმი 3

საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმი

 

 

თარიღი: 13/10/2022