თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის წარმომადგენლები 19 ნოემბერს ყაზბეგის მუნიციპალიტეტს ეწვივნენ და სოფელ სნოს სკოლის მოსწავლეებისათვის სახალისო ქიმიური და ფიზიკური ექსპერიმენტები, ლექცია, კონკურსები და სხვადასხვა აქტივობები გამართეს. კონკურსის გამარჯვებულ მოსწავლეებს სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ. ამ და სხვა ღონისძიების მიზანი მოსწავლეების სასკოლო პროგრამის დაძლევაში დახმარება და სამომავალოდ ქიმიის ან ქიმიურ-ტექნოლოგიურ სფეროში პროფესიის ასარჩევად სტიმულის მიცემაა. ფიზიკაში სახალისო ექსპერიმენტები მოსწავლეებს პროფესორმა იური პაპავამ ჩაატარა.
ღონისძიება რომელმაც მოსწავლეებში დიდი ინტერესი გამოიწვია, რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მეცნიერების პოპულარიზაციის გრანტის SPG-25-652 “ ფარგლებში ხორციელდება.