საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ-ის კიდევ ერთმა საგანმანათლებლო პროგრამამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კიდევ ერთმა საგანმანათლებლო პროგრამამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამას „ქიმია“ ამერიკის ქიმიური საზოგადოების (ACS) აღიარება 6 წლის ვადით მიენიჭა.


საბაკალავრო პროგრამა „ქიმია“ სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (აშშ) თსუ-ის ერთობლივი პროგრამის ანალოგია, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  2015 წლიდან ხორციელდება. პროგრამა შედგენილია ამერიკის ქიმიის საზოგადოების და საქართველოს განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის სტანდარტებისა და მოთხოვნების გათვალისწინებით.
 

საგანმანათლებლო პროგრამა თსუ-ში  2020 წლიდან ფუნქციონირებს და სასწავლი პროცესში იყენებს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი-საქართველოს მიერ თსუ-ში გარემონტებულ და ულტრათანამედროვე ტექნიკით აღჭურვილ მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას. პროგრამაში ჩართულები არიან სან დიეგოში გადამზადებული პროფესორ-მასწავლებლები.
 

საგანმანათლებლო პროგრამა შედგენილია ყველა იმ თეორიული და პრაქტიკული კურსის გათვალისწინებით, რაც აუცილებელია შესაბამისი კვალიფიკაციის მისაღებად. სწავლების პროცესში გამოიყენება ულტრათანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი ქიმიური და ბიოქიმიური ლაბორატორიები, სადაც სტუდენტები ითვისებენ პრაქტიკულ ცოდნას და გამოცდილებას. პროგრამა, ასევე, შეიცავს მრავალფეროვანი ზოგადი განათლების საგნებს და გათვლილია ქართველ და უცხოელ სტუდენტებზე.
 

თსუ-ში ქიმიის ინგლისურენოვანი პროგრამის დაწყებიდან დაიწყო მუშაობა ამერიკის ქიმიური საზოგადოების მიერ პროგრამის აღიარებაზე, რაც მოითხოვს ACS-ის მკაცრ სტანდარტებთან შესაბამისობას. პროგრამის აღიარების პროცესი 2023 წლის აგვისტოში წარმატებით დასრულდა, რადგან სასწავლო პროგრამა და ლაბორატორიები სრულიად შესაბამისობაშია ACS-ის მოთხოვნებთან.

 

ამერიკის ქიმიური საზოგადოება ერთ-ერთი ყველაზე ძველი, მრავალრიცხოვანი და მაღალი რეპუტაციის მქონე პროფესიული გაერთიანებაა არა მარტო ამერიკის შეერთებულ შტატებში, არამედ მის გარეთაც. შესაბამისად,  ACS-ის მიერ აღიარებული თსუ საბაკალავრო პროგრამის „ქიმიის  კურსდამთავრებული უფრო ადვილად შეძლებს როგორც სამომავლო აკადემიური, ისე პროფესიული კარიერის განვითარებას.

 

ამერიკის შეერთებული შტატების გარდა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტეტთან ერთად, მხოლოდ 4 უნივერსიტეტს - შოტლანდიის, კოლუმბიის, უელსისა და ტაილანდის უნივერსიტეტებს  აქვს მინიჭებული ACS-ის  სერტიფიცირება.|


თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 7 ფაკულტეტზე სწავლების სამივე საფეხურზე 240-მდე აკრედიტებული პროგრამა მოქმედებს, მათ შორის საერთაშორისო აკრედიტაციების მქონე პროგრამები:  2020 წელს ორმა პროგრამამ მოიპოვა აკრედიტაცია - კომპიუტერული მეცნიერებები, ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია (ABET), 2021 წელს  საქართველოსა და რეგიონში პირველებმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) სასწავლო პროგრამებმა (FIBAA), ხოლო თსუ-შპაიერის ერთობლივმა სამაგისტრო პროგრამამ „საჯარო მმართველობა“ (FIBAA) ხელახლა მიიღო აკრედიტაცია, რაც იმას ნიშნავს, რომ თსუ-ის ამ პროგრამების კურსდამთავრებულები მიიღებენ საერთაშორისო აღიარების მქონე დიპლომს, რომელიც კონკურენტუნარიანი იქნება ნებისმიერ ქვეყანაში. 

                                     

თარიღი: 20/09/2023