საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

დოქტორ ლიბორ კლიმეკის ვიზიტი და ლექცია თსუ-ში

17-19 ივლისს თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტმა ერაზმუს+ აკადემიური კრედიტ-მობილობის პროგრამის ფარგლებში სლოვაკეთის მატეი ბელის უნივერსიტეტის პროფესორს დოქტორ ლიბორ კლიმეკს უმასპინძლა. პროფესორმა კლიმეკმა ევროპისმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამის, ასევე, ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებისა და დოქტორანტებისთვის წაიკითხა მოკლე კურსი -  “ევროპული სისხლის სამართალი”.

 

პროფესორი კლიმეკი არის მატეი ბელ უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი სისხლის სამართალში, ლაიფციგის უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი, ასევე, სადისერტაციო კომიტეტის წევრი ტრნავას უნივერსიტეტში, ვილნიუსის უნივერსიტეტში, კომენიუსის უნივერსიტეტსა და პრაღის ჩარლზის უნივერსიტეტში. იგი, ასევე, გახლავთპრაქტიკოსი იურისტი და სისხლის სამართლის და ევროპული სისხლის სამართლის ადვოკატი სლოვაკეთის რესპუბლიკაში. სხვადასხვა დროს მისი პროფესიული საქმიანობა დაკავშირებული იყო სლოვაკეთის საკონსტიტუციო სასამართლოსა და იუსტიციის სამინისტროსთან.

 

დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტის - IES-ის ვებგვერდს: www.ies.tsu.edu.ge

თარიღი: 25/07/2023