საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ალპბახის ევროპული ფორუმის (EFA) სასტიპენდიო პროგრამის შესახებ

დაიწყო  განაცხადების მიღება European Forum Alpbach (EFA)-ის სასტიპენდიო პროგრამაზე.

ალპბახის ევროპული ფორუმი ყოველწლიურად იმართება ალპბახში, ავსტრიაში. ეს პრესტიჟული ღონისძიება აერთიანებს ახალგაზრდა პროფესიონალებს, მეცნიერებს, პოლიტიკოსებს და ლიდერებს, რათა ჩაერთონ ევროპის ყველაზე აქტუალურ საკითხებზე გამართულ ინტერდისციპლინურ დისკუსიებში.

 

ღონისძიების თარიღები: 2026 წლის 24 აგვისტო – 4 სექტემბერი

ადგილმდებარეობა: ალპბახი, ავსტრია

EFA სასტიპენდიო პროგრამა იძლევა შესანიშნავ შესაძლებლობას:

 

● მონაწილეობა მიიღოთ ინტერაქტიულ სემინარებში, რომლებსაც უძღვებიან წამყვანი ექსპერტები

●    დაესწროთ მაღალი დონის კონფერენციებს მსოფლიო ლიდერებთან ერთად

●    მონაწილეობა მიიღოთ კულტურულ ღონისძიებებსა და ნეთვორქინგ სესიებში

● შეუერთდეთ ცვლილებების ინიციატორ მრავალფეროვან საერთაშორისო საზოგადოებას

თემატური მიმართულებები:

ფორუმის წლევანდელი თემაა "How Europe Wins", რომელიც მიმოიხილავს იმ ოთხ ძირითად სფეროს, რომელიც გავლენას ახდენს ჩვენს მომავალზე:

●       დემოკრატია და კანონის უზენაესობა

●       უსაფრთხოება

●       კლიმატი

●       ფინანსები და ეკონომიკა

 

სტიპენდია ფარავს მონაწილეობის საფასურსა და განთავსების ხარჯებს.

აპლიკაციის შევსებისას შესაძლებელია დამატებითი მხარდაჭერის მოთხოვნა (კვება, ტრანსპორტირება, სპეციალური საჭიროებები და სხვა). ასეთი მხარდაჭერის განაწილება დამოკიდებულია შესაბამისი ფინანსური რესურსების ხელმისაწვდომობაზე.

 

ვის შეუძლია მონაწილეობა?

18-დან 30 წლამდე ახალგაზრდებს, რომლებიც ფლობენ ინგლისურ ენას მინიმუმ B2 დონეზე და აქვთ შესაძლებლობა ფიზიკურად დაესწრონ ფორუმის სრულ პროგრამას.

 

აპლიკაციის გაგზავნის პროცედურა:

აპლიკაციები მიიღება 2026 წლის 2 მარტიდან 22 მარტამდე ალპბახის ევროპული ფორუმის ონლაინ პორტალზე. ამავე ბმულზე იხილავთ დეტალურ ინფორმაციას პროგრამის შესახებ, მათ შორის მონაწილეობის კრიტერიუმებისა და საჭირო დოკუმენტების ჩამონათვალს.

დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ Club Alpbach Georgia-ს Linkedin Instagram და Facebook გვერდების საშუალებით, ასევე იხილეთ

 

თარიღი: 11/03/2026