საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

აკაკი შანიძის სახელობის სამეცნიერო კითხვანი - 2022

2022 წელი ცნობილი ქართველი ენათმეცნიერის, აკაკი შანიძის (1887-1987) 135 წლის იუბილეა.

 

აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა მართავს აკაკი შანიძის სახელობის ქართველოლოგიურ სამეცნიერო კითხვანს.

 

კითხვანში მონაწილეობას მიიღებენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი, უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევითი დაწესებულების მკვლევარები, თანამშრომლები და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტები.

 

კითხვანში მონაწილეობის მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ სამეცნიერო ნაშრომი წარმოადგინონ ქართველოლოგიის ნებისმიერ დარგში.

 

2015 წელს, აკაკი შანიძის შვილმა, ლელა შანიძემ მამის პირადი ბიბლიოთეკა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას გადმოსცა. აკაკი შანიძის კოლექცია 1140 დასახელების 2030 საბიბლიოთეკო ერთეულისაგან შედგება. მასში გაერთიანებულია როგორც ქართული, ისე უცხოენოვანი სამეცნიერო მიმართულების ლიტერატურა.

 

კითხვანის მომხსენებელთა შერჩევა:

კითხვანის მომხსენებელთა შერჩევა მოხდება თეზისების წარმოდგენის შედეგად. 2022 წლის 10 ნოემბრამდე  მონაწილეებმა ელექტრონულ მისამართზე: library@tsu.ge, უნდა გადმოაგზავნონ კითხვანის მოხსენების თეზისები (არაუმეტეს 400 სიტყვისა). თეზისების შერჩევის შემდეგ, მონაწილეებმა, არაუგვიანეს 20 ნოემბრისა ამავე მისამართზე უნდა გადმოაგზავნონ საბოლოო ნაშრომები.

 

 

კითხვანის მოხსენების ტექნიკური სტანდარტები:

 

საბოლოო ნაშრომის მოცულობა უნდა შეადგენდეს 2000 - 2500 სიტყვას
შრიფტი - Sylfaen
შრიფტის ზომა - 11
სტრიქონებს შორის დაშორება - 1.5
ფურცლის კიდეებიდან დაშორება: მარცხნივ - 3, მარჯვნივ - 1.5, ზემოთ და ქვემოთ - 2.5
მოხსენება უნდა მოიცავდეს შესავალს, ძირითად ნაწილს, დასკვნებსა და დამოწმებული ლიტერატურის სიას (APA-ს სტილით)

 

რეგლამენტი:

მოხსენება -15 წუთი
დისკუსია - 5 წუთი

აბსტრაქტებსა და საბოლოო ნაშრომს თან უნდა ახლდეს ინფორმაცია ავტორის შესახებ:

• გვარი, სახელი
• ორგანიზაცია, სამეცნიერო ხარისხი და თანამდებობა
• საკონტაქტო ინფორმაცია


კითხვანის მოხსენებები გამოიცემა.

 

მნიშვნელოვანი თარიღები

• კითხვანის გამოცხადება: 2022 წლის 20 სექტემბერი;
• მოხსენებების აბსტრაქტების მიღების საბოლოო თარიღი: 2022 წლის 10 ნოემბერი;
• სრული მოხსენებების და პრეზენტაციების გადმოგზავნა: 2022 წლის 20 ნოემბერი;
• კითხვანის გამართვის თარიღი: 2022 წლის 30 ნოემბერი;




 

თარიღი: 20/09/2022