საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

აკადემიური წიგნის ფესტივალი “ვაზი, ხორბალი, მემკვიდრეობა“

თსუ-ში ივანე ჯავახიშვილის დაბადებიდან 150 წლის იუბილესადმი მიძღვნილი აკადემიური წიგნის ფესტივალი “ვაზი, ხორბალი, მემკვიდრეობა“ გაიხსნა. ღონისძიება აერთიანებს ხორბალს, ღვინოსა და აკადემიურ წიგნს რომლებიც ასახავენ ერის ისტორიულ მეხსიერებას, განათლების ტრადიციასა და სულიერ ფასეულობებს.

 

ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილია ქართული ენდემური ხორბლის ჯიშები, ქართული კომპანიების მიერ წარმოდგენილი ღვინოები, ტრადიციული პურის დეგუსტაციები, საჯარო ლექციები და დისკუსიები. სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ დაათვალიერონ ღვინისა და ხორბლის პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა, გაეცნონ უახლეს სამეცნიერო გამოცემებს და მონაწილეობა მიიღონ აკადემიური წიგნის ფესტივალში.

 

განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო საოჯახო მეურნეობა „მილდიანის“ მიერ ჩამოსხმულმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის ღვინომ, რომელიც მეცნიერის 150 წლის იუბილეს მიეძღვნა და ქართული მეღვინეობის ტრადიციებსა და ისტორიულ მემკვიდრეობას აერთიანებს.

 

ღონისძიება თსუ-ის ბიბლიოთეკის მეგობართა კლუბის, ქ.თბილისის მერიის და საკრებულოს თანამშრომლობით ხორციელდება.

თარიღი: 19/05/2026