საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

 ამერიკისმცოდნეობის 24-ე ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტისა და ამერიკის შესწავლის საქართველოს ასოციაციის ორგანიზებით ამერიკისმცოდნეობის 24-ე ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა.

 

კონფერენციის გახსნას თსუ რექტორის მოადგილე ნინო გვენეტაძე, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს პრეს ატაშე ჯონ ფერი,  ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის  ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტის ხელმძღვანელი ვასილ კაჭარავა, პროფესორები, სტუდენტები ესწრებოდნენ.

 

ღონისძიება მიეძღვნა 1783 წლის პარიზის ზავს და ამერიკის შეერთებულ შტატებსა და დიდ ბრიტანეთს შორის ომის დასრულების 240-ე წლისთავს.

 

კონფერენციაზე სხვადასხვა დარგობრივ სექციაში 100-მდე მომხსენებელი მონაწილეობდა. წარმოდგენილი მოხსენებები  შეეხო ამერიკის ისტორიის, პოლიტიკის, განათლების, რელიგიას, არქიტექტურის, ლიტერატურის, ხელოვნების, ფილოსოფიის, მასმედიის, სამართლის, ეკონომიკის, მეცნიერების,  ტექნოლოგიების, სოციალურ და ქალთა საკითხებს.

 

კონფერენციაზე წარმოდგენილი გამორჩეული მოხსენებები პერიოდულ გამოცემაში ,,ამერიკის შესწავლის საკითხები“ დაიბეჭდება.

თარიღი: 18/05/2023