საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
დადგენილება
თარიღი
მაგისტრატურაში სპეციალობის გამოცდაზე დაშვების შესახებ

“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის შესაბამისად,

 

1. მაგისტრატურაში სპეციალობის გამოცდაზე დაიშვებიან ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, ჰუმანიტარული (გარდა ამერიკანისტიკის სამაგისტრო პროგრამისა), მედიცინის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა (გარდა პრესისა და ტელე-რადიო ჟურნალისტიკისა და ტრანსფორმაცია სამხრეთ კავკასიაში სამაგისტრო პროგრამებისა) ფაკულტეტის ის კონკურსანტები, რომლებმაც უცხო ენაში მიიღეს შეფასება 40 ქულა და მეტი.

 

2. 2007-2008 სასწავლო წლის დასრულებისასდადგენილების 1-ლი პუნქტით მაგისტრატურაში ჩარიცხულმა მაგისტრანტებმა უნდა დაადასტურონ ენის ცოდნა შესაბამისი პროგრამის მიერ მოთხოვნილ დონეზე, წინააღმდეგ შემთხვევაში შეუჩერდებათ მაგისტრანტის სტატუსი.
 

 

გიორგი ხუბუა

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე, რექტორი

სრულად

დადგენილება N: 46

მაგისტრატურაში სპეციალობის გამოცდაზე დაშვების შესახებ (კოდიფიცირებული)

ცვლილებები შეტანილია
აკადემიური საბჭოს 09.01.2008, №72,
02.27.2009, №189 და 16.03.2009, №191 დადგენილებებით

 


„უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის შესაბამისად,

 

1. მაგისტრატურაში სპეციალობის გამოცდაზე დაიშვებიან ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, ჰუმანიტარული (გარდა ამერიკანისტიკის სამაგისტრო პროგრამისა), მედიცინის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა (გარდა პრესისა და ტელე-რადიო ჟურნალისტიკისა და ტრანსფორმაცია სამხრეთ კავკასიაში სამაგისტრო პროგრამებისა) ფაკულტეტის ის კონკურსანტები, რომლებმაც უცხო ენაში მიიღეს შეფასება 40 ქულა და მეტი.

 

2. დადგენილების I პუნქტით მაგისტრატურაში  ჩარიცხულმა მაგისტრანტებმა, რომლებმაც მიიღეს შეფასება 40-დან 51 ქულამდე, უნდა დაადასტურონ ენის ცოდნა შეესაბამისი პროგრამის მიერ მოთხოვნილ დონეზე, გამოცდაზე ხელმეორედ გასვლა დასაშვებია 2009 წლის აპრილში“ შეიცვალოს შემდეგნაირად: „გამოცდაზე ხელმეორედ გასვლა და სამაგისტრო პროგრამით დადგენილი უცხო ენის ცოდნის დადასტურება მოხდეს სამაგისტრო ნაშრომის დაცვამდე , წინააღმდეგ შემთხვევაში შეუჩერდებათ მაგისტრანტის სტატუსი. (09.01.2008, №72, 02.27.2009, №189 და 16.03.2009, №191 )

 

გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 46

“ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის შესახებ” აკადემიური საბჭოს №26 დადგენილებაში ცვილილების შეტანის თაობაზე

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
23.09.2011, №100/2011 დადგენილებით

 

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, “ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის შესახებ” აკადემიური საბჭოს №26 დადგენილებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

I. „8. თსუ ასისტენტ-პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის სამეცნიერო ხარისხის მქონე პირი ან დოქტორანტი“.

 

II. დადგენილება დასამტკიცებლად გადაეცეს წარმომადგენლობით საბჭოს.

 

 

გიორგი ხუბუა აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 45

“უნივერსიტეტში დოქტორანტურის მინიმალური სტანდარტის შესახებ” აკადემიური საბჭოს 2007 წლის 23 აპრილის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ.

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
23.09.2011, №100/2011 დადგენილებით

 

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის შესაბამისად, „უნივერსიტეტში დოქტორანტურის მინიმალური სტანდარტის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2007 წლის 23 აპრილის №20 დადგენილებაში შეტანილ იქნეს ცვლილება:

 

დადგენილების მე-11 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

”1) დოქტორანტი სადისერტაციო საბჭოს წარუდგენს დისერტაციის ბეჭდურ და ელექტრონულ ვერსიებს.
2) დისერტაციის დაცვაზე დასაშვებად აუცილებელია, დოქტორანტის სამეცნიერო ხელმძღვანელმა სადისერტაციო საბჭოს წარუდგინოს დასკვნა იმის თაობაზე, რომ იგი გაეცნო დისერტაციას და ნაშრომი მზად არის საჯარო განხილვაზე წარსადგენად.
3) დისერტაციის დაცვამდე დისერტანტს დისერტაციის სფეროში გამოქვეყნებული (ან მიღებული გამოსაქვეყნებლად) უნდა ჰქონდეს მინიმუმ სამი სამეცნიერო პუბლიკაცია რეცენზირებად ჟურნალებში. მათგან ორს გავლილი უნდა ჰქონდეს საერთაშორისო რეცენზირება. თუ სადისერტაციო საბჭოს დებულებით გათვალისწინებულია დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე უცხოელი შემფასებლის ჩართვა, ამ შემთხვევაში მოეთხოვება ორი სტატია, მათგან ერთისთვის საერთაშორისო რეცენზირება.უარყოფითი რეცენზირების მიღების შემთხვევაში დოქტორანტმა უნდა გაიაროს სემესტრული რეგისტრაცია მომდევნო სემესტრიდან. სტატიების (ან სტატიის) ხელახალი წარმოდგენა ათავისუფლებს მას სემესტრული რეგისტრაციისაგან. დოქტორანტი თავისუფლდება სემესტრული რეგისტრაციისა და სწავლის ქირის გადასახადისაგან სადისერტაციო ნაშრომის სადისერტაციო საბჭოში წარდგენის მომენტიდან.
4) ფაკულტეტის დებულებით შეიძლება, განსაზღვრული იყოს დისერტაციის წარდგენასთან დაკავშირებული დამატებითი მოთხოვნები.

 

გიორგი ხუბუა

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე, რექტორი

სრულად

დადგენილება N: 44

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინდივიდუალური (გარდამავალი პერიოდის) სადოქტორო პროგრამების დამტკიცების შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს 
17.12.2012, №128/2012 დადგენილებით

 

“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინდივიდუალური (გარდამავალი პერიოდის) სადოქტორო პროგრამები:

 

ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი

 

მათემატიკა (ინდივიდუალური პროგრამა)
კოორდინატორები: პროფ. უშანგი გოგინავა, პროფ. დავით გორდეზიანი, პროფ. თამაზ თადუმაძე, პროფ. ელიზბარ ნადარაია, პროფ. როლანდ ომანაძე.

 

კომპიუტერული მეცნიერებები (ინდივიდუალური პროგრამა)
კოორდინატორები: პროფ. კობა გელაშვილი, პროფ. ნოდარ ნანობაშვილი, პროფ. გია სირბილაძე, პროფ. მანანა ხაჩიძე, ასოც. პროფ. ჯემალ ანთიძე, ასოც. პროფ. ნათია არჩვაძე, ასოც. პროფ. რევაზ გრიგოლია, ასოც. პროფ. რიჩარდ მეგრელიშვილი

 

ფიზიკა (ინდივიდუალური პროგრამა)
კოორდინატორები: პროფ. რევაზ ზარიძე, პროფ. თამაზ კერესელიძე, პროფ. გია მაჩაბელი, პროფ. არჩილ უგუ­ლავა, პროფ. ალექსანდრე შენგელაია.

 

ქიმია (ინდივიდუალური პროგრამა)
კოორდინატორები: პროფ. ნოდარ ლეკიშვილი, პროფ. შოთა სამსონია, პროფ. ბეჟან Þჭანკვეტაძე.

 

ბიოლოგია (ინდივიდუალური პროგრამა)
კოორდინატორები, პროფ. არნოლდ გეგეჭკორი, პროფ. თეიმურაზ ლეჟავა, პროფ. დავით მიქელაძე, პროფ. ნინო ფორაქიშვილი, პროფ. დიანა ძიძიგური.

 

გეოგრაფია (ინდივიდუალური პროგრამა)
კოორდინატორები: პროფ. რამინ გობეჯიშვილი, პროფ. ნოდარ ელიზ­ბა­რაშვილი, პროფ. დავით კერესელიძე, პროფ. ზურაბ სეფერთელაძე, ასოც. პროფ. ლია მაჭავარიანი, ასოც. პროფ. არჩილ ხანთაძე.

 

გეოლოგია (ინდივიდუალური პროგრამა)
კოორდინატორი: პროფ. ბეჟან თუთბერიძე


ბიოფიზიკა (ინდივიდუალური ინტერდისციპლინური პროგრამა)
კოორდინატორი: ასოც. პროფ. თამაზ მძინარაშვილი


მედიცინის ფაკულტეტი

 

1. პედიატრია
კოორდინატორი: პროფესორი რუსუდან ქარსელაძე

 

2. კარდიოლოგიაში
კოორდინატორები: ასოც პროფ. პავლე მაჭავარიანი, ასოც. პროფ. ბეჟან წინამძღვრიშვილი

 

ჰუმანიტარული ფაკულტეტი

 

1. ბერძნულ-რომაული ფილოლოგია
კოორდინატორი: პროფ. რისმაგ გორდეზიანი

 

2. რუსული და სლავური ენები
კოორდინატორი პროფ. ნათელა ჭოხონელიძე

 

3. რუსული და სლავური ლიტერატურები
კოორდინატორი პროფ. მარიამ ფილინა

 

4. ლიტერატურის თეორია. ზოგადი და კომპარატივისტული კვლევები
კოორდინატორი: პროფ. ირმა რატიანი

 

5. ორიენტალისტიკა
კოორდინატორი: პროფ. აპოლონ სილაგაძე

 

6. ქართველური ენათმეცნიერება
კოორდინატორი: პროფ. დამანა მელიქიშვილი

 

7. იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერება
კოორდინატორები: პროფ. ცირა ბარამიძE, პროფ. თეიმურაზ გვანცელაძე

 

8. ქართული ლიტერატურის ისტორია (ძველი, ახალი და უახლესი ქართული ლიტერატურის ისტორია)
კოორდინატორი: პროფ. ელგუჯა ხინთიბიძე

 

9. ინგლისური ფილოლოგია
კოორდინატორი: პროფ. რუსუდან ენუქიძე

 

10. გერმანული ფილოლოგია
კოორდინატორი: პროფ. ლალი ქეცბა-ხუნდაძე

 

11. რომანული ენები და ლიტერატურა
კოორდინატორი: პროფ. ია ფხაკაძე

 

12. ლოგიკა და ენის ფილოსოფია
კოორდინატორი: ასოც. პროფ. ლერი მჭედლიშვილი

 

13. ეთნოლოგია
კოორდინატორი: პროფ. ქეთევან ხუციშვილი


14. ძველი მსოფლიოს ისტორია
კოორდინატორი:P პროფ. ეკა ავალიანი

 

15. ხელოვნების ისტორია და თეორია
კოორდინატორი: პროფ. ზაზა სხირტლაძე

 

16. თარგმანთმცოდნეობა (ქართული კლასიკური ლიტერატურის უცხოენოვანი თარგმანების ანალიზი)
კოორდინატორი: ასოც. პროფ. ოთარ ბაქანიძე

 

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

 

1. ეკონომიკური პოლიტიკა
კოორდინატორი:P პროფ. რევაზ გველესიანი

 

2. ეკონომიკური და სოციალური სტატისტიკა
კოორდინატორი:P პროფ. სიმონ გელაშვილი

 

3. მარკეტინგი
კოორდინატორი:P პროფ. ნუგზარ თოდუა

 

4. მსოფლიო ეკონომიკა
კოორდინატორი:P ასოც. პროფ. ლარისა Yყორღანაშვილი

 

5. მაკროეკონომიკა
კოორდინატორი:P პროფ. ნოდარ ხადური

 

6. შრომის ეკონომიკა
კოორდინატორი:P პროფ. მირიან ტუხაშვილი

 

7. ბუღალტრული აღრიცხვა
კოორდინატორი:P პროფ. ელენე ხარაბაძე

 

8. ფინანსები და საბანკო საქმე
კოორდინატორი:P პროფ. ირაკლი კოვზანაძე

 

9. ტურიზმი და მასპინძლობის მენეჯმენტი
კოორდინატორი:  ასოც. პროფ. მაია მარგველაშვილი

 

 

გიორგი ხუბუა

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე, რექტორი

სრულად

დადგენილება N: 43

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ასისტენტ–პროფესორთა აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადებისა და საკონკურსო   კომისიის  შესახებ

„უმაღლესი განათლების  შესახებ“ საქართველოს კანონის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2007 წლის 18 ივნისის N 26 დადგენილებისა და წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილების  თანახმად,

 

გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ასისტენტ–პროფესორთა აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად  და დამტკიცდეს საკონკურსო კომისია:

 

1. ასისტენტ– პროფესორების კონკურსის წესით არჩევის ვადა განისაზღვროს 2 წლით;


2. კონკურსის შედეგად შერჩეულ იქნეს 53 ასისტენტ–პროფესორი შემდეგი საგნებისა და მიმართულებების მიხედვით:
–  შესავალი სამოქალაქო სამართალში – 2 ადგილი;

 

  • ვალდებულებითი სამართლის ზოგადი ნაწილი – 2 ადგილი;
  • სახელშეკრულებო სამართალი – 2 ადგილი;
  • სანივთო სამართალი – 2 ადგილი;
  • კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობები – 2 ადგილი;
  • საოჯახო მემკვიდრეობითი სამართალი – 2 ადგილი;
  • შრომის სამართალი –  2 ადგილი;
  • საკორპორაციო სამართალი –  2 ადგილი;
  • სამოქალაქო სამართლის პროცესი –  2 ადგილი;
  • კონსტიტუციური (სახელმწიფო მოწყობის) სამართალი – 2 ადგილი;
  • ადამიანის ძირითადი უფლებები და თვისუფლებები –  2 ადგილი;
  • ზოგადი ადმინისტრაციული სამართალი –  2 ადგილი;
  • ადმინისტრაციული სამართლის პროცესი –  2 ადგილი;
  • საერთშორისო საჯარო სამართლი I – 2 ადგილი;
  • სისხლის სამართლის ზოგადი ნაწილი –  2 ადგილი;
  • სისხლის სამართლის კერძო ნაწილი I –  2 ადგილი;
  • სისხლის სამართლის კერძო ნაწილი I I –  2 ადგილი;
  • სისხლის სამართლის პროცესი – 2 ადგილი;
  • შესავალი სამართალმცოდნეობაში – 2 ადგილი;
  • ქართული სამართლის ისტორია – 2 ადგილი;
  • კერძო სამართლის მიმართულებით – 6ადგილი;
  • საჯარო სამართლი მიმართულებით – 3 ადგილი;
  • სისხლის სამართლის მიმართულებით – 2 ადგილი;
  • სამართლის ისტორიისა და მეთოდების მიმართულებით –  2 ადგილი.

 

3. ასისტენტ–პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში უპირატესობა მიენიჭება იმ კონკურსანტებს, რომლებიც  ფლობენ უცხოურ ენას (ინგლისური, გერმანული, ფრანგული, იტალიური, ესპანური).

 

4. ასისტენტ–პროფესორების აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსი ცხადდება 2007 წლის 20 ივლისს, დოკუმენტაციის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2007 წლის 20 აგვისტო, კონკურსანტმა განცხადებაში უნდა მიუთითოს სასურველი მიმართულება და არაუმეტეს სამი საგანი. საბუთების მიღება იწარმოებს იურიდიული ფაკულტეტის დეკანატში – ქ. თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი N 3, ტელ. 29 08 41.

 

5. კონკურსის შედეგები გამოცხადდება 2007 წლის 20 სექტემბერს.

 

6. ასისტენტ–პროფესორთა შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემადგენლობა განისაზღვროს 5 წევრით:
– სამართლის საფუძვლებისა და მეთოდების მიმართულებით – ლევან ბეჟაშვილი (კომისიის თვმჯდომარე);

  • საჯარო სამართლის მიმართულებით – ნიკოლოზ გვარამია;
  • საერთაშორისო სამართლის მიმართულებით –  ირინა ქურდაძე (კომისიის მდივანი);
  • კერძო სამართლის მიმართულებით –  ქეთევან ქოქრაშვილი;
  • სისხლის სამართლის მიმართულებით – ზაზა მეიშვილი.

 

7. დადგენილება განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ელექტრონულ გვერდზე.

 

საფუძველი: იურიდიული ფაკულტეტის საბჭოს 2007 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება ოქმი N 08.

 

გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თვმჯდომარე, რექტორი

სრულად

დადგენილება N: 42

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  მედიცინის ფაკულტეტის დოქტორანტურის დებულების დამტკიცების შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს 2019 წლის 
6 სექტემბრის №112/2019 დადგენილებით

 

 

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის თანახმად,

 

დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დოქტორანტურის დებულება ( დანართი N1).

 

საფუძველი: მედიცინის ფაკულტეტის საბჭოს წარდგინება

 

 

გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თვმჯდომარე, რექტორი

 

დანართი 1

 

მედიცინის ფაკულტეტის დოქტორანტურის დებულება

 

მუხლი 1 ზოგადი დებულებანი
1. წინამდებარე დებულება აწესრიგებს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მედიცინის ფაკულტეტზე სადოქტორო პროგრამების განხორციელების წესსა და პირობებს.
2. დოქტორანტურა მედიცინაში არის უმაღლესი განათლების მესამე საფეხური, სასწავლო პროგრამებისა და სამეცნიერო კვლევების ერთობლიობა, რომელიც მიზნად ისახავს მედიცინის დარგში სამეცნიერო კადრის მომზადებას და მთავრდება დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭებით.
3. დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭებისთვის აუცილებელი პირობები განსაზღვრულია წინამდებარე დებულებით ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად.

 

მუხლი 2. დოქტორანტურაში სწავლის უფლება
1. დოქტორანტურაში სწავლის უფლება აქვს მაგისტრს ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს, რეზიდენტურის კურსდამთავრებულს.
2007-2008 სასწავლო წლის დაწყებამდე ჩარიცხულ პირებზე არანაკლებ 5-წლიანი სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად გაიცემა დიპლომირებული მედიკოსის დიპლომი, რომელიც გათანაბრებულია მაგისტრის დიპლომთან.
2. დოქტორანტურაში სწავლის უფლება შეიძლება მიენიჭოს უცხოეთის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულს, ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად.

 

მუხლი 3. დოქტორანტურაში მიღების წესი

1. დოქტორანტობის კანდიდატი წარმოადგენს განაცხადს და გადის გასაუბრებას ამ დებულებით დადგენილი წესით.
განაცხადს თან უნდა ერთვოდეს:
ა) განმცხადებლის ავტობიოგრაფია;
ბ) სამეცნიერო ხელმძღვანელის დასაბუთებული შუამდგომლობა;
გ) აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის დამოწმებული ასლი;
დ) შერჩეული თემის მოკლე ანოტაცია.
2. სამეცნიერო ხელმძღვანელის შუამდგომლობაში დასაბუთებული უნდა იყოს შერჩეული თემის აქტუალობა და მნიშვნელობა და/ან უნივერსიტეტის მიერ პრიორიტეტულად აღიარებული სადოქტორი პროგრამების მიმართულებებისადმი შესაბამისობა.
დისერტაციის ხელმძღვანელი (ან თანახელმძღვანელი ერთობლივი სადოქტორი პროგრამების განხორციელების შემთხვევაში) შეიძლება იყოს თსუ პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი. დოქტორანტს ეძლევა შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღოს სამეცნიერო ხელმძღვანელის შერჩევაში.
4. დოქტორანტობის კანდიდატს მოეთხოვება ერთ-ერთი ევროპული სამეცნიერო ენის (გერმანული, ინგლისური ან ფრანგული) არანაკლებ B2 (ALTE) დონეზე ცოდნა.
5. დოქტორანტობის კანდიდატი, თუ მას ქართულენოვან პროგრამაზე სურს სწავლა და ქართული მისი მშობლიური ენა არ არის, წარმოადგენს ქართული ენის ცოდნის დამადასტურებელ სერტიფიკატს.
6. ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, უნივერსიტეტის რექტორი გამოსცემს დოქტორანტურაში კანდიდატის დოქტორანტად ჩარიცხვის შესახებ ინდივიდუალურ-ადმინისტრაციოლ სამართლებრივ აქტს. გადაწყვეტილება ეცნობება თსუ-ს სასწავლო დეპარტამენტს.
7. უნივერსიტეტი, დოქტორანტი და სამეცნიერო ხელმძღვანელი ჩარიცხვიდან მაქსიმუმ ორ თვეში ხელს აწერენ ხელშეკრულებას, რომელიც განსაზღვრავს ყველა მხარის ვალდებულებებსა და უფლებებს. ხელშეკრულების ნაწილია დოქტორანტის ინდივიდუალური გეგმა.

 

მუხლი 4. სამეცნიერო ხელმძღვანელი
1. სამეცნიერო ხელმძღვანელს უნდა ჰქონდეს დოქტორანტის სადისერტაციო თემასთან დაკავშირებულ სამეცნიერო სფეროში კვლევის გამოცდილება და პუბლიკაციები.
2. სამეცნიერო ხელმძღვანელის სალექციო და კვლევითი დატვირთვიდან გამომდინარეობს, თუ რამდენ დოქტორანტს შეუძლია უხელმძღვანელოს.
3. დისერტაციის ხელმძღვანელი კონტროლს უწევს ინდივიდუალური გეგმის შესრულებას.
4. სამეცნიერო ხელმძღვანელის მიერ თსუ-ში დაკავებული აკადემიური თანამდებობის დატოვება არ იწვევს დოქტორანტის ხელმძღვანელობაზე უარის თქმას, თუ თანამდებობის დატოვების შემდეგ ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭო უახლოეს სხდომაზე მიიღებს გადაწყვეტილებას ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოში მისი მოწვევის შესახებ. ამ შემთხვევაში თსუ–ს, დოქტორანტის ხელმძღვანელსა და დოქტორანტს შორის ხელი მოეწერება ახალ ხელშეკრულებას, რომლითაც მხარეების ვალდებულებების გარდა განისაზღვრება ხელმძღვანელის შრომის ანაზღაურების პირობები.
5. განსაკუთრებულ შემთხვევებში სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით სამეცნიერო ხელმძღვანელად შეიძლება მოწვეული იყოს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი.

 

მუხლი 5. დოქტორანტურის პროგრამა და დოქტორანტურაში სწავლის ხანგრძლივობა

1. დოქტორანტურა მოიცავს სასწავლო და კვლევით კომპონენტებს.
2. დოქტორანტმა სწავლის და კვლევის პროცესში უნდა დააგროვოს არანაკლებ 180 კრედიტისა. დოქტორანტურის მაქსიმალური ხანგრძლივობა შეიძლება იყოს 5 წელი.
3. დოქტორანტურაში სასწავლო კომპონენტი შეადგენს კრედიტების საერთო რაოდენობის 1/3, დანარჩენი 2/3 ეთმობა კვლევას.

 

მუხლი 6. დოქტორანტურაში ჩაბარების ვადები

დოქტორანტურაში მიღება ცხადდება შემოდგომის და/ან გაზაფხულის სემესტრებისთვის.

 

მუხლი7. დოქტორანტურის სასწავლო კომპონენტი
1. დოქტორანტურის სასწავლო კომპონენტი გულისხმობს დოქტორანტის დარგობრივ და მეთოდოლოგიურ დახელოვნებას.
2. სადოქტორო პროგრამის სასწავლო გეგმას შეიმუშავებს ფაკულტეტის საბჭო და ამტკიცებს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო.
სასწავლო გეგმაში აუცილებლად შედის:
სპეციფიკური დარგობრივი კურსებისგან შემდგარი მოდული;
ძირითადი მეცნიერული უნარების განმავითარებელი საფაკულტეტო მოდული ან ცალკეული კურსები (ბიოსამედიცინო კვლევის მეთოდები, კლინიკური კვლევების ეთიკური საკითხები, ეპიდემიოლოგიისა და ბიოლოგიურ სტატისტიკა, სამეცნიერო წერისა და პუბლიკაციის ჩვევები);
სწავლების თანამედროვე მეთოდების კურსი, რომელსაც მოსდევს დოქტორანტის ჩართვა სწავლების პროცესში.
შემოთავაზებულ მოდულებში დოქტორანტს შეუძლია, აირჩიოს მისი კვლევისათვის ყველაზე მეტად შესაფერისი კურსები.
3. დოქტორანტის ინდივიდუალურ გეგმას ადგენს დოქტორანტის ხელმძღვანელი დოქტორანტთან შეთანხმებით. ინდივიდუალური გეგმა იქმნება კონკრეტული კვლევითი პროექტის განსახორციელებლად და დარგში მიღებული ცოდნის გასაღრმავებლად. ინდივიდუალურ გეგმაში მოცემული უნდა იყოს კვლევის მიზანი, სადისერტაციო თემის მოკლე აღწერა, სასწავლო კომპონენტის შესრულების და კვლევის სავარაუდო გრაფიკი.

 

მუხლი 8. დოქტორანტურის კვლევითი კომპონენტი და დოქტორანტების კოლოკვიუმი
დოქტორანტურაში სწავლების თითოეული წლის ბოლოს თემის ხელმძღვანელი და სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარის მიერ ნომინირებული ორი მოწვეული ექსპერტი აფასებენ თემის შესრულების მიმდინარეობას.
კოლოკვიუმზე ხდება კვლევის შედეგების პრეზენტაცია, დისკუსია, ახალი სამეცნიერო ლიტერატურის, მიღწევების და პრობლემების განხილვა.

 

მუხლი 9 დოქტორანტის სტატუსის შეწყვეტა

ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დოქტორანტს შეიძლება დოქტორანტის სტატუსი შეუწყდეს:
ა) პლაგიატის ან მონაცემების გაყალბების დადასტურების შემთხვევაში.
ბ) უნივერსიტეტს, დოქტორანტსა და სამეცნიერო ხელმძღვანელს შორის დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობისას;

გ) ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს დებულებით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

 

მუხლი 10 დისერტაცია
1. დისერტაცია წარმოადგენდეს სადოქტორი პროგრამის დასკვნით ნაწილს და უნდა ასახავდეს დოქტორანტის დამოუკიდებელი სამეცნიერო თეორიული და/ან ექსპერიმენტული კვლევის მუშაობის შედეგს, ახასიათებდეს მეცნიერული სიახლე და წვლილი შეჰქონდეს ბიომედიცინის შესაბამისი დარგის განვითარებაში.

2. დისერტაცია შესრულებული უნდა იყოს ქართულ ენაზე. სადისერტაციო კვლევის ძირითადი შედეგები წამოდგენილი უნდა იქნეს ინგლისურ ენაზე.

3. ნაშრომის უცხო ენაზე შესრულების შემთხვევაში სადისერტაციო კვლევის ძირითადი შედეგები წარმოდგენილი უნდა იქნეს ქართულ ენაზე.

4. დაცვის შემდეგ დისერტაცია უნდა გამოქვეყნდეს ბეჭდური ან ელექტრონული ფორმით.

 

მუხლი 11. სადისერტაციო ნაშრომის ზომა, ფორმატი და სტილი

სადისერტაციო ნაშრომის ზღვრული მოცულობა – 180-200 გვ. (არაუმეტეს 400 000 ასო-ნიშანი)., დასკვნა – 10-12გვ.; ნაშრომს თან უნდა ერთვოდეს გამოყენებული ლიტერატურის ჩამონათვალი; ფურცლის ზომა A/4; ტექსტი აკრეფილი უნდა იყოს 12-იანი შრიფტით, შრიფტის სახეობა - აკადნუსხური;სტრიქონებს შორის მანძილი – 1,5; გვერდის საზღვრები: მარცხნიდან 3 სმ., მარჯვნიდან 1 სმ., ზემოდან 2,5 სმ., ქვემოდან – 2,5 სმ.


მუხლი 12. დისერტაციის წარდგენა
1. დისერტაცია სადისერტაციო საბჭოში წარდგენილი უნდა იყოს არაუგვიანეს ხუთი წლისა დოქტორანტურაში ჩაბარების შემდეგ.
2. დისერტაცია სადისერტაციო საბჭოს გადაეცემა 4 აკინძულ და 1 ელექტრონულ ეგზემპლარად, ფაკულტეტის ვებ-გვერდზე განსათავსებლად.
3. დისერტაციას თან ერთვის განმცხადებლის ახსნა-განმარტება იმის თაობაზე, რომ თემა მის მიერაა შესრულებული და რომ ნაშრომში გამოყენებული ყველა წყარო სათანადოდაა მითითებული.
4. დისერტაციის დაცვის პრერეკვიზიტებია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო და სამეცნიერო პროგრამით გათვალისწინებული კრედიტების შესრულება და
სადისერტაციო თემის ირგვლივ გამოქვეყნებული ან დასაბეჭდად მიღებული სამი სამეცნიერო პუბლიკაცია, მათგან ორი უნდა იყოს გამოქვეყნებული (ან მიღებული გამოსაქვეყნებლად) იმპაქტ-ფაქტორის მქონე საერთაშორისო რეფერირებად (პეერ-რევიეწედ) ჟურნალში.

 

მუხლი 13. წერილობითი დასკვნა დისერტაციის შესახებ
1. დისერტაციის წარდგენის შემდეგ წერილობით დასკვნას ადგენს სამი შემფასებელი, მათ შორის თემის ხელმძღვანელი პროფესორი.
2. შემფასებლებმა თავიანთი წერილობითი დასკვნა უნდა წარმოადგინონ დისერტაციის წარდგენიდან არა უგვიანეს 3 თვისა.
3. დასკვნაში მითითებული უნდა იყოს გადაწყვეტილება დისერტაციის დაცვაზე დაშვების, მისი შესწორების მიზნით დოქტორანტისათვის უკან დაბრუნების ან დაცვაზე უარის თქმის შესახებ. უმნიშვნელო შენიშვნების შემთხვევაში დისერტაციის მიღება ხდება ხარვეზების გამოსწორების დათქმით.
4. შესწორების მიზნით დოქტორანტისათვის უკან დაბრუნების შემთხვევაში, დისერტაცია ხელახლა უნდა იქნეს წარდგენილი 1 წლის ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში პირი დაცვაზე აღარ დაიშვება.
5. თუკი ორი გარე შემფასებლის დასკვნა განსხვავდება ერთმანეთისაგან, ინიშნება მესამე გარე-შემფასებელი სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარის მიერ. მესამე შემფასებელს თემის შეფასებისათვის ეძლევა 1 თვე.
6. სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარემ დოქტორანტს წერილობით უნდა აცნობოს შემფასებლების მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ. დაცვაზე დაშვების შემთხვევაში შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს დაცვის თარიღიც. შეტყობინებიდან დაცვის თარიღამდე დოქტორანტს უნდა მიეცეს მინიმუმ 1 თვე დაცვისათვის მოსამზადებლად. დოქტორანტს ეძლევა უფლება, გაეცნოს შემფასებლების დასკვნებს.
7. დაცვაზე დაშვების უარის შემთხვევაში, უარყოფილი დისერტაცია და შემფასებლების წერილობითი დასკვნები შეინახება სადისერტაციო საბჭოს არქივში. დოქტორანტი უფლებამოსილია, გაეცნოს ამ დოკუმენტებს.


მუხლი 14. სადისერტაციო კომისია
1. სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე დისერტაციის დაცვაზე დაშვების შემთხვევაში ქმნის სადისერტაციო კომისიას.
2. სადისერტაციო კომისია უნდა შედგებოდეს მეცნიერების იმ დარგის სულ მცირე ოთხი წევრისაგან, რა დარგშიც შესრულებულია დისერტაცია და ერთი წევრი მაინც უნდა იყოს სხვა კვლევითი დაწესებულების წარმომადგენელი. სადისერტაციო კომისიის წევრები უნდა წარმოადგენდნენ მოქმედ აკადემიურ პერსონალს (პროფესორი, საპატიო პროფესორი, ასოცირებული პროფესორი), რომელთა მოწვევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სადისერტაციო საბჭო.
3. კომისიაში უნდა შედიოდეს სათათბირო ხმის უფლებით დისერტაციის ხელმძღვანელი, ასევე თემის მეორე შემფასებელი (შემფასებლები) და სადისერტაციო საბჭოს ერთი წევრი მაინც. სადისერტაციო კომისიაში შეიძლება შეყვანილ იქნეს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე სხვა პირი (პირები).
4. თავმჯდომარე უნდა იყოს უნივერსიტეტის მოქმედი ან საპატიო პროფესორი, რომელიც არ არის ხელმძღვანელი ან შემფასებელი.
5. თუკი სადისერტაციო ნაშრომი მომზადებულია მედიცინის იმ დარგში, რომლის წარმომადგენელიც არის სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე, იგი ავტომატურად შედის სადისერტაციო კომისიის შემადგენლობაში.
6. სადისერტაციო კომისიის წევრები წინასწარ (დაცვამდე) ეცნობიან სადისერტაციო ნაშრომს.


15. სადისერტაციო საბჭო
1. სადისერტაციო საბჭო არის დოქტორის აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელი ორგანო, რომელიც იქმნება ფაკულტეტზე.
2. სადისერტაციო საბჭო შედგება ფაკულტეტის ყველა სრული და ასოცირებული პროფესორისაგან.
3. სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საბჭოს შემადგენლობაში შეიძლება შევიდნენ დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე სხვა პირები, უნივერსიტეტის წესდებით დადგენილი წესით;
4. სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარეს, კენჭისყრით, თავისი შემადგენლობიდან ირჩევს ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭო 2 წლის ვადით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. ერთი და იგივე პირი თავმჯდომარედ შესაძლებელია არჩეულ იქნეს ზედიზედ 2-ჯერ. თავმჯდომარის არჩევამდე პირველ სხდომას უძღვება ფაკულტეტის დეკანი;
5. სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარის სხდომაზე არყოფნის შემთხვევაში, საბჭო სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს სხდომის თავმჯდომარეს.

 

16. სადისერტაციო საბჭოს სხდომები და ფუნქციები
1. სადისერტაციო საბჭო გადაწყვეტილებებს იღებს საბჭოს სხდომებზე. სადისერტაციო საბჭო უფლებამოსილია, თუ სხდომას ესწრება წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობა. გადაწყვეტილება მიღებულია, თუ მას ხმას მისცემს დამსწრეთა 2/3. გადაწყვეტილებები მიიღება ღია კენჭისყრით;
2. სადისერტაციო საბჭოს ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ საბჭოს თავმჯდომარე და მდივანი;
3. სადისერტაციო საბჭო:

• იღებს გადაწყვეტილებებს დოქტორანტურაში მიღების, სადისერტაციო თემისა და ხელმძღვანელის დანიშვნის შესახებ;
• ნიშნავს შემფასებლებს და განსაზღვრავს დისერტაციის დაცვის თარიღს;
• ამტკიცებს სადისერტაციო კომისიას;
• სადისერტაციო კომისიის დასკვნის საფუძველზე ანიჭებს დოქტორის აკადემიურ ხარისხს;

 

17. სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე:

• იწვევს და უძღვება სადისერტაციო საბჭოს სხდომებს სემესტრში ერთხელ მაინც;
• საბჭოს შემადგენლობიდან განსაზღვრავს სადისერტაციო კომისიას;
• უზრუნველყოფს დოქტორანტებისათვის სემინარების ორგანიზებას ფაკულტეტის დეკანთან შეთანხმებით;
• უზრუნველყოფს სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილების გამოქვეყნებას უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე.

 

18. სადისერტაციო საბჭოს მდივანი
1. სადისერტაციო საბჭოს მდივანს თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს სადისერტაციო საბჭო.
2. მდივანი უზრუნველყოფს სადისერტაციო საბჭოს ორგანიზაციულ საქმიანობას:
• აწარმოებს სადისერტაციო საბჭოს სხდომის ოქმებს, უნივერსიტეტში საქმის წარმოების ერთიანი წესების შესაბამისად;
• ეხმარება თავმჯდომარეს ორგანიზაციული საკითხების მოგვარებაში;
• ხელმძღვანელობს საბჭოს არქივსა და საქმის წარმოებას;
• კონსულტაციას უწევს და ეხმარება დოქტორანტებს დისერტაციის დაცვამდე და დაცვის შემდგომ სათანადო დოკუმენტაციის მომზადებაში.

 

მუხლი 19. დისერტაციის დაცვა
1. დისერტაციის დაცვა უნდა მოხდეს დისერტაციის თემაზე ბოლო პუბლიკაციის გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს ერთი წლისა.
2. დაცვა არის საჯარო. მის მსვლელობასა და შედეგზე უნდა შედგეს საბოლოო ოქმი. დაცვა ითვალისწინებს დოქტორანტის მიერ 30 წუთიანი მოხსენებით თემის წარმოდგენას – პრეზენტაციას.
3. მოხსენებას მოსდევს სამეცნიერო შეკითხვა-კამათი. დაცვა არ უნდა აღემატებოდეს 120 წუთს.
4. ერთი კომისიის წინაშე ერთ დღეს შეიძლება დაინიშნოს არა უმეტეს ორი დისერტაციის დაცვა.

 

მუხლი 20. დისერტაციის და დოქტორანტის შეფასება

1. დისერტაციის შეფასება განისაზღვრება შემფასებელთა დასკვნების საფუძველზე.
2. დაცვა ფასდება სადისერტაციო კომისიის მიერ დახურულ სხდომაზე დაცვის დასრულებისთანავე.
3. შეფასებისთვის გამოიყენება შეფასების 5 ბალიანი სისტემა, რომლითაც კომისიის თითოეული წევრი აფასებს დისერტაციას.
4. დისერტაცია ითვლება დაცულად, თუკი მას დისერტანტის მიერ მიღებული ქულათა ჯამი შეადგენს მაქსიმალურად შესაძლო ქულათა ჯამის 60%-ს და მეტს. დისერტანტის მიერ მიღებული ქულათა ჯამის მიხევით, დისერტაცია ფასდება როგორც:
ა) ფრიადი (სუმმა ცუმ ლაუდე) -85%-ზე მეტი;
ბ) კარგი (ცუმ ლაუდე) -70-85%;
გ) დამაკმაყოფილებელი (რიტე) -60-69%;
დ) არადამაკმაყოფილებელი-50-59% (დისერტანტს ეძლევა უფლება, რომ დაამუშავოს დისერტაცია ერთი წლის მანძილზე და განმეორებით გავიდეს დაცვაზე)
ე) სრულიად არადამაკმაყოფილებელი- 50%-ზე ნაკლები (დისერტანტს აღარ ეძლევა უფლება, რომ დაამუშავოს დისერტაცია)
5. საბოლოოდ დოქტორანტის სწავლა დოქტორანტურაში (შეფასება ეხება როგორც სასწავლო, ისე კვლევით კომპონენტს) ფასდება 7-ბალიანი სისტემით.

 

მუხლი 21. ხარისხის მინიჭება
1. დოქტორანტს აკადემიურ ხარისხს ანიჭებს მედიცინის ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭო. დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭების დამადასტურებელი დიპლომის გაცემის შემდეგ პირი უფლებამოსილია, იწოდებოდეს მეცნიერებათა დოქტორად.
2. დიპლომი გაიცემა დისერტაციის გამოქვეყნების შემდეგ.
3. დიპლომი შეიცავს დისერტაციის სახელწოდებას, დაცვის თარიღსა და საერთო შეფასებას. Dიპლომს ხელს აწერს სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე, ფაკულტეტის დეკანი, უნივერსიტეტის რექტორი. დიპლომი მოწმდება უნივერსიტეტის ბეჭდით.
4. მოწმობის ასლი ინახება თსუ-ს არქივში.

 

მუხლი 22. დისერტაციის გამოქვეყნება
1. დოქტორანტი ვალდებულია დისერტაციის დაცვიდან 1 წლის განმავლობაში გამოაქვეყნოს დისერტაცია ბეჭდური ფორმით თსუ გამომცემლობაში და ელექტრონული ფორმით. წინააღმდეგ შემთხვევაში მასზე არ გაიცემა დოქტორის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომი.
2. გამოქვეყნებული დისერტაცია წარმოადგენს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინტელექტუალურ საკუთრებას.

 

მუხლი 23. დოქტორის აკადემიური ხარისხის ბათილობა
დოქტორის აკადემიური ხარისხი ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით დოქტორს ჩამოერთმევა აკადემიური პატიოსნების ნორმების დარღვევის შემთხვევაში.

 

მუხლი 24. დაფინანსება
დოქტორანტის დაფინანსება ხორციელდება სახელმწიფო გრანტის, საუნივერსიტეტო დაფინანსების, სტიპენდიების, ქველმოქმედების და თვითდაფინანსების ფორმით.

 

მუხლი 25. გარდამავალი დებულებები

1. დოქტორის აკადემიური ხარისხის მისაღებად თსუ-ს ყველა მაძიებელმა და ასპირანტმა უნდა ჩააბაროს დოქტორანტურაში წინამდებარე დებულებით განსაზღვრული წესით.
2. თსუ დოქტორანტურაში ჩარიცხული ასპირანტები და მაძიებლები, რომელთაც მინიმუმის საგნები აქვთ ჩაბარებული ან/და აპრობაცია აქვთ გავლილი, თავისუფლდებიან წინამდებარე დებულებით გათვალისწინებული სასწავლო კომპონენტის კრედიტების დაგროვებისგან. დისერტაციის წარდგენა და დაცვა ხორციელდება წინამდებარე დებულებით დადგენილი წესით. გამოქვეყნებული სამი სტატიიდან ორმა უნდა გაიაროს საერთაშორისო რეცენზირება.
3. თსუ-ს ის ასპირანტები და მაძიებლები, რომელთაც შესრულებული აქვთ ამ დებულებით გათვალისწინებული კვლევითი კომპონენტი და არა აქვთ ჩაბარებული მინიმუმის გამოცდები, სასწავლო კომპონენტით განსაზღვრული კრედიტების დაგროვების შემდეგ დისერტაციას წარადგენენ და დაიცავენ წინამდებარე დებულებით დადგენილი წესით.
4. იმ კვლევითი ინსტიტუტების ასპირანტები, რომლებთანაც თსუ-ს დადებული აქვს ხელშეკრულება, დოქტორანტები ხდებიან ამ პარაგრაფის პირველი მუხლის შესაბამისად.
5. გარდამავალი დებულებით განსაზღვრული შეღავათით სარგებლობის უფლება ასპირანტებს და მაძიებლებს აქვთ დოქტორანტურაში მიღების გამოცხადებიდან მაქსიმუმ ორი წლის მანძილზე.

სრულად

დადგენილება N: 41

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ჰუმანიტარული ფაკულტეტის დოქტორანტურისა და სადისერტაციო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
23.09.2011, №100/2011 დადგენილებით

 

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის თანახმად,

 

დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის დოქტორანტურისა და სადისერტაციო საბჭოს დებულება ( დანართი N1).

 

საფუძველი: ჰუმანიტარული ფაკულტეტის საბჭოს წარდგინება

 

 

გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თვმჯდომარე, რექტორი

 

დანართი 1


ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტურისა და სადისერტაციო საბჭოს დებულება

 

 

თავი I. ზოგადი დებულებები

 

1. მიზანი
1.1. ეს დებულება აწესრიგებს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სადოქტორო პროგრამების განხორციელებისა და დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭებისათვის აუცილებელ პროცედურას `უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს დოქტორანტურის მინიმალური სტანდარტის შესახებ დადგენილების შესაბამისად.
1.2. დოქტორანტურის მიზანია: სადოქტორო პროგრამების საფუძველზე დოქტორანტის ინტელექტუალური ზრდა, აკადემიური და კვლევითი რესურსების დაახლოება, სამეცნიერო მუშაობის გააქტიურება და ხარისხის ამაღლება, დოქტორანტის ინტეგრაცია საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებაში.

 

თავი II. დოქტორანტურა


2.1. "უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის "ტ" ქვეპუნქტის თანახმად, დოქტორანტურა არის უმაღლესი განათლების მესამე საფეხური, სასწავლო პროგრამებისა და სამეცნიერო კვლევების ერთობლიობა, რომელიც მიზნად ისახავს სამეცნიერო კადრის მომზადებას და მთავრდება დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭებით.
2.2. დოქტორანტურა მოიცავს სასწავლო და კვლევით კომპონენტებს.
2.3. დოქტორანტი არის პირი, რომელიც სწავლობს დოქტორანტურაში.
2.4. დოქტორი უმაღლესი აკადემიური ხარისხია, რომელიც თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტურის კურსდამთავრებულს ენიჭება დისერტაციის დაცვის შემდეგ შემდეგი მიმართულებით:

  • ფილოსოფია
  • ფილოლოგია
  • ისტორია
  • ხელოვნებათმცოდნეობა
  • განათლების მეცნიერებები
  •  

თავი III. დოქტორანტურაში მიღების წესი

 

3. დოქტორანტურაში სწავლის უფლება

3.1. დოქტორანტურაში სწავლის უფლება აქვს მაგისტრს ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს.
3.2. დოქტორანტურაში სწავლის უფლება შეიძლება მიეცეს უცხოეთის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულს, საქართველოს კანონის `უმაღლესი განათლების შესახებ” 50-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად.

 

4. დოქტორანტურაში მიღების პირობები

4.1. დოქტორანტურაში მიღება ცხადდება მხოლოდ აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებული სადოქტორო პროგრამის ფარგლებში.
4.2. დოქტორანტობის კანდიდატი წარმოადგენს განაცხადს და გადის გასაუბრებას დარგობრივ მიმღებ კომისისათან.
4.3. დოქტორანტურაში ჩარიცხვის პირობაა სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელის (თანახელმძღვანელთა) დასაბუთებული შუამდგომლობა.
4.4. დოქტორანტს უფლება აქვს აირჩიოს სამეცნიერო ხელმძღვანელი.
4.5. დოქტორანტობის კანდიდატს მოეთხოვება ერთ-ერთი ევროპული სამეცნიერო ენის (ინგლისური, გერმანული, ფრანგული) არანაკლებ B 2 დონეზე ცოდნა.
4.6. დოქტორანტობის კანდიდატი, რომლის მშობლიური ენა არ არის ქართული და რომელსაც სურს ქართულენოვან პროგრამაზე სწავლა, წარმოადგენს ქართული ენის ცოდნის დამადასტურებელ სერტიფიკატს (B 2 დონე)

 

5. დოქტორანტურაში ჩარიცხვა

5.1. დოქტორანტურაში ჩარიცხვის მსურველს წერილობითი განაცხადი შეაქვს ფაკულტეტის დეკანის სახელზე, რომელშიც მითითებული უნდა იყოს სადოქტორო პროგრამა. განცხადებას თან უნდა ერთვოდეს:
• განმცხადებლის ავტობიოგრაფია, („CV“);
• მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის დამოწმებული ასლი;
• პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
• სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელის შუამდგომლობა სათანადო დასაბუთებით;
• სავარაუდო სამეცნიერო ხელმძღვანელის დასაბუთებული შუამდგომლობა;
• უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი ასლთან ერთად ან უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული უცხო ენის გამოცდის დამადასტურებელი მოწმობა ასლთან ერთად;
• ახსნა-განმარტება იმის თაობაზე, რომ განმცხადებელი არ ირიცხება სხვა საგანმანათლებლო დაწესებულების დოქტორანტურაში.
5.2. ფაკულტეტის მიმღები კომისიის დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში უნივერსიტეტის რექტორი დეკანის წარდგინებით გამოსცემს დოქტორანტურაში კანდიდატის დოქტორანტად ჩარიცხვის შესახებ ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს. გადაწყვეტილება ეცნობება თსუ-ს სასწავლო დეპარტამენტს.
5.3. უნივერსიტეტი, დოქტორანტი, სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი და სამეცნიერო ხელმძღვანელი ჩარიცხვიდან მაქსიმუმ ორ თვეში ხელს აწერენ ხელშეკრულებას, რომელიც განსაზღვრავს ყველა მხარის ვალდებულებებსა და უფლებებს. ხელშეკრულების ნაწილია დოქტორანტის ინდივიდუალური გეგმა.


6. დოქტორანტის სამეცნიერო ხელმძღვანელი
6.1 ფაკულტეტი უზრუნველყოფს დოქტორანტს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე სამეცნიერო ხელმძღვანელით, უქმნის პირობებს სამეცნიერო კვლევაზე ორიენტირებული სამუშაოს ჩასატარებლად.
6.2. დოქტორანტის სამეცნიერო ხელმძღვანელი შეიძლება იყოს სადისერტაციო საბჭოს წევრი, სადოქტორო პროგრამაში ჩართული სრული ან ასოცირებული პროფესორი. დისერტაციის თანახელმძღვანელი შეიძლება იყოს ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს სხვა წევრი ან დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელიც არ არის სადისერტაციო საბჭოს წევრი.
6.3. დოქტორანტობის კანდიდატს ეძლევა შესაძლებლობა აირჩიოს სამეცნიერო ხელმძღვანელი.
6.4. სამეცნიერო ხელმძღვანელს უნდა ჰქონდეს დოქტორანტის სადისერტაციო თემასთან დაკავშირებულ სამეცნიერო სფეროში კვლევის გამოცდილება და პუბლიკაციები.
6.5. სამეცნიერო ხელმძღვანელი კონტროლს უწევს დოქტორანტის ინდივიდუალური გეგმის შესრულებას.
6.6. ერთი პროფესორი ერთდროულად შეიძლება იყოს არაუმეტეს სამი დოქტორანტის სამეცნიერო ხელმძღვანელი.
6.7. იმ შემთხვევაში, თუ სამეცნიერო ხელმძღვანელი უარს ამბობს ხელმძღვანელობაზე, ამის შესახებ მან სწავლის ნებისმიერ ეტაპზე დასაბუთებული განცხადება უნდა წარუდგინოს სადისერტაციო საბჭოს.
6.8. სამეცნიერო ხელმძღვანელის მიერ თსუ-ში დაკავებული აკადემიური თანამდებობის დატოვება არ იწვევს დოქტორანტის ხელმძღვანელობაზე უარის თქმას, თუ თანამდებობის დატოვების შემდეგ ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭო უახლოეს სხდომაზე მიიღებს გადაწყვეტილებას ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოში მისი მოწვევის შესახებ. ამ შემთხვევაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, დოქტორანტის ხელმძღვანელსა და დოქტორანტს შორის ხელი მოეწერება ახალ ხელშრეკრულებას, რომლითაც მხარეების ვალდებულების გარდა, განისაზღვრება ხელმძღვანელის შრომის ანაზღაურების პირობები.

 

თავი IV. სადოქტორო პროგრამა

 

7.1. სადოქტორო პროგრამის შემუშავება ხდება:

• ფაკულტეტის ერთი ან რამდენიმე პროფესორის მიერ;
• უნივერსიტეტის სხვა ფაკულტეტთან ან ფაკულტეტებთან ერთად;
• პარტნიორ უნივერსიტეტთან ერთად;
• სასწავლო ან სამეცნიერო დაწესებულებასთან ერთად – უნივერსიტეტსა და ამ დაწესებულებას შორის დადებული სათანადო ხელშეკრულების საფუძველზე.

7.2. სადოქტორო პროგრამას ხელმძღვანელობს (თანახელმძღვანელობს) თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სრული ან ასოცირებული პროფესორი.
7.3. სადოქტორო პროგრამას განიხილავენ ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური და ფაკულტეტის საბჭო. დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში სადოქტორო პროგრამა დასამტკიცებლად წარედგინება უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს.
7.4. სადოქტორო პროგრამის განხორციელებაში მონაწილეობს:

• უნივერსიტეტის სრული ან ასოცირებული პროფესორი;
• პარტნიორი სასწავლო ან სამეცნიერო დაწესებულების მეცნიერი;
• სადოქტორო პროგრამით გათვალისწინებული შესაბამისი აკადემიური ხარისხის მქონე მოწვეული სპეციალისტი.

 

თავი V. დოქტორანტურაში სწავლა

 

8. დოქტორანტურაში სწავლის ხანგრძლივობა

8.1. თსუ ჰუმანიტარული ფაკულტეტის დოქტორანტურაში სწავლის მაქსიმალური ხანგრძლივობა შეიძლება იყოს 5 წელი.


9. დოქტორანტურაში ჩაბარების ვადები
9.1. დოქტორანტურაში მიღება ცხადდება შემოდგომის და/ან გაზაფხულის სემესტრებისთვის.


10. დოქტორანტურის კომპონენტები
10.1. დოქტორანტურა მოიცავს სასწავლო და კვლევით კომპონენტებს:
10.2. დოქტორანტურის სასწავლო კომპონენტი გულისხმობს დოქტორანტის დარგობრივ და მეთოდოლოგიურ დახელოვნებას და მასში შედის:

• სპეციფიკური დარგობრივი კურსებისაგან შემდგარი მოდული, რომელიც გულისხმობს სადისერტაციო თემიდან გამომდინარე სპეციალური და მომიჯნავე საგნის გაღრმავებულ შესწავლას.
• ძირითადი მეცნიერული უნარების განმავითარებელი საფაკულტეტო მოდული, რომელიც გულისხმობს კვლევის მეთოდოლოგიისა და მეთოდების შესწავლასსწავლების თანამედროვე მეთოდების კურსი, რასაც მოსდევს დოქტორანტის ჩართვა სწავლების პროცესში (პროფესორის ხელმძღვანელობით ლექციებისა და პრაქტიკული მეცადინეობების ჩატარება). ამ კომპონენტის დასრულების შემდეგ დოქტორანტი ფასდება იმ პროფესორის მიერ, რომელიც ხელმძღვანელობას უწევდა წარმოდგენილ კურსს;
• დოქტორანტი თვითონ ირჩევს იმ სასწავლო კურსებს, რომლებიც მოცემულია სადოქტორო პროგრამაში;

10.3. დოქტორანტურის კვლევითი კომპონენტი მოიცავს:

• დისერტაციის ანუ სამეცნიერო ნაშრომის შესრულებას, ასევე, სამეცნიერო სტატიების პუბლიკაციას, რომელიც უნდა ასახავდეს თეორიულ ან/და ემპირიული კვლევის დასაბუთებულ შედეგებს.
• დისერტაციის დაცვას ანუ თემის საჯარო პრეზენტაციას.

10.4. დოქტორანტურა მოიცავს 180 ECTS კრედიტს, რომელიც ნაწილდება შემდეგნაირად: სასწავ ლო კომპონენტი – 60 ECTS კრედიტი; კვლევითი კომპონენტი – 120 ECTS კრედიტი.
10.5. სადოქტორო პროგრამის კურიკულუმს განიხილავს ფაკულტეტის საბჭო და დასამტკიცებლად წარუდგენს უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს.

 

11. დოქტორანტის ინდივიდუალური გეგმა


11.1. დოქტორანტის ინდივიდუალურ გეგმას ადგენს სამეცნიერო ხელმძღვანელი დოქტორანტთან შეთანხმებით. ინდივიდუალური გეგმა იქმნება კონკრეტული კვლევითი პროექტის განსახორციელებლად და ცოდნის გასაღრმავებლად. ინდივიდუალურ გეგმაში მითითებული უნდა იქნეს კვლევის მიზანი, სადისერტაციო თემის მოკლე აღწერა, სასწავლო კომპონენტის შესრულებისა და კვლევის ჩატარების სავარაუდო გრაფიკი.

 

12. დოქტორანტის კოლოკვიუმი
12.1დოქტორანტურაში სწავლის აუცილებელი ნაწილია დოქტორანტის კოლოკვიუმი. კოლოკვიუმზე ხდება კვლევის შედეგების პრეზენტაცია, იმართება დისკუსია, დოქტორანტის საქმიანობის სფეროში ახალი სამეცნიერო მიღწევების, პრობლემების, ლიტერატურის შეფასება-განხილვას, რასაც მოჰყვება სამეცნიერო დისკუსია. კოლოკვიუმის შეფასების წესს განსაზღვრავს ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭო.
12.2. დოქტორანტი მოვალეა, წელიწადში ორჯერ მაინც წარდგეს კოლოკვიუმზე მოხსენებით.

 

13. დოქტორანტის სტატუსის შეწყვეტა
13.1. ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით დოქტორანტს შეიძლება, დოქტორანტის სტატუსი შეუწყდეს:
• პლაგიატის ან მონაცემების გაყალბების დადასტურების შემთხვევაში;
• უნივერსიტეტს, დოქტორანტსა და სამეცნიერო ხელმძღვანელს შორის დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობისას;

 

II. თავი VI. ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭო

14.1. ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭო არის დოქტორის აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელი ორგანო, რომელიც შექმნილია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე.
14..2. ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭო შედგება დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე ფაკულტეტის ყველა სრული და ასოცირებული პროფესორისაგან.
14.3. სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საბჭოს შემადგენლობაში შეიძლება შევიდნენ დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე სხვა პირები, უნივერსიტეტის წესდებით დადგენილი წესით.


15. სადისერტაციო საბჭოს მუშაობის წესი

15.1. სადისერტაციო საბჭო თავის საქმიანობას წარმართავს ფაკულტეტის საბჭოს მიერ შემუშავებული და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებული წინამდებარე დებულების შესაბამისად.
15.2. სადისერტაციო საბჭო შედგება 5 დარგობრივი (ფილოსოფიის, ფილოლოგიის, ისტორიის, ხელოვნებათმცოდნეობის, განათლების მეცნიერებების) სექციისაგან, რომელშიც ერთიანდებიან საბჭოს წევრი შესაბამისი დარგის სპეციალისტები.
15.3. სადისერტაციო საბჭო გადაწყვეტილებას იღებს საბჭოს სხდომაზე, სხდომა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება წევრთა საერთო რაოდენობის 30%-ზე მეტი. გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა დამსწრეთა ხმების, სულ მცირე, 2/3. გადაწყვეტილებები მიიღება ფარული კენჭისყრით.
15.4. ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭო თავისი შემადგენლობიდან ფარული კენჭისყრით 2 წლის ვადით სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარეს. ერთი და იგივე პირი თავმჯდომარედ შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. თავმჯდომარის არჩევამდე საბჭოს პირველ სხდომას უძღვება ფაკულტეტის დეკანი.
15.5. სადისერტაციო საბჭო თავმჯდომარის წარდგინებით საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ამტკიცებს სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს და მდივანს (საბჭოს შემადგენლობიდან) 2 წლის ვადით.
15.6. სადისერტაციო საბჭოს სხდომებს იწვევს სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე. სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარის სხდომაზე არყოფნის შემთხვევაში საბჭოს უძღვება თავმჯდომარის მოადგილე.
15.7. საბჭოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ 1/5-ის წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში, სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე ვალდებულია მოიწვიოს რიგგარეშე სხდომა.
15.8. სადისერტაციო საბჭოს სხდომის მიმდინარეობა აისახება ოქმში, რომელსაც ხელს აწერენ საბჭოს თავმჯდომარე და მდივანი.
15.9. სადისერტაციო საბჭოს ნებისმიერი გადაწყვეტილება დოქტორანტს უნდა ეცნობოს წერილობით.

 

16. სადისერტაციო საბჭოს დარგობრივი სექციები
16.1. თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს აქვს 5 დარგობრივი სექცია: ფილოსოფიის, ფილოლოგიის, ისტორიის, ხელოვნებათმცოდნეობის და განათლების მეცნიერებების, რომლებშიც ერთიანდებიან საბჭოს წევრი შესაბამისი დარგის სპეციალისტები.
16.2. დარგობრივი სექციის წევრები ირჩევენ ხელმძღვანელს თავისი შემადგენლობიდან 2 წლის ვადით. დარგობრივი სექციის ხელმძღვანელს ამტკიცებს სადისერტაციო საბჭო. ერთი და იგივე პირი დარგობრივი სექციის ხელმძღვანლად შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.
16.3. სადისერტაციო საბჭოს დარგობრივი სექციის მდივანს (სექციის შემადგენლობიდან) სექციის ხელმძღვანელის წარდგინებით ამტკიცებს სადისერტაციო საბჭო 2 წლის ვადით.

 

17. სადისერტაციო საბჭოს დარგობრივი სექციის მუშაობის წესი

17.1. სადისერტაციო საბჭოს დარგობრივი სექციის საქმიანობა წარიმართება ფაკულტეტის საბჭოს მიერ შემუშავებული და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებული წინამდებარე დებულების შესაბამისად.
17.2. სადისერტაციო საბჭოს დარგობრივი სექცია გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე. სხდომა უფლებამოსილია გადაწყვეტილება მიიღოს, თუ მას ესწრება წევრთა საერთო რაოდენობის ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა დამსწრეთა ხმების, სულ მცირე, 2/3.
17.3. სადისერტაციო საბჭოს დარგობრივი სექციის სხდომის მიმდინარეობა აისახება ოქმში, რომელსაც ხელს აწერენ სექციის ხელმძღვანელი და მდივანი.

 

18. სადისერტაციო საბჭოს და დარგობრივი სექციის უფლებამოსილება
18.1. სადისერტაციო საბჭო:
18.1.1. ირჩევს და ამტკიცებს საბჭოს თავმჯდომარეს;
18.1.2. ამტკიცებს სადისერტაციო საბჭოს მდივანს;
18.1.3. ამტკიცებს დარგობრივი სექციის ხელმძღვანელსა და მდივანს;
18.1.4. ამტკიცებს სადისერტაციო ნაშრომის თემას;
18.1.5. განსაზღვრავს სადისერტაციო ნაშრომის ზღვრულ მოცულობას, სავარაუდო ფორმატს და სხვა ტექნუკურ მონაცემებს
18.1.6. ნიშნავს სადისერტაციო ნაშრომის შემფასებლებს (რეცენზენტებს);
18.1.7. ამტკიცებს სადისერტაციო კომისიის შემადგენლობას;
18.1.8. ამტკიცებს დაცვის თარიღს;
18.1.9. სადისერტაციო კომისიის დასკვნის საფუძვრელზე ანიჭებს დოქტორის აკადემიურ ხარისხს.

18.2. სადისერტაციო საბჭოს დარგობრივი სექცია:
18.2.1. ირჩევს დარგობრივი სექციის ხელმძღვანელს და მდივანს;
18.2.2. განიხილავს სადისერტაციო ნაშრომის შემფასებლების (რეცენზენტის) კანდიდატურებს სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელთან და თემის ხელმძღვანელთან ერთად და დასამტკიცებლად წარუდგენს სადისერტაციო საბჭოს;

 

19. სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარისა და დარგობრივი სექციის ხელმძღვანელის უფლებამოსილება

19.1. სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე საჭიროებისამებრ იწვევს და უძღვება საბჭოს სხდომებს.

19.2. დარგობრივი სექციის ხელმძღვანელი საჭიროებისამებრ იწვევს დარგობრივი სექციის სხდომებს.

 

20. სადისერტაციო საბჭოსა და დარგობრივი სექციის მდივნის უფლებამოსილება
20.1. სადისერტაციო საბჭოს მდივანს თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს სადისერტაციო საბჭო.
20.2. სადისერტაციო საბჭოს მდივანი უზრუნველყოფს საბჭოს ორგანიზაციულ საქმიანობას:

• აწარმოებს სადისერტაციო საბჭოს სხდომის ოქმებს უნივერსიტეტში საქმისწარმოების ერთიანი წესების შესაბამისად;
• ეხმარება თავმჯდომარეს ორგანიზაციული საკითხების მოგვარებაში;
• ხელმძღვანელობს საბჭოს არქივსა და საქმის წარმოებას;
• უზრუნველყოფს სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილების გამოქვეყნებას უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე.

20.3. დარგობრივი სექციის მდივანი უზრუნველყოფს შესაბამისი დარგობრივი სექციის ორგანიზაციულ საქმიანობას.
20.4. კონსულტაციას უწევს და ეხმარება დოქტორანტებს დისერტაციის დაცვამდე და დაცვის შემდეგ სათანადო დოკუმენტაციის მომზადებაში.


თავი VII. სადისერტაციო ნაშრომის მომზადება და დაცვა

 

21. სადისერტაციო ნაშრომი

21.1. დისერტაცია უნდა ასახავდეს თეორიული და/ან ემპირიული კვლევის მეცნიერულად დასაბუთებულ ახალ შედეგებს, რომელთაც წვლილი შეაქვთ დარგის განვითარებაში.
21.2. თუ დოქტორანტი კვლევით ჯგუფშია ჩართული, ნათლად უნდა ჩანდეს მისი წვლილი.
21.3 დისერტაცია შესრულებული უნდა იყოს ქართულ ენაზე. მას უნდა ახლდეს დისერტაციის ძირითადი დებულებების ამსახველი მოკლე ვერსია ერთ-ერთ ევროპულ (ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული) ენაზე (არაუმეტეს 60 ათასი ნიშნისა).
21.4. განსაკუთრებულ შემთხვევებში სხვა ენაზე დისერტაციის შესრულების საკითხს წყვეტს ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭო.
21.5. ნაშრომის უცხო ენაზე შესრულების შემთხვევაში კვლევის ძირითადი შედეგები წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე (არაუმეტეს 60 ათასი ნიშნისა)
21.6. სადისერტაციო ნაშრომის მოცულობას, ფორმატსა და სხვა ტექნიკურ მონაცემებს განსაზღვრავს ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭო სათანადო დებულებით.
სადისერტაციო ნაშრომის ზღვრული მოცულობაა – 150-250 გვერდი (არაუმეტეს 400 000 ასო-ნიშნისა). საჭიროების შემთხვევაში დასაშვებია დანართი (ინდექსი, ტექსტები და ა. შ). ფურცლის ზომა A4, შრიფტი სახეობა - AcadNusx-ი, შრიფტის ზომა – 12. სტრიქონებს შორის მანძილი 1,5; გვერდის საზღვრები მარცხნიდან 3სმ; მარჯვნიდან 1,5სმ; ზემოდან და ქვემოდან 2,5 სმ. ნაშრომს უნდა ერთვოდეს გამოყენებული ლიტერატურის ჩამონათვალი (ციტირება და ლიტერატურის მითითება შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის პუბლიკაციების სტილით იხ. დანართი #2)

 

22. სადისერტაციო ნაშრომის წარდგენა
22.1. სადისერტაციო ნაშრომი საბჭოს გადაეცემა ოთხ აკინძულ და ერთ ელექტრონულ ეგზემპლარად.
22.2. სადისერტაციო ნაშრომთან ერთად დოქტორანტმა უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

• სადოქტორო პროგრამით გათვალისწინებული 60 ECTS სასწავლო კრედიტის დაგროვების დამადასტურებელი დოკუმენტი;
• გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების ამონაბეჭდი;
• სამეცნიერო სემინარებისა და ფორუმების ნუსხა, სადაც მოხსენებულ იქნა სადისერტაციო ნაშრომის დებულებები თუ შედეგები.

22.3. დისერტაციის დაცვაზე დასაშვებად აუცილებელია დოქტორანტის სამეცნიერო ხელმძღვანელის დასკვნა იმის შესახებ, რომ ნაშრომი მზად არის საჯარო განხილვაზე წარსადგენად.
22.4. სადისერტაციო ნაშრომის ძირითადი შედეგები გამოქვეყნებულ უნდა იქნეს დაცვამდე, სულ მცირე, სამი სამეცნიერო ნაშრომის სახით რეცენზირებად ჟურნალებში. რეცენზირებადი ჟურნალების ნუსხას ადგენს ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭო. ნაშრომთაგან ორმა მაინც უნდა გაიაროს საერთაშორისო რეცენზირება. სტატიების საერთაშორისო რეცენზირებას უზრუნველყოფს თსუ სტატიის წარდგენიდან მაქსიმუმ 3 თვის განმავლობაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ რეცენზიის (დადებითის ან უარყოფითის) მიუღებლობა არ ჩაითვლება დისერტაციის დაცვის პროცედურის შემაფერხებელ გარემოებად.
22.5. დისერტაციის წარდგენა დასაშვებია საერთაშორისო რეცენზირებისთვის სტატიების წარმოდგენამდე ან წარმოდგენილ სტატიებზე საერთაშორისო რეცენზიის მიღებამდე.
22.6. თუ დისერტაციის შემფასებელთაგან (რეცენზენტთაგან) ერთი დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე უცხოელი მეცნიერია, მაშინ დოქტორანტს მოეთხოვება ორი ნაშრომის პუბლიკაცია რეცენზირებად ჟურნალებში და ამ შემთხვევაში მათგან მხოლოდ ერთმა უნდა გაიაროს საერთაშორისო რეცენზირება.
22.7 დისერტაციას თან უნდა დაერთოს დოქტორანტის ახსნა-განმარტება იმის შესახებ, რომ ნაშრომი მის მიერ არის შესრულებული და ნაშრომში გამოყენებული ყველა წყარო სათანადოდაა მითითებული ( დანართი # 3 )

 

23. სადისერტაციო ნაშრომის წინასწარი შეფასება

23.1. დისერტაციის წარდგენის შემდეგ სადისერტაციო საბჭო გამოყოფს სულ მცირე, ორ შემფასებელს (რეცენზენტს), რომლებიც წარუდგენენ სადისერტაციო საბჭოს სადისერტაციო ნაშრომის წერილობით შეფასებას (რეცენზიას) ნაშრომის მიღებიდან არა უგვიანეს 2 თვისა.

23.2. შემფასებლად (რეცენზენტად) ინიშნება პირი, რომელსაც სადისერტაციო ნაშრომის სპეციალობით აქვს პუბლიკაციები.
23.3. შემფასებელი არ შეიძლება იყოს დისერტანტის მიერ შესრულებულ ნაშრომთა თანაავტორი, აგრეთვე, დისერტანტზე თანამდებობრივად დამოკიდებული პირი.
23.4. დოქტორანტის სამეცნიერო ხელმძღვანელის მოთხოვნით ერთი შემფასებელი შეიძლება იყოს უცხოეთის რომელიმე სასწავლო ან სამეცნიერო დაწესებულების მოქმედი ან გადამდგარი დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი.
23.5. რეცენზია სადისერტაციო ნაშრომის შეფასებასთან ერთად უნდა შეიცავდეს შესაბამის რეკომენდაციას ნაშრომის დაცვაზე დაშვების, ან შესასწორებლად დოქტორანტისათვის უკან დაბრუნების, ანდა დაცვაზე უარის თქმის შესახებ
23.6. დისერტაციის შეფასება წარმოებს შემფასებელთა დასკვნების საფუძველზე. თუ შემფასებელთა ნახევარზე მეტი უარყოფითად შეაფასებს დისერტაციას, დისერტაციის დაცვა არ გაიმართება
23.7. ორი შემფასებლიდან ერთის უარყოფითი დასკვნის შემთხვევაში სადისერტაციო საბჭო 10 დღის ვადაში გამოყოფს მესამე შემფასებელს.
23.8. შემფასებლებმა თავიანთი წერილობითი დასკვნა უნდა წარმოადგინონ დისერტაციის წარდგენიდან არაუგვიანეს 2 თვისა. მესამე შემფასებლის დანიშვნის შემთხვევაში მას ნაშრომის შეფასებისათვის ეძლევა 1 თვე.
23.9. დასკვნაში მითითებული უნდა იყოს გადაწყვეტილება დისერტაციის დაცვაზე დაშვების, მისი შესწორების მიზნით დოქტორანტისათვის დაბრუნების ან დაცვაზე უარის შესახებ. უმნიშვნელო შენიშვნების შემთხვევაში დისერტაციის მიღება ხდება ხარვეზების გამოსწორების პირობით.
23.10. თუ დისერტაცია არ იქნება დაშვებული დაცვაზე, სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დოქტორანტს უფლება ეძლევა დამატებით იმუშაოს დისერტაციაზე და ხელახლა წარუდგინოს საბჭოს 1 წლის ვადაში. წინააღმდეგ შემთხვევაში პირი დაცვაზე აღარ დაიშვება.
23.11. შესწორებული ნაშრომის ისევ უარყოფითად შეფასების შემთხვევაში დოქტორანტის ნაშრომი არ მიიღება დასაცავად.
23.12. დაცვაზე უარის მიღების შემთხვევაში სასწავლო კომპონენტის მოქმედების ვადა არის 5 წელი პირველი კრედიტის მოპოვების დღიდან.
23.13. სადისერტაციო საბჭო გადასცემს დოქტორანტს შემფასებლების დასკვნებს, ხოლო დაცვაზე დაშვების შემთხვევაში ატყობინებს დაცვის თარიღსაც. დოქტორანტს უნდა მიეცეს, სულ მცირე, 1 თვის ვადა დაცვისათვის მოსამზადებლად.
23.14. თუ დოქტორანტს უარი ეთქვა დაცვაზე, უარყოფილი სადისერტაციო ნაშრომის ერთი პირი და რეცენზენტების წერილობითი დასკვნები შესანახად გადაეცემა სადისერტაციო საბჭოს არქივს. დოქტორანტი უფლებამოსილია გაეცნოს ამ დოკუმენტებს. დანარჩენი დოკუმენტები დაუბრუნდება დოქტორანტს.


24. სადისერტაციო კომისია

24.1. სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე შესაბამისი დარგობრივი სექციის ხელმძღვანელთან და სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელთან კონსულტაციით სადისერტაციო ნაშრომის დასაცავად ქმნის სადისერტაციო კომისიას.
24..2. სადისერტაციო კომისია იქმნება, სულ მცირე, ხუთი პირის შემადგენლობით (ზოგადად, კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება კენტი რიცხვით), რომელთაც აქვთ ხმის მიცემის უფლება.
24.3. კომისიის წევრად არჩეული უნდა იქნეს შესაბამისი დარგის სპეციალისტი, რომელსაც აქვს დოქტორის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი. ხელმძღვანელს და შემფასებლებს (რეცენზენტებს) აქვთ კომისიაში სათათბირო ხმით მონაწილეობის უფლება.. სადისერტაციო კომისიის Seმადგენლობაში შეიძლება შეყვანილ იქნან დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე დარგის სპეციალისტებიც, რომლების არ არიან ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს წევრი. სადისერტაციო კომისიის შემადგენლობის ნახევარი მაინც უნდა დაკომპლექტდეს სადისერტაციო საბჭოს წევრებით.
24.4. სადისერტაციო კომისიას ხელმძღვანელობს კომისიის მიერ არჩეული თავმჯდომარე, რომელიც უნდა იყოს უნივერსიტეტის სრული, ასოცირებული ან საპატიო პროფესორი. თავმჯდომარე არ შეიძლება იყოს სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი ან შემფასებელი (რეცენზენტი).
24.5. სადისერტაციო კომისიის სხდომა უფლებამოსილად ითვლება, თუ მის მუშაობაში მონაწილეობს კომისიის შემადგენლობის არანაკლებ 2/3-ისა.
24.6. სადისერტაციო კომისია უფლებამოსილია გაეცნოს დისერტაციასთან დაკავშირებით შემოსულ წერილობით გამოხმაურებებს.

 

25. დისერტაციის დაცვა

25.1. დისერტაციის დაცვა არის საჯარო.
25.2. დაცვის ენა არის ქართული.
25.3. დაცვის მსვლელობა და მიღებული გადაწყვეტილება აისახება ოქმში, რომელსაც ხელს აწერენ სადისერტაციო კომისიის თავმჯდომარე და მდივანი.
25.4. დისერტაციის დაცვა შედგება შემდეგი პროცედურებისაგან:

  • დოქტორანტის მოხსენება (არა უმეტეს 30 წუთისა);
  • რეცენზიების საჯაროდ წაკითხვა;
  • სამეცნიერო დისკუსია;
  • კომისიის დახურული სხდომა – სადისერტაციო ნაშრომის შესაფასებლად;
  • სადისერტაციო ნაშრომის შეფასების გამოცხადება.

25.5. კომისიის ერთ სხდომაზე შეიძლება ჩატარდეს მხოლოდ ერთი დისერტაციის დაცვა.
25.6. სადისერტაციო ნაშრომის დაცვა უნდა მოხდეს ნაშრომის სადისერტაციო საბჭოში წარდგენის დღიდან 6 თვის განმავლობაში.

 

26. სადისერტაციო ნაშრომის საბოლოო შეფასება
26.1. დისერტაციის შეფასების კრიტერიუმებია:

• საკვლევი თემის აქტუალობა და სიახლე.
• კვლევის მეთოდების გამოყენების სათანადო დონე; კვლევის საგანთან და ობიექტთან მათი შესაბამისობა.
• მეცნიერების მოცემული დარგის განვითარებაში დისერტანტის მიერ შეტანილი წვლილი.

26.2. სამეცნიერო დისკუსიის დასრულების შემდეგ სადისერტაციო კომისია დახურულ სხდომაზე აფასებს სადისერტაციო ნაშრომს ფარული კენჭის ყრით, რაზეც დგება ოქმი.
26.3. საბოლოო შეფასება ხდება შემდეგი სისტემის მიხედვით:

  • ფრიადი – სუმმა ცუმ ლაუდე;
  • ძალიან კარგი – მაგნა ცუმ ლაუდე;
  • კარგი – ცუმ ლაუდე;
  • საშუალო – ბენე;
  • დამაკმაყოფილებელი – რიტე;
  • არადამაკმაყოფილებელი - ინსუფფიციენტერ;
  • სრულიად არადამაკმაყოფილებელი - სუბ ომნი ცანონე.

26.4. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება სადისერტაციო კომისიის თავმჯდომარის ხმას.
26.5. სადისერტაციო კომისიის თავმჯდომარე დოქტორანტს კომისიის დასაბუთებულ გადაწყვეტილებას აცნობს ზეპირად.
26.6. დისერტაცია არ ითვლება დაცულად, თუ საბოლოო შეფასება იქნება `არადამაკმაყოფილებელი” ან `სრულიად არადამაკმაყოფილებელი”. დადებითი შეფასების შემთხვევაში დოქტორანტს ენიჭება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის დოქტორის (PH.D.) აკადემიური ხარისხი (ფილოლოგიაში, ისტორიაში, ფილოსოფიაში, ხელოვნებათმცოდნეობში, განათლების მეცნიერებებში)
26.7. დოქტორანტის განცხადება განმეორებითი დაცვის მოთხოვნის შესახებ სადისერტაციო საბჭოს წარედგინება შედეგის გამოცხადებიდან ერთი თვის განმავლობაში.

 

27. დისერტაციის გამოქვეყნება
დოქტორანტი ვალდებულია დისერტაციის დაცვის შემდეგ, 6 თვის ვადაში, გამოაქვეყნოს დისერტაცია ბეჭდური ან ელექტრონული ფორმით. წინააღმდეგ შემთხვევაში მასზე დოქტორის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომი (მოწმობა) არ გაიცემა.

 

28. დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭება

28.1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის დოქტორის (Pჰ.D.) აკადემიურ ხარისხს (ფილოლოგიაში, ისტორიაში, ფილოსოფიაში, ხელოვნებათმცოდნეობაში, განათლების მეცნიერებში) ანიჭებს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭო.

 

29. დოქტორის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომი

29.1. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭებას ადასტურებს დიპლომი (მოწმობა).
29.2. დიპლომი გაიცემა არა უგვიანეს ექვსი თვის ვადაში დისერტაციის დაცვის შემდეგ. დიპლომის გაცემამდე დოქტორანტს ეძლევა შესაბამისი ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭების შესახებ.
29.3. დიპლომში აღნიშნულია სადისერტაციო საბჭოს დასახელება, დაცვის თარიღი, საერთო შეფასება და სპეციალობის დასახელება
29.4. დიპლომი გაიცემა დისერტაციის გამოქვეყნების შემდეგ. დიპლომს ხელს აწერს უნივერსიტეტის რექტორი, ფაკულტეტის დეკანი, სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე. დიპლომი დასტურდება უნივერსიტეტის ბეჭდით.
29.5. დიპლომი გაიცემა დისერტაციის გამოქვეყნების შემდეგ, არაუგვიანეს ერთი თვისა.
29.6. დიპლომის ასლი ინახება უნივერსიტეტის არქივში.

 

30. დოქტორის აკადემიური ხარისხის ბათილობა
დოქტორის აკადემიური ხარისხი ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით დოქტორს ჩამოერთმევა აკადემიური პატიოსნების ნორმების (სადისერტაციო ნაშრომში გაყალბებული მონაცემების გამოყენება ან პლაგიატი) დარღვევის შემთხვევაში.

 

თავი VIII. დოქტორანტურა პარტნიორი უნივერსიტეტის მონაწილეობით

 

31. შეთანხმება სადოქტორო პროგრამის განხორციელებაზე
სადოქტორო პროგრამის განხორციელება პარტნიორი უნივერსიტეტის მონაწილეობით წესრიგდება ამ უნივერსიტეტთან დადებული შეთანხმებით თანამშრომლობისა და ერთობლივი დოქტორანტურის შესახებ. უნივერსიტეტთაშორისი სადოქტორო პროგრამის ფორმებია:

  • ერთობლივი სწავლების ორგანიზება;
  • დოქტორანტის თანახელმძღვანელობა;
  • ერთობლივი ხარისხის მინიჭება

 

32. განცხადება დოქტორანტურაში დაშვების შესახებ
32.1. პარტნიორი უნივერსიტეტის მონაწილეობის შემთხვევაში დოქტორანტურაში ჩარიცხვის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს ორივე უნივერსიტეტის დოქტორანტურაში მიღების წინაპირობებს.
33.2. განცხადებას ამ დებულებით გათვალისწინებულ საბუთებთან ერთად უნდა დაერთოს პარტნიორი უნივერსიტეტის შესაბამისი პროფესორის თანხმობა თემის თანახელმძღვანელობაზე.

 

33. დოქტორანტის ხელმძღვანელი
33.1. პარტნიორი უნივერსიტეტის მონაწილეობის შემთხვევაში დისერტაციას ერთობლივად უნდა უხელმძღვანელონ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და პარტნიორი უნივერსიტეტის პროფესორებმა. აუცილებელია ორივე პროფესორის დასკვნა. დისერტაციის დაცვას ერთ-ერთი ხელმძღვანელი მაინც უნდა ესწრებოდეს.
33.2. თუ სადისერტაციო საქმის წარმოება უპირატესად პარტნიორ უნივერსიტეტში მიმდინარეობს, მოქმედებს პარტნიორი უნივერსიტეტის დოქტორანტურის დებულების პირობები.


34. დოქტორის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი
დოქტორის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელ დოკუმენტს გასცემს ის უნივერსიტეტი, რომელშიც დაცული იქნა დისერტაცია პარტნიორი უნივერსიტეტის მითითებით.

 

35. დისერტაციის წარდგენისა და დაცვის ენა
დისერტაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს ქართულად და პარტნიორი უნივერსიტეტის სამუშაო ენაზე. იგივე წესი ვრცელდება დაცვასთან დაკავშირებით.

 

თავი IX. დაფინანსება

 

დოქტორანტურის დაფინანსება ხორციელდება სახელმწიფო გრანტის, საუნივერსირტეტო დაფინანსების, სტიპენდიების, ქველმოქმედებისა და თვითდაფინანსების ფორმით.

 

თავი X. გარდამავალი დებულებები

 

36. გარდამავალი პერიოდი გრძელდება სადოქტორო პროგრამებზე მიღების გამოცხადებიდან 2 წელი.
36.1. დოქტორის აკადემიური ხარისხის მისაღებად თსუ-ს ყველა მაძიებელმა და ასპირანტმა უნდა ჩააბაროს დოქტორანტურაში თსუ დოქტურანტურის მინიმალური სტანდარტით განსაზღვრული წესით.
36.2. თსუ დოქტორანტურაში ჩარიცხული ასპირანტები და მაძიებლები, რომელთაც ჩაბარებული აქვთ საკანდიდატო მინიმუმის საგნები ან/და აქვთ გავლილი აპრობაცია, თავისუფლდებიან მინიმალური სტანდარტით გათვალისწინებული სასწავლო კომპონენტის კრედიტების დაგროვებისგან. დისერტაციის წარდგენა და დაცვა ხორციელდება წინამდებარე დებულებით დადგენილი წესით. გამოქვეყნებული სამი ნაშრომიდან ორმა უნდა გაიაროს საერთაშორისო რეცენზირება. ცალკეულ შემთხვევაში (ქართველოლოგიური და კავკასიოლოგიური დარგები) სპეციფიკიდან გამომდინარე უნივერსიტეტი ნაშრომს სარეცენზიოდ გადასცემს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე ადგილობრივ ანონიმურ ექსპერტს.
36.3. თსუ-ს ის ასპირანტები და მაძიებლები, რომელთაც შესრულებული აქვთ ამ დებულებით გათვალისწინებული კვლევითი კომპონენტი და არა აქვთ ჩაბარებული საკანდიდატო მინიმუმის გამოცდები, სასწავლო კომპონენტით განსაზღვრული კრედიტების დაგროვების შემდეგ დისერტაციას წარადგენენ და დაიცავენ ამ დებულებით დადგენილი წესით.
36.4. იმ კვლევითი ინსტიტუტების ასპირანტები, რომლებთანაც თსუ-ს დადებული აქვს ხელშეკრულება, დოქტორანტები ხდებიან ამ პარაგრაფის პირველი მუხლის შესაბამისად.

 

III. თავი XI. დასკვნითი დებულებები

 

37. დებულების მოქმედების სფერო
37.1. წინამდებარე დებულება, შემუშავებულია 2004 წლის 21 დეკემბრის “უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, აწესრიგებს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოსა და დოქტორანტურის მოქმედების პრინციპებსა და წესს.
37.2. წინამდებარე დებულებაში დამატებისა და ცვლილების შეტანის შესახებ წინადადების დასმის უფლება აქვს სადისერტაციო საბჭოს ნებისმიერ წევრს. დასაბუთებულ წინადადებას განიხილავს სადისერტაციო საბჭო უახლოეს სხდომაზე და დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში განსახილველად წარუდგენს ფაკულტეტის საბჭოს. დებულებაში შეტანილ ყველა დამატებასა და ცვლილებას ამტკიცებს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო.
37.3. წინამდებარე დებულება ძალაში შედის თსუ აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცების დღიდან.

სრულად

დადგენილება N: 40

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელწმიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოსა და დოქტორანტურის დებულების დამტკიცების შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს

30.09.2014, №98/2014 დადგენილებით

 

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის თანახმად,



დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოსა და დოქტორანტურის დებულება ( დანართი N1).



საფუძველი: ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის  საბჭოს წარდგინება

 

 

გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თვმჯდომარე, რექტორი

 

 

დანართი 1

 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოსა და დოქტორანტურის შესახებ

 

თავი I. დოქტორანტურა

 

მუხლი 1. დოქტორანტურა

1.1. “უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, დოქტორანტურა არის უმაღლესი განათლების მესამე საფეხური, სასწავლო პროგრამებისა და სამეცნიერო კვლევების ერთობლიობა, რომელიც მიზნად ისახავს სამეცნიერო კადრის მომზადებას და მთავრდება დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭებით.
1.2. დოქტორანტურა მოიცავს სასწავლო და კვლევით კომპონენტებს.

 

მუხლი 2. სადოქტორო პროგრამა

2.1. სადოქტორო პროგრამის შემუშავება ხდება:
2.1.1. ფაკულტეტის ერთი ან ერთზე მეტი პროფესორის მიერ;
2.1..2. უნივერსიტეტის სხვა ერთ ან რამდენიმე ფაკულტეტთან, პარტნიორ-უნივერსიტეტთან, სასწავლო ან სამეცნიერო დაწესებულებასთან ერთობლივად – უნივერსიტეტსა და ამ დაწესებულებას შორის დადებული სათანადო ხელშეკრულების საფუძველზე.
2.2. სადისერტაციო თემის აქტუალობასა და სიახლეს სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი ასაბუთებს წერილობით.
2.3. სადოქტორო პროგრამას განიხილავს ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური და ფაკულტეტის საბჭო. დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში სადოქტორო პროგრამა წარედგინება უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს დასამტკიცებლად.
2.4. სადოქტორო პროგრამის ამოქმედების აუცილებელი პირობაა მისი ფინანსური უზრუნველყოფა.
2.5. თუ დამტკიცებულ სადოქტორო პროგრამაში დოქტორანტის სათანადო კანდიდატურის შერჩევა ვერ მოხერხდა, მომდევნო წელს პროგრამა ხელახლა გადის წინამდებარე მუხლის 2.3. პუნქტით გათვალისწინებულ პროცედურას.
2.6. სადოქტორო პროგრამას ხელმძღვანელობს (თანახელმძღვანელობს) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სრული ან ასოცირებული პროფესორი. ხელმძღვანელად შეიძლება დამტკიცდეს მხოლოდ პირი, რომელსაც სათანადო სპეციალობით (საერთაშორისო კლასიფიკატო-რით) გამოქვეყნებული აქვს ერთი ნაშრომი მაინც დადებითი “იმპაქტ-ფაქტორის” მქონე ჟურნალში.
2.7. სადოქტორო პროგრამის განხორციელებაში მონაწილეობს:
2.7.1. უნივერსიტეტის სრული ან ასოცირებული პროფესორი;
2.7.2. პარტნიორი სასწავლო ან სამეცნიერო დაწესებულების მეცნიერი;
2.7.3 სადოქტორო პროგრამით გათვალისწინებული შესაბამისი აკადემიური ხარისხის მქონე მოწვეული სპეციალისტი.
2.8. სადოქტორო პროგრამის დაფინანსება ხორციელდება:
2.8.1. სახელმწიფო სამეცნიერო გრანტით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განსაზღვრული პრიორიტეტების შესაბამისად, სპეციალური სახელმწიფო პროგრამით – სახელმწიფო დაფინანსება;
2.8.2. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სადოქტორო პროგრამების კონკურსის საფუძველზე – საუნივერსიტეტო დაფინანსება;
2.8.3. იურიდიული თუ ფიზიკური პირის მიერ, მაგრამ ამ მომენტისათვის არსებული სადოქტორო პროგრამებიდან ერთი ან ერთზე მეტის პროგრამის არჩევის პირობით – მიზნობრივი დაფინანსება;
2.8.4. დოქტორანტის მიერ – თვითდაფინანსება;
2.8.5. ქველმოქმედების საფუძველზე.
2.8.6. სხვა ისეთი სახის დაფინანსება, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას.
2.9. სადოქტორო პროგრამის ბიუჯეტს უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან შეთანხმების საფუძველზე განსაზღვრავს სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი და ფაკულტეტის საბჭოს რეკომენდაციით ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო.
2.10. დოქტორანტი შეიძლება არჩეულ იქნეს ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე; სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელის წარდგინების საფუძველზე შესაძლებელია დოქტორანტის მოწვევა ლაბორატორიული, სასემინარო თუ პრაქტიკული მეცადინეობის ჩასატარებლად, საათობრივი ანაზღაურების წესით.

 

მუხლი 3. დოქტორანტურაში სწავლის უფლება

3.1. დოქტორანტურაში სწავლის უფლება აქვს მაგისტრს ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს.
3.2. დოქტორანტურაში სწავლის უფლება შეიძლება მიეცეს უცხოეთის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულს, საქართველოს კანონის “უმაღლესი განათლების შესახებ” 50-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად.

 

მუხლი 4. დოქტორანტურაში ჩარიცხვის წესი

4.1. დოქტორანტურაში მიღება ცხადდება მხოლოდ დამტკიცებული სადოქტორო პროგრამის ფარგლებში.
4.2. დოქტორანტობის კანდიდატი გადის გასაუბრებას ფაკულტეტის სადისერ-ტაციო საბჭოს დარგობრივ სექციაზე.
4.3. დოქტორანტურაში ჩარიცხვის პირობაა სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელის (თანახელმძღვანელთა) დასაბუთებული შუამდგომლობა.
4.4. დოქტორანტს ეძლევა შესაძლებლობა აირჩიოს სამეცნიერო ხელმძღვანელი.
4.5. დოქტორანტობის კანდიდატს მოეთხოვება ერთ-ერთი ევროპული სამეცნიერო ენის (გერმანული, ინგლისური ან ფრანგული) არანაკლებ ბ2 დონეზე ცოდნა.
დოქტორანტობის იმ კანდიდატს, რომლის მშობლიური ენა ქართული არ არის და რომელსაც სურს ქართულენოვანი პროგრამით სწავლა, წარმოადგენს ქართული ენის ცოდნის დამადასტურებელ სერტიფიკატს.
4.6. დოქტორანტურაში ჩარიცხვის განაცხადი სადოქტორო პროგრამის მითითებით იწერება ფაკულტეტის დეკანის სახელზე. განცხადებას თან ერთვის:
4.6.1. მონაცემები განათლებისა და შრომითი საქმიანობის შესახებ („ჩV“);
4.6.2. სათანადო აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი;
4.6.3. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი.
4.6.4. სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელის შუამდგომლობა სათანადო დასაბუთებით;
4.6.5. განმცხადებლის წერილობითი დასტური იმისა, რომ ის არ ირიცხება სხვა სამეცნიერო-კვლევითი თუ სასწავლო დაწესებულების დოქტო-რანტურაში.
4.7. ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში უნივერსიტეტის რექტორი გამოსცემს დოქტორანტურაში კანდიდატის დოქტორანტად ჩარიცხვის შესახებ ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს. გადაწყვეტილება ეცნობება თსუ-ს სასწავლო დეპარტამენტს.
4.8. უნივერსიტეტი, დოქტორანტი, პროგრამის ხელმძღვანელი და სამეცნიერო ხელმძღვანელი ჩარიცხვიდან მაქსიმუმ ორ თვეში ხელს აწერენ ხელშეკრულებას, რომელიც განსაზღვრავს ყველა მხარის ვალდებულებებსა და უფლებებს. ხელშეკრულების ნაწილია დოქტორანტის ინდივიდუალური გეგმა.

 

მუხლი 5. სამეცნიერო ხელმძღვანელი

5.1. სამეცნიერო ხელმძღვანელის სალექციო და სამეცნიერო დატვირთვიდან გამომდინარეობს, თუ რამდენ დოქტორანტს შეუძლია უხელმძღვანელოს.
5.2. დისერტაციის ხელმძღვანელი კონტროლს უწევს ინდივიდუალური გეგმის შესრულებას.
5.3. იმ შემთხვევაში, თუ სამეცნიერო ხელმძღვანელი უარს ამბობს ხელმძღვანელობაზე, ამის შესახებ სწავლის ნებისმიერ ეტაპზე დასაბუთებული განცხადება უნდა წარუდგინოს სადისერტაციო საბჭოს.

 

მუხლი 6. დოქტორანტურაში სწავლა

6.1. დოქტორანტურა მოიცავს 180 ECTS კრედიტის შესაბამის შემდეგ კომპონენტებს:
6.1.1. სასწავლო კომპონენტი – 60 ECTS კრედიტი;
6.1.2. კვლევითი კომპონენტი – სადისერტაციო ნაშრომის მომზადება და დაცვა – 120 ECTS კრედიტი.
6.2. დოქტორანტურაში სწავლის ხანგრძლივობა შეიძლება იყოს 5 წელი.
6.3. დოქტორანტურაში მიღება ცხადდება შემოდგომის და/ან გაზაფხულის სემესტრებისთვის.

 

მუხლი 7. დოქტორანტის სტატუსის შეწყვეტა

7.1. ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით დოქტორანტს შეიძლება, დოქტორანტის სტატუსი შეუწყდეს:
7.1.1 პლაგიატის ან მონაცემების გაყალბების დადასტურების შემთხვევაში;
7.1.2 უნივერსიტეტს, დოქტორანტსა და სამეცნიერო ხელმძღვანელს შორის დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობისას;
7.1.3 ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს დებულებით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

 

მუხლი 8. დოქტორანტურის სასწავლო კომპონენტი

8.1. დოქტორანტურის სასწავლო კომპონენტი გულისხმობს დოქტორანტის დარგობრივ და მეთოდოლოგიურ დახელოვნებას.
8.2. სადოქტორო პროგრამის სასწავლო გეგმას განიხილავს ფაკულტეტის საბჭო და დასამტკიცებლად წარუდგენს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს.
სასწავლო გეგმაში აუცილებლად შედის:

სპეციფიკური დარგობრივი კურსებისგან შემდგარი მოდული;

ძირითადი მეცნიერული უნარების განმავითარებელი საფაკულტეტო მოდული ან ცალკეული კურსები (კვლევის მეთოდები და ხერხები);

სწავლების თანამედროვე მეთოდების კურსი, რომელსაც მოსდევს დოქტორანტის ჩართვა სწავლების პროცესში.

8.3. დოქტორანტის ინდივიდუალურ გეგმას ადგენს დოქტორანტის ხელმძღვანელი დოქტორანტთან შეთანხმებით. ინდივიდუალური გეგმა იქმნება კონკრეტული კვლევითი პროექტის განსახორციელებლად და ცოდნის გასაღრმავებლად. ინდივიდუალურ გეგმაში მითითებულ უნდა იქნეს კვლევის მიზანი, სადისერტაციო თემის მოკლე აღწერა, სასწავლო კომპონენტის შესრულებისა და კვლევის ჩატარების სავარაუდო გრაფიკი.

 

მუხლი 9. დოქტორანტების კოლოკვიუმი

9.1. დოქტორანტურაში სწავლის აუცილებელი ნაწილია დოქტორანტების კოლოკვიუმი. კოლოკვიუმზე ხდება კვლევის შედეგების პრეზენტაცია, დისკუსია, ახალი სამეცნიერო ლიტერატურის, მიღწევებისა და პრობლემების განხილვა.
9.2. დოქტორანტი მოვალეა წელიწადში ორჯერ მაინც წარდგეს სემინარზე მოხსენებით.

 

თავი II. სადისერტაციო ნაშრომის მომზადება და დაცვა

 

მუხლი 10. სადისერტაციო ნაშრომი

10.1. დისერტაცია უნდა ასახავდეს თეორიული და/ან ექსპერიმენტული (ემპირიული) კვლევის მეცნიერულად დასაბუთებულ ახალ შედეგებს, რომელსაც წვლილი შეაქვს დარგის განვითარებაში.
თუ დოქტორანტი კვლევით ჯგუფშია ჩართული, ნათლად უნდა ჩანდეს მისი წვლილი.
10.2 დისერტაცია შესრულებულ უნდა იქნეს ქართულ ენაზე. სხვა ენაზე დისერტაციის შესრულების საკითხს წყვეტს ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭო.
ნაშრომის უცხო ენაზე შესრულების შემთხვევაში სადისერტაციო კვლევის ძირითადი შედეგები წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე.
10.3. სადისერტაციო ნაშრომის მოცულობას, ფორმატსა და სტილს განსაზღვრავს ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭო.
10.4. დაცვის შემდეგ დისერტაცია უნდა გამოქვეყნდეს ბეჭდური ან ელექტრონული ფორმით. გამოქვეყნების ვადებსა და მექანიზმს განსაზღვრავს ფაკულტეტი სადისერტაციო საბჭო.

 

მუხლი 11. სადისერტაციო ნაშრომის წარდგენა

11.1. სადისერტაციო ნაშრომი საბჭოს გადაეცემა ოთხ აკინძულ და ერთ ელექტრონულ პირად.
11.2. სადისერტაციო ნაშრომთან ერთად დოქტორანტმა უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
11.3.1. სადოქტორო პროგრამით გათვალისწინებული 60 Eჩთშ სასწავლო კრედიტის დაგროვების დამადასტურებელი დოკუმენტი;
11.3.2. გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების ამონაბეჭდი ან დასაბეჭდად მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი.
11.3.3. სამეცნიერო სემინარებისა და ფორუმების ნუსხა, სადაც მოხსენებულ იქნა სადისერტაციო ნაშრომის დებულებები თუ შედეგები.
11.3.4. სადისერტაციო თემასთან დაკავშირებული გამოგონების (თუ ასეთი არსებობს) დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი.
11.4. დისერტაციის დაცვაზე დასაშვებად აუცილებელია დოქტორანტის სამეცნიერო ხელმძღვანელის დასკვნა იმის შესახებ, რომ ნაშრომი მზად არის საჯარო განხილვისათვის წარსადგენად.
11.5. სადისერტაციო ნაშრომის ძირითადი შედეგები გამოქვეყნებულ უნდა იქნეს სულ მცირე სამი სამეცნიერო ნაშრომის სახით _ რეფერირებად და რეცენზირებად ჟურნალებში, რომელთაგან ერთი მაინც დადებითი “იმპაქტ-ფაქტორის” (ISI Thomson Web of Knowledge კლასიფიკატორის მიხედვით) მქონეა, ხოლო ერთს გავლილი უნდა ჰქონდეს საერთაშორისო რეცენზირება
დოქტორანტს ნაშრომი გამოქვეყნებულად ეთვლება მაშინაც, როცა ის მიღებულია დასაბეჭდად, რაც დასტურდება ჟურნალის რედაქციის მიერ გაცემული ცნობით ან გამოცემის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციით.


მუხლი 12. სადისერტაციო ნაშრომის წინასწარი შეფასება

12.1. დისერტაციის წარდგენის შემდეგ სადისერტაციო საბჭოს დარგობრივი სექციის მიერ შეთავაზებული და სადისერტაციო საბჭოს მიერ დამტკიცებული სულ მცირე ორი შემფასებელი წარუდგენს სადისერტაციო საბჭოს შესაბამის სექციას სადისერტაციო ნაშრომის წერილობით შეფასებას (რეცენზიას).
12.2. შემფასებლად (რეცენზენტად) ინიშნება პირი, რომელსაც სადისერტაციო ნაშრომის სპეციალობით (საერთაშორისო კლასიფიკატორით) გამოქვეყნებული აქვს სულ მცირე სამი ნაშრომი რეცენზირებად ჟურნალებში, მათ შორის ერთი ნაშრომი მაინც დადებითი “იმპაქტ-ფაქტორის” მქონე ჟურნალში.
შემფასებელი არ შეიძლება იყოს დისერტანტის მიერ შესრულებულ ნაშრომთა თანაავტორი, იმ სამეცნიერო ჯგუფის წევრი, სადაც შესრულდა სადოქტორო პროგრამა, აგრეთვე იმ ქვედანაყოფის წევრი, სადაც მუშაობს დისერტანტი ან დისერტანტზე თანამდებობრივად დამოკიდებული პირი.
12.3. დაუშვებელია, რომ შემფასებლები იყვნენ ერთი ორგანიზაციის ერთი და იგივე ქვედანაყოფის თანამშრომლები.
12.4 სადისერტაციო ნაშრომის წერილობითი შეფასებას შემფასებლები სადისერტაციო საბჭოს შესაბამის სექციას წარუდგენენ ნაშრომის მიღებიდან არა უგვიანეს 3 თვისა.
12.6. რეცენზია სადისერტაციო ნაშრომის შეფასებასთან ერთად უნდა შეიცავდეს შესაბამის რეკომენდაციას ნაშრომის დაცვაზე დაშვების, ან შესასწორებლად დოქტორანტისათვის უკან დაბრუნების, ანდა დაცვაზე უარის თქმის შესახებ.
12.7. თუ შემფასებელთა ნახევარზე მეტი უარყოფითად შეაფასებს დისერტაციას, დისერტაცია დაცვაზე დაშვებული არ იქნება.
12.8. თუ დისერტაცია არ იქნება დაშვებული დაცვაზე, სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით დოქტორანტს უფლება ეძლევა დამატებით იმუშაოს დისერტაციაზე. შესწორებული ნაშრომის ისევ უარყოფითად შეფასების შემთხვევაში დოქტორანტის ნაშრომი არ მიიღება დასაცავად.
12.9. დაცვაზე უარის მიღების შემთხვევაში სასწავლო კომპონენტის მოქმედების ვადა არის 7 წელი პირველი კრედიტის მოპოვების დღიდან.
12.10. სადისერტაციო საბჭო გადასცემს დოქტორანტს შემფასებლების დასკვნებს, ხოლო დაცვაზე დაშვების შემთხვევაში ატყობინებს დაცვის თარიღსაც. დოქტორანტს უნდა მიეცეს სულ მცირე 1 თვის ვადა დაცვისათვის მოსამზადებლად.
12.11. დაცვაზე დაშვების უარის თქმის შემთხვევაში უარყოფილი სადისერტაციო ნაშრომის ერთი პირი და რეცენზენტების წერილობითი დასკვნები ინახება სადისერტაციო საბჭოს არქივში. დანარჩენი დოკუმენტები უბრუნდება დოქტორანტს.

 

მუხლი 13. სადისერტაციო კომისია.

13.1. სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე შესაბამისი დარგობრივი სექციის წარდგინებით სადისერტაციო ნაშრომის დასაცავად ქმნის სადისერტაციო კომისიას.
13.2. სადისერტაციო კომისია იქმნება სულ მცირე ხუთი პირის შემადგენლობით. კომისიის წევრად არჩეულ უნდა იქნეს შესაბამისი დარგის (საერთაშორისო კლასიფიკატორით) სპეციალისტი, რომელსაც აქვს დოქტორის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი. ხელმძღვანელს და შემფასებლებს აქვთ კომისიაში სათათბირო ხმით მონაწილეობის უფლება.
13.3. სადისერტაციო კომისიას ხელმძღვანელობს სექციის მიერ არჩეული თავმჯდომარე, რომელიც უნდა იყოს უნივერსიტეტის სრული ან საპატიო პროფესორი. თავმჯდომარე არ შეიძლება იყოს სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი ან შემფასებელი.
13.4. საბჭოს დარგობრივი სექციის ხელმძღვანელი ავტომატურად შედის სადისერტაციო კომისიაში, თუ სადისერტაციო ნაშრომი მომზადებულია მეცნიერების იმ მიმართულებით (საერთაშორისო კლასიფიკატორით), რომლის წარმომადგენელიც ის არის.
13.5. სადისერტაციო კომისიის სხდომა უფლებამოსილად ითვლება, თუ მის მუშაობაში მონაწილეობს კომისიის შემადგენლობის არანაკლებ 2/3-ისა.

 

მუხლი 14. დისერტაციის დაცვა

14.1. დისერტაციის დაცვა არის საჯარო, ქართულ ენაზე. დაცვის მსვლელობა და მიღებული გადაწყვეტილება აისახება ოქმში, რომელსაც ხელს აწერენ სადისერტაციო კომისიის თავმჯდომარე და სექციის თავმჯდომარე.
14.2. დისერტაციის დაცვა შედგება შემდეგი პროცედურებისაგან:
14.2.1. დოქტორანტის მოხსენება (არა უმეტეს 30 წუთისა);
14.2.2. რეცენზიების საჯაროდ წაკითხვა;
14.2.3. სამეცნიერო დისკუსია;
14.2.4. კომისიის დახურული სხდომა – სადისერტაციო ნაშრომის შესაფასებლად;
14.2.5. სადისერტაციო ნაშრომის შეფასების გამოცხადება.
14.3. კომისიის ერთ სხდომაზე შეიძლება ჩატარდეს მხოლოდ ერთი დისერტაციის დაცვა.
14.4. სადისერტაციო ნაშრომის დაცვა უნდა მოხდეს ნაშრომის სადისერტაციო საბჭოში წარდგენის დღიდან 6 თვის განმავლობაში.

 

მუხლი 15. სადისერტაციო ნაშრომის საბოლოო შეფასება

15.1. სამეცნიერო დისკუსიის დასრულების შემდეგ სადისერტაციო კომისია დახურულ სხდომაზე აფასებს სადისერტაციო ნაშრომს შემდეგი სისტემის მიხედვით:

“ფრიადი” – „სუმმა ცუმ ლაუდე”;

“ძალიან კარგი” – „მაგნა ცუმ ლაუდე”;

“კარგი” – “ცუმ ლაუდე”;

“საშუალო” – “ბენე”;

“დამაკმაყოფილებელი” – “რიტე”;

“არადამაკმაყოფილებელი” - “ინსუფფიციენტერ”;

“სრულიად არადამაკმაყოფილებელი” - “სუბ ომნი ცანონე”.

ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება სადისერტაციო კოლეგიის თავმჯდომარის ხმას.
15.2. დისერტაცია არ ითვლება დაცულად, თუ საბოლოო შეფასება იქნება “არადამაკმაყოფილებელი” ან “სრულიად არადამაკმაყოფილებელი”. დადებითი შეფასების შემთხვევაში დოქტორანტს ენიჭებება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (მათემატიკის, კომპიუტერული მეცნიერების, ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის, გეოგრაფიის, გეოლოგიის) დოქტორის აკადემიური ხარისხი.

 

მუხლი 16. დოქტორის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი მოწმობა

16.1. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (მათემატიკის, კომპიუტერული მეცნიერების, ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის, გეოგრაფიის, გეოლოგიის) დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭებას ადასტურებს მოწმობა.
16.2. მოწმობა გაიცემა არა უგვიანეს ექვსი თვის ვადაში დისერტაციის დაცვის შემდეგ. მოწმობის გაცემამდე დოქტორანტს ეძლევა შესაბამისი ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭების შესახებ.
16.3. მოწმობაში აღნიშნულია სადისერტაციო საბჭოს დასახელება, დაცვის თარიღი, საერთო შეფასება და სპეციალობის დასახელება (საერთაშორისო კლასიფიკატორით).
16.4. დიპლომი (მოწმობა) გაიცემა დისერტაციის გამოქვეყნების შემდეგ. დიპლომს ხელს აწერს უნივერსიტეტის რექტორი, ფაკულტეტის დეკანი, სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე, დარგობრივი სექციის ხელმძღვანელი. მოწმობა დასტურდება უნივერსიტეტის ბეჭდით.
16.5. მოწმობის ასლი ინახება უნივერსიტეტის არქივში.

 

მუხლი 17. დისერტაციის გამოქვეყნება

დოქტორანტი მოვალეა დისერტაციის დაცვის შემდეგ ფაკულტეტის მიერ დადგენილ ვადაში გამოაქვეყნოს დისერტაცია ბეჭდური ან ელექტრონული ფორმით. წინააღმდეგ შემთხვევაში დოქტორის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომი არ გაიცემა.

 

მუხლი 18. დოქტორის აკადემიური ხარისხის ბათილობა

დოქტორის აკადემიური ხარისხი ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით დოქტორს ჩამოერთმევა აკადემიური პატიოსნების ნორმების (სადისერტაციო ნაშრომში გაყალბებული მონაცემების გამოყენება ან პლაგიატი) დარღვევის შემთხვევაში.

 

თავი III. სადისერტაციო საბჭო

 

მუხლი 19. დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭება

19.1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორის აკადემიურ ხარისხს (მათემატიკაში, კომპიუტერულ მეცნიერებებში, ფიზიკაში, ქიმიაში, ბიოლოგიაში, გეოგრაფიაში, გეოლოგიაში) ანიჭებს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭო.

 

1. მუხლი 20. სადისერტაციო საბჭო

20.1. სადისერტაციო საბჭო არის დოქტორის აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელი ორგანო, რომელიც შექმნილია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე.
20.2. სადისერტაციო საბჭო შედგება დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე ფაკულტეტის ყველა სრული და ასოცირებული პროფესორისაგან.
20.3. სადისერტაციო საბჭო შედგება 7 დარგობრივი (მათემატიკის, კომპიუტერული მეცნიერებების, ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის, გეოგრაფიის, გეოლოგიის) სექციისაგან, რომელშიც ერთიანდება შესაბამისი დარგის სპეციალისტები.
20.4. სადისერტაციო საბჭო ირჩევს თავმჯდომარეს თავისი შემადგენლობიდან 2 წლის ვადით, წევრთა საერთო რაოდენობის უმრავლესობით. ერთი და იგივე პირი თავმჯდომარედ შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. თავმჯდომარის არჩევამდე საბჭოს პირველ სხდომას უძღვება ფაკულტეტის დეკანი.
20.5. სადისერტაციო საბჭოს მდივანს (საბჭოს შემადგენლობიდან) წარადგენს თავმჯდომარე და ამტკიცებს სადისერტაციო საბჭო, 2 წლის ვადით.
20.6. დარგობრივი სექციის წევრები ირჩევენ ხელმძღვანელს თავისი შემადგენლობიდან 2 წლის ვადით. დარგობრივი სექციის ხელმძღვანელს ამტკიცებს სადისერტაციო საბჭო. ერთი და იგივე პირი ხელმძღვანელად შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.
20.7. სადისერტაციო საბჭოს დარგობრივი სექციის მდივანს (სექციის შემადგენლობიდან) ხელმძღვანელის წარდგინებით ამტკიცებს სადისერტაციო საბჭო 2 წლის ვადით.

 

მუხლი 21. სადისერტაციო საბჭოს მუშაობის წესი

21.1. სადისერტაციო საბჭო თავის საქმიანობას წარმართავს ფაკულტეტის საბჭოს მიერ შემუშავებული და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებული წინამდებარე დებულების შესაბამისად.
21.2. სადისერტაციო საბჭო გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე, სხდომა გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება წევრთა საერთო რაოდენობის 30%-ზე მეტი და შესაბამისი დარგობრივი სექციის წევრთა საერთო რაოდენობის ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა ხმების სულ მცირე 2/3-თ.
21.3. სადისერტაციო საბჭოს სხდომის მიმდინარეობა აისახება ოქმში, რომელსაც ხელს აწერენ საბჭოს თავმჯდომარე და მდივანი.
21.4. სადისერტაციო საბჭოს ნებისმიერი გადაწყვეტილება დოქტორანტს უნდა ეცნობოს წერილობით.

 

მუხლი 22. სადისერტაციო საბჭოს დარგობრივი სექციის მუშაობის წესი

22.1. სადისერტაციო საბჭოს დარგობრივი სექციის საქმიანობა წარიმართება ფაკულტეტის საბჭოს მიერ შემუშავებული და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებული წინამდებარე დებულების შესაბამისად.
22.2. სადისერტაციო საბჭოს დარგობრივი სექცია გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე. სხდომა გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება წევრთა საერთო რაოდენობის ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა ხმების სულ მცირე 2/3-თ.
22.3. სადისერტაციო საბჭოს დარგობრივი სექციის სხდომის მიმდინარეობა აისახება ოქმში, რომელსაც ხელს აწერენ სექციის ხელმძღვანელი და მდივანი.
22.4. სადისერტაციო საბჭოს დარგობრივი სექციის ნებისმიერი გადაწყვეტილება დოქტორანტს უნდა ეცნობოს წერილობით.


მუხლი 23. სადისერტაციო საბჭოს და დარგობრივი სექციის უფლებამოსილება

23.1. სადისერტაციო საბჭო:
23.1.1. ირჩევს და ამტკიცებს საბჭოს თავმჯდომარეს;
23.1.2. ამტკიცებს სადისერტაციო საბჭოს მდივანს;
23.1.3. ამტკიცებს დარგობრივი სექციის ხელმძღვანელსა და მდივანს;
23.1.4. ამტკიცებს სადისერტაციო ნაშრომის თემას;
23.1.5. ამტკიცებს სადისერტაციო ნაშრომის შემფასებლებს;
23.1.6. ამტკიცებს სადისერტაციო კომისიის შემადგენლობას;
23.1.7. ამტკიცებს დაცვის თარიღს;
23.2. სადისერტაციო საბჭოს დარგობრივი სექცია:
23.2.1. ირჩევს დარგობრივი სექციის ხელმძღვანელს;
23.2.2. განიხილავს სადისერტაციო ნაშრომის თემას და დასამტკიცებლად წარუდგენს სადისერტაციო საბჭოს;
23.2.3. განიხილავს სადისერტაციო ნაშრომის შემფასებლების კანდიდატურებს და დასამტკიცებლად წარუდგენს სადისერტაციო საბჭოს;
23.2.4. განსაზღვრავს სადისერტაციო კომისიის შემადგენლობასა და დაცვის სავარაუდო თარიღს და წარუდგენს დასამტკიცებლად სადისერტაციო საბჭოს.

 

მუხლი 24. სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარისა და დარგობრივი სექციის ხელმძღვანელის უფლებამოსილება

24.1. სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე საჭიროებისამებრ იწვევს საბჭოს სხდომებს.
24.2. სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე ფაკულტეტის დეკანთან შეთანხმებით უზრუნველყოფს დოქტორანტისათვის სავალდებულო კოლოკვიუმების ორგანიზებას.
24.3. დარგობრივი სექციის ხელმძღვანელი საჭიროებისამებრ იწვევს დარგობრივი სექციის სხდომებს.

 

მუხლი 25. სადისერტაციო საბჭოსა და დარგობრივი სექციის მდივნის უფლებამოსილება

25.1. სადისერტაციო საბჭოს მდივანი უზრუნველყოფს საბჭოს ორგანიზაციულ საქმიანობას.
25.2. დარგობრივი სექციის მდივანი უზრუნველყოფს შესაბამისი დარგობრივი სექციის ორგანიზაციულ საქმიანობას.


თავი IV. გარდამავალი პერიოდი

 

26. გარდამავალი დებულებები

26.1. დოქტორის აკადემიური ხარისხის მისაღებად თსუ-ს ყველა მაძიებელმა და ასპირანტმა უნდა ჩააბაროს დოქტორანტურაში მინიმალური სტანდარტით განსაზღვრული წესით.
26.2. თსუ დოქტორანტურაში ჩარიცხული ასპირანტები და მაძიებლები, რომელთაც ჩაბარებული აქვთ საკანდიდატო მინიმუმის საგნები ან/და აქვთ გავლილი აპრობაცია, თავისუფლდებიან მინიმალური სტანდარტით გათვალისწინებული სასწავლო კომპონენტის კრედიტების დაგროვებისგან. ამ შემთხვევაზე არ ვრცელდება წინამდებარე დებულების მე-2 მუხლის 2.4 პუნქტით გათვალისწინებული პირობა სადოქტორო პროგრამის ფინანსური უზრუნველყოფის შესახებ. დისერტაციის წარდგენა და დაცვა ხორციელდება მინიმალური სტანდარტით დადგენილი წესით. გამოქვეყნებული სამი ნაშრომიდან ერთი მაინც გამოქვეყნებული უნდა იყოს დადებითი “იმპაქტ-ფაქტორის” მქონე ჟურნალში, ხოლო ერთ გამოქვეყნებულ ნაშრომს უნივერსიტეტი აგზავნის საერთაშორისო ექსპერტიზაზე (თუ იგი არ არის საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალში გამოქვეყნებული).
26.4. თსუ-ს ის ასპირანტები და მაძიებლები, რომელთაც შესრულებული აქვთ ამ დებულებით გათვალისწინებული კვლევითი კომპონენტი და არა აქვთ ჩაბარებული საკანდიდატო მინიმუმის გამოცდები, სასწავლო კომპონენტით განსაზღვრული კრედიტების დაგროვების შემდეგ დისერტაციას წარადგენენ და დაიცავენ მინიმალური სტანდარტით დადგენილი წესით.
26.5. იმ კვლევითი ინსტიტუტების ასპირანტები, რომლებთანაც თსუ-ს დადებული აქვს ხელშეკრულება, დოქტორანტები ხდებიან ამ პარაგრაფის პირველი მუხლის შესაბამისად.

 

I. თავი V. დასკვნითი დებულებები

 

მუხლი 27. დებულების მოქმედების სფერო

27.1. წინამდებარე დებულება, შემუშავებულია 2004 წლის 21 დეკემბრის საქართველოს კანონის “უმაღლესი განათლების შესახებ” შესაბამისად, აწესრიგებს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოსა და დოქტორანტურის მოქმედების პრინციპებსა და წესს.
27.2. წინამდებარე დებულებაში დამატებისა და ცვლილების შეტანის შესახებ წინადადების დასმის უფლება აქვს სადისერტაციო საბჭოს ნებისმიერ წევრს. დასაბუთებულ წინადადებას განიხილავს სადისერტაციო საბჭო უახლოეს სხდომაზე და დადებითი გადაწყვეტილბის შემთხვევაში განსახილველად წარუდგენს ფაკულტეტის საბჭოს. დებულებაში შეტანილ ყველა დამატებასა და ცვლილებას ამტკიცებს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო.
27.3. წინამდებარე დებულება ძალაში შედის დამტკიცების დღიდან.

სრულად

დადგენილება N: 39

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელწმიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოსა და დოქტორანტურის დებულების დამტკიცების შესახებ (კოდიფიცირებული)

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს

30.09.2014, №98/2014 დადგენილებით

 

შეტანილია ცვლილებები აკადემიური საბჭოს 13.10.2010,
№113/2010 დადგენილებით

 


„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის თანახმად,

 

დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოსა და დოქტორანტურის დებულება (დანართი N1).

 

საფუძველი: ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის  საბჭოს წარდგინება.
 

 

გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 39

მაგისტრატურაში მიღების წესების დამტკიცების თაობაზე

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
23.09.2011, №100/2011 დადგენილებით

 

 

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის თანახმად,

 

დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურაში მიღების წესები  ( დანართი N1).

 

 

გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თვმჯდომარე, რექტორი

 

 

დანართი 1

 


მაგისტრატურაში მიღების წესები

 


1. სამაგისტრო პროგრამის დაფინანსება
1. სამაგისტრო პროგრამის დაფინანსება მოხდება სახელმწიფოს მიერ უნივერსიტეტისათვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრებისა და უნივერსიტეტის არასაბიუჯეტო შემოსავლების ხარჯზე.
2. მაგისტრატურაში სწავლება ფასიანია. საფასურის ოდენობა განისაზღვრება თითოეული სასწავლო წლისათვის დადგენილი საუნივერსიტეტო ტარიფების შესაბამისად.
3. მაგისტრატურაში ჩარიცხულ კონკურსანტთაგან 10% მიიღებს სრულ საუნივერსიტეტო დაფინანსებას.
4. საუკეთესო შედეგების მქონე სტუდენტთა წახალისების მიზნით იქმნება მაგისტრატურის სტუდენტთა სტიპენდიის ფონდი.

 

2. კონკურსზე დაშვება
2.1. თსუ მაგისტრატურაში მისაღებ კონკურსზე დაიშვებიან უმაღლესი განათლების მქონე ბაკალავრები და ერთსაფეხურიანი უმაღლესი განათლების მქონე დიპლომირებული სპეციალისტები, მაგისტრატურაში მიღების წესების 2.2.2-2.2.3 მუხლების მოთხოვნების გათვალისწინებით.
2.2. მაგისტრატურაში სწავლების უფლება აქვს ბაკალავრს და მასთან გათანაბრებულ აკადემიური ხარისხის მქონე პირს. უცხოეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ფორმალური ცნობა (აღიარება) ხდება “უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის შესაბამისად.
2.3. მაგისტრატურის საკონკურსო გამოცდებზე კონკურსანტი დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მან დროულად გაიარა რეგისტრაცია მიმღებ კომისიაში და წარადგინა სათანადო საბუთები (იხ.§4).
2.4. უნივერსიტეტის მაგისტრატურაში სათანადო საკონკურსო ადგილების დასაკავებლად ყველა კონკურსანტი აბარებს ორ საკონკურსო გამოცდას: უცხო ენასა და სპეციალობაში. სამაგისტრო პროგრამის სპეციფიკიდან გამომდინარე, შესაძლებელია დამატებით ჩატარდეს ზეპირი გამოცდაც.

 

3. კონკურსი. ჩარიცხვა
3.1. მაგისტრატურაში ჩარიცხვა წარმოებს კონკურსის საფუძველზე, რომლის ფარგლებშიც ტარდება ორი გამოცდა: 1. წერითი გამოცდა სპეციალობაში და 2. გამოცდა უცხო ენაში.
3.2.

• სპეციალობაში საკონკურსო გამოცდა ტარდება წერითი სახით. საკონკურსო გამოცდის წერითი ნამუშევარი შეფასდება 100-ბალიანი სისტემით.
• გამოცდა ჩაბარებულად ითვლება, თუ კონკურსანტი მიიღებს დადებით შეფასებას, ანუ მინიმუმ 61 ქულას.
• სპეციალობაში გამოცდას ატარებს საკონკურსო-საფაკულტეტო კომისია, რომელიც პასუხისმგებელია მაგისტრატურაში მისაღებ საკონკურსო გამოცდის შეფასებათა სიზუსტეზე.

3.3.

• უცხო ენის გამოცდა ჩატარდება გერმანულ, ინგლისურ ან ფრანგულ ენაში;
• უცხო ენაში გამოცდას ატარებს თსუ ენების ცენტრი, რომელიც პასუხისმგებელია საკონკურსო გამოცდის შეფასებათა სიზუსტეზე.

3.4. მაგისტრატურაში საკონკურსო გამოცდების შედეგების შესაბამისად სამაგისტრო პროგრამაზე დაშვებულ ვაკანტურ ადგილებზე ჩაირიცხებიან ის კონკურსანტები, რომლებიც გამოცდებში მიიღებენ ყველაზე მაღალ ქულებს.
3.5. კონკურსანტები, რომლებიც სპეციალობაში მიიღებენ 61 ქულაზე ნაკლებს, მოიხსნებიან კონკურსიდან და არ ჩაირიცხებიან მაგისტრატურაში.
3.6. ჩარიცხული მაგისტრანტები სწავლის სემესტრულ საფასურს იხდიან რეგისტრაციის დროს.

 

4. საბუთები და მათი მიღება
4.1. მაგისტრატურაში სწავლის მსურველმა მიმღებ კომისიას უნდა წარუდგინოს შემდეგი საბუთები:

1. პირადი განცხადება რექტორის სახელზე, სამაგისტრო პროგრამის მითითებით (ფორმა #69 გაიცემა მიმღებ კომისიაში);
2. უმაღლესი განათლების დიპლომი (დედანი) დანართითურთ და მათი შესაბამისი თითო ასლი;
3. მაგისტრატურის კონკურსანტის ანკეტა (ფორმა #39მ გაიცემა მიმღებ კომისიაში);
4. სამი ფერადი ფოტოსურათი ზომით 3სმ X 4სმ.;
5. მოქალაქის პირადობის მოწმობის (პასპორტის) ასლი;
6. სამხედრო ვალდებულებასთან დამოკიდებულების დამადასტურებელი საბუთი (სავალდებულოა ვაჟებისათვის).

4.2. კონკურსზე დაშვებული კონკურსანტები ვალდებულნი არიან, გამოცხადდნენ საკონკურსო გამოცდაზე დაუგვიანებლად და თან იქონიონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის გარეშე კონკურსანტის გამოცდაზე დაშვება არ მოხდება.

 

5. მისაღები გამოცდების ჩატარების უზრუნველყოფის პროცედურა
5.1. კონკურსის ჩატარების მიზნით იქმნება საფაკულტეტო დარგობრივი კომისია. თითოეული ფაკულტეტი წარმოადგენს მაგისტრატურაში მისაღები გამოცდების კომისიის შემადგენლობას, რომელთა საფუძველზეც დგება ერთიანი საუნივერსიტეტო დარგობრივი კომისია. ამ კომიისიის წევრი არ შეიძლება იყოს სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი.
5.2. კონკურსის ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით იქმნება მეთვალყურეთა ჯგუფი.
5.3. კონკურსანტთა მიერ წარმოდგენილი საჩივრების განხილვის მიზნით, იქმნება საპრეტენზიო კომისია. საპრეტენზიო კომისიის წევრი არ შეიძლება იყოს სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი ან საგამოცდო კომისიის წევრი.
5.4. საგამოცდო კომისიის მუშაობას ზედამხედველობას უწევს სპეციალურად შექმნილი მონიტორინგის ჯგუფი. მონიტორინგის ჯგუფის წევრი არ შეიძლება იყვნენ საგამოცდო და საპრეტენზიო კომისიის წევრები.
5.5. მაგისტრატურაში მიღების მსურველთა რეგისტრაციისა და კონკურსის ჩატარების ორგანიზაციული უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის სასწავლო დეპარტამენტს.

 

სასწავლო დეპარტამენტი შეიმუშავებს შესაბამის ნორმატიულ აქტებს და კონკურსის ჩატარების გრაფიკს, რომელსაც დასამტკიცებლად წარუდგენს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2007 წლის 15 სექტემბრამდე.
საბუთების მიღება იწარმოებს 3-12 სექტემბერს.

 

საბუთების მიღება იწარმოებს თსუ სასწავლო დეპარტამენტის სტუდენტთა მომსახურების განყოფილებაში.

 

მაგისტრატურაში მისაღები გამოცდები ჩატარდება 24-28 სექტემბერს.

სრულად

დადგენილება N: 38

მაგისტრატურაში მიღების წესების დამტკიცების თაობაზე (კოდიფიცირებული)

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
23.09.2011, №100/2011 დადგენილებით


ცვლილებები შეტანილია აკადემიური საბჭოს
8.10.2007, №52 დადგენილებით

 


„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის თანახმად,

 

დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურაში მიღების წესები (დანართი N1).
 


გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 38

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამების დამტკიცების შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს

29.09.2014, №92/2014 დადგენილებით

 

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის თანახმად,

 

დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამები:


I. ინტერფაკულტატური სამაგისტრო პროგრამა ევროპამცოდნეობაში.

 

II.

 

ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი:

 


1. თეორიული ფიზიკა
ხელმძღვანელები: პროფ. გიორგი ჯაფარიძე, პროფ. ანზორ ხელაშვილი

 

2. ექსპერიმენტული ფიზიკა
ხელმძღვანელი: პროფ. ალექსანდრე შენგელაია

 

3. ასტროფიზიკა და პლაზმის ფიზიკა
ხელმძღვანელი: პროფ. გიორგი მაჩაბელი

 

4. ბიოფიზიკა
ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფ. თამაზ მძინარიშვილი

 

5. ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია (არასაბიუჯეტო)
ხელმძღვანელი: ფიზ.-მათ. მეცნ. კანდიდატი რომან ჯობავა

 

6. გამოყენებითი (ტექნიკური, საინჟინრო, ინფორმატიკული) ფიზიკა
ხელმძღვანელი: პროფ. რევაზ ზარიძე

 

7. ქიმია
(სასპეციალიზაციო მოდულები: არაორგანულ და მეტალორგანულ კომპლექსნაერთთა ქიმია / ორგანული ქიმია / ფიზიკური ქიმია / ანალიზური ქიმია და გარემოს კონტროლი)
ხელმძღვანელი: პროფესორი შოთა სამსონია

 

8. მათემატიკა
ხელმძღვანელი: პროფ. ელიზბარ ნადარაია

 

9. გამოყენებითი მათემატიკა
ხელმძღვანელი: პროფ. დავით გორდეზიანი

 

10. კომპიუტერული მეცნიერებანი
ხელმძღვანელი: პროფ. კობა გელაშვილი

 

11. გეომორფოლოგია-გეოეკოლოგია, კარტოგრაფია-გეოინფორმატიკა
ხელმძღვანელი: პროფ. რამინ გობეჯიშვილი

 

12. წყლის რესურსების, მეტეოროლოგიური პროცესების და სანაპირო ზონის
ინტეგრირებული მართვა
ხელმძღვანელი: პროფ. დავით კერესელიძე

 

13. რეგიონული გეოგრაფია და ლანდშაფტური დაგეგმარება
ხელმძღვანელი: პროფ. ნოდარ ელიზბარაშვილი

 

14. ფიზიკური გეოგრაფია, ნიადაგური რესურსები და გარემოს მდგრადი განვითარება.
ხელმძღვანელი: პროფ. ზურაბ სეფერთელაძე

 

15. გეოლოგია
ხელმძღვანელი: პროფ. ბეჟან თუთბერიძე

 

16. ტაქსონომიური კვლევა და ბიომრავალფეროვნების კონსერვაცია
ხელმძღვანელი: პროფ. არნოლდ გეგეჭკორი

 

17. ეკოლოგია და გარემოს კონტროლი
ხელმძღვანელი: პროფ. გია ქაჯაია

 

18. სიმსივნის უჯრედული და მოლეკულური ბიოლოგია
ხელმძღვანელი: პროფ. ნანა კოტრიკაძე

 

19. მოლეკულური იმუნოდიაგნოსტიკა და გამოყენებითი მიკრობიოლოგია
ხელმძღვანელი: პროფ. ნინო ფორაქიშვილი

 

20. ბიო-ფარმაცევტული მეცნიერებები
ხელმძღვანელი: პროფ. დავით მიქელაძე

 

21. უჯრედისა და განვითარების ბიოლოგია
ხელმძღვანელი: პროფ. დიანა ძიძიგური

 

22. გენეტიკა, სამედიცინო გენეტიკა, ჰემატოლოგია, ტრანსფუზიოლოგია
ხელმძღვანელი: პროფ. თეიმურაზ ლეჟავა

 

23. ბიოქიმია და ბიოტექნოლოგია.
ხელმძღვანელი: ასოც. პროფ. ნანა კოშორიძე

 

24. ფიზიოლოგია და ნეირომეცნიერება
ხელმძღვანელი: ასოც. პროფ. სულხან ცაგარელი
სასპეციალიზაციო მოდულები: ცენტრალური ნერვული სისტემის ფიზიოლოგია:
მემბრანული, ინტეგრატიული და კოგნიტური პროცესები / ნეირომეცნიერება

 

25. ლინგვისტური ინფორმატიკა
ხელმძღვანელი: აკად. თამაზ გამყრელიძე

 

ჰუმანიტარული ფაკულტეტი:

 


1. ქართული ლიტერატურა
(მოდულები: ძველი ქართული ლიტერატურა / ახალი ქართული ლიტერატურა / უახლესი ქართული ლიტერატურა / ფოლკლორისტიკა)
ხელმძღვანელი: პროფ. ე. ხინთიბიძე

 

2. ქართული ენათმეცნიერება (2 მოდულით)
(მოდულები: ქართული სალიტერატურო ენა და დიალექტები / ქართველური ენები: სვანური და მეგრულ-ლაზური)
ხელმძღვანელი: პროფ. დ. მელიქიშვილი

 

3. ზოგადი და შედარებითი ენათმეცნიერება
ხელმძღვანელი: პროფ. ი. მელიქიშვილი

 

4. კავკასიოლოგია (2 სასპეციალიზაციო მოდულით)
(მოდულები: იბერიულ-კავკასიური ენები (აფხაზური / თაბასარანული) / კავკასიის ხალხთა ისტორია
ხელმძღვანელი: პროფ. თ. გვანცელაძე

 

5. უკრაინისტიკა (უკრაინული ენა, ლიტერატურა და უკრაინულიდან თარგმანი)
პარტნიორი: კიევის უკრაინისტიკის ინსტიტუტი (უკრაინა)
ხელმძღვანელები: პროფ. ო. ბაქანიძე და პროფ. აკ. პ. კონონენკო

 

6. რუსული ფილოლოგია
ხელმძღვანელი: პროფ. ნ. ბასილაია

 

7. ინგლისური ფილოლოგია
ხელმძღვანელი: პროფ. რ. ენუქიძე

 

8. გერმანული ფილოლოგია
(მოდულები: გერმანული ენათმეცნიერება / გერმანული ლიტმცოდნეობა)
ხელმძღვანელი: პროფ. ლ. ქეცბა-ხუნდაძე

 

9. რომანისტიკა. რომანული ენები და ლიტერატურა
(სასპეციალიზაციო მოდულები: ფრანგული ენა და ლიტერატურა / იტალიური ენა და ლიტერატურა / ესპანური ენა და ლიტარატურა)
ხელმძღვანელი: პროფ. ი. ფხაკაძე

 

10. ბერძნულ-რომანული ფილოლოგია
(სასპეციალიზაციო მოდულები: კლასიკური ფილოლოგია, ბიზანტიური ფილოლოგია, ახალი ბერძნული ფილოლოგია)
პარტნიორი: პიზის უნივერსიტეტი (იტალია)
ხელმძღვანელი: პროფ. რ. გორდეზიანი

 

11. საქართველოს ისტორია
(მოდულები: ძველი და შუა საუკუნეების საქართველოს ისტორია და წყაროთმცოდნეობა / ახალი და უახლესი პერიოდის საქართველოს ისტორია და წყაროთმცოდნეობა)
ხელმძღვანელი: პროფ. მ. ჩხარტიშვილი

 

12. მსოფლიო ისტორია
(მოდულები: ძველი ქვეყნების ისტორია / ევროპის შუა საუკუნეების და ადრეული ახალი პერიოდის ისტორია / ევროპისა და ამერიკის ახალი და უახლესი ისტორია / ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებისა და ისლამის ისტორია)
პროფ. ბ. ჯავახია

 

13. არქეოლოგია და ეთნოლოგია
(სასპეციალიზაციო მოდულები: არქეოლოგია / ეთნოლოგია)
ხელმძღვანელები: ასოც. პროფ. გ. გრიგოლია, ასოც. პროფ. ქ. ხუციშვილი

 

14. კულტურის მეცნიერებები
ხელმძღვანელი: პროფ. ნ. ჩიქოვანი

 

15. კულტურული მემკვიდრეობა და თანამედროვეობა
(მოდულები: ძველი ხელოვნება / ახალი და უახლესი ხელოვნება / მუზეუმმცოდნეობა)
ხელმძღვანელი: პროფ. ზ. სხირტლაძე

 

16. ამერიკამცოდნეობა
(სასპეციალიზაციო მოდულები: ამერიკანისტიკა და ამერიკული ფილოსოფია)
პარტნიორი: რატგერსის უნივერსიტეტი (აშშ)
ხელმძღვანელი: რატგერსის უნივერსიტეტის პროფესორი მ. როკლანდი, კოორდინატორი: ასისტ. პროფ. ე. მეძმარიაშვილი.

 

17. ძველი ენები და ცივილიზაციები
პარტნიორი: პიზის უნივერსიტატი
ხელმძღვანელი: პროფ. ლ. გორდეზიანი

 

18. ესთეტიკა
ხელმძღვანელი: ასოც. პროფ. ა. ყულიჯანიშვილი

 

19. პოლიტიკური ფილოსოფია
ხელმძღვანელი: მოწვეული პროფ. დ. ჯალაღონია

 

20. განათლების მეცნიერებები
(მოდულები: საშუალო სკოლის პედაგოგიკა / უმაღლესი სკოლის დიდაქტიკა / განათლების სფეროს ხელმძღვანელობა და მართვა)
ხელმძღვანელი: პროფ. ქ. ჭკუასელი

 

21. დარგის სწავლების მეთოდიკა და მეთოდოლოგია
(სასპეციალიზაციო მოდულები: დარგის სწავლების მეთოდიკა / ინტეგრირებული საგნის სწავლების მეთოდიკა / დარგის მასწავლებელი)
კოორდინატორი: პროფ. ქ. ჭკუასელი

 

22. არმენოლოგია
პროფ. ზ. ალექსიძე

 

23. არაბული ფილოლოგია
ხელმძღვანელი: პროფ. ა. სილაგაძე

 

24. ასირიოლოგია
ხელმძღვანელი: ასოც. პროფ. მ. ღამბაშიძე

 

25. ირანული ფილოლოგია
ხელმძღვანელი: ასოც. პროფ. ლ. ჟორჟოლიანი

 

26. თურქული ფილოლოგია
ხელმძღვანელი: პროფ. მ. ჯიქია

 

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

 

1. საზოგადოებრივი გეოგრაფია
ხელმძღვანელი: პროფ. გიორგი გოგსაძე

 

2. სოციოლოგია
ხელმძღვანელი: პროფ. იაგო კაჭკაჭიშვილი

 

3. პოლიტიკური მეცნიერება
ხელმძღვანელი: პროფ. მალხაზ მაცაბერიძე

 

4. საზოგადოება და კულტურა – ემპირიული კვლევები
ხელმძღვანელი: ასოც. პროფ. ლალი სურმანიძე

 

5. სოციალური, პოლიტიკური და კულტურული ფსიქოლოგია
ხელმძღვანელი: ასოც. პროფ. შალვა აბზიანიძე

 

6. შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგია
ხელმძღვანელი: პროფ. გივი ქირია

 

7. კლინიკური ნეიროფსქიოლოგია
ხელმძღვანელი: პროფ. თამარ გაგოშიძე

 

8. სკოლის ფსიქოლოგია
ხელმძღვანელი: პროფ. მარიამ მირიანაშვილი

 

9. ფსიქოლოგიის კვლევის მეთოდები
ხელმძღვანელი: ასოც. პროფ. მზია წერეთელი

 

10. ჟურნალისტიკა
ხელმძღვანელი: პროფ. მარინე ვეკუა

 

11. კონფლიქტების მართვა და ანალიზი
ხელმძღვანელი: პროფ. გუგული მაღრაძე

 

12. ტრანსფორმაცია სამხრეთ კავკასიაში
ხელმძღვანელი: პროფ. ალექსანდრე რონდელი

 

13. გენდერი
ხელმძღვანელი: ასოც. პროფ. ნინო ჯავახიშვილი

 


ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

 

1. საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები (ხელმძღვანელი: ასოც. პროფ. ლ. ყორღანაშვილი).

 

2. აგრობიზნესის ადმინისტრირება (ხელმძღვანელი: სრული პროფ. ე. ხარაიშვილი)

 

3. საერთაშორისო მენეჯმენტი (ხელმძღვანელი: ასოც. პროფ. ლ. ჩაგელიშვილი),

 

4. ეკონომიკური პოლიტიკა
პარტნიორი: ბერლინის უნივერსიტეტი (გერმანია)
ხელმძღვანელი: პროფ. რ. გველესიანი

 

5. ტურიზმისა და მასპინძლობის მენეჯმენტი
ხელმძღვანელი: ასოც. პროფ. მ. მარგველაშვილი

 

6. შრომისა და მოსახლეობის ეკონომიკა
ხელმძღვანელები: პროფ. მ. ტუხაშვილი, ასოც. პროფ. ჯ. ჯანჯღავა


7. ფინანსები და საბანკო საქმე
ხელმძღვანელი: პროფ. ი. კოვზანაძე

 

8. მარკეტინგი
ხელმძღვანელი: პროფ. ნ. თოდუა

 

9. ინფორმაციული მენეჯმენტი:
პროგრამის ხელმძ. სრული პროფესორი მ. მაღრაძე

 

10. ეკონომეტრიკა და მათემატიკური ეკონომიკა (ხელმძღვანელი: პროფ. ი. ანანიაშვილი)

 

11. ბუღალტრული აღრიცხვა
ხელმძღვანელი: პროფ. ე. ხარაბაძე

 

12. საერთაშორისო ბიზნესი
ხელმძღვანელი: ასოც. პროფ. თ შენგელია, ასოც. პროფ. გ. ერქომაიშვილი

 

13. მაკროეკონომიკა
პროგრამის ხელმძ. სრული პროფესორი ნ. ხადური

 

14. ზოგადი მენეჯმენტი
პროგრამის ხელმძ. ასოც. პროფესორი თ. ხომერიკი


იურიდიული ფაკულტეტი

 


1. სამართალმცოდნეობა
სასპეციალიზაციო მოდულები: კერძო სამართლის მიმართულება / საჯარო (კონსტიტუციური, ადმინისტრაციული და საერთაშორისო) სამართლის მიმართულება / სისხლის სამართლის მიმართულება

 

2. ევროპული სამართალი
კოორდინატორი: პროფ. ს. ჰენშელი

 

3. საერთაშორისო სამართალი
ხელმძღვანელი: პროფ. ლევან ალექსიძე

 

4. გერმანული სამართალი (კიოლნის ალბერტუს მაგნუსის უნივერსიტეტთან ერთად)
ხელმძღვანელი: პროფ. ნუს ბერგერი (კიოლნის უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპის ინსტიტუტის დირექტორი)


მედიცინის ფაკულტეტი

 


საზოგადოებრივი ჯანდაცვა
ხელმძღვანელი: პროფ. პაატა იმნაძე

 

ეპიდემიოლოგია და ბიოსტატისტიკა
ხელმძღვანელი: პროფ. პაატა იმნაძე


 

გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე, რექტორი

სრულად

დადგენილება N: 37

სადოქტორო პროგრამების წარმოდგენის ინსტრუქციის დამტკიცების  შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
23.09.2011, №100/2011 დადგენილებით

 

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის თანახმად,

 

დამტკიცდეს ინსრტუქცია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სადოქტორო პროგრამების წარმოდგენის შესახებ ( დანართი 1).

 

 

გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თვმჯდომარე, რექტორი

 

 

სადოქტორო პროგრამების წარმოდგენის ინსტრუქცია

 

 

მუხლი 1. ზოდაგი დებულებანი
1. სადოქტორო პროგრამების წარმოდგენის ინსტრუქცია (შემდგომში – ინსტრუქცია) განსაზღვრავს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შესაბამისი ფაკულტეტების მიერ სადოქტორო პროგრამის წარდგენის წესებს;
2. თსუ ფაკულტეტების მიერ დოქტორანტურაში მიღება ცხადდება კონკრეტულ სადოქტორო პროგრამებზე.

 

მუხლი 2. სადოქტორო პროგრამა
1. ფაკულტეტი დოქტორანტურაში მიღებას აცხადებს კონკრეტულ სადოქტორო პროგრამებზე.
2. სადოქტორო პროგრამა ადგენს მეცნიერების ამა თუ იმ დარგში დოქტორის აკადემიური ხარისხის მოპოვების პირობებს.
3. სადოქტორო პროგრამა შედგება სასწავლო და კვლევითი ნაწილისაგან და სრულდება სადისერტაციო ნაშრომის შესრულებით.
4. სადოქტორო პროგრამაში ჩართულ დოქტორანტს ჰყავს სამეცნიერო ხელმძღვანელი და აქვს კონკრეტული კვლევითი პროექტი, რომელიც მიესადაგება შემოთავაზებული სადოქტორო პროგრამის პრობლემატიკას/სფეროს.
5. სადოქტორო პროგრამაში ერთიანდებიან დოქტორანტები კვლევით ჯგუფებად, ჩართულნი არიან თანხმლებ სასწავლო პროგრამასა და სწავლების პროცესში. თითოეული დოქტორანტი უზრუნველყოფილია ხელმძღვანელით.

 

მუხლი 3 . სადოქტორო პროგრამის სახეები
1. სადოქტორო პროგრამა შეიძლება დაემთხვეს ზოგადი დისციპლინის დასახელებას.
2. სადოქტორო პროგრამა შეიძლება იყოს სუბდისციპლინარული ან თემატური, რომელიც მიზნად ისახავს დისციპლინის ცალკეული პრობლემური სფეროს გამოკვლევას.
3. სადოქტორო პროგრამა შეიძლება, ერთი დისციპლინის ფარგლებში თავსდებოდეს ან იყოს ინტერდისციპლინარული/მულტიდისციპლინარული.
4. სადოქტორო პროგრამები შეიძლება, გაერთიანდეს სადოქტორო სკოლებში, ინტერდისციპლინარულ ცენტრებში და ა. შ.
5. თუ დოქტორანტობის კანდიდატის მიერ შემოთავაზებული თემა არ თავსდება უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებული სადოქტორო პროგრამების ფარგლებში, ფაკულტეტს შეუძლია, მიიღოს დოქტორანტი ინდივიდუალური პროგრამით, თუკი არის შესაძლებელი, უკვე შექმნილი სადოქტორო პროგრამებიდან შეირჩეს კანდიდატისათვის შესაფერისი კურსები.
6. ინდივიდუალური პროგრამით ჩარიცხული დოქტორანტი ისევე, როგორც თემატური სადოქტორო პროგრამის მონაწილე დოქტორანტი, ჩართულია სასწავლო პროცესში (გარდა გარდამავალი დებულებით მიღებული დოქტორანტებისა, რომლებსაც არ ეხება სასწავლო კომპონენტი).
7. ინდივიდუალური პროგრამით მიღება შეიძლება, განხორციელდეს იმ მაძიებლებისა და ასპირანტებისთვის, რომელთა მიმართულებები გაუქმებულია და/ან რომლებზეც ვრცელდება „დოქტორანტურის მინიმალური სტანდარტის შესახებ დადგენილების“ გარდამავალი დებულებები.

 

მუხლი 4. სადოქტორო პროგრამის წარდგენა

1. სადოქტორო პროგრამა განიხილება ფაკულტეტის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის (ინსტიტუტი, დეპარტამენტი, მიმართულება და ა. შ.) სხდომაზე ან შესაბამისი პროფილის მქონე აკადემიური პერსონალის (მოწვეული პედაგოგების) მიერ. გადაწყვეტილება მიიღება სხდომის მონაწილეთა ხმათა უბრალო უმრავლესობით.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით განხილული პროგრამის შეჯერებული ვარიანტი განსახილველად გადაეცემა ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
3. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ამოწმებს პროგრამის შესაბამისობას სადოქტორო პროგრამის მომზადების ინსტრუქციასა და ფაკულტეტის სადოქტორო დებულებასთან. ფაკულტეტის ხარისხის მართვის სამსახური გადაწყვეტილებას იღებს თსუ ხარისხის მართვის სამსახურთან შეთანხმებით.
4. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის დადებითი დასკვნის შემთხვევაში პროგრამა განსახილველად გადაეცემა ფაკულტეტის საბჭოს.
5. ფაკულტეტის საბჭო განიხილავს პროგრამას და დასამტკიცებლად წარუდგენს აკადემიურ საბჭოს.


მუხლი 5. სადოქტორო პროგრამის რეკვიზიტები
წარმოდგენილი სადოქტორო პროგრამა უნდა შეიცავდეს:

• სადოქტორო პროგრამის სახელწოდებას, რომელი სამეცნიერო თემის/პრობლემის/სფეროს ირგვლივ ერთიანდება ესა თუ ის პროგრამა.
• მისანიჭებელ აკადემიურ ხარისხს (ქართულად და ინგლისურად).
• პროგრამის საკვალიფიკაციო დახასიათებას: რას ისახავს პროგრამა მიზნად, რა არის სავარაუდო საკვლევი პრობლემები, კითხვები და რა არის მოსალოდნელი შედეგი: პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულის დარგობრივი კვალიფიკაცია, ცოდნა, კომპეტენციები, უნარ-ჩვევები; დასაქმების სფეროები: მიუთითეთ, სად შეეძლება მუშაობა აღნიშნული სადოქტორო პროგრამის კურსდამთავრებულს.
• ინფორმაციას სადოქტორო პროგრამის სტრუქტურის შესახებ: ცალკეული კურსების, მოდულების, ლექციების სერიების, სემინარების, სამუშაო ჯგუფების, საგნების ჩამონათვალისგან, კრედიტების განაწილების შესახებ ინფორმაციისგან.
• პროგრამაზე ჩარიცხვისთვის აუცილებელ განსაკუთრებულ წინაპირობებს.
• დოქტორანტების რაოდენობას: რამდენი დოქტორანტის მიღება არის შესაძლებელი ადამიანური და მატერიალური რესურსებიდან გამომდინარე.
• სამეცნიერო კვლევის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის აღწერას.
• პროგრამაში მონაწილე პროფესორების/დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე მოწვეული პირების ჩამონათვალს და ბიოგრაფიული მონაცემებს, პროგრამის ხელმძღვანელის/თანახელმძღვანელების ბიოგრაფიული მონაცემებს (cv);
• შეთანხმებებს კვლევით ან სხვა დაწესებულებებთან, რომლებიც მონაწილეობენ დაგეგმილი სადოქტორო პროგრამის შესრულებაში.

 

მუხლი 6. სასწავლო გეგმა
სასწავლო გეგმა შედგება:
ა) დოქტორანტების კოლოკვიუმისგან. კოლოკვიუმზე დოქტორანტი წარდგება მოხსენებით სადისერტაციო ნაშრომის მიმდინარეობის შესახებ და მონაწილეობს დისკუსიაში.
ბ) დარგობრივი კურსებისგან შემდგარი სავალდებულო ან სავალდებულო-არჩევითი მოდულისგან. კურსები ამგვარ მოდულში არის არჩევითი. ცალკეული კურსი ეხება სპეციფიკურ თემას. დოქტორანტი ამ მოდულიდან ირჩევს მისი კვლევისთვის ყველაზე მეტად შესაფერის კურსებს.
გ)კვლევის მეთოდების და ხერხების სავალდებულო საუნივერსიტეტო/საფაკულტეტო მოდულისგან. სავალდებულო მოდულის საგნები უზრუნველყოფს დოქტორანტს მეთოდური საფუძვლებით დამოუკიდებელი სამეცნიერო მუშაობისთვის მის მიერ არჩეულ სფეროში და აძლევს მას წარმოდგენას მთლიანად დარგში კვლევის მდგომარეობის შესახებ. გარდა ამისა, დოქტორანტს უნივერსიტეტი შესთავაზებს ტრანსფერირებადი უნარების განმავითარებელ მოდულს, რომელიც იქნება არჩევითი. ეს საგნები შემოთავაზებული იქნება საუნივერსიტეტო დონეზე.
დ) სწავლების თანამედროვე მეთოდების სავალდებულო საუნივერსიტეტო კურსისა და პრაქტიკისგან.
ე) სხვა კომპონენტების აღწერისაგან.

 

მუხლი 7. სადოქტორო პროგრამის წარმოდგენისა და დამტკიცების ვადები:
1. სადოქტორო პროგრამები ფაკულტეტის ხარისხის მართვის სამსახურს უნდა წარედგინოს 2007 წლის 10 სექტემბრამდე.
2. ფაკულტეტის ხარისხის მართვის სამსახური დადებითი შეფასების მქონე სადოქტორო პროგრამებს წარუდგენს ფაკულტეტის საბჭოს.
3. სადოქტორო პროგრამებს აკადემიური საბჭო ამტკიცებს 2007 წლის 24 სექტემბრამდე.
4. სადოქტორო პროგრამებზე მიღება ცხადდება 25 სექტემბრიდან. საბუთების მიღება იწარმოებს შესაბამის ფაკულტეტებზე 2007 წლის 8-19 ოქტომბერს.

 

მუხლი 8. გამოცდა უცხო ენაში
1. უცხო ენის გამოცდის ჩაბარების მსურველთა რეგისტრაციას ახორციელებს თსუ–ს მაგისტრატურისა და დოქტორანტურის განყოფილება 2007 წლის 25–28 სექტემბერს.
2. უცხო ენის B2 დონის სერტიფიკატის მფლობელები, ასევე ის კონკურსანტები, რომელთაც გავლილი აქვთ გერმანულ, ინგლისურ ან ფრანგულენოვანი მაგისტრატურის ან ბაკალავრიატის კურსი, წარადგენენ შესაბამის მოწმობას ფაკულტეტებზე.

 

მუხლი 9. ინსტრუქციის მიღების და გაუქმების უფლებამოსილება
1. ინსტრუქციას იღებს თსუ–ს აკადემიური საბჭო.
2. აკადემიური საბჭო უფლებამოსილია, შეიტანოს ცვლილებები და დამატებები ინსტრუქციაში ან გააუქმოს იგი.
 

სრულად

დადგენილება N: 36

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოცდების ჩატარების ერთიანი წესების დამტკიცების შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 21–ე მუხლის თანახმად,

 

 

დამტკიცდეს ინსტრუქცია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოცდების ჩატარების ერთიანი წესების შესახებ (დანართი #1 ).

 

 

გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 34

შეფასების რეიტინგული სისტემის შესახებ

”უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის შესაბამისად, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შემოღებულ იქნეს შეფასების რეიტინგული სისტემა:

 

1. 2007-2008 სასწავლო წლიდან სტუდენტთა სემესტრული აკადემიური მოსწრების დონე დადგინდეს ამ დადგენილების 2 - 6 პუნქტებში მოცემული შეფასების რეიტინგული სისტემით.

 

2. უნივერსიტეტში მოქმედი კრედიტების მინიჭების სისტემა უცვლელი დარჩეს.

 

3. საგანში თითოეული შეფასებისათვის განისაზღვროს შესაბამისი რიცხვითი ეკვივალენტი შემდეგი წესით:


ა) თუ სტუდენტმა სემესტრული შეფასებით მოაგროვა არანაკლებ 51 ქულა და საბოლოო ან განმეორებით გამოცდაში მიიღო მაქსიმალური შეფასების არანაკლებ 50 %, მაშინ შეფასებას “ფრიადი (A)” (ქულათა ჯამი 91 - 100) შეესაბამებოდეს რიცხვი 2; შეფასებას “ძალიან კარგი (B)” (ქულათა ჯამი 81 - 90) შეესაბამებოდეს რიცხვი 1,75; შეფასებას “კარგი (ჩ)” (ქულათა ჯამი 71 - 80) შეესაბამებოდეს რიცხვი 1,5; შეფასებას “დამაკმაყოფილებელი (D)” (ქულათა ჯამი 61 - 70) შეესაბამებოდეს რიცხვი 1,25 და შეფასებას “საკმარისი (E)” (ქულათა ჯამი 51 - 60) შეესაბამებოდეს რიცხვი - 1.

ბ) თუ სტუდენტმა სემესტრული შეფასებით მოაგროვა 41 ქულიდან 50 ქულამდე, ან მოაგროვა არანაკლებ 51 ქულა და საბოლოო ან განმეორებით გამოცდაში მიიღო მაქსიმალური შეფასების 50 % -ზე ნაკლები, მაშინ შეფასებას “ვერ ჩააბარა (FX)” შეესაბამებოდეს რიცხვი 0.

გ) თუ სტუდენტმა სემესტრული შეფასებით მოაგროვა 41 ქულაზე ნაკლები, მაშინ შეფასებას “ჩაიჭრა (F)” შეესაბამებოდეს რიცხვი 0.

 

4. თითოეულ საგანში გამოითვალოს სტუდენტის კრედიტქულა, რომელიც ტოლია ამ საგანში მიღებული შეფასების რიცხვითი ეკვივალენტი გამრავლებული საგნის კრედიტის რაოდენობაზე.

 

5. სტუდენტის სემესტრული საშუალო შეფასება განისაზღვროს შემდეგი წესით: სემესტრული საშუალო შეფასება ტოლია ამ სემესტრში სტუდენტის მიერ არჩეულ საგნებში მიღებული კრედიტქულების ჯამი გაყოფილი ამ საგნების კრედიტების ჯამზე.

 

6. სტუდენტის სემესტრული რეიტინგი განისაზღვროს სემესტრული საშუალო შეფასების შესაბამისი შუალედებით:


მაღალი 1,75 - 2 , საშუალო 1,25 - 1,74 , დაბალი 1 - 1,24 ,
ცუდი 0 - 0,99.

 

7. სემესტრის დასრულების შემდეგ იმ სტუდენტს, რომლის

 

ა) სემესტრული რეიტინგი არის “ცუდი”,
ან
ბ) სამ საგანში ვერ მიიღო კრედიტი,
ან
გ) ორჯერ მოისმინა ერთიდაიგივე საგანი და ვერ მიიღო კრედიტი,
მიეცეს სხვა უმაღლეს სასწავლებელში გადასვლის შესაძლებლობა ან შეუწყდეს სტუდენტის სტატუსი. სტუდენტის სტატუსის შეჩერება, შეწყვეტა და აღდგენა წესრიგდება თსუ-ში დადგენილი წესების შესაბამისად.
 

 

გიორგი ხუბუა

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 33

შვეიცარიელი მეცნიერის, ციურიხის უნივერსიტეტის პროფესორის ერვინ ჰერმესისათვის ივანე ჯავახიშვილის მედლით დაჯილდოების შესახებ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ქ. ჟენევის PSI ინსტიტუტის შორის სამეცნიერო კველვევის ხელშწყობისა და ახალგაზრდა ქართველ ფიზიკოსთა დახმარებისათვის შვეიცარიელი მეცნიერი, ციურიხის უნივერსიტეტის პროფესორი


ერვინ ჰერმესი

 

დაჯილდოვდეს ივანე ჯავახიშვილის მედლით

 

საფუძველი: ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის წარდგინება

 

 

გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თვმჯდომარე, რექტორი

სრულად

დადგენილება N: 32

იტალიელი მოქალაქის კლაუდიო დებიაზისათვის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების შესახებ

საქართველოსა და იტალიას შორის სამეცნიერო-კულტურული კონტაქტების დამყარების, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და იტალიის უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობისათვის, საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობისათვის

 

კლაუდიო დებიაზი

 

მიენიჭოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება

 

საფუძველი: სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს წარდგინება

 

გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თვმჯდომარე, რექტორი

სრულად

დადგენილება N: 31

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტურის დებულების დამტკიცების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის თანახმად,


დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტურის დებულება ( დანართი N1).


საფუძველი: სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს წარდგინება

 

გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თვმჯდომარე, რექტორი

 

დანართი 1

 

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტურის დებულება

 


1. თავი 1. ზოგადი დებულებები

 

1.1. ეს დებულება აწესრიგებს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პოლიტიკურ და სოციალური მეცნიერებათა ფაკულტეტის (ტექსტში შემდგომ „ფაკულტეტი“) სადოქტორო პროგრამების განხორციელებისა და დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭების წესს საქართველოს კანონის "უმაღლესი განათლების შესახებ" და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (ტექსტში შემდგომ „თსუ“) აკადემიური საბჭოს დადგენილების „დოქტორანტურის მინიმალური სტანდარტის შეს ახებ“ შესაბამისად.
2. 1.2. დოქტორანტურა წარმოადგენს უმაღლესი განათლების მესამე საფეხურს, სასწავლო პროგრამებისა და სამეცნიერო კვლევების ერთობლიობას. დოქტორანტურის მთავარი მიზანია პროფესიული მოღვაწეობის შესაბამისი სფეროების მაღალკვალიფიციური აკადემიური კადრების მომზადება, რომლებსაც შესწევთ უნარი: შექმნან ახალი ცოდნა, კრიტიკულად გაანალიზონ დაგროვილი სამეცნიერო გამოცდილება და მიღებული სამეცნიერო შედეგები გაავრცელონ პუბლიკაციების მეშვეობით, ასევე სასწავლო პროცესში და პრაქტიკაში მათი დანერგვის გზით და დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭებას შემდეგი მიმართულებებით:

 

• პოლიტიკური მეცნიერება;
• ჟურნალისტიკა;
• საერთაშორისო ურთიერთობები;
• საზოგადოებრივი გეოგრაფია;
• სოციალური სამუშაო;
• სოციოლოგია;
• ფსიქოლოგია;

 

თავი 2. დოქტორანტურის პროგრამა და კომპონენტები

 

მუხლი 2.1. სადოქტორო პროგრამა

 

სადოქტორო პროგრამას იღებს ფაკულტეტის სამეცნიერო საბჭო და დასამტკიცებლად წარუდგენს თსუ აკადემიერ საბჭოს. სადოქტორო პროგრამა შეიძლება წარმოდგენილ იქნას თსუ ერთი ან რამდენიმე ფაკულტეტის მიერ.

 

მუხლი 2.2. დოქტორანტურის კომპონენტები

 

2.2.1. დოქტორანტურა მოიცავს სასწავლო და კვლევით კომპონენტებს. დოქტორანტურაში სასწავლო კომპონენტი შეადგენს კრედიტების საერთო რაოდენობის 1/3, დანარჩენი 2/3 ეთმობა კვლევას. დოქტორანტმა უნდა შეასრულოს 180 კრედიტი: სადისერტაციო თემის შესრულება და დაცვა ფასდება 120 კრედიტით, დოქტორანტურის სასწავლო კომპონენტი - 60 კრედიტით, მათ შორის: სპეციფიური დარგობრივი კურსებისგან შემდგარი მოდული - 40 კრედიტით, კვლევის მეთოდები და მეთოდოლოგია - 10 კრედიტით, შესაბამისი დარგის სწავლების კურსი და პედაგოგიური პრაქტიკა - 10 კრედიტით.

 

2.2.2. დოქტორანტურის სასწავლო კომპონენტის გულისხმობს დოქტორანტის დარგობრივ და მეთოდოლოგიურ დახელოვნებას და მასში შედის:

 

• სპეციფიური დარგობრივი კურსებისგან შემდგარი მოდული, რომელიც გულისხმობს სადისერტაციო თემიდან გამომდინარე სპეციალური და მომიჯნავე საგნის გაღრმავებულ შესწავლას და მთავრდება გამოცდით;
• ძირითადი მეცნიერული უნარების განმავითარებელი საფაკულტეტო მოდული, რომელიც გულისხმობს კვლევის მეთოდოლოგიისა და მეთოდების შესწავლას, რაც ასევე მთავრდება გამოცდით;
• სწავლების თანამედროვე მეთოდების კურსი, რასაც მოსდევს დოქტორანტის ჩართვა სწავლების პროცესში (პროფესორის ხელმძღვანელობით ლექციებისა და პრაქტიკული მეცადინეობების ჩატარება). ამ კომპონენტის დასრულების შემდეგ დოქტორანტი ფასდება იმ პროფესორის მიერ, რომელიც ხელმძღვანელობას უწევდა წარმოდგენილ კურსს;
• დოქტორანტი თვითონ ირჩევს იმ სასწავლო კურსებს, რომლებიც მოცემულია დოქტორანტურის პროგრამაში.

 

2.2.3. დოქტორანტურის კვლევითი კომპონენტი მოიცავს:

 

• დისერტაციის ანუ სამეცნიერო ნაშრომის შესრულებას, ასევე სამეცნიერო სტატიების პუბლიკაციას, რომლებიც უნდა ასახავდეს თეორიულ ან/და ექსპერიმენტული კვლევის დასაბუთებულ შედეგებს და წვლილი შეჰქონდეს მეცნიერების განვითარებაში;
• კოლოკვიუმს, რომელიც წარმოადგენს დოქტორანტის კვლევის შედეგების პრეზენტაციას, დოქტორანტის საქმიანობის სფეროში ახალი სამეცნიერო მიღწევების, პრობლემების, ლიტერატურის შეფასება-განხილვას, რასაც მოყვება სამეცნიერო დისკუსია. დოქტორანტი ვალდებულია წელიწადში ორჯერ მაინც გააკეთოს კოლოკვიუმზე პრეზენტაცია. თითოეული პრეზენტაცია ფასდება სამეცნიერო ხელმძღვანელის მიერ. კოლოკვიუმის შეფასების წესს განსაზღვრავს ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭო.
• დისერტაციის დაცვას ანუ თემის საჯარო პრეზენტაციას.

 

მუხლი 2.3. დოქტორანტის ინდივიდუალური გეგმა

 

დოქტორანტის ინდივიდუალურ გეგმას ადგენს დოქტორანტის ხელმძღვანელი დოქტორანტთან შეთანხმებით. ინდივიდუალური გეგმა იქმნება კონკრეტული კვლევითი პროექტის განსახორციელებლად და დარგში მიღებული ცოდნის გასაღრმავებლად. ინდივიდუალურ გეგმაში მოცემული უნდა იყოს კვლევის მიზანი, სადისერტაციო თემის მოკლე აღწერა, სასწავლო კომპონენტის შესრულების და კვლევის სავარაუდო გრაფიკი.

 

მუხლი 2.4. დოქტორანტურაში ჩაბარების ვადები.

 

დოქტორანტურაში მიღება ცხადდება შემოდგომის და/ან გაზაფხულის სემესტრებისთვის.

 

მუხლი 2.5. დოქტორანტურის ხანგრძლივობა

 

დოქტორანტურის მაქსიმალური ხანგრძლივობა შეიძლება იყოს 5 წელი.

 


თავი 3. დოქტორანტურაში მიღების წესი


მუხლი 3.1. დოქტორანტურაში მიღების წინაპირობები

 

3.1.1. დოქტორანტურაში ჩაბარების უფლება აქვს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს.
3.1.2. დოქტორანტურაში სწავლის უფლება შეიძლება მიენიჭოს უცხოეთის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულს ”საქართველოს კანონი უმაღლესი განათლების შესახებ” 50-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად.
3.1.3. დოქტორანტობის კანდიდატი წარმოადგენს განაცხადს და გადის გასაუბრებაზე სადისერტაციო საბჭოს დებულებით დადგენილი წესით. დოქტორანტს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღოს სამეცნიერო ხელმძღვანელის შერჩევაში.
3.1.4. დოქტორანტობის კანდიდატს მოეთხოვება ერთ-ერთი ევროპული სამეცნიერო ენის (გერმანული, ინგლისური ან ფრანგული) არანაკლებ B2 დონეზე ცოდნა.
3.1.5. დოქტორანტობის კანდიდატი, თუ მას ქართულენოვან პროგრამაზე სურს სწავლა და ქართული მისი მშობლიური ენა არ არის, წარმოადგენს ქართული ენის ცოდნის დამადასტურებელ სერტიფიკატს.
3.1.6. ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს დადგენილებით და სადოქტორო პროგრამებით შეიძლება დადგენილ იქნეს დამატებითი მოთხოვნები.
3.1.7. ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში უნივერსიტეტის რექტორი გამოსცემს დოქტორანტურაში კანდიდატის დოქტორანტად ჩარიცხვის შესახებ ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს. გადაწყვეტილება ეცნობება თსუ სასწავლო დეპარტამენტს.
3.1.8. უნივერსიტეტი, დოქტორანტი და სამეცნიერო ხელმძღვანელი ჩარიცხვიდან მაქსიმუმ ორ თვეში ხელს აწერენ ხელშეკრულებას, რომელიც განსაზღვრავს ყველა მხარის ვალდებულებებსა და უფლებებს. ხელშეკრულების ნაწილია დოქტორანტის ინდივიდუალური გეგმა.

 

მუხლი 3.2. განაცხადი

 

დოქტორანტურაში ჩარიცხვის მსურველს წერილობითი განაცხადი შეაქვს სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარის სახელზე. განაცხადს თან უნდა ერთვოდეს:

 

• განმცხადებლის ავტობიოგრაფია;
• სარეკომენდაციო წერილი;
• მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის დამოწმებული ასლი;
• ჩარიცხვის კანდიდატმა სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარის სახელზე უნდა წარადგინოს განაცხადი იმ სადოქტორო პროგრამის მითითებით, რომელსაც შეეხება სადისერტაციო თემა. განაცხადი ასევე უნდა შეიცავდეს შერჩეული თემის ზოგად დახასიათებას;
• განმცხადებლის ახსნა-განმარტება იმის თაობაზე, რომ იგი არ ირიცხება სხვა საგანმანათლებლო დაწესებულების დოქტორანტურაში

 

. მუხლი 3.3. დოქტორანტის ხელმძღვანელი

 

3.3.1. დისერტაციის ხელმძღვანელი არის ფაკულტეტის სადისერ¬ტაციო საბჭოს წევრი, რომელსაც ამტკიცებს ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭო. დისერტაციის თანახელმძღვანელი შეიძლება იყოს ფაკულტეტის სადისერ¬ტაციო საბჭოს სხვა წევრი ან დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელიც არ არის ფაკულტეტის სადისერ¬ტაციო საბჭოს წევრი.
3.3.2. სამეცნიერო ხელმძღვანელს უნდა ჰქონდეს დოქტორანტის სადისერტაციო თემასთან დაკავშირებულ სამეცნიერო სფეროში კვლევის გამოცდილება და პუბლიკაციები.
3.3.3. ერთი პროფესორი ერთდროულად შეიძლება იყოს არაუმეტეს 5 დოქტორანტის ხელმძღვანელი.
3.3.4. დისერტაციის ხელმძღვანელი კონტროლს უწევს დოქტორანტის ინდივიდუალური გეგმის შესრულებას.
3.3.5. იმ შემთხვევაში, თუ სამეცნიერო ხელმძღვანელი უარს ამბობს ხელმძღვანელობაზე, ამის შესახებ სწავლის ნებისმიერ ეტაპზე დასაბუთებული განცხადება უნდა წარუდგინოს სადისერტაციო საბჭოს.
3.3.6 სამეცნიერო ხელმძღვანელის მიერ თსუ-ში დაკავებული აკადემიური თანამდებობის დატოვება არ იწვევს დოქტორანტის ხელმძღვანელობაზე უარის თქმას, თუ თანამდებობის დატოვების შემდეგ ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭო უახლოეს სხდომაზე მიიღებს გადაწყვეტილებას ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოში მისი მოწვევის შესახებ. ამ შემთხვევაში თსუ, დოქტორანტის ხელმძღვანელსა და დოქტორანტს შორის ხელი მოეწერება ახალ ხელშეკრულებას, რომლითაც მხარეების ვალდებულებების გარდა განისაზღვრება ხელმძღვანელის შრომის ანაზღაურების პირობები.

 

მუხლი 3.4. უნივერსიტეტის მოვალეობა დოქტორანტის წინაშე

 

თსუ უზრუნველყოფს:

• დოქტორანტის კვლევისათვის საჭირო მატერიალურ პირობებს (კომპიუტერი, ინტერნეტ-კავშირი, ბიბლიოთეკა და ა.შ.) და სათანადო სამეცნიერო გარემოს (პროფესიონალ მკვლევარებთან ურთიერთობის შესაძლებლობას);
• დოქტორანტის მონაწილეობას თსუ სასწავლო პროცესში.

 

მუხლი 3.5. დოქტორანტის სტატუსის შეწყვეტა

 

ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით დოქტორანტს შეიძლება დოქტორანტის სტატუსი შეუწყდეს:


• პლაგიატის ან მონაცემების გაყალბების დადასტურების შემთხვევაში;
• უნივერსიტეტს, დოქტორანტსა და სამეცნიერო ხელმძღვანელს შორის დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობისას;
• ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს დებულებით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

 

თავი 4. ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭო


მუხლი 4.1. ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭო

 

4.1.1 ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭო (ტექსტში “სადისერტაციო საბჭო”) შედგება ფაკულტეტის ყველა პროფესორისა და ასოცირებული პროფესორისაგან. სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საბჭოს შემადგენლობაში შეიძლება შევიდნენ დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე სხვა პირები.
4.1.2. სადისერტაციო საბჭო თავის უფლებამოსილებას განახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის, თსუ აკადემიური საბჭოს დადგენილებების, ამ დებულების და სადისერტაციო საბჭოს დებულების საფუძველზე. ფაკულტეტის საბჭო იღებს სადისერტაციო საბჭოს დებულებას და მას დასამტკიცებლად წარუდგენს თსუ აკადემიური საბჭოს.
4.1.3. სადისერტაციო საბჭო გადაწყვეტილებებს იღებს სადისერტაციო საბჭოს სხდომებზე. სადისერტაციო საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება თუ მის სხდომას ესწრება საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობა. სადისერტაციო საბჭო გადაწყვეტილებებს იღებს სხდომის დამსწრე წევრთა უმრავლესობით, გარდა 4.1.4 და 4.1.5 მუხლებში აღნიშნული შემთხვევებისა.
4.1.4. ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭო თავისი შემადგენლობიდან ფარული კენჭიყრით სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარეს 2 წლის ვადით. თავმჯდომარის არჩევამდე სხდომას უძღვება ფაკულტეტის დეკანი.
4.1.5. სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარის წარდგინებით სადისერტაციო საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ამტკიცებს საბჭოს მდივანს.
4.1.6. საბჭოს მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება ფორმდება ოქმის სახით, რომელსაც ხელს აწერენ საბჭოს თავმჯდომარე და მდივანი.
4.1.7. საბჭოს სხდომებს იწვევს სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე. სადისერტაციო საბჭოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ 1/5-ის წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში, სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე ვალდებულია მოიწვიოს საბჭოს რიგგარეშე სხდომა.

 

თავი 5. დისერტაციის წარდგენა და დაცვა;

 

დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭება

 

მუხლი 5.1. დისერტაცია

 

5.1.1. დისერტაცია წარმოადგენს დოქტორანტის დამოუკიდებელი კვლევის საფუძველზე შექმნილ სამეცნიერო ნაშრომს, რომელსაც საფუძვლად უდევს მოპოვებული ახალი ცოდნა და, რომელიც მოწოდებულია წვლილი შეიტანოს შესაბამისი სამეცნიერო დარგის განვითარებაში. თუ დოქტორანტი კვლევით ჯგუფშია ჩართული, ნათლად უნდა ჩანდეს მისი წვლილი კვლევისას.
5.1.2. სადისერტაციო ნაშრომის ზომას, ფორმატს და სტილს განსაზღვრავს ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭო.

 

მუხლი 5.2. დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭება

 

ფილოსოფიის დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭებას ახორციელებს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭო.

 

მუხლი 5.3. დისერტაციის ენა


დისერტაცია უნდა შესრულდეს ქართულ ენაზე. სადისერტაციო საბჭოს ნებართვით დასაშვებია მისი უცხო ენაზე შესრულება. ამ შემთხვევაში დისერტანტს მოეთხოვება სადისერტაციო საბჭოს წარუდგინოს დისერტაციის შემოკლებული ქართულენოვანი ვერსია (არანაკლებ დისერტაციის მოცულობის ნახევრისა).

 

მუხლი 5.4. დისერტაციის წარდგენა

 

5.4.1. დოქტორანტი ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს გადასცემს დისერტაციის 4 აკინძულ და 1 ელექტრონულ ეგზემპლარს. უცხოელი რეცენზენტის არსებობის შემთხვევაში, დოქტორანტმა უნდა წარმოადგინოს სადისერტაციო ნაშრომის ელექტრონული უცხოენოვანი ვერსია. დისერტაციის უცხოენოვანი ვერსიის მოცულობას განსაზღვრავს ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭო. დისერტაციის ქართულენოვანი და უცხოენოვანი ვერსია განთავსდება ფაკულტეტის ვებ-გვერდზე, ხოლო უცხოენოვანი ვერსია სარეცენზიოდ ეგზავნება დისერტანტის უცხოელ შემფასებელს.
5.4.2. დისერტაციის დაცვაზე დასაშვებად აუცილებელია, დოქტორანტის სამეცნიერო ხელმძღვანელმა სადისერტაციო საბჭოს წარუდგინოს წერილობითი დასკვნა იმის თაობაზე, რომ იგი გაეცნო დისერტაციას და ნაშრომი მზად არის საჯარო განხილვაზე წარსადგენად.
5.4.3. დოქტორანტმა უნდა წარადგინოს ცნობა დოქტორანტურის სასწავლო კომპონენტის წარმატებით დამთავრების შესახებ.
5.4.4. დაცვაზე დასაშვებად დოქტორანტს უნდა ჰქონდეს:
ა) დისერტაციის თემაზე გამოქვეყნებული (ან მიღებული გამოსაქვეყნებლად) მინიმუმ 3 სამეცნიერო პუბლიკაცია (მათ შორის ორ პუბლიკაციას გავლილი უნდა ჰქონდეს საერთაშორისო რეცენზირება, ხოლო მინიმუმ ერთი პუბლიკაცია ქვეყნდება ქართულენოვან სამეცნიერო გამოცემაში) ან
ბ) დისერტაციის თემაზე გამოქვეყნებული (ან მიღებული გამოსაქვეყნებლად) მინიმუმ 2 სამეცნიერო პუბლიკაცია (მათ შორის ერთს გავლილი უნდა ჰქონდეს საერთაშორისო რეცენზირება, ხოლო მინიმუმ ერთი პუბლიკაცია ქვეყნდება ქართულენოვან სამეცნიერო გამოცემაში) და წარმოდგენილ დისერტაციაზე რეცენზია, რომელსაც წერს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე უცხოელი შემფასებელი.
5.4.5. ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს შეუძლია შემოიღოს დისერეტაციის წარდგენისა და დაცვის პროცედურასთან დაკავშირებული დამატებითი მოთხოვნები.

 

მუხლი 5.5. დისერტაციის შემფასებლები და დისერტაციის დაცვაზე დაშვების პირობები

 

5.5.1. ყოველ დისერტაციას აფასებს ფაკულტეტის სადისტერტაციო საბჭოს მიერ დამტკიცებული მინიმუმ ორი შემფასებელი. დისერტაციის შეფასება წერილობითი სახით ეგზავნება ან გადაეცემა ფაკულტეტის სადისტერტაციო საბჭოს. დოქტორანტის სამეცნიერო ხელმძღვანლის მოთხოვნით ერთი შემფასებელი შეიძლება იყოს უცხოეთის რომელიმე სასწავლო ან სამეცნიერო დაწესებულების მოქმედი ან გადამდგარი ფილოსოფიის დოქტორის ხარისხის მქონე პირი.
5.5.2. შემფასებლებმა თავიანთი წერილობითი დასკვნა უნდა წარმოადგინონ მათთვის დისერტაციის გადაცემიდან არა უგვიანეს 3 თვის ვადაში.
5.5.3. დასკვნაში მითითებული უნდა იყოს გადაწყვეტილება დისერტაციის დაცვაზე დაშვების ან დაცვაზე უარის თქმის შესახებ.
5.5.4. თუ შემფასებლების ნახევარზე მეტი ურაყოფითად შეაფასებს დისერტაციას, დისერტაცია დაცვაზე დაშვებული არ იქნება. დისერტაციის დაცვაზე არდაშვების შემთხვევაში სადოქტორო საბჭოს გადაწყვეტილებით დოქტორანტს უფლება ეძლევა, დამატებით იმუშაოს დისერტაციაზე და მისი შესწორებული ვერსია სადისტერტაციო საბჭოს ხელახლა წარუდგინოს არაუადრეს 1 წლისა.
5.5.5. ტექნიკური ხასიათის შენიშვნების არსებობის შემთხვევაში დასაშვებია დისერტაციის დაცვაზე დაშვება ამ შენიშვნების აღმოფხვრის დათქმით.
5.5.6. სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარემ დოქტორანტს წერილობით უნდა აცნობოს საბჭოს გადაწყვეტილება, რომელიც დაკავშირებულია დისერტაციის დაცვაზე დაშვების და შემფასებლების მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ. დაცვაზე დაშვების შემთხვევაში შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს დაცვის თარიღიც. დისერტაციის დაცვა არ შეიძლება დაინიშნოს შეტყობინებიდან არაუადრეს 30 დღისა. სადისერტაციო საბჭო ვალდებულია დოქტორანტს გადასცეს შემფასებლების დასკვნების ასლები.
5.5.7. დისერტაციასთან დაკავშირებული მთელი დოკუმენტაცია ინახება სადისერტაციო საბჭოს არქივში. დოქტორანტი უფლებამოსილია, გაეცნოს მის დისერტაციასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას.

 

მუხლი 5.6. სადისერტაციო კომისია

 

5.6.1. დისერტაციის დაცვაზე დაშვების შემთხვევაში სადისერტაციო საბჭო ქმნის სადისერტაციო კომისიას. სადისერტაციო კომისია იქმნება დისერტაციის დაცვამდე არაუადრეს 30 დღისა. იმ შემთხვევაში, თუ ცნობილი გახდა, რომ კომისიის რომელიმე წევრს საპატიო მიზეზის გამო არ შეუძლია დისერტაციის დაცვაზე დასწრება სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე უფლებამოსილია შეცვალოს ის საბჭოს სხვა წევრით.
5.6.2. სადისერტაციო კომისია უნდა შედგებოდეს მეცნიერების იმ სფეროს სულ მცირე ხუთი წარმომადგენლისაგან, რომელშიც შესრულებულია დისერტაცია. სადისერტაციო კომისიის წევრთა ნახევარს მაინც შეადგენენ სადისერტაციო საბჭოს წევრები. სადისერტაციო კომისიაში შეიძლება შეყვანილ იქნეს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე სხვა პირი, რომელიც არა არის ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს წევრი.
5.6.3. დისერტაციის ხელმძღვანელი და თემის შემფასებლები არ არიან სადისერტაციო კომისიის წევრები, თუმცა მათ შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ კომისიის მუშაობაში სათათბირო ხმის უფლებით.
5.6.4. კომისიის თავმჯდომარე უნდა იყოს უნივერსიტეტის მოქმედი ან საპატიო პროფესორი, რომელიც არ არის მოცემული დისერტაციის ხელმძღვანელი ან შემფასებელი.
5.6.5. სადისერტაციო კომისია უფლებამოსილია გაეცნოს დისერტაციაზე შემოსულ წერილობით გამოხმაურებებს.

 

მუხლი 5.7. დისერტაციის დაცვა

 

5.7.1. დაცვა არის საჯარო. მის მსვლელობასა და შედეგზე უნდა შედგეს საბოლოო ოქმი. დაცვა ითვალისწინებს დოქტორანტის მიერ 30 წუთიანი მოხსენებით თემის წარმოდგენას – პრეზენტაციას.
5.7.2. მოხსენებას მოსდევს სამეცნიერო კამათი. შემფასებლები დეტალურად განიხილავენ დისერტაციას, წარმოაჩენენ მის ძლიერ და სუსტ მხარეებს და დისერტანტთან სადისკუსიოდ გამოაქვთ საკითხები, რომლებსაც პასუხი უნდა გაეცეს საჯარო დაცვაზე. სადისერტაციო კომისია დისკუსიისა და განხილვის საფუძველზე იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას.
5.7.3. დაცვის ენა არის ქართული, თუ სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
5.7.4. დისერტაციის დაცვის რეგლამენტი განისაზღვრება სადისერტაციო საბჭოს დებულებით.

 

მუხლი 5.8 დისერტაციის შეფასება

 

5.8.1 დისერტაციის შეფასების კრიტერიუმებს ადგენს სადისერტაციო საბჭო.
5.8.2. დაცვა ფასდება სადისერტაციო კომისიის მიერ დახურულ სხდომაზე დაცვის დასრულებისთანავე. დისერტაციისა და დაცვის შეფასებების საფუძველზე საგამოცდო კომისია იღებს საბოლოო შეფასებას.
5.8.3. საბოლოო შეფასება ხდება შემდეგი სისტემის მიხედვით:

 

summa cum laude - ფრიადი
magna cum laude - ძალიან კარგი
cum laude - კარგი
bene - საშუალო
rite - დამაკმაყოფილებელი
insufficienter - არადამაკმაყოფილებელი
sub omni canone - სრულიად არადამაკმაყოფილებელი


5.8.4. დისერტაცია არ ითვლება დაცულად, თუკი მას საგამოცდო კომისიის უმრავლესობა აფასებს „არადამაკმაყოფილებლით“ ან “სრულიად არადამაკმაყოფილებლით”. ხმათა გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება სადისერტაციო კომისიის თავმჯდომარის ხმას.
5.8.5. დოქტორანტს აკადემიურ ხარისხს ანიჭებს ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭო.
5.8.6 თუ დისერტაცია არ იქნა დაცული, დაცვის გამეორება შესაძლებელია მომდევნო 6 თვის განმავლობაში. დოქტორანტის განცხადება განმეორებითი დაცვის მოთხოვნის შესახებ ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს უნდა წარედგინოს შედეგის გამოცხადებიდან 1 თვის განმავლობაში.
5.8.7 დისერტაციის განხილვისა და შეფასების დამატებითი მოთხოვნები განისაზღვრება სადისერტაციო საბჭოს დებულებით.

 

მუხლი 5.9. დისერტაციის გამოქვეყნება

 

5.9.1. დაცვის შემდეგ დისერტაცია უნდა გამოქვეყნდეს ბეჭდური ან ელექტრონული ფორმით. დისერტაციის ბეჭდური ვერსია უნდა გამოიცეს თსუ-ს გამომცემლობის მიერ, ხოლო ელექტრონული ვერსია უნდა განთავსდეს ფაკულტეტის ვებ-გვერდზე. ფაკულტეტი ვალდებულია უზრუნველყოს დისერტაციის გამოქვეყნების ტექნიკური მხარის მოგვარება.
5.9.2. აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი მოწმობა არ გაიცემა დისერტაციის ბეჭდური ან ელექტრონული ფორმით გამოქვეყნებამდე.

 

მუხლი 5.10. დოქტორის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომი

 

5.10.1. დისერტაციის დაცვის და გამოქვეყნების შემდეგ დოქტორანტს გადაეცემა ფილოსოფიის დოქტორის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომი. დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭების დამადასტურებელი დიპლომის გაცემის შემდეგ პირი უფლებამოსილია, იწოდებოდეს ფილოსოფიის დოქტორად.
5.10.2. დიპლომი შეიცავს დისერტაციის სახელწოდებას, დაცვის თარიღსა და საერთო შეფასებას. დიპლომს ხელს აწერს უნივერსიტეტის რექტორი, ფაკულტეტის დეკანი, სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე და მოწმდება უნივერსიტეტის ბეჭდით. დიპლომის ასლი ინახება თსუ არქივში.
5.10.3. თუ დისერტაცია მომზადდება უნივერსიტეტთაშორისი სადოქტორო პროგრამის ფარგლებში და დაცვა განხორციელდა თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, ამ შემთხვევაში, მოწმობა უნდა შეიცავდეს მითითებას, თუ რომელი უნივერსიტეტები მონაწილეობდნენ აღნიშნულ პროგრამაში.

 

მუხლი 5.11 ბათილობა

 

სადისერტაციო საქმის წარმოებისას არასწორი მონაცემების წარდგენა და აკადემიური პატიოსნების ნორმების დარღვევა არის დოქტორის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი მოწმობის არგაცემის ან ჩამორთმევის საფუძველი. შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭო.

 

თავი 6. უნივერსიტეტთაშორისი სადოქტორო პროგრამები

 

მუხლი 6.1. უნივერსიტეტთაშორისი სადოქტორო პროგრამის სტატუსი

 

6.1.1. შესაძლებელია აკადემიური ხარისხის ერთობლივი მინიჭება უნივერსიტეტთაშორისი სადოქტორო პროგრამის ფარგლებში. ამ დებულებით უნივერსიტეტთაშორისი სადოქტორო პროგრამაში იგულისხმება ორ ან რამდენიმე უნივერსიტეტის მიერ განხორციელებული სადოქტორო პროგრამა, რომლის ერთ-ერთი მონაწილეა თსუ, კერძოდ კი პოლიტიკურ და სოციალური მეცნიერებათა ფაკულტეტი.
6.1.2. სადოქტორო პროგრამის განხორციელება წესრიგდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ სხვა უნივერსიტეტთან დადებული შეთანხმებით თანამშრომლობისა და ერთობლივი დოქტორანტურის შექმნის შესახებ.

 

მუხლი 6.2. განცხადება უნივერსიტეტთაშორისი სადოქტორო პროგრამაში მონაწილეობის შესახებ

 

6.2.1 უნივერსიტეტთაშორისი სადოქტორო პროგრამის არსებობის შემთხვევაში დოქტორანტურაში ჩარიცხვის კანდიდატი უნდა აკამაყოფილებდეს ამ პროგრამის ფარგლებში მონაწილე უნივერსიტეტების დოქტორანტურაში მიღების წინაპირობებს.
6.2.2 განცხადებას ამ დებულებით გათვალისწინებულ საბუთებთან ერთად უნდა დაერთოს პარტნიორი უნივერსიტეტის შესაბამისი პროფესორის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თანხმობა თემის თანახელმძღვანელობაზე.

 

მუხლი 6.3. უნივერსიტეტთაშორისი სადოქტორო პროგრამის ფორმები
უნივერსიტეტთაშორისი სადოქტორო პროგრამის ფორმებია:

 

• ერთობლივი ხარისხის მინიჭება;
• ერთობლივი სწავლების ორგანიზება;
• თანახელმძღვანელების არსებობა.

 

მუხლი 6.4. უნივერსიტეტთაშორისი სადოქტორო პროგრამის დისერტაციის ხელმძღვანელი / თანახელმძღვანელები

 

6.4.1. უნივერსიტეტთაშორისი სადოქტორო პროგრამის განხორციელების შემთხვევაში დისარტაციას ხელმძღვანლად ინიშნება ამ პროგრამაში მონაწილე ერთ-ერთი უნივერსიტეტის პროფესორი ან თანახელმძღვანელებად ინიშნებიან თითო პროფესორი ორივე უნივერსიტეტიდან.
6.4.3 დისერტაციის დაცვაზე დასაშვებად აუცილებელია, დოქტორანტის თანახელმძღვანელებმა სადისერტაციო საბჭოს წარუდგინონ წერილობითი დასკვნა იმის თაობაზე, რომ ისისნი გაეცნენ დისერტაციას და ნაშრომი მზად არის საჯარო განხილვაზე წარსადგენად.
6.4.3. თუ უნივერსიტეტთაშორისი სადოქტორო პროგრამის ფარგლებში განხორციელებული დისერტაციის დაცვა დანიშნულია თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოზე დისერტაციის საქმის წარმოება და დისერტაციის დაცვის პროცედურა წარიმართება ამ დებულებით.

 

თავი 7. საპატიო დოქტორის წოდების მინიჭება

 

მუხლი 7.1 საპატიო დოქტორის წოდება


7.1.1. სოციალურ მეცნიერებათა სფეროში განსაკუთრებული სამეცნიერო დამსახურების მქონე პირს შეიძლება მიენიჭოს საპატიო დოქტორის – დოცტორ ჰონორის ცაუსა (Dr.h.c.) - აკადემიური ხარისხი.
7.1.2. საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების თაობაზე გადაწყვეტილებას ფაკულტეტის სამეცნიერო საბჭოს წარდგინების საფუძველზე იღებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო.

 

თავი 8. გარდამავალი დებულებები

 

მუხლი 8.1. გარდამავალი დებულებები


8.1.1. დოქტორის აკადემიური ხარისხის მისაღებად თსუ-ს ყველა მაძიებელმა და ასპირანტმა უნდა ჩააბაროს დოქტორანტურაში მინიმალური სტანდარტით განსაზღვრული წესით.
8.1.2 თსუ დოქტორანტურაში ჩარიცხული ასპირანტები და მაძიებლები, რომელთაც მინიმუმის საგნები აქვთ ჩაბარებული ან/და აპრობაცია აქვთ გავლილი, თავისუფლდებიან მინიმალური სტანდარტით გათვალისწინებული სასწავლო კომპონენტის კრედიტების დაგროვებისგან. მათი დოქტორანტურაში ჩარიცხვა მოხდება ერთ-ერთი ევროპული სამეცნიერო ენის (გერმანული, ინგლისური ან ფრანგული) არანაკლებ B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის წარმოდგენის შემდეგ. ამ სერტტიფიკასტის წარმოდგენა უნდა მოხდეს დოქტორანტურაში პირველი მიღების გამოცხადების დღიდან არაუმეტეს ორი წლის განმავლობაში. დისერტაციის წარდგენა და დაცვა ხორციელდება მინიმალური სტანდარტით დადგენილი წესით.
8.1.3. თსუ-ს ის ასპირანტები და მაძიებლები, რომელთაც შესრულებული აქვთ ამ დებულებით გათვალისწინებული კვლევითი კომპონენტი და არა აქვთ ჩაბარებული მინიმუმის გამოცდები, სასწავლო კომპონენტით განსაზღვრული კრედიტების დაგროვების შემდეგ დისერტაციას წარადგენენ და დაიცავენ მინიმალური სტანდარტით დადგენილი წესით.
8.1.4. იმ კვლევითი ინსტიტუტების ასპირანტები, რომლებთანაც თსუ დადებული აქვს ხელშეკრულება, დოქტორანტები ხდებიან ამ პარაგრაფის პირველი მუხლის შესაბამისად.

 

თავი 9. დასკვნითი დებულებები

 

მუხლი 9.1 დებულების ძალაში შესვლა

 

ეს დებულება ძალაში შედის აკადემიური საბჭოს მიერ მისი დამტკიცებისთანავე.

 


დანართი 1

 

ადგილი, თარიღი

 


თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის
სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარეს

 

ბატონ ----------------------------------------------

 

0128 თბილისი,
ჭავჭავაძის გამზირი, 3.


განმცხადებლის სახელი, გვარი
მისამართი:
ტელ.:
ელ-ფოსტა:

 

განცხადება დოქტურანტურაში ჩარიცხვის შესახებ

 

ბატონო ------------------,

 

გთხოვთ ჩამრიცხოთ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტურაში.

 

ჩემს მიერ შერჩეული თემაა: --------------------------------------------------------
(თემის სახელწოდება)

 

თემის ხელმძღვანელობაზე თანხმობა განაცხადა პროფესორმა

 

-----------------------------------------------------;

 

ვადასტურებ, რომ ვაკმაყოფილებ დოქტორანტურის დებულებით გათვალისწინებულ ჩარიცხვის წინაპირობებს და სრულად წარმოგიდგენთ დებულების მე-8 მუხლით გათვალისწინებულ დოკუმენტებს.


პატივისცემით,

 

სახელი, გვარი


დანართები:

 

• განმცხადებლის ავტობიოგრაფია,
• ხელმძღვანელის დასაბუთებული შუამდგომლობა,
• მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის დამოწმებული ასლი,
• ახსნა-განმარტება იმის თაობაზე, რომ განმცხადებელი არ ირიცხება სხვა საგანმანათლებლო დაწესებულების დოქტორანტურაში, ან უარი არ ეთქვა მას სხვა უმაღლეს სასწავლებელში დოქტორანტურაში მიღებასა და/ან მის მიერ შერჩეული თემის დამუშავებაზე.

 

დანართი 2

 

ადგილი, თარიღი

 


თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის
სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარეს

 

ბატონ ----------------------------------------------

 

0128 თბილისი,
ჭავჭავაძის გამზირი, 3.


განმცხადებლის სახელი, გვარი
მისამართი:
ტელ.:
ელ-ფოსტა:


დოქტორანტის ახსნა-განმარტება

 

ბატონო ------------------,

 

ვადასტურებ, რომ ჩემ მიერ წარმოდგენილი თემა: ---------------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------
(თემის სახელწოდება)

პროფესორ --------------------------------------------------------- ხელმძღვანელობით

შევასრულე დამოუკიდებლად და ნაშრომში გამოყენებული ყველა წყარო სათანადოდაა მითითებული.

ჩემთვის ცნობილია სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტურის დებულების მოთხოვნები და ის შედეგები, რაც შეიძლება მოჰყვეს არასწორი მონაცემების წარდგენას.

 

 

პატივისცემით,

სახელი, გვარი

სრულად

დადგენილება N: 30

„უნივერსიტეტში დოქტორანტურის მინიმალური სტანდარტის შესახებ” აკადემიური საბჭოს 2007 წლის 23 აპრილის N20 დადგენილებაში შეტანილი ცვლილებებისა და დამატებების შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
23.09.2011, №100/2011 დადგენილებით

 

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის თანახმად, „უნივერსიტეტში დოქტორანტურის მინიმალური სტანდარტის შესახებ” აკადემიური საბჭოს 2007 წლის 23 აპრილის N20 დადგენილებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დამატება:

 

I. დადგენილების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტს ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
დოქტორანტობის კანდიდატს მოეთხოვება ერთ–ერთი ევროპული სამეცნიერო ენის (გერმანული, ინგლისური ან ფრანგული) არანაკლებ B2 დონეზე ცოდნა. (იხ. დანართი N 1).
II. გარდამავალ დებულებებს დაემატოს მე–6 პუნქტი:

 

20.6. გარდამავალი დებულებით დაწესებული შეღავათებით სარგებლობა შესაძლებელია დოქტორანტურაში მიღების გამოცხადებიდან 2 წლის მანძილზე.

 


გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თვმჯდომარე, რექტორი

 

დანართი N1


Association of Language Testers in Europe ოფიციალური ვებ-გვერდი  www.alte.org
ALTE B2 მესამე დონე (აკადემიური სფერო)


მესამე დონე ითვლება გაწაფულობის საშუალო დონედ. ენის ამ დონეზე მცოდნეს უკვე უნდა შეეძლოს, თავი გაართვას ენის ძირითად სტრუქტურას და გამოიყენოს სხვადასხვა სიტუაციის შესაბამისი კომუნიკაციის სტრატეგიები. იგი ფლობს ფართო ლექსიკას. მოსმენისას და კითხვისას იგი სცილდება ფაქტობრივი ინფორმაციის ცალკეული პუნქტების გაგებას, შეუძლია განასხვავოს ძირითადი და მეორეხარისხოვანი საკითხები, ტექსტის ზოგადი თემა და სპეციფიური დეტალები. სხვადასხვა ტიპის ტექსტის წერისას მას უნდა შეეძლოს როგორც არგუმენტის ჩამოყალიბება, ასევე მოვლენების აღწერა და თხრობა. ენის ამ დონეზე მცოდნეს გარკვეულწილად თავისულად შეუძლია სხვადასხვა კონტექსტში ენის გამოყენება. მას განვითარებული აქვს მეტი მოქნილობა და უნარი, რომ შეძლოს მოულოდნელ სიტუაციაში რეაგირება და ნაკლებად ეყრდნობა ენის უცვლელ ნიმუშებსა და მოკლე ფრაზებს. იგი უკვე კარგად ხვდება, როგორ უნდა დაიცვას ზრდილობის ის ნორმები, რომლებიც ენობრივად არის განსაზღვრული და როგორ უნდა ისაუბროს ოფიციალურ სიტუაციაში.

 

B2 დონის გამოცდა გამოიყენება იმის დასამტკიცებლად, რომ ამ დონეზე ენის მცოდნე მზად არის შეასრულოს საოფისე სამუშაო და გაიაროს არააკადემიური კურსი იმ ენაზე, რომელსაც სწავლობს (მაგალითად იმ ქვეყანაში, სადაც ამ ენაზე ლაპარაკობენ). ამ დონეზე ენის მცოდნეს უნდა შეეძლოს ენის გამოყენება სამოხელეო, სამდივნო და მენეჯრის პოზიციებზე და ზოგ ინდუსტრიაში, განსაკუთრებით ტურიზმში.

 

საუბარი

 

სწავლისას, ენის ამ დონეზე მცოდნეს შეუძლია დასვას შეკითხვები ლექციაზე ან პრეზენტაციისას მისთვის ნაცნობ ან პროგნოზირებად თემაზე, თუმცა გარკვეული სირთულეებით. მას შეუძლია მონაწილეობა მიიღოს სემინარსა და წვრთნებში, თუმცა ისევ და ისევ გარკვეული სირთულეებით.

 

წერა

 

ენის ამ დონეზე მცოდნეს შეუძლია შეზღუდული გამოყენებისათვის ან შემდგომი გადამუშავების მიზნით ჩაიწეროს შენიშვნები ლექციებსა და სემინარებზე, თუმცა დამატებითი დროის უქონლობის შემთხვევაში შეექმნება სირთულეები. მას შეუძლია ამოიწეროს შენიშვნები წერილობითი წყაროებიდან, თუმცა შეიძლება გამორჩეს მთავარი საკითხები. მას შეუძლია დაწეროს ესსე, რომელშიც გადმოსცემს თავის აზრს, ან დაწეროს ექპერიმენტისა ანგარიში, რომელშიც ნაჩვენები იქნება შესრულებული სამუშაოს ძირითად შინაარსი.

 

კითხვა

 

მისი კითხვის უნარი აღემატება ყოველდღიური წერილებისა და ძირითადი საგაზეთო/ჟურნალის სტატიების გაგების უნარს. მას შეუძლია გაეცნოს მისთვის განსაკუთრებულად საინტერესო ფაქტობრივ ინფორმაციას და საკუთარი გემოვნებით შერჩეულ მხატვრულ ლიტერატურას.

 

მას შეუძლია თავი გაართვას მცირე მოცულობის მოხსენებებსა და სტატიებს პროგნოზირებად თემებზე და გაიგოს მისთვის ნაკლებად ცნობილ თემაზე სტატიის ან მოხსენების ზოგადი შინაარსი, თუმცა ინფორმაციის ბუნდოვნად გამოხატვის შემთხვევაში არასწორად გაგებაა მოსალოდნელი.

 

ამ დონეზე ენის მცოდნე არის ენაში საკმარისად გაწაფული იმისათვის, რომ დასძლიოს არააკადემიური ტრენინგები, რომლებიც სასწავლ ენაზე ტარდება.

 

ამ დონეზე ენის მცოდნეს შეუძლია დაძლიოს ლექციის, პრეზენტაციის მასალა მისთვის ნაცნობ სფეროში ან იმ შემთხვევაში, როცა კონტექსტს კარგად იცნობს, თუმცა შეიძლება შეექმნას სირთულეები აბსტრაქტული არგუმენტაციის გაგებისას.

 

მას შეუძლია წაიკითხოს მარტივი სახელმძღვანელოები და სტატიები, თუმცა არც ისე სწრაფად, რომ დასძლიოს აკადემიური კურსი.

 

მოსმენა

 

სწავლისას, მას შეუძლია გაიგოს მისთვის ნაცნობ თემაზე ლექციის ზოგადი შინაარსი.

 

 

დოქტორანტურაში ჩაბარების მსურველთათვის
ერთ-ერთი ევროპული სამეცნიერო ენის ცოდნის მოთხოვნის შესახებ

 

სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს გერმანული, ინგლისური ან ფრანგული ენის B2 (ALTE) დონეზე ცოდნას, ათავისუფლებს კანდიდატს ამ ენებში გამოცდისაგან. ასევე ამ ენებში გამოცდისაგან თავისუფლდებიან  კანდიდატები, რომელთაც ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის კურსი გავლილი აქვთ გერმანულ, ინგლისურ ან ფრანგულ ენაზე.

 

B2 დონის შესაბამისი სერთიფიკატების და ქულების ნუსხა

 

გერმანული ენა

Goethe-Zertifikat B2 1

ინგლისური   ენა

CEFR B2

IELTS exam – 5

BEC exam and CELS exam -- Vantage

Cambridge exam – FCE

Pitman ESOL Intermediate

TOEIC –   541

TOEFL – 500 (paper-based)
173 (computer-based)
61 (internet-based)

ფრანგული ენა

Diplôme de Langue Française (DL) (AF)

Diplôme  d’ Etudes en Langue Française DELF/B2 (CIEP)

 

1 ვისაც აქვს ჩაბარებული: Zertifikat Deutsch für den Beruf , DAF, Sprachdiplom Kultusminister 2. Konferenz, ZMP, Zentrale Oberstufenprüfung, Kleines/Grosses Deutsches Sprachdiplom, DSH უნივერსიტეტებისთვის თავისუფლდება გერმანულში გამოცდისგან.

სრულად

დადგენილება N: 29