საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
დადგენილება
თარიღი
მაგისტრატურაში მიღების წესების დამტკიცების თაობაზე (კოდიფიცირებული)

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
23.09.2011, №100/2011 დადგენილებით


 
შეტანილია ცვლილებები აკადემიური საბჭოს 23.01.2007.
№12 დადგენილებით.

 
 
 
 
1. დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურაში მიღების წესები:


 
 
1. სამაგისტრო სპეციალობებისა და საკონკურსო ადგილების დადგენა


 
1. სამაგისტრო პროგრამის დაფინანსება მოხდება სახელმწიფოს მიერ უნივერსიტეტისათვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრებისა და უნივერსიტეტის არასაბიუჯეტო შემოსავლების ხარჯზე .
2. მაგისტრატურაში სწავლება ფასიანია . საფასურის ოდენობა განისაზღვრება თითოეული სასწავლო წლისათვის დადგენილი საუნივერსიტეტო ტარიფების შესაბამისად .
3. მაგისტრატურაში ჩარიცხულ კონკურსანტთაგან 10% მიიღებს სრულ საუნივერსიტეტო დაფინანსებას .
4. საუკეთესო შედეგების მქონე სტუდენტთა წახალისების მიზნით იქმნება მაგისტრატურის სტუდენტთა სტიპენდიის ფონდი . (23.01.2007. № 12)


 
 
2. კონკურსზე დაშვება


 
2.1. ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურაში მისაღებ კონკურსზე დაიშვებიან უმაღლესი განათლების მქონე ბაკალავრები და ერთსაფეხურიანი უმაღლესი განათლების მქონე დიპლომირებული სპეციალისტები, მაგისტრატურაში მიღების წესების 2.2.2-2.2.3 მუხლების მოთხოვნების გათვალისწინებით.
2.2. 1. მაგისტრატურაში სწავლების უფლება აქვს ბაკალავრს და მასთან გათანაბრებულ აკადემიური ხარისხის მქონე პირს. 2. უცხოეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ფორმალური ცნობა (აღიარება) ხდება“ უმაღლესი განათლების შესახებ ” საქართველოს კანონის 50- ე მუხლის შესაბამისად . ( 2 3.01.2007. № 12)
2.3. მაგისტრატურის საკონკურსო გამოცდებზე კონკურსანტი დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მან დროულად გაიარა რეგისტრაცია მიმღებ კომისიაში და წარადგინა სათანადო საბუთები.
2.4. თსუ-ის მაგისტრატურაში სათანადო საკონკურსო ადგილების დასაკავებლად ყველა კონკურსანტი აბარებს ერთ საკონკურსო გამოცდას სპეციალობაში წერითი სახით.
 
 
3. კონკურსი. ჩარიცხვა


 
3. მაგისტრატურაში ჩარიცხვა წარმოებს კონკურსის საფუძველზე, რომლის ფარგლებშიც ტარდება წერითი გამოცდა სპეციალობაში. წერითი გამოცდა ჩაბარებულად ითვლება, თუ კონკურსანტი მიიღებს დადებით შეფასებას, ანუ მინიმუმ 51 ქულას. ცალკეული სამაგისტრო პროგრამა შეიძლება ითვალისწინებდეს დამატებით წინაპირობად უცხოური ენის ცოდნას. (23.01.2007. № 12)
 
 


4. საბუთები მაგისტრატურისათვის და მათი მიღება


 
4.1. მაგისტრატურაში სწავლის მსურველმა მიმღებ კომისიას უნდა წარუდგინოს შემდეგი საბუთები:
1. პირადი განცხადება რექტორის სახელზე, სამაგისტრო პროგრამის (მოდულის, ქვემოდულის) ზუსტად მითითებით (ფორმა №69 გაიცემა მიმღებ კომისიაში);

2. უმაღლესი განათლების დიპლომი (დედანი) დანართითურთ და მათი შესაბამისი თითო ასლი;
3. მაგისტრატურის კონკურსანტის ანკეტა (ფორმა №39მ გაიცემა მიმღებ კომისიაში);
4. სამი ფერადი ფოტოსურათი ზომით 3სმ X 4სმ.;

5. მოქალაქის პირადობის მოწმობის (პასპორტის) ასლი;
6. სამხედრო ვალდებულებასთან დამოკიდებულების დამადასტურებელი საბუთი (სავალდებულოა ვაჟებისათვის).

4.2. კონკურსზე დაშვებული კონკურსანტები ვალდებულნი არიან გამოცხადდნენ საკონკურსო გამოცდაზე დაუგვიანებლად და თან იქონიონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის გარეშე კონკურსანტის გამოცდაზე დაშვება არ მოხდება!
საბუთების მიღება იწარმოებს სტუდენტთა რეგისტრაციის ოფისში. თსუ I კორპუსი, 110-ე ოთახი.
საბუთების მიღების ვადები: 27 ნოემბრიდან 27 დეკემბრამდე გამოცდები გაიმართება იანვარში.

 

სააპელაციო ვადები: გამოცდის დამთავრებიდან ერთი კვირის ვადაში .
ცნობებისათვის მიმართეთ ტელ. 25-26-50.
 
 


გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 10

მედიცინის ფაკულტეტის დოქტორანტურის დებულების დამტკიცების თაობაზე

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
23.09.2011, №100/2011 დადგენილებით

 

1.    დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დოქტორანტურის დებულება.

 

სადოქტორო პროგრამა (PhD) მედიცინაში

 

დოქტორანტურაში ჩარიცხვა

დოქტორანტურაში ჩარიცხვის წინაპირობები

 

1.    დოქტორანტურაში ჩაბარების უფლება აქვს დიპლომირებულ სპეციალისტს მედიცინაში (MD) ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირს.
2.    ჩარიცხვის წინაპირობაა ხემძღვანელი პროფესორის შუამდგომლობა, რომელშიც დასაბუთებული უნდა იყოს შერჩეული თემის აქტუალობა და მნიშვნელობა და/ან უნივერსიტეტის მიერ პრიორიტეტულად აღიარებული სადოქტორო პროგრამების მიმართულებებისადმი შესაბამისობა. დისერტაციის ხელმძღვანელი შეიძლება იყოს სადისერტაციო საბჭოს წევრი პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი. 
3.    ჩარიცხვის კანდიდატმა სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარის სახელზე უნდა წარადგინოს განაცხადი იმ დარგის მითითებით, რომელსაც შეეხება სადისერტაციო თემა. განაცხადი ასევე უნდა შეიცავდეს შერჩეული თემის მოკლე ანოტაციას. 

 

განაცხადი

დოქტორანტურაში ჩარიცხვისათვის აუცილებელია სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარის სახელზე შესაბამისი განაცხადის წარდგენა. განაცხადს თან უნდა ერთვოდეს:
ა) განმცხადებლის ავტობიოგრაფია;
ბ) ხელმძღვანელის დასაბუთებული შუამდგომლობა;
გ) დიპლომირებული სპეციალისტის მედიცინაში (MD) ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის დამოწმებული ასლი;
დ) განმცხადებლის ახსნა-განმარტება იმის თაობაზე, რომ იგი არ ირიცხება სხვა საგანმანათლებლო დაწესებულების დოქტორანტურაში.

 

დოქტორანტურის პროგრამა:
სადოქტორო პროგრამის ხანგრძლივობაა 3 წელი.
სადოქტორო პროგრამა შეიცავს სასწავლო კომპონენტს, რომელიც ფასდება 40 კრედიტით, მათგან 20 კრედიტით ფასდება ზოგადი სასწავლო კურსები ბიო-სამედიცინო კვლევის მეთოდებში, კლინიკური კვლევების ეთიკურ საკითხებში, ეპიდემიოლოგიასა და ბიოლოგიურ სტატისტიკაში, სამეცნიერო წერისა და პუბლიკაციის ჩვევებში და უცხო ენაში. 
დანარჩენი 20 კრედიტი დოქტორანტს ენიჭება უშუალოდ თემის საკითხებთან დაკავშირებული სასწავლო პროგრამების გავლისათვის.  ამ პროგრამათა ნუსხას ადგენს თემის ხელმძღვანელი და სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარის მიერ ნომინირებული 2 მოწვეული ექსპერტი. 
დოქტორანტურაში სწავლების  თითოეული წლის ბოლოს თემის ხელმძღვანელი და სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარის მიერ ნომინირებული 2 მოწვეული ექსპერტი აფასებენ თემის შესრულების მიმდინარეობას, რაც დამატებით ფასდება 10 კრედიტით (სულ 30 კრედიტი).
დოქტორანტურის პროგრამის დასრულებისთვის დოქტორის ხარისხის მაძიებელს დაგროვებული უნდა ჰქონდეს 70 კრედიტი.

 

დისერტაცია: 

1.    დისერტაცია წარმოადგენდეს სადოქტორო პროგრამის დასკვნით ნაწილს და უნდა ასახავდეს დოქტორანტის დამოუკიდებელი სამეცნიერო მუშაობის შედეგს, ახასიათებდეს სიახლე და წვლილი შეჰქონდეს შესაბამისი სამეცნიერო დარგის განვითარებაში.
2.      სადისერტაციო ნაშრომი დაწერილი უნდა იქნას ქართულ და ინგლისურ ენებზე. სადისერტაციო საბჭოს ნებართვით დასაშვებია მისი სხვა ენაზე შესრულება.


დისერტაციის წარდგენა:
1.    დისერტაცია სადისერტაციო საბჭოში წარდგენილი უნდა იყოს არაუგვიანეს ერთი წლისა დოქტორანტურის დამთავრების შემდეგ.
2.    დისერტაცია სადისერტაციო საბჭოს გადაეცემა 4 აკინძულ და 1 ელექტრონულ ეგზამპლარად, ფაკულტეტის ვებ-გვერდზე განსათავსებლად.
3.    დისერტაციას თან ერთვის განმცხადებლის ახსნა-განმარტება იმის თაობაზე, რომ თემა მის მიერაა შესრულებული და რომ ნაშრომში გამოყენებული ყველა წყარო სათანადოდაა მითითებული.
4.    დისერტაციის დაცვის პრერეკვიზიტებია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო და სამეცნიერო პროგრამით გათვალისწინებული კრედიტების შესრულება და დისერტანტის მიერ იმპაქტ-ფაქტორის მქონე საერთაშორი რეფერირებად (peer-reviewed) ჟურნალში ან მონოგრაფიაში სადისერტაციო თემის ირგვლივ გამოქვეყნებული ან დასაბეჭდად მიღებული არანაკლებ 2 ორიგინალური ნაშრომი, რომელთაგან ერთში მაინც, დისერტანტი წარმოდგენილია როგორც პირველი ავტორი.
5.    დისერტაციის დაცვაზე გამონაკლისის სახით შეიძლება დაშვებულ იქნას სადოქტორო ხარისხის მაძიებელი დოქტორანტურის პროგრამის სასწავლო ნაწილის გავლის გარეშე, თუკი მას, როგორც პირველ ავტორს, უკანასკნელი 5 წლის მანძილზე გამოქვეყნებული აქვს ორიგინალური ნაშრომები საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალებში, რომელთა ჯამური იმპაქტ-ფაქტორი აღემატება 5-ს.

 

წერილობითი დასკვნა დისერტაციის შესახებ

1.    დისერტაციის წარდგენის შემდეგ წერილობით დასკვნას ადგენს სამი შემფასებელი, მათ შორის თემის ხელმძღვანელი პროფესორი.
2.    შემფასებლებმა თავიანთი წერილობითი დასკვნა უნდა წარმოადგინონ დისერტაციის წარდგენიდან არა უგვიანეს 3 თვისა.
3.    დასკვნაში მითითებული უნდა იყოს გადაწყვეტილება დისერტაციის დაცვაზე დაშვების, მისი შესწორების მიზნით დოქტორანტისათვის უკან დაბრუნების ან დაცვაზე უარი თქმის შესახებ. უმნიშვნელო შენიშვნების შემთხვევაში დისერტაციის მიღება ხდება ხარვეზების გამოსწორების დათქმით.
4.    შესწორების მიზნით დოქტორანტისათვის უკან დაბრუნების შემთხვევაში, დისერტაცია ხელახლა უნდა იქნეს წარდგენილი  1 წლის ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში პირი დაცვაზე არ დაიშვება.
5.    თუკი წერილობითი დასკვნები ორი შეფასებით განსხვავდება ერთმანეთისაგან, ინიშნება მესამე შემფასებელი სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარის მიერ. მესამე შემფასებელს თემის შეფასებისათვის ეძლევა 1 თვე. 
6.    სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარემ დოქტორანტს წერილობით უნდა აცნობოს შემფასებლების მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ. დაცვაზე დაშვების შემთხვევაში შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს დაცვის თარიღიც. შეტყობინებიდან დაცვის თარიღამდე დოქტორანტს უნდა მიეცეს მინიმუმ 1 თვე დაცვისათვის მოსამზადებლად. დოქტორანტს ეძლევა უფლება გაეცნოს შემფასებლების დასკვნებს. 
7.    დაცვაზე დაშვების უარის შემთხვევაში, უარყოფილი დისერტაცია და შემფასებლების წერილობითი დასკვნები შეინახება სადისერტაციო საბჭოს არქივში. დოქტორანტი უფლებამოსილია, გაეცნოს ამ დოკუმენტებს. 

 

სადისერტაციო კომისია
1.    სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე დისერტაციის დაცვაზე დაშვების შემთხვევაში ქმნის სადისერტაციო კომისიას.
2.    სადისერტაციო კომისია უნდა შედგებოდეს მეცნიერების იმ დარგის სულ მცირე ოთხი წევრისაგან, რომელშიც შესრულებულია დისერტაცია, რომელთაგან ერთი მაინც უნდა იყოს სხვა კვლევითი დაწესებულების წარმომადგენელი. სადისერტაციო კომისიის წევრები უნდა წარმოადგენდნენ მოქმედ აკადემიურ პერსონალს (პროფესორი, საპატიო პროფესორი, ასოცირებული პროფესორი).
3.    კომისიაში უნდა შედიოდეს დისერტაციის ხელმძღვანელი, ასევე თემის მეორე შემფასებელი (შემფასებლები) და სადისერტაციო საბჭოს ერთი წევრი მაინც. სადისერტაციო კომისიაში შეიძლება შეყვანილ იქნეს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე სხვა პირი (პირები).
4.    თავმჯდომარე უნდა იყოს უნივერსიტეტის მოქმედი ან საპატიო პროფესორი, რომელიც არ არის ხელმძღვანელი ან შემფასებელი.
5.    თუკი სადისერტაციო ნაშრომი მომზადებულია მედიცინის იმ დარგში, რომლის წარმომადგენელიც არის სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე, იგი ავტომატურად შედის სადისერტაციო კომისიის შემადგენლობაში. 
6.    სადისერტაციო კომისიის წევრები წინასწარ (დაცვამდე) ეცნობიან სადისერტაციო ნაშრომს.

 

დაცვა
1.    სადისერტაციო დაცვა უნდა მოხდეს დისერტაციის თემაზე ბოლო პუბლიკაციის გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს ერთი წლისა. 
2.    დაცვა არის საჯარო. მის მსვლელობასა და შედეგზე უნდა შედგეს საბოლოო ოქმი. დაცვა ითვალისწინებს დოქტორანტის მიერ 30 წუთიანი მოხსენებით თემის წარმოდგენას - პრეზენტაციას. 
3.    მოხსენებას მოსდევს სამეცნიერო შეკითხვა-კამათი. დაცვა არ უნდა აღემატებოდეს 120 წუთს.
4.    რამდენიმე დისერტაციის დაცვა ერთი კომისიის წინაშე არ შეიძლება დაინიშნოს ერთ დღეს. 
შეფასება
1.    დისერტაციის შეფასება განისაზღვრება შემფასებელთა დასკვნების საფუძველზე. 
2.    დაცვა ფასდება სადისერტაციო კომისიის მიერ დახურულ სხდომაზე დაცვის დასრულებისთანავე. 
3.    შეფასებისათვის გამოიყენება შეფასების 100 ბალიანი სისტემა, რომლითაც კომისიის თითოეული წევრი აფასებს დისერტაციას. 
4.    დისერტაცია ითვლება დაცულად, თუკი მას დისერტანტის მიერ მიღებული ქულათა ჯამი შეადგენს მაქსიმალურად შესაძლო ქულათა ჯამის 60%-ს და მეტს.
5.    საგამოცდო კომისიის თავმჯდომარე საგამოცდო კომისიის დასაბუთებულ გადაწყვეტილებას დოქტორანტს აცნობს ზეპირად და მიუთითებს დისერტაციის გამოქვეყნების პირობებზე.
5.    თუ დისერტაცია არ იქნა დაცული, დაცვის გამეორება შესაძლებელია მომდევნო 1 წლის განმავლობაში. დოქტორანტის განცხადება განმეორებითი დაცვის მოთხოვნის შესახებ საგამოცდო კომისიას უნდა წარედგინოს შედეგის გამოცხადებიდან 3 თვის განმავლობაში.


გამოქვეყნება
1.    ნაშრომი უნდა გამოქვეყნდეს დაცვიდან 1 წლის განმავლობაში მონოგრაფიის ან ბროშურის სახით უნივერსიტეტის გამომცემლობაში. 
2.    დოქტორანტი გამოქვეყნებული ნაშრომის 30 ეგზემპლარს გადასცემს მედიცინის ფაკულტეტს.
3.    გამოქვეყნებული დისერტაცია წარმოადგენს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინტელექტუალურ საკუთრებას და დაცულია შესაბამისი საკანონმდებლო აქტით.

 

დოქტორის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი მოწმობა

1.    დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის შემდეგ პირი უფლებამოსილია, იწოდებოდეს მედიცინის მეცნიერებათა დოქტორად.
2.    სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარემ პირს შეიძლება მიანიჭოს დოქტორის ხარისხით სარგებლობის უფლება სადოქტორო მოწმობის გაცემამდე, დისერტაციის გამოქვეყნების შესახებ გამომცემლობასთან დადებული ხელშეკრულების ასლის წარდგენის საფუძველზე.
3.    მოწმობა შეიცავს დისერტაციის სახელწოდებას, დაცვის თარიღსა და საერთო შეფასებას. მოწმობას ხელს აწერს უნივერსიტეტის რექტორი, ფაკულტეტის დეკანი, სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე და მოწმდება უნივერსიტეტის ბეჭდით. მოწმობის ასლი ინახება უნივერსიტეტის არქივში.


ბათილობა 

სადისერტაციო საქმის წარმოებისას არასწორი მონაცემების წარდგენა არის დოქტორის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი მოწმობის არ-გაცემის ან ჩამორთმევის საფუძველი. შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს სადისერტაციო საბჭო.

 


აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი,
პროფესორი
გიორგი ხუბუა

სრულად

დადგენილება N: 9

სამაგისტრო პროგრამების დამტკიცების თაობაზე

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს

29.09.2014, №92/2014 დადგენილებით


დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამები (იხ. დანართი).

 

აკადემიური საბჭოს თვმჯდომარე,
რექტორის მოვალეობის შემრულებელი,
პროფესორი  გიორგი ხუბუა

სრულად

დადგენილება N: 8

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესიული უმაღლესი სკოლის დაფუძნების შესახებ

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, პროფესიული განათლების კონცეფციის ძირითადი პრინციპებისა და მოთხოვნების გათვალისწინებით, 2007 წლის იანვრიდან გეგმავს უმაღლესი პროფესიული სკოლის დაფუძნებას, რომლის კურსდამთავრებულებიც მიიღებენ პროფესიული უმაღლესი განათლების დიპლომს.


შესაბამისი წინადადებები და სასწავლო პროგრამები წარმოდგენილ უნდა იქნეს ა. წ. 14 დეკემრამდე თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში (თსუ, I კორპუსი, 219-ე ოთახი) ამ სამსახურის მიერ მომზადებული და თსუ აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებული ინსტრუქციის მიხედვით.

 


აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი,
პროფესორი გიორგი ხუბუა

 


ინსტრუქცია

 

- უმაღრესი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დასახელება
- მისანიჭებელი კვალიფიკაცია
- პროგრამის დახასიათება:
მიზანი – (მოკლედ აღწერეთ პროგრამის მიზანი და აქტუალობა)
სწავლის შედეგი - (პროგრამის დასრულების შემდეგ სტუდენტის დარგობრივი კვალიფიკაცია)
დასაქმების სფერო – კურსდამთავრებულის ადგილის დამკვიდრება შრომით ბაზარზე
- პროგრამის სტრუქტურა (საგნების ჩამონათვალი და კრედიტები)
- სტუდენტთა სასწავლო და საწარმოო პრაქტიკის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა
- პროგრამის ხელმძღვანელის, პროგრამის განხორციელებაში ჩაბმული პედაგოგების მონაცემები
- მისამართი, ტელეფონი, ელექტრონული ფოსტა.

სრულად

დადგენილება N: 7

მაგისტრატურაში სახელმწიფო ბიუჯეტზე სწავლების მისაღები კონტიგენტის განსაზღვრის შესახებ

მაგისტრატურის სახელმწიფო ბიუჯეტზე სწავლების მისაღები კონტიგენტი განისაზღვროს ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის საბიუჯეტო სექტორის კონტიგენტის 30%-მდე ოდენობით.

 

სამაგისტრო პროგრამა ამოქმედდეს მასზე 10 სტუდენტის ჩარიცხვის შემთხვევაში. გამონაკლისი შეიძლება გაკეთდეს ერთობლივ, საერთაშორისო პროგრამებზე და სტრატეგიულად მნიშვნელოვან დარგებზე, ან იმ სპეციალობებზე, რომლებიც ბაკალავრიატშიც სტუდენტთა შეზღუდულ რაოდენობას ამზადებს, მაგრამ ამ სპეციალობების შენარჩუნება თსუ-ს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს.

 


აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი,
პროფესორი გიორგი ხუბუა

სრულად

დადგენილება N: 6

პროფესორ რუდოლფ ჰოპენფელნერისათვის (გერმანია) ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების შესახებ

1. მიენიჭოს პროფესორ რუდოლფ ჰოპენფელნერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აქტიური თანამშრომლობისა და სამეცნიერო-პრაქტიკული დახმარებისათვის.

 

საფუძველი: მედიცინის ფაკულტეტის საბჭოს წარდგინება.

 


აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი,
პროფესორი გიორგი ხუბუა

სრულად

დადგენილება N: 5

სამაგისტრო პროგრამების დამტკიცების შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს

29.09.2014, №92/2014 დადგენილებით

 

1. დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამები:


ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი

 

1. სამაგისტრო პროგრამა: ექსპერიმენტული ფიზიკა
ხელმძღვანელი: პროფ. ალექსანდრე შენგელაია
მოდულები: სუბატომური ფიზიკა / კონდენსირებული გარემოს ფიზიკა /პლაზმის ფიზიკა/ ნახევარგამტარები და მიკროელექტრონიკა
მოდულების ხელმძღვანელები: ალექსანდრე შენგელაია / ს. ნანობაშვილი / ა. ბიბილაშვილი

 

2. სამაგისტრო პროგრამა: თეორიული ფიზიკა
ხელმძღვანელი: ფ.მ.დ., გიორგი ჯაფარიძე
მოდულები: კონდენსირებული გარემოს ფიზიკა / ველის კვანტური თეორია და ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკა / პლაზმის ფიზიკა/ ასტროფიზიკა
მოდულების ხელმძღვანელები:

 

3. სამაგისტრო პროგრამა: ბიოლოგიური ფიზიკა
ხელმძღვანელი: ასოც. პროფ. თამაზ მძინარიშვილი

 

4. სამაგისტრო პროგრამა: ფიზიკური პროცესების კომპიუტერული მოდელირება
ხელმძღვანელი: პროფ. რევაზ ზარიძე
მოდულები: გარემოს და ჯანმრთელობის დაცვა ელექტრომაგნიტური დაბინძურებისგან – ელექტრომაგნიტური შემთავსებლობის პრინციპები / შებრუნებული ამოცანების ამოხსნა გამოყენებით ელ. დინამიკაში / ფოტონური კრისტალები და ფოტონური მოწყობილობები მეტამასალების საფუძველზე / ანტენების თეორიის საფუძვლები

 

5. სამაგისტრო პროგრამა: გეოფიზიკა
მოდულები: ატმოსფეროს ფიზიკა / გამოყენებითი მეტეოროლოგია, ატმოსფეროს ეკოლოგია / მყარი დედამიწის ფიზიკა
მოდულების ხელმძღვანელები: ფ. მ. დ. ზურაბ ხვედელიძე, ასოც. პროფ., არჩილ ხანთაძე, ფ. მ. კ. ევგენი საყვარელიძე

 

6. სამაგისტრო პროგრამა: ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია (არასაბიუჯეტო)
ხელმძღვანელი: ფ.მ.მ.კ. რომან ჯობავა
მოდულები: რადიო და ზემაღალი სიხშირეების ინჟინერია / ელექტრომაგნიტური მოვლენების კომპიუტერული მოდელირება / ელექტრო-საინჟინრო პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა და დიზაინი

 

7. სამაგისტრო პროგრამა: ფიზიკური ქიმია
ხელმძღვანელი: სრ. პროფ. ბეჟან ჭანკვეტაძე

 

8. სამაგისტრო პროგრამა: უჯრედის და განვითარების ბიოლოგია
ხელმძღვანელი: პროფ. დიანა ძიძიგური

 

9. სამაგისტრო პროგრამა: ფიზიკური გეოგრაფია, ნიადაგური რესურსები და გარემოს მდგრადი განვითარება
ხელმძღვანელი: პროფ. ზურაბ სეფერთელაძე


ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

 

1. სამაგისტრო პროგრამა: ძველი ქართული ენა და ხელნაწერთმცოდნეობა (ერთობლივი)
ხელმძღვანელი: საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპოდენტი მზექალა შანიძე
პარტნიორი უნივერსიტეტი: იოჰან ვოლფგანგ გოეთეს სახელობის ფრანკფურტის უნივერსიტეტი (გერმანია)

 

2. სამაგისტრო პროგრამა: ზოგადი, შედარებითი და გამოყენებითი ენათმეცნიერება (ერთობლივი)
ხელმძღვანელი: პროფ. ირინე მელიქიშვილი
პარტნიორი უნივერსიტეტი: იოჰან ვოლფგანგ გოეთეს სახელობის ფრანკფურტის უნივერსიტეტი (გერმანია)

 

3. სამაგისტრო პროგრამა: გვიანანტიკური და შუა საუკუნეების ფილოსოფია
ხელმძღვანელები: პროფ. ლელა ალექსიძე, პროფ. იშტვან პერცელი (ბუდაპეშტი, უნგრეთი)
პარტნიორი უნივერსიტეტი: ბუდაპეშტის ცენტრალური უნივერსიტეტი (CEU), ელინური ტრადიციების შემსწავლელი ცენტრი (უნგრეთი)

 

4. სამაგისტრო პროგრამა: ბერძნულ-რომაული ფილოლოგია
ხელმძღვანელი: პროფ. რისმაგ გორდეზიანი
მოდულები: კლასიკური ფილოლოგია / ბიზანტიური ფილოლოგია / ახალი ბერძნული ფილოლოგია
მოდულების ხელმძღვანელები: პროფ. რისმაგ გორდეზიანი / ასოც. პროფ. თინა დოლიძე / ასოც. პროფ. სოფიო შამანიდი

 

5. სამაგისტრო პროგრამა: პედაგოგიკა
ხელმძღვანელი: პროფ. ქეთევან ჭკუასელი
მოდულები: საშუალო სკოლის პედაგოგიკა / უმაღლესი სკოლის დიდაქტიკა / განათლების სფეროს ხელმძღვანელობა და მართვა / სკოლის ხელმძღვანელობა და მართვა (არასაბიუჯეტო მოდული)
მოდულების ხელმძღვანელები: ასოც. პროფ. ეთერ ღვინერია, პროფ. ქეთევან ჭკუასელი

 

6. სამაგისტრო პროგრამა: განათლების მეცნიერებები
კოორდინატორი: პროფ. ქეთევან ჭკუასელი
მოდული: დარგის სწავლების მეთოდიკა და მეთოდოლოგია
ქვემოდულები: საგნის სწავლების მეთოდიკის სპეციალისტი / მენტორი
მოდული: დარგის მასწავლებელი
ქვემოდულები: საგნის მასწავლებელი / ინტეგრირებული საგნის მასწავლებელი

 

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

 

1. სამაგისტრო პროგრამა: ჯანმრთელობის ფსიქოლოგია
ხელმძღვანელი: ასოც. პროფ. ნანა სუმბაძე

 

2. სამაგისტრო პროგრამა: შრომისა და ორგნიზაციის ფსიქოლოგია
ხელმძღვანელი: პროფ. გივი ქირია

 

3. სამაგისტრო პროგრამა: სოციალური, პოლიტიკური და კულტურული ფსიქოლოგია
ხელმძღვანელი: ასოც. პროფ. შალვა აბზიანიძე
მოდულები: სოციალური ფსიქოლოგია / პოლიტიკური ფსიქოლოგია / კულტურული ფსიქოლოგია

 

4. სამაგისტრო პროგრამა: საზოგადოებრივი გეოგრაფია
ხელმძღვანელი: პროფ. გიორგი გოგსაძე

 

5. სამაგისტრო პროგრამა: საერთაშორისო ურთიერთობები
ხელმძღვანელი: პროფ. ზურაბ დავითაშვილი

 

6. სამაგისტრო პროგრამა: გენდერი
ხელმძღვანელი: ასოც. პროფ. ნინო ჯავახიშვილი

 

7. სამაგისტრო პროგრამა: მულტიკულტურული საზოგადოება-ემპირიული კვლევები (ინტერდისციპლინარული)
ხელმძღვანელი: ასოც. პროფ. ლალი სურმანიძე

 

8. სამაგისტრო პროგრამა: პოლიტიკური მეცნიერება
ხელმძღვანელი: პროფ. მალხაზ მაცაბერიძე

 

9. სამაგისტრო პროგრამა: სამხრეთ კავკასია ტრანსფორმაციის პროცესში
ხელმძღვანელი: პროფ. ალექსანდრე რონდელი

 

10. სამაგისტრო პროგრამა: ფსიქოლოგიური შეფასება/დიაგნოსტირება და კონსულტაცია
ხელმძღვანელი: პროფ. მარინე ჩიტაშვილი

 

11. სამაგისტრო პროგრამა: სოციოლოგია
ხელმძღვანელი: პროფ. იაგო კაჭკაჭიშვილი

 

12. სამაგისტრო პროგრამა: კონფლიქტების ანალიზი და მართვა (ინტერდისციპლინარული)
ხელმძღვანელი: პროფ. გუგული მაღრაძე

 

13. სამაგისტრო პროგრამა: სკოლის ფსიქოლოგია
ხელმძღვანელი: პროფ. მარიამ მირიანაშვილი

 

14. სამაგისტრო პროგრამა: მიწათსარგებლობა და მიწის მენეჯმენტი (ერთობლივი, ფაკულტეტთაშორისი)
ხელმძღვანელები: პროფ. იოსებ სალუქვაძე, აკად. თენგიზ ურუშაძე

 

15. სამაგისტრო პროგრამა: სოციალური სამუშაო (ერთობლივი)
ხელმძღვანელი: პროფ. ჯეიმს დეკერი (ბრიჯვოთერის სახელმწიფო კოლეჯი, აშშ), ასისტ. პროფ. შორენა საძაგლიშვილი
პარტნიორი უნივერსიტეტი: ბრიჯვოთერის სახელმწიფო კოლეჯი, მასაჩუსეტის შტატი (აშშ)

 

16. სამაგისტრო პროგრამა: პრესისა და ტელე-რადიო ჟურნალისტიკა
ხელმძღვანელი: პროფ. მარინე ვეკუა

 

17. სამაგისტრო პროგრამა: საერთაშორისო ჟურნალიზმი და მასკომუნიკაცია
ხელმძღვანელი: პროფ. მარინე ვაშაყმაძე


ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

 

სამაგისტრო პროგრამა: ტურიზმის ადმინისტრირება
ხელმძღვანელი: ასოც. პროფ. მაია მარგველაშვილი
სამაგისტრო პროგრამა: ეკომონიკური პოლიტიკა (ერთობლივი)
ხელმძღვანელები: პროფ. რევაზ გველესიანი, პროფ. ვოლფგანგ ვენგი (ბერლინი, გერმანია)
პარტნიორი უნივერსიტეტი: ბერლინის ტექნიკური უნივერსიტეტი (გერმანია)


II. სამაგისტრო პროგრამების დამტკიცების ბოლო ვადად განისაზღვროს 2006 წლის 25 ნოემბერი. საბუთების მიღება იწარმოებს 25 ნოემბრიდან 25 დეკემბრამდე. მაგისტრატურაში მისაღები გამოცდები გაიმართება 2007 წლის იანვარში.

 

II. სამაგისტრო პროგრამების დამტკიცების ბოლო ვადად განისაზღვროს 2006 წლის 27 ნოემბერი. საბუთების მიღება იწარმოებს 27 ნოემბრიდან 27 დეკემბრამდე. მაგისტრატურაში მისაღები გამოცდები გაიმართება 2007 წლის იანვარს.

 


აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი,
პროფესორი გიორგი ხუბუა

სრულად

დადგენილება N: 3