საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
დადგენილება
თარიღი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და აიდაჰოს (აშშ) უნივერსიტეტის ერთობლივი სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის შექმნის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების შესაბამისად,


1.    მოწონებულ იქნეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და აშშ აიდაჰოს უნივერსიტეტის წინადადება ერთობლივი სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის შექმნის შესახებ.


2.    ინსტიტუტის დებულება დასამტკიცებლად გადაეცეს წარმომადგენლობით საბჭოს.

 

გიორგი ხუბუა

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 103

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტურის დებულების დამტკიცების შესახებ

1. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის შესაბამისად,  დამტკიცდეს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტურისა და სადისერტაციო საბჭოს დებულების ახალი რედაქცია (დანართი N1).


2. დადგენილება საჯარო გაცნობის მიზნით განთავსდეს უნივერსიტეტის ვებ–გვერდზე
 

 

საფუძველი: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს წარდგინება

 

გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 102

თსუ აკადემიური საბჭოს N92 დადგენილებით დამტკიდებულ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო პროცესის მარეგულირებელ წესში ცვლილებების შეტანის შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
26.03.2010, № 36/2010 დადგენილებით

 

შევიდეს ცვლილება თსუ აკადემიური საბჭოს #92 დადგენილებით დამტკიცებულ ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო პროცეისის მარეგულირებელ წესებში”


1.  მე-2 პუნქტის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
"გადაყვანის წესით ჩარიცხვის უფლება, სწავლის მეორე წლიდან, აქვს სტუდენტს, რომელიც სწავლობს აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში (უსდ), ან იმ არააკრედიტებულ უსდ-ში, რომლის საგანმანათლებლო პროგრამა კანონმდებლობით დადგენილი წესით ითვლებოდა აკრედიტებულად; აგრეთვე კონფლიქტის ზონაში არსებულ (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა – გარდა აჟარის მუნიციპალიტეტისა,  ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული – გარდა ქურთის, ერედვის, თიღვისა და ახალგორის მუნიციპალიტეტისა – აღნიშნულ ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენამდე) უსდ-ს სტუდენტს; ან იმ უცხო ქვეყნის უსდ-ისას, რომლის პროგრამა და შედეგები აღიარებული იქნება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ”.

 

2. მე-2 პუნქტის მეორე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
"სხვა უსდ-დან გადმოყვანის წესით სტუდენტების ჩარიცხვა ხორციელდება წელიწადში ორჯერ, შემოდგომისა და გაზაფხულის სემესტრების დაწყებამდე, თსუ-ს მიერ განათლების აკრედიტაციის ეროვნულ ცენტრში დარეგისტრირებულ  და გამოქვეყნებულ ვაკანტურ ადგილებზე”.

 

3. რეგულაციების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

 

1. ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების საფუძველზე ჩარიცხულ სტუდენტს, უნივერსიტეტიდან გარიცხვის/ამორიცხვის შემთხვევაში სტუდენტის სტატუსი შეიძლება აღუდგეს ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე (არაუმეტეს 3 წლის განმავლობაში), გადაყვანის წესით სტუდენტის  ჩარიცხვისათვის დადგენილი რეგულაციის შესაბამისად;
2. "უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მიღებამდე    თსუ-ში ჩარიცხულ სტუდენტებს, რომელნიც უნივერსიტეტში მოქმედი წესის თანახმად, ამოირიცხნენ თსუ-დან პირადი განცხადების საფუძველზე, ფინანსური დავალიანების გამო, უცხოეთში გამგზავრების მოტივით, აგრეთვე სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის მიზეზით, სტუდენტის სტატუსი შეიძლება აღუდგეთ გადაყვანის წესით სტუდენტის  ჩარიცხვისათვის დადგენილი რეგულაციის შესაბამისად;
3. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებიდან გარიცხული სტუდენტის აღდგენის შემთხვევაში, სწავლის გაგრძელების დასაშვები ეტაპი აგრეთვე განისაზღვრება გადაყვანის წესით სტუდენტის ჩარიცხვისათვის დადგენილი რეგულაციის შესაბამისად, ფაკულტეტის მიერ  ამორიცხვამდე ათვისებული პროგრამის აკადემიური ცნობის საფუძველზე.


4. დადგენილება საჯარო გაცნობის მიზნით განთავსდეს უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე.
 

 

გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე ,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 101

დაწყებითი განათლების შესახებ საბაკალავრო პროგრამის დამტკიცების შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს

29.09.2014, №92/2014 დადგენილებით

 


„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების თანახმად,

 

1. დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაწყებითი განათლების  საბაკალავრო პროგრამა (დანართი N1).


2. დადგენილება საჯარო გაცნობის მიზნით განთავსდეს უნივერსიტეტის ვებ–გვერდზე.


საფუძველი: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს წარდგინება.

 

 

გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე ,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 100

თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ქიმის მიმართულებით სამაგისტრო პროგრამებზე მისაღები უცხო ენის გამოცდის დონის განსაზღვრის შესახებ

თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ქიმის მიმართულებით სამაგისტრო პროგრამებზე ჩასარიცხი გამოცდა უცხო ენაში ჩატარდეს A2 დონის მოთხოვნის შესაბამისად.

 


საფუძველი: ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ქიმიის მიმართულების პროფესორთა შუამდგომლობა

 

გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე ,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 99

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2007 წლის 9 ივლისის №34 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

1. შევიდეს ცვლილება 2007 წლის 9 ივლისის №34 დადგენილებით დამტკიცებულ “ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოცდების ჩატარების ერთიანი წესების” პირველი თავის მეორე პარაგრაფის პირველ, მეორე და მესამე პუნქტებში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


“1. ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული გამოცდების ორგანიზებულად ჩატარებას უზრუნველყოფს თსუ საგამოცდო ცენტრი.

1. თსუ საგამოცდო ცენტრი შედგება თსუ სასწავლო დეპარტამენტისა და ფაკულტეტების თანამშრომლებისაგან.
2. თსუ საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელს ნიშნავს თსუ რექტორი ბრძანებით.
თსუ საგამოცდო ცენტრის შემადგენლობას ამტკიცებს თსუ რექტორი ბრძანებით.”


2. დადგენილება საჯარო გაცნობის მიზნით განთავსდეს უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე.

 

 

გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 98

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2008 წლის 19 მაისის №87 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

1. შევიდეს ცვლილება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2008 წლის 19 მაისის №87 დადგენილების მე-3 და მე-4 პუნქტში და 2008-2009 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის მაგისტრატურაში სასწავლო პროცესის ვადები განისაზღვროს შემდეგი წესით:

 

“3. მაგისტრატურაში მიღება : 
3.1 საბუთების მიღება – 14 - 25 ივლისი და   25 აგვისტო - 5 სექტემბერი ;
3.2 გამოცდები – 15 – 27 სექტემბერი ;
3.3 დადებითქულიანი კონკურსანტების სიების გამოცხადება – 29 სექტემბერი ;
3.4 ადმინსტრაციული რეგისტრაცია – 29 სექტემბერი – 11 ოქტომბრამდე ;
3.5 ბრძანება ჩარიცხვაზე –  13 ოქტომბერი .


4. სასწავლო სემესტრის ვადები (  მაგისტრატურა   ):
4.1 ადმინისტრაციული რეგისტრაცია –  29 სექტემბერი – 11 ოქტომბერი ;
4.2 სააუდიტორიო მეცადინეობები – 13 ოქტომბერი   – 24 იანვარი ;
4.3 სასესიო პერიოდი – 26 იანვარი – 14 თებერვალი ;
4.4 არდადეგები - 14 – 28 თებერვალი .”

 

2. დადგენილება საჯარო გაცნობის მიზნით განთავსდეს უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე.

 

გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე ,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 97

უმაღლესი პროფესიული განათლების პროგრამების დამტკიცების შესახებ 

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს

29.09.2014, №92/2014 დადგენილებით

 

 

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების თანახმად,

 

1. დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უმაღლესი პროფესიული განათლების პროგრამები –   კინო–ტელე  რეჟისურა (ხელმძღვანელი ლელა წიფურია) და ტანსაცმლისა და დეკორატიული ქსოვილის დიზაინი (ხელმძღვანელი ლევან სილაგაძე) (დანართი N1).


2. დადგენილება საჯარო გაცნობის მიზნით განთავსდეს უნივერსიტეტის ვებ–გვერდზე


საფუძველი: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს წარდგინება

 

გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე ,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 96

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამების დამტკიცების შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს

29.09.2014, №92/2014 დადგენილებით

 

 
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების თანახმად,
დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამები:

 

I. ინტერფაკულტატური სამაგისტრო პროგრამა ევროპათმცოდნეობაში.

 

მედიცინის ფაკულტეტი

1. ეპიდემიოლოგია და ბიოსტატისტიკა, ხელმძღვანელი სრული პროფესორი პაატა იმნაძე

2. საზოგადოებრივი ჯანდაცვა, ხელმძღვანელი სრული პროფესორი პაატა იმნაძე

3. უჯრედის პათოლოგია, ხელმძღვანელი მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ზურაბ ცაგარელი

4. ციტოლოგია, ჰისტოლოგია, ხელმძღვანელები დოქტორი ნინო გორდაძე,  პროფესორი დიანა ძიძიგური

 


ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი

კომპიუტერული მეცნიერებანი

1. კომპიუტერული მეცნიერება – პროგრამის ხელმძღვანელი: სრული პროფ. კობა გელაშვილი
2. საინფორმაციო სისტემები – პროგრამის ხელმძღვანელი:  სრული პროფ. გია სირბილაძე. პროგრამა შედგება სამი მოდულისაგან:
მოდული 1. საინფორმაციო სისტემების საფუძვლები – ხელმძღვანელი:  სრული პროფ. გია სირბილაძე
მოდული 2. საინფორმაციო სისტემები ხელმძღვანელი: ასოც. პროფ. თემურ მანჯაფარაშვილი.
მოდული 3. საინფორმაციო ფაზი-სისტემები. ხელმძღვანელი: ფიზ.-მათ. მეცნიერებათა დოქტორი ტატიანა კისელიოვა.
3. საინფორმაციო და საკომუნიკაციო სისტემების უსაფრთხოება – პროგრამის ხელმძღვანელი: ასოც. პროფ. ზურაბ ქოჩლაძე


მათემატიკა

4. მათემატიკა – პროგრამის ხელმძღვანელები: სრული პროფესორი უ.გოგინავა, სრული პროფესორი დ.გორდეზიანი, სრული პროფესორი თ.თადუმაძე, სრული პროფესორი ე.ნადარაია, სრული პროფესორი რ.ომანაზე.
5. გამოყენებითი მათემატიკა – პროგრამის ხელმძღვანელები: სრული პროფ. დ. გორდეზიანი,  ასოც. პროფ. რ. ბოჭორიშვილი, ასოც. პროფ. გ. ჯაიანი

ფიზიკა

6. კონდენსირებული გარემოს ფიზიკა – პროგრამის ხელმძღვანელი: სრული პროფ. ალექსანდრე შენგელაია
7. ასტროფიზიკა და პლაზმის ფიზიკა – პროგრამის ხელმძღვანელი: სრული პროფ. გიორგი მაჩაბელი
8. გამოყენებითი ელექტროდინამიკა – პროგრამის ხელმძღვანელი: სრული პროფ. რევაზ ზარიძე
9. ატომური, ბირთვული და ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკა – პროგრამის ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფ. სიმონ წერეთელი
10. მაღალი ენერგიების ფიზიკა (თეორია) – პროგრამის ხელმძღვანელი: პროფ. აკადემიის წ/კ. ანზორ ხელაშვილი. პროგრამა შედგება ორი მოდულისაგან:
მოდული 1. მაღალი ენერგიების ფიზიკის, ელემენტარული ნაწილაკების და ატომბირთვის ფიზიკა 
მოდული 2. კვლევების კვანტური თეორია
11. ნაწილაკების ფიზიკა (ექსპერიმენტი) – პროგრამის ხელმძღვანელი: პროფ. მიხეილ ნიორაძე

ქიმია

12. ქიმიური ექსპერტიზა – პროგრამის ხელმძღვანელი: სრული პროფ. ბეჟან ჭანკვეტაძე
13. ფიზიკური და ანალიზური ქიმია – პროგრამის ხელმძღვანელი: სრული პროფ. ბეჟან ჭანკვეტაძე. პროგრამა შედგება ორი მოდულისაგან:
მოდული 1. ფიზიკური ქიმია – ხელმძღვანელი: სრული პროფ. ბეჟან ჭანკვეტაძე.
მოდული 2. ანალიზური ქიმია– ხელმძღვანელი: პროფ. გ. სუპატაშვილი.
14. არაორგანული და ორგანული ქიმია. – პროგრამის ხელმძღვანელები: სრული პროფ. მეცნ. აკადემიის წ/კ. შოთა სამსონია, სრული პროფ. ნოდარ ლეკიშვილი. პროგრამა შედგება ორი მოდულისაგან:
მოდული 1. არაორგანული ქიმია (მეტალ(ელემენტ)ორგანული კომპლექსნაერთთა ქიმია) – ხელმძღვანელი: სრული პროფ. ნოდარ ლეკიშვილი.
მოდული 2. ორგანული ქიმია (სინთეზური და ბუნებრივი ორგანული ნაერთების ქიმია, მაკრომოლეკულების ქიმია, ბიოორგანული ქიმია) – ხელმძღვანელი: სრული პროფ. მეცნ. აკადემიის წ/კ. შოთა სამსონია.

ბიოლოგია

15. უჯრედის და განვითარების ბიოლოგია – პროგრამის ხელმძღვანელი: პროფ. დიანა ძიძიგური
16. გენეტიკა, სამედიცინო გენეტიკა, ჰემატორლოგია, ტრანსფუზიოლოგია – პროგრამის ხელმძღვანელი: პროფ. თეიმურაზ ლეჟავა
17. მოლეკულური იმუნოლოგია და გამოყენებითი მიკრობიოლოგია – პროგრამის ხელმძღვანელი:  პროფ. ნინო ფორაქიშვილი. პროგრამა შედგება ორი მოდულისაგან:
მოდული 1. მოლეკულური იმუნოლოგია და იმუნოპათოლოგია.
მოდული 2. გამოყენებითი მიკრობიოლოგია.
18. სიმსივნის უჯრედული და მოლეკულური ბიოლოგია – პროგრამის ხელმძღვანელი: ასოც. პროფ. ნანა კოტრიკაძე. პროგრამა შედგება სამი მოდულისაგან:
მოდული 1. მოლეკულური მედიცინა;
მოდული 2. ორგანიზმი და სიმსივნე;
მოდული 3. სიმსივნის ბიოლოგია.
19. ბიოქიმია, სამედიცინო ბიოქიმია და ბიოტექნოლოგია – პროგრამის ხელმძღვანელი: ასოც. პროფ. ნანა კოშორიძე. პროგრამა შედგება სამი მოდულისაგან:
მოდული 1. ფუნდამენტური ბიოქიმია;
მოდული 2. სამედიცინო ბიოქიმია;
მოდული 3. ბიოტექნოლოგია
20. მოლეკულური ბიოლოგია – პროგრამის ხელმძღვანელი: ასოც. პროფ. მანანა გორდეზიანი. პროგრამა შედგება სამი მოდულისაგან:
მოდული 1. მოლეკულური ბიოლოგია;
მოდული 2. მიკროორგანიზმთა ბიოქიმია და ბიოტექნოლოგია;
მოდული 3 სტრუქტურული ბიოლოგია.
21. ნეირომეცნიერება – პროგრამის ხელმძღვანელი, ასოც. პროფ. ნანა დორეული

გეოლოგია

22. გეოლოგია– პროგრამის ხელმ­ძღვა­ნელი:  სრული პროფ. ბეჟან თუთბერიძე

გეოგრაფია

23. ფიზიკური გეოგრაფია, ნიადაგური რესურსები და გარემოს მდგრადი განვითარება – პრო­გრამის ხელმძღვანელი: სრული პროფ. ზურაბ სეფერთელაძე
24. წყლის რესურსების, მეტეოროლოგიური პროცესებისა და სანაპირო ზონის ინტეგრირებული მართვა – პროგრამის ხელმძღვანელი: სრული პროფ. დავით კერესელიძე. პროგრამა შედგება ორი მოდულისაგან:
მოდული 1: წყლის რესურსების მართვა.
მოდული 2: მეტეოროლოგიური პროცესებისა და სანაპირო ზონის ინტეგრირებული მართვა.

25. გეომორფოლოგია-გეოეკოლოგია, კარტოგრაფია-გეოინფორმატიკა – პროგრამის ხელმძღვანელი: სრული პროფ. რამინ გობეჯიშვილი
26. რეგიონული გეოგრაფია და ლანდშაფტური დაგეგმარება – პროგრამის ხელმძღვანელი: სრული პროფ. ნოდარ ელიზბარაშვილი

ინტერდისციპლინური სამაგისტრო პროგრამები

27. ეკოლოგია, ბიოგეოგრაფია და ისტორიული გეოლოგია, – პროგრამის ხელმძღვანელი:  სრული პროფესორი არნოლდ გეგეჭკორი.პროგრამა შედგება ოთხი მოდულისაგან:
მოდული 1. გეოგრაფია; დედამიწის ბიომები. მოდულის ხელმძღვანელი, პროფ. არნოლდ გეგეჭკორი
მოდული 2. ეკოლოგია და გარემოს კონტროლი. მოდულის ხელმძღვანელი, პროფ. გია ქაჯაია
მოდული 3. გეოგრაფია და გეოეკოლოგია, მოდულის ხელმძღვანელი, პროფ. ნოდარ ელიზბარაშვილი
მოდული 4. ისტორიული გეოლოგია. მოდულის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფ. გურამ ღონღაძე
28. ბიოფიზიკა – პროგრამის ხელმძღვანელი: ასოც. პროფ. თ. მძინარაშვილი. პრ ოგრამა შედგება სამი მოდულისაგან:
მოდული 1. ბიოფიზიკა;
მოდული 2. გამოყენებითი ბიოფიზიკა;
მოდული 3. სამედიცინო ბიოფიზიკა.
29. ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია – პროგრამის ხელმძღვანელი: ფ.-მ.მ.კ რომან ჯობავა. პროგრამა შედგება სამი მოდულისაგან:
მოდული 1. რადიო- და ზემაღალი სიხშირეების ინჟინერია;
მოდული 2. ელექტრომაგნიტური მოვლენების კომპიუტერული მოდელირება;
მოდული 3. ელექტრო-საინჟინრო პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა და დიზაინი
30. გეოფიზიკა – პროგრამის ხელმძღვანელი: აკადემიის წ/კ, პროფ. თამაზ ჭელიძე. პროგრამა შედგება სამი მოდულისაგან:
მოდული 1. პლანეტარული გეოფიზიკა;
მოდული 2. გამოყენებითი გეოფიზიკა;
მოდული 3. ატმოსფეროს ფიზიკა.
31. ლინგვისტური ინფორმატიკა – პროგრამის ხელმძღვანელი: აკადემიკოსი თამაზ გამყრელიძე

იურიდიული ფაკულტეტი

1. სამართალმცოდნეობა.
2. საერთაშორისო სამართლის სამაგისტრო პროგრამა.
3. გერმანული სამართლის სამაგისტრო პროგრამა, ერთობლივი პროგრამა კიოლნის უნივერსიტეტთან.
4. ევროპული სამართლის სამაგისტრო პროგრამა.
 

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი


1. ფილოსოფია
3 სასპეციალიზაციო მოდულით: ა) კულტურის ფილოსოფია და ესთეტიკა, ბ) პოლიტიკური ფილოსოფია, გ) ანალიზური ფილოსოფია და ლოგიკა.
კოორდინატორი ასოცირებული პროფესორი აკაკი ყულიჯანაშვილი

2. ქართული ლიტერატურა
3 სასპეციალიზაციო მოდულით: ა) ძველი ქართული ლიტერატურა, ბ) ახალი ქართული ლიტერატურა, გ) უახლესი ქართული ლიტერატურა.
ხელმძღვანელი სრული პროფესორი ელგუჯა ხინთიბიძე

 3. ქართველური ენათმეცნიერება
4 სასპეციალიზაციო მოდულით: ა) ქართული სალიტერატურო ენა და დიალექტები, ბ) ქართველური ენები: მეგრულ-ლაზური, სვანური, გ) ქართული ენის პრაგმატიკა, დ) ქართული ენის სწავლების თეორია, 
ხელმძღვანელი სრული პროფესორი დამანა მელიქიშვილი

4. ზოგადი და შედარებითი ენათმეცნიერება, ხელმძღვანელი სრული პროფესორი ირინე მელიქიშვილი

5.  ძველი ქართული თარგმანი და მისი ტექსტუალური კრიტიკა, ხელმძღვანელი ასოცირებული პროფესორი ანა ხარანაული

 6. კავკასიოლოგია
4 სასპეციალიზაციო მოდულით:
ა) იბერიულ-კავკასიური ენები,
ბ) კავკასიის ხალხთა ისტორია,

გ) აფხაზთმცოდნეობა

დ) ოსთმცოდნეობა

ხელმძღვანელი სრული პროფესორი თეიმურაზ გვანცელაძე

7. ლიტერატურის თეორია და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობა, ხელმძღვანელი სრული პროფესორი ირმა რატიანი

8. ფოლკლორისტიკა, ხელმძღვანელი სრული პროფესორი ზურაბ კიკნაძე

9. ბერძნულ-რომაული ფილოლოგია, ხელმძღვანელი სრული პროფესორი რისმაგ გორდეზიანი
3 სასპეციალიზაციო მოდულით:
ა) კლასიკური ფილოლოგია,
ბ) ბიზანტიური ფილოლოგია,
გ) ახალი ბერძნული ფილოლოგია,
10. ინგლისური ფილოლოგია, ხელმძღვანელი სრული პროფესორი რუსუდან ენუქიძე
2 სასპეციალიზაციო მოდულით:
ა) ინგლისური ენა, 
ბ) ინგლისის ლიტერატურა,

11. გერმანული ფილოლოგია, ხელმძღვანელი სრული პროფესორი ლალი ქეცბა-ხუნდაძე
2 სასპეციალიზაციო მოდულით 
ა) გერმანული ენათმეცნიერება
ბ) გერმანული ლიტერატურათმცოდნეობა
12. ფრანგული ფილოლოგია, კოორდინატორი სრული პროფესორი ია ფხაკაძე
2 სასპეციალიზაციო მოდულით:
ა) ფრანგული ენა,
ბ) ფრანგული ლიტერატურა
13. იტალიური ფილოლოგია, ხელმძღვანელი დოქტორი მაია ჯავახაძე
14. რუსული ფილოლოგია, ხელმძღვანელი სრული პროფესორი ნატალია ბასილაია
2 სასპეციალიზაციო მოდულით:
ა) რუსული ენის პრაგმატიკა,
ბ) სლავური ლიტერატურათმცოდნეობა 
15. არაბული ფილოლოგია, ხელმძღვანელი სრული პროფესორი აპოლონ სილაგაძე

16. თურქული ფილოლოგია, ხელმძღვანელი სრული პროფესორი მარიკა ჯიქია

17. ირანული ფილოლოგია, ხელმძღვანელი ასოცირებული პროფესორი მარინა ალექსიძე

18. ამერიკისმცოდნეობა, ხელმძღვანელი ელენე მეძმარიაშვილი, კონსულტანტი მაიკლ როკლანდი
2 სასპეციალიზაციო მოდულით
ა) ამერიკისმცოდნეობა,
ბ) ამერიკის ფილოსოფია,

19. არმენოლოგია, ხელმძღვანელი სრული პროფესორი ზაზა ალექსიძე

20. უკრაინისმცოდნეობა,  ხელმძღვანელი ასოცირებული პროფესორი ოთარ ბაქანიძე

21. საქართველოს ისტორია, ხელმძღვანელი სრული პროფესორი მარიამ ჩხარტიშვილი

22. მედიევისტიკა, ხელმძღვანელი სრული პროფესორი ბეჟან ჯავახია

23. ახალი და უახლესი ისტორია, ხელმძღვანელი ასოცირებული პროფესორი თეიმურაზ პაპასქირი
4 სასპეციალიზაციო მოდულით:
ა) ევროპისა და ამერიკის ქვეყნების ახალი და უახლესი ისტორია;
ბ) ახლო აღმოსავლეთის ისტორია (ახალი და უახლესი პერიოდი);
გ) შორეული აღმოსავლეთის ისტორია (ახალი და უახლესი პერიოდი);
დ) საერთაშორისო ურთიერთობების ისტორია ახალ და უახლეს პერიოდში,

24. არქეოლოგია-ეთნოლოგია, ხელმძღვანელი სრული პროფესორი ქეთევან ხუციშვილი, პროფესორი გურამ გრიგოლია

25. ძველი ენები და ცივილიზაციები, ხელმძღვანელი სრული პროფესორი ლევან გორდეზიანი

26. კულტურის მეცნიერებები, ხელმძღვანელი სრული პროფესორი ნინო ჩიქოვანი 

27. ქრისტიანობის ისტორია, ხელმძღვანელი ასოცირებული პროფესორი ქეთევან პავლიაშვილი

28. თარგმანის თეორია და მთარგმნელობითი პრაქტიკა, ხელმძღვანელი დოქტორი ნანა გაფრინდაშვილი
3 სასპეციალიზაციო მოდულით:
ა) დარგობრივი თარგმანი, (ჰუმანიტართათვის) ( ინგლისურ ენოვანი//გერმანულ ენოვანი იურიდიული დოკუმენტების თარგმანი);
ბ) დარგობრივი თარგმანი, (იურისტებისათვის) ( ინგლისურ ენოვანი//გერმანულ ენოვანი იურიდიული დოკუმენტების თარგმანი);
გ) ფართო პროფილის თარგმანი (გერმანული და რუსული ენები),

29. თარგმანის ხელოვნება, ხელმძღვანელი ინესა მერაბიშვილი
(ქართული და ინგლისური ენების ბაზაზე)

30. კულტურული მემკვიდრეობა და თანამედროვეობა: კვლევა და მართვა, კოორდინატორი, პროფესორი ზაზა სხირტლაძე
4 სასპეციალიზაციო მოდულით:
ა) ძველი ხელოვნება,
ბ) ახალი და თანამედროვე ხელოვნება,
გ) მუზეუმმცოდნეობა,
დ) ხელოვნება: მართვის თანამედროვე მეთოდები,

31. ვიზუალური ხელოვნება და გამოყენებითი ესთეტიკა, ხელმძღვანელი ასოცირებული პროფესორი თამაზ ხუციშვილი, დოქტორი ირაკლი ბრაჭული

32. განათლების მეცნიერებები, ხელმძღვანელი სრული პროფესორი ქეთევან ჭკუასელი
3 სასპეციალიზაციო მოდულით:
ა) განათლების სფეროს ხელმძღვანელობა და მართვა
ბ) განათლების პოლიტიკა
გ) საშუალო და უმაღლესი სკოლის პედაგოგიკა

33. დარგის სწავლების მეთოდიკა და მეთოდოლოგია, ხელმძღვანელი სრული პროფესორი ქეთევან ჭკუასელი
3 სასპეციალიზაციო მოდულებით:
ა) დარგის სწავლების მეთოდიკა
ბ) დარგის მასწავლებელი
გ) ინტეგრირებული საგნის მასწავლებელი
34. ებრაულ-არამეული ფილოლოგია, ხელმძღვანელი ასოცირებული პროფესორი მარიამ ჩაჩიბაია

35. ძველი მსოფლიოს (ძველაღმოსავლური და კლასიკური საზოგადოებების) ინტერკულტურული კვლევები, ხელმძღვანელები სრული პროფესორი ეკა ავალიანი, ასოცირებული პროფესორი მაია ღამბაშიძე
3 სასპეციალიზაციო მოდულებით:
ა) ასირიოლოგია და ბიბლეისტიკა,
ბ) კლასიკური საზოგადოების კვლევა
გ) ძველი მსოფლიოს ისტორია და კულტურა
36. თეოლოგია, ხელმძღვანელი  მამა გიორგი გამრეკელი

37. ბრიტანეთმცოდნეობა, ხელმძღვანელები  ასოცირებული პროფესორი მანანა რუსიეშვილი და ასოცირებული პროფესორი თინათინ მარგალიტაძე

38. რუსეთისა და აღმოსავლეთ ევროპისმცოდნეობა, ხელმძღვანელები – ასოცირებული პროფესორი ირინე კაპანაძე, ისტორიის დოქტორი გიორგი ჟუჟუნაშვილი

39. რუსეთისმცოდნეობა, ხელმძღვანელი ისტორიის დოქტორი დალი კანდელაკი

40. ევროპისმცოდნეობა, ხელმძღვანელი, პროფესორი, გ. გაბრიჩიძე. პროფესორი კ. მეტკალფი

 

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

1. ჟურნალისტიკა, ხელმძღვანელი სრული პროფესორი მარინე ვეკუა
2. საზოგადოებრივი გეოგრაფია, ხელმძღვანელი: პროფ. გიორგი გოგსაძე
3. პოლიტიკური მეცნიერება, ხელმძღვანელი: პროფ. მალხაზ მაცაბერიძე
4. კულტურა სოციალურ კვლევებში, ხელმძღვანელი: ასოც. პროფ. ნ. სურმანიძე
5. კონფლიქტების ანალიზი და მართვა, ხელმძღვანელი: პროფ. გუგული მაღრაძე
6. სოციალური, პოლიტიკური და კულტურული ფსიქოლოგია, ხელმძღვანელი: ასოც. პროფ. შ. აბზიანიძე
7. შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგია, ხელმძღვანელი: პროფ. გ. ქირია
8. სკოლის ფსიქოლოგია, ხელმძღვანელი: პროფ. მ. მირიანაშვილი
9. სოციოლოგია, ხელმძღვანელი: პროფ. იაგო კაჭკაჭიშვილი
10. სოციალური მუშაკი, ხელმძღვანელი: პროფ. იაგო კაჭკაჭიშვილი, პროფ. მარკ დოელი
11. გენდერი, ხელმძღვანელი: ასოც. პროფ. ნინო ჯავახიშვილი
 

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

1. ფინანსები და საბანკო საქმე , ხელმძღვანელი: სრული პროფესორი ირაკლი კოვზანაძე
2. მარკეტინგი, ხელმძღვანელი: სრული პროფესორი ნუგზარ თოდუა
3. ბუღალტრული აღრიცხვა, ხელმძღვანელი: სრული პროფესორი ელენე ხარაბაძე
4. ზოგადი მენეჯმენტი, ხელმძღვანელი: სრული პროფესორი გიორგი შიხაშვილი
5. საერთაშორისო ბიზნესი, ხელმძღვანელი ასოცირებული პროფესორი თემურ შენგელია
6. ტურიზმისა და მასპინძლობის მენეჯმენტი, ხელმძღვანელი ასოცირებული პროფესორი მაია მარგველაშვილი
7. საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები ხელმძღვანელი ასოცირებული პროფესორი ლარისა ყორღანაშვილი
8. ეკონომიკური პოლიტიკა, ხელმძღვანელი სრული პროფესორი რევაზ გველესიანი
9. მაკროეკონომიკა, ხელმძღვანელი სრული პროფესორი ნოდარ ხადური
10. ეკონომეტრიკა და მათემატიკური ეკონომიკა, ხელმძღვანელი სრული პროფესორი იური ანანიაშვილი .
11. ეკონომიკური სტატისტიკა, ხელმძღვანელი სრული პროფესორი სიმონ გელაშვილი .


 

II. დადგენილება საჯარო გაცნობის მიზნით განთავსდეს უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე.

 

გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე ,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 95

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის დიპლომის დანართის ფორმის დამტკიცების შესახებ

1. დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის დიპლომის დანართის ფორმა (დანართი 1).


2. დადგენილება საჯარო გაცნობის მიზნით განთავსდეს თსუ ვებ-გვერდზე.

 

საფუძველი: ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის აკადემიური დირექტორის შუამდგომლობა

 

 

პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 94

თსუ აკადემიური საბჭოს 2007 წლის 18 ივნისის №28 დადგენილებაში – “სამაგისტრო პროგრამის წარმოდგენისა და დამტკიცების შესახებ” – ცვლილებების შეტანის თაობაზე

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
25.05.2011, №47/2011 დადგენილებით

 

1. შეჩერდეს თსუ აკადემიური საბჭოს 2007 წლის 18 ივნისის #28 დადგენილების მე-4 პუნქტი ფაკულტეტების საბჭოების უფლებამოსილების ცნობამდე.


2. ფაკულტეტებზე სამაგისტრო პროგრამების დამტკიცება მოხდეს შემდეგი პროცედურების დაცვით:

ა) ფაკულტეტებზე სამაგისტრო პროგრამები განხილულ იქნეს ფაკულტეტის სრული და ასოცირებული პროფესორების გაერთიანებულ სხდომაზე. დადებითი დასკვნის შემთხვევაში პროგრამა დასამტკიცებლად წარედგინება აკადემიურ საბჭოს.

ბ) სრული და ასოცირებული პროფესორების გაერთიანებული სხდომა უფლებამოსილია განიხილოს პროგრამა და მიიღოს გადაწყვეტილება თუ მას ესწრება ფაკულტეტის სრული და ასოცირებული პროფესორების ნახევარზე მეტი.

გ) პროგრამა დამტკიცებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს დამსწრეთა ნახევარზე მეტი.


3. დადგენილება საჯარო გაცნობის მიზნით განთავსდეს თსუ ვებ-გვერდზე.
 

 

პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 93

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის დამტკიცების შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
26.03.2010, № 36/2010 დადგენილებით


     
დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესი
(დანართი 1).

 

გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 92

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  სრული, ასოცირებული და ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
07.05.2012, №31 დადგენილებით

 

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, აკადემიური თანამდებობის დაკავების მიზნით სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ პროფესორთა ღია კონკურსით შერჩევა განხორციელდეს შემდეგი წესით:

 

1. თსუ  სრული, ასოცირებული და ასისტენტ პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევ კანდიდატთა გამოვლენის მიზნით იქმნება საკონკურსო კომისია. საკონკურსო კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება კომისიის თავმჯდომარის, კომისიის მდივნის და სულ მცირე 3 წევრის შემადგენლობით.

 

2.  თსუ სრული და ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატი ვალდებულია  წარმოადგინოს:


ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
ბ)პირადობის მოწმობის ასლი ;
გ) ავტობიოგრაფია (CV);
დ)შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის  (დოკუმენტების)  ასლი;
ე) სალექციო კურსების ჩამონათვალი – სილაბუსებით;
ვ) სამეცნიერო კვლევების კონცეფცია;
ზ)ბოლო 5 წლის განმავლობაში შესრულებული ერთი სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც ყველაზე უკეთ წარმოაჩენს კონკურსანტის კვლევით პოტენციალს.

 

3. კანდიდატმა სასურველია წარმოადგინოს:

ა) ინფორმაცია ბოლო 5  წლის განმავლობაში საგრანტო პროექტების ხელმძღვანელობა ან პროექტებში მონაწილეობა;

ბ) მისი ხელმძღვანელობით შედგენილი და განხორციელებული საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები;

 

4. თსუ ასისტენტ პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი  კანდიდატი ვალდებულია  წარმოადგინოს:

ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
ბ)პირადობის მოწმობის ასლი ;
გ) ავტობიოგრაფია (CV);
დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის  (დოკუმენტების)  ასლი ან დოქტორანტურაში სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ე) სამოტივაციო წერილი.

 

5. თსუ  სრულ ან ასოცირებულ პროფესორად 3 სამი წლის ვადით შეიძლება არჩეული იქნეს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი. სრული პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად საჭიროა არანაკლებ 6 წლის პედაგოგიური და სამეცნიერო მოღვაწეობის  გამოცდილება, ხოლო ასოცირებული პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად საჭიროა არანაკლებ 3 წლის პედაგოგიური და სამეცნიერო მოღვაწეობის გამოცდილება.

 

6. თსუ ასისტენტ პროფესორად 2 წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი ან დოქტორანტურის სტუდენტი.

 

7. საკონკურსო კომისიას ქმნის თსუ რექტორი და დასამტკიცებლად წარუდგენს აკადემიურ საბჭოს.

 
8. საკონკურსო კომისია უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში:

ა)შექმნას სპეციალური საექსპერტო ჯგუფები, რომლებიც არ იღებენ მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღებაში;
ბ)მოიწვიოს კონკურსანტი გასაუბრებაზე;
გ)მოსთხოვოს კონკურსანტს საცდელი ლექციის ჩატარება.

 

9. საკონკურსო კომისია უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარი მაინც.

 

10. საკონკურსო კომისია დასკვნას ამტკიცებს დამსწრე წევრთა ხმების   უმრავლესობით  ღია კენჭისყრით.

 

11. სრული, ასოცირებული და ასისტენტ პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსს აცხადებს რექტორი.

 

12. საკონკურსო კომისიის მიერ წარდგენილი დასკვნის საფუძველზე, აკადემიური საბჭო იღებს გადაწყვეტილებას კანდიდატის აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის შესახებ.

 

13. საკონკურსო კომისია გადაწყვეტილების მიღებისას ვალდებულია გაითვალისწინოს კონკურსანტის აკადემიური ხარისხი, პედაგოგიური გამოცდილება, სამეცნიერო პუბლიკაციები და საგრანტო პროგრამებში მონაწილეობა.

 

14. სრული, ასოცირებული და ასისტენტ პროფესორის ვაკანტურ აკადემურ თანამდებობაზე კონკურსი ცხადდება საბუთების მიღებამდე არაუგვიანეს ერთი და კონკურსის ჩატარებამდე არაუგვიანეს ორი თვით ადრე.

 

15. კონკურსის ჩატარების თარიღი და პირობები გამოქვეყნდეს გაზეთ « თბილისის უნივერსიტეტში » და განთავსდეს თსუ ელექტრონულ გვერდზე.

 

 

გიორგი ხუბუა

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 91

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის შესახებ (კოდიფიცირებული)

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
07.05.2012, №31 დადგენილებით

 


ცვლილებები შეტანილია აკადემიური საბჭოს
18.01.2010, №1/2010; 4.10.2010, №108/2010;
8.11.2010, №129/2010 დადგენილებებით

 

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, აკადემიური თანამდებობის დაკავების მიზნით სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ პროფესორთა ღია კონკურსით შერჩევა განხორციელდეს შემდეგი წესით:

 

1. თსუ სრული, ასოცირებული და ასისტენტ პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევ კანდიდატთა გამოვლენის მიზნით იქმნება საკონკურსო კომისია. საკონკურსო კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება კომისიის თავმჯდომარის, კომისიის მდივნის და სულ მცირე 3 წევრის შემადგენლობით.

 

2. თსუ სრული და ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატი ვალდებულია წარმოადგინოს:

 

ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
ბ)პირადობის მოწმობის ასლი ;
გ) ავტობიოგრაფია (CV);
დ)შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი;
ე) სალექციო კურსების ჩამონათვალი – სილაბუსებით;
ვ) სამეცნიერო კვლევების კონცეფცია;
ზ)ბოლო 5 წლის განმავლობაში შესრულებული ერთი სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც ყველაზე უკეთ წარმოაჩენს კონკურსანტის კვლევით პოტენციალს.

 

3. კანდიდატმა სასურველია წარმოადგინოს:
ა) ინფორმაცია ბოლო 5 წლის განმავლობაში საგრანტო პროექტების ხელმძღვანელობა ან პროექტებში მონაწილეობა;
ბ) მისი ხელმძღვანელობით შედგენილი და განხორციელებული საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები;

 

4. თსუ ასისტენტ პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატი ვალდებულია წარმოადგინოს:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
ბ)პირადობის მოწმობის ასლი ;
გ) ავტობიოგრაფია (CV);
დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი ან დოქტორანტურაში სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ე) სამოტივაციო წერილი.

 

5. თსუ სრულ ან ასოცირებულ პროფესორად 6 წლის ვადით შეიძლება არჩეული იქნეს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი. სრული პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად საჭიროა არანაკლებ 6 წლის პედაგოგიური და სამეცნიერო მოღვაწეობის გამოცდილება, ხოლო ასოცირებული პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად საჭიროა არანაკლებ 3 წლის პედაგოგიური და სამეცნიერო მოღვაწეობის გამოცდილება. (4.10.2010, №108/2010 და 8.11.2010, №129/2010)

 

6. თსუ ასისტენტ–პროფესორად 4 წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი ან დოქტორანტურის სტუდენტი . (4.10.2010, №108/2010 და 8.11.2010, №129/2010)

 

7. საკონკურსო კომისიას ქმნის თსუ რექტორი და დასამტკიცებლად წარუდგენს აკადემიურ საბჭოს.

 

8. საკონკურსო კომისია უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში:
ა)შექმნას სპეციალური საექსპერტო ჯგუფები, რომლებიც არ იღებენ მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღებაში;
ბ)მოიწვიოს კონკურსანტი გასაუბრებაზე;
გ)მოსთხოვოს კონკურსანტს საცდელი ლექციის ჩატარება.

 

9. საკონკურსო კომისია უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარი მაინც.

 

10. საკონკურსო კომისია დასკვნას ამტკიცებს დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით ღია კენჭისყრით.

 

11. სრული, ასოცირებული და ასისტენტ პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსს აცხადებს რექტორი.

 

12. საკონკურსო კომისიის მიერ წარდგენილი დასკვნის საფუძველზე, აკადემიური საბჭო იღებს გადაწყვეტილებას კანდიდატის აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის შესახებ.

 

13. საკონკურსო კომისია გადაწყვეტილების მიღებისას ვალდებულია გაითვალისწინოს კონკურსანტის აკადემიური ხარისხი, პედაგოგიური გამოცდილება, სამეცნიერო პუბლიკაციები და საგრანტო პროგრამებში მონაწილეობა.

 

14. სრული, ასოცირებული და ასისტენტ პროფესორის ვაკანტურ აკადემიურ თანამდებობაზე კონკურსი ცხადდება საბუთების მიღებამდე არანაკლებ ერთი თვით ადრე. (18.01.2010, №1/2010)

 

141. საბუთების მიღება გრძელდება 2 კვირის განმავლობაში. (18.01.2010, №1/2010)

 

142. კონკურსი ტარდება საბუთების მიღების დასრულებიდან არანაკლებ 1 და არა უგვიანეს 2 თვის ვადაში. (18.01.2010, №1/2010)

 

15. კონკურსის ჩატარების თარიღი და პირობები გამოქვეყნდეს გაზეთ «თბილისის უნივერსიტეტში» და განთავსდეს თსუ ელექტრონულ გვერდზე.

 


გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 91

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილხამ ალიევისათვის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების შესახებ

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, ილხამ ალიევს მიენიჭოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება.

 

საფუძველი: სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის წარდგინება

 

 

გიორგი ხუბუა

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 90

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  აკადემიური პერსონალისათვის სახელფასო დანამატის კრიტერიუმების  განსაზღვრის შესახებ 2008 წლის 27 თებერვლის №80 დადგენილებაში ცვლილების შეტანის მიზანშეწონილობის შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
23.09.2011, №100/2011 დადგენილებით

 

 

სახელფასო დანამატის კრიტერიუმები დარჩეს უცვლელი.
 

 

საფუძველი: ფაკულტეტებიდან შემოსული მოხსენებითი ბარათები და წინადადებები.

 

 

გიორგი ხუბუა

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 89

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გარდამავალი პერიოდის დოქტორანტთა დოქტორანტურაში სწავლის გადასახადის შესახებ

1. გარდამავალი პერიოდის დოქტორანტებისათვის დოქტორანტურაში სწავლის სემესტრული გადასახადი განისაზღვროს – 1000 ლარით.


2. დოქტორანტურაში 2007-2008 სასწავლო წელს ჩარიცხული გარდამავალი პერიოდის დოქტორანტები გათავისუფლდნენ სწავლის გადასახადისაგან  2008 წლის ოქტომბრამდე.


3. დოქტორანტურაში 2008-2009 სასწავლო წელს ჩარიცხული გარდამავალი პერიოდის დოქტორანტები გათავისუფლდნენ სწავლის გადასახადისაგან  ჩარიცხვიდან ერთი სემესტრის განმავლობაში.

 

  • თუ ზემოხსენებულ ვადაში შესაბამისი ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს არ წარედგინა სადისერტაციო ნაშრომი დოქტორანტურის შესახებ ფაკულტეტის დებულებით დადგენილი წესით, დოქტორანტი დოქტორანტურაში სწავლას გააგრძელებს თვითდაფინანსებით.


 

გიორგი ხუბუა

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 88

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გარდამავალი პერიოდის დოქტორანტთა დოქტორანტურაში სწავლის გადასახადის შესახებ (კოდიფიცირებული)

ცვლილებები შეტანილია აკადემიური საბჭოს
30.09.2008, №137 დადგენილებით


გარდამავალი პერიოდის დოქტორანტებისათვის დოქტორანტურაში სწავლის სემესტრული გადასახადი განისაზღვროს – 1000 ლარით.
დოქტორანტურაში 2007-2008 სასწავლო წელს ჩარიცხული გარდამავალი პერიოდის დოქტორანტები გათავისუფლდნენ სწავლის გადასახადისაგან 2008 წლის ოქტომბრამდე.
2007-2008 სასწავლო წელს ჩარიცხული გარდამავალი პერიოდის დოქტორანტები გათავისუფლდნენ სწავლის გადასახადისაგან 2008 წლის 28 ნოემბრამდე. (30.09.2008, №137)
დოქტორანტურაში 2008-2009 სასწავლო წელს ჩარიცხული გარდამავალი პერიოდის დოქტორანტები გათავისუფლდნენ სწავლის გადასახადისაგან ჩარიცხვიდან ერთი სემესტრის განმავლობაში.
თუ ზემოხსენებულ ვადაში შესაბამისი ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს არ წარედგინა სადისერტაციო ნაშრომი დოქტორანტურის შესახებ ფაკულტეტის დებულებით დადგენილი წესით, დოქტორანტი დოქტორანტურაში სწავლას გააგრძელებს თვითდაფინანსებით.
 

 

გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 88

2008-2009   სასწავლო  წლისათვის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ

I. 2008-2009 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის სასწავლო პროცესის  ვადები განისაზღვროს შემდეგი წესით:

1. მობილობის ვადები:

 

1.1 საბუთების მიღება – 14 - 25 ივლისი;
1.2 რეგისტრაცია ფაკულტეტზე – 1-2 სექტემბერი;
1.3 გამოცდა – 3 სექტემბერი;
1.4 გამოცდის შედეგების გამოცხადება – 5 სექტემბერი;
1.5 განცხადებების მიღება აპელაციაზე – 5 და 8 სექტემბერი;
1.6 სააპელაციო კომისიის მუშაობა და აპელაციის განხილვა – 10 სექტემბერი;
1.7 ბრძანება ჩარიცხვაზე – 17 სექტემბერი.

 

2. სასწავლო სემესტრის ვადები  ( ბაკალავრიატი ):

 

2.1 ადმინისტრაციული რეგისტრაცია _ 1 აგვისტო – 15 სექტემბერი;
2.2 აკადემიური რეგისტრაცია – 1 – 20 სექტემბერი;
2.3 სააუდიტორიო მეცადინეობები – 22 სექტემბერი – 3 იანვარი;
2.4 სასესიო პერიოდი – 12 იანვარი – 7 თებერვალი;
2.5 არდადეგები – 9 – 28 თებერვალი.

 

3. მაგისტრატურაში მიღება : 

 

3.1 საბუთების მიღება – 14 - 25 ივლისი და  25 აგვისტო - 5 სექტემბერი;
3.2 გამოცდები – 8 – 19 სექტემბერი;
3.3 დადებითქულიანი კონკურსანტების სიების გამოცხადება – 23 სექტემბერი;
3.4 ადმინსტრაციული რეგისტრაცია – 23 სექტემბერი – 3 ოქტომბრამდე;
3.5 ბრძანება ჩარიცხვაზე –  6 ოქტომბერი.

 

4. სასწავლო სემესტრის ვადები (  მაგისტრატურა  ):

 

4.1 ადმინისტრაციული რეგისტრაცია – – 22 სექტემბერი – 3 ოქტომბერი;
4.2 სააუდიტორიო მეცადინეობები – 6 ოქტომბერი  – 17 იანვარი;
4.3 სასესიო პერიოდი – 19 იანვარი – 7 თებერვალი;
4.4 არდადეგები - 9 – 28 თებერვალი.

 

II. 2008-2009 სასწავლო წლის  გაზაფხულის სემესტრისათვის სასწავლო პროცესის  ვადები განისაზღვროს შემდეგი წესით:

 

 1. მობილობის ვადები:

 

1.1 საბუთების მიღება – 26 იანვარი  –  6 თებერვალი;
1.2 რეგისტრაცია ფაკულტეტზე – 9 თებერვალი;
1.3 გამოცდა – 11 თებერვალი;
1.4 გამოცდის შედეგების გამოცხადება - 13 თებერვალი ;
1.5 განცხადებების მიღება აპელაციაზე – 13 და 16 თებერვალი;
1.6 სააპელაციო კომისიის მუშაობა და აპელაციის განხილვა – 18 თებერვალი;
1.7 შედეგების გამოცხადება – 19 თებერვალი;
1.8 ბრძანება ჩარიცხვაზე – 27  თებერვალი.

 

 2. სასწავლო სემესტრის ვადები ( ბაკალავრიატი );

 

2.1 ადმინისტრაციული რეგისტრაცია – 2 – 23 თებერვალი;
2.2 აკადემიური რეგისტრაცია – 5 – 28 თებერვალი;
2.3 სააუდიტორიო მეცადინეობები – 2 მარტი – 13 ივნისი;
2.4 სასესიო პერიოდი – 15 ივნისი – 11 ივლისი.

 

 3. მაგისტრატურაში მიღება:

 

3.1 საბუთების მიღება – 12 იანვარი 13 თებერვალი;
3.2 გამოცდები – 16 - 26 თებერვალი;
3.3 დადებითქულიანი კონკურსანტების სიების გამოცხადება – 27 თებერვალი;
3.4 ადმინისტრაციული რეგისტრაცია – 28 თებერვალი 14 მარტი;
3.5 ბრძანება ჩარიცხვაზე – 16 მარტი.

 

 4. სასწავლო სემესტრის ვადები ( მაგისტრატურა ):

 

4.1 ადმინისტრაციული რეგისტრაცია –  28 თებერვალი 14 მარტი;
4.2 სააუდიტორიო მეცადინეობები – 16 მარტი  – 27 ივნისი;
4.3 სასესიო პერიოდი –  29 ივნისი  –  18 ივლისი.

 

 

გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 87

შვეიცარიელი ქართველოლოგის,  იოლანდა მარშევისათვის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების შესახებ

ქართული კულტურის წინაშე გაწეული განსაკუთრებული წვლილისათვის, იოლანდა მარშევის მიენიჭოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება

 

საფუძველი: ჰუმანიტარული ფაკულტეტის წარდგინება

 

გიორგი ხუბუა

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 86