საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
ბრძანება
თარიღი
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის/ერთსაფეხურიანი სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის 2016-2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან სტუდენტის სტატუსის აღდგენის თაობაზე
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის/ერთსაფეხურიანი სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის 2016-2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან სტუდენტის სტატუსის აღდგენის თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი - მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 და მე-11 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის №127/ნ ბრძანებით დამტკიცებული საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის მე-6 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, "უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის №10/ნ ბრძანების მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის, "სსიპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საჯაროდ გამოცხადების წესის დამტკიცების შესახებ" თსუ-ს რექტორის 2010 წლის  13 სექტემბრის №83/01-01 ბრძანებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტიდან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. აღუდგეთ სტუდენტის სტატუსი 2016-2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების შესაბამისად თანდართული სიის მიხედვით ბაკალავრიატის/ერთსაფეხურიანი სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამის შემდეგ სტუდენტებს:

 ა) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №1);
 ბ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი  (დანართი №2);
 გ) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №3);
 დ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დანართი №4);
 ე) იურიდიული ფაკულტეტი (დანართი №5);
 ვ) მედიცინის ფაკულტეტი (დანართი №6);
 ზ) ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №7).

2. შეტანილ იქნას ცვლილება (ერთი დღის ვადაში) საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში.
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტმენტს.
4. ბრძანების დაინტერესებულ პირთათვის გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
5. ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.



რექტორის მოვალეობის შემსრულებელი,
რექტორის მოადგილე                              მიხეილ ჩხენკელი

სრულად

ბრძანების N: 353/01-04

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის 2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის ჩათვლით ერთი და იმავე სავალდებულო სასწავლო კურსში სამჯერ კრედიტის ვერმიღების გამო, 2016-2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის თაობაზე
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის 2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის ჩათვლით ერთი და იმავე სავალდებულო სასწავლო კურსში სამჯერ კრედიტის ვერმიღების გამო, 2016-2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის თაობაზე 

"სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის 2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის ჩათვლით ერთი და იმავე სავალდებულო სასწავლო კურსში სამჯერ კრედიტის ვერმიღების გამო 2016-2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან სტუდენტის სტატუსის შეწყვეტასთან დაკავშირებით წარმოების დაწყების თაობაზე" თსუ რექტორის 2017 წლის 1 მარტის №152/01-04 ბრძანებით დაიწყო წარმოება თსუ-ს სტუდენტებისათვის ერთი და იმავე სავალდებულო სასწავლო კურსში სამჯერ კრედიტის ვერმიღების გამო, სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის თაობაზე. 
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 41-ე მუხლის მე-5 პუნქტის "დ" ქვეპუნქტის თანახმად, ერთი და იმავე სავალდებულო სასწავლო კურსში სამჯერ კრედიტის ვერმიღება წარმოადგენს სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველს.
წარმოების შედეგად დადგინდა, რომ თსუ-ს რექტორის 2017 წლის  1 მარტის №152/01-04 ბრძანებაში მითითებულ სტუდენტთა ნაწილს, რომელთა მიმართაც მიმდინარეობდა წარმოება, ნამდვილად აქვს სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველი, ხოლო სტუდენტთა ნაწილს არ უნდა შეუწყდეს სტუდენტის სტატუსი.
,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის,  55-ე მუხლის პირველი და  მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 და მე-11 პუნქტების, "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საჯაროდ გამოცხადების წესის დამტკიცების შესახებ" თსუ-ს რექტორის  2010  წლის  13 სექტემბრის №83/01-01 ბრძანების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო 

მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2017 წლის 23 მარტის №3981/28, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2017 წლის 23 მარტის №4041/27, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2017 წლის 21 მარტის №3914/30, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის მოადგილის 2017 წლის 20 მარტის №3747/29, 24 მარტისN№4212/29 და 27 მარტის №4212/29; იურიდიული ფაკულტეტის დეკანის 2017 წლის 20 მარტის №3753/31-01, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2017 წლის 20 მარტის №3740/26 და მედიცნის ფაკულტეტის დეკანის მოადგილის 2017 წლის 21 მარტის №3797/32 წერილების საფუძველზე, 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შეუწყდეთ თსუ-ს სტუდენტის სტატუსი 2016-2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს, 2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის ჩათვლით, ერთი და იმავე სავალდებულო სასწავლო კურსში სამჯერ კრედიტის ვერმიღების გამო, ფაკულტეტების შესაბამისად თანდართული სიის მიხედვით:
  
1.1. ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი  (დანართი №1); 
1.2. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №2);
1.3. სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №3);
1.4. ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დანართი №4);
1.5. იურიდიული ფაკულტეტი (დანართი №5); 
1.6. მედიცინის ფაკულტეტი (დანართი №6);
1.7. ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №7

2. შეტანილ იქნეს ცვლილება საგანმანათლებლო დაწესებულებათა რეესტრში (1 დღის ვადაში).
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
5. ბრძანება ძალაშია საჯარო გამოცხადებისთანავე.
6. წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრებული იქნას კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6)


რექტორის მოვალეობის შემსრულებელი,
რექტორის მოადგილე                                       მიხეილ ჩხენკელი

სრულად

ბრძანების N: 341/01-04

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის/ერთსაფეხურიანი სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის 2016-2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან ადმინისტრაციული რეგისტრაციის გაუვლელობის გამო სტუდენტის სტატუსის შეჩერების შესახებ
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის/ერთსაფეხურიანი სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის 2016-2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან ადმინისტრაციული რეგისტრაციის გაუვლელობის გამო სტუდენტის სტატუსის შეჩერების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და  მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 და მე-11  პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის №127/ნ ბრძანებით დამტკიცებული "საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის" მე-6 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, "სსიპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საჯაროდ გამოცხადების წესის დამტკიცების შესახებ" თსუ-ს რექტორის 2010 წლის 13 სექტემბრის №83/01-01 ბრძანების საფუძველზე, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტიდან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შეუჩერდეთ სტუდენტის სტატუსი 2016-2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან ადმინისტრაციული რეგისტრაციის გაუვლელობის გამო ბაკალავრიატის/ერთსაფეხურიანი სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამის შემდეგ სტუდენტებს, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების შესაბამისად თანდართული სიის მიხედვით:
ა) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №1)
ბ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №2)
გ) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №3)
დ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დანართი №4)
ე) იურიდიული ფაკულტეტი (დანართი №5)
ვ) მედიცინის ფაკულტეტი (დანართი №6)
ზ) ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №7)


2. შეტანილ იქნეს ინფორმაცია (ერთი დღის ვადაში) საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში;
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
4. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
5. ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე;
6. წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრებული იქნას კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6). 


რექტორის მოვალეობის შემსრულებელი,
რექტორის მოადგილე  მიხეილ ჩხენკელი

სრულად

ბრძანების N: 342/01-04

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის/ერთსაფეხურიანი სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის 2016-2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან აკადემიური რეგისტრაციის გაუვლელობის გამო სტუდენტის სტატუსის შეჩერების შესახებ
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის/ერთსაფეხურიანი სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის 2016-2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან აკადემიური რეგისტრაციის გაუვლელობის გამო სტუდენტის სტატუსის შეჩერების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და  მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 და მე-11 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის №127/ნ ბრძანებით დამტკიცებული "საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის" მე-6 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, "სსიპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საჯაროდ გამოცხადების წესის დამტკიცების შესახებ" თსუ-ს რექტორის 2010 წლის 13 სექტემბრის №83/01-01 ბრძანების საფუძველზე, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტიდან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შეუჩერდეთ სტუდენტის სტატუსი 2016-2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან აკადემიური რეგისტრაციის გაუვლელობის გამო ბაკალავრიატის/ერთსაფეხურიანი სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამის შემდეგ სტუდენტებს, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების შესაბამისად თანდართული სიის მიხედვით:
ა) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი  (დანართი №1)
ბ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №2)
გ) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №3)
დ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დანართი №4)
ე) იურიდიული ფაკულტეტი (დანართი №5)
ვ) მედიცინის ფაკულტეტი (დანართი №6)
ზ) ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №7)


2. წინამდებარე ბრძანების დანართებში მითითებულ სტუდენტებს, რომელთაც გავლილი აქვთ ადმინისტრაციული რეგისტრაცია, მათ მიერ გადახდილი სწავლის საფასური ჩათვლილ იქნეს მომდევნო ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლისას სწავლის საფასურად; 
3. შეტანილ იქნეს ინფორმაცია (ერთი დღის ვადაში) საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში;
4. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
5. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
6. ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე;
7. წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრებული იქნას კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6). 



რექტორის მოვალეობის შემსრულებელი,
რექტორის მოადგილე    მიხეილ ჩხენკელი


სრულად

ბრძანების N: 343/01-04

"სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 2015-2016 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ჩარიცხული პროფესიული სტუდენტებისთვის 2016-2017 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ” რექტორის 2016 წლის 7 ნოემბრის #197/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
"სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 2015-2016 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ჩარიცხული პროფესიული სტუდენტებისთვის    2016-2017 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ” რექტორის 2016 წლის 7 ნოემბრის #197/01-01 ბრძანებაში ცვლილების   შეტანის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, თსუ-ს აკადემიური საბჭოს 2013 წლის 27 დეკემბრის #139/2013 დადგენილებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2017 წლის    23 მარტის #4080/27 წერილის საფუძველზე

ვბრძანებ: 

1. შეტანილ იქნეს ცვლილება  "სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 2015-2016 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ჩარიცხული პროფესიული სტუდენტებისთვის 2016-2017 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ” რექტორის 2016 წლის 7 ნოემბრის #197/01-01 ბრძანების პირველი პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტში და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
            
,,ბ) გაზაფხულის სემესტრი
ბ.ა. აკადემიური რეგისტრაცია  - 11 - 17 აპრილი;
ბ.ბ. სააუდიტორიო  მეცადინეობები – 17 აპრილი - 29 ივლისი;
ბ.გ. საგამოცდო პერიოდი–31 ივლისი-12 აგვისტო (დასკვნითი გამოცდები),
     16 - 27 აგვისტო (დამატებითი გამოცდები). ”
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება     დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3.    დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
4.    ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი                                                     გიორგი შარვაშიძე

სრულად

ბრძანების N: 52/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტთა ჩარიცხვის შესახებ
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტთა  ჩარიცხვის შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 52-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი,  54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, მე-100 მუხლის პირველი ნაწილის,   საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის #224/ნ ბრძანების ,,უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების მიერ დოკუმენტების წარდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების შესახებ” მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის,  ,,აბიტურიენტებისათვის / მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის /სტუდენტებისათვის ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის უფლების მინიჭების თაობაზე” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 23 მარტის #268 ბრძანების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. ჩაირიცხონ სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2016-2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტები N1 დანართის შესაბამისად (დანართი N1);
2.  ინფორმაცია   საგანმანათლებლო  დაწესებულებების  რეესტრში შესატანად        
გაეგზავნოს სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს.
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს. 
4. ბრძანება ძალაშია დაინტერესებული პირებისათვის გაცნობისთანავე.
5. ბრძანების დაინტერესებული პირებისათვის გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.


რექტორი                                                  გიორგი შარვაშიძე


სრულად

ბრძანების N: 315/01-04

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენციის GADEST 2017 (Gettering and Defect Engineering in Semiconductor Technology) ორგანიზებისათვის გასატარებელი ღონისძიებების შესახებ
სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენციის GADEST 2017 (Gettering and Defect Engineering  in Semiconductor Technology) ორგანიზებისათვის გასატარებელი   ღონისძიებების  შესახებ

    ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჰ4“ ქვეპუნქტის, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი - მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის „საჯარო სამართლის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე–14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის  მე–8 პუნქტის ,,ა“, ,,ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, ამავე მუხლის მე-9 პუნქტის,  ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ფიზიკის დეპარტამენტის კონდენსირებული გარემოს ფიზიკის კათედრის გამგის, პროფესორ    ალექსანდრე შენგელაიას 2017 წლის 16 მარტის #3654/10-02 კორესპონდენციის საფუძველზე,

 ვბრძანებ:

1. 2017 წლის 1-6 ოქტომბერს  სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით სასტუმრო „ლოპოტაზე“  საერთაშორისო კონფერენციის GADEST 2017 (Gettering and Defect Engineering in Semiconductor Technology) ჩატარების მიზნით, შეიქმნას ადგილობრივი კომიტეტი შემდეგი შემადგენლობით:
ა) მიხეილ ჩხენკელი - თსუ რექტორის მოადგილე, ადგილობრივი კომიტეტის თავმჯდომარე;
ბ) ალექსანდრე შენგელაია - თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი - კონფერენციის თანათავმჯდომარე, ადგილობრივი კომიტეტის წევრი;
გ) თამარ ჭელიძე - თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი - კონფერენციის აღმასრულებელი მდივანი, ადგილობრივი კომიტეტის წევრი;
დ) ზაალ მაჭავარიანი - თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, ადგილობრივი კომიტეტის წევრი;
ე) მაგდა ცინცაძე - თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, ადგილობრივი კომიტეტის წევრი;
ვ) ცისანა გავაშელი - თსუ სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ – პროფესორი, ადგილობრივი კომიტეტის წევრი;
ზ) მაგული კვერნაძე - თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის  მენეჯერი, ადგილობრივი კომიტეტის წევრი;
თ) თამარ ებრალიძე - თსუ გამომცემლობის დირექტორი, ადგილობრივი კომიტეტის წევრი;
ი) არჩილ კუკულავა - თსუ იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, ადგილობრივი კომიტეტის წევრი;
კ) ნანა მამაგულიშვილი - თსუ საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, ადგილობრივი კომიტეტის წევრი;
ლ) ირაკლი საღარეიშვილი - თსუ საფინანსო დეპარტამენტის უფროსი, ადგილობრივი კომიტეტის წევრი;
მ)გიორგი ტალახაძე - მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი, ადგილობრივი კომიტეტის წევრი;
ნ) შოთა ბარბაქაძე - თსუ საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, საინფორმაციო ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილების უფროსი, ადგილობრივი კომიტეტის წევრი;
ო) მიხეილ მახვილაძე - თსუ საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, ქსელისა და სერვერული სისტემების განყოფილების მთავარი სისტემური ადმინისტრატორი, ადგილობრივი კომიტეტის წევრი;
პ)კახაბერ მღებრიშვილი, თსუ საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, პროგრამული უზრუნველყოფის განყოფილების პროგრამისტი, ადგილობრივი კომიტეტის წევრი;
ჟ) მირიან ტაბიძე - თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის  ლაბორატორიის გამგე, ადგილობრივი კომიტეტის წევრი;
რ) მაია სამხარაძე - თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის  ინჟინერი, ადგილობრივი კომიტეტის წევრი;
 ს) ლია ტრაპაიძე - თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი, ადგილობრივი კომიტეტის წევრი;
ტ) ნინო ცისკარიშვილი - თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის  ლაბორანტი, ადგილობრივი კომიტეტის წევრი;
უ) ქეთევან გამყრელიძე - თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის  უფროსი ლაბორანტი, ადგილობრივი კომიტეტის წევრი.

2. კონფერენციის ფინანსური უზრუნველყოფა განხორციელდეს კონფერენციის სარეგისტრაციო გადასახადიდან, რომელიც  შეადგენს  € 950 - ადრეული რეგისტრაციისთვის (2017 წლის 30 მაისამდე), € 1050 - რეგულარული რეგისტრაციისთვის (2017 წლის 15 ივლისამდე),  € 1,150 - გვიანი რეგისტრაციისთვის (2017 წლის 15 აგვისტომდე). დაევალოს ადგილობრივ კომიტეტს კონფერენციის დეტალური  ხარჯთაღრიცხვის წარმოდგენა 2017 წლის აგვისტოს თვის ბოლომდე. 
3. დაევალოს საფინანსო დეპარტამენტს გაიხსნას საკონფერენციო შენატანებისათვის სპეციალური ქვეანგარიში და წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად განახორციელოს დაგეგმილი ღონისძიებების ფინანსური უზრუნველყოფა.
4. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს კონფერენციის სათანადო ტექნიკური აღჭურვილობით უზრუნველყოფა და სიმპოზიუმის ვებ-გვერდის მომზადება.
5. დაევალოს მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტს კონფერენციის მონაწილეთა მატერიალურ-ტექნიკური და სატრანსპორტო მომსახურების უზრუნველყოფა.
6. დაევალოს თსუ გამომცემლობას საკონფერენციო მასალების დაბეჭდვის უზრუნველყოფა.
7. დაევალოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს უზრუნველყოს კონფერენციის სათანადოდ გაშუქება.
8. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
9. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს. 
10. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი                                                               გიორგი შარვაშიძე
                    






სრულად

ბრძანების N: 51/01-01

2017/2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში გრონინგენის უნივერსიტეტის (ნიდერლანდების სამეფო) მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატთა შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ
2017/2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში გრ ნინგენის უნივერსიტეტის (ნიდერლანდების სამეფო) მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატთა შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნ¬ქტების, მე-9 პუნქტის და საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის წერილის (3709/10; 20.03.17) საფუძველზე

ვბრძანებ:

1. ჩატარდეს კონკურსი 2017/2018 წლის შემოდგომის სემესტრისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში გრონინგენის უნივერსიტეტის მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატთა შესარჩევად. 
2. კონკურსი ჩატარდეს 2017 წლის 24 მარტს თბილისის სახელმწიფო    უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, ოთახი №121 (მისამართი: თბილისი,                   ილია ჭავჭავაძის გამზირი №1). 
3. დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა)თეონა მატარაძე, თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე;
ბ)მედეა დესპოტაშვილი, თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
გ)დემეტრე ეგნატაშვილი, თსუ იურიდიული ფაკულტეტის დეკანის აპარატის უფროსი, ასისტენტი, კომისიის წევრი. 
4. დამტკიცდეს კომისიის მდივნად თსუ საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი - ანი ჭელიშვილი. 
5. დამტკიცდეს კონკურსის ჩატარებისა და კანდიდატთა შერჩევის წესი (დანართი №1)
6. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს    საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7. ბრძანების ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება და დაგზავნის  ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისთვის გადაცემა დაევალოს თსუ კანცე¬ლა¬რიას.
8. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.


რექტორი                                                  გიორგი შარვაშიძე 

სრულად

ბრძანების N: 48/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის სტატუსის შეჩერებიდან 5 წლიანი ვადის გასვლის გამო სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის თაობაზე
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის სტატუსის შეჩერებიდან 5 წლიანი ვადის გასვლის გამო სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის თაობაზე


,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 43-ე მუხლის მე-12 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის,  55-ე მუხლის პირველი და  მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის №10/ნ ბრძანებით დამტკიცებული "უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის" №1 დანართის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა“, ,,ბ“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 41-ე მუხლის მე-5 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საჯაროდ გამოცხადების წესის დამტკიცების შესახებ“ თსუ-ს რექტორის 2010 წლის 13 სექტემბრის №83/01-01 ბრძანების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2017 წლის 17 მარტის №3576/28, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2017 წლის 21 მარტის №3871/27, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2017 წლის 16 მარტის №3429/30, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის მოადგილის 2017 წლის 21 მარტის №3782/31-01 და №2233/29, იურიდიული ფაკულტეტის დეკანის 2017 წლის 27 თებერვლის №2245/02, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის  2017 წლის 17 მარტის №3594/26, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის მოადგილის 2017 წლის 21 მარტის №3812/29 წარდგინებებისა და თსუ საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტიდან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შეუწყდეთ სტუდენტის სტატუსი, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებს №1 დანართის შესაბამისად, სტუდენტის სტატუსის შეჩერებიდან 5 წლიანი ვადის გასვლის გამო (დანართი №1). 
2. შეტანილ იქნეს ცვლილება საგანმანათლებლო დაწესებულებათა რეესტრში  (1 დღის ვადაში).
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
5. ბრძანება ძალაშია საჯარო გამოცხადებისთანავე.
6. წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრებული იქნას  კანონმდებლობით  დადგენილი  წესით  ძალაში  შესვლის   დღიდან  ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6)


რექტორი გიორგი შარვაშიძე 



სრულად

ბრძანების N: 284/01-04

„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების სპეციალური ინსპექტირების ჯგუფის შექმნის თაობაზე“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 03 სექტემბრის 117/02-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების სპეციალური ინსპექტირების ჯგუფის შექმნის თაობაზე“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 03 სექტემბრის 117/02-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
,,
უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე–15 მუხლის პირველი პუნქტის, მე–16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტისა და მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის კვების ობიექტების მენეჯერის ვალერი არღუთაშვილის  2017 წლის 01 მარტის  №2524/29 კორესპონდენციის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების სპეციალური ინსპექტირების ჯგუფის შექმნის თაობაზე“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 03 სექტემბრის 117/02-01 შევიდეს ცვლილებები და ხსენებული ბრძანების პირველი მუხლის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებული კვების ობიექტებისათვის განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების შედეგად დადებული ხელშეკრულებების პირობების შესრულების, კონტროლისა და ზედამხედველობის   ინსპექტირების ჯგუფი:
ლა) ვალერი არღუთაშვილი - მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის   კვების ობიექტების მენეჯერი - ჯგუფის ხელმძღვანელი;
ლბ) თენგიზ გოგოლაძე - მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის (მე-10 სასწავლო კორპუსი) კვების ობიექტის ადმინისტრატორი - ჯგუფის წევრი; 
ლგ) აკაკი მიქაბერიძე - ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მენეჯერი საფინანსო-ეკონომიკურ საკითხებში - ჯგუფის წევრი;
ლდ) ბეჟან ბუაძე - მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის (მე-10 სასწავლო კორპუსი)  ადმინისტრატორი.’’

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება   დაევალოს  საინფორმაციო ტექნოლოგიებისა დეპარტამენტს.
3.  ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.



ადმინისტრაციის ხელმძღვანელი     ნუნუ ოვსიანიკოვა



სრულად

ბრძანების N: 75/02-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე ლოლიტა ბაბაიანის ჩარიცხვის შესახებ
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე ლოლიტა ბაბაიანის ჩარიცხვის შესახებ

    ,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 52-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, მე-100 მუხლის პირველი ნაწილის,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის #224/ნ ბრძანების ,,უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების / მაგისტრანტობის კანდიდატების / სტუდენტების მიერ დოკუმენტების წარდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების შესახებ” მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის   მე-5 პუნქტის, ,,აბიტურიენტებისათვის / მაგისტრანტობის  კანდიდატებისათვის /სტუდენტებისათვის ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის უფლების მინიჭების თაობაზე” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 16 მარტის  N252 ბრძანების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. ჩაირიცხოს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე – ,,ბიზნესის ადმინისტრირება’’ 2016-2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე    ლოლიტა ბაბაიანი I სემესტრი, 19 კრედიტი). 
2. ინფორმაცია   საგანმანათლებლო    დაწესებულებების     რეესტრში   შესატანად        
გაეგზავნოს სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს.
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს. 
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
5. ბრძანების დაინტერესებული პირებისათვის გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.

რექტორი                                                  გიორგი შარვაშიძე

სრულად

ბრძანების N: 257/01-04

,,ა(ა)იპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური განვითარებისა და უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსის ,,სურსათის უვნებლობა და საინსპექციო კონტროლი” ფასიანი მომსახურების ღირებულების დადგენის თაობაზე “ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2012 წლის 26 ნოემბრის №154/02-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
,,ა(ა)იპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური განვითარებისა და უწყვეტი განათლების ცენტრის  სასერტიფიკატო კურსის ,,სურსათის უვნებლობა და საინსპექციო კონტროლი” ფასიანი მომსახურების ღირებულების დადგენის თაობაზე “ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2012 წლის 26 ნოემბრის №154/02-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ


   ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი  პუნქტის ,,ა” და ,,ნ’’ ქვეპუნქტის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის  2012 წლის 26 ნოემბრის №154/02-01 ბრძანებისა და სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსის  2017 წლის 16 მარტის N№3543/10 წერილის  საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს შემდეგი ცვლილებები ,,ა(ა)იპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური განვითარებისა და უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსის ,,სურსათის უვნებლობა და საინსპექციო კონტროლი”-ს ფასიანი მომსახურების ღირებულების დადგენის თაობაზე “ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2012 წლის 26 ნოემბრის №154/02-01 ბრძანებაში: 

ა) ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


  ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის  სასერტიფიკატო კურსის ,,სურსათის უვნებლობა და საინსპექციო კონტროლი” ფასიანი მომსახურების ღირებულების დადგენის თაობაზე”;

ბ)  ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის    უწყვეტი განათლების ცენტრის  სასერტიფიკატო კურსის ,,სურსათის უვნებლობა და საინსპექციო კონტროლი” – ღირებულება თითოეული მსმენელისათვის განისაზღვროს 300 ლარით”;

გ) ბრძანების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. სასერტიფიკატო კურსი გაიხსნას კურსზე მინიმუმ 15 მსმენელის    არსებობის შემთხვევაში.”

დ)  ბრძანებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მქონე 21 პუნქტი:

   ,,21. სასერტიფიკატო კურსის მოცულობა – 87 საათი”;

ე)   ბრძანებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მქონე 22 პუნქტი:

,,22. სასერტიფიკატო კურსის მასწავლებლის ანაზღაურება განისაზღვროს   1  საათი – 30 ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით);

3. დაევალოს კანცელარიას ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება.
4. დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს წინამდებარე ბრძანების სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებგვერდზე განთავსება.
5. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.



ადმინისტრაციის ხელმძღვანელი  ნუნუ ოვსიანიკოვა

სრულად

ბრძანების N: 73/02-01

,,ა(ა)იპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური განვითარებისა და უწყვეტი განათლების ცენტრის ტრენინგ-კურსის ,,სურსათის უვნებლობა ბიზნეს ოპერატორებისათვის” ფასიანი მომსახურების ღირებულების დადგენის თაობაზე “ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2012 წლის 26 ნოემბრის №155/02-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
,,ა(ა)იპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური განვითარებისა და უწყვეტი განათლების ცენტრის  ტრენინგ-კურსის ,,სურსათის უვნებლობა ბიზნეს ოპერატორებისათვის” ფასიანი მომსახურების ღირებულების დადგენის თაობაზე “ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2012 წლის 26 ნოემბრის №155/02-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის  შესახებ

   ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი  პუნქტის ,,ა” და ,,ნ’’ ქვეპუნქტის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2012 წლის 26 ნოემბრის №155/02-01 ბრძანებისა და  
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსის  2017 წლის 16 მარტის №3543/10 წერილის  საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს შემდეგი ცვლილებები ,,ა(ა)იპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური განვითარებისა და უწყვეტი განათლების ცენტრის ტრენინგ-კურსის ,,სურსათის უვნებლობა ბიზნეს ოპერატორებისათვის” ფასიანი მომსახურების ღირებულების დადგენის თაობაზე “ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2012 წლის 26 ნოემბრის №155/02-01 ბრძანებაში:

a) ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის  ტრენინგ-კურსის ,,სურსათის უვნებლობა ბიზნეს ოპერატორებისათვის” ფასიანი მომსახურების ღირებულების დადგენის თაობაზე”;

ბ) ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის    უწყვეტი განათლების ცენტრის  ტრენინგ-კურსის ,,სურსათის უვნებლობა ბიზნეს ოპერატორებისათვის” – ღირებულება თითოეული მსმენელისათვის განისაზღვროს 50 ლარით”;

 გ)  ბრძანების მე-2 პუნქტი გაუქმდეს;

  დ) ბრძანებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მქონე 21 პუნქტი:
,,21. ტრენინგ-კურსი გაიხსნას კურსზე მინიმუმ 16 მსმენელის არსებობის   შემთხვევაში.”

 ე) ბრძანებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მქონე 22 პუნქტი:
,,22. ტრენინგ-კურსის მოცულობა – 15 საათი”;

 ვ) ბრძანებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მქონე 23 პუნქტი:
,,23. ტრენინგ-კურსის მასწავლებლის ანაზღაურება განისაზღვროს    1 საათი – 30 ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით);

3. დაევალოს კანცელარიას ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება.
4. დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს წინამდებარე ბრძანების სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებგვერდზე განთავსება.
5. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.



ადმინისტრაციის ხელმძღვანელი  ნუნუ ოვსიანიკოვა


სრულად

ბრძანების N: 74/02-01

„ოთარ ჩხეიძის სახელობის სტიპენდიის მინიჭების შესახებ დებულებისა და სტიპენდიის მიმნიჭებელი კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2008 წლის 31 დეკემბრის №116/01–01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ოთარ ჩხეიძის სახელობის სტიპენდიის მინიჭების შესახებ დებულებისა  და სტიპენდიის მიმნიჭებელი კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“  სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2008 წლის 31 დეკემბრის №116/01–01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ო“ და „პ“  ქვეპუნქტების,  მე-9 პუნქტისა და  ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2017 წლის 13 მარტის  №3153/27 კორესპონდენციის საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შეტანილ იქნეს ცვლილება  „ოთარ ჩხეიძის სახელობის სტიპენდიის მინიჭების შესახებ დებულებისა და სტიპენდიის მიმნიჭებელი კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“  სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2008 წლის 31 დეკემბრის №116/01–01 ბრძანების მე–2 პუნქტით დამტკიცებულ №2 დანართში და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „1. გიორგი შარვაშიძე – რექტორი (კომისიის  თავმჯდომარე);
2. დარეჯან თვალთვაძე – რექტორის მრჩეველი (კომისიის წევრი);
3. ნანი გაფრინდაშვილი – ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი (კომისიის წევრი); 
4. მაკა ჯოხაძე  –  მწერალი (კომისიის წევრი);
5. პაატა ჩხეიძე – მთარგმნელი, ლიტერატორი (კომისიის წევრი);
6. როსტომ ჩხეიძე – მწერალი, ლიტერატურათმცოდნე (კომისიის წევრი);
7. მაია ჯალიაშვილი – ლიტერატორი, შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი (კომისიის წევრი);
8. გიორგი ლობჟანიძე - მთარგმნელი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის წევრი);
9. ეკატერინე ნავროზაშვილი - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევისა და განვითარების სამსახურის უფროსი, ასოცირებული პროფესორი (კომისიის მდივანი).“

2. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება და დაინტერესებულ პირთათვის გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;
3. ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს  საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი   გიორგი შარვაშიძე

სრულად

ბრძანების N: 47/01-01

„სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბალანსზე (ბალანსგარეშე ანგარიში) რიცხული მცირეფასიანი აქტივების ჩამოწერის, ჩამოწერის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის მიზნით წინადადებების შესამუშავებლად კომისიის შექმნისა და მცირეფასიანი აქტივების ჩამოწერის აქტის ფორმის დამტკიცების შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2015 წლის 16 ივნისის №70/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბალანსზე (ბალანსგარეშე ანგარიში) რიცხული მცირეფასიანი აქტივების ჩამოწერის, ჩამოწერის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის მიზნით წინადადებების შესამუშავებლად კომისიის შექმნისა და მცირეფასიანი აქტივების ჩამოწერის აქტის ფორმის დამტკიცების შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2015 წლის 16 ივნისის №70/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის, საფინანსო დეპარტამენტის ექსპერტის მურმან ცარციძის 2017 წლის 14 მარტის N3293/10 მოხსენებითი ბარათის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს ცვლილება სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბალანსზე (ბალანსგარეშე ანგარიში) რიცხული მცირეფასიანი აქტივების ჩამოწერის, ჩამოწერის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის მიზნით წინადადებების შესამუშავებლად კომისიის შექმნისა და მცირეფასიანი აქტივების ჩამოწერის აქტის ფორმის დამტკიცების შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2015 წლის 16 ივნისის №70/02-01 ბრძანებაში და ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
 
„1. სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბალანსზე (ბალანსგარეშე ანგარიში) რიცხული მცირეფასიანი აქტივების ჩამოწერის და ჩამოწერის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის მიზნით წინადადებების შესამუშავებლად შეიქმნას კომისია შემდეგი შემადგენლობით: 
ა)რომან ხარბედია – კომისიის თავმჯდომარე (საფინანსო დეპარტამენტის კონსულტანტი);
ბ) მურმან ცარციძე - კომისიის წევრი (საფინანსო დეპარტამენტისა და მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის ექსპერტი);
გ) რუსუდან ნასარიძე – კომისიის წევრი (საფინანსო დეპარტამენტის  აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილების უფროსის მოადგილე);
დ) ნანა ლობჟანიძე – კომისიის წევრი (საფინანსო დეპარტამენტის  აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილების უფროსი სპეციალისტი);
ე) ერეკლე კუპატაძე - კომისიის წევრი (მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის სამეურნეო განყოფილების უფროსი);
ვ) ვახტანგ არსენაძე – კომისიის წევრი (მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის სამეურნეო განყოფილების უფროსი სპეციალისტი).“

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.



ადმინისტრაციის ხელმძღვანელი     ნუნუ ოვსიანიკოვა

სრულად

ბრძანების N: 70/02-01

„ა(ა)იპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის მიზნით კომისიის შექმნის შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2012 წლის 13 თებერვლის N№17/02-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
„ა(ა)იპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის მიზნით კომისიის შექმნის შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2012 წლის 13 თებერვლის N№17/02-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ 

,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის და უნივერსიტეტის მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 15 მარტის N3400/10 მოხსენებითი ბარათის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს შემდეგი ცვლილებები „ა(ა)იპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის მიზნით კომისიის შექმნის შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2012 წლის 13 თებერვლის N№17/02-01  ბრძანებაში: 
ა) ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით - „სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის მიზნით კომისიის შექმნის შესახებ“;
ბ) ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის მიზნით შეიქმნას საინვენტარიზაციო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) რევაზ გულარაშვილი – იურიდიული დეპარტამენტის ექსპერტი, კომისიის თავმჯდომარე;
ბ) ლიანა მჭედლიშვილი – მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის სამეურნეო განყოფილების მთავარი სპეციალისტი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
გ) ნინო კუტალაძე – იურიდიული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი, კომისიის მდივანი;
დ) თვალმაისა ჯღარკავა – საფინანსო დეპარტამენტის, აღირცხვა–ანგარიშგების განყოფილების მთავარი სპეციალისტი, კომისიის წევრი;
ე) ავთანდილ რაზმაძე – მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი კონსულტანტი, კომისიის წევრი;
ვ) გაიოზ ტოკლიკიშვილი – მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის სამეურნეო განყოფილების მთავარი სპეციალისტი, კომისიის წევრი“;

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი   ნუნუ ოვსიანიკოვა
სრულად

ბრძანების N: 71/02-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამაზე ,,მედიცინა” (ინგლისურენოვანი) ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე კინგსლი მმადუაბუჩი ასოგვას ჩარიცხვის შესახებ
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამაზე ,,მედიცინა” (ინგლისურენოვანი) ერთიანი ეროვნული გამოცდების  გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე კინგსლი მმადუაბუჩი ასოგვას  ჩარიცხვის შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 52-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი,  54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, მე-100 მუხლის პირველი ნაწილის,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 და მე-11 პუნქტების,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის №224/ნ ბრძანების ,,უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების / საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების /მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების მიერ დოკუმენტების წარდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების შესახებ” მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის,  ,,აბიტურიენტებისათვის / მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის /სტუდენტებისათვის ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის უფლების მინიჭების თაობაზე” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 6 მარტის №213 ბრძანების საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. ჩაირიცხოს 2016-2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამაზე ,,მედიცინა’’ (ინგლისურენოვანი) ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე ნიგერიის რესპუბლიკის მოქალაქე კინგსლი მმადუაბუჩი ასოგვა. 
2.  ინფორმაცია   საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში შესატანად        
გაეგზავნოს სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს.
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს. 
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
5. ბრძანების დაინტერესებული პირებისათვის გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.


რექტორი    გიორგი შარვაშიძე

სრულად

ბრძანების N: 198/01-04

2016/2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ის პროგრამების ფარგლებში უნივერსიტეტი პარიზი 8-ის (საფრანგეთი) მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატთა შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ
2016/2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ის პროგრამების ფარგლებში უნივერსიტეტი პარიზი 8-ის (საფრანგეთი) მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატთა შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ


,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების   მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნ¬ქტების, მე-9 პუნქტის და ერაზმუს+ პროგრამის ინსტიტუციონალური კოორდინატორის წერილის (2947/1; 09.03.17) საფუძველზე

ვბრძანებ:

1. ჩატარდეს კონკურსი 2016/2017 წლის გაზაფხულის სემესტრისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ის პროგრამის ფარგლებში უნივერსიტეტი პარიზი 8-ის მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატთა შესარჩევად. 
2. კონკურსი ჩატარდეს 2017 წლის 14 მარტს 14 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსი¬ტე¬ტის პირველ კორპუსში, ოთახი №121 (მისამართი: თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი №1). 
3. დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) ჟან-ჟაკ მარიაჟი, უნივერსიტეტი პარიზი 8-ის პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე
ბ) მერაბ ელიაშვილი, თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, კომისიის წევრი.
გ) რამაზ ბოჭორიშვილი, თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, კომისიის წევრი

4. დამტკიცდეს კომისიის მდივნად თსუ საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი – ანი ჭელიშვილი.  
5. დამტკიცდეს კონკურსის ჩატარებისა და კანდიდატთა შერჩევის წესი  (დანართი №1)
6. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს    საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7. ბრძანების ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება და დაგზავნის   ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისთვის გადაცემა დაევალოს თსუ კანცელარიას.
8. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.



რექტორი      გიორგი შარვაშიძე 

სრულად

ბრძანების N: 45/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საგამოცდო პროცესის სრულყოფის წინადადებების შემუშავების მიზნით სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საგამოცდო პროცესის  სრულყოფის წინადადებების შემუშავების მიზნით სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ 


,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2  მუხლის ,,ჰ4“ ქვეპუნქტის, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის  11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, ამავე მუხლის მე-9 და მე-12 პუნქტებისა და საგამოცდო ცენტრის უფროსის 2017 წლის 13 მარტის N3255/10 მოხსენებითი ბარათის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საგამოცდო პროცესის  სრულყოფის წინადადებების შემუშავების მიზნით, უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრის უფროსის, მაია ჩიღვინაძის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, შეიქმნას სამუშაო ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით:
ა) მიხეილ ჩხენკელი - სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე,  რექტორის მოადგილე;
ბ) თამარ ვეფხვაძე - სამუშაო ჯგუფის წევრი, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი;
გ) მაია ჩიღვინაძე - სამუშაო ჯგუფის წევრი, საგამოცდო ცენტრის უფროსი;
დ) ნატო ჩუბინიძე  - სამუშაო ჯგუფის წევრი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი;
ე) შოთა ჭანტურიძე - სამუშაო ჯგუფის წევრი, შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი;
ვ) ვასილ ბარამიძე - სამუშაო ჯგუფის წევრი, იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე. 
2.  სამუშაო ჯგუფს დაევალოს წინამდებარე ბრძანების პირველ პუნქტში დასმული საკითხის შესწავლა და უნივერსიტეტის რექტორისათვის შესაბამისი  რეკომენდაციების წარდგენა არაუგვიანეს 2017 წლის 7აპრილისა.
3. დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების გადაცემა დაინტერესებულ პირთათვის.

4. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
5.  წინმდებარე ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი ძალაში შესვლიდან 1 თვის ვადაში, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, მისამართზე ქ. თბილისი დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, N6. 
6.    ბრძანება ძალაშია  გამოცემისთანავე.
 

რექტორი                                                                                                     გიორგი შარვაშიძე
სრულად

ბრძანების N: 46/01-01

2017-2018 სასწავლო წლის თსუ ინგლისურენოვანი გაცვლითი პროგრამების ფარგლებში გამოყოფილი სტიპენდიების მიმღებთა შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ
2017-2018 სასწავლო წლის თსუ ინგლისურენოვანი გაცვლითი პროგრამების ფარგლებში გამოყოფილი სტიპენდიების მიმღებთა შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ


,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების,  54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის  მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნ¬ქტების, მე-9 პუნქტის და საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მაია მენთეშაშვილის წერილის (№3022/10; 09/03/2017) საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. ჩატარდეს კონკურსი 2017-2018 სასწავლო წლისათვის პეკინის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (ჩინეთი) მიერ გამოყოფილი სრული სამაგისტრო, თსუ ინგლისურენოვანი ერთსემესტრიანი საბაკალავრო და სამაგისტრო სტიპენდიების მიმღებთა (სტიპენდიატი) შესარჩევად. 
2. კონკურსი ჩატარდეს 2017 წლის 16-17 მარტს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსი, ოთახი №202 (მისამართი: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი №3). 
3. დამტკიცდეს სტიპენდიატთა შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) კომისიის თავმჯდომარე დემეტრე ეგნატაშვილი (თსუ იურიდიული ფაკულტეტის დეკანის აპარატის უფროსი, მოწვეული ლექტორი); DE
ბ) კომისიის წევრი ალექსანდრე თევზაძე (თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი); 
გ) კომისიის წევრი გიორგი ღაღანიძე (თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის    ფაკულტეტის პროფესორი);
დ) კომისიის წევრი ია ნაცვლიშვილი (თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის   ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი);
ე) კომისიის წევრი ტრევორ ჯორჯ კარტლეჯი (ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მოწვეული პედაგოგი); 
ვ) კომისიის წევრი რუსუდან დოლიძე (თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი);    
ზ) კომისიის წევრი მანანა რუსიეშვილი (თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დასავლეთევროპული ენებისა და ლიტერატურის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის პროფესორი);
თ) კომისიის წევრი ფიქრია ასანიშვილი (თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი);
ი) კომისიის წევრი იზაბელა პეტრიაშვილი (თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი);
კ) კომისიის წევრი ზვიად აბაშიძე (თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი);
ლ)კომისიის წევრი თინათინ დავითაშვილი (თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი); 
მ) კომისიის წევრი ლილი ხეჩუაშვილი (თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი). 
4. დამტკიცდეს კომისიის მდივნად თსუ საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის კოორდინატორი - ლელა კაცაძე.
5. დამტკიცდეს კონკურსის ჩატარებისა და კანდიდატთა შერჩევის წესი (დანართი №1); კომისიის სამუშაო განრიგი (დანართი №2); კონკურსანტთა გასაუბრების განრიგი (დანართი №3). 
6. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7. ბრძანების ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება და დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისთვის გადაცემა დაევალოს თსუ კანცელარიას.
8. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.



რექტორი                                                  გიორგი შარვაშიძე                                      
 

სრულად

ბრძანების N: 44/01-01