საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
ბრძანება
თარიღი
სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების სასერტიფიკატო კურსის ,,უძრავი ქონების შეფასება“-ს ფასიანი მომსახურებისა და მასწავლებელის ანაზღაურების ტარიფების განსაზღვრის თაობაზე
სსიპ  ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის   უწყვეტი  განათლების  სასერტიფიკატო კურსის ,,უძრავი ქონების შეფასება“-ს  ფასიანი მომსახურებისა და მასწავლებელის ანაზღაურების ტარიფების განსაზღვრის თაობაზე

    ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი  პუნქტის ,,ნ’’ ქვეპუნქტის, სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსის ,,უძრავი ქონების შეფასება“-ს  დამტკიცების შესახებ რექტორის 2017 წლის  14 თებერვლის №24/01-01 ბრძანებისა და უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსის 2017 წლის 21 თებერვლის №1810 / 10  წერილის  საფუძველზე

 ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:     

1. სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსის ,,უძრავი ქონების შეფასება“-ს  ერთი კურსის მოცულობა 225 საათი; ღირებულება თითოეული  მსმენელისათვის განისაზღვროს  450 ლარით;
2. სასერტიფიკატო კურსი გაიხსნას კურსზე მინიმუმ 12 მსმენელის არსებობის შემთხვევაში; 
3. სასერტიფიკატო კურსის მასწავლებლის ანაზღაურება განისაზღვროს 1 საათი – 12,50  ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით); 
4. დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების გაცნობა დაინტერესებული პირებისათვის;
5. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების განთავსება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;
6. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე. 

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                             ნუნუ ოვსიანიკოვა                  
სრულად

ბრძანების N: 44/02-01

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების სასერტიფიკატო კურსის ,,ფოტოგრაფი“-ს ფასიანი მომსახურებისა და მასწავლებელის ანაზღაურების ტარიფების განსაზღვრის თაობაზე
სსიპ  ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის   უწყვეტი  განათლების  სასერტიფიკატო კურსის ,,ფოტოგრაფი“-ს  ფასიანი მომსახურებისა და მასწავლებელის ანაზღაურების ტარიფების განსაზღვრის თაობაზე

    ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი  პუნქტის ,,ნ’’ ქვეპუნქტის, სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსის ,,ფოტოგრაფი“-ს   დამტკიცების შესახებ რექტორის  2017 წლის 14 თებერვლის  №23/01-01   ბრძანებისა და უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსის 2017 წლის 21 თებერვლის №1810 / 10   წერილის  საფუძველზე,

 ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:     

1. სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსის ,,ფოტოგრაფი“-ს  ერთი კურსის მოცულობა 180 საათი; ღირებულება თითოეული მსმენელისათვის განისაზღვროს  360 ლარით;
2. სასერტიფიკატო კურსი გაიხსნას კურსზე მინიმუმ 12 მსმენელის არსებობის შემთხვევაში; 
3. სასერტიფიკატო კურსის მასწავლებლის ანაზღაურება განისაზღვროს 1 საათი – 12,50 ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით); 
4. დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების გაცნობა დაინტერესებული პირებისათვის;
5. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების განთავსება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;
6. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე. 


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                             ნუნუ ოვსიანიკოვა 
სრულად

ბრძანების N: 45/02-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2016-2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტურაში მისაღებ კონკურსანტთა გასაუბრების დარგობრივი კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2016-2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტურაში მისაღებ კონკურსანტთა გასაუბრების დარგობრივი კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა”, "ბ”, "ო” და "პ” ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, თსუ-ს აკადემიური საბჭოს 2009 წლის 2 თებერვლის №173-ე დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურაში მიღების წესის დამტკიცების შესახებ” №1 დანართის მე-9 პუნქტის 9.2. ქვეპუნქტის, თსუ-ს აკადემიური საბჭოს 2009 წლის 1 ივნისის №229 დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტურისა და სადისერტაციო საბჭოს დებულების ახალი რედაქციის დამტკიცების შესახებ” №1 დანართის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტისა და იურიდიული ფაკულტეტის დეკანის 2017 წლის 17 თებერვლის №1619/31-02 წარდგინების საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2016-2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში  იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტურაში მისაღებ კონკურსანტთა გასაუბრების დარგობრივი კომისიის შემადგენლობა: 

სამართლის მიმართულება
1. ირმა ხარშილაძე (კომისიის თავმჯდომარე)
2. მაია კოპალეიშვილი
3. მაია ივანიძე
4. თამარ ზარანდია
5. დავით ბოსტოღანაშვილი
6. ვასილ გონაშვილი
7. მორის შალიკაშვილი
8. გიორგი ცერცვაძე
9. ლელა ჯანაშვილი
10. ირა აქუბარდია
11. ეკატერინე შენგელია
12. ეკა ზარნაძე
13. გიორგი მახარობლიშვილი
14. შორენა ჩარბაძე (კომისიის მდივანი)

2. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
4. ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.



რექტორი გიორგი შარვაშიძე

სრულად

ბრძანების N: 33/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2016-2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში მობილობის მსურველთა განცხადებების განხილვისა და პროფესიული სტუდენტის მიერ სხვა პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული განათლების აღიარების მიზნით სპეციალური კომისიის შექმნისა და მისი შემადგენლობის დამტკიცების თაობაზე
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2016-2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში მობილობის მსურველთა განცხადებების განხილვისა და პროფესიული სტუდენტის მიერ სხვა პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული განათლების აღიარების მიზნით სპეციალური კომისიის შექმნისა  და მისი შემადგენლობის დამტკიცების თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, თსუ-ს აკადემიური საბჭოს 2013 წლის 27 დეკემბრის №139/2013 დადგენილებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის მე-3 მუხლის მე-9 და მე-10 პუნქტების, და თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 2017 წლის 20 თებერვლის #1694/10 წარდგინების საფუძველზე, 

ვბრძანებ:

1. შეიქმნას 2016-2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში მობილობის მსურველთა განცხადებების განხილვისა და პროფესიული სტუდენტის მიერ სხვა პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული განათლების აღიარების  უზრუნველსაყოფად სპეციალური კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) ნატალია ბარათელი _ თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის მოადგილე;
ბ) მაყვალა დარსანია – თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მთავარი სპეციალისტი;
გ) მარიამ ჩეკურიშვილი _ სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი.
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი                                                    გიორგი შარვაშიძე


სრულად

ბრძანების N: 32/01-01

„სატენდერო კომისიის, სატენდერო კომისიის აპარატის შექმნისა და „სატენდერო კომისიის შექმნის შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2011 წლის 14 ნოემბრის N200/02-01 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 25 აგვისტოს N114/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 „სატენდერო კომისიის, სატენდერო კომისიის აპარატის შექმნისა და „სატენდერო კომისიის შექმნის შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2011 წლის 14 ნოემბრის  N200/02-01 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“  ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 25 აგვისტოს N114/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23–ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი  ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი  ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის, 59-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე–15 მუხლის პირველი პუნქტის, მე–16 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტებისა და საფინანსო დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 21 თებერვლის N1770/10 კორესპონდენციის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს  ცვლილება „სატენდერო კომისიის, სატენდერო კომისიის აპარატის შექმნისა და „სატენდერო კომისიის შექმნის შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2011 წლის 14 ნოემბრის N200/02-01 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“  ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 25 აგვისტოს N114/02-01 ბრძანებაში და აღნიშნული ბრძანების პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი    ამოღებული იქნას.
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა  დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.



ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                                                               ნუნუ ოვსიანიკოვა



სრულად

ბრძანების N: 38/02-01

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2016 წლის 20 ოქტომბრის №173/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2016 წლის 20 ოქტომბრის №173/02-01 ბრძანებაში  ცვლილების შეტანის თაობაზე


,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის და თსუ სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსის დ. კანდელაკის  2017 წლის 21 თებერვლის  №1763/10 კორესპონდენციის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს შემდეგი ცვლილება ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2016 წლის 20 ოქტომბრის №173/02-01 ბრძანებაში და ბრძანების მე-13 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

,,2. ეკა ენუქიძე – სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის სასწავლო პროცესის მართვის განყოფილების უფროსი - განყოფილებაში (ოთახი №120) არსებულ მატერიალურ ფასეულობათა პასუხისმგებელი პირი”. 

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება   დაევალოს  საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                             ნუნუ ოვსიანიკოვა
სრულად

ბრძანების N: 39/02-01

„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიულ (მოდულურ) საგანმანათლებლო პროგრამებზე 2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ჩარიცხული პროფესიული სტუდენტებისათვის 2016-2017 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ“ უნივერსიტეტის რექტორის 2016 წლის 1 დეკემბრის №219/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  პროფესიულ (მოდულურ) საგანმანათლებლო პროგრამებზე 2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ჩარიცხული პროფესიული სტუდენტებისათვის 2016-2017 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ“ უნივერსიტეტის რექტორის 2016 წლის 1 დეკემბრის №219/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე 

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილი, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი - მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა”, "ბ”, "ო” და "პ” ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს ცვლილება „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიულ (მოდულურ) საგანმანათლებლო პროგრამებზე 2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ჩარიცხული პროფესიული სტუდენტებისათვის 2016-2017 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ“ უნივერსიტეტის რექტორის 2016 წლის 1 დეკემბრის №219/01-01 ბრძანების პირველ პუნქტში და იგი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„1. განისაზღვროს სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიულ (მოდულურ) საგანმანათლებლო პროგრამებზე 2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ჩარიცხული პროფესიული სტუდენტებისათვის 2016-2017 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადები შემდეგი სახით:

1.1. სააუდიტორიო მეცადინეობები - 7 დეკემბერი - 30 სექტემბერი;
1.2. არდადეგები - 1 - 8 იანვარი; 30 ივლისი - 2 სექტემბერი“.

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი      გიორგი შარვაშიძე

სრულად

ბრძანების N: 30/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ,,ბაგა-ბაღის აღმზრდელი პედაგოგი” (მე-5 საფეხური) მობილობისათვის ვაკნტური ადგილების, ვადებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ,,ბაგა-ბაღის აღმზრდელი პედაგოგი” (მე-5 საფეხური)  მობილობისათვის ვაკნტური ადგილების,  ვადებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ


„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, თსუ აკადემიური საბჭოს 2013 წლის 27 დეკემბრის 139/2013 დადგენილებით დამტკიცებულ „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის“ მე-3 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2017 წლის 14 თებერვლის №1371/26 წარდგინებისა და სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 20  თებერვლის №1742/10 მოხსენებითი ბარათის შესაბამისად, 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. განისაზღვროს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ,,ბაგა-ბაღის აღმზრდელი პედაგოგი” (მე-5 საფეხური) მობილობისათვის 2  ვაკანტური ადგილი. 

2. განისაზღვროს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ,,ბაგა-ბაღის აღმზრდელი პედაგოგი” (მე-5 საფეხური)  მობილობის ვადები: 
ა) პროცედურული ვადები:  
ა.ა)  დოკუმენტაციის მიღება – 22-23 თებერვალი; 
ა.ბ) უნივერსიტეტის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე გადმოსვლის მსურველ პროფესიულ სტუდენტთა კრედიტების  აღიარება –   24 თებერვალი
ა.გ) პროფესიულ სტუდენტთათვის აღიარებული კრედიტების გაცნობა და ხელშეკრულების გაფორმება – 27 თებერვალი; 
ა.დ) ჩასარიცხ პირთა შესახებ ბრძანების პროექტის მომზადება – 28 თებერვალი.

3. განისაზღვროს წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:
ა) განცხადება;
ბ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) პირადობის მოწმობის ასლი; 
დ)წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში) - ვაჟებისთვის;
ე)პროფესიული სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის ასლი (პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ სათანადო წესით დამოწმებული);
ვ) პროფესიული სტუდენტის სასწავლო ბარათი (პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ სათანადო წესით დამოწმებული);

4. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

5. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.

6. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი   გიორგი შარვაშიძე

სრულად

ბრძანების N: 31/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე ანა ბიჩინაშვილის ჩარიცხვის შესახებ
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის                გარეშე სწავლის უფლების მქონე ანა ბიჩინაშვილის ჩარიცხვის შესახებ

  ,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 52-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, მე-100 მუხლის პირველი ნაწილის,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ"   ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის #224/ნ ბრძანების ,,უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების / მაგისტრანტობის კანდიდატების / სტუდენტების მიერ დოკუმენტების წარდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების შესახებ” მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის, ,,აბიტურიენტებისათვის / მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის / სტუდენტებისათვის ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის უფლების მინიჭების თაობაზე” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 16 თებერვლის  N172 ბრძანების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. ჩაირიცხოს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე – ,,სამართალი’’ 2016-2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე ანა ბიჩინაშვილი (II სემესტრი, აღიარებულია 22 კრედიტი). 
2. ინფორმაცია   საგანმანათლებლო   დაწესებულებების    რეესტრში    შესატანად        
გაეგზავნოს სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს.
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს. 
4. ბრძანება ძალაშია დაინტერესებული პირებისათვის გაცნობისთანავე.
5. ბრძანების დაინტერესებული პირებისათვის გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.

რექტორი                                                   გიორგი შარვაშიძე

სრულად

ბრძანების N: 107/01-04

სსიპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2016-2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან მედიცინის ფაკულტეტის რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ (პროფესიული მზადება) საგანმანათლებლო პროგრამებზე სტუდენტების ჩარიცხვის შესახებ
სსიპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2016-2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან მედიცინის ფაკულტეტის რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ (პროფესიული მზადება) საგანმანათლებლო პროგრამებზე სტუდენტების ჩარიცხვის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის,  55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ივლისის #187 დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ", "ო", და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის,  "საექიმო საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-7 და მე-15 მუხლების, "ჯანმრთელობის დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის 96-102 მუხლების, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის   2009 წლის 8 აპრილის №135/ნ ბრძანების "რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) მონაწილეობის, მისი წარმართვის და შეფასების წესისა და იმ სამედიცინო დაწესებულებების ან/და სასწავლებლების აკრედიტაციის კრიტერიუმების და წესის დამტკიცების შესახებ, რომლებშიც შესაძლებელია დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის გავლა", "ა(ა)იპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტში რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი საგანმანათლებლო პროგრამების (პროფესიული მზადების) სპეციალობის მაძიებელთა/უმცროს ექიმთა სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის დამტკიცების შესახებ" თსუ-ს აკადემიური საბჭოს 2013 წლის 15 ივლისის №84/2013 წლის დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-სა და მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მოადგილის 2017 წლის 16 თებერვლის #1545/32 წერილის საფუძველზე,


ვბრძანებ:

1. ჩაირიცხონ სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2016-2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან მედიცინის ფაკულტეტის რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ (პროფესიული მზადება) საგანმანათლებლო პროგრამებზე შემდეგი კონკურსანტები:
ა) საგანმანათლებლო პროგრამა – ლაბორატორიული მედიცინა
1. ნებიერიძე ელისო  
2. კუბლაშვილი ვერიკო  
3. ვარდანაშვილი იზაბელა  

ბ) საგანმანათლებლო პროგრამა – ორთოპედიული სტომატოლოგია

1. ხომერიკი ლევან 

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტმენტს;
3. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს; 
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.



რექტორი                                                      გიორგი შარვშიძე

სრულად

ბრძანების N: 117/01-04

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური ომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნისა და სტუდენტურ ომბუდსმენად მარიო შიუტცეს დანიშვნის შესახებ

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური ომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნისა და სტუდენტურ ომბუდსმენად მარიო შიუტცეს დანიშვნის შესახებ


,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ჰ4“ ქვეპუნქტის, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, ამავე მუხლის მე-9 პუნქტის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეიქმნას სტუდენტური ომბუდსმენის ინსტიტუტი.
2. სტუდენტური ომბუდსმენი წარმოადგენს თსუ-ში სტუდენტის განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის კონსტიტუციური უფლების, ასევე სხვა ამ უფლებასთან დაკავშირებული უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის ინსტიტუტს.
3. სტუდენტური ომბუდსმენი საქმიანობას ახორციელებს ანაზღაურების გარეშე.
4. სტუდენტური ომბუდსმენის საქმიანობის ძირითად მიზანს წარმოადგენს თსუ-ში სტუდენტთა უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევის, შეზღუდვის ფაქტების გამოვლენა, კანონმდებლობით დადგენილი წესით ამგვარ ფაქტებზე რეაგირება და უნივერსიტეტისათვის სარეკომენდაციო წინადადებების წარდგენა ხსენებულ უფლებათა და თავისუფლებათა დაცვისა და სრულფასოვნად განხორციელების უზრუნველსაყოფად, სტუდენტთა უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევის, შეზღუდვის ფაქტებთან დაკავშირებით წარმოქმნილ კონფლიქტურ ურთიერთობებში მხარეებს შორის მედიატორის (შუამავლის) ფუნქციის შესრულება.
5. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტურ ომბუდსმენად დაინიშნოს მარიო შიუტცე.
6. სტუდენტური ომბუდსმენი საქმიანობას შეუდგეს სტუდენტური ომბუდსმენის საქმიანობის ინსტრუქციის დამტკიცებისთანავე. სტუდენტური ომბუდსმენის საქმიანობის ინსტრუქციის პროექტი სტუდენტური ომბუდსმენის მიერ დასამტკიცებლად წარედგინოს უნივერსიტეტის რექტორს, არაუგვიანეს 2017 წლის 15 მარტი.
7. ბრძანების თსუ-ის ოფიციალურ ვებგვერდზე საჯარო გაცნობის მიზნით განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების მართვის დეპარტამენტს.
8. ბრძანების დაინტერესებულ პირთათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა დაევალოს თსუ-ის კანცელარიას.
9. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
10. წინამდებარე ბრძანება შესაძლებელია გასაჩივრდეს ძალაში შესვლიდან 1 თვის ვადაში, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, მისამართზე ქ. თბილისი დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, N6.



რექტორი                                                                                                     გიორგი შარვაშიძე

სრულად

ბრძანების N: 17/01-03

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური პროექტების დაფინანსების წესი
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური პროექტების დაფინანსების წესი


,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ლ“ ქვეპუნქტის, 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ”, ,,თ“ და ,,ი“ ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’, ,,ო“ და ,,პ” ქვეპუნქტების, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური პროექტების დაფინანსების განმსაზღვრელი საბჭოს შექმნისა და სტუდენტური პროექტების დაფინანსების წესის შემუშავების შესახებ“ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2016 წლის 23 დეკემბრის N18/04 ერთობლივი ბრძანებისა და სტუდენტური პროექტების დაფინანსების განმსაზღვრელი საბჭოს 2017 წლის 20 თებერვლის N1741/10 წარდგინების   საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. დამტკიცდეს ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური პროექტების დაფინანსების წესი“ (დანართი N1).
2. დამტკიცდეს ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სამეცნიერო პროექტის შეფასების ფორმა“ (დანართი N2).
3. დამტკიცდეს ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი კულტურულ/სპორტული სტუდენტური პროექტის შეფასების ფორმა“ (დანართი N3).
4. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნება დაევალოს უნივერისტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
5. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
6. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.
7. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძლება გასაჩივრდეს მისი ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მისამართზე - ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი N6.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი          ნუნუ ოვსიანიკოვა

სრულად

ბრძანების N: 33/02-01

2017-2018 სასწავლო წლისათვის ლაიდენის უნივერსიტეტის მიერ გამოყოფილი სამაგისტრო სტიპენდიის მოსაპოვებელი შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

 2017-2018 სასწავლო წლისათვის ლაიდენის უნივერსიტეტის მიერ გამოყოფილი სამაგისტრო სტიპენდიის მოსაპოვებელი შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა              და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების,  54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის და საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის  წერილის (1227/10; 10. 02. 2017) საფუძველზე

ვბრძანებ:

1. ჩატარდეს კონკურსი 2017-2018 სასწავლო წლისათვის ლაიდენის  უნივერსიტეტის მიერ გამოყოფილ სამაგისტრო პროგრამაზე სტიპენდიატის    შესარჩევად. 
2. კონკურსი ჩატარდეს 2017 წლის 16 თებერვალს, 10:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსში, ოთახი #204 (მისამართი:  თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი #3). 
3. დამტკიცდეს   სტიპენდიატის   შესარჩევი   საკონკურსო კომისია შემდეგი       
შემადგენლობით:
a) კომისიის თავმჯდომარე – მანანა რუსიეშვილი (თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დასავლეთევროპული ენებისა და ლიტერატურის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის პროფესორი); 
b) კომისიის წევრი – მანანა გელაშვილი (თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დასავლეთევროპული ენებისა და ლიტერატურის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის პროფესორი); 
გ) კომისიის წევრი – ირინა გველესიანი (თსუ   ჰუმანიტარულ   მეცნიერებათა          
ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი). 
4. დამტკიცდეს კომისიის მდივნად თსუ საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის კოორდინატორი ლელა კაცაძე.
5. დამტკიცდეს კონკურსის ჩატარებისა და კანდიდატთა შერჩევის წესი  (იხ. დანართი).
6. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7. ბრძანების ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება და დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისთვის გადაცემა დაევალოს თსუ კანცელარიას.
8. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

რექტორი                                                  გიორგი შარვაშიძე

სრულად

ბრძანების N: 26/01-01

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო ინსტიტუტის თბილისის ბიზნესის ასპირანტურაში სამეცნიერო ხარისხის მაძიებელ პაატა კუბლაშვილის 2017 წლის 31 იანვრის N454/10 კორესპონდენციაში დასმული საკითხების შესწავლის მიზნით კომისიის შექმნის შესახებ
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო ინსტიტუტის თბილისის ბიზნესის ასპირანტურაში სამეცნიერო ხარისხის მაძიებელ პაატა კუბლაშვილის 2017 წლის 31 იანვრის N454/10 კორესპონდენციაში დასმული საკითხების შესწავლის მიზნით კომისიის   შექმნის შესახებ

       ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე  მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი – მე-3 ნაწილების, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის   წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუქტის  ,,ა“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს მთავრობის 2005 წლის 25 აგვისტოს №146 და 2010 წლის    15 ნოემბრის №346 დადგენილებებისა და პაატა კუბლაშვილის 2015 წლის 31 მარტის №11972/02 კორესპონდენციის საფუძველზე,  

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. ბიზნესის სახელმწიფო ინსტიტუტის თბილისის ბიზნესის ასპირანტურაში სამეცნიერო ხარისხის მაძიებელ პაატა კუბლაშვილის 2015 წლის 31 მარტის N11972/02 კორესპონდენციაში დასმული საკითხების შესწავლის მიზნით შეიქმნას კომისია შემდეგი  შემადგენლობით:  
ა) დავით ბოსტოღანაშვილი - იურიდიული ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) თამთა მამულაიშვილი - იურიდიული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი;
გ) ეკა ენუქიძე - სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის  სასწავლო პროცესის მართვის განყოფილების უფროსი;
დ)   თამარ ვეფხვაძე - ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი;
ე)   თამარ ზარანდია - იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მაოდგილე;
ვ) შორენა წენგუაშვილი - იურიდიული ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი;
ზ) შორენა ჩარბაძე -  იურიდიული ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი;
თ) ელზა ჩაჩანიძე - იურიდიული ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი სპეციალისტი;
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს; 
3.   ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.


რექტორი                                                     გიორგი შარვაშიძე

სრულად

ბრძანების N: 27/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისურენოვან საგანმანათლებლო საბაკალავრო პროგრამაზე ,,კომპიუტერული მეცნიერებები’’ ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე ნინო მიქიაშვილის ჩარიცხვის შესახებ
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის
სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისურენოვან საგანმანათლებლო საბაკალავრო პროგრამაზე ,,კომპიუტერული მეცნიერებები’’ ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე ნინო მიქიაშვილის  ჩარიცხვის შესახებ

     ,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 52-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, მე-100 მუხლის პირველი ნაწილის,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, ,,საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობით განსახორციელებელ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილისაგან განსხვავებული წესის და პირობების განსაზღვრის შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 იანვრის N19 დადგენილების პირველი მუხლის 11 და 12 პუნქტების, სან დიეგო სახელმწიფო უნივერსიტეტი - საქართველო დეკანის (N2318/02, 26.01.2017) წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. ჩაირიცხოს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის                  სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისურნოვან საგანმანათლებლო საბაკალავრო პროგრამაზე - ,,კომპიუტერული მეცნიერებები’’ 2016-2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე ნინო მიქიაშვილი 
2. ინფორმაცია საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში ასახვის მიზნით გაეგზავნოს სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს.
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. ბრძანების დაინტერესებული პირისათვის გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი                                         გიორგი შარვაშიძე


სრულად

ბრძანების N: 76/01-04

„სატენდერო კომისიის, სატენდერო კომისიის აპარატის შექმნისა და „სატენდერო კომისიის შექმნის შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2011 წლის 14 ნოემბრის N200/02-01 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 25 აგვისტოს N114/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„სატენდერო კომისიის, სატენდერო კომისიის აპარატის შექმნისა და „სატენდერო კომისიის შექმნის შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2011 წლის                14 ნოემბრის  N200/02-01 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“  ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 25 აგვისტოს N114/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23–ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი  ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი  ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის, 59-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე–15 მუხლის პირველი პუნქტის, მე–16 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტებისა და საფინანსო დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 13 თებერვლის N1283/02 კორესპონდენციის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს შემდეგი ცვლილებები „სატენდერო კომისიის, სატენდერო კომისიის აპარატის შექმნისა და „სატენდერო კომისიის შექმნის შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2011 წლის 14 ნოემბრის  N200/02-01 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“  ადმინისტრაციის ხელმძღვანელის  2014 წლის 25 აგვისტოს N114/02-01 ბრძანებაში:
 ა)  ბრძანების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) ლაშა  საღინაძე   –   ადმინისტრაციის  ხელმძღვანელის    მოადგილე  (კომისიის თავმჯდომარე);“. 
ბ)  ამოღებული იქნას ბრძანების მეორე პუნქტის „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტები.

2.   ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3.  ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა  დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4.    ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                                                            ნუნუ ოვსიანიკოვა

სრულად

ბრძანების N: 29/02-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2016-2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე პირთათვის ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამაზე გამოცდის ჩატარების ვადის განსაზღვრის თაობაზე
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2016-2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე პირთათვის ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამაზე გამოცდის ჩატარების ვადის განსაზღვრის თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტისა და "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის    სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების  მიღების წესისა და უცხო ენის ცოდნის განმარტების შესახებ" თსუ-ს აკადემიური საბჭოს    2014 წლის 9 ივნისის №49/2014 დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული    №1 დანართის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. განისაზღვროს სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2016-2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე პირთათვის ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამაზე გამოცდების ჩატარების ვადა: 

ა) გამოცდა საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებულ სწავლების ენაში -  14 თებერვალი (10 საათი);
ბ) გამოცდის შედეგების გამოცხადება – 15 თებერვალი (10 საათი);
გ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება – 16 თებერვალი;
დ) აპელაციის შედეგების გამოცხადება – 17 თებერვალი;
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი                                                       გიორგი შარვაშიძე


სრულად

ბრძანების N: 19/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სულხან - საბა ორბელიანის სახელობის სტიპენდიის დანიშვნის, სტიპენდიანტის გამოვლენისა და სტიპენდიის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სულხან - საბა ორბელიანის სახელობის სტიპენდიის დანიშვნის, სტიპენდიანტის გამოვლენისა და სტიპენდიის მინიჭების წესის  დამტკიცების შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, საქართველოს პრეზიდენტსა და უნივერსიტეტს შორის 2014 წლის 22 მაისს გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმით დასახული ამოცანების ფარგლებში და „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუქტის „ა“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების,  მე-9 პუნქტისა და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2016 წლის 26 დეკემბრის N46178/02 კორესპონდენციის საფუძველზე,  

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. დამტკიცდეს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სულხან - საბა ორბელიანის სახელობის სტიპენდიის დანიშვნისა  და სტიპენდიის მინიჭების წესი  (დანართი N1).
2. დაევალოს კანცელარიას ბრძანების ყველსათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსებას.
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს. 
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი       გიორგი შარვაშიძე

სრულად

ბრძანების N: 20/01-01

„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის – ალექსანდრე რონდელის სახელობის სტიპენდიის დანიშვნისა და სტიპენდიის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ რექტორის 2016 წლის 24 თებერვლის N24/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის – ალექსანდრე რონდელის სახელობის სტიპენდიის დანიშვნისა და სტიპენდიის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ რექტორის 2016 წლის 24 თებერვლის N24/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს პრეზიდენტსა და სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის 2014 წლის 22 მაისს გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის,  „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუქტის „ა“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტებისა და  მე-9 პუნქტის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის  2016 წლის 26 დეკემბრის N46176/02 კორესპონდენციის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს ცვლილება „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის – ალექსანდრე რონდელის სახელობის სტიპენდიის დანიშვნისა და სტიპენდიის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ რექტორის 2016 წლის 24 თებერვლის N24/01-01 ბრძანებაში და ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის – ალექსანდრე რონდელის სახელობის სტიპენდიის დანიშვნისა და სტიპენდიის მინიჭების წესი  ჩამოყალიბდეს ახალი, წინამდებარე ბრძანებაზე თანდართული რედაქციით (დანართი N1).
2. დაევალოს კანცელარიას ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება.
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს. 
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი    გიორგი შარვაშიძე

სრულად

ბრძანების N: 21/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2016-2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში დოქტორანტურაში მიღების გამოცხადებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2016-2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში დოქტორანტურაში მიღების გამოცხადებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტისა და „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ" თსუ-ს აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის #57/2011 დადგენილების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. გამოცხადდეს მიღება სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2016-2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში თსუ-ს აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის #57/2011 დადგენილებით დამტკიცებულ სადოქტორო პროგრამებზე;
2. განისაზღვროს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2016-2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის დოქტორანტურაში მიღების ვადები: 

ა) საბუთების მიღება - 13 – 20 თებერვალი  
ბ) გამოცდა უცხო ენაში - 21 თებერვალი   (9 საათი) 
გ) გამოცდის შედეგების გამოცხადება - 21 თებერვალი (18 საათი)
დ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 22 თებერვალი
ე) აპელაციის შედეგების გამოცხადება - 23 თებერვალი 
ვ) გამოცდა სპეციალობაში (წერითი კომპონენტი, იმ საგანმანათლებლო პროგრამების კანდიდატებისათვის, რომლებსაც მოეთხოვებათ სპეციალობის გამოცდის ჩაბარება) – 22 თებერვალი (9 საათი)
ზ) გამოცდის შედეგების გამოცხადება - 22 თებერვალი (18 საათი)
თ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 23 თებერვალი
ი) აპელაციის შედეგების გამოცხადება - 24 თებერვალი
კ) დარგობრივ კომისიასთან გასაუბრება - 27 – 28 თებერვალი
ლ) დარგობრივ კომისიასთან გასაუბრების შედეგები -  28 თებერვალი
მ) ხელშეკრულების გაფორმება დოქტორანტობის კანდიდატებთან  - 1 – 2 მარტი
ნ) საგანმანათლებლო ერთეულების მიერ სასწავლო  პროცესის მართვის დეპარტამენტისათვის დოქტორანტობის კანდიდატთა სიის წარდგენა - 2 მარტი;
ო) ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადება - 6 მარტი. 

3. განისაზღვროს თსუ-ს ფაკულტეტების მიმღებ კომისიებში წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა: 

ა) განცხადება თსუ-ს რექტორის სახელზე;
ბ) განმცხადებლის ავტობიოგრაფია (CV); 
გ) მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დიპლომის დანართის დამოწმებული ასლი (თსუ-ს კურსდამთავრებულისათვის უნივერსიტეტის/შესაბამისი ფაკულტეტის მიერ, ხოლო სხვა შემთხვევაში - ნოტარიულად  დამოწმებული ასლი; 2016 წლის მაგისტრატურის კურსდამთავრებულთათვის ცნობა ხარისხის მინიჭების თაობაზე);
დ) ერთსაფეხურიანი, ხუთწლიანი, უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მაგისტრის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრების დამადასტურებელი საბუთი (სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული);
ე) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ვ) სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელის თანხმობა;
ზ) სავარაუდო სამეცნიერო ხელმძღვანელის თანხმობა;
თ) უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ი) ქართული ენის 2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
კ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ლ) წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
მ) ფოტოსურათი (3X4) – ბეჭდური 2 ც. და ელექტრონული ვერსია CDD-ზე;
ნ) სხვა დოკუმენტი, თუ ასეთს ითვალისწინებს სადოქტორო პროგრამა.

4. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
5. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
6. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.



რექტორი                                                      გიორგი შარვაშიძე
სრულად

ბრძანების N: 17/01-01