საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
ბრძანება
თარიღი
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მობილობის ვადებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მობილობის ვადებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ №10/ნ ბრძანების №1 დანართის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ა-გ“ ქვეპუნქტების,       სსიპ -  განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2018 წლის 3 ივლისის „2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობის პროცესის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული ვადების განსაზღვრის შესახებ“ N593/ი ბრძანების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. განისაზღვროს 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობის ვადები: 
ა) პროცედურული ვადები: 
ა.ა) დოკუმენტაციის მიღება – 22 –29 აგვისტო; 
ა.ბ) უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველ სტუდენტთა კრედიტების  აღიარება –   30 აგვისტო - 3 სექტემბერი;
ა.გ) სტუდენტთათვის აღიარებული კრედიტების გაცნობა და ხელშეკრულების გაფორმება –4-6 სექტემბერი; 
ა.დ) საგანმანათლებლო ერთეულების მიერ სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტისათვის ჩასარიცხ პირთა სიის წარდგენა – 7 სექტემბერი;
ა.ე) ჩასარიცხ პირთა შესახებ ბრძანების პროექტის მომზადება და წარდგენა  სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში - 11 სექტემბერი. 

ბ) საგამოცდო ვადები (უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველი დოქტორანტებისთვის): 
ბ.ა) უცხო ენის გამოცდა (ინგლისური, გერმანული, ფრანგული) – 30 აგვისტო (10 საათი);
ბ.ბ) გამოცდის შედეგების გამოცხადება – 31 აგვისტო (17 საათი);  
ბ.გ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 3 სექტემბერი;
ბ.დ) აპელაციის შედეგების გამოცხადება -  4 სექტემბერი; 
ბ.ე) გასაუბრება სპეციალობაში - 5 სექტემბერი. 

2. განისაზღვროს წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ სათანადო წესით დამოწმებული):

ა) განცხადება;
ბ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის/ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის/მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის ასლი;
გ) პირადობის მოწმობის ასლი; 

დ) წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე) სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის ასლი;
ვ) სტუდენტის სასწავლო ბარათი;
ზ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი  დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
თ) სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელის თანხმობა.
ი) სავარაუდო სამეცნიერო ხელმძღვანელის თანხმობა (მხოლოდ დოქტორანტებისთვის).
კ) ერთსაფეხურიანი, ხუთწლიანი, უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მაგისტრის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრების დამადასტურებელი საბუთი                                     (სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული)       (მხოლოდ დოქტორანტებისთვის).
ლ) უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის  დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
მ) უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის/შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის პროექტის - "CERTUS"-ის ფარგლებში გაცემული სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი                              გიორგი შარვაშიძე

სრულად

ბრძანების N: 173/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 34-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 35-ე მუხლის პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" და "პ" ქვეპუნქტების, 28-ე მუხლის, 29-ე მუხლის პირველი პუნქტის, თსუ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118 დადგენილების - "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ" (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი №10 29.12.2014წ), თსუ აკადემიური საბჭოს 2018 წლის 19 თებერვლის №64 დადგენილების - „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი, ასისტენტი) აფილირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი №2 23.02.2018წ), „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის 2018 წლის 24 აპრილის №17/04 ერთობლივი ბრძანების და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ნანა გაფრინდაშვილის 2016 წლის ივლისის N14333/27 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორების სამსახურში მისაღებად;
2. უნივერსიტეტის პროფესორად 10 (ათი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს არანაკლებ 6 (ექვსი) წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;
3. კონკურსი გამოცხადდეს 2018 წლის 27 ივლისს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2018 წლის 29 აგვისტოდან 2018 წლის 4 სექტემბრის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2018 წლის 21 სექტემბრისა;

4. კონკურსი გამოცხადდეს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორების აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:
დასავლეთევროპული ენებისა და ლიტერატურის სასწავლო–სამეცნიერო ინსტიტუტი
თარგმანმცოდნეობის კათედრა

პროფესორი - 1 საშტატო ერთეული

თარგმანისა და ლიტერატურული ურთიერთობების სასწავლო–სამეცნიერო ინსტიტუტი

პროფესორი - 1 საშტატო ერთეული

პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევმა კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (დადგენილი ფორმის მიხედვით); 
ბ) კონკურსანტის ანკეტა, შევსებული დადგენილი ფორმის მიხედვით (ანკეტა წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული (CD) სახით, (ფაილის ფორმატი – Word და PDF ფაილების სახით);    
გ) პირადობის მოწმობის ასლი;
დ)შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე) სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა, შრომის წიგნაკის ასლი და სხვ.);
ვ) სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ზ) შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი;
თ) სამეცნიერო კვლევების კონცეფცია.
5. საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2018 წლის 29 აგვისტოდან 2018 წლის 4 სექტემბრის ჩათვლით 930-დან 1800 საათამდე, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში, თბილისი ი. ჭავჭავაძის გამზ. N1 (I კორპუსი) ოთახი N207;
6. პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატი, კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, ვალდებულია გაეცნოს თსუ აკადემიური საბჭოს N64/2018 დადგენილების დანართი 1-ის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებს, წერილობით გამოხატოს თანხმობა მხოლოდ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აფილირების შესახებ (რაც ძალაში შევა მის მიერ შესაბამისი აკადემიური თანამდებობის დაკავებისთანავე) და დაადასტუროს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არ გააჩნია ძალაში მყოფი ანალოგიური ხასიათის დოკუმენტი (ხელშეკრულება, შეთანხმება ან სხვ.) სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან.
7. ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთში "თბილისის უნივერსიტეტი";
8. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
9. დაევალოს კანცელარიას ბრძანების დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემა;
10. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.


რექტორი გიორგი შარვაშიძე

სრულად

ბრძანების N: 174/01-01

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მუდმივმოქმედი საინვენტარიზაციო კომისიის შექმნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 17 ოქტომბრის №143/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მუდმივმოქმედი საინვენტარიზაციო კომისიის შექმნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 17 ოქტომბრის №143/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის,   63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული  პირის - ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის და მე-2 პუნქტის, ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილის ლაშა საღინაძისათვის დროებით ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შესრულების უფლებამოსილების დაკისრების შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2018 წლის 18 ივლისის N197/02-01 ბრძანების და თსუ პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის 2018 წლის 19 ივლისის N14681/10 კორესპონდენციის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. შევიდეს ცვლილება "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მუდმივმოქმედი საინვენტარიზაციო კომისიის შექმნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 17 ოქტომბრის №143/02-01 ბრძანებაში და ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართი №1-ის ,,გ” თავის მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,11. პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტი:

11.1. მანანა მელაშვილი - ქონების აღრიცხვა-მართვის სპეციალისტი  (საინვენტარიზაციო კომისიის თავმჯდომარე);
11.2. ჟანა მირიჯანაშვილი - საფინანსო სამსახურის უფროსი;
11.3. თეიმურაზ კორძახია  - ფიზიკურ-ქიმიური პროცესების კვლევის ლაბორატორიის გამგე, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი;
11.4. ომარ ლომთაძე -  აგრარული ქიმიის ლაბორატორიის ხელმძღვანელი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი;

11.5. თეიმურაზ უჩანეიშვილი - ქიმიური ეკოლოგიის ლაბორატორიის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი;
11.6. ია ჩიტრეკაშვილი - მარალმოლეკულურ ნაერთთა ქიმიის ლაბორატორიის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი;
11.7. ნათელა ხეცურიანი - ნავთობის ქიმიის ლაბორატორიის ხელმძღვანელი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი;
11.8. ლაშა გელანტია – მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის ბაგების სტუდქალაქის უფროსი სპეციალისტი.“.

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3.    ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 
მოვალეობის შემსრულებელი,
ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე                                                                 ლაშა საღინაძე                                                                              


სრულად

ბრძანების N: 204/02-01

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2016 წლის 20 ოქტომბრის N173/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2016 წლის 20 ოქტომბრის N173/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის,63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის და მე-2 პუნქტის, ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილის ლაშა საღინაძისათვის დროებით ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შესრულების უფლებამოსილების დაკისრების შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2018 წლის 18 ივლისის N197/02-01 ბრძანების და თსუ პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის 2018 წლის 19 ივლისის N14681/10 კორესპონდენციის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. შევიდეს ცვლილება ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2016 წლის 20 ოქტომბრის N173/02-01 ბრძანებაში და ბრძანების 50-ე მუხლის მე-13 პუნქტის ,,ვ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

,,ვ.ა) ზურაბ ჩუბინიშვილი  - მაღალმოლეკულურ ნაერთთა ქიმიის ლაბორატორიის მეცნიერი თანამშრომელი.“.

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს  საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 
მოვალეობის შემსრულებელი,
ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე                                                                ლაშა საღინაძე


სრულად

ბრძანების N: 205/02-01

"სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2018-2019 სასწავლო წლისათვის ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე პირთათვის საბაკალავრო/სამაგისტრო/ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამებზე ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ" რექტორის 2018 წლის 3 აპრილის №336/01-04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
"სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2018-2019 სასწავლო წლისათვის ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე პირთათვის საბაკალავრო/სამაგისტრო/ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამებზე ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ" რექტორის 2018 წლის 3 აპრილის №336/01-04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ 

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილი, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი - მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა”, "ბ”, "ო” და "პ” ქვეპუნქტების, მე-9 და მე11 პუნქტებისა და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2018 წლის 20 ივლისის №14761/30 წარდგინების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს ცვლილება "სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2018-2019 სასწავლო წლისათვის ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე პირთათვის საბაკალავრო/სამაგისტრო/ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამებზე ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ" რექტორის 2018 წლის 3 აპრილის №336/01-04 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებულ №3 დანართში სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში და ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსის პირველი პუნქტი:
"

1 .

ჟურნალისტიკა და მასობრივი კომუნიკაცია   (ქართულ-რუსულენოვანი)

20



2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
3. ბრძანების  ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსებისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორის მოვალეობის შემსრულებელი,
რექტორის მოადგილე                                                            ალექსანდრე ცისკარიძე


სრულად

ბრძანების N: 639/01-04

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა კარიერული განვითარების ცენტრის კონსულტანტის შესარჩევი კომისიის და კომისიის მუშაობის წესის დამტკიცების შესახებ
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  სტუდენტთა კარიერული განვითარების ცენტრის კონსულტანტის  შესარჩევი კომისიის და  კომისიის მუშაობის წესის  დამტკიცების  შესახებ 

   ,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის  და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის  ,,ა’’, ,,ზ’’ და "ი" ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული   სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების   მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,ნ’’ და ,,პ” ქვეპუნქტების,  ამავე მუხლის  მე-2 პუნქტის, „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა კარიერული განვითარების ცენტრის კონსულტანტის შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ" ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2018 წლის 12 ივლისის N190/02-01 ბრძანების მე-7 პუნქტის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2018 წლის 13 ივლისის N193/02-01 ბრძანების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის „სტუდენტთა კარიერული განვითარების ცენტრის” კონსულტანტის  შესარჩევად კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) ხათუნა ცხადაძე - სტუდენტთა კარიერული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი კომისიის თავმჯდომარე;
ბ) ირმა გრძელიძე - თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი - კომისიის წევრი;
გ)  თეა გერგედავა - საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი - კომისიის წევრი;
დ) ნანა მამაგულიშვილი - საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი -  კომისიის წევრი; 
ე) დემეტრე ეგნატაშვილი - იურიდიული ფაკულტეტის დეკანის აპარატის უფროსი -კომისიის წევრი;
ვ) უჩა  გოგიშვილი - ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი  - კომისიის წევრი;
ზ) ეთერ ბლიაძე - პერსონალის მართვის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი - კომისიის მდივანი.  

2. დამტკიცდეს თსუ „კარიერული განვითარების ცენტრის” კონსულტანტის შესარჩევი კომისიის მუშაობის წესი (დანართი 1);
3. ბრძანება განთავსდეს თსუ-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე;
4. დაევალოს კანცელარიას ბრძანების დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემა;
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.



ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 
მოვალეობის  შემსრულებელი, 
ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე                                                                     ლ. საღინაძე
              

სრულად

ბრძანების N: 203/02-01

სსიპ–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში-არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში მთის იბერიულ-კავკასიურ ენათა განყოფილების მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის შედეგების (შემაჯამებელი ოქმი) დამტკიცების შესახებ
სსიპ–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის   დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში-არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში მთის იბერიულ-კავკასიურ ენათა განყოფილების მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის შედეგების (შემაჯამებელი ოქმი) დამტკიცების შესახებ

    ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის  22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 373  მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“  და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების  დანართი   N1-ის მე-6 მუხლის მე-17, მე-18 და მე-20 პუნქტების, "სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ" რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2018 წლის 18 მაისის N20/04 ერთობლივი ბრძანების,  არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დებულების, მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის, მე-10 მუხლის პირველი, მე-2, მე-7 და მე-8 პუნქტებისა და არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორის ნ. მაჭავარიანის 2018 წლის 10 ივლისის N13963/10  წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის საკონკურსო კომისიის 2018 წლის 10 ივლისის სხდომის შემაჯამებელი ოქმი) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის - არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის მთის იბერიულ-კავკასიურ ენათა განყოფილების მთავარი მეცნიერი თანამშრომლის  თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის შედეგები (შემაჯამებელი ოქმი)  და განისაზღვროს არჩეულად:
ა) ნოდარ არდოტელი -  მთის იბერიულ-კავკასიურ ენათა განყოფილების მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე - 1 საშტატო ერთეული (10 წლის ვადით);
2. დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტმენტს შრომითი ხელშეკრულების გაფორმება ნოდარ არდოტელთან.  
3.  ბრძანების დაინტერესებულ პირთათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4. წინამდებარე ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
    

რექტორი          გიორგი  შარვაშიძე
სრულად

ბრძანების N: 167/01-01

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ სასწავლო კორპუსში 314-ე და 317-ე აუდიტორიებისათვის სახელის მინიჭების თაობაზე“ რექტორის 2016 წლის 29 მარტის N40/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თობაზე
,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ სასწავლო კორპუსში 314-ე და 317-ე აუდიტორიებისათვის სახელის მინიჭების თაობაზე“ რექტორის 2016 წლის 29 მარტის N40/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თობაზე

   
  ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52–ე მუხლის პირველი ნაწილის,  54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57–ე მუხლის და 63-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუქტის  ,,ა“ ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილის 2018 წლის 26 აპრილის №8364/10 კორესპონდენციის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს ცვლილება ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ სასწავლო კორპუსში 314-ე და 317-ე აუდიტორიებისათვის სახელის მინიჭების თაობაზე“ რექტორის 2016 წლის 29 მარტის N40/01-01 ბრძანებაში და მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ სასწავლო კორპუსში 302-ე აუდიტორიას მიენიჭოს ცნობილი ქართველი მეცნიერის გიორგი ნიორაძის სახელი“.

2. დაევალოს საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტებს აუდიტორის მოწყობისათვის საჭირო ღონისძიებების უზრუნველყოფა.
3. დაევალოს კანცელარიას ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება.
4. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება.
5. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.


რექტორი            გიორგი შარვაშიძე

სრულად

ბრძანების N: 168/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ სასწავლო კორპუსში 301-ე, 320-ე და 323-ე აუდიტორიებისათვის სახელის მინიჭების თაობაზე
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ სასწავლო კორპუსში 301-ე, 320-ე და 323-ე აუდიტორიებისათვის სახელის  მინიჭების თაობაზე

   ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52–ე მუხლის პირველი ნაწილის,  54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57–ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების   მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუქტის  ,,ა“ ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტებისა და   მე-9 პუნქტის, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილის 2018 წლის 26 აპრილის №8364/10 კორესპონდენციის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
 
1.    სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ სასწავლო კორპუსში 301-ე აუდიტორიას მიენიჭოს ცნობილი ქართველი მეცნიერის  გრიგოლ წერეთლის სახელი.
2.    სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ სასწავლო კორპუსში 320-ე აუდიტორიას მიენიჭოს ცნობილი ქართველი მეცნიერის ალექსანდრე ჯანელიძის სახელი.
3.    სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ სასწავლო კორპუსში 323-ე აუდიტორიას მიენიჭოს ცნობილი ქართველი მეცნიერის ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელი.
4.    დაევალოს საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტებს აუდიტორის მოწყობისათვის საჭირო ღონისძიებების უზრუნველყოფა.
5.    დაევალოს კანცელარიას ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება.
6.    დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება.
7.    ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

რექტორი         გიორგი  შარვაშიძე
სრულად

ბრძანების N: 169/01-01

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2016 წლის 20 ოქტომბრის N173/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2016 წლის 20 ოქტომბრის N173/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

      ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის და თსუ  ჰუმანიტარულ მეცნიერებატა ფაკულტეტის დეკანის ნ. გაფრიდაშვილის 2018 წლის 26 ივნისის N12903/27 კორესპონდენციის  საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. შევიდეს ცვლილება ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2016 წლის 20 ოქტომბრის N173/02-01 ბრძანებაში და ბრძანების პირველი მუხლის  მე-15 და მე-17 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

,,15. ემილ ავდალიანი - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის  ლაბორანტი - თსუ   მე-8 სასწავლო კორპუსში მდებარე საქართველოს ისტორიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის N213 და 214 ოთახებში არსებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი.“;
,,17. დავით ნასყიდაშვილი - პროფესორის ასისტენტი - თსუ მე-8 სასწავლო კორპუსში მდებარე არქეოლოგიის სასწავლო სამეცნიერო ინსტიტუტის N206 ოთახში არსებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი.“. 

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს  საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                                                                          ნუნუ ოვსიანიკოვა



სრულად

ბრძანების N: 198/02-01

,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2018-2019 სასწავლო წლისათვის ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე პირთათვის საბაკალავრო/სამაგისტრო/ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამებზე ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ" რექტორის 2018 წლის 3 აპრილის №336/01-04 ბრძანებაში დამატების შეტანის შესახებ

,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  2018-2019 სასწავლო წლისათვის ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე პირთათვის საბაკალავრო/სამაგისტრო/ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამებზე ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ" რექტორის 2018 წლის 3 აპრილის №336/01-04 ბრძანებაში დამატების შეტანის შესახებ 



,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილი, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი - მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა”, "ბ”, "ო” და "პ” ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტისა და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2018 წლის 24 მაისის №10630/30 წარდგინების საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს დამატება "სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2018-2019 სასწავლო წლისათვის ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე პირთათვის საბაკალავრო/სამაგისტრო/ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამებზე ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ" რექტორის 2018 წლის 3 აპრილის №336/01-04 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებულ №3 დანართში სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში და დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

3.

ჟურნალისტიკა და მასობრივი კომუნიკაცია

5


2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
3. ბრძანების  ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსებისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი                   გიორგი შარვაშიძე

სრულად

ბრძანების N: 634/01-04

„სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ" ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელის,2018 წლის 14 ივნისის N144 /01-01 ბრძანებაში ტექნიკური ხარვეზის გასწორების თაობაზე

„სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ" ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელის,2018 წლის  14 ივნისის N144 /01-01 ბრძანებაში ტექნიკური ხარვეზის გასწორების თაობაზე

     ,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 

1.„სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ“ თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებელის 2018 წლის 14 ივნისის N144/01-01  ბრძანების მე-6 პუნქტში გასწორდეს ტექნიკური ხარვეზი (კერძოდ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების ვადები  ნაცვლად 2018 წლის 16 ივლისიდან 2018 წლის 21 ივლისამდე განსაზღვრული უნდა ყოფილიყო  2018 წლის 16 ივლისიდან 2018 წლის 26 ივლისამდე) და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 
„6. საკონკურსო  დოკუმენტების  მიღება იწარმოებს   2018 წლის 16 ივლისიდან 2018 წლის 26 ივლისამდე 930-დან 1800საათამდე, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში, თბილისი ი. ჭავჭავაძის გამზ. N11, თსუ მე-3 კორპუსი, ოთახი N 108;“
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
3. დაევალოს კანცელარიას ბრძანების დაგზავნის ფურცელში მითითებული    სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემა;


რექტორი                                          გიორგი შარვაშიძე    
   

სრულად

ბრძანების N: 171/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მობილობისათვის ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში
2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მობილობისათვის ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2018 წლის 3 ივლისის „2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობის პროცესის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული ვადების განსაზღვრის შესახებ“ N593/ი ბრძანების, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2018 წლის 13 ივლისის N13353/10-02, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის 2018 წლის 12 ივლისის N14129/29, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2018 წლის 12 ივლისის N14140/28, მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის 2018 წლის 12 ივლისის N14118/32, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2018 წლის 12 ივლისის N14171/30, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2018 წლის 12 ივლისის N14139/26 წერილების საფუძველზე,
ვბრძანებ:
1. განისაზღვროს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამებზე 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მობილობისათვის ვაკანტური ადგილები წინამდებარე ბრძანებაზე თანდართული დანართების შესაბამისად:
1.1. ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N1);
1.2. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N2);
1.3. სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N3);
1.4. ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დანართი N4);
1.5. მედიცინის ფაკულტეტი (დანართი N5);
1.6. ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N6);
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
3. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსებისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;
4. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.


რექტორი გიორგი შარვაშიძე

სრულად

ბრძანების N: 166/01-01

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2017 წლის 21 მარტის N74/02-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2017 წლის 21 მარტის N74/02-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის  შესახებ

   ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი  პუნქტის ,,ა” და ,,ნ’’ ქვეპუნქტის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2017 წლის 21 მარტის N74/02-01 ბრძანებისა და  სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსის  2018 წლის 09 ივლისის N13828/10 წერილის  საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.    შევიდეს შემდეგი ცვლილებები სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის  ტრენინგ-კურსის ,,სურსათის უვნებლობა ბიზნეს ოპერატორებისათვის” ფასიანი მომსახურების ღირებულების დადგენის თაობაზე“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2017 წლის 21 მარტის N74/02-01 ბრძანებაში:

ა) ბრძანების პირველი  პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის    უწყვეტი განათლების ცენტრის  ტრენინგ-კურსის ,,სურსათის უვნებლობა ბიზნეს ოპერატორებისათვის” ღირებულება თითოეული მსმენელისათვის განისაზღვროს 90 ლარით”;

ბ) ბრძანების მე-21  პუნქტი გაუქმდეს;

2.    დაევალოს კანცელარიას ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება.
3.    დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს წინამდებარე ბრძანების სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებგვერდზე განთავსება.
4.    ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                 ნუნუ ოვსიანიკოვა


სრულად

ბრძანების N: 195/02-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან მედიცინის ფაკულტეტის რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ (სუბსპეციალობის) საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტების ჩარიცხვის შესახებ
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან მედიცინის ფაკულტეტის რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ (სუბსპეციალობის) საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტების ჩარიცხვის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ივლისის N187 დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ", "ო", და "პ" ქვეპუნქტების,  მე-9 პუნქტის,  "საექიმო საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-7 და მე-15 მუხლების, "ჯანმრთელობის დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის 96-102 მუხლების, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 8 აპრილის №135/ნ ბრძანების "რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) მონაწილეობის, მისი წარმართვის და შეფასების წესისა და იმ სამედიცინო დაწესებულებების ან/და სასწავლებლების აკრედიტაციის კრიტერიუმების და წესის დამტკიცების შესახებ, რომლებშიც შესაძლებელია  დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის გავლა", "ა(ა)იპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი საგანმანათლებლო პროგრამების (პროფესიული მზადების) სპეციალობის მაძიებელთა/უმცროს ექიმთა სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის დამტკიცების შესახებ" თსუ-ს აკადემიური საბჭოს 2013 წლის 15 ივლისის №84/2013 წლის დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-სა და მედიცინის ფაკულტეტის დეკანის 2018 წლის 26 ივნისის N12832/32 წერილის საფუძველზე,
ვბრძანებ:

1.    ჩაირიცხონ სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან მედიცინის ფაკულტეტის რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ (სუბსპეციალობის) საგანმანათლებლო პროგრამაზე შემდეგი კონკურსანტები:

საგანმანათლებლო პროგრამა – პალიატიური მედიცინა

1.    ბულია თამრიკო  
2.    გოგუაძე ქეთევან
3.    თავაძე ნანა
4.    გუმბერიძე თინათინ

2.    ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტმენტს;
3.    დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
4.    ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.



რექტორი        გიორგი შარვაშიძე

სრულად

ბრძანების N: 625/01-04

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა კარიერული განვითარების ცენტრის კონსულტანტის შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა კარიერული განვითარების ცენტრის კონსულტანტის  შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ

    ,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის  ,,ა’’, ,,ზ’’ და "ი" ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ვ’’, ,,ზ’’, ,,ნ’’ და ,,პ” ქვეპუნქტების, "სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ" თსუ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2018 წლის 19 მაისის N18/04 ერთობლივი ბრძანებისა და სტუდენტთა კარიერული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელის ხათუნა ცხადაძის  2018 წლის 11 ივნისის  N11818/10 წერილის საფუძველზე, 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა კარიერული განვითარების ცენტრის კონსულტანტის  შესარჩევად.
2. სტუდენტთა კარიერული განვითარების ცენტრის კონსულტანტის თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება თვეში 700  (შვიდასი) ლარით. 
3. აპლიკანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) ბაკალავრის  აკადემიური  ხარისხი; 
ბ) ქართული  ენის ფლობა (კითხვა, წერა, მეტყველება);
გ) ინგლისური ენის ფლობა  (B-2 დონე);
დ)  კომპიუტერული პროგრამების - Microsoft Office; Internet Browser ცოდნა; 

4. კანდიდატი უნდა იცნობდეს შემდეგ დოკუმენტებს: 
ა)  საქართველოს კანონი უმაღლესი განათლების შესახებ;
ბ)  საქართველოს შრომის კოდექსი;
გ) ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია;
დ) საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმება;

5. კანდიდატი უნდა იცნობდეს ბოლონიის პროცესის დოკუმენტების ძირითად პრინციპებს.

6. უპირატესობა  მიენიჭება აპლიკანტს, რომელიც აკმაყოფილებს  შემდეგ მოთხოვნებს:
ა)  აქვს ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება;


ბ) არის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის/ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის /იურიდიული ფაკულტეტის კურსდამთავრებული;
გ) აქვს კვლევების ჩატარების (კვლევებში მონაწილეობის) გამოცდილება (კითხვარების მომზადება, ანალიზი და სხვა); 
დ)   აქვს პროექტებზე მუშაობის გამოცდილება;
ე)  აქვს ტრენინგების ჩატარების / ფასილიტაციის გამოცდილება;
ვ) აქვს შრომის ბაზრის საკითხებთან, შრომით უფლებებთან, ადამიანური რესურსების განვითარებასთან დაკავშირებული  ცოდნა და გამოცდილება.

7. აპლიკანტს მოეთხოვება: 
ა) კრეატიულობა და შემოქმედებითობა; 
ბ) დეტალებზე ორიენტირებულობა;
გ)  ოპერატიულობა;
დ) ანალიტიკური აზროვნება და გადაწყვეტილების მიღების უნარი; 
ე)  გუნდურობა და კომუნიკაბელურობა. 

8. შერჩეულ კანდიდატს მოეთხოვება  შემდეგი ფუნქციების შესრულება:

ა)სტუდენტებისთვის ინფორმაციის მიწოდება ცენტრის მუშაობის ძირითადი საკითხების შესახებ;
ბ) სტუდენტებისთვის პირველადი კონსულტაციის გაწევა კარიერული განვითარების, შრომის ბაზრის საკითხებზე;
გ)საჭიროების  შემთხვევაში  სტუდენტების  დახმარება სააპლიკაციო დოკუმენტებთან დაკავშირებით ( CV - ს, სამოტივაციო წერილის გადახედვა, რჩევები, რეკომენდაციები);
დ) სტუდენტების ინფორმირება (ელ-ფოსტის, მოკლე ტექსტური შეტყობინების ან სხვა გზავნილების საშუალებით) კონკრეტული ვაკანსიების შესახებ, დამსაქმებელთა მიერ მოწოდებული ინფორმაციის გავრცელება სტუდენტებს შორის; ინფორმაციის მიწოდება სასწავლო სტიპენდიების, გაცვლითი პროგრამების შესახებ;
ე) დამსაქმებლების მონაცემთა ბაზის მონიტორინგი და განახლება;
ვ) ცენტრის მიერ ორგანიზებული ტრენინგების ფასილიტაცია;
ზ) ცენტრის  მიერ ორგანიზებული ღონისძიებების ადმინისტრაციული// საორგანიზაციო / ლოჯისტიკური მხარდაჭერა;
თ) ცენტრის ვებ-გვერდისა და ფეისბუქ-გვერდის ადმინისტრირება და მართვა; ცენტრის ხელმძღვანელთან შეთანხმებით მასზე ახალი ინფორმაციის განთავსება;
ი)თსუ-ს ადმინისტრაციასთან, ფაკულტეტებთან ურთიერთობის კოორდინირება სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების სტაჟირებისა და დასაქმების საკითხებთან დაკავშირებით; 
კ) დამსაქმებლებთან რეგულარული და ეფექტური კომუნიკაცია, დამსაქმებლებთან შეხვედრების ორგანიზება უნივერსიტეტში;  დასაქმების ფორუმების დაგგემვა და ღონისძიებების საორგანიზაციო მხარდაჭერა; 
ლ) დასაქმების საიტებზე განთავსებულ ინფორმაციის მონიტორინგი ახალი პოტენციური პარტნიორების მოძიებისა და მათთვის თანამშრომლობის შეთავაზების მიზნით;
მ) ცენტრის მიერ ორგანიზებული ტრენინგების შესახებ ინფორმაციის გავრცელება, სტუდენტების რეგისტრაცია, ტრენინგების ფასილიტაცია; 
ნ) კურსდამთავრებულთა დასაქმების კვლევების ორგანიზება. 
9. კონკურსში მონაწილეობის მსურველ აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი საბუთების წარმოდგენა:
ა) CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად; 
ბ) სამოტივაციო წერილი ქართულ ენაზე (მაქსიმუმ. 300 სიტყვა);
ბ) უმაღლესი განათლების დიპლომის ასლი;
გ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
დ) უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი; 
ე)სასერთიფიკატო ტრენინგ კურსის/კურსების გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი/დოკუმენტები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
10. კონკურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტის შერჩევა განხორციელდეს სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე საკონკურსო კომისიის მიერ. აპლიკანტები, ვის მიერ წარმოდგენილი საბუთებიც დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე შესარჩევ კომისიასთან გაივლიან  გასაუბრებას, (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ). გასაუბრების შედეგები აპლიკანტებს ეცნობებათ პირადად;
11. სსიპ-ივანე     ჯავახიშვილის     სახელობის     თბილისის     სახელმწიფო     უნივერსიტეტის 
სტუდენტთა     კარიერული     განვითარების    ცენტრის    კონსულტანტის    შერჩევის   მიზნით 
არაუგვიანეს 2018 წლის 20 ივლისისა შეიქმნას საკონკურსო კომისია და დამტკიცდეს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბრძანებით კომისიის მუშაობის წესი.
12. ბრძანებით მოთხოვნილი დოკუმენტები აპლიკანტის მიერ გადმოგზავნილ  უნდა იქნეს 2018 წლის 17 ივლისიდან 2018 წლის 24 ივლისის ჩათვლით 18:00 საათამდე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tsu.ge  სათაურის ველში უნდა მიეთითოს „სტუდენტთა კარიერული განვითარების ცენტრის კონსულტანტი“.
13. ბრძანება სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  სტუდენტთა კარიერული განვითარების ცენტრის კონსულტანტის  შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე - www.tsu.ge  და www. Jobs.ge  .
14. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარედგინოს არაუგვიანეს 2018 წლის 10 აგვისტოსი.
15. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
   

ადმინისტრაციის ხელძღვანელი                                  ნუნუ ოვსიანიკოვა
სრულად

ბრძანების N: 190/02-01

ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში კორუნას უნივერსიტეტის მიერ (ესპანეთი) თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისთვის გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატთა შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ
ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში კორუნას უნივერსიტეტის მიერ (ესპანეთი) თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისთვის გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატთა შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

    ,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნ¬ქტების, მე-9 პუნქტის და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ერაზმუს მუნდუსის, ტემპუსის და ერაზმუს პლიუსის საერთაშორისო კრედიტ-მობილობის და ინსტიტუციონალური განვითარების პროექტების ინსტიტუციონალური კოორდინატორის წერილის (13231/10; 29.06.18) საფუძველზე

ვბრძანებ:

1. ჩატარდეს კონკურსი ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში კორუნას უნივერსიტეტის მიერ გამოყოფილი სტიპენდიების (2 სტიპენდია) კანდიდატთა შესარჩევად. 
2. კონკურსი ჩატარდეს 2018 წლის 10 ივლისს 16 საათზე თბილისის სახელმწიფო    უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, ოთახი №108 (მისამართი: თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი №1). 
3. დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა)პროფესორი ალექსანდრე ცისკარიძე, თსუ რექტორის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე;
ბ)პროფესორი ნანა გაფრინდაშვილი, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, კომისიის წევრი;
გ)პროფესორი გიორგი ღაღანიძე, თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, კომისიის წევრი;
დ)პროფესორი მორის შალიკაშვილი, თსუ იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, კომისიის წევრი.
4. დამტკიცდეს კომისიის მდივნად თსუ საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი - ანი თვალთვაძე.
5. დამტკიცდეს კონკურსის ჩატარებისა და კანდიდატთა შერჩევის წესი (დანართი №1).
6. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7. ბრძანების ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება და დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისთვის გადაცემა დაევალოს თსუ  კანცელარიას.
8. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.


რექტორი                                                                     გიორგი შარვაშიძე 
სრულად

ბრძანების N: 163/01-01

,,სსიპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში სამეცნიერო პერსონალის - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, მეცნიერი თანამშრომელი - თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგების (შემაჯამებელი ოქმი) დამტკიცების შესახებ’’, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2018 წლის 28 ივნისის N156/01-01 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომების გასწორების თაობაზე

,,სსიპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის  ინსტიტუტში სამეცნიერო პერსონალის - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი,  მეცნიერი თანამშრომელი - თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგების (შემაჯამებელი ოქმი) დამტკიცების შესახებ’’, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2018 წლის 28 ივნისის N156/01-01  ბრძანებაში  ტექნიკური შეცდომების გასწორების თაობაზე

2018 წლის 28 ივნისის N156/01-01 ბრძანებით დამტკიცდა სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის  ინსტიტუტში სამეცნიერო პერსონალის - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი,  მეცნიერი თანამშრომელი - თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგები ნაწილობრივ. ბრძანების სამუშაო ფაილის დაფორმატების შედეგად წარმოქმნილი ხარვეზის გამო დაშვებულია ტექნიკური სახის შეცდომები. კერძოდ, შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიისა და წყაროთმცოდნეობის განყოფილებაში  არ უნდა ყოფილიყო მითითებული უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - ქეთევან ქუთათელაძე, ახალი და უახლესი ისტორიის განყოფილებაში მთავარი მეცნიერი თანამშრომლები - დოდო ჭუმბურიძე და ელდარ ბუბულაშვილი, საქართველოს ეთნოლოგიის  განყოფილებაში მთავარი მეცნიერი თანამშრომელი - ხათუნა იოსელიანი, ვინაიდან ზემოაღნიშნულ  პოზიციებზე საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმის დამტკიცების საკითხს სწავლობს თსუ რექტორის 2018  წლის 28 ივნისის N157/01-01   ბრძანებით დამტკიცებული კომისია. შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიისა და წყაროთმცოდნეობის განყოფილებას უნდა დაემატოს მეცნიერი თანამშრომელი - სოფიო ქადაგიშვილი,  ხოლო საქართველოს ეთნოლოგიის  განყოფილებას მეცნიერი თანამშრომელი -  თეა ქამუშაძე, რომლებიც გამორჩენილ იქნა ბრძანების მომზადების პროცესში.   
,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 373 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“, ,,პ“ და "ზ" ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-6 მუხლის მე-17 პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის, მე-18 და მე-20 პუნქტების, მე-7 მუხლის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის   ინსტიტუტის დებულების, მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის, მე-10 მუხლისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალის შესარჩევი კომისიის თავმჯდომარის  ზ. აბაშიძის  2018 წლის      14 ივნისის N11583/10-02 წარდგინების   (თან ერთვის ინსტიტუტის საკონკურსო კომისიის 2018 წლის  14 ივნისის  სხდომის შემაჯამებელი ოქმი ) საფუძველზე, 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გასწორდეს ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის  ინსტიტუტში სამეცნიერო პერსონალის - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი,  მეცნიერი თანამშრომელი - თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგების (შემაჯამებელი ოქმი) დამტკიცების შესახებ’’, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2018 წლის 28 ივნისის N156/01-01 ბრძანების პირველ პუნქტში დაშვებილი ტექნიკური შეცდომები და აღნიშნული პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის  ინსტიტუტში სამეცნიერო პერსონალის - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი,  მეცნიერი თანამშრომელი - თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგები ნაწილობრივ (შემაჯამებელი ოქმი) განყოფილებების მიხედვით და განისაზღვრონ არჩეულად ქვემოჩამოთვლილი პირები შემდეგი შემადგენლობით:

                      ძველი  ქვეყნების  ისტორიის განყოფილება

1.ქავთარაძე გიორგი- მთავარი მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული
 (10 წლის ვადით);
2. ბახსოლიანი ნანა - მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული;
        
შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიისა და წყაროთმცოდნეობის განყოფილება
`
1.კვაჭანტირაძე ეკა - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი  1 საშტატო ერთეული 
(10 წლის ვადით);
2.გოილაძე  ვახტანგ -მთავარი მეცნიერი თანამშრომელი  1 საშტატო ერთეული 
(10 წლის ვადით)
3. ქადაგიძე მარინე  -უფროსი მეცნიერი თანამშრომელი 0,5 საშტატო ერთეული; 
4.გაბისონია პაპუნა - მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული;
5.გოგოლაძე მედეა - მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული;
6.ქადაგიშვილი სოფიო -მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული;

                             ახალი და უახლესი ისტორიის განყოფილება

1. კიკნაძე ვაჟა - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი  - 1 საშტატო ერთეული  (უვადო).
2.გელაშვილი გია - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული;
3.ქოქრაშვილი ხათუნა -უფროსი მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული;      
4.მიქიაშვილი ლელა -  უფროსი მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული;
5. სონღულაშვილი ნატო - მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული;
6.არაბიძე ირინა  - მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული;
7.ტყავაშვილი მზია - მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული;  

                       საქართველოს ეთნოლოგიის  განყოფილება

1.მინდაძე ნინო  -მთავარი მეცნიერი თანამშრომელი  - 1 საშტატო ერთეული 
(10 წლის ვადით);
2.  გუჯეჯიანი როზეტა - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული;
3. ჩირგაძე ნინო  - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული;        
4. ალავერდაშვილი  ქეთევან -უფროსი მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული;       
5.აზიკური ნაზი - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი 0,5 საშტატო ერთეული;
6. მამარდაშვილი  გიორგი - მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული;
7. ნებიერიძე ლელა - მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული; 
8.  ქამუშაძე თეა  -    მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული;  

                        კავკასიის ეთნოლოგიის განყოფილება

1. ოქრუაშვილი სალომე - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი  - 1 საშტატო ერთეული 
(10  წლის ვადით);
2. ჯანიაშვილი ლავრენტი - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი  - 1 საშტატო ერთეული  (10   წლის ვადით);
3.ჯალაბაძე ნათია - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული;
4.კვაშილავა ირმა - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული;

                              ანთროპოლიგიური კვლევის ლაბორატორია

1. ჭითანავა დავით - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული;
2. ლალიაშვილი შორენა -მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული’’.   
             
2. კონკურსის შედეგები ძალაში შევიდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის  ინსტიტუტის კანონმდებლობითა და თსუ წესდების 232  მუხლით დადგენილი წესით შექმნისთანავე.
3. დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტმენტს შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება სამეცნიერო პერსონალთან ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის  ინსტიტუტის  კანონმდებლობითა და თსუ წესდების 232  მუხლით დადგენილი წესით შექმნისთანავე.  
4.  ბრძანების დაინტერესებულ პირთათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
5. წინამდებარე ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს. 
6.  ბრძანება ძალაში შევიდეს გამოცემისთანავე.


 რექტორი                                                                                გიორგი  შარვაშიძე 





სრულად

ბრძანების N: 162/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2018-2019 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2018-2019 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. განისაზღვროს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2018-2019 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადები შემდეგი სახით:

ბაკალავრიატი/დიპლომირებული მედიკოსი/სტომატოლოგი/ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა

ა) პირველსემესტრელთა  რეგისტრაცია:
ა.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია და ხელშეკრულების გაფორმება - 3 - 11 სექტემბერი;  
ა.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 12 - 17 სექტემბერი.

ბ) შემოდგომის სემესტრი:
ბ.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 1 აგვისტო - 17 სექტემბერი;
ბ.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 10 - 17 სექტემბერი;
ბ.გ) სააუდიტორიო მეცადინეობები - 17 სექტემბერი - 29 დეკემბერი;
ბ.დ) საგამოცდო პერიოდი - 9 იანვარი - 2 თებერვალი (დასკვნითი გამოცდები); 11 - 18 თებერვალი (დამატებითი გამოცდები);
ბ.ე) არდადეგები - 30 დეკემბერი – 8 იანვარი; 19 თებერვალი - 3 მარტი.

გ) გაზაფხულის სემესტრი:
გ.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 4 თებერვალი - 4 მარტი
გ.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 25 თებერვალი  –  4 მარტი
გ.გ) სააუდიტორიო მეცადინეობები -  4 მარტი – 15 ივნისი
გ.დ) საგამოცდო პერიოდი - 18 ივნისი - 12 ივლისი (დასკვნითი გამოცდები),  22 - 27 ივლისი (დამატებითი გამოცდები)
გ.ე) არდადეგები - 28 ივლისი - 15 სექტემბერი.

მაგისტრატურის/დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამა

დ) პირველსემესტრელ მაგისტრანტთა/დოქტორანტთა  რეგისტრაცია:
დ.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 21 - 24 სექტემბერი
დ.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 21 - 24 სექტემბერი

ე) შემოდგომის სემესტრი:
ე.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 1 აგვისტო - 24 სექტემბერი
ე.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 17 - 24 სექტემბერი
ე.გ) სააუდიტორიო მეცადინეობები - 24 სექტემბერი - 12 იანვარი
ე.დ) საგამოცდო პერიოდი - 15 იანვარი - 6 თებერვალი (დასკვნითი გამოცდები); 13 - 21 თებერვალი (დამატებითი გამოცდები)  
ე.ე) არდადეგები - 30 დეკემბერი – 6 იანვარი, 22 თებერვალი - 3 მარტი

ვ) გაზაფხულის სემესტრი:
ვ.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 4 თებერვალი - 4 მარტი
ვ.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 25 თებერვალი  –  4 მარტი
ვ.გ) სააუდიტორიო მეცადინეობები -  4 მარტი – 15 ივნისი
ვ.დ) საგამოცდო პერიოდი - 18 ივნისი - 12 ივლისი (დასკვნითი გამოცდები),   22 - 27 ივლისი (დამატებითი გამოცდები)
ვ.ე) არდადეგები - 28 ივლისი - 15 სექტემბერი.

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
3. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.



რექტორი                                                                                                                   გიორგი შარვაშიძე

სრულად

ბრძანების N: 158/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტებისათვის საგანმანათლებლო პროგრამის ენის ცოდნის დადგენის მიზნით გასაუბრების ჩატარების ვადის განსაზღვრის თაობაზე
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების    მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტებისათვის საგანმანათლებლო პროგრამის ენის ცოდნის დადგენის მიზნით გასაუბრების ჩატარების ვადის განსაზღვრის თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტისა და „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების    გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების  მიღების წესისა და უცხო ენის ცოდნის განმარტების შესახებ“ თსუ-ს აკადემიური საბჭოს 2014 წლის 9 ივნისის N49/2014 დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული N1 დანართის მე-5 მუხლის 21 პუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. განისაზღვროს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტებისათვის საგანმანათლებლო პროგრამის ენის ცოდნის დადგენის მიზნით გასაუბრების ჩატარების ვადა 2018 წლის  1 ივლისიდან 4 აგვისტომდე ყოველი კვირის ხუთშაბათი დღე, შემდეგი გრაფიკით:

ა) გასაუბრება ქართულ ენაში - 10:00 საათი;
ბ)  გასაუბრება რუსულ ენაში - 11:00 საათი;
გ) გასაუბრება ინგლისურ ენაში - 12:00 საათი;

2. აღნიშნული გასაუბრების ვიდეოჩანაწერის უზრუნველყოფა და სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტისათვის გადაცემა დაევალოს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს;
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.



რექტორი                                                                                                                            გიორგი შარვაშიძე

სრულად

ბრძანების N: 159/01-01