ბრძანების N: 65/02-01
ბრძანების N: 70/02-01
ბრძანების N: 61/01-01
ბრძანების N: 313/01-04
ბრძანების N: 60/01-01
ბრძანების N: 294/01-04
ბრძანების N: 293/01-04
ბრძანების N: 289/01-04
ბრძანების N: 290/01-04
1. ჩატარდეს კონკურსი 2017/2018 წლის გაზაფხულის სემესტრისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში აფიონ ქოჯათეფეს უნივერსიტეტის (თურქეთი) მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატთა შესარჩევად.
2. კონკურსი ჩატარდეს 2018 წლის 28 მარტს 11 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსი¬ტე¬ტის პირველ კორპუსში, ოთახი N121 (მისამართი: თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი N1).
3. დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა)რუსუდან დოლიძე, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე
ბ)მერაბ ხოხობაია, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი, კომისიის წევრი
გ)დემეტრე ეგნატაშვილი, იურიდიული ფაკულტეტის დეკანის აპარატის უფროსი, ასისტენტი, კომისიის წევრი
4. დამტკიცდეს კომისიის მდივნად თსუ საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი - ანი ჭელიშვილი.
5. დამტკიცდეს კონკურსის ჩატარებისა და კანდიდატთა შერჩევის წესი (დანართი №1).
6. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7. ბრძანების ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება და დაგზავნის ფურ¬ცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისთვის გადაცემა დაევალოს თსუ კანცელარიას.
8. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.
რექტორი გიორგი შარვაშიძე
ბრძანების N: 59/01-01
1. ჩაირიცხოს 2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამაზე ,,მედიცინა’’ (ინგლისურენოვანი) ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე ერაყის რესპუბლიკის მოქალაქე დჰუჰა ჰამეედ ჰამეედ თბეენაჰი თბეენაჰი (პასპორტის N).
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. ბრძანების დაინტერესებული პირებისათვის გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
რექტორი გიორგი შარვაშიძე
ბრძანების N: 263/01-04
ბრძანების N: 62/02-01
ბრძანების N: 58/01-01
ბრძანების N: 274/01-04
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. აღუდგეთ სტუდენტის სტატუსი 2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების შესაბამისად თანდართული სიის მიხედვით ბაკალავრიატის/ერთსაფეხურიანი სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამების შემდეგ სტუდენტებს:
ა) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №1);
ბ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №2);
გ) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №3);
დ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დანართი №4);
ე) იურიდიული ფაკულტეტი (დანართი №5);
ვ) მედიცინის ფაკულტეტი (დანართი №6);
ზ) ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №7).
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტმენტს მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე.
3. ბრძანების დაინტერესებულ პირთათვის გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4. ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
რექტორი გიორგი შარვაშიძე
ბრძანების N: 267/01-04
1. ჩაირიცხოს 2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამაზე ,,მედიცინა’’ (ინგლისურენოვანი) ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე ერაყის რესპუბლიკის მოქალაქე ალჰასან ამარ იასირ ალ-მარზვქ (პასპორტის N).
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. ბრძანების დაინტერესებული პირებისათვის გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
რექტორი გიორგი შარვაშიძე
ბრძანების N: 250/01-04
ბრძანების N: 258/01-04
ბრძანების N: 61/02-01
1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტატუსის მაძიებლის თვითშეფასების ფორმის მომზადების უზრუნველსაყოფად შეიქმნას სამუშაო ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით:
ა) ნუნუ ოვსიანიკოვა - ადმინისტრაციის ხელმძღვანელი - სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე;
ბ) ლაშა საღინაძე - ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფროსის მოადგილე - სამუშაო ჯგუფის წევრი;
გ) კახაბერ ჭეიშვილი -რექტორის კონსულტანტი -სამუშაო ჯგუფის წევრი;
დ) ნანა გაფრინდაშვილი - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი - სამუშაო ჯგუფის წევრი;
ე) თამარ დოლბაია - სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი - სამუშაო ჯგუფის წევრი;
ვ) თამარ გაგოშიძე - ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი - სამუშაო ჯგუფის წევრი;
ზ) მარინა ჩავლეიშვილი -ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე - სამუშაო ჯგუფის წევრი;
თ) დიმიტრი კორძაია - მედიცინის ფაკულტეტის დეკანი - სამუშაო ჯგუფის წევრი;
ი) დალი კანდელაკი - სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსი - სამუშაო ჯგუფის წევრი;
კ) ზურაბ გაიპარაშვილი - უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი - სამუშაო ჯგუფის წევრი;
ლ) ირაკლი ღარიბაშვილი - ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორი -სამუშაო ჯგუფის წევრი;
მ) თამარ ვეფხვაძე - კანცელარიის უფროსი -სამუშაო ჯგუფის წევრი;
ნ) ნათელა ლაცაბიძე - პერსონალის მართვის დეპარტამენტის უფროსი - სამუშაო ჯგუფის წევრი;
ო) ირაკლი საღარეიშვილი - საფინანსო დეპარტამენტის უფროსი - სამუშაო ჯგუფის წევრი;
პ) არჩილ კუკულავა - იურიდიული დეპარტამენტის უფროსი - სამუშაო ჯგუფის წევრი;
ჟ) გიორგი ტალახაძე - მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი - სამუშაო ჯგუფის წევრი;
რ) მაია ჩიღვინაძე - საგამოცდო ცენტრის უფროსი - სამუშაო ჯგუფის წევრი;
ს) ნატო ჩუბინიძე - საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი - სამუშაო ჯგუფის წევრი;
ტ) გიორგი გორაშვილი - დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის უფროსი - სამუშაო ჯგუფის წევრი;
უ) ანა ჟორჟოლიანი - ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის აკრედიტაციის, კვლევებისა და შეფასებების განყოფილების უფროსი -სამუშაო ჯგუფის მდივანი.
2.დაევალოს სამუშაო ჯგუფს უზრუნველყოს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტატუსის მაძიებლის თვითშეფასების ანგარიშის საბოლოო ვერსიის მომზადება არაუგვიანეს 2018 წლის 30 მარტისა.
3.დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების გადაცემა დაინტერესებულ პირთათვის.
4. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
5. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.
რექტორი გიორგი შარვაშიძე
ბრძანების N: 57/01-01
1. აღუდგეთ სტუდენტის სტატუსი 2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების შესაბამისად თანდართული სიის მიხედვით სადოქტორო პროგრამის შემდეგ სტუდენტებს:
ა) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N1);
ბ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N2);
გ) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N3);
დ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დანართი N4);
ე) იურიდიული ფაკულტეტი (დანართი N5);
ვ) მედიცინის ფაკულტეტი (დანართი N6);
ზ) ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N7)
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტმენტს მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე.
3. ბრძანების დაინტერესებულ პირთათვის გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4. ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
რექტორი გიორგი შარვაშიძე
ბრძანების N: 238/01-04