საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
ბრძანება
თარიღი
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის ირინე დარჩიასათვის უფლებამოსილების დელეგირების შესახებ
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის ირინე დარჩიასათვის უფლებამოსილების დელეგირების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტისა და უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის ირინე დარჩიას 2018 წლის 30 იანვრის N1623/10 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსს ირინე დარჩიას,  სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან სწრაფი, ქმედითი და მოქნილი კომუნიკაციის ფუნქციონირების მიზნით ავტორიზაციასთან, აკრედიტაციასთან და ანკეტა-კითხვარებთან დაკავშირებულ საკითხებზე, მიენიჭოს უნივერსიტეტის სახელით შესაბამის კორესპონდენციებზე ხელმოწერის უფლებამოსილება.
2. დაევალოს კანცელარიას ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე  განთავსება.
3. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება.
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე. 


რექტორი                                                                                 გიორგი  შარვაშიძე

სრულად

ბრძანების N: 25/01-01

სსიპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან მედიცინის ფაკულტეტის რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ (სუბსპეციალობის) საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტების ჩარიცხვის შესახებ
სსიპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან მედიცინის    ფაკულტეტის რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ (სუბსპეციალობის) საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტების ჩარიცხვის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის,  55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ივლისის №187 დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ", "ო", და "პ" ქვეპუნქტების,  მე-9 პუნქტის,  "საექიმო საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-7 და მე-15 მუხლების, "ჯანმრთელობის დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის 96-102 მუხლების, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 8 აპრილის №135/ნ ბრძანების "რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) მონაწილეობის, მისი წარმართვის და შეფასების წესისა და იმ სამედიცინო დაწესებულებების ან/და სასწავლებლების აკრედიტაციის კრიტერიუმების და წესის დამტკიცების შესახებ, რომლებშიც შესაძლებელია  დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის გავლა", "ა(ა)იპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი საგანმანათლებლო პროგრამების (პროფესიული მზადების) სპეციალობის მაძიებელთა/უმცროს ექიმთა სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის დამტკიცების შესახებ" თსუ-ს აკადემიური საბჭოს 2013 წლის 15 ივლისის №84/2013 წლის დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-სა და მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მოადგილის 2017 წლის 30 იანვრის №1535/32 წერილის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. ჩაირიცხონ სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან მედიცინის ფაკულტეტის რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ (სუბსპეციალობის) საგანმანათლებლო პროგრამაზე შემდეგი კონკურსანტები:

საგანმანათლებლო პროგრამა – პალიატიური მედიცინა
1. გოგოლაძე მარგალიტა  
2. ტვილდიანი გალაქტიონ 
3. დიდიძე მარინა 
4. შავდია ნია 
5. ლაზაშვილი თამარ 
6. მაღლაფერიძე ზვიადი 
7. ყუფარაძე მარინა  
8. სილაგაძე თამილა 

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს  უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტმენტს;
3. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს; 
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი                                                       გიორგი შარვშიძე

სრულად

ბრძანების N: 50/01-04

სსიპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან მედიცინის ფაკულტეტის რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ (პროფესიული მზადება) საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტების ჩარიცხვის შესახებ
სსიპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან მედიცინის ფაკულტეტის რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ (პროფესიული მზადება) საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტების ჩარიცხვის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის,  55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ივლისის #187 დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ", "ო", და "პ" ქვეპუნქტების,  მე-9 პუნქტის,  "საექიმო საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-7 და მე-15 მუხლების, "ჯანმრთელობის დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის 96-102 მუხლების, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის   2009 წლის 8 აპრილის №135/ნ ბრძანების "რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) მონაწილეობის, მისი წარმართვის და შეფასების წესისა და იმ სამედიცინო დაწესებულებების ან/და სასწავლებლების აკრედიტაციის კრიტერიუმების და წესის დამტკიცების შესახებ, რომლებშიც შესაძლებელია  დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის გავლა", "ა(ა)იპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი საგანმანათლებლო პროგრამების (პროფესიული მზადების) სპეციალობის მაძიებელთა/უმცროს ექიმთა სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის დამტკიცების შესახებ" თსუ-ს აკადემიური საბჭოს 2013 წლის 15 ივლისის №84/2013 წლის დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-სა და მედიცინის ფაკულტეტის დეკანის 2017 წლის 31 იანვრის #1718/32 წერილის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. ჩაირიცხონ სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან მედიცინის ფაკულტეტის რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ (პროფესიული მზადება) საგანმანათლებლო პროგრამაზე შემდეგი კონკურსანტები:

საგანმანათლებლო პროგრამა – უროლოგია
1. ბაირამოვი ელვინი (178 ქულა)
2. კურბანალიევი ნამიგი (170 ქულა)
3. რუხაძე დავითი (162 ქულა)
4. გოგეშვილი შალვა (162 ქულა)

საგანმანათლებლო პროგრამა – ლაბორატორიული მედიცინა
1. წვერავა ლილე (194 ქულა)
2. გელაშვილი სოფიო (191 ქულა).

საგანმანათლებლო პროგრამა – ოფთალმოლოგია

1. დეკანოიძე ოთარ (155 ქულა)


2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტმენტს;
3. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს; 
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი                                                      გიორგი შარვშიძე

სრულად

ბრძანების N: 51/01-04

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ლაბორანტის (ფიზიკური და ანალიზური ქიმიის ლაბორატორია) თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ლაბორანტის (ფიზიკური და ანალიზური ქიმიის ლაბორატორია) თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ

   ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’ და ,,პ” ქვეპუნქტის, "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“  სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2018 წლის 5 იანვრის №01/04 ერთობლივი ბრძანების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის რ.  ხომერიკის 2018 წლის 31 იანვრის №1652/28 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ლაბორანტის (ფიზიკური და ანალიზური ქიმიის ლაბორატორია), ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად;
2. კონკურსი გამოცხადდეს 2018 წლის 5 თებერვალს, დოკუმენტაციის წარმოდგენის  ვადა განისაზღვროს 2018 წლის 12 თებერვლიდან 2018 წლის 19 თებერვლის ჩათვლით; 
3. კონკურსი ჩატარდეს საბუთების მიღების დასრულებიდან არანაკლებ 1 თვის ვადაში.
4. კონკურსი ცხადდება ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ლაბორანტის (ფიზიკური და ანალიზური ქიმიის ლაბორატორია) - 1 საშტატო ერთეულზე.
5. ლაბორანტის თანამდებობაზე ხელფასი განისაზღვრება თვეში  480 (ოთხას ოთხმოცი) ლარით.
6. ლაბორანტის თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატი ვალდებულია წარმოადგინოს:
ა) განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ;
ბ) ავტობიოგრაფია (CV);
გ) პირადობის მოწმობის/პასპორტის ასლი; 
დ) უმაღლესი განათლების, კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტების   ასლები;
ე) სამოტივაციო წერილი;
ვ) სამუშაო გამოცდილება პროფილის შესაბამისად.
7. ვაკანტურ თანამდებობაზე შერჩეულ პირს ეზღუდება პარალელურად მუშაობდეს სხვა ორგანიზაციაში;
8. დამტკიცდეს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის  ლაბორანტის (ფიზიკური და ანალიზური ქიმიის ლაბორატორია)  თანამდებობაზე შესარჩევი კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) გიორგი ბეზარაშვილი – ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი – კომისიის თავმჯდომარე;
ბ) ნუნუ ლაბარტყავა – ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ლაბორატორიის გამგე - მდივანი; 
გ)  ნინო ნიკოლეიშვილი -  ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ლაბორატორიის გამგე; 
დ) ელიზა მარქარაშვილი - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ლაბორატორიის გამგე;
ე) რუსუდან ვარდიაშვილი - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ლაბორატორიის გამგე;
ვ) თეა ლობჟანიძე - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ლაბორატორიის გამგე;
ზ) მაია რუსია - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ლაბორატორიის გამგე;
9. დამტკიცდეს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე     ლაბორანტის (ფიზიკური და ანალიზური ქიმიის ლაბორატორია) თანამდებობის დასაკავებლად შესარჩევი კომისიის მუშაობის წესი (დანართი №1 );
10. საბუთების მიღება იწარმოებს 2018 წლის 12 თებერვლიდან 2018 წლის  19 თებერვლის ჩათვლით 1000-დან 1700 საათამდე, თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის კანცელარიაში.  მისამართი:  თბილისი,  ი. ჭავჭავაძის გამზ. N3, თსუ II კორპუსი;
11. ბრძანება გამოქვეყნდეს  გაზეთ "თბილისის უნივერსიტეტში" და განთავსდეს თსუ-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე;
12. დაევალოს კანცელარიას ბრძანების გადაცემა დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის.
13. ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                                 ნ. ოვსიანიკოვა





სრულად

ბრძანების N: 21/02-01

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტებით დადგენილი მოთხოვნების უზრუნველსაყოფად სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მისიისა და სტრატეგიული განვითარების გეგმის მომზადების მიზნით სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტებით დადგენილი მოთხოვნების უზრუნველსაყოფად სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  მისიისა და სტრატეგიული განვითარების გეგმის მომზადების  მიზნით სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ

    ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის, მე-9  და მე-12 პუნქტების  საფუძველზე, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის ირინე დარჩიას 2018 წლის 1 თებერვლის №1759/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის   მისიისა და სტრატეგიული განვითარების გეგმის მომზადების უზრუნველსაყოფად შეიქმნას სამუშაო ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით:

ა)   გიორგი შარვაშიძე- რექტორი - სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე;

ბ)  ნუნუ ოვსიანიკოვა - ადმინისტრაციის ხელმძღვანელი  - სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარის მოადგილე;

გ) ალექსანდრე ცისკარიძე- რექტორის მოადგილე- სამუშაო ჯგუფის წევრი; 

დ) ლაშა საღინაძე -ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე - სამუშაო ჯგუფის წევრი;

ე) ირინე დარჩია - ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი - სამუშაო ჯგუფის  წევრი;  

ვ) თეიმურაზ ბერიძე - ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი - სამუშაო ჯგუფის წევრი;

ზ) თამარ გაგოშიძე - ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა  ფაკულტეტის დეკანი - სამუშაო ჯგუფის წევრი;

თ) ნანი გაფრინდაშვილი - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი - სამუშაო ჯგუფის წევრი;

ი) თამარ დოლბაია - სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის  დეკანი -  სამუშაო ჯგუფის წევრი;

კ)თამარ ზარანდია - იურიდიული ფაკულტეტის დეკანი - სამუშაო ჯგუფის წევრი;   

ლ)  დიმიტრი კორძაია - მედიცინის ფაკულტეტის დეკანი - სამუშაო ჯგუფის წევრი;

მ) რამაზ ხომერიკი - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი - სამუშაო ჯგუფის წევრი;

ნ) ანა ჟორჟოლიანი    -  ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის აკრედიტაციის, კვლევებისა და შეფასების  განყოფილების უფროსი - სამუშაო ჯგუფის მდივანი;       

ო) ინგა ფარნიაშვილი - ააიპ ქართული უნივერსიტეტის საზოგადოების ადმინისტრაციული მენეჯერი - სამუშაო ჯგუფის წევრი;

პ) ნიკოლოზ მელქაძე  -  ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის (თსუ-სა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ხელშეკრულების (75/05; 31.12.2015წ) ფარგლებში) - სპეციალისტი - ABET-ის  ფასილიტატორი - სამუშაო ჯგუფის წევრი;

2. დაევალოს რექტორის მოადგილეს ალექსანდრე ცისკარიძეს უნივერსიტეტის მისიისა და სტრატეგიული განვითარების გეგმის პროექტის შემუშავების მიზნით, წინამდებარე ბრძანებით დამტკიცებული სამუშაო ჯგუფის წინადადებების უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევითი ერთეულებთან თავისი კომპეტენციის ფარგლებში განხილვა და  საბოლოო ვერსიის შემუშავების მიზნით,  სამეცნიერო კვლევითი ერთეულებთან თანამშრომლობის საფუძველზე ურთიერთშეჯერებული პოზიციების წარმოდგენა.

3. დაევალოს  ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილეს ლაშა საღინაძეს უნივერსიტეტის მისიისა და სტრატეგიული განვითარების გეგმის პროექტის შემუშავების მიზნით, წინამდებარე ბრძანებით დამტკიცებული სამუშაო ჯგუფის წინადადებების უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებთან თავისი კომპეტენციის ფარგლებში განხილვა და    საბოლოო ვერსიის შემუშავების მიზნით, უნივერსიტეტის  ადმინისტრაციულ ერთეულებთან თანამშრომლობის საფუძველზე ურთიერთშეჯერებული პოზიციების წარმოდგენა.

4. დაევალოს უნივერსიტეტის  ფაკულტეტის დეკანებს უნივერსიტეტის მისიისა და სტრატეგიული განვითარების გეგმის პროექტის შემუშავების მიზნით,  წინამდებარე ბრძანებით დამტკიცებული სამუშაო ჯგუფის წინადადებების მათდამი დაქვემდებარებულ ფაკულტეტებზე, ასევე სტუდენტებისათვის,  თავისი კომპეტენციის ფარგლებში განხილვა და  საბოლოო ვერსიის შემუშავების მიზნით, დაქვემდებარებულ ფაკულტეტებთან, ასევე სტუდენტებთან თანამშრომლობის საფუძველზე  ურთიერთშეჯერებული პოზიციების წარმოდგენა.

5. ეთხოვოს  უნივერსიტეტის აკადემიურ და წარმომადგენლობით საბჭოებს ამ ბრძანებით განსაზღვრული სამუშაო ჯგუფის საქმიანობაში მონაწილეობით უნივერსიტეტის მისიისა და სტრატეგიული განვითარების გეგმის პროექტის საბოლოო ვერსიის შემუშავებაში  აქტიური  ჩართულობა. 

6. დაევალოს სამუშაო ჯგუფს უზრუნველყოს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მისიისა და სტრატეგიული განვითარების გეგმის საბოლოო ვერსიის მომზადება არაუგვიანეს 2018 წლის   23 თებერვლისა.  

7. დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების გადაცემა დაინტერესებულ პირთათვის.

8. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

9. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.


რექტორი                                           გიორგი  შარვაშიძე

სრულად

ბრძანების N: 26/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

    "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტების, 34-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 35-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის,  მე-8  პუნქტის "ა", "ბ" და "პ" ქვეპუნქტების, 28-ე მუხლის, 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118 დადგენილების - "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ"  (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი №10 29. 12. 2014წ), "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ" თსუU რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის  2017 წლის 28 დეკემბრის №30/04 ერთობლივი ბრძანების და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის თამარ დოლბაიას 2018 წლის 26 იანვრის №1407/30 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.    გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის სამსახურში მისაღებად;
2.    უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორად 7 (შვიდი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს არანაკლებ 3 (სამი) წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;
3.    კონკურსი გამოცხადდეს 2018 წლის პირველ თებერვალს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2018 წლის 2 მარტიდან  2018 წლის 13 მარტამდე. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2018 წლის 13 აპრილისა;
4.    კონკურსი გამოცხადდეს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:
სოციოლოგიისა და სოციალური მუშაობის დეპარტამენტი

     ასოცირებული პროფესორი – 1 საშტატო ერთეული

5. ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევმა კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:
ა)  განცხადება  საკონკურსო  კომისიის  სახელზე  (დადგენილი   ფორმის მიხედვით);
ბ) კონკურსანტის ანკეტა, შევსებული დადგენილი ფორმის მიხედვით (ანკეტა წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული (CD) სახით, (ფაილის ფორმატი – Word და PDF ფაილების სახით);    
გ)  პირადობის მოწმობის ასლი;
დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების)  ასლი  (უცხო  ქვეყანაში  მიღებული განათლების  ან/და სამეცნიერო  ხარისხის  აღიარების  კანონმდებლობით  დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე)  სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა /შრომის წიგნაკის ასლი და სხვა);
ვ)სამეცნიერო - პედაგოგიური მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი  დოკუმენტი;
ზ) შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი;
თ) სამეცნიერო კვლევების კონცეფცია;

6.  საკონკურსო  დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2018 წლის 2 მარტიდან  2018 წლის 13 მარტამდე 930-დან 1800 საათამდე, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის  საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში, თბილისი ი. ჭავჭავაძის გამზ. № 8 (VI კორპუსი) ოთახი №203-ა
7.    ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთში "თბილისის უნივერსიტეტი"
8.    ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
9.    დაევალოს კანცელარიას ბრძანების დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემა;
10.    ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.


რექტორი                გიორგი შარვაშიძე


სრულად

ბრძანების N: 23/01-01

2017/2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში დობროვა გორნიჩას უნივერსიტეტის (პოლონეთი) მიერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული პერსონალისთვის გამოყოფილი სტიპენდიის კანდიდატის შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ
2017/2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში დობროვა გორნიჩას უნივერსიტეტის (პოლონეთი) მიერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული პერსონალისთვის გამოყოფილი სტიპენდიის კანდიდატის შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

   ,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის და საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის წერილის (1485/10; 29.01.2018) საფუძველზე

ვბრძანებ:

1. ჩატარდეს კონკურსი 2017/2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში დობროვა გორნიჩას უნივერსიტეტის მიერ გამოყოფილი სტიპენდიის კანდიდატის შესარჩევად. 
2. კონკურსი ჩატარდეს 2018 წლის 31 იანვარს 11 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, ოთახი №102 (მისამართი: თბილისი,  ილია ჭავჭავაძის გამზირი №1). 
3.  დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა)ნუნუ ოვსიანიკოვა, თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, კომისიის თავმჯდომარე
ბ)ინგა ფარნიაშვილი, თსუ პერსონალის მართვის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი, კომისიის წევრი
გ)ნათია ჩიტაშვილი, თსუ იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი, კომისიის წევრი
4. დამტკიცდეს კომისიის მდივნად თსუ საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი - ანი ჭელიშვილი. 
5. დამტკიცდეს კონკურსის ჩატარებისა და კანდიდატთა შერჩევის წესი   (დანართი №1).
6. ბრძანების  უნივერსიტეტის  ოფიციალურ  ვებ-გვერდზე  განთავსება  დაევალოს 
საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს. 
7. ბრძანების ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება და დაგზავნის  ფურ-ცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისთვის გადაცემა დაევალოს თსუ კანცელარიას.
8. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

  
  რექტორი გიორგი შარვაშიძე
         
სრულად

ბრძანების N: 22/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტების 2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში საუნივერსიტეტო დაფინანსების თაობაზე
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტების 2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში საუნივერსიტეტო დაფინანსების თაობაზე

     ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების    მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’ ,,ო’’ და ,,პ’’ ქვეპუნქტების, სსიპ –ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორის, აკადემიკოს ვლადიმერ პაპავას  2015 წლის 29 ივლისის №126/01-01 და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2016 წლის 28 დეკემბრის №221/02-01 ბრძანებების, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის თ. ბერიძის 2018 წლის  23 იანვრის №1091/29 განცხადების და სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსის დ. კანდელაკის 2018 წლის   25 იანვრის №1280/10 დასკვნის საფუძველზე, 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. დაფინანსდნენ, 2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში, საუნივერსიტეტო დაფინანსების მოპოვების გამო, სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტები 5625 ლარით (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით) დანართი №1-ის მიხედვით; 
2. დაევალოს საფინანსო დეპარტამენტს შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები დოქტორანტების მონაცემთა ბაზაში.
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. დაევალოს კანცელარიას ბრძანების გადაცემა დაგზავნის ფურცელში მითითებული  სტრუქტურული ერთეულებისათვის.
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.



ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                                  ნ. ოვსიანიკოვა
სრულად

ბრძანების N: 97/02-04

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური პროექტების დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური პროექტების დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ

     ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ლ“ ქვეპუნქტის, 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ”, ,,თ“ და ,,ი“ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 61-ე მუხლის პირველი, მე-3, მე-6 და მე-7 ნაწილების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’, ,,ო“ და ,,პ” ქვეპუნქტების, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური პროექტების დაფინანსების განმსაზღვრელი საბჭოს შექმნისა და სტუდენტური პროექტების დაფინანსების წესის შემუშავების შესახებ“ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2016 წლის 23 დეკემბრის N18/04 ერთობლივი ბრძანების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. დამტკიცდეს ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური პროექტების დაფინანსების წესი“ (დანართი N1).
2. დამტკიცდეს ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სამეცნიერო პროექტის შეფასების ფორმა“  (დანართი N2).
3. დამტკიცდეს ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი კულტურულ/სპორტული/საგანმანათლებლო სტუდენტური პროექტის შეფასების ფორმა“ (დანართი N3).
4. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნება დაევალოს უნივერისტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
5. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
6. წინამდებარე ბრძანების ძალაში შესვლის დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2017 წლის 20 თებერვლის N33/02-01 ბრძანება ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური პროექტების დაფინანსების წესი“ მასში შესული ცვლილებებითა და დამატებებით.
7. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.
8. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძლება გასაჩივრდეს მისი ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მისამართზე - ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი N6.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                                                            ნუნუ ოვსიანიკოვა

სრულად

ბრძანების N: 12/02-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკებითა და სამკითხველო დარბაზებით სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 29 მარტის №46/02-01 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ბიბლიოთეკებითა და სამკითხველო  დარბაზებით სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ  ადმინისტრაციის ხელმძღვანელის  29 მარტის №46/02-01 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე

    „უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23–ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი  ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი  ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე–15 მუხლის პირველი პუნქტის, მე–16 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტებისა და უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის ზურაბ გაიპარაშვილის 2018 წლის 17 იანვრის №762/10 კორესპონდენციის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს დამატება სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკებითა და სამკითხველო დარბაზებით სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 29 მარტის №46/02-01 ბრძანებაში  და აღნიშნული ბრძანების დანართი №1-ის პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მქონე მე-4 პუნქტი:

,,4. ბიბლიოთეკათშორის აბონემენტით სარგებლობის წესები:
ა) ბიბლიოთეკათშორის აბონემენტით  სარგებლობა შეუძლია იმ ორგანიზაციებსა და დაწესებულებებს, რომელთაც თავიანთ სტრუქტურაში აქვთ ბიბლიოთეკები.
ბ) ბიბლიოთეკათშორის აბონემენტით  სარგებლობისთვის  მომხმარებელმა უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელთან უნდა წარადგინოს დაწესებულების ხელმძღვანელის მომართვა, დაწესებულების სტრუქტურა, დაწესებულების ხელმძღვანელის დელეგირება წარმომადგენელი პირისადმი და დელეგირებული პირის პირადობის დამადასტურებელი საბუთი.
გ) დაწესებულების წარმომადგენელს მიენიჭება აბონენტის ნომერი და შეივსება ბიბლიოთეკათშორის აბონემენტის ფორმა (აბონემენტის  ნომერი, აბონენტის მისამართი, პირადი ნომერი, ტელეფონი, გვარი სახელი), აგრეთვე შეკვეთის ბლანკი, რომელიც საბიბლიოთეკო დოკუმენტის დაბრუნებამდე ინახება აბონემენტის განყოფილებაში.
დ) საბიბლიოთეკო დოკუმენტის დაზიანება/დაკარგვის შემთხვევა რეგულირდება ამ წესის მე–3 მუხლით.
ე) საბიბლიოთეკო დოკუმენტის დაბრუნების დაკარგვა – დაგვიანების შემთხვევაში ბიბლიოთეკა იტოვებს უფლებას კონკრეტულ დაწესებულებას გაუუქმოს აბონემენტი.
ვ) ბიბლიოთეკათშორის აბონემენტით გაიცემა: წიგნები 30-დღით, პერიოდული გამოცემები - 20 დღით;
ზ) ბიბლიოთეკათშორის აბონემენტით  არ გაიცემა: მხატვრული ლიტერატურა, ცნობარები, ენციკლოპედიები, ლექსიკონები, გაზეთები, ხელნაწერები,  მიკრიფირები, საბიბლიოთეკო დოკუმენტის  ერთი ეგზემპლარი, CD, იშვიათი გამოცემები, 1921 წლამდე გამოცემული გამოცემები, დისერტაციები.
თ) ბიბლიოთეკათშორის აბონემენტი უზრუნველყოფს საბიბლიოთეკო ქსეროქსითა და სკანერით მომსახურებას  კანონმდებლობით განსაზღვრული წესით“.
2.  ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3.    ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი    ნუნუ ოვსიანიკოვა

სრულად

ბრძანების N: 16/02-01

„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური პროექტების დაფინანსების განმსაზღვრელი საბჭოს შექმნისა და სტუდენტური პროექტების დაფინანსების წესის შემუშავების შესახებ“ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2016 წლის 23 დეკემბრის N18/04 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური პროექტების დაფინანსების განმსაზღვრელი საბჭოს შექმნისა   და სტუდენტური პროექტების დაფინანსების წესის შემუშავების შესახებ“ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2016 წლის 23 დეკემბრის N18/04 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

        „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ლ“ და „ჰ4“ ქვეპუნქტების, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“, „თ“ და „ი“ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლისა და  63–ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის   „ნ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შეტანილ იქნას ცვლილება  „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური პროექტების დაფინანსების განმსაზღვრელი საბჭოს შექმნისა და სტუდენტური პროექტების დაფინანსების წესის შემუშავების შესახებ“  რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2016  წლის   23 დეკემბრის N18/04 ერთობლივ ბრძანებაში და ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.    დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური პროექტების დაფინანსების განმსაზღვრელი საბჭო შემდეგი შემადგენლობით:

ა) თამარ გაგოშიძე - ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, საბჭოს თავმჯდომარე;                                 
ბ) ლაშა საღინაძე - ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე;
გ) რევაზ აფხაზავა  - განათლების პოლიტიკის დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი, საბჭოს წევრი;
დ) ნუნუ მიცკევიჩი - თსუ  ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, საბჭოს წევრი;
ე) ნიკოლოზ მელქაძე - თსუ  ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სპეციალისტი, საბჭოს წევრი;
ვ) ირინა ხანთაძე - კონსულტაციისა და  და ტრენინგის ცენტრის ხელმძღვანელი, საბჭოს წევრი;
ზ) ირინა გველესიანი - თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, საბჭოს მდივანი.“

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4.  ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

რექტორი        გიორგი შარვაშიძე
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი          ნუნუ ოვსიანიკოვა


სრულად

ბრძანების N: 04/04

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამაზე ,,მედიცინა” (ინგლისურენოვანი) ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე ინდოეთის რესპუბლიკის მოქალაქე აკსა შაჯის ჩარიცხვის შესახებ
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამაზე ,,მედიცინა” (ინგლისურენოვანი) ერთიანი ეროვნული გამოცდების    გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე ინდოეთის რესპუბლიკის მოქალაქე აკსა შაჯის  ჩარიცხვის შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 52-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი,  54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, მე-100 მუხლის პირველი ნაწილის,   საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის №224/ნ ბრძანების ,,უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების / მაგისტრანტობის კანდიდატების / სტუდენტების მიერ დოკუმენტების წარდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების შესახებ” მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის მე-5 პუნქტისა და   ,,აბიტურიენტებისათვის/მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის უფლების მინიჭების თაობაზე” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს    2017 წლის 11 სექტემბრის №791 ბრძანებისა და მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მოადგილის 2017 წლის 20 დეკემბრის №23566/32 წერილის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. ჩაირიცხოს 2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან   სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამაზე ,,მედიცინა’’ (ინგლისურენოვანი)  ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე ინდოეთის რესპუბლიკის მოქალაქე აკსა შაჯი (პასპორტის №). 
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს. 
3. ბრძანების დაინტერესებული პირებისათვის გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი გიორგი შარვაშიძე



სრულად

ბრძანების N: 31/01-04

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე 2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემეტრიდან ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე მარიკა გოგუაძის ჩარიცხვის შესახებ
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე 2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემეტრიდან ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე მარიკა გოგუაძის ჩარიცხვის შესახებ

  ,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 52-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, მე-100 მუხლის პირველი ნაწილის,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის    2011 წლის 29 დეკემბრის #224/ნ ბრძანების ,,უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების /მაგისტრანტობის კანდიდატების/ სტუდენტების მიერ დოკუმენტების წარდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების შესახებ” მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის, ,,აბიტურიენტებისათვის/მაგისტრანტობის  კანდიდატებისათვის / სტუდენტებისათვის ერთიანი ეროვნული გამოცდების /საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის უფლების მინიჭების თაობაზე” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2018 წლის 16 იანვრის  N38  ბრძანების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. ჩაირიცხოს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე – ,,ბიზნესის ადმინისტრირება’’ 2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე                 მარიკა გოგუაძე (IV სემესტრი, 106 კრედიტი). 
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს. 
3. ბრძანების დაინტერესებული პირებისათვის გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი                                                   გიორგი შარვაშიძე



სრულად

ბრძანების N: 32/01-04

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესიულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული სტუდენტებისათვის სტატუსის შეჩერებიდან 5 წლიანი ვადის გასვლის გამო სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის თაობაზე
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესიულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული სტუდენტებისათვის სტატუსის შეჩერებიდან 5 წლიანი ვადის გასვლის გამო სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი - მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9  პუნქტის, 41-ე მუხლის მე-5 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის №10/ნ ბრძანებით დამტკიცებული "უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის" №1 დანართის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის 127/ნ ბრძანებით დამტკიცებული "საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის" მე-12 მუხლის მე-2 პუნქტისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2018 წლის 22 იანვრის  №987/27 წერილის საფუძველზე, 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შეუწყდეთ სტუდენტის სტატუსი სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესიულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტებს №1 დანართის შესაბამისად, სტუდენტის სტატუსის შეჩერებიდან 5 წლიანი ვადის გასვლის გამო (დანართი №1).
2. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
3. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
4. წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრებული იქნას კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან  ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6)


რექტორი     გიორგი შარვაშიძე
სრულად

ბრძანების N: 33/01-04

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდქალაქში მობინადრეთა საცხოვრებელი ფართით სარგებლობის ტარიფების განსაზღვრის თაობაზე” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2017 წლის 02 ოქტომბრის №217/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდქალაქში მობინადრეთა საცხოვრებელი ფართით სარგებლობის ტარიფების განსაზღვრის თაობაზე” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2017 წლის 02 ოქტომბრის №217/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა”, „ნ“ ქვეპუნქტის და უნივერსიტეტის მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის ბაგების სტუდქალაქის მმართველის    ზაზა წაქაძის 2018 წლის 16 იანვრის №708/10 მოხსენებითი ბარათის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. შევიდეს  ცვლილება ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდქალაქში მობინადრეთა საცხოვრებელი ფართით სარგებლობის ტარიფების განსაზღვრის თაობაზე” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2017 წლის 02 ოქტომბრის №217/02-01 ბრძანებაში და ბრძანების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

,,2. ლისის საერთო საცხოვრებელში  ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდქალაქის შინაგანაწესით“ გათვალისწინებული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში ქვემოთმოცემული  სტუდენტებისათვის განისაზღვროს ბინადრობის შეღავათიანი,   120 ლარიანი ტარიფი:
ა) სტუდენტები, რომლებიც არიან დები ან/და ძმები;
ბ) სტუდენტი, რომელსაც გარდაცვლილი ან უგზო-უკვლოდ დაკარგული ჰყავს დედა ან მამა;

გ) სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრი სტუდენტები, რომლთა ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი პირობითი ერთეულის მიხედვით არის 70000 და ნაკლები სარეიტინგო ქულა;
დ) არანაკლებ 3,5 GPA მქონე სტუდენტები (მიმდინარე მონაცემებით)“.

2.დაევალოს კანცელარიას ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე  განთავსება.
3.ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს  საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე. 


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                                                    ნუნუ ოვსიანიკოვა

სრულად

ბრძანების N: 11/02-01

2018/2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში დუბლინის საუნივერსიტეტო კოლეჯის (ირლანდია) მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატთა შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ
2018/2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში დუბლინის საუნივერსიტეტო კოლეჯის (ირლანდია) მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატთა შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

   ,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების   მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნ¬ქტების, მე-9 პუნქტის და საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის წერილის (№1059/10, 23.01.18) საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. ჩატარდეს კონკურსი 2018/2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში დუბლინის საუნივერსიტეტო კოლეჯის მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატთა შესარჩევად. 
2. კონკურსი ჩატარდეს 2018 წლის 25 იანვარს 11 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსი¬ტე¬ტის პირველ კორპუსში, ოთახი №115 (მისამართი: თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი №1). 
3. დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა)მანანა რუსიეშვილი, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე
ბ)ნინო ჭალაგანიძე, თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა  ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი
გ)ხათუნა მარწყვიშვილი, თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა  ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი 
4. დამტკიცდეს კომისიის მდივნად თსუ საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი - ანი ჭელიშვილი. 
5. დამტკიცდეს კონკურსის ჩატარებისა და კანდიდატთა შერჩევის წესი (დანართი №1).
6. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინ-ფორ¬მაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7. ბრძანების ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება და დაგზავნის  ფურ-ცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისთვის გადაცემა დაევალოს თსუ კანცე¬ლა¬რიას.
8. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.


რექტორი გიორგი შარვაშიძე

სრულად

ბრძანების N: 19/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრატურის სტუდენტებისათვის 2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში საუნივერსიტეტო დაფინანსების თაობაზე
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრატურის სტუდენტებისათვის 2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში საუნივერსიტეტო დაფინანსების თაობაზე

     ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’,,ო’’და ,,პ’’ ქვეპუნქტების, სსიპ –ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2012 წლის 21 მარტის #47/01-01 და რექტორის მოვალეობის შემსრულებლის, რექტორის მოადგილის 2017 წლის 27 სექტემბრის #190/01-01 ბრძანებების, სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსის  დ. კანდელაკის 16.01.2018წ. #699/10 დასკვნის, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის თ.გაგოშიძის 15.01.2018წ. #567/26 წარდგინების საფუძველზე, 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. მაღალი აკადემიური შედეგების საფუძველზე, უნივერსიტეტის მიერ, 2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში, დაფინანსდნენ 17744 ლარით, საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრატურის სტუდენტები დანართი #1-ის მიხედვით;
2. დაევალოს საფინანსო დეპარტამენტს, შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები    მაგისტრატურის სტუდენტების მონაცემთა ბაზაში.
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. დაევალოს კანცელარიას ბრძანების გადაცემა დაგზავნის ფურცელში მითითებული  სტრუქტურული ერთეულებისათვის.
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                                  ნ. ოვსიანიკოვა

სრულად

ბრძანების N: 59/02-04

,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით ღონისძიებების ჩასატარებლად სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საორგანიზაციო კომისიის შექმნის შესახებ’’ რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2017 წლის 25 აპრილის №75/01-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით  ღონისძიებების ჩასატარებლად  სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საორგანიზაციო  კომისიის შექმნის შესახებ’’  რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2017 წლის  25 აპრილის №75/01-01 ბრძანებაში ცვლილებების  შეტანის თაობაზე

     „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის და  63-ე  მუხლის,  „საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის,  მე-9  და მე-12 პუნქტების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს ცვლილება ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით ღონისძიებების ჩასატარებლად  სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საორგანიზაციო  კომისიის შექმნის შესახებ’’ რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2017 წლის 25 აპრილის №75/01-01 ბრძანების პირველ პუნქტში და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ა) ,,1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით  ღონისძიებების ჩასატარებლად შეიქმნას   სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საორგანიზაციო კომისია (შემდგომში - ,,კომისია’’) შემდეგი შემადგენლობით:
ა) გიორგი შარვაშიძე - კომისიის თავმჯდომარე, რექტორი;
ბ) ნუნუ ოვსიანიკოვა-კომისიის წევრი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი;
გ) ალექსანდრე ცისკარიძე - კომისიის წევრი, რექტორის მოადგილე;
დ) ლაშა საღინაძე -კომისიის წევრი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე;
ე)  თეიმურაზ ბერიძე -კომისიის წევრი, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი;
ვ)  თამარ ზარანდია - კომისიის წევრი, იურიდიული ფაკულტეტის დეკანი;
ზ)  თამარ გაგოშიძე - კომისიის წევრი, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი;
თ)ნანი გაფრინდაშვილი-კომისიის წევრი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი;
ი) თამარ დოლბაია - კომისიის წევრი, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი;
კ) დიმიტრი კორძაია -კომისიის წევრი, მედიცინის ფაკულტეტის დეკანი;
ლ) რამაზ ხომერიკი -კომისიის წევრი, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი;
მ)  ზურაბ გაიპარაშვილი -კომისიის წევრი, ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი;
ნ) თეა გერგედავა- კომისიის წევრი, საგარეო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი;
ო) ნანა მამაგულიშვილი -კომისიის წევრი, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი;
პ) ეკა კვიტაშვილი - კომისიის წევრი, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის კონსულტანტი.’’
2. დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების გადაცემა დაინტერესებულ პირთათვის.
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4.  ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.



რექტორი      გიორგი  შარვაშიძე


სრულად

ბრძანების N: 20/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ავტორიზაციის სტატუსის მაძიებლის თვითშეფასების ანგარიშის მომზადების უზრუნველსაყოფად სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ავტორიზაციის სტატუსის მაძიებლის თვითშეფასების ანგარიშის  მომზადების უზრუნველსაყოფად   სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ

    ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის , მე-9  და მე-12 პუნქტების  საფუძველზე,

ვბრძანებ:
1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ავტორიზაციის სტატუსის მაძიებლის თვითშეფასების ფორმის მომზადების უზრუნველსაყოფად შეიქმნას სამუშაო ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით:

ა) ნუნუ ოვსიანიკოვა - ადმინისტრაციის ხელმძღვანელი  - სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე;
ბ) ალექსანდრე ცისკარიძე - რექტორის მოადგილე - სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარის მოადგილე;
გ) ირინე დარჩია - ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი - სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარის მოადგილე;  
დ) თეიმურაზი ბერიძე -ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი - სამუშაო ჯგუფის წევრი;
ე) თამარ გაგოშიძე - ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა  ფაკულტეტის დეკანი - სამუშაო ჯგუფის წევრი;
ვ) თეა გერგედავა - საგარეო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი - სამუშაო ჯგუფის წევრი;
ზ) ზურაბ გაიპარაშვილი - უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი  - სამუშაო ჯგუფის წევრი;
თ) ნანი გაფრინდაშვილი - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი - სამუშაო ჯგუფის წევრი;
ი) გიორგი გორაშვილი - დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის უფროსი - სამუშაო ჯგუფის წევრი;
კ) თამარ დოლბაია - სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის  დეკანი - სამუშაო ჯგუფის წევრი;
ლ) თამარ ვეფხვაძე - კანცელარიის უფროსი -სამუშაო ჯგუფის წევრი.   
მ)თამარ ზარანდია - იურიდიული ფაკულტეტის დეკანი - სამუშაო ჯგუფის წევრი;   
ნ) დალი კანდელაკი - სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსი - სამუშაო ჯგუფის წევრი;
ო) არჩილ კუკულავა - იურიდიული დეპარტამენტის უფროსი - სამუშაო ჯგუფის წევრი;  
პ) დიმიტრი კორძაია - მედიცინის ფაკულტეტის დეკანი - სამუშაო ჯგუფის წევრი;    
ჟ) ნათელა ლაცაბიძე - პერსონალის მართვის დეპარტამენტის უფროსი -  სამუშაო ჯგუფის წევრი;
რ) გია მამულაშვილი - უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსი  - სამუშაო ჯგუფის წევრი;    
ს) ნანა მამაგულაშვილი -  საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი - სამუშაო ჯგუფის წევრი;   
ტ) ირაკლი საღარეიშვილი - საფინანსო დეპარტამენტის უფროსი -  სამუშაო ჯგუფის წევრი;    
უ) ანა ჟორჟოლიანი - აკრედიტაციის, კვლევებისა და შეფასებების განყოფილების უფროსი -სამუშაო ჯგუფის მდივანი;   
ფ) გიორგი ტალახაძე - მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი - სამუშაო ჯგუფის წევრი;    
ქ) გიორგი ღვედაშვილი - სამეცნიერო კვლევებისა და განვითრების დეპარტამენტის უფროსი - სამუშაო ჯგუფის წევრი;     
ღ) ირაკლი ღარიბაშვილი - ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის  დირექტორი -სამუშაო ჯგუფის წევრი;    
ყ) მაია ჩიღვინაძე - საგამოცდო ცენტრის უფროსი - სამუშაო ჯგუფის წევრი;    
შ) ნატო ჩუბინიძე - საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი - სამუშაო ჯგუფის წევრი;   
ჩ) ხათუნა ცხადაძე - სტუდენტთა კარიერული განვითარების ცენტრის უფროსი - სამუშაო ჯგუფის წევრი;    
ც) შოთა ჭანტურიძე - შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი - სამუშაო ჯგუფის წევრი;
   
ძ) ირაკლი ხარჯავანიძე - კულტურისა და სპორტის დეპარტმენტის უფროსი - სამუშაო ჯგუფის წევრი;
წ) რამაზ ხომერიკი - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი - სამუშაო ჯგუფის წევრი.    
 2. დაავალოს სამუშაო ჯგუფს უზრუნველყოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტატუსის მაძიებლის თვითშეფასების ანგარიშის საბოლოო ვერსიის მომზადება არაუგვიანეს 2018 წლის 21 თებერვლისა.  
3. დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების გადაცემა დაინტერესებულ პირთათვის.
4. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
5.  ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.


რექტორი      გიორგი  შარვაშიძე



სრულად

ბრძანების N: 21/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში შიდა მობილობის პროცესის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული ვადების განსაზღვრის შესახებ
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 
2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში შიდა მობილობის პროცესის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული ვადების განსაზღვრის შესახებ 

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და  მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტისა და სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2011 წლის 25 ივლისის N77/2011 დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის“ მე-7 მუხლის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. საგანმანათლებლო ერთეულის მიერ შიდა მობილობის წესით საგანმანათლებლო პროგრამების ვაკანტური ადგილების ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა - 1 - 2 თებერვალი; 
2. შიდა მობილობის წესით საგანმანათლებლო ერთეულის/საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის მსურველთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა - 5 - 12 თებერვალი; 
3. შიდა მობილობის შედეგების ელექტრონულ პორტალზე გამოქვეყნება -  13 თებერვალი; 
4. საგანმანათლებლო ერთეულის მიერ სტუდენტებისათვის კრედიტების აღიარება - 14 - 19 თებერვალი; 
5. ხელშეკრულების გაფორმება საგანმანათლებლო ერთეულის/საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის მსურველებთან - 20 - 21 თებერვალი; 
6. საგანმანათლებლო ერთეულის მიერ სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტისათვის შიდა მობილობის წესით გადასული სტუდენტების სიის წარდგენა - 22 თებერვალი; 
7. შიდა მობილობის წესით სტუდენტების გადასვლის შესახებ რექტორის ბრძანების პროექტის მომზადება - 23 თებერვალი; 
8. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
9. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
10. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი               გიორგი შარვაშიძე
სრულად

ბრძანების N: 16/01-01