ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მეცნიერების ფესტივალის ფარგლებში 5-6 ივნისს გამართავს სამეცნიერო კონფერენციას – „მეცნიერება და თანამედროვე გამოწვევები“. ღონისძიების ფარგლებში თსუ პირველ კორპუსში, სკოლის მოსწავლეებისთვის გაიმართება ექსკურსიები. მოსწავლეებს საშუალება ექნებათ დაათვალიერონ: თსუ ბიბლიოთეკა, არქეოლოგიის მუზეუმი, თსუ ისტორიის მუზეუმი, ვაჟა-ფშაველას მემორიალურ ოთახი, სახვითი ხელოვნების მუზეუმი.
6 ივნისს, თსუ-ს პირველი კორპუსის 107 აუდიტორიაში ჩატარდება სამეცნიერო-პოპულარული კონფერენცია – „მეცნიერება და თანამედროვე გამოწვევები“. კონფერენცია მიზნად ისახავს ახალგაზრდებისთვის მეცნიერების პოპულარიზაციას და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი კვლევების გაზიარებას.
კონფერენციას გახსნის თსუ-ის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია.
საგამოფენო მოხსენებებით წარდგებიან წამყვანი მეცნიერები:
გელა დევიძე – „სამყაროს წარმოშობის შესწავლა ცერნის დიდ ადრონულ კოლაიდერზე“ მეცნიერებათა დოქტორი, მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი.
ვახტანგ ლიჩელი – „ორი არქეოლოგიური ფაქტი – ორი შეკითხვა“ პროფესორი, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი.
მიხეილ ჯანგავაძე – „მოლეკულური პათოლოგია - ფუნდამენტალური კვლევებიდან კლინიკურ პრაქტიკამდე“ პროფესორი, თსუ მედიცინის ფაკულტეტი.