საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2019-06-20
თარიღი სთ
მისამართი თსუ

20 ივნისს, ევროპის აკადემიის თბილისის ცენტრის მიერ ორგანიზებული, გამორჩეული სემინარების სერიის - „გზაჯვარედინების“ ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა პირველი სემინარი - „შუა საუკუნეების ქართული ფილოსოფიური სკოლა ევროპულ სივრცეში“.

სემინარზე მოხსენებები წაიკითხეს პროფ. ლევან გიგინეიშვილმა (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი) და პროფ. ბენედეკ ზიგმუნდმა (ეტვოშ ლორანდის უნივერსიტეტი, ბუდაპეშტი); წამყვანი - პროფ. დავით ფრანგიშვილი (ევროპის აკადემიის თბილისის ცენტრის აკადემიური დირექტორი).

ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრის მიერ ორგანიზებული სემინარების სერია, სახელწოდებით - „გზაჯვარედინები“, აერთიანებს გამოჩენილი მეცნიერებისა და მოაზროვნეების მოხსენებებს. სემინარების მიზანია მეცნიერების პოპულარიზაცია, გზაჯვარედინზე - დარგთაშორისი, დროისა და სივრცითი ბარიერების მიღმა იდეების გაზიარებისა და ინტერდისციპლინური, საერთაშორისო სამეცნიერო თანაშრომლობის ხელშეწყობა. სემინარების მიზნების მისაღწევად არსებითად მნიშვნელოვანია განსახილველი თემებისა და მიდგომების მრავალფეროვნება. ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს მიერ გამორჩეული მომხსენებლები შეირჩევიან სამეცნიერო საზოგადოებაზე მათი კვლევის გავლენის შეფასების კრიტერიუმით.

სემინარების სერია განკუთვნილია ფართო საზოგადოებისთვის და მასზე დასწრება თავისუფალია.

მსგავსი ღონისძიებები