4 ივნისს, 9:30 სთ-ზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა და ბიბლიოთეკის „მეგობართა კლუბი“ მართავს ანა კალანდაძის დაბადების 100 წლისთავისადმი მიძღვნილ სტუდენტურ კონფერენციას სახელწოდებით „ანა - 100“.
ღონისძიებას გახსნის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი დარეჯან თვალთვაძე.
კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება შემდეგი სექციები: ფილოლოგია, ფილოსოფია, ხელოვნება, კულტუროლოგია, ისტორია, ეთნოლოგია. კონფერენციაში მონაწილეობის მიიღებენ ბაკალავრიატის სტუდენტები. საუკეთესო მოხსენებები გამოქვეყნდება საკონფერენციო მასალების სახით. ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი და სასაჩუქრე წიგნი.