Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
Date 2025-06-04
Beginning 9:30 HR
Address ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი  კორპუსი, მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი.

4 ივნისს, 9:30 სთ-ზე,  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა და ბიბლიოთეკის „მეგობართა კლუბი“ მართავს ანა კალანდაძის დაბადების 100 წლისთავისადმი მიძღვნილ სტუდენტურ კონფერენციას სახელწოდებით „ანა - 100“.

 

ღონისძიებას გახსნის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი დარეჯან თვალთვაძე.

 

კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება შემდეგი სექციები: ფილოლოგია, ფილოსოფია, ხელოვნება, კულტუროლოგია, ისტორია, ეთნოლოგია. კონფერენციაში მონაწილეობის მიიღებენ ბაკალავრიატის სტუდენტები. საუკეთესო მოხსენებები გამოქვეყნდება საკონფერენციო მასალების სახით. ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი და სასაჩუქრე წიგნი.

 

Related events