Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
Order
Date
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის 2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან სტუდენტის სტატუსის აღდგენის თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის– ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის №127/ნ ბრძანებით დამტკიცებული საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის, „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის №10/ნ ბრძანების მე-3 მუხლის მე-8 პუნქტისა და სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონული სისტემის (lms.tsu.ge) მონაცემების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1.  აღუდგეთ სტუდენტის სტატუსი 2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამების სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს ბრძანების N1 დანართის შესაბამისად (დანართი N1).
2. ბრძანების   უნივერსიტეტის   ოფიციალურ   ვებგვერდზე   განთავსება   დაევალოს უნივერსიტეტის    საინფორმაციო        ტექნოლოგიების        დეპარტმენტს        პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე.
3.  დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
4.  ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი გიორგი შარვაშიძე 
 

View More

Order N: 1041/01-04    

„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლების ელექტრონული ფორმით განხორციელებისთვის“ რექტორის 2020 წლის 19 ნოემბრის N230/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის და თსუ პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელის N23532/10 (09.11.2021) წარდგინების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. შევიდეს ცვლილება „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლების ელექტრონული ფორმით განხორციელებისთვის“ რექტორის 2020 წლის 19 ნოემბრის N230/01-01 ბრძანების დანართ N1-ში და აღნიშნული დანართის მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„მუხლი 4 . ელექტრონული სწავლების პირობებში შეფასებების ჩატარება
1. განმსაზღვრელი შეფასების - გამოკითხვის მიმართულება შესაძლებელია განხორციელდეს:
ა)  სასწავლო პლატფორმა Moodle-ს გამოყენებით;
ბ) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის A,B გარემოს გამოყენებით, სადაც დაცული უნდა იყოს კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებული რეკომენდაციები.
გ)  ონლაინ პლატფორმა zoom-ის გამოყენებით, სადაც დაცული უნდა იყოს შემდეგი პროცედურა:
გ.ა)  მასწავლებელი ონლაინ პლატფორმა zoom-ის გამოყენებით უკავშირდება პროფესიულ სტუდენტს, რომელსაც უნდა ჰქონდეს ჩართული ვიდეო კამერა, მიკროფონი;
გ.ბ) მასწავლებელი სამსახურებრივი ელექტრონული ფოსტით (მასწავლებლის სამსახურებრივი  ელექტრონული  ფოსტა  და  პროფესიული  სტუდენტის  ოფიციალური ელექტრონული ფოსტა გახსნილია tsu-ს დომენის გამოყენებით) პროფესიულ სტუდენტს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე უგზავნის შეფასების ინსტრუმენტს გასაცნობად; შეფასების ინსტრუმენტში დეტალურად უნდა იყოს აღწერილი პროფესიული სტუდენტის დავალება  და შეფასების დადასტურების პროცედურა სხვა  სავალდებულო ინფორმაციასთან ერთად, რაც არის განსაზღვრული შეფასების ინსტრუმენტის ფორმით;
გ.გ) შეფასების   ინსტრუმენტით   გაწერილი   დავალების   შესრულება   უნდა   მოხდეს პირდაპირი დაკვირვების (Live) რეჟიმში;
გ.დ) მასწავლებელი შეფასების მთელ პროცესს იწერს ონლაინ პლატფორმა zoom-ის გამოყენებით და შეფასების ინსტრუმენტს თან ურთავს მტკიცებულებად, სხვა არსებულ მტკიცებულებებთან ერთად;
გ.ე) შეფასების ვადის ამოწურვის შემდეგ, პროფესიული სტუდენტი ოფიციალური ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შეფასების ინსტრუმენტს, სადაც მითითებული უნდა იყოს სახელი, გვარი და პირადი ნომერი, შესრულებულ დავალებასთან ერთად უგზავნის მასწავლებელს სამსახურებრივ ელექტრონულ ფოსტაზე;
2. განმსაზღვრელი შეფასების - პროცესზე დაკვირვებისა და პროდუქტის/შედეგის შეფასება უნდა განხორციელდეს ონლაინ პლატფორმა zoom-ის გამოყენებით, გარდა წინამდებარე  წესის  პირველი  მუხლის  მე-3  პუნქტით  გათვალისწინებული შემთხვევებისა.
3. განმსაზღვრელი შეფასების - პროცესზე დაკვირვების (პრაქტიკული დავალება დაკვირვებით) შეფასების პროცესი უნდა განხორციელდეს შემდეგი პროცედურით:
ა) მასწავლებელი ონლაინ პლატფორმა zoom-ის გამოყენებით უკავშირდება პროფესიულ სტუდენტს, რომელსაც უნდა ჰქონდეს ჩართული ვიდეო კამერა, მიკროფონი;
ბ) მასწავლებელი სამსახურებრივი ელექტრონული ფოსტით (მასწავლებლის სამსახურებრივი ელექტრონული ფოსტა და პროფესიული სტუდენტის ოფიციალური ელექტრონული ფოსტა გახსნილია tsu-ს დომენის გამოყენებით) პროფესიულ სტუდენტს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე უგზავნის შეფასების ინსტრუმენტს გასაცნობად;
გ)   შეფასების   ინსტრუმენტში   დეტალურად   უნდა   იყოს   აღწერილი   პროფესიული სტუდენტის დავალება და შეფასების დადასტურების პროცედურა სხვა სავალდებულო ინფორმაციასთან ერთად, რაც არის განსაზღვრული შეფასების ინსტრუმენტის ფორმით; დ)   შეფასების   ინსტრუმენტით   გაწერილი   დავალების   შესრულება   უნდა   მოხდეს პირდაპირი დაკვირვების (Live) რეჟიმში;
ე) მასწავლებელი შეფასების მთელ პროცესს იწერს ონლაინ პლატფორმა zoom-ის გამოყენებით და შეფასების ინსტრუმენტს თან ურთავს მტკიცებულებად, სხვა არსებულ მტკიცებულებებთან ერთად;
ვ) შეფასების ვადის ამოწურვის შემდეგ, პროფესიული სტუდენტი ოფიციალური ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შეფასების ინსტრუმენტს, სადაც მითითებული უნდა იყოს სახელი, გვარი და პირადი ნომერი, შესრულებულ დავალებასთან ერთად (ასეთის არსებობის შემთხვევაში) უგზავნის მასწავლებელს სამსახურებრივ ელექტრონულ ფოსტაზე.
4. განმსაზღვრელი შეფასების - პროდუქტის/შედეგის (პრაქტიკული დავალება) შეფასების პროცესი უნდა განხორციელდეს შემდეგი პროცედურით:
ა) მასწავლებელი ონლაინ პლატფორმა zoom-ის გამოყენებით უკავშირდება პროფესიულ სტუდენტს, რომელსაც უნდა ჰქონდეს ჩართული ვიდეო კამერა, მიკროფონი;
ბ) მასწავლებელი სამსახურებრივი ელექტრონული ფოსტით (მასწავლებლის სამსახურებრივი  ელექტრონული  ფოსტა  და  პროფესიული  სტუდენტის  ოფიციალური 
ელექტრონული ფოსტა გახსნილია tsu-ს დომენის გამოყენებით) პროფესიულ სტუდენტს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე უგზავნის შეფასების ინსტრუმენტს გასაცნობად;
გ)   შეფასების   ინსტრუმენტში   დეტალურად   უნდა   იყოს   აღწერილი   პროფესიული სტუდენტის დავალება და შეფასების დადასტურების პროცედურა სხვა სავალდებულო ინფორმაციასთან ერთად, რაც არის განსაზღვრული შეფასების ინსტრუმენტის ფორმით; დ)   შეფასების   ინსტრუმენტით   გაწერილი   დავალების   შესრულება   უნდა   მოხდეს პირდაპირი დაკვირვების (Live) რეჟიმში;
ე) მასწავლებელი შეფასების მთელ პროცესს იწერს ონლაინ პლატფორმა zoom-ის გამოყენებით და შეფასების ინსტრუმენტს თან ურთავს მტკიცებულებად, სხვა არსებულ მტკიცებულებებთან ერთად;
ვ) შეფასების ვადის ამოწურვის შემდეგ, პროფესიული სტუდენტი ოფიციალური ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შეფასების ინსტრუმენტს, სადაც მითითებული უნდა იყოს სახელი, გვარი და პირადი ნომერი, შესრულებულ დავალებასთან ერთად უგზავნის მასწავლებელს სამსახურებრივ ელექტრონულ ფოსტაზე.
5. წინამდებარე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით გაწერილი შეფასების პროცესი დასრულებულად ჩაითვლება:
ა)   როდესაც   მასწავლებელი   განსაზღვრავს   პროფესიული   სტუდენტის   მოდულით გათვალისწინებული სწავლის შედეგ(ებ)ის დადასტურება/ვერ დადასტურების საკითხს; ბ) შეფასების პროცესში მოპოვებული მტკიცებულებები დავალების ადეკვატურია;
გ) შეფასების პროცესის ამსახველი აუდიო და ვიდეო მასალა ონლაინ პლატფორმა zoom- ის გამოყენებით არის ჩაწერილი. (პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის A,B და C გარემოში    შეფასების    ჩატარებისას    აუდიო/ვიდეო    ჩანაწერის    გაკეთება    არ    არის სავალდებულო);
6. მასწავლებელი დასრულებულ შეფასების ინსტრუმენტ(ებ)ს და ყველა მტკიცებულებას სამსახურებრივ ელექტრონული ფოსტიდან აგზავნის ცენტრის მიერ შექმნილ ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე ქ. თბილისში მიმდინარე პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებისთვის - archive1@cve.tsu.edu.ge და ქ. ქუთაისში მიმდინარე პროფესიული  საგანმანათლებლო  პროგრამებისთვის  -   archive2@cve.tsu.edu.ge  წერილში უნდა მიეთითოს, რომელი პროფესიული პროგრამის, მოდულის და პროფესიული სტუდენტის შეფასების ინსტრუმენტია.
7. დასრულებული შეფასების ინსტრუმენტი ცენტრის ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე უნდა გამოიგზავნოს განმსაზღვრელი შეფასების ჩატარებიდან გონივრულ ვადაში.
8. ცენტრის სასწავლო პროცესის მართვის მენეჯერი/ცენტრის სასწავლო პროცესის მართვის სპეციალისტი მასწავლებლის მიერ გამოგზავნილ დასრულებულ შეფასების ინსტრუმენტებს CD/DVD დისკზე ჩაწერილს ინახავს პროფესიული სტუდენტის შეფასების უწყისებთან ერთად.“
2. ბრძანების  ყველასათვის  ხელმისაწვდომ  ადგილზე  განთავსების  უზრუნველყოფა  და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებისთვის მიწოდება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი გიორგი შარვაშიძე 

View More

Order N: 230/01-01        

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2021 წელს საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე „საბიბლიოთეკო საქმე“ დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე აპლიკანტების ჩარიცხვის და უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე „სკოლამდელი აღზრდა“ და „ბურალტრული აღრიცხვა“ პირთა ჩარიცხვის შესახებ


„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა“, „ბ“ „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 42-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 02 ივლისის №42/ნ ბრძანებით დამტკიცებული „პროფესიულ     საგანმანათლებლო პროგრამაზე   ჩარიცხვის   წესი   და  პირობები“ 22-ე მუხლის მე-6, მე-7, მე-10 პუნქტების, 28-ე მუხლის მე-8 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 21 ოქტომბრის MES 5 21 0001120733 ბრძანების, აკადემიური საბჭოს 2021 წლის 29 ივლისის N64/2021 დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესი“-ის მე-14 მუხლის მე-6, მე-7, მე- 10, პუნქტების, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2021 წლის 29 ოქტომბრის N:223/01-01 ბრძანების „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2021 წელს საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამის „საბიბლიოთეკო საქმე“ აპლიკანტთა რეიტინგული სიის დამტკიცების შესახებ“, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2021 წლის 29 ოქტომბრის N 222/01-01 ბრძანების „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე თავისუფალი ადგილების შევსების მიზნით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე 2021 წლის ტესტირებაზე გასვლის გარეშე ჩარიცხული პირების 2021 წლის მიღებაზე ჩასარიცხად წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხისა და წარდგენის ვადების განსაღვრის შესახებ“, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის   სახელმწიფო   უნივერსიტეტის   პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელის 2021 წლის 04 ოქტომბრის N23135/10 წარდგინების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.   ჩაირიცხონ   სსიპ   -   ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტში  2021  წელს  საშუალო  პროფესიული  საგანმანათლებლო  პროგრამაზე „საბიბლიოთეკო საქმე“ დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე აპლიკანტები დანართი №1
(ქუთაისი) შესაბამისად.
2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 21 ოქტომბრის MES 5 21 0001120733 ბრძანების საფუძველზე სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტში  უმაღლეს  პროფესიულ  საგანმანათლებლო  პროგრამებზე „სკოლამდელი    აღზრდა“   და   „ბურალტრული   აღრიცხვა“   ჩაირიცხონ   წინამდებარე ბრძანების №2 დანართით გათვალისწინებული პირები (თბილისი, ქუთაისი) შესაბამისად.
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დანართების გარეშე დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე დანართების გარეშე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

 

რექტორი   გიორგი შარვაშიძე 
 

View More

Order N: 1019/01-04

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2018 წლის 24 ოქტომბრის N283/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2021 წლის 27 ოქტომბრის N178/02-01 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 59-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“,
,,ო“ ,,პ“ ქვეპუნქტების საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2018 წლის 24 ოქტომბრის N283/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2021 წლის 27 ოქტომბრის N178/02-01 ბრძანების მე-4   პუნქტში   დაშვებული   ტექნიკური   შეცდომის   (კერძოდ,   მე-4   პუნქტში შეცდომით იქნა მითითებული ბრძანების კანონიერ ძალაში შესვლის რეჟიმი) გასწორების მიზნით, იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


,,4. ბრძანება ძალაში შევიდეს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2021 წლის 29 ოქტომბრის N183/02-01 ბრძანებით გათვალისწინებული ინვენტარიზაციის შედეგების კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლისთანავე.“.


2. წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. წნამდებარე ბრძანების დაინტერესებული პირებისათვის გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4. წინამდებარე ბრძანება ძალაში შევიდეს გამოცემისთანავე.

 

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი   ლაშა საღინაძე
 

View More

Order N: 186/02-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდქალაქის საერთო საცხოვრებელში, სარგებლობის უფლების მოპოვების მიზნით, ონლაინ რეგისტრაციის გამოცხადების თაობაზე

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ "ო" და ,,პ“ ქვეპუნქტების, „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდქალაქის შინაგანაწესის დამტკიცების თაობაზე“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2017 წლის 27 სექტემბრის N216/02-01 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდქალაქის შინაგანაწესის მე-4 მუხლის მე-2 და მე-8 პუნქტების და თსუ სტუდქალაქის სტუდენტური სერვისების განყოფილების უფროსის ზაზა წაქაძის 2021 წლის 01 ნოემბრის N22769/10 კორესპონდენციის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდქალაქის საერთო საცხოვრებელში სარგებლობის უფლების მოპოვების   მიზნით   გამოცხადდეს   ონლაინ   რეგისტრაცია   ბაგების   საერთო საცხოვრებლის  25  (ოცდახუთი)  და  ლისის  საერთო  საცხოვრებლის  10  (ათი) ადგილზე.
2. ონლაინ  რეგისტრაცია  განხორციელდება  სტუდენტის  პორტალზე  2021 წლის 04 ნოემბრის 11:00 საათიდან 2021 წლის 05 ნოემბრის 15:00 საათამდე.
3. დაევალოს   საინფორმაციო   ტექნოლოგიების   დეპარტამენტს   ონლაინ რეგისტრაციისათვის საჭირო ღონისძიებების გატარება.
4. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება.
5. დაევალოს კანცელარიას წინამდებარე ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე.
6. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი   ლაშა საღინაძე
 

View More

Order N: 185/02-01

2021/2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში პარტნიორი ევროპული უნივერსიტეტების მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ


,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების და 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე- 14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ” უნივერსიტეტის რექტორის 2021 წლის 31 მაისის N15/04 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის სტუდენტთა შერჩევის წესის მე-4 მუხლის მე-18 - 21-ე პუნქტების საფუძველზე.

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1.ჩატარდეს კონკურსი 2021/2022 სასწავლო წლის  გაზაფხულის სემესტრისთვის     ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროგრამის ფარგლებში პარტნიორი ევროპული    უნივერსიტეტების        მიერ        თბილისის        სახელმწიფო უნივერსიტეტის    სამივე    საფეხურის    სტუდენტებისათის    გამოყოფილი სტიპენდიის კანდიდატის შესარჩევად.
2.კონკურსი ჩატარდეს 2021 წლის 3, 4 და 5 ნოემბერს Zoom პლატფორმის საშუალებით.
3.დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) ანა   თოხაძე   იურიდიული   ფაკულტეტის   ინტერნაციონალიზაციისა   და სამეცნიერო კვლევების უფროსი სპეციალისტი, კომისიის თავმჯდომარე;
ბ) მარინა    რუხაძე,    თსუ    ზუსტ    და    საბუნებისმეტყველო    მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
გ) მერაბ ხოხობაია, თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
დ) მედეა   ბადაშვილი,   თსუ   სოციალურ   და   პოლიტიკურ   მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
ე) ჯაბა უროტაძე, თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
ვ) მანანა   რუსიეშვილი,   თსუ   ჰუმანიტარულ   მეცნიერებათა   ფაკულტეტის პროფესორი, კომისიის წევრი;
ზ) ნათელა    ნემსაძე,    თსუ    ჰუმანიტარულ    მეცნიერებათა    ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
თ) ანასტასია ქიტიაშვილი, თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, კომისიის წევრი;
ი) ნათია   სორდია,   თსუ   ფსიქოლოგიისა   და   განათლების   მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი, კომისიის წევრი;
კ) ნინო     ქიმერიძე,     თსუ     ჰუმანიტარულ     მეცნიერებათა     ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
ლ)სოფიო   დოლიძე,   თსუ   ფსიქოლოგიისა   და   განათლების   მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
მ) ბესიკ   კალანდაძე,   თსუ   ზუსტ   და   საბუნებისმეტყველო   ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისის წევრი;
ნ) სიმონ გელაშვილი, თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორი; ო) სერგი ჯორბენაძე, თსუ იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი;
პ) ბელა    ხაბეიშვილი,    თსუ    ჰუმანიტარულ    მეცნიერებათა    ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
ჟ) ნინო ქვთარაძე, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი, კომისიის წევრი;
რ) ნინო  დურგლიშვილი,  თსუ  სოციალურ  და  პოლიტიკურ  მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;
4. დამტკიცდეს   კომისიის   მდივნად   თსუ   საგარეო   ურთიერთობათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი - ნათია კალანდაძე.

5. კომისიას დაევალოს თავისი საქმიანობა  წარმართოს  მომქედი კანონმდებლობისა და ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის  სტუდენტთა  საერთაშორისო  გაცვლით  და  მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ” უნივერსიტეტის რექტორის 2021 წლის 31 მაისის N15/04 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით და მობილობის   პროგრამებში   მონაწილეობისათვის   სტუდენტთა   შერჩევის წესის საფუძველზე.
6. ბრძანების     უნივერსიტეტის     ოფიციალურ     ვებ-გვერდზე     განთავსება დაევალოს    საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7. წინამდებარე  ბრძანება  კანონმდებლობით  დადგენილი  წესით  გადაეცეს დაინტერესებულ    პირებს    და    შესაბამის    სტრუქტურულ    ერთეულებს (საგარეო ურთიერთობათა  დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური,საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).
8. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.


რექტორი   გიორგი შარვაშიძე 

View More

Order N: 227/01-01

„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის “სოციალურად დაუცველი და წარმატებული სტუდენტების ხელშეწყობა“ (კოდი 07 05 03) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სოციალურად დაუცველი სტუდენტების დაფინანსების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 9 თებერვლის N74-4 დადგენილების ფარგლებში სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ წარსადგენ მაგისტრანტთა შერჩევის დებულების დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების,
57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 თებერვლის N3-11 დადგენილების დანართი N1-ის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2021 წლის 26 ოქტომბრის N19-01212991871 (თსუ რეგისტრაციის N17273/10-02, 26.10.2021) წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.დამტკიცდეს „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის    ბიუჯეტის    ქვეპოგრამის „სოციალურად დაუცველი და წარმატებული სტუდენტების ხელშეწყობა“ (კოდი 07 05 03) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სოციალურად დაუცველი სტუდენტების დაფინანსების წესების“ ფარგლებში სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ წარსადგენ მაგისტრანტთა შერჩევის დებულება (დანართი N1); 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს რექტორის 2020 წლის 06 ოქტომბრის „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „სოციალურად დაუცველი და წარმატებული სტუდენტების ხელშეწყობა“ (კოდი 07 05 03) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან წარმატებული სტუდენტების წახალისებისა   და   სოციალურად   დაუცველი   სტუდენტების   დაფინანსების   წესები დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 თებერვლის №3-11 დადგენილების ფარგლებში სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ წარსადგენ მაგისტრანტთა შერჩევის დებულების დამტკიცების შესახებ N197/01-01 ბრძანება. 3. ბრძანების ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილას განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას; 4. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს. 5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე


რექტორი    გიორგი შარვაშიძე 
 

View More

Order N: 225/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში-არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში სამეცნიერო პერსონალის მეცნიერი თანამშრომლების შესარჩევად საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის   22-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ”    ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-4 მუხლის პირველი, მე- 2 და მე-3 პუნქტების, არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დებულების    მე-10    მუხლის    მე-5    პუნქტისა    და    არნოლდ    ჩიქობავას    სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორის ნ. მაჭავარიანის 2021 წლის 27 ოქტომბრის N22341/10 წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს 2021 წლის 26 ოქტომბრის სხდომის ოქმი N5) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომლების თანამდებობებზე კანდიდატების შესარჩევად დამტკიცდეს საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) ვიანორ ახალაია - ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი;
ბ) რუსუდან ზექალაშვილი - ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თსუ ასოცირებული პროფესორი;
გ) რევაზ აბაშია - ფილოლოგიის დოქტორი, თსუ ასოცირებული პროფესორი;
2. დამტკიცდეს საკონკურსო კომისიის თავმჯდომარედ   ვიანორ ახალაია, საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ  რუსუდან ზექალაშვილი, საკონკურსო კომისიის მდივნად რევაზ აბაშია;

3. დაევალოს საკონკურსო კომისიას კონკურსანტთა განცხადებებისა და   თანდართული დოკუმენტაციის მიღება და წარმოდგენილი დოკუმენტაციის სისრულის შემოწმება სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილებით დამტკიცებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში.
3. დაევალოს საკონკურსო კომისიას დასამტკიცებლად წარუდგინოს თსუ რექტორს შემაჯამებელი ოქმი არაუგვიანეს 2021 წლის 28 დეკემბრისა;
4. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი).
5. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.


რექტორი   გიორგი შარვაშიძე
 

View More

Order N: 226/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის 2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან ადმინისტრაციული/აკადემიური რეგისტრაციის გაუვლელობის გამო სტუდენტის სტატუსის შეჩერების შესახებ

   29/10/2021„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და  მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის N127/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის“ მე-12 მუხლის მე-2 პუნქტებისა და სასწავლო პროცესის მართვის ელქტრონული სისტემის (lms.tsu.ge) მონაცემების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. შეუჩერდეთ სტუდენტის სტატუსი 2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან  ადმინისტრაციული/აკადემიური  რეგისტრაციის  გაუვლელობის გამო ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო- სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის    საგანმანათლებლო პროგრამის შემდეგ სტუდენტებს, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების შესაბამისად თანდართული სიის მიხედვით:

ა) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N1);
ბ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N2);
გ) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N3);
დ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დანართი N4);
ე) იურიდიული ფაკულტეტი (დანართი N5);
ვ) მედიცინის  ფაკულტეტი  (დანართი N6);
ზ) ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N7);

2.  წინამდებარე ბრძანების დანართებში მითითებულ სტუდენტებს, რომელთაც გავლილი აქვთ ადმინისტრაციული რეგისტრაცია, მათ მიერ გადახდილი სწავლის საფასური ჩათვლილ იქნეს მომდევნო ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლისას სწავლის საფასურად;
3.  ბრძანების  უნივერსიტეტის  ოფიციალურ  ვებგვერდზე  განთავსება  დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე;
4.   დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
5.   ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
6.   წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრებული იქნას კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64).

რექტორი გიორგი შარვაშიძე

View More

Order N: 976/01-04

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე თავისუფალი ადგილების შევსების მიზნით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე 2021 წლის ტესტირებაზე გასვლის გარეშე ჩარიცხული პირების 2021 წლის მიღებაზე ჩასარიცხად წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხისა და წარდგენის ვადების განსაღვრის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 02 ივლისის №42/ნ ბრძანებით დამტკიცებული „პროფესიულ    საგანმანათლებლო   პროგრამაზე    ჩარიცხვის წესი    და   პირობები“ 22-ე მუხლის მე-6 და მე-10 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 21 ოქტომბრის MES 5 21 0001120733 ბრძანების, სსიპ
- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2021 წლის 29 ივლისის N64/2021 დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესი“ -ის მე-14 მუხლის მე-6 და მე-10 პუნქტების და თსუ პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელის 2021 წლის 27 ოქტომბრის N22547/10 წარდგინების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. განისაზღვროს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 2021 წელს ჩასარიცხად წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:
ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ბ) ფოტოსურათის (3X4) ელექტრონული ვერსია CD დისკზე ჩაწერილი;
გ) მიღებული წინარე განათლების დამადასტურებელი ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ- ერთი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
გ.ა.) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის, პროფესიული განათლების მე-4 ან/და მე-5 დონის დამადასტურებელი დიპლომის ან უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (საფინანსო სერვისების პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე საბაზო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის/სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ან უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი);
გ.ბ.) თსუ-ს კურსდამთავრებულის შემთხვევაში უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი თსუ-ს შესაბამისი ფაკულტეტის ბეჭდით დამოწმებული;
დ) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
2. ამ ბრძანების პირველი პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტების წარმოდგენის ვადად განისაზღვროს 2021 წლის 1-3 ნოემბერი.
3. ამ ბრძანების მეორე პუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი დოკუმენტების წარმოუდგენლობა აპლიკანტისთვის არის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვაზე უარის თქმის საფუძველი;
4. ამ ბრძანების პირველი პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტების და ხელშეკრულების (საგანმანათლებლო მომსახურების შესახებ) წარმოდგენა შესაძლებელია ელექტრონული სახით (PDF ფორმატში)  cve@tsu.ge ელექტრონულ ფოსტაზე.
5. ელექტრონული სახით წარმოდგენილ ხელშეკრულებას საგანმანათლებლო მომსახურების შესახებ უნდა ქონდეს სველი წესით გაკეთებული ხელმოწერა.
6. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 21 ოქტომბრის MES
5 21 0001120733 ბრძანების საფუძველზე ჩარიცხული პირები ვალდებულნი არაიან წინამდებარე ბრძანების პირველი პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტები წარმოადგინონ
2021 წლის 1-3 ნოემბერის ჩათვლით.
7. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებისთვის მიწოდება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
8. ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე    განთავსება    დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
9. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი  გიორგი შარვაშიძე
 

View More

Order N: 222/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის 2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან ადმინისტრაციული/აკადემიური რეგისტრაციის გაუვლელობის გამო სტუდენტის სტატუსის შეჩერების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და  მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის N127/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის“ მე-12 მუხლის მე-2 პუნქტებისა და სასწავლო პროცესის მართვის ელქტრონული სისტემის (lms.tsu.ge) მონაცემების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. შეუჩერდეთ    სტუდენტის    სტატუსი    2021-2022    სასწავლო    წლის    შემოდგომის სემესტრიდან  ადმინისტრაციული/აკადემიური  რეგისტრაციის  გაუვლელობის გამო ბაკალავრიატის, მასწავლებლის  მომზადების ინტეგრირებულ  საბაკალავრო- სამაგისტრო, დიპლომირებული  მედიკოსის/სტომატოლოგის  საგანმანათლებლო პროგრამის    შემდეგ   სტუდენტებს,   ძირითადი   საგანმანათლებლო   ერთეულების შესაბამისად თანდართული სიის მიხედვით:

ა) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N1);
ბ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N2);
გ) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N3);
დ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დანართი N4);
ე) იურიდიული ფაკულტეტი (დანართი N5);
ვ) მედიცინის  ფაკულტეტი  (დანართი N6);
ზ) ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N7);

2. წინამდებარე ბრძანების დანართებში მითითებულ სტუდენტებს, რომელთაც გავლილი აქვთ ადმინისტრაციული რეგისტრაცია, მათ მიერ გადახდილი სწავლის საფასური ჩათვლილ იქნეს მომდევნო ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლისას სწავლის საფასურად;
3. ბრძანების  უნივერსიტეტის  ოფიციალურ  ვებგვერდზე  განთავსება  დაევალოს უნივერსიტეტის    საინფორმაციო       ტექნოლოგიების       დეპარტამენტს       პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე;
4. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
6. წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრებული იქნას კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64).


რექტორი  გიორგი შარვაშიძე

View More

Order N: 976/01-04

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და  განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 34-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 35-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ და „პ" ქვეპუნქტების, მე-11 პუნქტის, 28-ე მუხლის, 29-ე მუხლის პირველი პუნქტის, თსუ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118 დადგენილების - „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ"(დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი №10 29.12.2014წ), თსუ აკადემიური საბჭოს   2018 წლის 30 აპრილის №113 დადგენილების - „სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი, ასისტენტი) აფილირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი №4 14.05.2018წ), „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2021 წლის 28 ოქტომბრის №29/04 ერთობლივი ბრძანების, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის თამარ გაგოშიძის 2021 წლის 25 ოქტომბრის N22090/26 და 2021 წლის 27 ოქტომბრის N 22392/26 წერილების საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.   გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა  ფაკულტეტზე პროფესორების სამსახურში მისაღებად;
2.   უნივერსიტეტის პროფესორად 10 (ათი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს არანაკლებ
6 (ექვსი) წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;
3.   კონკურსი გამოცხადდეს 2021 წლის 29 ოქტომბერს საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის  ვადა   განისაზღვროს 2021 წლის 30 ნოემბრიდან  2021 წლის 6 დეკემბრის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2021 წლის 20 დეკემბრისა;
4.   კონკურსი  გამოცხადდეს  ფსიქოლოგიისა  და  განათლების  მეცნიერებათა  ფაკულტეტის პროფესორების აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:
ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დეპარტამენტი
შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული (კატეგორია „ა “);
კოგნიტური და ნეიროფსიქოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული (კატეგორია „ბ“);
5.   პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევმა კანდიდატმა  უნდა   წარმოადგინოს:

ა)  განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (დადგენილი ფორმის მიხედვით);
ბ) კონკურსანტის ანკეტა, შევსებული დადგენილი ფორმის მიხედვით (ანკეტა წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული (CD) სახით, (ფაილის ფორმატი – Word და PDF ფაილების სახით);
გ)  პირადობის მოწმობის ასლი;
დ) ცნობა ნასამართლობის შესახებ („უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება);
ე) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ვ) სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა/შრომის წიგნაკის ასლი და სხვ.);
ვ) სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ზ) შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი;
თ) სამეცნიერო კვლევების კონცეფცია.

5.   საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2021 წლის 30 ნოემბრიდან  2021 წლის 6 დეკემბრის ჩათვლით  11-დან 16 საათამდე, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში, თბილისი ი. ჭავჭავაძის გამზ. N11; თსუ მე-3 კორპუსი, ოთახი N 108; 
6.   პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატი, კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, ვალდებულია გაეცნოს თსუ აკადემიური საბჭოს N113/2018 დადგენილების დანართი 1-ის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებს, წერილობით გამოხატოს თანხმობა მხოლოდ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აფილირების შესახებ (რაც ძალაში შევა მის მიერ შესაბამისი აკადემიური თანამდებობის დაკავებისთანავე) და დაადასტუროს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არ გააჩნია ძალაში მყოფი ანალოგიური ხასიათის დოკუმენტი (ხელშეკრულება, შეთანხმება ან სხვ.) სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან;
7.   ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთში „თბილისის უნივერსიტეტი;"
8.   ბრძანების  უნივერსიტეტის  ოფიციალურ  ვებ-გვერდზე  განთავსება  დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
9.   წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი, გაზეთი „თბილისის უნივერსიტეტი");
10.  ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.


რექტორი გიორგი შარვაშიძე 

View More

Order N: 224/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2021 წელს საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამის „საბიბლიოთეკო საქმე“ აპლიკანტთა რეიტინგული სიის დამტკიცების შესახებ 

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 02 ივლისის №42/ნ ბრძანებით დამტკიცებული „პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წესი და პირობები“ მე-10 მუხლის მე-7 პუნქტის, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2021 წლის 29 ივლისის N64/2021 დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესი“ -ის მე-5 მუხლის მე-12 პუნქტის და თსუ პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელის 2021 წლის 28 ოქტომბრის N22497/10 წარდგინების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. დამტკიცდეს სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ 2021 წელს შედგენილი აპლიკანტების რეიტინგული სია საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე „საბიბლიოთეკო საქმე“ - ქუთაისი (დანართი N1).
2. ბრძანების დანართის გარეშე ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებისთვის მიწოდება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დანართის გარეშე დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი გიორგი შარვაშიძე

View More

Order N: 223/01-01    

2021/2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში პარტნიორი მურსიას სან ანტონიოს კათოლიკური უნივერსიტეტისა და პალაცკის უნივერსიტეტის მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების და 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე- 14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ” უნივერსიტეტის რექტორის 2021 წლის 31 მაისის N15/04 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის სტუდენტთა შერჩევის წესის მე-4 მუხლის მე-18 - 21-ე პუნქტების საფუძველზე.


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. ჩატარდეს კონკურსი 2021/2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის    ევროკომისიის მიერ  დაფინანსებული ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროგრამის ფარგლებში პარტნიორი მურსიას   სან   ანტონიოს   კათოლიკური   უნივერსიტეტისა   და   პალაცკის უნივერსიტეტის      მიერ      თბილისის      სახელმწიფო      უნივერსიტეტის სტუდენტებისათის გამოყოფილი სტიპენდიის კანდიდატის შესარჩევად.
2. კონკურსი   ჩატარდეს   2021   წლის   29   ოქტომბერს   Zoom   პლატფორმის საშუალებით.
3. დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) სალომე  დუნდუა,  თსუ  სოციალურ  და  პოლიტიკურ  მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე;
ბ) ნათელა   ნემსაძე,   თსუ   ჰუმანიტარულ   მეცნიერებათა   ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
გ) ქეთევან მოსაშვილი, თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი, კომისიის წევრი.

4. დამტკიცდეს     კომისიის     მდივნად     თსუ     საგარეო     ურთიერთობათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი - ნათია კალანდაძე.
5. კომისიას      დაევალოს      თავისი      საქმიანობა      წარმართოს      მომქედი კანონმდებლობისა და ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში  მონაწილეობისათვის შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ” უნივერსიტეტის რექტორის 2021 წლის 31 მაისის N15/04 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით და მობილობის    პროგრამებში   მონაწილეობისათვის   სტუდენტთა   შერჩევის წესის საფუძველზე.
6. ბრძანების     უნივერსიტეტის     ოფიციალურ     ვებ-გვერდზე     განთავსება დაევალოს    საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7. წინამდებარე  ბრძანება  კანონმდებლობით  დადგენილი  წესით  გადაეცეს დაინტერესებულ    პირებს    და    შესაბამის    სტრუქტურულ    ერთეულებს (საგარეო    ურთიერთობათა         დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური,საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).
8. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

რექტორი  გიორგი შარვაშიძე

View More

Order N: 220/01-01

2021/2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში პარტნიორი კორუნიას უნივერსიტეტის მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ


,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების და 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე- 14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ” უნივერსიტეტის რექტორის 2021 წლის 31 მაისის N15/04 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის სტუდენტთა შერჩევის წესის მე-4 მუხლის მე-18 - 21-ე პუნქტების საფუძველზე.

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1.  ჩატარდეს      კონკურსი      2021/2022      სასწავლო      წლის      გაზაფხულის სემესტრისთვის    ევროკომისიის      მიერ      დაფინანსებული      ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროგრამის ფარგლებში პარტნიორი კორუნიას უნივერსიტეტის მიერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათის გამოყოფილი სტიპენდიის კანდიდატის შესარჩევად.
2.  კონკურსი   ჩატარდეს   2021   წლის   29   ოქტომბერს   Zoom   პლატფორმის საშუალებით.
3.  დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა)  მარინე  კობეშავიძე,  თსუ  ჰუმანიტარულ  მეცნიერებათა  ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე;
ბ)  ჯაბა   უროტაძე,   თსუ   სოციალურ   და   პოლიტიკურ   მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი.
გ)  ანა თოხაძე, თსუ იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტი, კომისიის წევრი;

4.  დამტკიცდეს   კომისიის   მდივნად   თსუ   საგარეო   ურთიერთობათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი - ნათია კალანდაძე.
5.  კომისიას      დაევალოს      თავისი      საქმიანობა      წარმართოს      მომქედი კანონმდებლობისა და ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლით და მობილობის        პროგრამებში      მონაწილეობისათვის      შერჩევის      წესის დამტკიცების შესახებ” უნივერსიტეტის რექტორის 2021 წლის 31 მაისის N15/04 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით და მობილობის    პროგრამებში   მონაწილეობისათვის   სტუდენტთა   შერჩევის წესის საფუძველზე.
6.  ბრძანების     უნივერსიტეტის     ოფიციალურ     ვებ-გვერდზე     განთავსება დაევალოს    საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7.  წინამდებარე  ბრძანება  კანონმდებლობით  დადგენილი  წესით  გადაეცეს დაინტერესებულ    პირებს    და    შესაბამის    სტრუქტურულ    ერთეულებს (საგარეო    ურთიერთობათა         დეპარტამენტი,         შიდა         აუდიტის სამსახური,საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).
8.  ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

რექტორი     გიორგი შარვაშიძე

View More

Order N: 219/01-01

„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 2021 წლის შემოდგომის მიღებაზე ჩარიცხული პროფესიული სტუდენტებისთვის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2021 წლის 26 ოქტომბრის N213/01-01 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების შესახებ


„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 59-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის საფუძველზე,


ვბრძანებ:

1.  გასწორდეს ტექნიკური შეცდომა „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 2021 წლის შემოდგომის მიღებაზე ჩარიცხული პროფესიული სტუდენტებისთვის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2021 წლის 26 ოქტომბრის N213/01-
01  ბრძანების  პირველი  პუნქტით  დამტკიცებულ  N1  დანართში  და  ჩამოყალიბდეს წინამდებარე ბრძანების N1 დანართის შესაბამისად (დანართი N1).
2. ბრძანების   უნივერსიტეტის   ოფიციალურ   ვებგვერდზე   განთავსება   დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3.  დაევალოს კანცელარიას, ბრძანება გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
4.  ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

 

რექტორი   გიორგი შარვაშიძე

View More

Order N: 218/01-01

2021/2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში პარტნიორი IES Ribeira do Louro განათლების ინსტიტუტის მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების და 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე- 14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის და თსუ საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის წერილის (N 22273/10; 26.10.21) საფუძველზე.


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1.ჩატარდეს კონკურსი 2021/2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის    ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ საერთაშორისო  კრედიტ-მობილობის  პროგრამის  ფარგლებში  პარტნიორი IES Ribeira do Louro განათლების ინსტიტუტის მიერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის    ადმინისტრაციული     პერსონალისთვის     გამოყოფილი სტიპენდიის კანდიდატის შესარჩევად.
2.კონკურსი   ჩატარდეს   2021   წლის   28   ოქტომბერს   Zoom პლატფორმის საშუალებით.
3.დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) ნინო    ოკრიბელაშვილი,    თსუ    რექტორის    მოადგილე,    კომისიის თავმჯდომარე;
ბ) ლაშა საღინაძე, თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, კომისიის წევრი;
გ) ნატა ასათიანი, თსუ რექტორის კონსულტანტი, კომისიის წევრი;
4.დამტკიცდეს     კომისიის     მდივნად     თსუ     საგარეო     ურთიერთობის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი - ირინა გამყრელიძე.
5.ბრძანების     უნივერსიტეტის     ოფიციალურ     ვებ-გვერდზე     განთავსება დაევალოს    საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
6.დამტკიცდეს   კონკურსის   ჩატარებისა   და   კანდიდატთა   შერჩევის   წესი (დანართი №1).
7.წინამდებარე  ბრძანება  კანონმდებლობით  დადგენილი  წესით  გადაეცეს დაინტერესებულ    პირებს    და    შესაბამის    სტრუქტურულ    ერთეულებს (საგარეო    ურთიერთობის         დეპარტამენტი,         შიდა         აუდიტის სამსახური,საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).
8.ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.


რექტორი   გიორგი შარვაშიძე
 

View More

Order N: 221/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისათვის 2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან სტუდენტის სტატუსის აღდგენის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და   მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე- 14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის №127/ნ ბრძანებით დამტკიცებული საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის, „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს    საგანმანათლებლო   დაწესებულებაში   გადასვლის   წესისა   და   საფასურის დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის №10/ნ ბრძანების მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის, „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტების საჯაროდ გამოცხადების წესის დამტკიცების შესახებ“ თსუ-ს რექტორის 2010 წლის 13 სექტემბრის №83/01-01 ბრძანებისა და სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონული ბაზის (lms.tsu.ge) მონაცემების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.   აღუდგეთ სტუდენტის სტატუსი 2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან ძირითადი    საგანმანათლებლო    ერთეულების    შესაბამისად    თანდართული   სიის მიხედვით ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო- სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამების შემდეგ სტუდენტებს:

ა) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №1);
ბ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი  (დანართი №2);
გ) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №3);
დ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დანართი №4);
ე)   იურიდიული ფაკულტეტი (დანართი №5);
ვ) მედიცინის ფაკულტეტი (დანართი №6);
ზ) ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №7).

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ  ვებგვერდზე  განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტმენტს პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე.
3. ბრძანების დაინტერესებულ პირთათვის გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

 

რექტორი   გიორგი შარვაშიძე 

View More

Order N: 960/01-04

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე ასისტენტ - პროფესორის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ


"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 34-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 35-ე მუხლის მე-3 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის,   მე-8 პუნქტის "ა", "ბ" და "პ" ქვეპუნქტების, 28-ე მუხლის, 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის N118 დადგენილების - „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ" (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N10 29. 12. 2014წ), თსუ აკადემიური საბჭოს  2018 წლის 30 აპრილის №113 დადგენილების - „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი, ასისტენტი) აფილირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი №4 14.05.2018წ),
„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო   განრიგის   დამტკიცების   შესახებ“ თსუ  რექტორის   და   ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2021 წლის 6 ოქტომბრის №27/04 ერთობლივი ბრძანებისა და მედიცინის ფაკულტეტის დეკანის დიმიტრი კორძაიას 2021 წლის 19 ოქტომბრის N 21613/32 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე ასისტენტ-პროფესორის სამსახურში მისაღებად;
2. უნივერსიტეტის   ასისტენტ   პროფესორად   4 (ოთხი)   წლის   ვადით   შეიძლება არჩეული იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება კათედრის პროფილის მიმართულებით;
3. კონკურსი გამოცხადდეს 2021 წლის 27 ოქტომბერს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2021 წლის 29 ნოემბრიდან 2021 წლის 10 დეკემბრის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2022 წლის 20 იანვრისა.
4. კონკურსი  გამოცხადდეს  მედიცინის  ფაკულტეტის  ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:

კლინიკური და კვლევითი უნარ-ჩვევების განვითარების კათედრა: ასისტენტ პროფესორი - 1 საშტატო ერთეული (კატეგორია „ ბ“)

5.ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევმა კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:    
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (დადგენილი ფორმის მიხედვით);    
ბ) კონკურსანტის  ანკეტა,  შევსებული  დადგენილი  ფორმის  მიხედვით  (ანკეტა წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული (CD) სახით, (ფაილის ფორმატი – Word და PDF ფაილების სახით);
გ) პირადობის მოწმობის ასლი;
დ) ,,ცნობა ნასამართლობის შესახებ (,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება)"
ე) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის  აღიარების  კანონმდებლობით  დადგენილი  წესით  გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში) და კლინიკური მოდულების სწავლების შემთხვევაში - შესაბამისი საექიმო სპეციალობის სახელმწიფო სერტიფიკატი;
ვ) სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა/ შრომის წიგნაკის ასლი და სხვა);
ზ) სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი; თუ კონკურსში მონაწილეობს პირი, რომელსაც ამჟამად უკავია თსუ აკადემიური თანამდებობა, მისი მონაცემები სრულად უნდა იყოს ასახული თსუ სამეცნიერო პორტალზე  http://rp.tsu.ge/;
თ) შესაბამისი დისციპლინის/დისციპლინების, სილაბუსი/სილაბუსები ქართულ და ინგლისურ ენებზე, შევსებული თსუ-ის  სარეკომენდაციო ფორმის შესაბამისად
-დარგობრივ     მახასიათებლებთან,     მედიცინის     ფაკულტეტზე     მიმდინარე პროგრამებისა და ცხრილის მოთხოვნებთან შესაბამისობაში. სილაბუსს უნდა ერთვოდეს ცნობა თსუ მედიცინის ფაკულტეტის ბიბლიოთეკიდან, რომ სილაბუსში გამოყენებული    ლიტერატურა     სრულად     შეესაბამება     თსუ     ბიბლიოთეკის 
რესურსებს. შესაბამისი რესურსის  არარსებობის შემთხვევაში, კონკურსანტმა უნდა უზრუნველყოს ამ რესურსის მობილიზაცია და ბიბლიოთეკისთვის გადაცემა;
ი) შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი. 
კ) სამოტივაციო  წერილი;
ლ) ინფორმაცია  კლინიკური ბაზის შესახებ, რომელიც შეიცავს:
ლ.ა. თანხმობის წერილს იმ  ბაზის/ბაზების ხელმძღვანელისგან, სადაც უნდა განხორციელდეს   აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი პროცესი;
ლ.ბ. კლინიკური ბაზის/ბაზების ძირითად სტატისტიკურ მონაცემებს;
ლ.გ. კლინიკურ    ბაზაზე/ბაზებზე    არსებული    სასწავლო    პროცესისათვის განკუთვნილი    სივრცის     აღწერილობას     და    სასწავლო    პროცესისათვის გამოყოფილი მატერიალურ- ტექნიკური აღჭურვილობის ჩამონათვალს;
ლ.დ. დადასტურების      წერილს,      რომ      ბაზაზე      სტუდენტებისათვის ხელმისაწვდომია თსუ ელექტრონული რესურსები;
6. საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2021 წლის 29 ნოემბრიდან 2021 წლის 10 დეკემბრის ჩათვლით 11 საათიდან 16 საათამდე, მედიცინის ფაკულტეტის საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში, თბილისი, ა. ბელიაშვილის N78, თსუ ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტი,  II სართული,  ოთახი N27-28;
7. ასისტენტ-პროფესორის    თანამდებობაზე    ასარჩევი    კანდიდატი,    კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, ვალდებულია გაეცნოს თსუ აკადემიური საბჭოს N113/2018 დადგენილების დანართი N1-ის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებს, წერილობით გამოხატოს თანხმობა მხოლოდ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აფილირების შესახებ (რაც ძალაში შევა მის მიერ შესაბამისი  აკადემიური  თანამდებობის  დაკავებისთანავე) და დაადასტუროს ინფორმაცია   იმის   შესახებ,   რომ   არ   გააჩნია   ძალაში   მყოფი ანალოგიური  ხასიათის  დოკუმენტი  (ხელშეკრულება,  შეთანხმება  ან  სხვ.)  სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან.
8. ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთში „თბილისის უნივერსიტეტი“.
9. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
10. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური,  მედიცინის ფაკულტეტი).
11. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

 

რექტორი    გიორგი შარვაშიძე 
 

View More

Order N: 214/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ


"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 34-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 35-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" და "პ" ქვეპუნქტების, 28-ე მუხლის, 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის N118 დადგენილების - ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ” (დამტკიცებული თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს ოქმი N10 29.12.2014წ), თსუ აკადემიური საბჭოს  2018 წლის 30 აპრილის   №113 დადგენილების - „სსიპ   – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი, ასისტენტი) აფილირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი №4 14.05.2018წ), "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2021 წლის 6 ოქტომბრის №27/04 ერთობლივი ბრძანებისა  და მედიცინის  ფაკულტეტის  დეკანის  დიმიტრი  კორძაიას  2021 წლის 19 ოქტომბრის  N21613/32  წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1.   გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის    მედიცინის     ფაკულტეტზე     ასოცირებული     პროფესორის სამსახურში მისაღებად;
2.  უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორად 7 (შვიდი) წლის ვადით შეიძლება არჩეული იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს არანაკლებ 3 (სამი) წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება; კლინიკურ კათედრაზე ასოცირებულ პროფესორად 7 (შვიდი)    წლის   ვადით   შეიძლება   არჩეული   იქნეს    დოქტორის    ან    მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო- პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 (სამი) წლის გამოცდილება, ბოლო 5 (ხუთი) წლის კლინიკური მუშაობის გამოცდილება, ასევე კლინიკური დისციპლინის შესაბამისი სპეციალობის სახელმწიფო სერტიფიკატი.
3. კონკურსი გამოცხადდეს 2021 წლის 27 ოქტომბერს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2021 წლის 29 ნოემბრიდან 2021 წლის 10 დეკემბრის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2022 წლის 26 იანვრისა.
4. კონკურსი გამოცხადდეს მედიცინის ფაკულტეტის ა ს ო ც ი რ ე ბ უ ლ ი პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:

კლინიკური და კვლევითი უნარ-ჩვევების განვითერების კათედრა: ასოცირებული პროფესორი – 1 საშტატო ერთეული  (კატეგორია „ბ“)

5.  ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე      ასარჩევმა კანდიდატმა   უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე  (დადგენილი  ფორმის მიხედვით); ბ) კონკურსანტის ანკეტა, შევსებული დადგენილი ფორმის მიხედვით (ანკეტა წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული (CD) სახით, (ფაილის ფორმატი – Word და PDF ფაილების სახით);
გ) პირადობის მოწმობის ასლი;
დ) ცნობა ნასამართლობის შესახებ („უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის     წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის  წინააღმდეგ  მიმართული  დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება“);
ე) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო  ხარისხის  აღიარების  კანონმდებლობით  დადგენილი  წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში) და კლინიკური მოდულების სწავლებისას - შესაბამისი საექიმო სპეციალობის სახელმწიფო სერტიფიკატი;
ვ) სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა/ შრომის წიგნაკის ასლი და სხვა);
ზ) სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი; თუ კონკურსში მონაწილეობს პირი, რომელსაც ამჟამად უკავია თსუ აკადემიური თანამდებობა, მისი მონაცემები სრულად უნდა იყოს ასახული თსუ სამეცნიერო პორტალზე  http://rp.tsu.ge/;
თ) შესაბამისი დისციპლინის/დისციპლინების, სილაბუსი/სილაბუსები ქართულ და ინგლისურ ენებზე, შევსებული თსუ-ის სარეკომენდაციო ფორმის შესაბამისად
- დარგობრივ    მახასიათებლებთან,    მედიცინის    ფაკულტეტზე    მიმდინარე პროგრამებს და ცხრილის მოთხოვნებთან შესაბამისობაში. სილაბუსს უნდა ერთვოდეს    ცნობა    თსუ    მედიცინის    ფაკულტეტის    ბიბლიოთეკიდან,    რომ სილაბუსში        გამოყენებული     ლიტერატურა     სრულად     შეესაბამება     თსუ ბიბლიოთეკის  რესურსებს.  შესაბამისი  რესურსის     არარსებობის  შემთხვევაში, 
კონკურსანტმა     უნდა     უზრუნველყოს     ამ     რესურსის     მობილიზაცია     და ბიბლიოთეკისთვის გადაცემა;
ი) შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი. 
კ) სამეცნიერო კვლევების კონცეფცია;
ლ) ინფორმაცია  კლინიკური ბაზის შესახებ, რომელიც შეიცავს:
ლ.ა. თანხმობის წერილს იმ ბაზის/ბაზების ხელმძღვანელისაგან, სადაც უნდა განხორციელდეს აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი პროცესი;
ლ.ბ.  კლინიკური ბაზის/ბაზების ძირითად სტატისტიკურ მონაცემებს;
ლ.გ. კლინიკურ ბაზაზე/ბაზებზე არსებული სასწავლო პროცესისათვის განკუთვნილი    სივრცის    აღწერილობას    და    სასწავლო    პროცესისათვის გამოყოფილი მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობის ჩამონათვალს; ლ.დ. დადასტურების     წერილს,     რომ     ბაზაზე     სტუდენტებისათვის ხელმისაწვდომია თსუ ელექტრონული რესურსები;
6. საკონკურსო  დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2021 წლის 29 ნოემბრიდან 2021  წლის 10 დეკემბრის ჩათვლით, 11 00-დან  16 00 საათამდე მედიცინის ფაკულტეტის  საკონკურსო     დოკუმენტაციის     მიმღებ     აპარატში. მისამართი: ქ. თბილისი, ბელიაშვილის N78, თსუ ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტი, III სართული,   ოთახი N330;
7. ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი  კანდიდატი, კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, ვალდებულია გაეცნოს თსუ აკადემიური საბჭოს N113/2018 დადგენილების დანართი 1-ის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებს, წერილობით გამოხატოს თანხმობა მხოლოდ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აფილირების შესახებ (რაც ძალაში შევა მის    მიერ    შესაბამისი    აკადემიური    თანამდებობის    დაკავებისთანავე)    და დაადასტუროს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არ გააჩნია ძალაში მყოფი ანალოგიური ხასიათის დოკუმენტი (ხელშეკრულება, შეთანხმება ან სხვ.) სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან.
8. ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთში "თბილისის უნივერსიტეტი";
9. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
10. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, მედიცინის ფაკულტეტი).
11. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი   გიორგი შარვაშიძე 
 

View More

Order N: 215/01-01