Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
Order
Date
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან სტუდენტების მობილობის წესით ჩარიცხვის შესახებ


„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის,  55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, მე-100 მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის
„ა“, „ბ“ „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ №10/ნ ბრძანების N1 დანართის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2021 წლის 16 სექტემბრის N18374/30, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის 2021 წლის 16 სექტემბრის N18353/29, მედიცინის ფაკულტეტის დეკანის 2021 წლის 16 სექტემბრის N18410/32, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2021 წლის 16 სექტემბრის N18376/26, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2021 წლის 16 სექტემბრის N18460/28 წარდგინებებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში სსიპ-განათლების მართვის საინფორმაციო სისტემისის მიერ ასახული დასკვნის საფუძველზე,
ვბრძანებ:

1.    ჩაირიცხონ მობილობის წესით 2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შემდეგი სტუდენტები საგანმანათლებლო ერთეულების შესაბამისად:

1.1. ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №1);
1.2.  სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №2);
1.3. ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი  (დანართი №3);
1.4. მედიცინის ფაკულტეტი (დანართი №4);
1.5. ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი  (დანართი №5);

2.თსუ-ს  რექტორის  ბრძანება  გამოცემიდან  2  სამუშაო  დღის  ვადაში  აისახოს  სსიპ- განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში, ხოლო 3 სამუშაო დღის ვადაში გაიგზავნოს სსიპ-განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში.
3.ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე;.
4.დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
5.ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი   გიორგი შარვაშიძე 
 

View More

Order N: 728/01-04

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე დოქტორანტობის კანდიდატთა ჩარიცხვის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების,
54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული    საჯარო    სამართლის    იურიდიული    პირის–ივანე    ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის №127/ნ ბრძანებით დამტკიცებული "საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის“ მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 27 დეკმებრის N245/2018 დადგენილებით დამტკიცეული ,,დოქტორანტრის მინიმალური სტანდარტის’’ მე-3 მუხლის მე-10 პუნქტის, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2021 წლის 23 სექტემბრის N19136/28, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის
2021 წლის 23 სექტემბრის N19110/30, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის 2021 წლის 23 სექტემბრის   N19132/29, მედიცინის ფაკულტეტის დეკანის 2021 წლის 23 სექტემბრის N19106/32, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2021 წლის 23 სექტემბრის N19118/26, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2021 წლის 23 სექტემბრის N19084/27 წარდგინებების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. ჩაირიცხონ სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში    2021-2022     სასწავლო     წლის     შემოდგომის     სემესტრიდან დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების შესაბამისად შემდეგი დოქტორანტობის კანდიდატები:

1.1. ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №1);
1.2. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №2);
1.3. სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №3);
1.4. ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი  (დანართი №4);
1.5. მედიცინის ფაკულტეტი  (დანართი №5)
1.6. ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი  (დანართი №6);

2.  ჩაითვალონ ჩარიცხულად სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო    უნივერსიტეტში     2021-2022     სასწავლო     წლის     შემოდგომის სემესტრიდან, ორი კვირის ვადაში შესაბამისი დოკუმენტაციის (სსიპ - განათლების ხარისხის    განვითარების    ეროვნული    ცენტრის    მიერ    გაცემული    უმაღლესი განათლების     დამადასტურებელი       დოკუმენტის       აღიარება/დადასტურება) წარმოდგენის შემთხვევაში წინამდებარე ბრძანების N7 დანართის შესაბამისად შემდეგი დოქტორანტობის კანდიდატები (დანართი N7);
3.  ბრძანების დაინტერესებული პირებისათვის გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4.  ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

 

რექტორი   გიორგი შარვაშიძე 
 

View More

Order N: 700/01-04

„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე 2021-2022 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2021 წლის 10 სექტემბრის N159/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ემუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ემუხლის მე-3 ნაწილის, 54-ემუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის– ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტებისა, მე-9 პუნქტისა და ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2021 წლის 24 სექტემბრის N19279/26 წერილის საფუძველზე,


ვბრძანებ:


1. შევიდეს ცვლილება „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე 2021-2022 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2021 წლის
10 სექტემბრის N159/01-01 ბრძანების პირველი პუნქტის „ა.ა“, „ა.ბ“, „ა.გ“ ქვეპუნქტებში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


„ა. ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 30 სექტემბერი - 3 ოქტომბერი; 
ა. ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 30 სექტემბერი - 3 ოქტომბერი;
ა. გ) სააუდიტორიო მეცადინეობები - 30 სექტემბერი - 25 დეკემბერი; 3-15 იანვარი“;


2. ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე    განთავსება    დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

 

გიორგი შარვაშიძე რექტორი

View More

Order N: 176/01-01

„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე 2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ჩასარიცხად წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხის, წარდგენის ვადებისა და მისაღები გამოცდის ვადების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2021 წლის 19 აგვისტოს N141/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ემუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ემუხლის მე-3 ნაწილის, 54-ემუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის– ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტებისა, მე-9 პუნქტისა და ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2021 წლის 24 სექტემბრის N19278/26 წერილის საფუძველზე,


ვბრძანებ:


1. შევიდეს ცვლილება „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე 2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ჩასარიცხად წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხის, წარდგენის ვადებისა და მისაღები გამოცდის ვადების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2021 წლის 19 აგვისტოს N141/01-01 ბრძანების მე-3 პუნქტის „3.5“, „3.6“ და „3.7“ ქვეპუნქტებში და ისინი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ა) ,,3.5. ხელშეკრულების გაფორმება მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის კანდიტატებთან – 23-28 სექტემბერი (ხელშეკრულება კანდიდატს გადაეგზავნება საბუთების შეტანის დროს განცხადებაში მითითებულ ფოსტაზე, ხელშეკრულების შევსების (საჭიროა კანდიდატის მატერიალური ხელმოწერა) შემდგომ პირი  გზავნის  შევსებულ  ხელშეკრულების  ელექტრონულ,  დასკანერებულ  ვერსიას  28 სექტემბრის 18:00 სთ-მდე ელ. ფოსტაზე: mastsavlebeli.pes@tsu.ge)“;
ბ) ,,3.6.  სასწავლო  პროცესის  მართვის  დეპარტამენტისათვის  ჩასარიცხ  პირთა  სიის წარდგენა - 29 სექტემბერი (12:00 სთ-მდე)“;
გ) ,,3.7 ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადება - 30 სექტემბერი;“


2. ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე    განთავსება    დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

 

გიორგი შარვაშიძე რექტორი

View More

Order N: 177/01-01

„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2021- 2022 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2021 წლის 2 აგვისტოს N128/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 2 სექტემბრის MES 5 21 0000849376 ბრძანების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. შევიდეს ცვლილება „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2021-2022 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2021 წლის 2 აგვისტოს N128/01-01 ბრძანების „1.2.“ პუნქტის „ბ.ა“ და „ბ.ბ“ ქვეპუნქტებში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 9 აგვისტო - 3 ოქტომბერი;

ბ.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 20 სექტემბერი - 4 ოქტომბერი;“


2. ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე    განთავსება    დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
4. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

 

რექტორი    გიორგი შარვაშიძე

View More

Order N: 178/01-01

„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 2020 წლის შემოდგომის მიღებაზე ჩარიცხული პროფესიული სტუდენტებისთვის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2020 წლის 9 ოქტომბრის N200/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ


„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტისა და პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელის 2021 წლის 24   სექტემბრის N19235/10 წერილის  საფუძველზე,


ვბრძანებ:

1.  შევიდეს ცვლილება „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 2020 წლის შემოდგომის მიღებაზე ჩარიცხული პროფესიული სტუდენტებისთვის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის  შესახებ“  რექტორის  2020    წლის  9  ოქტომბრის  N200/01-01  ბრძანების პირველი    პუნქტით    დამტკიცებულ    N1    დანართში    და    აღნიშნული    დანართი ჩამოყალიბდეს წინამდებარე ბრძანების N1 დანართის შესაბამისად (დანართი N1).
2.  ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე    განთავსება    დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს
3.  დაევალოს კანცელარიას, ბრძანება გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
4.  ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

 

რექტორი    გიორგი შარვაშიძე 
 

View More

Order N: 179/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2021-2022 სასწავლო წელს ქართული ენის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი და სომხურენოვანი ტესტების და ოსური ენის ტესტის შედეგების საფუძველზე სტუდენტების ჩარიცხვის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის,   55-ე მუხლის პირველი და   მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის
11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის– ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის N19/ნ ბრძანებით დამტკიცებული  ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის 39-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის N127/ნ ბრძანებით დამტკიცებული საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის, „რანჟირების დოკუმენტის დამტკიცების შესახებ, იმ აბიტურიენტთათვის, რომლებმაც 2021 წელს მოიპოვეს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ქართული ენის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის უფლება, მხოლოდ   ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი და სომხურენოვანი ტესტების და ოსური ენის ტესტის შედეგების საფუძველზე“ სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2021 წლის 31 აგვისტოს N114/21 ბრძანების, „სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საჯაროდ გამოცხადების წესის დამტკიცების შესახებ" თსუ-ს რექტორის 2010 წლის 13 სექტემბრის N83/01- 01  ბრძანებისა  და  ჰუმანიტარულ  მეცნიერებათა  ფაკულტეტის  დეკანის  2021  წლის  27 სექტემბრის N19358/27 წარდგინების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. ჩაირიცხონ  სსიპ -ივანე    ჯავახიშვილის    სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2021-2022 სასწავლო წელს ქართული  ენის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი და სომხურენოვანი ტესტების და ოსური ენის ტესტის შედეგების საფუძველზე შემდეგი სტუდენტები წინამდებარე ბრძანების N1 დანართის შესაბამისად (დანართი №1).
2. ბრძანების   უნივერსიტეტის   ოფიციალურ   ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების  დეპარტამენტს პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე.
3. დაევალოს კანცელარიას ბრძანება გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
4. ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.


რექტორი    გიორგი შარვაშიძე 
 

View More

Order N: 701/01-04

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2021- 2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებზე მაგისტრანტობის კანდიდატთა ჩარიცხვის თაობაზე

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, „საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის N127/ნ ბრძანების მე-12 მუხლის მე-2 მუხლის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2021 წლის 09 თებერვლის N14/2021 დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2021-2022 სასწავლო წლის საერთო სამაგისტრო გამოცდების ანკეტა- კითხვარის დამტკიცების შესახებ“, „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საჯაროდ გამოცხადების წესის დამტკიცების შესახებ“ თსუ-ს რექტორის 2010 წლის 13 სექტემბრის N83/01-01 ბრძანებისა და ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულებიდან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. ჩაირიცხონ  2021-2022  სასწავლო  წლის  შემოდგომის  სემესტრიდან  სსიპ  -  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისად თანდართული სიის მიხედვით შემდეგი მაგისტრანტობის კანდიდატები:

1.1. ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №1);
1.2. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №2);
1.3. სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №3);
1.4. ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დანართი №4);
1.5. იურიდიული ფაკულტეტი (დანართი №5);
1.6. მედიცინის ფაკულტეტი (დანართი №6);
1.7. ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №7).

2. ბრძანების   უნივერსიტეტის   ოფიციალურ   ვებგვერდზე   განთავსება   დაევალოს უნივერსიტეტის    საინფორმაციო       ტექნოლოგიების       დეპარტამენტს       პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე.
3.  დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
4.  ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოქვეყნებისთანავე.

 

რექტორი     გიორგი შარვაშიძე

View More

Order N: 705/01-04

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტში - მეცნიერი თანამშრომლების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის,  32 მუხლის მე-2 პუნქტის, 372  მუხლის პირველი, მე-4 და მე-5 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ   ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, მე-11 პუნქტის, 322  მუხლის პირველი, მე-5 და მე-6 პუნქტების, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში  მიღების  ერთიანი  წესისა და სამეცნიერო თანამდებობების       დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N03; 23.06.2017წ), "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევითი ერთეულების (ინსტიტუტების) საშტატო   განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2021 წლის 13 სექტემბრის 23/04 ერთობლივი ბრძანების და პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის დირექტორის ქეთევან ებრალიძის 2021 წლის 23 სექტემბრის N19052/10 მოხსენებითი ბარათის  საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის   პეტრე   მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტში მეცნიერი თანამშრომლების სამსახურში მისაღებად;
2. მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე 4 წლის ვადით შეიძლება აირჩეს პირი, რომელსაც აქვს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო - კვლევითი საქმიანობის გამოცდილება (რაც გულისხმობს არა მხოლოდ სამეცნიერო- კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო    ან   სხვა  პროფილურ   დაწესებულებაში  სამეცნიერო  თანამდებობაზე მუშაობას, არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც) და გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად    მიღებული   სამეცნიერო   პუბლიკაციები,   მათ   შორის   არანაკლებ   1 რეიტინგული    სამეცნიერო    პუბლიკაცია    მაინც    სამეცნიერო-კვლევითი    პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით;
3. კონკურსი გამოცხადდეს 2021 წლის 4 ოქტომბერს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2021 წლის 5 ნოემბრიდან 12 ნოემბრის ჩათვლით (შაბათ- კვირის გარდა). საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი დასამტკიცებლად წარედგინოს თსუ რექტორს არაუგვიანეს 2021 წლის 6 დეკემბრამდე.
4. კონკურსი გამოცხადდეს პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის    ინსტიტუტის      მეცნიერი      თანამშრომლების      სამეცნიერო      თანამდებობების დასაკავებლად:

ა)   ფიზიკურ-ქიმიური პროცესების კვლევის ლაბორატორია:
მეცნიერი  თანამშრომელი (4 წლის ვადით) – 1,0  საშტატო ერთეული

ბ) ორგანულ ნაერთთა ქიმიის  ლაბორატორია:
მეცნიერი  თანამშრომელი (4 წლის ვადით) – 1,0  საშტატო ერთეული

5. სამეცნიერო თანამდებობაზე (მეცნიერი თანამშრომელი) გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია განსაზღვრული პირობებისა და ვადების დაცვით წარუდგინოს საკონკურსო კომისიას შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე დადგენილი ფორმის მიხედვით  (აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილება, დანართი N2 );
ბ)  პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პასპორტი, პირადობის მოწმობა);
გ)  ავტობიოგრაფია (CV);
დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი, უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი;
ე) სამეცნიერო საქმიანობის გამოცდილების ამსახველი ინფორმაცია (მათ შორის სამეცნიერო- კვლევითი პროდუქციის ჩამონათვალი, თარიღების მითითებით და არსებობის შემთხვევაში სამეცნიერო-კვლევით პროექტებში მონაწილეობის შესახებ);
ვ) სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა ან შრომის წიგნაკის ასლი ან სხვ.);
ზ) ცნობა ნასამართლეობის შესახებ ("უმაღლესი განათლების შესახებ"     32 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს
,,სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ   მიმართულ დანაშაულთა ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართავა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება).
6.  საკონკურსო   დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2021 წლის 5 ნოემბრიდან 12   ნოემბრის ჩათვლით (შაბათ-კვირის გარდა) 1000-დან 1700 საათამდე,   თსუ პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის   მისამართზე:   თბილისი,   ა. პოლიტკოვსკაიას N31, მე-2 სართული, კანცელარია;
7.  ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთში ,,თბილისის უნივერსიტეტი’’.
8.  ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
9.  წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირს  და  შესაბამის  სტრუქტურულ  ერთეულებს  (საფინანსო  დეპარტამენტი,  პერსონალის 
მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, გაზეთი ,,თბილისის უნივერსიტეტი’’, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტი).
10.  ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

 


რექტორის მოვალეობის შემსრულებელი      ნინო ოკრიბელაშვილი

View More

Order N: 173/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2021- 2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2021 წლის 23 ივლისის N120/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, 63- ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 და მე-11 პუნქტებისა და ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ფაკულტეტის დეკანის 2021 წლის 22 სექტემბრის N18907/26 წერილის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. შევიდეს ცვლილება „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის
2021 წლის 23 ივლისის N120/01-01 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებულ N6 დანართში დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე განსაზღვრულ ვაკანტური ადგილების ნაწილში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ 1. გამოყენებითი სოციალური ფსიქოლოგია                    5
  2. განათლების ფსიქოლოგია                                             6
  3. პოზიტიური ფსიქოლოგია - ემპირიული კვლევები    1 “

2. ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე    განთავსება    დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
3. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
4. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

 

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი    ნინო ოკრიბელაშვილი
 

View More

Order N: 174/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე მამია ღაღანიძის სახელობის სტიპენდიის მოსაპოვებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა”, ,,ო” და ,,პ” ქვეპუნქტების, მე-9   და მე-11 პუნქტების, „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მამია ღაღანიძის სახელობის სტიპენდიის მინიჭების წესისა და სტიპენდიის მიმნიჭებელი კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ რექტორის 2020 წლის 14 აგვისტოს №:154/01-01 ბრძანების №1 დანართით დამტკიცებული     „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მამია ღაღანიძის სახელობის სტიპენდიის მინიჭების წესისა და სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკა და ბიზნესისი ფაკულტეტის დეკანის 2021 წლის  16 სექტემბრის   №18333/29 კორესპონდენციის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ  ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი მამია ღაღანიძის სახელობის სტიპენდიის მოსაპოვებლად სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბიზნეს ადმინისტრირების   სპეციალობის   ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის.
2.  დამტკიცდეს კონკურსში მონაწილეობის მსურველის განცხადების ფორმა (დანართი №1).
3. კანდიდატების შერჩევა განახორციელოს სტიპენდიის მიმნიჭებელმა კომისიამ მოქმედი კანონმდებლობისა და „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის   მამია   ღაღანიძის   სახელობის   სტიპენდიის   მინიჭების   წესისა   და  სტიპენდიის მიმნიჭებელი კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ რექტორის 2020 წლის 14 აგვისტოს №:154/01-01 ბრძანების №1 დანართით დამტკიცებული    „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მამია ღაღანიძის სახელობის სტიპენდიის მინიჭების  წესის“ საფუძველზე.
4. სტიპენდიის მოპოვების მსურველმა ბაკალავრიატის სტუდენტებმა  კომისიის სახელზე წარადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) სტუდენტის განცხადება, წინამდებარე ბრძანების N1 დანართის შესაბამისად; 
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) წინა     სემესტრის     განმავლობაში     კონფერენციაში     მონაწილეობის/გამარჯვების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი (დათარიღებული სერტიფიკატი ან ცნობა);
დ) წინა სემესტრის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომ(ებ)ის ასლი;
ე) ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს მუნდუსის პროექტების, საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამებისა, თსუ-სა და უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ვ) საქართველოს ბანკიდან სტუდენტის საბანკო ანგარიშის ნომრის ამონაწერი.

5. სტიპენდიის  მიღების  მსურველის სტუდენტების საბუთების მიღება  მოხდეს  2021 წლის 27 სექტემბრიდან 1 ოქტომბრის ჩათვლით.
6. საკონკურსო დოკუმენტაციის მიღება განხორციელდეს ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის სტუდენტთა მომსახურების ცენტრში, ელექტრონული ფოსტის     გზავნილით,     მისამართზე:      nana.chargeishvili@tsu.ge;      natia.zhghenti@tsu.ge (საკონტაქტო პირი: ნათია ჟღენტი ტელ: 2250484(9801)
7. სტიპენდიანტების შერჩევის თაობაზე რექტორის 2020 წლის 14 აგვისტოს №:154/01-01 ბრძანებით  დამტკიცებული  კომისიის  დასკვნა  მომზადდეს არაუგვიანეს  2021  წლის  15 ოქტომბრისა.
8. დაევალოს კანცელარიას ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება.
9. ბრძანების     უნივერსიტეტის     ოფიციალურ     ვებგვერდზე     განთავსება     დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
10.ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

 

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი    ნინო ოკრიბელაშვილი

View More

Order N: 175/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2021- 2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2021 წლის 23 ივლისის N120/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, 63- ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 და მე-11 პუნქტებისა და ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ფაკულტეტის დეკანის 2021 წლის 22 სექტემბრის N18907/26 წერილის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. შევიდეს ცვლილება „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2021 წლის 23 ივლისის N120/01-01 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებულ N6 დანართში დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე განსაზღვრულ ვაკანტური ადგილების ნაწილში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
 

1. გამოყენებითი სოციალური ფსიქოლოგია                               7

2. განათლების ფსიქოლოგია                                                        5

3.პოზიტიური ფსიქოლოგია - ემპირიული კვლევები                1

 

2. ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე    განთავსება    დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
3. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
4. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.


რექტორის მოვალეობის შემსრულებელი          ნინო ოკრიბელაშვილი
 

View More

Order N: 169/01-01

„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2021 წლის 23 ივლისის N120/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, 63- ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 და მე-11 პუნქტების, მედიცინის ფაკულტეტის დეკანის 2021 წლის 17 სექტემბრის N18557/32 და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2021 წლის 20 სექტემბრის N18665/30 წერილების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. შევიდეს ცვლილება „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2021 წლის 23 ივლისის N120/01-01 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებულ N6 დანართში დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე განსაზღვრულ ვაკანტური ადგილების ნაწილში და მე-2 ნომერი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


„ 2.კლინიკური და ტრანსლაციური მედიცინა         11 “

2. შევიდეს ცვლილება „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის
2021 წლის 23 ივლისის N120/01-01 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებულ N3 დანართში დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე განსაზღვრულ ვაკანტური ადგილების ნაწილში:

ა) მე-2 ნომერი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 2.მასობრივი კომუნიკაცია         3 “

ბ) მე-7 ნომერი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 7.კონფლიქტების ანალიზი და მართვა        4 “


გ) მე-8 ნომერი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 8.საერთაშორისო ურთიერთობები          6 “

2. ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე    განთავსება    დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
3. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
4. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

 

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი         ნინო ოკრიბელაშვილი

View More

Order N: 170/01-01

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში – პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტში უფროსი მეცნიერი თანამშრომლის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 372 მუხლის პირველი, მე-3 და მე-5 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე- 14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა" და ,,პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის,   322 მუხლის პირველი,  მე-4 და მე-6 პუნქტების, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების - ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის    დამოუკიდებელი   სამეცნიერო-კვლევითი   ერთეულის   სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს  მიერ, ოქმი N03; 23.06.2017წ), "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის    თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის    დამოუკიდებელი  სამეცნიერო კვლევითი ერთეულების (ინსტიტუტების) საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2021 წლის 13 სექტემბრის   N23/04 ერთობლივი ბრძანების, თსუ რექტორის 2021 წლის 21 სექტემბრის N168/01-01 ბრძანების, პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის დირექტორის  რამაზ აბესაძის 2021 წლის 17  სექტემბრის  N18544/10  წერილის საფუძველზე, 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში – პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტში   უფროსი მეცნიერი თანამშრომლის   სამსახურში
მისაღებად;

2. უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე   7  წლის  ვადით  აირჩევა პირი, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო- კვლევითი საქმიანობის   გამოცდილება (რაც გულისხმობს არა მხოლოდ სამეცნიერო- კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო ან სხვა პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას, არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც) და გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ 2 რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით და  დამატებით  1  რეიტინგული პუბლიკაცია;

3. კონკურსი გამოცხადდეს 2021 წლის 24 სექტემბერს, საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2021   წლის   25   ოქტომბრიდან   2021   წლის   29 ოქტომბრის    ჩათვლით.   საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი დასამტკიცებლად წარედგინოს თსუ რექტორს არაუგვიანეს 2021 წლის 15 ნოემბრისა;

4. კონკურსი  გამოცხადდეს  პაატა  გუგუშვილის  სახელობის  ეკონომიკის    ინსტიტუტში უფროსი მეცნიერი თანამშრომლის  სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად: საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების განყოფილება:
უფროსი მეცნიერი თანამშრომელი (პროფილი – საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები) - 1 საშტატო ერთეული.

5. სამეცნიერო თანამდებობაზე (უფროსი მეცნიერი თანამშრომელი) გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია განსაზღვრული პირობებისა და ვადების დაცვით წარუდგინოს საკონკურსო კომისიას შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება   საკონკურსო   კომისიის   სახელზე   დადგენილი   ფორმის   მიხედვით (აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილება, დანართი N2);
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პასპორტი, პირადობის მოწმობა); 
გ) ავტობიოგრაფია (CV);
დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი, უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი;
ე) სამეცნიერო საქმიანობის გამოცდილების ამსახველი ინფორმაცია (მათ შორის სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის ჩამონათვალი, თარიღების მითითებით და არსებობის შემთხვევაში სამეცნიერო-კვლევით პროექტებში მონაწილეობის შესახებ);
ვ) სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა ან შრომის წიგნაკის ასლი ან სხვ.);
ზ) ცნობა ნასამართლობის შესახებ ("უმაღლესი განათლების შესახებ"   32 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს ,,სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ  მიმართულ დანაშაულთა ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართავა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება).

6. საკონკურსო  დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2021 წლის  25  ოქტომბრიდან  2021 წლის   29   ოქტომბრის   ჩათვლით. 1200-დან 1500  საათამდე   თსუ პაატა გუგუშვილის  სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის კანცელარიაში. მისამართი: თბილისი, გ. ქიქოძის ქ. N14 პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტი, II სართული, ოთახი N10.

7.ბრძანების უნივერსიტეტის  ოფიციალურ  ვებ-გვერდზე  განთავსება  დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;

8. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტი,   საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი);

9. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი     ნინო ოკრიბელაშვილი

View More

Order N: 171/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისდამოუკიდებელ  სამეცნიერო - კვლევით ერთეულში რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალის - მთავარი მეცნიერი თანამშრომლის    და მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობებზე  გამოცხადებული კონკურსის  შედეგების (შემაჯამებელი ოქმი) დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის  22-ე მუხლის პირველი პუნქტის,  373 მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით    დამტკიცებული    ივანე    ჯავახიშვილის    სახელობის    თბილისის    სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“, და ,,პ’’ ქვეპუნქტებისა,   მე-9  პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო        უნივერსიტეტის      დამოუკიდებელი      სამეცნიერო-კვლევითი      ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-6 მუხლის მე-17, მე-18 და მე-20 პუნქტების, მე-7 მუხლის, რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის დებულების მე-10 მუხლის მე-7 პუნქტის, მე-11 მუხლისა, სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2021 წლის 13 სექტემბრის  23/04 ერთობლივი ბრძანების და რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის დირექტორის გრიგორ ტატიშვილის 2021 წლის 17 სექტემბრის N18543/10 (თან ერთვის ინსტიტუტის საკონკურსო კომისიის 2021 წლის 17 სექტემბრის  სხდომის შემაჯამებელი ოქმი) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ    სამეცნიერო - კვლევით ერთეულში რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის - მთავარი მეცნიერი თანამშრომლის და მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგები (შემაჯამებელი ოქმი)  და განისაზღვრონ არჩეულად:
ლევან ჯაფარიძის სახელობის დენის ქიმიური წყაროებისა და საელექტროდო     მასალების ლაბორატორია:

ა) დალი ძანაშვილი - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი (10 წლის ვადით) 1 საშტატო ერთეული (ფუნდამეტური კვლევების მიმართულება).

გიორგი  აგლაძის  სახელობის ელექტროქიმიისა  და ელექტრომეტალურგიის  ლაბორატორია:

ა) დარეჯან დუღაშვილი  - მეცნიერი თანამშრომელი (4 წლის ვადით) 1 საშტატო ერთეული

2. დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტმენტს შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალთან.

3. წინამდებარე ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

4.წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა    აუდიტის   სამსახური,   რაფიელ   აგლაძის   სახელობის   არაორგანული   ქიმიისა   და ელექტროქიმიის ინსტიტუტი).

5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი გიორგი შარვაშიძე 
 

View More

Order N: 167/01-01  

„სსიპ  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების  ცენტრის აბიტურიენტთა მოსამზადებელ განყოფილებაში  2021-2022 სასწავლო წელს ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის ცალკეულ საგნებში მომზადების წლიური საფასურისა და მასწავლებელთა ანაზღაურების ტარიფების განსაზღვრის შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2021 წლის 26 ივლისის  N124/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის,  55-ე  მუხლის,  56-ე  მუხლის  მე-2  და  მე-3  ნაწილების,  57-ე  მუხლის,  63-ე  მუხლის,
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული   სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და ,,ნ’’ ქვეპუნქტების, თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2021 წლის 26 ივლისის  N124/02-01   ბრძანებისა და უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსის  2021 წლის 17 სექტემბრის  N18432/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1.  შევიდეს    ცვლილება        “სსიპ    ივანე    ჯავახიშვილის    სახელობის    თბილისის    სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის აბიტურიენტთა მოსამზადებელ განყოფილებაში
2019-2020    სასწავლო    წელს    ერთიანი    ეროვნული    გამოცდებისათვის    ცალკეულ    საგნებში მომზადების წლიური საფასურისა და მასწავლებელთა ანაზღაურების ტარიფების განსაზღვრის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის   2021 წლის 26 ივლისის   N124/02-01 ბრძანებაში, კერძოდ:

ა) ბრძანების მე-3 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:
„3. ცალკეულ საგანში  კურსის მოცულობა განისაზღვროს 140 ასტრონომიული საათით.“;

ბ) ბრძანების მე-4 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:
„სოციალურად     დაუცველი, დედით და მამით ობოლი და ოკუპირებული     ტერიტორიებიდან მყოფი აბიტურიენტის მიერ 3 ან 4 საგნის არჩევის და მომზადების შემთხვევაში, აბიტურიენტის მომზადების  წლიური  საფასური  განისაზღვროს  საერთო  ღირებულების 80%-ის ოდენობით.“;

გ) ბრძანების  მე-4 პუნქტს დაემატოს „ბ.დ.“ ქვეპუნქტი შემდეგი შინაარსით:
„გამონაკლისის სახით შესაძლებელია განხილულ იქნას გადახდის ინდივიდუალური წესი თსუ-სა და აბიტურიენტს/წარმომადგენელს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად,;“

2.  დაევალოს  უნივერსიტეტის  კანცელარიას  წინამდებარე  ბრძანების  გაცნობა  დაინტერესებული პირებისათვის;
3.  დაევალოს  საინფორმაციო  ტექნოლოგიების  დეპარტამენტს ბრძანების განთავსება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;
4.  ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

 

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი  ლაშა საღინაძე

 

View More

Order N: 150/02-01  

„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაზო და საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრირებულ აპლიკანტთა შერჩევის წესის და პირობების დამტკიცების შესახებ“ 2021 წლის 27 აგვისტოს N150/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„უმაღლესი   განათლების   შესახებ“   საქართველოს   კანონის   22-ე   მუხლის   პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა", ,,ბ" ,,ო" და ,,პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, მე-11 პუნქტის, 42-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 2021 წლის 16 სექტემბრის   თსუ   პროფესიული   განათლების   ცენტრის   ხელმძღვანელის   N   18448/10 17/09/2021 წარდგინების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. შევიდეს ცვლილება „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაზო და საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრირებულ აპლიკანტთა შერჩევის წესის და პირობების დამტკიცების შესახებ“ 2021 წლის 27 აგვისტოს N150/01-01 ბრძანებაში და ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებულ დანართში N1 „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაზო და საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრირებულ აპლიკანტთა შერჩევის წესი და პირობები“ და დანართის:

ა) მე-5 მუხლის  მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. აპლიკანტი უფლებამოსილია მოტივაციური გასაუბრების პროცესში წარმოშობილი ტექნიკური  ხასიათის  საკითხ(ებ)თან  დაკავშირებით  საჩივრით  მიმართოს  სააპელაციო
კომისიას შესარჩევი კომისიის წინაშე წარდგენიდან მომდევნო სამუშაო დღის ბოლომდე.“
ბ) მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) გაასაჩივროს გასაუბრების პროცესში წარმოშობილი ტექნიკური ხასიათის საკითხ(ებ)ი.“

2. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებისთვის მიწოდება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
3. ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე    განთავსება    დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

 


რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ოკრიბელაშვილი

 

View More

Order N: 164/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევნების დანიშვნის, წევრობის კანდიდატთა რეგისტრაციის ვადების განსაზღვრისა და საარჩევნო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მე–16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის, მე–20 მუხლის პირველი და მე-4 პუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე- 6 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის, მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-3 პუნქტის, მე-4 და მე-5 პუნქტების, მე–14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 და მე-11 პუნქტები, 24-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 25-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების,   ,,სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევის წესის შესახებ“ სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 30 სექტემბრის №96 დადგენილებისა და სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის აპარატისა და აკადემიური საბჭოს სამდივნოს უფროსის 2021 წლის 6 სექტემბრის N17368/10 კორესპონდენციის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. აკადემიური საბჭოს შემადგენლობაში ფაკულტეტისა და დამოუკიდებელი სამეცნიერო- კვლევითი ერთეულის წარმომადგენელთა ვაკანსიების შევსების მიზნით, დაინიშნოს აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევნები 2021 წლის  11 ოქტომბერს:
ა) იურიდიული ფაკულტეტი - 1  წევრი;
ბ) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი - 1  წევრი;
გ) ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი - 1  წევრი;
დ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი - 1  წევრი;
ე) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი - 1  წევრი;
2. აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევნების ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით, შეიქმნას საარჩევნო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) მაია არჩუაძე - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ- პროფესორი. კომისიის თავმჯდომარე;
ბ) დემურ სიჭინავა - ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის   პროფესორი, კომისიის წევრი;
გ) ანა თოხაძე- იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტი, კომისიის წევრი;
დ) დავით მახვილაძე - ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის კონსულტანტი, კომისიის წევრი;
ე) მირანდა   მიქაძე   -   სოციალურ   და   პოლიტიკურ   მეცნიერებათა   ფაკულტეტის ადმინისტრაციული სამსახურის მთავარი სპეციალისტი, კომისიის წევრი;
ვ) სალომე ჩიტიშვილი - ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის თანაშემწე, კომისიის წევრი;
ზ) ირაკლი ლეონიძე - იურიდიული ფაკულტეტის დეკანის აპარატის სპეციალისტი, კომისიის წევრი.
3.   დაევალოს   საარჩევნო კომისიას სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2021 წლის 11 ოქტომბრის არჩევნების დადგენილ ვადებში, მოქმედ კანონმდებლობასა და უნივერსიტეტის სათანადო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებთან შესაბამისობაში ჩატარება.
4. არჩევნების საორგანიზაციო (ტექნიკური) ხარჯების ანაზღაურება (საარჩევნო კომისიის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე) განხორციელდეს კანონით დადგენილი წესით.
5. აკადემიური საბჭოს წევრობის კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყოს 2021 წლის 30 სექტემბერს 10:00  საათზე  და  დასრულდეს  2021  წლის 6 ოქტომბერს 18:00  საათზე (5სამუშაო დღე).
6. აკადემიური საბჭოს წევრობის ევალებათ კანდიდატებს სარეგისტრაციო განცხადებაში დაადასტურონ, რომ სხვა სამეცნიერო ან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ უკავიათ აკადემიური,  ადმინისტრაციული   ან  სამეცნიერო  თანამდებობა.
7. კანდიდატთა რეგისტრაციის მიზნით, განაცხადები წარმოდგენილი უნდა იქნას უნივერსიტეტის  კანცელარიაში,  შემდეგ  მისამართზე: ქ. თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი N1, უნივერსიტეტის პირველი კორპუსი,   ოთახი  N114 (იმ შემთხვევაში თუ ადგილი ექნება ,,სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევის წესის შესახებ“ სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 30 სექტემბრის №96 დადგენილებით დამტკიცებული სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევის წესის   101 მუხლის   პირველი   პუნქტით   განსაზღვრულ   გარემოებებს,   კანდიდატთა რეგისტრაცია განხორციელდება საარჩევნო კომისიის მიერ განსაზღვრული ფორმატით, რის თაობაზეც ინფორმაციას რეგისტრაციის დაწყებამდე არაუგვიანეს 23 სექტემბრისა საარჩევნო კომისია განათავსებს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე). 
8. წინამდებარე  ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე   განთავსება დაევალოს  უნივერსიტეტის კანცელარიას.
9.   ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება   დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
10. ბრძანების შესასრულებლად გადაცემა მასში მოყვანილ დაინტერესებულ პირთათვის დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
11. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით,  გამოქვეყნებისთანავე.
12.  კონტროლი  ბრძანების  შესრულებაზე  დაევალოს  ადმინისტრაციის  ხელმძღვანელს.
13.   წინამდებარე   ბრძანება   დაინტერესებული   პირის   მიერ   შეიძლება   გასაჩივრდეს, კანონმდებლობით  დადგენილი  წესით,  ძალაში  შესვლის  დღიდან  1  თვის  ვადაში   ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).

 


რექტორის მოვალეობის შემსრულებელი  ნინო ოკრიბელაშვილი

View More

Order N: 165/01-01      

„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2021-2022 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2021 წლის 2 აგვისტოს N128/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 2 სექტემბრის MES 5 210000849376 ბრძანების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის  საფუძველზე,


ვბრძანებ:


1. შევიდეს ცვლილება „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2021-2022 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2021 წლის 2 აგვისტოს N128/01-01 ბრძანების:


ა) „1.1.“ პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


„ბ.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 9 აგვისტო - 25 სექტემბერი“;


ბ) „1.1.“ პუნქტის „ბ.ბ“ ქვპუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


„ბ.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 13-26 სექტემბერი“


2. შევიდეს ცვლილება „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2021-2022 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2021 წლის 2 აგვისტოს N128/01-01 ბრძანებაში და ბრძანებას „1.3.“ პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „1.4.“ და „1.5.“ პუნქტები:
„1.4. 2021 წლის 4 ოქტომბრამდე სასწავლო პროცესი წარიმართება სრულად დისტანციურად, ევროპის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ასოციაციის (ENQA) მიერ 2018 წელს შემუშავებული ელექტრონული სწავლების შიდა ხარისხის უზრუნველყოფის სახელმძღვანელო პრინციპების მიხედვით“;
„1.5. მედიცინის ფაკულტეტი უფლებამოსილია (მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამაზე) პრაქტიკული/ლაბორატორიული/კლინიკური კომპონენტები „სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების მოთხოვნათა დაცვით წარმართოს არადისტანციურ რეჟიმში, იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული კომპონენტის განხორციელებაში ჩართული პერსონალი და სტუდენტი აკმაყოფილებს ერთ-ერთ შემდეგ პირობას:
ა) სრულად ვაქცინირებულია;
ბ) უზრუნველყოფს უარყოფითი PCR ტესტის წარდგენას კვირაში ერთხელ;
გ) ახალი კორონავირუსის (COVID-19) ლაბორატორიულად დადასტურებიდან ორი კვირის შემდეგ არ არის გასული 6 თვეზე მეტი";
2.  ბრძანების    უნივერსიტეტის  ოფიციალურ  ვებგვერდზე  განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
3. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
4. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.


რექტორის მოვალეობის შემსრულებელი   ნინო ოკრიბელაშვილი

 

View More

Order N: 166/01-01

2022 სასწავლო წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამებზე სტუდენტების ჩარიცხვის შესახებ

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2021-„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58- ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის– ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 და მე-11 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის N19/ნ ბრძანებით დამტკიცებული ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის 39-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის N127/ნ ბრძანებით დამტკიცებული საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებისა, მე12 მუხლის მე-2 პუნქტის, „კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტის დამტკიცების შესახებ, იმ აბიტურიენტთათვის, რომლებმაც 2021 წელს მოიპოვეს ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებულ სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის უფლება“ სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2021 წლის 31 აგვისტოს N113/21 ბრძანების, „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საჯაროდ გამოცხადების წესის დამტკიცების შესახებ“ თსუ-სრექტორის 2010 წლის 13 სექტემბრის N83/01-01 ბრძანებისა და უნივერსიტეტის ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულებიდან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :


1. ჩაირიცხონ 2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული        საბაკალავრო-სამაგისტრო,  დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის  საგანმანათლებლო პროგრამებზე  სსიპ     -     ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების შესაბამისად   თანდართული   სიის   მიხედვით შემდეგი სტუდენტები:

ა) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №1); 
ბ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №2);
გ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №3); 
დ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დანართი №4);
ე) იურიდიული ფაკულტეტი (დანართი №5); 
ვ) მედიცინის ფაკულტეტი (დანართი №6);
ზ) ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №7)

2. ჩაითვალონ   ჩარიცხულად   სსიპ   -   ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან, ერთი სასწავლო სემესტრის ვადაში შესაბამისი დოკუმენტის (სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი) წარმოდგენის შემთხვევაში შემდეგი სტუდენტები:

2.1.  ზუსტ  და  საბუნებისმეტყველო  მეცნიერებათა  ფაკულტეტის  ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე „ეკოლოგია“ ნათია ორაგველიძე (პ/ნ).
2.2.  ეკონომიკისა  და  ბიზნესის  ფაკულტეტის  ბაკალავრიატის  საგანმანათლებლო პროგრამაზე „ეკონომიკა“ ლექსო კუპატაძე (პ/ნ).
2.3.  ეკონომიკისა  და  ბიზნესის  ფაკულტეტის  ბაკალავრიატის  საგანმანათლებლო პროგრამაზე „ბიზნესის ადმინისტრირება“ მამუკა ხალიჩაშვილი (პ/ნ)
3. ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე    განთავსება    დაევალოს უნივერსიტეტის    საინფორმაციო       ტექნოლოგიების       დეპარტამენტს       პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე;
4. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე პირთა    მაიდენტიფიცირებელი    მონაცემების    გარეშე    და    გადასცეს    შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
5. ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.


რექტორის მოვალეობის შემსრულებელი  ნინო ოკრიბელაშვილი

 

View More

Order N: 663/01-04