Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
Order
Date
სსიპ -ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის სტატუსის შეჩერებიდან 5 წლიანი ვადის გასვლის გამო სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის თაობაზე 

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52¬ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის N10/ნ ბრძანებით დამტკიცებული „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის“ N1 დანართის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის -ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა“, ,,ბ“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 41-ე მუხლის მე-5 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის N127/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის“ მე-12 მუხლის მე-2 პუნქტისა და სასწავლო პროცესის მართვის ელქტრონული სისტემის (lms.tsu.ge) მონაცემების საფუძველზე, 


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 

1.     შეუწყდეთ სტუდენტის სტატუსი სსიპ -ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებს, სტუდენტის სტატუსის შეჩერებიდან 5 წლიანი ვადის გასვლის გამო ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების შესაბამისად, თანდართული სიის მიხედვით N1 დანართში მითითებულ შემდეგ სტუდენტებს (დანართი №1). 
2.     ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე. 
3.     დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს. 
4.     ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე. 
5.     წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრებული იქნას კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64). 
 
რექტორი გიორგი შარვაშიძე

View More

Order N: 1202/01-04

სსიპ -ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისათვის სტატუსის შეჩერებიდან 5 წლიანი ვადის გასვლის გამო სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის თაობაზე 

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52¬ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის N10/ნ ბრძანებით დამტკიცებული „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის“ N1 დანართის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის -ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა“, ,,ბ“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 41-ე მუხლის მე-5 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის N127/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის“ მე-12 მუხლის მე-2 პუნქტისა და სასწავლო პროცესის მართვის ელქტრონული სისტემის (lms.tsu.ge) მონაცემების საფუძველზე, 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 


1.     შეუწყდეთ სტუდენტის სტატუსი სსიპ -ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებს, სტუდენტის სტატუსის შეჩერებიდან 5 წლიანი ვადის გასვლის გამო ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების შესაბამისად თანდართული სიის მიხედვით: 

ა) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N1); 
ბ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N2); 
გ) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N3); 
დ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დანართი N4);
ე) იურიდიული ფაკულტეტი (დანართი N5);
ვ) მედიცინის ფაკულტეტი (დანართი N6);
ზ) ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N7). 

1    ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე. 
2    დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს. 
3    ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე. 
4    წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრებული იქნას კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64). 

რექტორი   გიორგი შარვაშიძე 
 

View More

Order N: 1201/01-04

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის/ერთსაფეხურიანი სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისათვის სტატუსის შეჩერებიდან 5 წლიანი ვადის გასვლის გამო სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის თაობაზე


„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის,
55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის N10/ნ ბრძანებით დამტკიცებული „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის“ N1 დანართის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა“, ,,ბ“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 41-ე მუხლის მე-5 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის N127/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის“ მე-12 მუხლის მე-2 პუნქტისა და სასწავლო პროცესის მართვის ელქტრონული სისტემის (lms.tsu.ge) მონაცემების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.  შეუწყდეთ სტუდენტის სტატუსი სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო    უნივერსიტეტის      ბაკალავრიატის/ერთსაფეხურიანი      სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებს, სტუდენტის სტატუსის შეჩერებიდან 5 წლიანი ვადის გასვლის გამო ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების შესაბამისად, თანდართული სიის მიხედვით N1 დანართში მითითებულ შემდეგ სტუდენტებს (დანართი №1).
2. ბრძანების   უნივერსიტეტის   ოფიციალურ   ვებგვერდზე   განთავსება   დაევალოს საინფორმაციო    ტექნოლოგიების    დეპარტამენტს    პირთა    მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე.
3.  დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე პირთა    მაიდენტიფიცირებელი    მონაცემების    გარეშე    და    გადასცეს    შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
4.  ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
5.  წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრებული იქნას კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64).

 

რექტორი     გიორგი შარვაშიძე

View More

Order N: 1195/01-04

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ასისტენტის აკადემიურ თანამდებობაზე სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტების, 32-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების,  33-ე მუხლის პირველი პუნქტის,
34-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 35-ე მუხლის მე-4   პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8  პუნქტის "ა", "ბ" და "პ" ქვეპუნქტების, 28-ე მუხლის, 29-ე მუხლის მე-4პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის
№118 დადგენილების-„სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ"  (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი №10 29. 12. 2014წ), თსუ აკადემიური საბჭოს   2018 წლის 30 აპრილის №113 დადგენილების - „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური  პერსონალის (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი, ასისტენტი) აფილირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი №4, 14.05.2018წ), „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის     2021     წლის     23     დეკემბრის     №34/04     ერთობლივი     ბრძანებისა და იურიდიული    ფაკულტეტის    დეკანის  თამარ  ზარანდიას  2021  წლის  16  დეკემრის N27045/31-05  წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1.   გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ასისტენტის სამსახურში მისაღებად.
2.   უნივერსიტეტის  ასისტენტი  4  (ოთხი)  წლის  ვადით  შეიძლება  არჩეულ  იქნეს დოქტორანტი.
3.   კონკურსი გამოცხადდეს 2021 წლის 27 დეკემბერს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის   ვადა   განისაზღვროს   2022   წლის   28   იანვრიდან   2022   წლის   2 თებერვლის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2022 წლის პირველმარტამდე.
4. კონკურსი გამოცხადდეს იურიდიულ ფაკულტეტზე ასისტენტის აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად:

სამართლის  მეთოდების მიმართულება
ასისტენტი - 1 საშტატო ერთეული;


5. ასისტენტის  აკადემიურ  თანამდებობაზე  ასარჩევმა  კანდიდატმა   უნდა წარმოადგინოს:
ა)  განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (დადგენილი ფორმის მიხედვით);
ბ) კონკურსანტის ანკეტა, შევსებული დადგენილი ფორმის მიხედვით (ანკეტა წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული (CD) სახით, (ფაილის ფორმატი – Word და PDF ფაილების სახით);
გ) პირადობის მოწმობის ასლი;
დ) ცნობა ნასამართლობის შესახებ (საქართველოს კანონის - „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის   წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის   “ა” ქვეპუნქტის შესაბამისად); ე) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის  აღიარების  კანონმდებლობით  დადგენილი  წესით  გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ვ) სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა/შრომის წიგნაკის ასლი და სხვ.);
ზ) სამოტივაციო წერილი.
6. ასისტენტის აკადემიურ   თანამდებობაზე ასარჩევი   კანდიდატი, კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, ვალდებულია გაეცნოს თსუ აკადემიური საბჭოს N113/2018 დადგენილების დანართი 1-ის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებს, წერილობით    გამოხატოს  თანხმობა  მხოლოდ  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აფილირების შესახებ (რაც ძალაში შევა მის    მიერ    შესაბამისი    აკადემიური    თანამდებობის    დაკავებისთანავე)    და დაადასტუროს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არ გააჩნია ძალაში მყოფი ანალოგიური ხასიათის დოკუმენტი (ხელშეკრულება, შეთანხმება ან სხვ.) სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან.
7. საკონკურსო   დოკუმენტების მიღება იწარმოებს   2022   წლის 28 იანვრიდან   2022 წლის 2 თებერვლის ჩათვლით 10:30-დან 16:00 საათამდე, იურიდიული ფაკულტეტის საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში, თბილისი ი. ჭავჭავაძის გამზ. N1, თსუ I კორპუსი, ოთახი N118.
8. ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთში "თბილისის უნივერსიტეტი".
9. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
10. წინამდებარე    ბრძანება    კანონმდებლობით    დადგენილი    წესით    გადაეცეს დაინტერესებულ პირსა და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (იურიდიული ფაკულტეტი, საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საინფორმაციო   ტექნოლოგიების   დეპარტამენტი, გაზეთი "თბილისის უნივერსიტეტი"). 
11. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

რექტორი   გიორგი შარვაშიძე 
 

View More

Order N: 276/01-01

სსიპ–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში-არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში სამეცნიერო პერსონალის - მეცნიერი თანამშრომელი - თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგების (შემაჯამებელი ოქმი) დამტკიცების შესახებ


,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 373 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“, ,,პ“  და  "ზ"  ქვეპუნქტებისა  და  მე-9 პუნქტის,  ,,სსიპ  -  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი  N1-ის მე-6 მე-16 მუხლის მე-17, მე-18 მე- 20 და 21-ე პუნქტების, "სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ" რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2021 წლის 18 ნოემბრის N31/04 ერთობლივი ბრძანებისა და თსუ-ის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის-არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორის   ნ. მაჭავარიანის 2021 წლის   14 დეკემბრის N26708/10 წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის საკონკურსო კომისიის 2021 წლის 10 დეკემბრის სხდომის შემაჯამებელი ოქმი) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომლების - თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგები (შემაჯამებელი ოქმი) განყოფილებების მიხედვით და განისაზღვრონ არჩეულად ქვემოჩამოთვლილი პირები შემდეგი შემადგენლობით:

ქართველურ ენათა განყოფილება:
ა) ელიზავეტა გაზდელიანი - მეცნიერი თანამშრომელი  - 1 საშტატო ერთეული
ბ) ლელა გიგლემიანი - მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული 
გ) ნატო შავრეშიანი - მეცნიერი თანამშრომელი  - 1 საშტატო ერთეული 
დ) მანანა ბუკია - მეცნიერი თანამშრომელი  - 1 საშტატო ერთეული
ე) ცირა ჯანჯღავა - მეცნიერი თანამშრომელი  - 1 საშტატო ერთეული
ვ) ხათუნა ყანდაშვილი - მეცნიერი თანამშრომელი  - 1 საშტატო ერთეული 
ზ) ნინო ციხიშვილი - მეცნიერი თანამშრომელი  - 1 საშტატო ერთეული
თ) მარინა ჯღარკავა - მეცნიერი თანამშრომელი  - 0,5 საშტატო ერთეული 

 

მთის იბერიულ-კავკასიურ ენათა („მიკე“)განყოფილება:
ა) ლევან აზმაიფარაშვილი - მეცნიერი თანამშრომელი  - 1 საშტატო ერთეული 
ბ) რომან ლოლუა - მეცნიერი თანამშრომელი  - 1 საშტატო ერთეული
გ) მაკა თეთრაძე - მეცნიერი თანამშრომელი  - 1 საშტატო ერთეული
დ) ლევან კელაურაძე - მეცნიერი თანამშრომელი  - 1 საშტატო ერთეული 
ე) დიანა კაკაშვილი - მეცნიერი თანამშრომელი   - 1 საშტატო ერთეული 
ვ) კობა მითაგვარია - მეცნიერი თანამშრომელი   - 1 საშტატო ერთეული 
ზ) ნათია ფონიავა - მეცნიერი თანამშრომელი   -  1 საშტატო ერთეული 

 

ზოგადი ენათმეცნიერების განყოფილება:
ა) ტარიელ გურგენიძე - მეცნიერი თანამშრომელი  -  1 საშტატო ერთეული
ბ) ლევან კოჭლამაზაშვილი - მეცნიერი თანამშრომელი   -  0,5  საშტატო ერთეული 

 

ლექსიკოლოგიის განყოფილება:
ა) მანანა ტუსკია - მეცნიერი თანამშრომელი   -  1 საშტატო ერთეული 
ბ) მაია აშაძე - მეცნიერი თანამშრომელი   -  1 საშტატო ერთეული
გ) ნათელა ჭინჭარაული - მეცნიერი თანამშრომელი   -  1 საშტატო ერთეული 
დ) ნათია მაისურაძე - მეცნიერი თანამშრომელი   -  1 საშტატო ერთეული
ე) ნატო  რაზმაძე - მეცნიერი თანამშრომელი   -  1 საშტატო ერთეული 
ვ) ლიდა სოხაძე - მეცნიერი თანამშრომელი   -  1 საშტატო ერთეული
ზ) ზეზვა ქავთარაძე - მეცნიერი თანამშრომელი   -  1 საშტატო ერთეული 
თ) ეთერ შენგელია - მეცნიერი თანამშრომელი   -  1 საშტატო ერთეული
ი) მარიამ კიკონიშვილი - მეცნიერი თანამშრომელი   -  1 საშტატო ერთეული 
კ) ნინო ხახიაშვილი - მეცნიერი თანამშრომელი   -  1 საშტატო ერთეული
ლ) ქეთევან პეტრიაშვილი - მეცნიერი თანამშრომელი   -  0,5 საშტატო ერთეული 
მ) მანანა კელენჯერიძე - მეცნიერი თანამშრომელი  -  0,5  საშტატო ერთეული
ნ) ნანა ხოჭოლავა-მაჭავარიანი - მეცნიერი თანამშრომელი   -  0,5  საშტატო ერთეული
ო) მირანდა რობაქიძე-გოგბერაშვილი - მეცნიერი თანამშრომელი - 0,5 საშტატო 

 

ერთეული თარგმნითი ლექსიკონებისა და სამეცნიერო ტერმინოლოგიის განყოფილება:
ა) ნინო დათეშიძე - მეცნიერი თანამშრომელი - 1  საშტატო ერთეული 
ბ) მაია აბალაკი - მეცნიერი თანამშრომელი - 1  საშტატო ერთეული
გ) ინგა ჯიბუტი - მეცნიერი თანამშრომელი - 1  საშტატო ერთეული 
დ) ეთერ საბანაძე - მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული 
ე) ლალი ხუჭუა - მეცნიერი თანამშრომელი – 0,5 საშტატო ერთეული

 

ქართული მეტყველების კულტურის განყოფილება:
ა) მაკა ლაბარტყავა - მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული
ბ) თეა ტეტელოშვილი - მეცნიერი თანამშრომელი – 0,5 საშტატო ერთეული 

ენობრივ მონაცემთა კომპიუტერული დამუშავების განყოფილება:
ა) ელენე ნაპირელი - მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული
ბ) მაია ბარიხაშვილი - მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული
გ) რუსუდან პაპიაშვილი - მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული 
დ) რუსუდან ლანდია - მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული
ე) დიანა ანფიმიადი - მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული 
2.  კონკურსის შედეგები ძალაში შევიდეს 2021 წლის 29 დეკემბრიდან.
3. დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტმენტს შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება სამეცნიერო პერსონალთან.
4. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
5. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ    ერთეულებს      (საფინანსო      დეპარტამენტი,      პერსონალის      მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი).
6. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.


რექტორი   გიორგი შარვაშიძე

View More

Order N: 277/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში – ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში მთავარი მეცნიერი თანამშრომლის და მეცნიერი თანამშრომლების შესარჩევად საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ


,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის   22-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9  პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ”      ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-4 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების, ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის   ინსტიტუტის დებულების მე-10 მუხლის პირველი პუნქტისა და ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის   ინსტიტუტის   დირექტორის ნანა ბოლაშვილის 2021 წლის 22 დეკემბრის N27618/10 წერილის  (თან ერთვის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს 2021 წლის 20 დეკემბრის  სხდომის ოქმი  N5) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის    ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომლის   და მეცნიერი თანამშრომლების  შესარჩევად დამტკიცდეს კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) ზურაბ ჯანელიძე – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო და მედიცინის ფაკულტეტის  მიმართულების  ასოცირებული პროფესორი, აკადემიური დოქტორი.
ბ) ბესიკ კალანდაძე - თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, აკადმიური დოქტორი.
გ) ვაჟა ტრაპაიძე-თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, აკადემირი დოქტორი.

2. დამტკიცდეს საკონკურსო კომისიის თავმჯდომარედ ზურაბ ჯანელიძე,   საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ ბესიკ კალანდაძე, საკონკურსო კომისიის მდივნად ვაჟა ტრაპაიძე.
3. დაევალოს კომისიას   უზრუნველყოს კონკურსის ჩატარება სსიპ   ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილებით დამტკიცებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში.
4. დაევალოს საკონკურსო კომისიას დასამტკიცებლად წარუდგინოს თსუ რექტორს შემაჯამებელი ოქმი არაუგვიანეს 2022 წლის 12 თებერვლისა
5. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით   გადაეცეს   დაინტრესებულ პირს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, ვახუშტი ბაგრატიონის  სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტი).
6. წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოცემისთანავე.


რექტორი   გიორგი შარვაშიძე 

View More

Order N: 278/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტში მეცნიერი თანამშრომლების შესარჩევად საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ


,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის  22-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ”     ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-4 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების, პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის დებულების მე-10 მუხლის პირველი პუნქტისა და პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის დირექტორის ქეთევან ებრალიძის 2021 წლის 21 დეკემბრის N27435 წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს 2021 წლის 20 დეკემბრის სხდომის ოქმი N9) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომლების შესარჩევად დამტკიცდეს კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) ნათელა ანანიაშვილი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის სწავლული მდივანი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი;
ბ) მზია ციცაგი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის ორგანულ ნაერთთა ქიმიის ლაბორატორიის გამგე, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი;
გ)   გივი პაპავა - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის მაღალმოლეკულურ ნაერთთა ქიმიის ლაბორატორიის გამგე, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი;
დ) ნათელა ხეცურიანი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის ნავთობის ქიმიის ლაბორატორიის გამგე, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი;
ე) ომარ ლომთაძე - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის აგრარული ქიმიის ლაბორატორიის გამგე,  მთავარი მეცნიერი თანამშრომელი;
ვ) ნატო მირძველი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის ფიზიკურ -ქიმიური პროცესების კვლევის ლაბორატორიის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი;
ზ) ნინო ქარქაშაძე - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის ქიმიური ეკოლოგიის ლაბორატორიის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი;
2. დამტკიცდეს საკონკურსო კომისიის თავმჯდომარედ  ნათელა ანანიაშვილი,  საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ მზია ციცაგი, საკონკურსო კომისიის  მდივნად ნინო ქარქაშაძე.
3.დაევალოს საკონკურსო კომისიას უზრუნველყოს კონკურსის ჩატარება სსიპ – ივანე ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის  აკადემიური  საბჭოს
2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილებით დამტკიცებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში.
4.დაევალოს    საკონკურსო    კომისიას    დასამტკიცებლად    წარუდგინოს    თსუ    რექტორს შემაჯამებელი ოქმი არაუგვიანეს 2022 წლის 12 თებერვლისა.
5.წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტი).
6.წინამდებარე  ბრძანების   უნივერსიტეტის  ოფიციალურ  ვებ–გვერდზე  განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7.ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი  გიორგი შარვაშიძე 
 

View More

Order N: 275/01-01

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ” უნივერსიტეტის რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2021 წლის 31 მაისის N15/04 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ

,,უმაღლესი   განათლების   შესახებ“   საქართველოს   კანონის   მე-2   მუხლის   ,,ლ“   და ჰ4 ქვეპუნქტების,  22-ე  მუხლის  პირველი  პუნქტის,  23-ე  მუხლის  პირველი  პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა”, ,,ბ”, და ,,პ” ქვეპუნქტების და მე-9 პუნქტის, მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ნ’’, ,,ო“ და ,,პ” ქვეპუნქტებისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის 2021 წლის 14 დეკემბრის  N26788/10 საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1.    შევიდეს  შემდეგი  ცვლილებები  და  დამატებები  ,,სსიპ  -  ივანე  ჯავახიშვილის სახელობის      თბილისის   სახელმწიფო   უნივერსიტეტის   სტუდენტთა   საერთაშორისო გაცვლით    და    მობილობის    პროგრამებში    მონაწილეობისათვის    შერჩევის    წესის დამტკიცების შესახებ” უნივერსიტეტის რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის
2021 წლის 31 მაისის N15/04 ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებულ ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო  გაცვლით  და  მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის შერჩევის წესში (შემდგომში - ,,წესი“)’’:


ა) წესის  მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
,,ბ) პირი არ უნდა იყოს სწავლების ბოლო ან ბოლოსწინა სემეტრის სტუდენტი, ამასთან ბაკალავრიატის საგანმანათლებლო საფეხურის სტუდენტს დაგროვებული უნდა ჰქონდეს არანაკლებ 50 კრედიტი;’’;

ბ)  წესის მე-4 მუხლის მე-13 პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
,,ა) შესაბამისი რეგისტრაციის დასრულებამდე არაუადრეს 4 კალენდარული წლით აღებული შემდეგი სერტიფიკატების საფუძველზე:
ინგლისური  ენის  შემთხვევაში:  TOEFL  (90  iBT),  IELTS  (6.5  მინიმალური  საშუალო ქულა) ან CAMBRIDGE (FCE)-ის სერთიფიკატი;
გერმანული ენის შემთხვევაში: TestDaF (TDN 3), DSH (DSH 1), DSD (B2), Goethe Certificate
(90-100)
ფრანგული ენის შემთხვევაში: DELF (B2), DALF (B2) იტალიური ენის შემთხვევაში: CILS (B2), PLIDA (B2) ესპანური ენის შემთხვევაში: DELE (B2), eLADE (B2) პორტუგალიური ენის შემთხვევაში: CAPLE (B2)
ბერძნული ენის შემთხვევაში: Certificate of Attainment in Greek (B2)
თურქული ენის შემთხვევაში: TYS (B2). ‘’;


გ) წესის მე-4 მუხლის მე-13 პუნქტის ,,გ’’ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მქონე ,,დ“ - ,,ვ’’ ქვეპუნქტები:

,,დ) ბაკალავრიატის საფეხურის აპლიკანტების შემთხვევაში, სკოლის დამამთავრებელი ან ბოლოსწინა სრული აკადემიური წლის დასწრებულად გავლის დამადასტურებელი ოფიციალური ცნობის საფუძველზე, სწავლების ენის მითითებით, სადაც სწავლების ენად გამოყენებული    იყო     შესაბამის     უმაღლეს     საგანმანათლებლო     დაწესებულებაში საგანმანათლებლო პროგრამაზე   მოქმედი სწავლების ის ენა, რომელზეც სწავლება სურს სტუდენტს წინამდებარე წესის საფუძველზე გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მიზნით რეგისტრაციისას;
ე) მაგისტრატურის საფეხურის აპლინატების შემთხვევაში, თსუ-ში ისეთ უცხოენოვან პროგრამაზე სწავლა, სადაც სწავლების ენად გამოყენებულია შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში საგანმანათლებლო პროგრამაზე     მოქმედი სწავლების ის ენა, რომელზეც სწავლება სურს სტუდენტს წინამდებარე წესის საფუძველზე გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მიზნით რეგისტრაციისას;
ვ) სადოქტორო საფეხურის აპლიკანტების შემთხვევაში:
ვ.ა) დასწრებულად საზღვარგარეთის უმაღლეს საგანმანათლებლო ან კვლევით დაწესებულებაში კვლევითი სტაჟირების გავლის დამადასტურებელი ოფიციალური ცნობის საფუძველზე დასწრებულად, კვლევითი სტაჟირების ენის მითითებით, სადაც სტაჟირების ენად გამოყენებული იყო შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში საგანმანათლებლო პროგრამაზე       მოქმედი სწავლების ის ენა, რომელზეც სწავლება სურს სტუდენტს წინამდებარე წესის საფუძველზე გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მიზნით რეგისტრაციისას.სტაჟირების მინიმალური ხანგრძლივობა უნდა იყოს 5 თვე. 
ვ.ბ) საუნივერსიტეტო დონეზე პედაგოგიური საქმიანობის/სწავლების გამოცდილების დამადასტურებელი ოფიციალური ცნობის საფუძველზე, კერძოდ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მიზნით განცხადების გაკეთების და წინა აკადემიური წლის განმავლობაში არანაკლებ 2 სემესტრის განმავლობაში, თითოეულ სემესტრში მინიმუმ 5 კრედიტის დატვირთვის მქონე კურსის წაყვანა.’’;


დ) წესის მე-4 მუხლის მე-19 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

,,19. ამ მუხლის მე-18 პუნქტით გათვალისწინებული შეფასება ხორციელდება შემდეგ კრიტერიუმებზე დაყრდნობით:

ა) სრულყოფილად სააპლიკაციო დოკუმენტაციის წარმომდგენი, რეგისტრირებული სტუდენტის GPA (მრავლდება 10-ზე), რის საფუძველზეც სტუდენტს შესაძლებელია მიენიჭოს 25-40 ქულა;
ბ) სსსმ პირის სტატუსი - 1 ქულა;
გ) გასაუბრება (გასაუბრება ტარდება იმ შესაბამის უცხოურ ენაზე, რა ენაზეც მიმდინარეობს სწავლება სტუდენტის მიერ შერჩეულ მიმღებ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში/დაწესებულებებში) და მისი კომპონენტებია:
გ.ა გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის თავსებადობა სტუდენტის საგანმანათლებლო ან/და კვლევით მიზნებთან    0-10 ქულა
გ.ბ სტუდენტის მოტივაციის შეფასება    0-15 ქულა
გ.გ სტუდენტის ზეპირი პრეზენტაცია    0-15 ქულა “;

ე) წესის მე-4 მუხლის მე-20 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
,,20.  რეგისტრირებული (გასაუბრების  ეტაპამდე  მისული)  სტუდენტის  მიმართ გაცვლით  ან მობილობის პროგრამაში მონაწილეობის მიზნით დადებითი გადაწყვეტილება ვერ იქნება მიღებული, თუ მას ჯამურად მიენიჭა 59 (სსსმ პირის შემთხვევაში, 60)  და  ნაკლები  ქულა  ან     ამ  მუხლის  მე-19 პუნქტის  ,,გ“  ქვეპუნქტით გათვალისწინებულ კომპონენტებში მიენიჭა 19 და ნაკლები ქულა.’’

ვ) წესის მე-4 მუხლის 24-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
,,24. მიღებული გადაწყვეტილებებისა და გაცვლით პროგრამაში სარეიტინგო სიის საფუძველზე კონკრეტულ სტუდენტთა მასპინძელ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მობილობის თაობაზე ინფორმაცია (სტუდენტის წარდგინება უცხოეთის  შესაბამის  უმაღლეს  საგანმანათლებლო  დაწესებულებაში)  ეგზავნება შესაბამის  მიმღებ  უმაღლეს  საგანმანათლებლო  დაწესებულებას.  ამავდროულად, შერჩევის პროცესის შედეგად მიღებული შედეგები ეგზავნება შერჩევის პროცესში მონაწილე ყველა სტუდენტს ინდივიდუალურად, ელექტრონული ფოსტის საშუალებით. ამ პუნქტით გათვალისწინებული შედეგები საბოლოო არ არის და მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია უარი თქვას (სრულად ან ნაწილობრივ) წარდგინებაზე, რაც აღინიშნება ამავე პუნქტში ნახსენებ ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნილ შესაბამის შეტყობინებებში. სტუდენტს, რომელმაც მოიპოვა სტიპენდია გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მიზნით, უფლება ენიჭება უარი თქვას ამ   პროგრამაში   მონაწილეობაზე,   მაგრამ   არაუგვიანეს   შესაბამისი   ელექტრონული წერილის მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.’’;

ზ)   წესის მე-4 მუხლის  27-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: 
,,27. გაცვლითი პროგრამით უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მობილობის დადგენილი ვადები გაგრძელებას არ ექვემდებარება (ვადების გაგრძელება შესაძლებელია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, მასპინძელი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ინიციატივით და უნივერსიტეტის თანხმობით, მასპინძელი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერვე დაწესებული პირობებით იმ შემთხვევაში, როცა ვადის გაგრძელებისთვის შემოთავაზებული ფინანსური რესურსი არ წარმოადგენს სრულ სტიპენდიას და შესაბამისად, შეუძლებელია გამოყენებულ იქნეს ახალი კონკურსის გამოსაცხადებლად).’’.


2.ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3.ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.
5. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძლება გასაჩივრდეს მისი ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მისამართზე - ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი N6.


რექტორი  გიორგი შარვაშიძე 
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი   ლაშა საღინაძე

 

View More

Order N: 33/04

,,პროგრამის ,,სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს” ფარგლებში სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის ან/და დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამაზე ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულ სტუდენტთა ფინანსური წახალისებისათვის კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმების დადგენისა და ფაკულტეტებზე სახელმწიფო სტიპენდიით დასაფინანსებელი სტუდენტების რაოდენობის განსაზღვრის შესახებ’’ რექტორის 2021 წლის 29 ნოემბრის N245/01-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე


,,უმაღლესი    განათლების   შესახებ”    საქართველოს   კანონის   22-ე   მუხლის    პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი  ადმინისტრაციული კოდექსის  51-ე მუხლის  პირველი ნაწილის,  52-ე მუხლის  პირველი და მე-3 ნაწილების,  53-ე მუხლის  მე-3 ნაწილის,  54-ე მუხლის   პირველი ნაწილის,  55-ე მუხლის,   56-ე მუხლის   მე-2 და  მე-3 ნაწილების,  57-ე მუხლის, 63-ე მუხლის,   საქართველოს განათლებისა  და  მეცნიერების   მინისტრის  2013 წლის    11    სექტემბრის    №135/ნ    ბრძანებით    დამტკიცებული    საჯარო    სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის
„ა“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9   პუნქტის,  უნივერსიტეტის ეკონომიისა და ბიზნესის ფაკულტეტის  დეკანის 2021 წლის 14 დეკემბრის  №26743/29 წერილის  საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს შემდეგი ცვლილებები ,,პროგრამის ,,სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს” ფარგლებში სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის ან/და დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამაზე ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულ სტუდენტთა ფინანსური წახალისებისათვის  კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმების დადგენისა და ფაკულტეტებზე სახელმწიფო სტიპენდიით დასაფინანსებელი სტუდენტების რაოდენობის განსაზღვრის შესახებ’’   რექტორის 2021 წლის 29 ნოემბრის N245/01-01 ბრძანებაში:

ა) ბრძანების  პირველი  პუნქტით  დამტკიცებული  N1 დანართის  (სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის პროგრამის ,,სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს” ფარგლებში სტიპენდიების მინიჭების წესის) N1 დანართის   მე-2 მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით -


,,დ) აკადემიური მოსწრება იურიდიულ ფაკულტეტზე შეფასდეს 95 ქულით, ხოლო ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე - 90 ქულით,    რომელიც გამოითვლება სტუდენტის მიერ უნივერსიტეტში, ასევე ამ წესის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, წინა სემესტრში სასწავლო კურსებში (არანაკლებ 26 კრედიტი - იურიდიულ ფაკულტეტზე, ხოლო არანაკლებ 30 კრედიტი -ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე) მიღებული ქულების საშუალო არითმეტიკულის გამოანგარიშებით.’’;

ბ)  ბრძანების  პირველი  პუნქტით  დამტკიცებული  N1  დანართის     მე-2  მუხლის   ,,ე’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით -

,,ე) სამეცნიერო ნაშრომების გამოქვეყნება და სამეცნიერო სტუდენტურ კონფერენციებში მონაწილეობა იურიდიულ  ფაკულტეტზე შეფასდეს მაქსიმუმ 5 ქულით. ეკონომიკისა და ბიზნესის  ფაკულტეტზე   სამეცნიერო  ნაშრომების  გამოქვეყნება   შეფასდეს  მაქსიმუმ 5 ქულით, ხოლო   სამეცნიერო სტუდენტურ კონფერენციებში მონაწილეობა   - მაქსიმუმ 5 ქულით   (მიიღება წინა სემესტრში გამოქვეყნებული ნაშრომები და წინა სემესტრში ჩატარებული კონფერენციები).’’;

2. დაევალოს კანცელარიას ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება.
3. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება.
4. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

 

 

რექტორი     გიორგი შარვაშიძე

View More

Order N: 273/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2021 წლის დეკემბერში პროფესიული მომზადების პროგრამებზე აპლიკანტების ჩარიცხვის შესახებ


„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა“, „ბ“ „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 42-ე მუხლის მე-2 პუნქტის, თსუ აკადემიური საბჭოს 2021 წლის 29 ივლისის N64/2021 დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესი“-ის 37-ე მუხლის    მე-2 პუნქტის, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელის 2021 წლის 20 დეკემბრის N27305/10 წარდგინების საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. ჩაირიცხონ   2021   წელს   პროფესიული   მომზადების   პროგრამებზე   აპლიკანტები დანართი №1 (ქუთაისი) შესაბამისად.
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ  ვებგვერდზე  განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს  პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე.
3. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე მაიდენტიფიცირებელი  მონაცემების  გარეშე  და  გადასცეს  შესაბამის  სტრუქტურულ ერთეულებს.
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

 

რექტორი   გიორგი შარვაშიძე

View More

Order N: 1189/01-04

2021/2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში პარტნიორი კილის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის,
54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების და 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-
14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ” უნივერსიტეტის რექტორის 2021 წლის 31 მაისის N15/04 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის სტუდენტთა შერჩევის წესის მე-4 მუხლის მე-18 - 21-ე პუნქტების
საფუძველზე.


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1.ჩატარდეს      კონკურსი      2021/2022      სასწავლო      წლის      გაზაფხულის სემესტრისთვის    ევროკომისიის      მიერ      დაფინანსებული      ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროგრამის ფარგლებში პარტნიორი კილის    გამოყენებით   მეცნიერებათა   უნივერსიტეტის   მიერ   თბილისის სახელმწიფო    უნივერსიტეტის       სტუდენტებისათვის       გამოყოფილი სტიპენდიის კანდიდატის შესარჩევად.
2.კონკურსი   ჩატარდეს   2021   წლის   10   დეკემბერს   Zoom   პლატფორმის საშუალებით.
3.დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) თეონა   მატარაძე,   თსუ   სოციალურ   და   პოლიტიკურ   მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე;
ბ) მანანა  რუსიეშვილი,  თსუ  ჰუმანიტარულ  მეცნიერებათა  ფაკულტეტის პროფესორი, კომისიის წევრი;
გ) ნინო   ქიმერიძე,   თსუ   ჰუმანიტარულ   მეცნიერებათა   ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
4.დამტკიცდეს კომისიის მდივნად თსუ საგარეო     ურთიერთობათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი - ნათია კალანდაძე.
5.კომისიას დაევალოს თავისი საქმიანობა  წარმართოს მოქმედი კანონმდებლობისა და ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლით და მობილობის        პროგრამებში      მონაწილეობისათვის      შერჩევის      წესის დამტკიცების შესახებ” უნივერსიტეტის რექტორის 2021 წლის 31 მაისის N15/04 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით და მობილობის    პროგრამებში   მონაწილეობისათვის   სტუდენტთა   შერჩევის წესის საფუძველზე.
6.ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ     ვებ-გვერდზე     განთავსება დაევალოს    საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7.წინამდებარე  ბრძანება  კანონმდებლობით  დადგენილი  წესით  გადაეცეს დაინტერესებულ    პირებს    და    შესაბამის    სტრუქტურულ    ერთეულებს (საგარეო    ურთიერთობის         დეპარტამენტი,         შიდა         აუდიტის სამსახური,საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).
8.ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

რექტორი  გიორგი შარვაშიძე
 

View More

Order N: 274/01-01

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდქალაქის შინაგანაწესის დამტკიცების თაობაზე“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2017 წლის 27 სექტემბრის N216/02-01 ბრძანებით დამტკიცებული შინაგანაწესის ცალკეული ნორმების მოქმედების დროებით შეჩერების შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2020 წლის 23 სექტემბრის N141/02-01 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ს 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე3 ნაწილების, 57-ე მუხლის 58-ე მუხლის, 61-ე მუხლის პირველი ნაწილის, მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის, მე-3, მე-6 და მე-7 ნაწილების, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’ ქვეპუნქტის და სტუდქალაქის სტუდენტური სერვისების განყოფილების უფროსის ზაზა წაქაძის 2021 წლის 17 დეკემბრის N27140/10 მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდქალაქის შინაგანაწესის დამტკიცების თაობაზე“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის    2017    წლის    27 სექტემბრის  N216/02-01  ბრძანებით  დამტკიცებული  შინაგანაწესის  ცალკეული ნორმების მოქმედების დროებით შეჩერების შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2020 წლის 23 სექტემბრის N141/02-01 ბრძანება.
2.  დაევალოს  უნივერსიტეტის  კანცელარიას  წინამდებარე  ბრძანების  გაცნობა დაინტერესებული პირებისათვის.
3.  ბრძანების  უნივერსიტეტის  ოფიციალურ  ვებგვერდზე  განთავსება  დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი   ლაშა საღინაძე

View More

Order N: 220/02-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული მომზადების პროგრამებზე 2021 წლის დეკემბერში ჩარიცხული მსმენელებისთვის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ


„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, და თსუ პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელის 2021 წლის 20 დეკემბრის  N27216/10 წარდგინების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. განისაზღვროს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული მომზადების პროგრამებზე 2021 წლის დეკემბერში ჩარიცხული მსმენელებისთვის სასწავლო პროცესის ვადები დანართი N1 შესაბამისად (დანართი N1).
2. ბრძანების შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებისთვის მიწოდება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4.  ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

 

რექტორი  გიორგი შარვაშიძე  

View More

Order N: 271/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტში მეცნიერი თანამშრომლების შესარჩევად საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ


,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის   22-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის
,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის,   ამავე მუხლის მე-11 პუნქტის,   ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-4 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების, ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტის დებულების  მე-10 მუხლის მე-5 პუნქტისა და ინსტიტუტის დირექტორის  მ. კაკაბაძის  2021 წლის 16 დეკემბრის  N27004/10 წერილის  (თან ერთვის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს 2021 წლის 6 დეკემბრის სხდომის ოქმი N6) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომლების თანამდებობებზე კანდიდატების შესარჩევად დამტკიცდეს საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) ლიანა გოგიაშვილი - კლინიკური და ექსპერიმენტული პათოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი;
ბ) ელენე ჯანბერიძე -  გერონტოლოგიისა და პალიატიური მედიცინის დეპარტამენტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი;
გ) მაია მჭედლიშვილი - კლინიკური და ექსპერიმენტული პათოლოგიის დეპარტამენტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი;
დ) მიხეილ ჯანგავაძე - კლინიკური ანატომიისა და ექსპერიმენტული მოდელირების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი;
ე) ციური სუმბაძე - კლინიკური ანატომიისა და ექსპერიმენტული მოდელირების დეპარტამენტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი;
2. დამტკიცდეს საკონკურსო კომისიის თავმჯდომარედ  ლიანა გოგიაშვილი , საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ   ელენე   ჯანბერიძე , საკონკურსო კომისიის მდივნად მაია მჭედლიშვილი, კომისიის წევრებად - მიხეილ ჯანგავაძე და ციური სუმბაძე.
3. დაევალოს საკონკურსო კომისიას კონკურსანტთა განცხადებებისა და   თანდართული დოკუმენტაციის მიღება და წარმოდგენილი დოკუმენტაციის სისრულის შემოწმება სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილებით დამტკიცებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში.
4. დაევალოს საკონკურსო კომისიას დასამტკიცებლად წარუდგინოს თსუ რექტორს შემაჯამებელი ოქმი არაუგვიანეს 2022 წლის 12 თებერვლისა;
5.    ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებ-გვერდზე    განთავსება    დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
6. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტი).
7. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

რექტორი    გიორგი შარვაშიძე

View More

Order N: 272/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის   ინსტიტუტში  - მთავარი მეცნიერი თანამშრომლის  და მეცნიერი თანამშრომლის სამსახურში მისაღებად    კონკურსის   გამოცხადების შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის   22-ე   მუხლის პირველი პუნქტის, 372  მუხლის პირველი პუნქტის,   მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის,   მე-4 და მე-5 პუნქტების, საქართველოს განათლებისა   და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, ამავე მუხლისმე-11 მუხლის, 322   მუხლის პირველი, მე-2 და მე-5    პუნქტების, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების - ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N03; 23.06.2017წ), "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევითი ერთეულების (ინსტიტუტების) საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2021   წლის 18 ნოემბრის  N31/04 ერთობლივი ბრძანების, ინსტიტუტის დირექტორის    გელა გელაშვილის   2021 წლის 10 დეკემბრის N26443/10 წერილის  საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტში მთავარი მეცნიერი თანამშრომლის  და მეცნიერი თანამშრომლის სამსახურში მისაღებად;
2. მთავარი  მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე 10 წლის ვადით  შეიძლება აირჩეს პირი, რომელსაც აქვს საკონკურსოდ გამოცხადებული ვაკანსიის პროფილის მიხედვით დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის  არანაკლებ 6 წლის გამოცდილება (რაც გულისხმობს არა მხოლოდ სამეცნიერო კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო ან სხვა პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას, არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც), ბოლო 10 წლის განმავლობაში აქვს გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ 3 რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით;
3.მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე 4 წლის ვადით აირჩევა პირი, რომელსაც აქვს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი,  სამეცნიერო - კვლევითი საქმიანობის გამოცდილება (რაც გულისხმობს არა მხოლოდ სამეცნიერო- კვლევით, უმაღლეს  საგანმანათლებლო ან სხვა  პროფილურ    დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას, არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც) აქვს გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ 1 რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით;
4.კონკურსი გამოცხადდეს 2021 წლის 20 დეკემბერს საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2022 წლის 21 იანვრიდან 26 იანვრის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი დასამტკიცებლად წარედგინოს თსუ რექტორს არაუგვიანეს 2022 წლის 16 თებერვლისა.
5.კონკურსი გამოცხადდეს ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტში მთავარი მეცნიერი თანამშრომლის და მეცნიერი თანამშრომლის სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად:

კონდენსირებული გარემოს ფიზიკის განყოფილება

მთავარი მეცნიერი თანამშრომელი  - 1  საშტატო ერთული (ვადიანი) მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული

6.სამეცნიერო თანამდებობებზე ( მთავარი მეცნიერი თანამშრომელი და მეცნიერი თანამშრომლი) გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია განსაზღვრული პირობებისა და ვადების დაცვით წარუდგინოს საკონკურსო კომისიას შემდეგი დოკუმენტაცია:

ა)  განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე დადგენილი ფორმის მიხედვით (აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილება, დანართი N2);
ბ)  პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პასპორტი, პირადობის მოწმობა);
გ)  ავტობიოგრაფია (CV);
დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი, უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი;
ე)  სამეცნიერო   საქმიანობის   გამოცდილების  ამსახველი ინფორმაცია  (მათ შორის სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის ჩამონათვალი, თარიღების მითითებით და არსებობის შემთხვევაში სამეცნიერო-კვლევით პროექტებში მონაწილეობის შესახებ); 
ვ) სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა ან შრომის წიგნაკის ასლი ან სხვ.);
ზ) ცნობა ნასამართლობის შესახებ ("უმაღლესი განათლების შესახებ"  32 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს ,,სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ  მიმართულ დანაშაულთა ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართავა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება).
7. საკონკურსო  დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2022 წლის 21 იანვრიდან  26 იანვრის ჩათვლით 1000-დან 1700 საათამდე ( შაბათ-კვირის გარდა)  თსუ ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტში. მისამართი: თბილისი, თამარაშვილის ქ.N6.  ოთახი N411.

8. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე  განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
9. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ    ერთეულებს     (საფინანსო     დეპარტამენტი,     პერსონალის     მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის  ინსტიტუტი,  საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი);
10. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.


რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ოკრიბელაშვილი

View More

Order N: 270/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო კვლევით ერთეულის - რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტში - მეცნიერი თანამშრომლების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 32 მუხლის მე-2 პუნქტის, 372  მუხლის პირველი, მე-4 და მე-5   პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9  და მე-11 პუნქტის,  322   მუხლის პირველი,  მე-5 და მე-6 პუნქტების, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N03; 23.06.2017წ), "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევითი ერთეულების (ინსტიტუტების) საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის  2021 წლის 18 ნოემბრის N31/04 ერთობლივი ბრძანების და ინსტიტუტის დირექტორის გრიგორ ტატიშვილის 2021 წლის 14 დეკემბრის N26706/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ

1.გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტში   მეცნიერი თანამშრომლების სამსახურში მისაღებად;
2. მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე 4 წლის ვადით შეიძლება აირჩეს პირი, რომელსაც აქვს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი,  სამეცნიერო  -  კვლევითი საქმიანობის გამოცდილება (რაც გულისხმობს არა მხოლოდ სამეცნიერო- კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო ან სხვა პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას, არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც) და უნდა ჰქონდეს გამოქვეყნებული  ან  გამოსაქვეყნებლად  მიღებული  სამეცნიერო  პუბლიკაციები,  მათ  შორის არანაკლებ    1     რეიტინგული    სამეცნიერო    პუბლიკაცია    მაინც    სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით;
3. კონკურსი გამოცხადდეს 2021 წლის 15 დეკემბერს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2022 წლის 17 იანვრიდან 21 იანვრის ჩათვლით (19 იანვრის გარდა). საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი დასამტკიცებლად   წარედგინოს თსუ რექტორს არაუგვიანეს 2022 წლის  12 თებერვლისა.
4. კონკურსი გამოცხადდეს რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტში   მეცნიერი თანამშრომლების   სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად:


ა) ლევან ჯაფარიძის სახელობის დენის ქიმიური  წყაროებისა და საელექტროდო მასალების ლაბორატორია:
მეცნიერი თანამშრომელი - (4 წლის ვადით) 4 საშტატო ერთეული

ბ)  გიორგი აგლაძის სახელობის ელექტროქიმიისა და ელექტრომეტალურგიის ლაბორატორია:
მეცნიერი თანამშრომელი - (4 წლის ვადით) 2,5 საშტატო ერთეული

გ)  ადგილობრივი  წიაღისეულისა  და  მინერალური  ნედლეულის  ქიმიური  გადამუშავების ლაბორატორია:
მეცნიერი თანამშრომელი - (4 წლის ვადით) 1,5 საშტატო ერთეული

დ) ელენე  ნანობაშვილის სახელობის რადიაციული ქიმიის ლაბორატორია:
მეცნიერი თანამშრომელი - (4 წლის ვადით) 4 საშტატო ერთეული

ე) ჯონდო ჯაფარიძის სახელობის არაწყალხსართა ელექტროქიმიის ლაბორატორია:
მეცნიერი თანამშრომელი - (4 წლის ვადით) 1 საშტატო ერთეული

ვ) რევაზ დოღონაძის სახელობის თეორიულ კვლევათა ლაბორატორია:
მეცნიერი თანამშრომელი - (4 წლის ვადით) 2 საშტატო ერთეული

ზ) აპოლონ ავალიანის სახელობის ლღობილთა ელექტროლიზის ლაბორატორია:
მეცნიერი თანამშრომელი - (4 წლის ვადით) 1 საშტატო ერთეული

თ) კატალიზის ლაბორატორია:
მეცნიერი თანამშრომელი - (4 წლის ვადით) 3 საშტატო ერთეული

ი) ნიკოლოზ ლანდიას სახელობის თერმოქიმიის ლაბორატორია: 
მეცნიერი თანამშრომელი - (4 წლის ვადით) 1 საშტატო ერთეული

კ) არაორგანული ნაერთების ფიზიკა-ქიმიის ლაბორატორია:
მეცნიერი თანამშრომელი - (4 წლის ვადით) 3   საშტატო ერთეული (ორი   0,5 საშტატო ერთეული)

ლ) ფიზიკური და ქიმიური ანალიზის ლაბორატორია:
მეცნიერი თანამშრომელი - (4 წლის ვადით) 1,5 საშტატო ერთეული

5. სამეცნიერო თანამდებობებზე (უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, მეცნიერი თანამშრომელი) გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია განსაზღვრული პირობებისა და ვადების დაცვით წარუდგინოს საკონკურსო კომისიას შემდეგი დოკუმენტაცია: ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე დადგენილი ფორმის მიხედვით  (აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილება, დანართი N2 );
ბ)  პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პასპორტი, პირადობის მოწმობა);
გ)  ავტობიოგრაფია (CV);
დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი, უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი;
ე)  სამეცნიერო საქმიანობის გამოცდილების ამსახველი ინფორმაცია (მათ შორის სამეცნიერო- კვლევითი პროდუქციის ჩამონათვალი, თარიღების მითითებით და არსებობის შემთხვევაში სამეცნიერო-კვლევით პროექტებში მონაწილეობის შესახებ);
ვ) სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა ან შრომის წიგნაკის ასლი ან სხვ.);
ზ) ცნობა ნასამართლობის შესახებ ("უმაღლესი განათლების შესახებ" 32 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად,    უმაღლეს    საგანმანათლებლო    დაწესებულებაში    არ    შეიძლება    დასაქმდეს
,,სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ   მიმართულ დანაშაულთა ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართავა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება).
6. საკონკურსო   დოკუმენტების მიღება იწარმოებს   2022 წლის 17 იანვრიდან   21 იანვრის ჩათვლით (19 იანვრის გარდა). 10:00-დან 17:00     საათამდე რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტში. მისამართი: მინდელის ქ. N11. ოთახო N205-ა - რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტი.
7. ბრძანება გამოქვეყნდეს  გაზეთში  ,,თბილისის უნივერსიტეტი’’.
8. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
9.წინამდებარე   ბრძანება   კანონმდებლობით   დადგენილი   წესით   გადაეცეს   შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა    აუდიტის   სამსახური,  გაზეთი  ,,თბილისის   უნივერსიტეტი’’,  საინფორმაციო  ტექნოლოგიების  დეპარტამენტი,  რაფიელ  აგლაძის  სახელობის  არაორგანული  ქიმიისა  და ელექტროქიმიის ინსტიტუტში).
10. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.


რექტორის მოვალეობის შემსრულებელი   ნინო ოკრიბელაშვილი

View More

Order N: 268/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში – შოთა რუსთავლის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში - უფროსი მეცნიერი თანამშრომლის და მეცნიერი თანამშრომლების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ


"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის   22-ე   მუხლის პირველი პუნქტის, 372  მუხლის პირველი პუნქტის,   მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტების, საქართველოს განათლებისა   და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, ამავე მუხლის მე-11 პუნქტის, 322   მუხლის  პირველი,  მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტების, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების - ,,სსიპ -    ივანე     ჯავახიშვილის     სახელობის     თბილისის     სახელმწიფო     უნივერსიტეტის დამოუკიდებელი    სამეცნიერო-კვლევითი  ერთეულის  სამეცნიერო      პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი    პირობების  დამტკიცების   შესახებ”  (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N03; 23.06.2017წ), "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევითი ერთეულების (ინსტიტუტების) საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2021   წლის 18 ნოემბრის     N31/04 ერთობლივი ბრძანების, შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის     ინსტიტუტის დირექტორის  ირმა რატიანის 2021 წლის 8 დეკემბრის  N26222/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის  ინსტიტუტში უფროსი მეცნიერი თანამშრომლის და მეცნიერი თანამშრომლების სამსახურში მისაღებად;
2. უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე   7 წლის ვადით შეიძლება აირჩეს პირი,  რომელსაც აქვს დოქტორის   ან   მასთან   გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის   გამოცდილება (რაც გულისხმობს არა მხოლოდ სამეცნიერო-კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო ან სხვა პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო    თანამდებობაზე      მუშაობას,      არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც) აქვს გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები,  მათ შორის არანაკლებ 2  რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით;
4. მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე 4 წლის ვადით შეიძლება აირჩეს პირი, რომელსაც აქვს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო - კვლევითი საქმიანობის გამოცდილება (რაც გულისხმობს არა მხოლოდ სამეცნიერო- კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო ან სხვა პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას, არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც) აქვს გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ 1 რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით;
5. კონკურსი გამოცხადდეს 2021 წლის 15 დეკემბერს საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2022 წლის 17 იანვრიდან 24 იანვრის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი დასამტკიცებლად წარედგინოს თსუ რექტორს არაუგვიანეს 2022 წლის 12 თებერვლისა.
6. კონკურსი გამოცხადდეს შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში    უფროსი მეცნიერი თანამშრომლის და მეცნიერი თანამშრომლების სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად:

ქართული ლიტერატურის განყოფილება
მეცნიერი თანამშრომელი-15.5 საშტატო ერთეული (ერთი-0,5 საშტატო ერთეული)


ლიტერატურის თეორიისა და კომპარატივისტიკის  განყოფილება
უფროსი მეცნიერი თანამშრომელი -1 საშტატო ერთეული
მეცნიერი თანამშრომელი - 8  საშტატო  ერთეული (ორი-0,5 საშტატო ერთეული )


ფოლკლორის განყოფილება
მეცნიერი თანამშრომელი - 4  საშტატო ერთეული


რუსთველოლოგიის განყოფილება
მეცნიერი თანამშრომელი - 3 საშტატო ერთეული


გალაკტიონოლოგიის განყოფილება
მეცნიერი თანამშრომელი - 1  საშტატო ერთეული

7. სამეცნიერო თანამდებობებზე ( უფროსი მეცნიერი თანამშრომელი და მეცნიერი თანამშრომლები) გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია განსაზღვრული პირობებისა და ვადების დაცვით წარუდგინოს საკონკურსო კომისიას შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება   საკონკურსო   კომისიის   სახელზე   დადგენილი   ფორმის   მიხედვით (აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილება, დანართი N2);
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პასპორტი, პირადობის მოწმობა); გ)  ავტობიოგრაფია (CV); 
დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი, უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი;
ე) სამეცნიერო საქმიანობის გამოცდილების ამსახველი ინფორმაცია (მათ შორის სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის ჩამონათვალი, თარიღების მითითებით და არსებობის შემთხვევაში სამეცნიერო-კვლევით პროექტებში მონაწილეობის შესახებ);
ვ) სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა ან შრომის წიგნაკის ასლი ან სხვ.);
ზ) ცნობა ნასამართლობის შესახებ ("უმაღლესი განათლების შესახებ"    32 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს ,,სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ  მიმართულ დანაშაულთა ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართავა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება).
8. საკონკურსო  დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2022 წლის 17 იანვრიდან  24 იანვრის ჩათვლით 10:00-დან 17:00 საათამდე (19 იანვრისა და შაბათ-კვირის გარდა)   თსუ შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის       ინსტიტუტში.    მისამართი: თბილისი, კოსტავას ქ.N5.  მე-2 სართული, კანცელარია.
9. ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებ-გვერდზე    განთავსება    დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
10. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი);
11. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.


რექტორის მოვალეობის შემსრულებელი   ნინო ოკრიბელაშვილი

View More

Order N: 264/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში – ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტში მეცნიერი თანამშრომლების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის   22-ე   მუხლის პირველი პუნქტის, 372  მუხლის პირველი პუნქტის,   მე-4 და მე-5 პუნქტების, საქართველოს განათლებისა   და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, ამავე მუხლის მე-11 პუნქტის, 322   მუხლის პირველი მე-5 და მე-6      პუნქტების, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების - ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის დამოუკიდებელი    სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი    პირობების        დამტკიცების        შესახებ”        (დამტკიცებულია        თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N03; 23.06.2017წ), "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევითი ერთეულების (ინსტიტუტების) საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2021   წლის 18 ნოემბრის     N31/04 ერთობლივი ბრძანების და ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკია ინსტიტუტის დირექტორის     ნინო  ფარცვანიას    2021  წლის  8  დეკემბრის       N26233/10    წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანდრია რაზმაძის სახელობის   მათემატიკის ინსტიტუტში მეცნიერი თანამშრომლების სამსახურში მისაღებად:
2. მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე 4 წლის ვადით შეიძლება   აირჩეს პირი, რომელსაც აქვს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო - კვლევითი საქმიანობის გამოცდილება (რაც გულისხმობს არა მხოლოდ სამეცნიერო- კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო ან სხვა პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას,  არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც) აქვს გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ 1 რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით;
3. კონკურსი გამოცხადდეს 2021 წლის 15 დეკემბერს საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2022 წლის 17 იანვრიდან 24 იანვრის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი დასამტკიცებლად წარედგინოს თსუ რექტორს არაუგვიანეს 2022 წლის 12 თებერვლისა.
4. კონკურსი გამოცხადდეს   ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის მათემატიკის ინსტიტუტში   მეცნიერი თანამშრომლების სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად:

ალგებრის განყოფილება
მეცნიერი თანამშრომელი - 2 საშტატო ერთეული

მათემატიკური ლოგიკის განყოფილება:
მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული

მათემატიკური ანალიზის განყოფილება:
მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული

დრეკადობის  მათემატიკური  თეორიის განყოფილება:
მეცნიერი თანამშრომელი - 2 საშტატო ერთეული

მათემატიკური ფიზიკის განყოფილება:
მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული

თეორიული ფიზიკის განყოფილება:
მეცნიერი თანამშრომელი - 1,5 საშტატო ერთეული

5. სამეცნიერო თანამდებობებზე (მეცნიერი თანამშრომლები) გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია განსაზღვრული პირობებისა და ვადების დაცვით წარუდგინოს საკონკურსო კომისიას შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება   საკონკურსო   კომისიის   სახელზე   დადგენილი   ფორმის   მიხედვით (აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილება, დანართი N2);
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პასპორტი, პირადობის მოწმობა); 
გ)  ავტობიოგრაფია (CV);
დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი, უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი;
ე) სამეცნიერო საქმიანობის გამოცდილების ამსახველი ინფორმაცია (მათ შორის სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის ჩამონათვალი, თარიღების მითითებით და არსებობის შემთხვევაში სამეცნიერო-კვლევით პროექტებში მონაწილეობის შესახებ);
ვ) სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა ან შრომის წიგნაკის ასლი ან სხვ.); 
ზ) ცნობა ნასამართლობის შესახებ ("უმაღლესი განათლების შესახებ"    32 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს ,,სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ  მიმართულ დანაშაულთა ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართავა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება).
8. საკონკურსო  დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2022 წლის 17 იანვრიდან  24 იანვრის ჩათვლით 10:00-დან 17:00 საათამდე   ( 19 იანვრისა და შაბათ -კვირის გარდა) თსუ ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის  ინსტიტუტში. მისამართი: თბილისი, თამარაშვილის ქ.N6. მე-4 სართული  ოთახი N407.
9. ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებ-გვერდზე    განთავსება    დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
10. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტი,  საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი);
11. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი   ნინო ოკრიბელაშვილი

View More

Order N: 265/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესიული გადამზადების პროგრამებზე 2021 წელს მსმენელთა ჩასარიცხად წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა და წარდგენის ვადების განსაღვრის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, მე-11 პუნქტის, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2021 წლის 29 ივლისის N64/2021 დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესი“ -ის 21-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების და თსუ პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელის 2021 წლის 14 დეკემბრის N26786/10 წარდგინების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. განისაზღვროს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესიული მომზადების პროგრამებზე 2021 წელს მსმენელთა ჩასარიცხად წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:
ა) განცხადება თსუ პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელის სახელზე;

ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) ფოტოსურათის (3X4) ელექტრონული ვერსია CD დისკზე ჩაწერილი;
დ) მიღებული წინარე განათლების დამადასტურებელი ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ- ერთი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი:
დ.ა) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის, პროფესიული განათლების მე-4 ან/და მე-5 დონის დამადასტურებელი დიპლომის ან უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (მე-3 დონის პროფესიული მომზადების პროგრამაზე საბაზო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის/სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ან უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი);
დ.ბ.) თსუ-ს კურსდამთავრებულის შემთხვევაში უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი თსუ-ს შესაბამისი ფაკულტეტის ბეჭდით დამოწმებული.
2. ამ ბრძანების პირველი პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტების წარმოდგენის ვადად განისაზღვროს 2021 წლის 14-17 დეკემბერი.
3. ამ ბრძანების მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი დოკუმენტების წარმოუდგენლობა    აპლიკანტისთვის   არის   პროფესიული   მომზადების   პროგრამაზე ჩარიცხვაზე უარის თქმის საფუძველი.
4. ამ ბრძანების პირველი პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტების და ხელშეკრულების (საგანმანათლებლო მომსახურების შესახებ) წარმოდგენა შესაძლებელია ელექტრონული სახით (PDF ფორმატში)  cve@tsu.ge ელექტრონულ ფოსტაზე.
5. ელექტრონული სახით წარმოდგენილ ხელშეკრულებას საგანმანათლებლო მომსახურების შესახებ უნდა ქონდეს სველი წესით გაკეთებული ხელმოწერა.
6. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებისთვის მიწოდება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
7. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
8. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

 

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი   ნინო ოკრიბელაშვილი
 

View More

Order N: 266/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტში - მეცნიერი თანამშრომლების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის,  32 მუხლის მე-2 პუნქტის, 372  მუხლის პირველი, მე-4 და მე-5 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ   ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა" და "პ" ქვეპუნქტების,  მე-9 პუნქტის, მე-11 პუნქტის, 322 მუხლის პირველი, მე-5 და მე-6 პუნქტების, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში  მიღების  ერთიანი  წესისა და სამეცნიერო თანამდებობების       დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N03; 23.06.2017წ), "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევითი ერთეულების (ინსტიტუტების) საშტატო   განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2021 წლის 18 ნოემბრის N31/04 ერთობლივი ბრძანების და პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის დირექტორის ქეთევან ებრალიძის 2021 წლის 8 დეკემბრის N26211/10 მოხსენებითი ბარათის  საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ

1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის   პეტრე   მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტში მეცნიერი თანამშრომლების სამსახურში მისაღებად;
2. მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე 4 წლის ვადით შეიძლება აირჩეს პირი, რომელსაც აქვს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო - კვლევითი საქმიანობის გამოცდილება (რაც გულისხმობს არა მხოლოდ სამეცნიერო- კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო    ან   სხვა  პროფილურ   დაწესებულებაში  სამეცნიერო  თანამდებობაზე მუშაობას, არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც) და გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად    მიღებული   სამეცნიერო   პუბლიკაციები,   მათ   შორის   არანაკლებ   1 რეიტინგული    სამეცნიერო    პუბლიკაცია    მაინც    სამეცნიერო-კვლევითი    პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით;
3. კონკურსი გამოცხადდეს 2021 წლის 15 დეკემბრიდან. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2022 წლის 17 იანვრიდან 21 იანვრის ჩათვლით (19 იანვრის გარდა). საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი დასამტკიცებლად წარედგინოს თსუ რექტორს არაუგვიანეს 2022 წლის 12 თებერვლისა.
4. კონკურსი გამოცხადდეს პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომლების სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად:

ა)   ფიზიკურ-ქიმიური პროცესების კვლევის ლაბორატორია:
მეცნიერი  თანამშრომელი (4 წლის ვადით) – 4 საშტატო ერთეული

ბ)  ქიმიური ეკოლოგიის  ლაბორატორია
მეცნიერი  თანამშრომელი (4 წლის ვადით) – 13  საშტატო ერთეული


გ) ორგანულ ნაერთთა ქიმიის  ლაბორატორია:
მეცნიერი  თანამშრომელი (4 წლის ვადით) – 2  საშტატო ერთეული

დ) მაღალმოლეკულურ ნაერთთა ქიმიის ლაბორატორია
მეცნიერი  თანამშრომელი (4 წლის ვადით) – 5 საშტატო ერთეული

ე) ნავთობის ქიმიის ლაბორატორია
მეცნიერი  თანამშრომელი (4 წლის ვადით) – 5 საშტატო ერთეული

ვ) აგრარული ქიმიის  ლაბორატორია
მეცნიერი  თანამშრომელი (4 წლის ვადით) – 5  საშტატო ერთეული

5. სამეცნიერო თანამდებობაზე (მეცნიერი თანამშრომელი) გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია განსაზღვრული პირობებისა და ვადების დაცვით წარუდგინოს საკონკურსო კომისიას შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე დადგენილი ფორმის მიხედვით  (აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილება, დანართი N2 );
ბ)  პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პასპორტი, პირადობის მოწმობა);
გ)  ავტობიოგრაფია (CV);
დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი, უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი;
ე) სამეცნიერო საქმიანობის გამოცდილების ამსახველი ინფორმაცია (მათ შორის სამეცნიერო- კვლევითი პროდუქციის ჩამონათვალი, თარიღების მითითებით და არსებობის შემთხვევაში სამეცნიერო-კვლევით პროექტებში მონაწილეობის შესახებ);
ვ) სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა ან შრომის წიგნაკის ასლი ან სხვ.);
ზ) ცნობა ნასამართლეობის შესახებ ("უმაღლესი განათლების შესახებ"     32 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს
,,სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ   მიმართულ დანაშაულთა 
ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართავა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება).
6. საკონკურსო   დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2022 წლის 17 იანვრიდან 21 იანვრის ჩათვლით (19 იანვრის გარდა) 1000-დან 1700 საათამდე, თსუ პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის  მისამართზე:  თბილისი,  ა. პოლიტკოვსკაიას N31, მე-2 სართული, კანცელარია;
7. ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთში ,,თბილისის უნივერსიტეტი’’.
8. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
9. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, გაზეთი ,,თბილისის უნივერსიტეტი’’, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტი).
10.ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

 

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი   ნინო ოკრიბელაშვილი

View More

Order N: 267/01-01