Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
Order
Date
,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2018 წლის 24 ოქტომბრის N283/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


,,უმაღლესი  განათლების  შესახებ’’  საქართველოს  კანონის  23-ე  მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის და თსუ ენების შემსწავლელი ცენტრის უფროსის რუსუდან დოლიძის 2022 წლის 12 ივლისის N16557/10 კორესპონდენციის საფუძველზე,

 

ვბრძანებ:


1. შევიდეს ცვლილება ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2018 წლის 24 ოქტომბრის N283/02-01 ბრძანებაში და აღნიშნული ბრძანებით დამტკიცებული დანართი N1-ის 39-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. ქეთევან ლორთქიფანიძე - ენების შემსწავლელი ცენტრის უფროსის მოადგილე, ცენტრში არსებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი.“.
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

 

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი         ლაშა საღინაძე

View More

Order N: 128/02-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში -ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომლების თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგების (შემაჯამებელი ოქმი) დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის  22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 373 მუხლის პირველი  პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“  ქვეპუნქტების და  მე-9  პუნქტის,  ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-6 მუხლის მე-17, მე-18 და მე-20 პუნქტების, ელეფთერ ანდრონიკაშვილის  სახელობის ფიზიკის    ინსტიტუტის დებულების მე-9 მუხლის მე-7 პუნქტის, მე-11 მუხლის მე-5 პუნქტის, სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2022 წლის 7 ივნისის N14/04 ერთობლივი ბრძანებისა და ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტტუტის დირექტორის  გელა გელაშვილის  2022 წლის 7 ივლისის N16206/010 წერილის   (თან ერთვის ინსტიტუტის საკონკურსო კომისიის 2022 წლის 6 ივლისის    სხდომის შემაჯამებელი ოქმი) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. დამტკიცდეს სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის - ელეფთერ ანდრონიკაშვილის  სახელობის ფიზიკის  ინსტიტუტის    მეცნიერი თანამშრომლების თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგი (შემაჯამებელი ოქმი) და განისაზღვრონ არჩეულად:

კონდენსირებული გარემოს ფიზიკის განყოფილება
ა) გეგეჭკორი ტატიანა - მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული (4 წლის ვადით) 
ბ) დონაძე გიორგი - მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული (4 წლის ვადით)
გ) ზედგინიძე თინათინ - მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული (4 წლის ვადით)
დ) თავხელიძე ვალერი - მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული (4 წლის ვადით)
ე) მაჩაიძე  თეიმურაზ - მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული (4 წლის ვადით) 
ვ)  ჭელიძე ლია - მეცნიერი თანამშრომელი  -1 საშტატო ერთეული (4 წლის ვადით)
ზ) ჯანჯალია მედეა - მეცნიერი თანამშრომელი  - 1 საშტატო ერთეული (4 წლის ვადით)


ბიოლოგიური სისტემების ფიზიკის განყოფილება
ა) ასანიშვილი ლალი - მეცნიერი თანამშრომელი   - 1 საშტატო ერთეული (4 წლის ვადით) 
ბ) ბაღდავაძე ნანული - მეცნიერი თანამშრომელი  -1 საშტატო ერთეული (4 წლის ვადით) 
გ) გინტური ეთერი - მეცნიერი თანამშრომელი  -1 საშტატო ერთეული (4 წლის ვადით)
დ) გიორგაძე თამარი - მეცნიერი თანამშრომელი  -1 საშტატო ერთეული (4 წლის ვადით) 
ე) ლომიძე ეთერ - მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული (4 წლის ვადით)
ვ) ნამჩევაძე  ემმა - მეცნიერი თანამშრომელი  -1 საშტატო ერთეული (4 წლის ვადით)
ზ) რჩეულიშვილი ოლია - მეცნიერი თანამშრომელი  -1 საშტატო ერთეული (4 წლის ვადით) 
თ) თვაური გენადი - მეცნიერი თანამშრომელი   -0 .5 საშტატო ერთეული (4 წლის ვადით)
ი) ოსეფაიშვილი მარიამი - მეცნიერი თანამშრომელი   - 0.5 საშტატო ერთეული (4 წლის ვადით)


გამოყენებითი კვლევების ცენტრი
ა) ავქოფაშვილი გურანდა - მეცნიერი თანამშრომელი   - 1 საშტატო ერთეული (4 წლის ვადით), 
ბ) ოსიძე იოსებ - მეცნიერი თანამშრომელი  - 1 საშტატო ერთეული (4 წლის ვადით)
გ) რაზმაძე მალხაზ - მეცნიერი თანამშრომელი  - 0.5 საშტატო ერთეული (4 წლის ვადით) 

2. კონკურსის შედეგები ძალაში შევიდეს 2022 წლის 12 ივლისიდან.
3. დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტამენტს შრომითი ხელშეკრულების გაფორმება არჩეულ პერსონალთან.
4. წინამდებარე ბრძანების განთავსება ოფიციალურ ვებგვერდზე დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
5. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირებსა და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (ელეფთერ ანდრონიკაშვილის   სახელობის ფიზიკის  ინსტიტუტი, საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური  და საინფორმაციო  ტექნოლოგიების დეპარტამენტი).
6. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

 

რექტორი   გიორგი შარვაშიძე
 

View More

Order N: 204/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში – ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში მეცნიერი თანამშრომლების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის   22-ე   მუხლის პირველი პუნქტის, 372  მუხლის პირველი პუნქტის,   მე-4 და მე-5 პუნქტების, საქართველოს განათლებისა   და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის,   322 მუხლის პირველი მე-5 და მე-6   პუნქტების, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების - ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N03; 23.06.2017წ), "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევითი ერთეულების (ინსტიტუტების) საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2022   წლის 7 ივნისის N14/04 ერთობლივი ბრძანების და ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის  გეოგრაფიის   ინსტიტუტის დირექტორის    ნანა ბოლაშვილის  2022 წლის 7 ივლისის N16201/10 წერილის  საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის  გეოგრაფიის  ინსტიტუტში მეცნიერი თანამშრომლების სამსახურში მისაღებად:

2. მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე 4 წლის ვადით შეიძლება   აირჩეს პირი, რომელსაც აქვს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო - კვლევითი საქმიანობის გამოცდილება (რაც გულისხმობს არა მხოლოდ სამეცნიერო- კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო ან სხვა პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას,  არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც)    აქვს გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ 1 რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით;

3. კონკურსი გამოცხადდეს 2022 წლის 14 ივლისს    საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2022 წლის 15 აგვისტოდან 19 აგვვისტოს ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი დასამტკიცებლად წარედგინოს თსუ რექტორს არაუგვიანეს 2022 წლის 15 სექტემბრისა.

4. კონკურსი გამოცხადდეს ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის  ინსტიტუტში მეცნიერი თანამშრომლების სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად:

საზოგადოებრივი გეოგრაფიის განყოფილება

მეცნიერი თანამშრომლი - 2 საშტატო ერთეული

5. სამეცნიერო თანამდებობებზე (მეცნიერი თანამშრომლები) გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია განსაზღვრული პირობებისა და ვადების დაცვით წარუდგინოს საკონკურსო კომისიას შემდეგი დოკუმენტაცია:

ა)განცხადება   საკონკურსო   კომისიის   სახელზე   დადგენილი   ფორმის   მიხედვით (აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილება, დანართი N2);
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პასპორტი, პირადობის მოწმობა); 
გ)  ავტობიოგრაფია (CV);
დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი, უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი;
ე) სამეცნიერო საქმიანობის გამოცდილების ამსახველი ინფორმაცია (მათ შორის სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის ჩამონათვალი, თარიღების მითითებით და არსებობის შემთხვევაში სამეცნიერო-კვლევით პროექტებში მონაწილეობის შესახებ);
ვ) სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა ან შრომის წიგნაკის ასლი ან სხვ.);
ზ. ცნობა ნასამართლობის შესახებ ("უმაღლესი განათლების შესახებ"    32 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს ,,სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ  მიმართულ დანაშაულთა ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართავა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება).
6. საკონკურსო  დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2022 წლის 15 აგვისტოდან 19 აგვისტოს ჩათვლით 11:00-დან 17:00 საათამდე ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის   გეოგრაფიის ინსტიტუტში     მისამართი:  თბილისი, თამარაშვილის ქ.N6.   ოთახი N10.
7. ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებ-გვერდზე    განთავსება    დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
8. ბრძანება განთავსდეს გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტი“-ს ელექტრონულ გვერდზე.
9. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის  დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, პუბლიცისტიკისა და ელექტრონული მედია ცენტრი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი,    ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის  გეოგრაფიის   ინსტიტუტი);
10. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

რექტორი   გიორგი შარვაშიძე 
 

View More

Order N: 205/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტში სამეცნიერო პერსონალის -მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგების (შემაჯამებელი ოქმი) დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 373 მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო     უნივერსიტეტის     წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“, და ,,პ’’ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო- კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-6 მუხლის მე-17, მე-18 და მე-20 პუნქტების, მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის დებულების, მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის, მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის, სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2022 წლის 7 ივნისის 14/04 ერთობლივი ბრძანების    მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის დირექტორის ნუგზარ ღლონტის 2022 წლის 6 ივლისის N16101/10 წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის საკონკურსო კომისიის 2022 წლის 5 ივლისის   სხდომის შემაჯამებელი ოქმი) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალის - მეცნიერი თანამშრომლის   თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგები (შემაჯამებელი ოქმი) სექტორების, ცენტრის და ობსერვატორიის მიხედვით და განისაზღვრონ არჩეულად ქვემოჩამოთვლილი პირები შემდეგი შემადგენლობით:

გამოყენებითი და ექსპერიმენტალური გეოფიზიკის სექტორი:
ა) სოფიკო მათიაშვილი   -   მეცნიერი თანამშრომელი   (4 წლის ვადით)     - 1   საშტატო ერთეული
ბ) ნადეჟდა დოვგალი - მეცნიერი თანამშრომელი (4 წლის ვადით)  - 1 საშტატო ერთეული 
გ) დავით კიტოვანი  - მეცნიერი თანამშრომელი  (4 წლის ვადით)  - 0,5 საშტატო ერთეული

გეოფიზიკური ველების დინამიკისა და გამოთვლითი გეოფიზიკის სექტორი:
ა) ეკატერინე მეფარიძე - მეცნიერი თანამშრომელი (4 წლის ვადით)  - 1 საშტატო ერთეული 
ბ) დიმიტრი ტეფნაძე - მეცნიერი თანამშრომელი (4 წლის ვადით)   - 1  საშტატო ერთეული

დედამიწის ფიზიკისა და გეომაგნეტიზმის სექტორი:
ა) ნოდარ მებაღიშვილი - მეცნიერი თანამშრომელი (4 წლის ვადით)  - 1 საშტატო ერთეული
ბ) ნინო სადრაძე - მეცნიერი თანამშრომელი (4 წლის ვადით)   - 1  საშტატო ერთეული

ატმოსფეროს ფიზიკის სექტორი:
ა) ალექსანდრე ჭანკვეტაძე -   მეცნიერი თანამშრომელი (4 წლის ვადით)    - 1   საშტატო ერთეული
ბ) ხატია  თავიდაშვილი  -    მეცნიერი  თანამშრომელი  (4  წლის  ვადით)    -  0,5  საშტატო ერთეული
გ) ნინო ჯამრიშვილი - მეცნიერი თანამშრომელი (4 წლის ვადით) - 0,5 საშტატო ერთეული


ზღვისა  და  ატმოსფეროს  გეოფიზიკური  პროცესების  მათემატიკური       მოდელირების სექტორი:
ა) ვეფხია კუხალაშვილი - მეცნიერი თანამშრომელი (4 წლის ვადით)     - 1   საშტატო ერთეული


კოსმოსური კვლევის ცენტრი:
ა) ელენე  უჩავა -  მეცნიერი თანამშრომელი (4 წლის ვადით)   - 1  საშტატო ერთეული

ჰიდროგეოფიზიკისა და გეოთერმიის კვლევითი ცენტრი:
ა) გენადი კობზევი - მეცნიერი თანამშრომელი (4 წლის ვადით)   - 1  საშტატო ერთეული 
ბ) ნინო კაპანაძე - მეცნიერი თანამშრომელი (4 წლის ვადით)   - 1  საშტატო ერთეული
გ) სოფიო  ვეფხვაძე - მეცნიერი თანამშრომელი (4 წლის ვადით)   - 1  საშტატო ერთეული 
დ) მარიამ  თოდაძე - მეცნიერი თანამშრომელი (4 წლის ვადით)   - 1  საშტატო ერთეული 


დუშეთის გეოფიზიკური ობსერვატორია:
ა) თამაზ მათიაშვილი - მეცნიერი თანამშრომელი (4 წლის ვადით)  - 1 საშტატო ერთეული

2. კონკურსის შედეგები ძალაში შევიდეს 2022 წლის 12 ივლისიდან.
3. დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტმენტს შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის  სამეცნიერო პერსონალთან.

4. წინამდებარე ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

5.წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ    ერთეულებს     (საფინანსო     დეპარტამენტი,     პერსონალის     მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტი).

6. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი    გიორგი შარვაშიძე 

View More

Order N: 206/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო - კვლევით ერთეულში რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალის - უფროსი მეცნიერი თანამშრომლების და მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგების (შემაჯამებელი ოქმი) დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 373 მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“,   და ,,პ’’ ქვეპუნქტებისა,   მე-9  პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-6 მუხლის მე-17, მე-18 და მე-20 პუნქტების, რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის დებულების მე-10 მუხლის მე-7 პუნქტის, მე-11 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების, სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2022 წლის 7 ივნისის 14/04 ერთობლივი ბრძანების   და რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის დირექტორის გრიგორ ტატიშვილის 2022 წლის 6 ივლისის N16027/10 (თან ერთვის ინსტიტუტის საკონკურსო კომისიის 2022 წლის 4 ივლისის სხდომის შემაჯამებელი ოქმი საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ   სამეცნიერო - კვლევით ერთეულში რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის - უფროსი მეცნიერი თანამშრომლების და მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგები (შემაჯამებელი ოქმი)  და განისაზღვრონ არჩეულად:

გიორგი  აგლაძის  სახელობის  ელექტროქიმიისა  და  ელექტრომეტალურგიის ლაბორატორია:
ა) ნათელა ძებისაშვილი -  უფროსი მეცნიერი თანამშრომელი (7 წლის ვადით)  1 საშტატო ერთეული

ელენე  ნანობაშვილის  სახელობის რადიაციული  ქიმიის   ლაბორატორია:
ა) ვლადიმერ თვალიაშვილი -   უფროსი მეცნიერი თანამშრომელი   (7 წლის ვადით) 0,5 საშტატო ერთეული

ფიზიკური და  ქიმიური ანალიზის ლაბორატორია:
ა) სპარტაკ ხუციშვილი -  უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - (7 წლის ვადით) 1  საშტატო ერთეული
ბ) გრიგოლ უგულავა - მეცნიერი თანამშრომელი - (4 წლის ვადით) 0,5 საშტატო ერთეული

2. დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტმენტს შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება   რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალთან.
3. წინამდებარე ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4.წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტი).
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი    გიორგი შარვაშიძე
 

View More

Order N: 207/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო -კვლევით ერთეულში ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალის - უფროსი მეცნიერი თანამშრომლებისა და მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგების (შემაჯამებელი ოქმი) დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 373 მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“    ქვეპუნქტებისა  და  მე-9 პუნქტის,  ,,სსიპ  -  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის  დამოუკიდებელი  სამეცნიერო-კვლევითი  ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-6 მუხლის მე-16, მე-17, მე-18 და მე-20 პუნქტების,  ანდრია რაზმაძის      სახელობის  მათემატიკის  ინსტიტუტის დებულების  მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის, მე-10 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2022 წლის 7 ივნისის N14/04 ერთობლივი ბრძანების, ანდრია რაზმაძის    სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორის ნინო ფარცვანიას 2022 წლის  5 ივლისის N15879/10 წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის საკონკურსო კომისიის 2022 წლის 4 ივლისის   სხდომის შემაჯამებელი ოქმი N1) საფუძველზე,


 
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.დამტკიცდეს სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისდამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის - ანდრია რაზმაძის     სახელობის მათემატიკის     ინსტიტუტის    უფროსი მეცნიერი თანამშრომლებისა და მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგები (შემაჯამებელი ოქმი) და განისაზღვრონ არჩეულად:

ალგებრის განყოფილება
ა) ზანგურაშვილი დალი - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი    - 1 საშტატო ერთეული (7 წლის ვადით)
ბ)  პაჭკორია ალექსი -  უფროსი მეცნიერი თანამშრომელი   - 1 საშტატო ერთეული (7 წლის ვადით)

დრეკადობის მათემატიკური თეორიის განყოფილება:
ა) შაფაქიძე ლუიზა -უფროსი მეცნიერი თანამშრომელი     - 1 საშტატო ერთეული (7 წლის ვადით).

მათემატიკური ფიზიკის განყოფილება:
ა) გაჩეჩილაძე ავთანდილ - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი   - 1 საშტატო ერთეული (7 წლის ვადით).

თეორიული ფიზიკის განყოფილება:
ა) ციციშვილი გიორგი - -უფროსი მეცნიერი თანამშრომელი   - 1 საშტატო ერთეული (7 წლის ვადით).


მათემატიკური ანალიზის განყოფილება:
ა)იმერლიშვილი გიორგი -  მეცნიერი თანამშრომელი  - 0.5 საშტატო ერთეული (4  წლის ვადით).

2.დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტმენტს შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება სამეცნიერო პერსონალთან;
3. წინამდებარე ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებ-გვერდზე    განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
4.წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტი,  საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი);
5. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

რექტორი    გიორგი შარვაშიძე 

View More

Order N: 208/01-01

„სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ“ თსუ რექტორის 2022 წლის 4 ივლისის №198/01-01 ბრძანებაში ტექნიკური ხარვეზის გასწორების თაობაზე


,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის  23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე -14 მუხლის პირველი პუნქტის, მე - 8 პუნქტის „ა", „ბ" და „პ" ქვეპუნქტების  და  მე - 9 პუნქტის  საფუძველზე,

ვ ბ  რ  ძ  ა  ნ  ე ბ:

1.„სსიპ-ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის სოციალურ და  პოლიტიკურ  მეცნიერებათა  ფაკულტეტზე  ასოცირებული პროფესორის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ“ თსუ რექტორის   2022 წლის 4 ივლისის №198/01-01 ბრძანების მე-7 პუნქტში გასწორდეს ტექნიკური ხარვეზი (კერძოდ 9 აგვისტოს ნაცვლად მითითებული უნდა უნდა ყოფილიყო 18 აგვისტო) და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2022 წლის 8 აგვისტოდან 2022 წლის 18 აგვისტოს ჩათვლით 10.00 სთ-დან 16.00 სთ-მდე, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში, თბილისი ი. ჭავჭავაძის გამზ. N8 (VI კორპუსი) ოთახი N203-ა.“

2. ბრძანება განთავსდეს გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტის" ელექტრონულ გვერდზე;
3. ბრძანების   უნივერსიტეტის   ოფიციალურ   ვებ-გვერდზე   განთავსება   დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
4. წინამდებარე  ბრძანება  კანონმდებლობით  დადგენილი  წესით  გადაეცეს  შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, პუბლიცისტიკისა და ელექტრონული მედია ცენტრი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი);
5. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
 

რექტორი      გიორგი შარვაშიძე

View More

Order N: 209/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში – თინათინ წერეთლის სახელობის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტში სამეცნიერო პერსონალის - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, მეცნიერი თანამშრომელი - თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგების (შემაჯამებელი ოქმი) დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 373 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“, ,,პ“ და ,,ზ’’ ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი    ერთეულის   სამეცნიერო   პერსონალის   სამსახურში   მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების    შესახებ”   ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-6 მუხლის მე-16, მე-17, მე-18 და მე-20, 21 პუნქტების, თინათინ წერეთლის სახელობის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის   დებულების მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის, მე-10 მუხლისა და თინათინ წერეთლის სახელობის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის ლაშა ბრეგვაძის 2022 წლის 6 ივლისის N 16015/10 წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის საკონკურსო კომისიის 2020 წლის 6 ივლისის სხდომის შემაჯამებელი ოქმი) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.  დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თინათინ წერეთლის სახელობის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტში    სამეცნიერო  პერსონალის  - უფროსი მეცნიერი  თანამშრომელი, მეცნიერი თანამშრომელი - თანამდებობებზე    გამოცხადებული    კონკურსის შედეგები (შემაჯამებელი ოქმი) განყოფილებების მიხედვით და განისაზღვრონ არჩეულად ქვემოჩამოთვლილი პირები შემდეგი შემადგენლობით:

სისხლის სამართლისა და კრიმინოლიგიის განყოფილება
1.   ცქიტიშვილი თემურ - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი;
2.   ხუჯაძე ჟირონ - მეცნიერი თანამშრომელი.

კერძო სამართლის განყოფილება
1.   ეგნატაშვილი დემეტრე - მეცნიერი თანამშრომელი

სამართლის ისტორიისა და თეორიის განყოფილება
1.   ფერაძე გულიკო - მეცნიერი თანამშრომელი
2.   ადეიშვილი ლიანა - მეცნიერი თანამშრომელი.

2. კონკურსის შედეგები ძალაში შევიდეს 2022 წლის 12 ივლისიდან.
3. დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტმენტს შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება სამეცნიერო პერსონალთან.
4. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
5. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, თინათინ წერეთლის სახელობის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტი).
6. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.


რექტორი    გიორგი შარვაშიძე 

View More

Order N: 203/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის (პირველი კატეგორია) და მთავარი სპეციალისტის (მეორე კატეგორია) შტატგარეშე პოზიციებზე შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ზ’’ და "ი" ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ვ’’, ,,ზ’’ და ,,პ” ქვეპუნქტების, საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის თეა გერგედავას 2022 წლის 6 მაისის N10366/10 წერილის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.გამოცხადდეს    კონკურსი    სსიპ - ივანე    ჯავახიშვილის    სახელობის    თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტში შტატგარეშე პოზიციებზე       - მთავარი სპეციალისტის (პირველი კატეგორია) და მთავარი სპეციალისტის (მეორე კატეგორია) შესარჩევად.

2.საგარეო   ურთიერთობათა    დეპარტამენტის    მთავარი   სპეციალისტის   (პირველი კატეგორია) შრომის ანაღღაურება -  თვეში 1200 (ათას ორასი) ლარი.

3.საგარეო  ურთიერთობათა      დეპარტამენტის      მთავარი      სპეციალისტის  (მეორე კატეგორია) შრომის ანაზღაურება - თვეში 1100 (ათას ასი) ლარი.

4.შერჩეული  კანდიდატი  დასაქმდება  სამთვიანი  გამოსაცდელი  ვადით,  კონტრაქტის გაგრძელების პერსპექტივით.

5.აპლიკანტი    საგარეო    ურთიერთობათა    დეპარტამენტის    მთავარი    სპეციალისტი (პირველი კატეგორია)  უნდა  აკმაყოფილებდეს  შემდეგ მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი განათლება - მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი (პრიორიტეტული სფეროები: სოციალური მეცნიერებები, ეკონომიკა, ჰუმანიტარული მეცნიერებები);
ბ)  სწავლის  გამოცდილება  უცხოურ  უმაღლეს  საგანმანათლებლო  დაწესებულებაში (არანაკლებ 2 აკადემიური სემესტრისა);
გ) ინგლისური ენის ცოდნა C1 დონეზე;
დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამები ფლობა- Microsoft Office;

6. აპლიკანტს    მოეთხოვება    (საგარეო    ურთიერთობათა    დეპარტამენტის    მთავარი სპეციალისტი (პირველი კატეგორია)):
ა) „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის ცოდნა ;
ბ)  თსუ-ში მოქმედი რეგულაციების ცოდნა პოზიციის სპეციფიკიდან გამომდინარე (სტრატეგიული განვითარების გეგმა; სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესი; საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის დებულება);

7.    აპლიკანტს უნდა ჰქონდეს შემდეგი პიროვნული თვისებები და უნარები:
ა) ორგანიზებულობა;

ბ) მოტივაცია;
გ) წერილობითი და  კომუნიკაციის კარგი უნარი;

დ) კრეატიულობა და შემოქმედებითობა;
ე) ყურადღებიანობა და დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
ვ) ოპერატიულობა;
ზ)   ერთდროულად   სხვადასხვა   ამოცანებზე   დამოუკიდებლად   და   ეფექტურად მუშაობის უნარი;
თ) სხარტი, კომპლექსური და ლოგიკური აზროვნების უნარი; 
ი) გუნდურობა და კომუნიკაბელურობა;
კ) დასაბუთების უნარი;
ლ) ფორსმაჟორულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
მ) პუნქტუალურობა და დროის ეფექტიანი მართვის უნარი;
ნ) ცვლილებების ადეკვატურად აღქმის და სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი.

8. საგარეო    ურთიერთობათა    დეპარტამენტის    მთავარი    სპეციალისტის    (პირველი კატეგორია) პოზიციაზე აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი ფუნქციების შესრულება:
1. ინგლისურენოვანი და ქართულენოვანი კორესპონდენციის მომზადება;
2. საპროექტო განაცხადებისა და შესაბამისი თანმხლები დოკუმენტაციის შემუშავება;
3. საერთაშორისო პროექტების ადმინისტრირება;
4. უცხოურ  უმაღლეს  საგანმანათლებლო  დაწესებულებებთან  კომუნიკაციის წარმოება (წერილობით და ზეპირად);
5. უცხოელი ვიზიტორებისთვის საქმიანი შეხვედრების დაგეგმვა-ორგანიზება, კულტურული პროგრამების შემუშავება (მათ შორის, ქალაქის ტურების დაგეგმვა- ორგანიზება  და საჭიროების შემთხვევაში, გიდის ფუნქციის შეთავსება);
6.  საერთაშორისო ღონისძიებების დაგეგმვა-ორგანიზება, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, მომხსენებლის მისასალმებელი სიტყვის მომზადება;
7. დეპარტამენტის სხვა აქტივობებში ჩართულობა. 

9. კონკურსში    მონაწილეობის     მსურველ    აპლიკანტს     ( საგარეო    ურთიერთობათა დეპარტამენტის  მთავარი სპეციალისტი (პირველი კატეგორია)) მოეთხოვება შემდეგი საბუთების წარმოდგენა:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
ბ) CV ქართულ და ინგლისურ ენაზე (Europass ფორმატში, დოკუმენტების PDF ვერსია ელექტრონულად;
გ) უმაღლესი    განათლების    დიპლომის    ასლი,    განათლების,    კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუნენტ(ებ)ის ასლ(ებ)ი;
დ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
ე) უცხოურ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გამოცდილების (არანაკლებ    2   აკადემიური   სემესტრისა)   დამადასტურებელი   დოკუნენტ(ებ)ის ასლ(ებ)ი;
ვ) მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილების (პრიორიტეტულია უმაღლესი განათლების სფერო) ამსახველი დოკუმენტი (ამონაწერი შრომის წიგნაკიდან/ცნობა სამსახურიდან და სხვა).
ზ) უცხოენოვანი საბუთის შემთხვევაში, საჭიროა მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის წარმოდგენა;
თ) რეკომენდაცია წინა დამსაქმებლისგან;
ი) ცნობა ნასამართლობის შესახებ („უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება), (ცნობის წარმოდგენა თანამდებობის დაკავების შემთხვევაში);
კ) სამოტივაციო წერილი, სადაც დასაბუთებული იქნება აპლიკანტის განათლების, გამოცდილებისა და მოტივაციის შესაბამისობა ვაკანსიასთან (არაუმეტეს 2 გვერდისა).

10.  აპლიკანტი საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი (მეორე კატეგორია) უნდა  აკმაყოფილებდეს  შემდეგ მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი განათლება - მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი (პრიორიტეტული სფეროები: სოციალური მეცნიერებები, ეკონომიკა, ჰუმანიტარული მეცნიერებები);
ბ) უცხოურ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გამოცდილება (არანაკლებ 2 აკადემიური სემესტრისა);
გ) ინგლისური ენის ცოდნა C1 დონეზე;;
დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამები - Microsoft Office.

11. აპლიკანტს  მოეთხოვება  (საგარეო  ურთიერთობათა  დეპარტამენტის  მთავარი სპეციალისტი (მეორე კატეგორია)):
ა) „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის ცოდნა; 
ბ)  თსუ-ში მოქმედი რეგულაციების ცოდნა პოზიციის სპეციფიკიდან გამომდინარე (სტრატეგიული განვითარების გეგმა; სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესი; საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის დებულება);

12.  აპლიკანტს უნდა ჰქონდეს შემდეგი პიროვნული თვისებები და უნარები:

ა) ორგანიზებულობა; 
ბ) მოტივაცია;
გ) წერილობითი და  ზეპირი კომუნიკაციის კარგი უნარი; 
დ) კრეატიულობა და შემოქმედებითობა;
ე) ყურადღებიანობა და და დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
ვ) ოპერატიულობა;
ზ) ერთდროულად   სხვადასხვა   ამოცანებზე   დამოუკიდებლად   და   ეფექტურად მუშაობის უნარი;
თ) სხარტი, კომპლექსური და ლოგიკური აზროვნების უნარი; 
ი) გუნდურობა და კომუნიკაბელურობა;
კ) დასაბუთების უნარი;
ლ) ფორსმაჟორულ სიტუაციაში მუშაობის შესაძლებლობა; 
მ) პუნქტუალურობა და დროის ეფექტიანი მართვის უნარი;
ნ) ცვლილებების ადეკვატურად აღქმის და სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი.

13. საგარეო ურთიერთობათა     დეპარტამენტის        მთავარი სპეციალისტის (მეორე კატეგორია) პოზიციაზე აპლიკანტს  მოეთხოვება  შემდეგი ფუნქციების შესრულება:
1.  ინგლისურენოვანი და ქართულენოვანი კორესპონდენციის მომზადება;
2.  გაცვლითი პროგრამების ადმინისტრაციულ საკითხებში ასისტირება;
3.  გაცვლითი კონკურსების საორგანიზაციო საკითხებში ასისტირება;
4. უცხოელი გაცვლითი სტუდენტების/პერსონალის თსუ-ში მობილობის ლოჯისტიკურ საკითხებში ასისტირება;
5. თსუ-ს   გაცვლითი   სტუდენტების/პერსონალის   უცხოურ   უმაღლეს საგანმანათლებლო სასწავლებლებში მობილობის ადმინისტრაციულ საკითხებში ასისტირება;
6. გაცვლითი    სტუდენტებისთვის    საორიენტაციო    კვირეულის    და მისასალმებელი ღონისძიებების საორგანიზაციო საკითხებში ასისტირება;
7. პერსონალის  კვირეულის  და  სხვა  საერთაშორისო  ღონისძიებების საორგანიზაციო საკითხებში ჩართულობა;
8.   დეპარტამენტის სხვა აქტივობებში ჩართულობა.


14. კონკურსში მონაწილეობის მსურველ აპლიკანტს ( საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი (მეორე კატეგორია)) მოეთხოვება შემდეგი საბუთების წარმოდგენა:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
ბ)  CV  ქართულ  და  ინგლისურ  ენაზე  (Europass  ფორმატში,  დოკუმენტების  PDF ვერსია ელექტრონულად;
გ)   უმაღლესი   განათლების   დიპლომის   ასლი,   განათლების,   კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუნენტ(ებ)ის ასლ(ებ)ი; 
დ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
ე) უცხოურ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გამოცდილება (არანაკლებ 2 აკადემიური სემესტრისა);
ვ) მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილების, პრიორიტეტულია უმაღლესი განათლების    სფეროში; ამსახველი დოკუმენტი (ამონაწერი შრომის წიგნაკიდან/ცნობა სამსახურიდან და სხვ.)
ზ) უცხოენოვანი საბუთის შემთხვევაში საჭიროა მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის წარმოდგენა;
თ) რეკომენდაცია წინა დამსაქმებლისგან;
ი) ცნობა ნასამართლობის შესახებ („უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ  მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი     პირი   ან/და   პირი,   რომელსაც   იმავე   კანონის   საფუძველზე სასამართლომ    ჩამოართვა   საგანმანათლებლო   დაწესებულებაში   საქმიანობის უფლება), (ცნობის წარმოდგენა თანამდებობის დაკავების შემთხვევაში);
კ) სამოტივაციო წერილი, სადაც დასაბუთებული იქნება აპლიკანტის განათლების, გამოცდილებისა და მოტივაციის შესაბამისობა ვაკანსიასთან (არაუმეტეს 2 გვერდისა).

15.  კონკურსში   მონაწილეობის   მსურველი   აპლიკანტის   შერჩევა იწარმოებს 3 ეტაპად:
1.   განაცხადების  განხილვა,  რომლის  შემდეგ  მოხდება  დაკავშირება  მხოლოდ წერითი ეტაპისთვის შერჩეულ კანდიდატებთან;
2.   წერითი ეტაპი (ქართულ და ინგლისურ ენებზე);
3.   ზეპირი  გასაუბრება  შესარჩევ  კომისიასთან,  რომლის  საფუძველზეც  მიიღება საბოლოო გადაწყვეტილება საკონკურსო კომისიის მიერ.

16. აპლიკანტი,  რომლის  საბუთებიც  დააკმაყოფილებს  საკონკურსო  მოთხოვნებს, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე, გაივლიან წერით ეტაპს (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ), წერითი შედეგები აპლიკანტს ეცნობება პირადად.

17.  აპლიკანტები წერითი ეტაპის გადალახვის შემდეგ, შესარჩევ კომისიასთან გაივლიან ზეპირ    გასაუბრებას   (კონკრეტული   თარიღი   და   დრო   ეცნობებათ   წინასწარ). გასაუბრების შედეგები აპლიკანტებს ეცნობებათ პირადად.

18.  სსიპ - ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის საგარეო    ურთიერთობათა   დეპარტამენტის   მთავარი   სპეციალისტის   (პირველი კატეგორია) და მთავარი სპეციალისტის (მეორე კატეგორია) შერჩევის მიზნით შეიქმნას კომისია და დამტკიცდეს კომისიის მუშაობის წესი (დანართი N1).

19.  ბრძანებით  მოთხოვნილი  დოკუმენტები  აპლიკანტის  მიერ  გადმოგზავნილ  უნდა იქნეს 2022 წლის 11 ივლისიდან 2022 წლის 19 აგვისტოს ჩათვლით 18:00 საათამდე ელექტრონულ   მისამართზე:   vacancy@tsu.ge   სათაურის   ველში   უნდა   მიეთითოს
„საგარეო   ურთიერთობათა   დეპარტამენტის   მთავარი   სპეციალისტის   (პირველი კატეგორია) / მთავარი სპეციალისტის (მეორე კატეგორია) ვაკანსია“. 

20.  ბრძანება     სსიპ - ივანე     ჯავახიშვილის     სახელობის     თბილისის     სახელმწიფო უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის (პირველი კატეგორია) და მთავარი სპეციალისტის (მეორე კატეგორია) შესარჩევად კონკურსის    გამოცხადების   შესახებ   განთავსდეს   უნივერსიტეტის   ოფიციალურ ვებგვერდზე -www.tsu.ge -ზე და ინტერნეტ სივრცეში.

21. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარედგინოს არაუგვიანეს 2022 წლის 30 სექტემბრისა.

22.  ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი     ლაშა საღინაძე

View More

Order N: 126/02-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში-არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში მეცნიერი თანამშრომლის შესარჩევად საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის   22-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ”    ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-4 მუხლის პირველი, მე- 2 და მე-3 პუნქტების, არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დებულების    მე-10 მუხლის მე-5 პუნქტისა და არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორის ნ. მაჭავარიანის 2022 წლის 27 ივნისის N14850/10 წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს 2022 წლის 24 ივნისის სხდომის ოქმი N5) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობებზე კანდიდატების შესარჩევად დამტკიცდეს საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) ვიანორ ახალაია - ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორი;
ბ) რუსუდან ზექალაშვილი - ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი.
გ) მაია ლომია - ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი.;
2. დამტკიცდეს საკონკურსო კომისიის თავმჯდომარედ   ვიანორ ახალაია, საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ რუსუდან ზექალაშვილი, საკონკურსო კომისიის მდივნად მაია ლომია;
3. დაევალოს საკონკურსო კომისიას კონკურსანტთა განცხადებებისა და   თანდართული დოკუმენტაციის მიღება და წარმოდგენილი დოკუმენტაციის სისრულის შემოწმება სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილებით დამტკიცებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში.
4. დაევალოს საკონკურსო კომისიას დასამტკიცებლად წარუდგინოს თსუ რექტორს შემაჯამებელი ოქმი არაუგვიანეს 2022 წლის 25 აგვისტოსი;
5. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ - გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
6. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი).
7. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.


რექტორი  გიორგი შარვაშიძე

View More

Order N: 201/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო -კვლევით ერთეულში პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალის - მეცნიერი თანამშრომლების თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგების (შემაჯამებელი ოქმი) დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 373 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტებისა  და  მე-9 პუნქტის,  ,,სსიპ  -  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის  დამოუკიდებელი  სამეცნიერო-კვლევითი  ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-6 მუხლის მე-17, მე-18 და მე-20 პუნქტების, მე-7 მუხლის, პაატა   გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის     ინსტიტუტის დებულების მე-8 მუხლის მე-8 პუნქტის, მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის, სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2022 წლის 7 ივნისის     N14/04 ერთობლივი ბრძანებისა და პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის  დირექტორის რამაზ აბესაძის  2022 წლის   პირველი ივლისის N15578/10 წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის საკონკურსო კომისიის  2022 წლის 30 ივნისის  სხდომის შემაჯამებელი ოქმი N1) საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. დამტკიცდეს სსიპ -ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალის -   მეცნიერი თანამშრომლების თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგები (შემაჯამებელი ოქმი)  და განისაზღვრონ არჩეულად:

მაკროეკონომიკის, მდგრადი განვითარებისა და ფინანსების  განყოფილება
ა)  ლია დვალიშვილი - მეცნიერი თანამშრომელი  1 საშტატო ერთული (4  წლის ვადით)
ბ) ზურაბი  ნოზაძე - მეცნიერი თანამშრომელი  1 საშტატო ერთული (4  წლის ვადით) გ) მედეა  მელაშვილი - მეცნიერი თანამშრომელი  1 საშტატო ერთული (4  წლის ვადით)
დ) ციცინო თეთრაული - მეცნიერი თანამშრომელი  1 საშტატო ერთული (4  წლის ვადით)

საერთაშორისო ეკონომიკურ  ურთიერთობათა განყოფილება
ა) თამარ  თაფლაძე - მეცნიერი თანამშრომელი  1 საშტატო ერთული (4  წლის ვადით)

ეკონომიკური თეორიისა და  ბიზნესის პრობლემეთა კვლევის განყოფილება
ა) ქრისტინე კურატაშვილი -მეცნიერი თანამშრომელი  1 საშტატო ერთული (4  წლის ვადით)


2. კონკურსის  შედეგები ძალაში შევიდეს  2022 წლის 12 ივლისიდან.
3. დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტმენტს შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება სამეცნიერო პერსონალთან.
4. წინამდებარე ბრძანების     უნივერსიტეტის     ოფიციალურ     ვებ-გვერდზე     განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
5. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, პაატა   გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტი,  საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი);
6. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.


რექტორი            გიორგი შარვაშიძე 

View More

Order N: 202/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში -ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის შედეგის (შემაჯამებელი ოქმი) დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის  22-ე მუხლის პირველი პუნქტის,  373 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“  ქვეპუნქტების და  მე-9  პუნქტის,  ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-6 მუხლის მე-17, მე-18 და მე-20 პუნქტების, მე-7 მუხლის,   ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის დებულების მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის, მე-10 მუხლის, სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2022 წლის 7 ივნისის N14/04 ერთობლივი ბრძანებისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის   ინსტიტუტის   დირექტორის   გიორგი ჭეიშვილის 2022 წლის 30 ივნისის N11293/10-02 წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის საკონკურსო კომისიის 2022 წლის 30 ივნისის  სხდომის შემაჯამებელი ოქმი) საფუძველზე,

 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.დამტკიცდეს     სსიპ-ივანე     ჯავახიშვილის     სახელობის     თბილისის     სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის  ინსტიტუტის  მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის შედეგი (შემაჯამებელი ოქმი) და განისაზღვროს არჩეულად:

ახალი  და უახლესი ისტორიის  განყოფილება
ნიკოლოზ ჯავახიშვილი - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული (10 წლის ვადით) .

2. დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტამენტს ნიკოლოზ ჯავახიშვილთან   შრომითი ხელშეკრულების გაფორმება
3. წინამდებარე ბრძანების განთავსება ოფიციალურ ვებგვერდზე დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირებსა და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის  ინსტიტუტის საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

 

რექტორი   გიორგი შარვაშიძე
 

View More

Order N: 200/01-01

„სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის აბიტურიენტთა მოსამზადებელ განყოფილებაში 2022-2023 სასწავლო წელს ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის ცალკეულ საგნებში მომზადების წლიური საფასურისა და მასწავლებელთა ანაზღაურების ტარიფების განსაზღვრის შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2022 წლის 01ივლისის N121/02-01 ბრძანებაში დაშვებული ტექნიკური შეცდომის გასწორების შესახებ


,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი  ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის   პირველი   ნაწილის, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის, 59-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა”, ,,პ" ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის,   თსუ უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსის 2022 წლის  04 ივლისის  N15727/10  წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. დაშვებული ტექნიკური შეცდომის გასწორების მიზნით (პირველ პუნქტში „2022-2023“ ნაცვლად, შეცდომით მითითებულ იქნა „2021-2022“) „სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების  ცენტრის აბიტურიენტთა მოსამზადებელ განყოფილებაში  2022- 2023 სასწავლო წელს ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის ცალკეულ საგნებში მომზადების წლიური საფასურისა და მასწავლებელთა ანაზღაურების ტარიფების განსაზღვრის შესახებ“   ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2022 წლის 01 ივლისის N121/02-01  ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:
„1. სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის აბიტურიენტთა მოსამზადებელ განყოფილებაში ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის თითოეულ საგანში მომზადებისთვის   (კურსის ხანგრძლივობა: 2022 წლის 01 ოქტომბერი - 2023 წლის 01 ივლისი) წლიური საფასური 2022-2023 სასწავლო წლისათვის განისაზღვროს შემდეგნაირად:“
2. დაევალოს    უნივერსიტეტის    კანცელარიას    წინამდებარე    ბრძანების    განთავსება    ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე;
3. დაევალოს  საინფორმაციო  ტექნოლოგიების  დეპარტამენტს  ბრძანების  განთავსება  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;
4.  ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი     ლაშა საღინაძე

View More

Order N: 124/02-01

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის აბიტურიენტთა მოსამზადებელ განყოფილებაში 2022-2023 სასწავლო წელს ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის ცალკეულ საგნებში მომზადების წლიური საფასურისა და მასწავლებელთა ანაზღაურების ტარიფების განსაზღვრის შესახებ


,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის  ,,ნ’’  ქვეპუნქტისა და  სსიპ  –  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსის 2022 წლის 30 ივლისის N15349/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სსიპ  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის  უწყვეტი განათლების    ცენტრის  აბიტურიენტთა  მოსამზადებელ  განყოფილებაში  ერთიანი  ეროვნული გამოცდებისათვის თითოეულ საგანში მომზადებისთვის   (კურსის ხანგრძლივობა: 2022წლის 01 ოქტომბერი - 2023 წლის 01 ივლისი) წლიური საფასური 2021-2022 სასწავლო წლისათვის განისაზღვროს შემდეგნაირად:
ა) ქართული ენა და ლიტერატურა – 1100 ლარის ოდენობით; 
ბ) ლიტერატურა – 1100 ლარის ოდენობით;
გ) ზოგადი უნარები (ვერბალური და მათემატიკური ნაწილები) - 1100 ლარის ოდენობით; 
დ) უცხო ენა (ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული)   – 1100 ლარის ოდენობით; 
ე) მათემატიკა – 1100 ლარის ოდენობით;
ვ) ისტორია – 1100 ლარის ოდენობით;
ზ) სამოქალაქო განათლება – 1100 ლარის ოდენობით; 
თ) ფიზიკა – 1100 ლარის ოდენობით;
ი) ქიმია – 1100 ლარის ოდენობით;
კ) ბიოლოგია – 1100 ლარის ოდენობით;
ლ) გეოგრაფია - 1100 ლარის ოდენობით;

2.  ერთიანი   ეროვნული   გამოცდებისთვის   მოსამზადებელ   კურსზე   ცალკეულ   საგანში   ჯგუფის გახსნისთვის აბიტურიენტთა  რაოდენობა  ჯგუფში განისაზღვროს მინიმუმ 4 მსმენელით.
3.  ცალკეულ საგანში  კურსის მოცულობა განისაზღვროს 140 საათით;
4.  ერთიანი  ეროვნული  გამოცდებისათვის  ცალკეულ  საგნებში  აბიტურიენტთა  მოსამზადებლად დადგინდეს შეღავათები კურსის ღირებულების გადახდისას შემდეგი ოდენობით:
ა) აბიტურიენტებს საგნების არჩევისა და მომზადების შემთხვევაში, დაუდგინდეს სწავლის საფასურის სამ (3) ეტაპიანი გადახდის წესი, სწავლის გადასახდელი თანხის ოდენობის გადანაწილება სამ (3) ეტაპად  განხორციელდეს შემდეგნაირად:
ა.ა.) პირველი ეტაპის გადახდა განხორციელდეს  მოსამზადებელი  კურსის დაწყებამდე, 2022 წლის 01 ოქტომბრამდე;
ა.ბ.) მეორე ეტაპის გადახდა განხორციელდეს 2023 წლის 15 იანვრამდე;
ა.გ.)მესამე ეტაპზე, გადასახდელი თანხის  მესამე ნაწილი დაიფაროს   2023 წლის 15 აპრილამდე;

ბ) გადასახდელი თანხის დადგენილ ვადებში გადაუხდელობის შემთხვევაში აბიტურიენტს/ წარმომადგენელს თანხის დასაფარად გაეგზავნოს  შეტყობინება/გაფრთხილება და დამატებითი გადახდის ვადა განესაზღვროს დადგენილი ეტაპობრივი გადახდის ვადიდან არაუგვიანეს ორი (2) კვირის განმავლობაში. დამატებით დადგენილი ორ (2) კვირიანი ვადის ამოწურვის შემდგომ, სწავლის საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში აბიტურიენტი ამორიცხული იქნება აბიტურიენტთა მოსამზადებელი კურსიდან და შეუწყდება ხელშეკრულება;
გ) აბიტურიენტის მიერ ერთი (1) საგნის არჩევისა   და მომზადების   შემთხვევაში, ერთი   საგნის სრული ღირებულება განისაზღვოს 1100 ლარის ოდენობით;
დ) აბიტურიენტის მიერ ორი (2) საგნის  არჩევისა  და მომზადების  შემთხვევაში, ერთი  საგნის სრული ღირებულება განისაზღვოს 950 ლარის ოდენობით;
ე)  აბიტურიენტის  მიერ  სამი (3)   ან/და ოთხი (4)   საგნის   არჩევის  და მომზადების შემთხვევაში, ერთი   საგნის სრული ღირებულება განისაზღვოს 850 ლარის ოდენობით;
ვ) სოციალურად   დაუცველი, დედით და მამით ობოლი და ოკუპირებული ტერიტორიებიდან მყოფი აბიტურიენტის მიერ ორი (2) ან/და მეტი საგნის არჩევისა და მომზადების შემთხვევაში, აბიტურიენტის მომზადების   წლიური   საფასური   განისაზღვროს   საერთო   ღირებულების 80%-ის ოდენობით;
ზ) ერთი ოჯახიდან ორი (2) ან/და მეტი აბიტურიენტის კურსზე დარეგისტრირების შემთხვევაში, აბიტურიენტის მიერ ორი (2) ან/და მეტი საგნის არჩევისა და მომზადების შემთხვევაში, აბიტურიენტის მომზადების წლიური საფასური განისაზღვროს    საერთო ღირებულების 80% - ის ოდენობით;
თ თსუ-ის  თანამშრომლების    და  მათი  შვილებისათვის    აბიტურიენტის მომზადების წლიური საფასური განისაზრვოს საერთო ღირებულების 50%-ის ოდენობით;
ი) ერთიანი  ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებელ  კურსზე შესაძლებელია აბიტურიენტის ინდივიდუალურად მომზადება; აბიტურიენტის    მიერ  ინდივიდუალურად   მომზადების შემთხვევაში,   ერთი   საგნის სრული ღირებულება განისაზღვოს 4000 ლარის ოდენობით.
5. სსიპ   ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის   სახელმწიფო   უნივერსიტეტის   უწყვეტი განათლების    ცენტრის  აბიტურიენტთა  მოსამზადებელ  განყოფილებაში  ერთიანი  ეროვნული გამოცდებისათვის აბიტურიენტთა მოსამზადებლად თითოეული მასწავლებლის ანაზღაურება განისაზღვროს 1 საათი – 20 ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით); 
6.დაევალოს  უნივერსიტეტის  კანცელარიას  წინამდებარე  ბრძანების  გაცნობა  დაინტერესებული პირებისათვის;
7.დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების განთავსება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;
8.ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

 

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი           ლაშა საღინაძე
 

View More

Order N: 121/02-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესიული გადამზადების პროგრამაზე „ლაბორატორიული ჯანმრთელობა და უსაფრთხოება“ აპლიკანტების ჩარიცხვის, მსმენელის სტატუსის მინიჭებისა და ჩარიცხული მსმენელების სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ


„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა“, „ბ“ „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 42-ე მუხლის მე-2 პუნქტის, თსუ აკადემიური საბჭოს 2021 წლის 29 ივლისის N64/2021 დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესი“-ის 37-ე მუხლის  მე-2 პუნქტის, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელის 2022 წლის 04 ივნისის N15667/10 წარდგინების საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. ჩაირიცხონ   პროფესიული   გადამზადების   პროგრამაზე   „ლაბორატორიული ჯანმრთელობა და უსაფრთხოება“ (მე-3 მიღება) აპლიკანტები დანართი №1 (თბილისი) შესაბამისად და მიენიჭოთ მსმენელის სტატუსი.
2.  წინამდებარე ბრძანების პირველი პუნქტის საფუძველზე ჩარიცხული მსმენელების სასწავლო პროცესის ვადა განისაზღვროს მიმდინარე წლის 05 ივლისიდან 31 ივლისის
ჩათვლით.
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ  ვებგვერდზე  განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების  დეპარტამენტს პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე.
4. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

 

რექტორი     გიორგი შარვაშიძე 

View More

Order N: 197/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ


„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22 -ე მუხლის პირველი პუნქტის, 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 34-ე მუხლის პირველი და მე - 2 პუნქტების, 35 -ე მუხლის მე - 2 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე -14 მუხლის პირველი პუნქტის, მე- 8 პუნქტის "ა", "ბ" და "პ" ქვეპუნქტების, მე-11 პუნქტის, 28 - ე მუხლის, 29 - ე მუხლის მე - 2 პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის N 118 დადგენილების - „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ" (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N10; 29. 12. 2014წ), თსუ აკადემიური საბჭოს 2018 წლის 30 აპრილის №113 დადგენილების - „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ პროფესორი, ასისტენტი) აფილირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი №4 14.05.2018წ), „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2022 წლის 7 ივნისის N14/04 ერთობლივი ბრძანების და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის   დეკანის   თამარ   დოლბაიას   2022 წლის 28 ივნისის N15082/30 წერილის საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1.გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის    სოციალურ    და    პოლიტიკურ    მეცნიერებათა    ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის სამსახურში მისაღებად;
2.უნივერსიტეტის  ასოცირებულ  პროფესორად  7  (შვიდი)  წლის  ვადით  შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს არანაკლებ 3 (სამი) წლის სამეცნიერო - პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;
3.კონკურსი   გამოცხადდეს   2022   წლის   6   ივლისს   საკონკურსო   დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2022 წლის 8 აგვისტოდან 2022 წლის 18 აგვისტოს ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2022 წლის 20 სექტემბრისა.
4.კონკურსი გამოცხადდეს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად: ინტერდისციპლინური მიმართულება
ასოცირებული პროფესორი – 1 საშტატო ერთეული (კატეგორია „ბ“);
5.ასოცირებული    პროფესორის    თანამდებობაზე    ასარჩევმა    კანდიდატმა    უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება  საკონკურსო  კომისიის  სახელზე  (დადგენილი  ფორმის  მიხედვით); 
ბ)კონკურსანტის ანკეტა, შევსებული დადგენილი ფორმის მიხედვით (ანკეტა წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული (CD) სახით, (ფაილის ფორმატი – Word და PDF ფაილების სახით);
გ) პირადობის მოწმობის ასლი;
დ) ცნობა ნასამართლობის შესახებ (,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება   დასაქმდეს   „სქესობრივი   თავისუფლებისა   და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ   მიმართულ   დანაშაულთან   ბრძოლის   შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის  ჩადენისთვის ნასამართლევი პირი    ან/და    პირი,    რომელსაც    იმავე    კანონის    საფუძველზე სასამართლომ    ჩამოართვა საგანმანათლებლო  დაწესებულებაში საქმიანობის უფლება);
ე)    შესაბამისი      აკადემიური      ხარისხის      დამადასტურებელი      დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ვ) სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა /შრომის წიგნაკის ასლი და სხვა);
ზ)სამეცნიერო-პედაგოგიური    მუშაობის      გამოცდილების      დამადასტურებელი დოკუმენტი;
თ) შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი; ი) სამეცნიერო კვლევების კონცეფცია;
6.    ასოცირებული   პროფესორის   თანამდებობაზე   ასარჩევი   კანდიდატი,   კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, ვალდებულია გაეცნოს თსუ აკადემიური საბჭოს N113/2018 დადგენილების დანართი 1- ის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებს, წერილობით გამოხატოს თანხმობა მხოლოდ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აფილირების შესახებ (რაც ძალაში შევა მის მიერ შესაბამისი აკადემიური     თანამდებობის     დაკავებისთანავე)     და 
დაადასტუროს ინფორმაცია   იმის   შესახებ,   რომ   არ   გააჩნია   ძალაში   მყოფი ანალოგიური ხასიათის დოკუმენტი (ხელშეკრულება, შეთანხმება ან სხვ.) სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან;
7. საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2022 წლის 8 აგვისტოდან 2022 წლის 9 აგვისტოს ჩათვლით 10.00 სთ-დან 16.00 სთ-მდე, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის   საკონკურსო   დოკუმენტაციის   მიმღებ   აპარატში, თბილისი ი. ჭავჭავაძის გამზ. N8 (VI კორპუსი) ოთახი N203-ა;
8. ბრძანება განთავსდეს გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტის" ელექტრონულ გვერდზე.
9. ბრძანების   უნივერსიტეტის   ოფიციალურ   ვებ-გვერდზე   განთავსება   დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
10. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, პუბლიცისტიკისა და ელექტრონული მედია ცენტრი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი);
11. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

 

რექტორი      გიორგი შარვაშიძე

View More

Order N: 198/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასისტენტ პროფესორის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ


„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 34-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 35-ე მუხლის მე-3 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9   პუნქტის, 28-ე მუხლის, 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის N 118 დადგენილების - „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ" (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N10; 29. 12. 2014წ), თსუ აკადემიური საბჭოს 2018 წლის 30 აპრილის №113 დადგენილების - „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ პროფესორი, ასისტენტი) აფილირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი №4 14.05.2018წ), „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2022 წლის 7 ივნისის N14/04 ერთობლივი ბრძანების და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის  დეკანის  თამარ  დოლბაიას  2022  წლის  23  ივნისის  N 14635/30  წერილის საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის    სოციალურ    და    პოლიტიკურ    მეცნიერებათა    ფაკულტეტზე ასისტენტ პროფესორის სამსახურში მისაღებად;
2. უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორად 4 (ოთხი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი;
3. კონკურსი გამოცხადდეს 2022 წლის 6 ივლისს საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2022 წლის 8 აგვისტოდან 2022 წლის 18 აგვისტოს ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2022 წლის 20 სექტემბრისა;
4.   კონკურსი გამოცხადდეს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად: ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულება
ასისტენტ პროფესორი – 1 საშტატო ერთეული (კატეგორია „ბ“);
5. ასისტენტ   პროფესორის   თანამდებობაზე   ასარჩევმა   კანდიდატმა   უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (დადგენილი ფორმის მიხედვით); 
ბ)კონკურსანტის  ანკეტა,  შევსებული  დადგენილი  ფორმის  მიხედვით  (ანკეტა წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული (CD) სახით, (ფაილის ფორმატი – Word და PDF ფაილების სახით);
გ) პირადობის მოწმობის ასლი;
დ) ცნობა ნასამართლობის შესახებ (,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის    წინააღმდეგ      მიმართული      დანაშაულის      ჩადენისთვის ნასამართლევი     პირი   ან/და   პირი,   რომელსაც   იმავე   კანონის   საფუძველზე სასამართლომ    ჩამოართვა    საგანმანათლებლო    დაწესებულებაში    საქმიანობის უფლება);
ე)შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის  აღიარების  კანონმდებლობით  დადგენილი  წესით  გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ვ)  სამსახურებრივი  გამოცდილების  ამსახველი  კანონმდებლობით  დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა /შრომის წიგნაკის ასლი და სხვა);
ზ) შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი; თ) სამოტივაციო წერილი;
6. ასისტენტ პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატი, კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, ვალდებულია გაეცნოს თსუ აკადემიური საბჭოს N113/2018 დადგენილების დანართი 1-ის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებს, წერილობით გამოხატოს თანხმობა მხოლოდ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აფილირების შესახებ (რაც ძალაში შევა მის    მიერ    შესაბამისი    აკადემიური    თანამდებობის    დაკავებისთანავე)    და დაადასტუროს   ინფორმაცია   იმის   შესახებ,   რომ   არ   გააჩნია   ძალაში   მყოფი 
ანალოგიური  ხასიათის  დოკუმენტი  (ხელშეკრულება,  შეთანხმება  ან  სხვ.)  სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან;
7.   საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს   2022 წლის 8 აგვისტოდან 2022 წლის    18  აგვისტოს  ჩათვლით  10.00  სთ-დან  16.00  სთ-მდე,  სოციალურ  და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში, თბილისი ი. ჭავჭავაძის გამზ. N8 (VI კორპუსი) ოთახი N203-ა;
8.   ბრძანება გამოქვეყნდეს „თბილისის უნივერსიტეტის“ელექტრონულ გვერდზე;
9. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
10. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ    ერთეულებს    (საფინანსო    დეპარტამენტი,    შიდა    აუდიტის სამსახური,    პერსონალის     მართვის     დეპარტამენტი,     პუბლიცისტიკისა     და ელექტრონული მედია ცენტრი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი);
11. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

 

რექტორი    გიორგი შარვაშიძე

View More

Order N: 199/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ,,ფუნქციურ მასალებზე თანამედროვე ტექნოლოგიებში“ საერთაშორისო სკოლისა და კონფერენციის ჩატარებისათვის საორგანიზაციო ჯგუფის დამტკიცების შესახებ


,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტისა და სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის - ზუსტ და საბუნებისმტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორის ალექსანდრე შენგელაიას   2022 წლის 10 ივნისის   N10212/28 კორესპონდენციის საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. 2022 წლის 1 - 7  ოქტომბერს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ,,ფუნქციურ მასალებზე თანამედროვე ტექნოლოგიებში“ საერთაშორისო სკოლისა და კონფერენციის ჩატარების მიზნით, შეიქმნას საორგანიზაციო ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით:
ა) ნინო ოკრიბელაშვილი - სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის   რექტორის მოადგილე, საორგანიზაციო ჯგუფის თავმჯდომარე;
ბ) ალექსანდრე შენგელაია - სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო   უნივერსიტეტის   პროფესორი,    ზუსტ   და   საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი, საორგანიზაციო ჯგუფის თავმჯდომარის მოადგილე; 
გ) რამაზ   ხომერიკი   -   სსიპ   -   ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის სახელმწიფო   უნივერსიტეტის      ზუსტ   და   საბუნებისმტყველო   მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, საორგანიზაციო ჯგუფის თავმჯდომარის მოადგილე;
დ) თამარ ჭელიძე - სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი, ასოცირებული პროფესორი, საორგანიზაციო ჯგუფის წევრი;
ე) გიორგი ღვედაშვილი - სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის    სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი, საორგანიზაციო ჯგუფის წევრი;
ვ) ნანა მამაგულიშვილი - სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, საორგანიზაციო ჯგუფის წევრი;
ზ) მანონი ჯოჯუა - სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის       საფინანსო დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი , საორგანიზაციო ჯგუფის წევრი;
თ) ნატო ჩუბინიძე - სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინფორმაცო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი, საორგანიზაციო ჯგუფის წევრი;
ი) არჩილ კუკულავა - სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, საორგანიზაციო ჯგუფის წევრი;
კ) გიორგი ტალახაძე - სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი, საორგანიზაციო ჯგუფის წევრი;
ლ) თამარ ებრალიძე - სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობის დირექტორი, საორგანიზაციო ჯგუფის წევრი.
2. დაევალოს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საფინანსო დეპარტამენტს გახსნას საკონფერენციო შენატანებისათვის    სპეციალური    ანგარიში    და განახორციელოს    ამ მიზნით შემოსული თანხით ღონისძიების ფინანსური უზრუნველყოფა.
3. დაევალოს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს  კონფერენციის სათანადო ტექნიკური აღჭურვილობით უზრუნველყოფა და სკოლა კონფერენციის ვებ-გვერდის მომზადება.
4. დაევალოს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტს კონფერენციის მონაწილეთა მატერიალურ-ტექნიკური და სატრანსპორტო მომსახურების უზრუნველყოფა. 
5. დაევალოს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობას საკონფერენციო მასალების დაბეჭდვის უზრუნველყოფა.
6. დაევალოს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს უზრუნველყოს კონფერენციის სათანადოდ გაშუქება.
7. ბრძანების სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
8. დაევალოს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
9. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

 

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი     ნინო გვენეტაძე
 

View More

Order N: 194/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასისტენტ პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ


„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 34-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 35-ე მუხლის მე-3 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 და მე-11 პუნქტების, 28-ე მუხლის, 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის N 118 დადგენილების - „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ" (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N10; 29. 12. 2014წ), თსუ აკადემიური საბჭოს 2018 წლის 30 აპრილის №113 დადგენილების - „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ პროფესორი, ასისტენტი) აფილირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი №4 14.05.2018წ), „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2022 წლის 7 ივნისის N14/04 ერთობლივი ბრძანების და ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის  დეკანის  რამაზ  ხომერიკის  2022  წლის  29  ივნისის  N15214/28  წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასისტენტ პროფესორების სამსახურში მისაღებად;
2. უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორად 4 (ოთხი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი;
3. კონკურსი გამოცხადდეს 2022 წლის პირველ ივლისს საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2022 წლის 2 აგვისტოდან 2022 წლის 8 აგვისტოს ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2022 წლის პირველი ოქტომბრისა;
4. კონკურსი  გამოცხადდეს  ზუსტ  და  საბუნებისმეტყველო  მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად: 

ქიმიის დეპარტამენტი
კათედრა: მაკრომოლეკულების ქიმია
ასისტენტ პროფესორი – 1 საშტატო ერთეული (კატეგორია „ა“)

ფიზიკის დეპარტამენტი
კათედრა: არაწრფივი მოვლენების ფიზიკა
ასისტენტ პროფესორი – 1 საშტატო ერთეული (კატეგორია „ა“)
კათედრა: კონდენსირებული გარემოს ფიზიკა
ასისტენტ პროფესორი – 1 საშტატო ერთეული (კატეგორია „ბ“)

5. ასისტენტ   პროფესორის   თანამდებობაზე   ასარჩევმა   კანდიდატმა   უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (დადგენილი ფორმის მიხედვით); ბ)კონკურსანტის  ანკეტა,  შევსებული  დადგენილი  ფორმის  მიხედვით  (ანკეტა წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული (CD) სახით, (ფაილის ფორმატი – Word და PDF ფაილების სახით);
გ) პირადობის მოწმობის ასლი;
დ) ცნობა ნასამართლობის შესახებ (,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის    წინააღმდეგ      მიმართული      დანაშაულის      ჩადენისთვის ნასამართლევი     პირი   ან/და   პირი,   რომელსაც   იმავე   კანონის   საფუძველზე სასამართლომ    ჩამოართვა    საგანმანათლებლო    დაწესებულებაში    საქმიანობის უფლება);
ე)შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის  აღიარების  კანონმდებლობით  დადგენილი  წესით  გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ვ)  სამსახურებრივი  გამოცდილების  ამსახველი  კანონმდებლობით  დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა /შრომის წიგნაკის ასლი და სხვა);
ზ) შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი; თ) სამოტივაციო წერილი;
6. ასისტენტ პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატი, კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, ვალდებულია გაეცნოს თსუ აკადემიური საბჭოს 
N113/2018 დადგენილების დანართი 1-ის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებს, წერილობით გამოხატოს თანხმობა მხოლოდ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აფილირების შესახებ (რაც ძალაში შევა მის მიერ შესაბამისი აკადემიური თანამდებობის დაკავებისთანავე) და დაადასტუროს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არ გააჩნია ძალაში მყოფი ანალოგიური ხასიათის დოკუმენტი (ხელშეკრულება, შეთანხმება ან სხვ.) სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან;
7.   საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს   2022 წლის 2 აგვისტოდან 2022 წლის 8 აგვისტოს ჩათვლით 09:00სთ-დან 16:00    სთ-მდე, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში, თბილისი ი. ჭავჭავაძის გამზ. N3 (II კორპუსი) ოთახი N103;
8.   ბრძანება გამოქვეყნდეს „თბილისის უნივერსიტეტის“ელექტრონულ გვერდზე.
9. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
10. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ    ერთეულებს    (საფინანსო    დეპარტამენტი,    შიდა    აუდიტის სამსახური,    პერსონალის     მართვის     დეპარტამენტი,     პუბლიცისტიკისა     და ელექტრონული მედია ცენტრი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი);
11. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

 

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი    ნინო გვენეტაძე
 

View More

Order N: 195/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2022-2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტებისათვის საგანმანათლებლო პროგრამის ენის ცოდნის დადგენის მიზნით გასაუბრების ჩატარების ვადის განსაზღვრის თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 და მე-11 პუნქტებისა და „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების   მიღების წესისა და უცხო ენის ცოდნის განმარტების შესახებ“ თსუ-ს აკადემიური საბჭოს 2014 წლის 9 ივნისის N49/2014 დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული N1 დანართის მე-5 მუხლის 21 პუნქტის საფუძველზე,


ვბრძანებ:


1. განისაზღვროს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2022-2023  სასწავლო  წლის  შემოდგომის  სემესტრისათვის  ერთიანი ეროვნული  გამოცდების/საერთო  სამაგისტრო  გამოცდების  გავლის  გარეშე  სწავლის უფლების    მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტებისათვის    საგანმანათლებლო პროგრამის ენის ცოდნის დადგენის მიზნით გასაუბრების ჩატარების ვადად 2022 წლის 7-8 ივლისი, გასაუბრება ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებში;
2. აღნიშნული გასაუბრების ვიდეოჩანაწერის უზრუნველყოფა დაევალოს სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტს;
3. ბრძანების   უნივერსიტეტის   ოფიციალურ   ვებგვერდზე   განთავსება   დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. ბრძანების  ყველასათვის  ხელმისაწვდომ  ადგილზე  განთავსების  და  შესაბამისი სტრუქტურული    ერთეულებისათვის   გადაცემის  უზრუნველყოფა    დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორის მოვალეობის შემსრულებელი        ნინო გვენეტაძე

View More

Order N: 196/01-01