Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
Order
Date
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო - კვლევით ერთეულში მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალის - მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგების (შემაჯამებელი ოქმი) დამტკიცების შესახებ


,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის   22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 373 მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“,   და ,,პ’’ ქვეპუნქტებისა, მე-9  პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-6 მუხლის მე-17, მე-18 და მე-20 პუნქტების, მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დებულების მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის, მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მიხეილ ნიორაძის 2022 წლის 19 მაისის N11349/10 წერილის   (თან ერთვის ინსტიტუტის საკონკურსო კომისიის 2022 წლის 18 მაისი სხდომის შემაჯამებელი ოქმი N1) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ    სამეცნიერო - კვლევით ერთეულში მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის - მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგები (შემაჯამებელი ოქმი)   და განისაზღვრონ არჩეულად:

ექსპერიმენტული ფიზიკის განყოფილება:

ა) ლალი ახობაძე - მეცნიერი თანამშრომელი (4 წლის ვადით) - 1 საშტატო ერთეული ბ) არჩილ დურგლიშვილი  -  მეცნიერი თანამშრომელი (4 წლის ვადით)  - 1 საშტატო ერთეული
გ)  თამარ ზაქარეიშვილი - მეცნიერი თანამშრომელი (4 წლის ვადით)  - 1 საშტატო ერთეული
დ) გოგიტა პაპალაშვილი - მეცნიერი თანამშრომელი (4 წლის ვადით)  - 1 საშტატო ერთეული

2. დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტმენტს შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება    მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალთან.
3. წინამდებარე ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4.წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ    ერთეულებს   (საფინანსო   დეპარტამენტი,   პერსონალის   მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო- კვლევითი ინსტიტუტი).
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი    გიორგი შარვაშიძე 
 

View More

Order N: 154/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო კვლევით ერთეულის - ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის კავკასიის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტში მეცნიერი თანამშრომლების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 372 მუხლის პირველი და მე-4 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2013 წლის 11 სექტემბრის    N135/ნ    ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9  პუნქტის,  322   მუხლის პირველი, მე-5 და მე-6 პუნქტების, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ“ (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N03; 23.06.2017წ), „სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევითი ერთეულების (ინსტიტუტების) საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2022 წლის 17 მაისის N13/04 ერთობლივი ბრძანების და ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის კავკასიის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტის დირექტორის რევაზ კვატაშიძის 2022 წლის 18 მაისის N11253/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ

1.გამოცხადდეს  კონკურსი  სსიპ-ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის  ალექსანდრე  თვალჭრელიძის  სახელობის კავკასიის მინერალური ნედლეულის  ინსტიტუტში   მეცნიერი თანამშრომლების  სამსახურში მისაღებად;
2.მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე 4 წლის ვადით  შეიძლება აირჩეს  პირი, რომელსაც აქვს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო - კვლევითი საქმიანობის გამოცდილება (რაც გულისხმობს არა მხოლოდ სამეცნიერო-    კვლევით,    უმაღლეს    საგანმანათლებლო    ან    სხვა    პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას, არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც) და გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ 1 რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით;
3. კონკურსი გამოცხადდეს 2022 წლის 20 მაისს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2022 წლის 21 ივნისიდან 27 ივნისის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი დასამტკიცებლად  წარედგინოს თსუ რექტორს არაუგვიანეს 2022  წლის 11  ივლისისა;
4.  მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს პირმა, რომელიც აკმაყოფილებს    უნივერსიტეტის    დამოუკიდებელი    სამეცნიერო-    კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესითა და სამეცნიერო თანამდებობის დაკავების დამატებითი პირობების მე-2 მუხლით განსაზღვრულ     კრიტერიუმებს    საკონკურსოდ    გამოცხადებული    ვაკანსიის პროფილის მიხედვით;
კონკურსანტს ასევე მოეთხოვება (ვაკანსიის პროფილის მიხედვით) სამეცნიერო- კვლევით პროექტებში მონაწილეობა;
5. კონკურსი გამოცხადდეს    ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის კავკასიის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტში მეცნიერი თანამშრომლების სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად:
მყარი სასარგებლო წიაღისეულის სამეცნიერო-კვლევითი განყოფილება:
მეცნიერ თანამშრომელი - 4 საშტატო ერთეული
ენერგეტიკული   რესურსებისა  და  ახალი  ტექნოლოგიების   სამეცნიერო-კვლევითი განყოფილება
მეცნიერ თანამშრომელი - 2 საშტატო  ერთეული
გეოეკოლოგიისა და გამოყენებითი გეოქიმიის სამეცნიერო-კვლევითი განყოფილება
მეცნიერ თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული მეცნიერი  თანამშრომელი - 0.5 საშტატო ერთეული
საინჟინრო-გეოლოგიური,    გეოფიზიკური   და   ჰიდროგეოლოგიური    სამეცნიერო- კვლევითი განყოფილება
მეცნიერ თანამშრომელი - 2 საშტატო ერთეული
მეცნიერი  თანამშრომელი - 0.5 საშტატო ერთეული (ორი)
რეგიონული გეოლოგიისა და კარტირების სამეცნიერო-კვლევითი განყოფილება
მეცნიერ თანამშრომელი - 3 საშტატო ერთეული
მინერალური     ნედლეულის      ეკონომიკისა     და     სტრატეგიული      დაგეგმარებis
სამეცნიერო-კვლევითი განყოფილება
მეცნიერ თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული
სასარგებლო   წიაღისეულის   გამდიდრების   და   ჩამდინარე   წყლების   გაწმენდის სამეცნიერო-კვლევითი განყოფილება
მეცნიერ თანამშრომელი - 2 საშტატო ერთეული
სილიკატებისა     და    საშენი     მასალების     ტექნოლოგიის     სამეცნიერო-კვლევითი განყოფილება
მეცნიერ თანამშრომელი - 4 საშტატო ერთეული 
საგამოცდო ცენტრი  „გეოანალიტიკა“
მეცნიერ თანამშრომელი - 4 საშტატო ერთეული.
6. სამეცნიერო თანამდებობაზე  გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია განსაზღვრული პირობებისა და ვადების დაცვით წარუდგინოს საკონკურსო კომისიას შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე დადგენილი ფორმის მიხედვით (აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილება, დანართი N2 );
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პასპორტი, პირადობის მოწმობა);
გ) ავტობიოგრაფია (CV);
დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი, უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი;
ე)სამეცნიერო საქმიანობის გამოცდილების ამსახველი ინფორმაცია (მათ შორის სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის ჩამონათვალი, თარიღების მითითებით და არსებობის შემთხვევაში სამეცნიერო-კვლევით პროექტებში მონაწილეობის შესახებ); ვ) სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა ან შრომის წიგნაკის ასლი ან სხვ.); ზ) ცნობა ნასამართლეობის შესახებ ("უმაღლესი განათლების შესახებ" 32 მუხლის მე-
2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს ,,სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებული  სქესობრივი  თავისუფლებისა  და  ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართავა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება).
6. საკონკურსო  დოკუმენტების მიღება იწარმოებს  2022 წლის 21 ივნისიდან 27 ივნისის ჩათვლით. 10:00-დან 17:00    საათამდე, თსუ ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის კავკასიის მინერალური ნედლეულის   ინსტიტუტში     მისამართი: ქ. თბილისი. მინდელის ქ. 11,  მე - 4 სართული, ოთახი N 408;
7. ბრძანება გამოქვეყნდეს   გაზეთ   ,,თბილისის უნივერსიტეტის’’ ელექტრონულ გვერდზე.
8. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
9.  წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური,    საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, პუბლიცისტიკისა და ელექტრონული მედია ცენტრი, ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის კავკასიის მინერალური ნედლეულის  ინსტიტუტი).
10.  ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.


რექტორი   გიორგი შარვაშიძე 

View More

Order N: 150/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში – ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში მთავარი მეცნიერი თანამშრომლის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

,,უმაღლესი  განათლების  შესახებ"  საქართველოს  კანონის  22-ე  მუხლის  პირველი  პუნქტის,  372 მუხლის პირველი, მე-2 და მე-5 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 322  მუხლის პირველი,    მე-2 და მე-6 პუნქტების, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 17 ნოემბრის N140/2017 დადგენილების   ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ნაწილში დამტკიცების შესახებ” (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N05; 27.12.2017 წ),“ ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევითი ერთეულების (ინსტიტუტების) საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  თსუ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2022  წლის 6 მაისის N12/04 ერთობლივ ბრძანებისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის  გიორგი ჭეიშვილის  2022 წლის  18 მაისის N11210/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში მთავარი მეცნიერი თანამშრომლის სამსახურში მისაღებად:
2. მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე 10 წლის ვადით აირჩევა პირი, რომელსაც აქვს დოქტორის  ან  მასთან  გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება (რაც გულისხმობს არა მხოლოდ სამეცნიერო-კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო ან სხვა პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას, არამედ   გამოქვეყნებულ   სამეცნიერო   პუბლიკაციებსაც)   და   ბოლო   10   წლის   განმავლობაში

გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ  3 რეიტინგული  სამეცნიერო  პუბლიკაცია  მაინც  სამეცნიერო-კვლევითი  პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით.
3.მთავარი მეცნიერი თანამშრომლის   თანამდებობა (ვადიანი) შეიძლება დაიკავოს პირმა, რომელიც აკმაყოფილებს უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესითა და სამეცნიერო თანამდებობის დაკავების დამატებითი პირობების მე-2 მუხლით განსაზღვრულ კრიტერიუმებს საკონკურსოდ გამოცხადებული ვაკანსიის პროფილის მიხედვით;
4.კონკურსანტს ასევე მოეთხოვება (ვაკანსიის პროფილის მიხედვით): სამი ნაშრომის წარმოდგენა, რომელიც ყველაზე უკეთ ასახავს მის სამეცნიერო პოტენციალს. ნაშრომი შეიძლება წარმოდგენილი იყოს ქართულ, ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ ან რუსულ ენებზე. სხვა შემთხვევაში ნაშრომს უნდა ახლდეს ქართული თარგმანი.
5.კონკურსი  გამოცხადდეს  2022 წლის 23 მაისს საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2022 წლის 24 ივნისიდან 28 ივნისის ჩათვლით, საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი დასამტკიცებლად წარედგინოს თსუ რექტორს არაუგვიანეს 2022 წლის 15 ივლისისა.
6. კონკურსი გამოცხადდეს   ივანე ჯავახიშვილის  სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში მთავარი მეცნიერი თანამშრომლის სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად:

ახალი და უახლესი ისტორიის განყოფილება:

მთავარი მეცნიერი თანამშრომელი – 1 საშტატო ერთეული (10 წლის ვადით)

7. სამეცნიერო თანამდებობებზე (მთავარი მეცნიერი თანამშრომელი) გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია განსაზღვრული პირობებისა და ვადების დაცვით წარუდგინოს საკონკურსო კომისიას შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე დადგენილი ფორმის მიხედვით (აკადემიური საბჭოს 2017 წლის 17 ნოემბრის N140/217 დადგენილება დანართი N2);
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პასპორტი, პირადობისმოწმობა);
გ) ავტობიოგრაფია (CV), სამეცნიერო საქმიანობის გამოცდილების ამსახველი ინფორმაცია (მათ შორის სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის ჩამონათვალი, თარიღების მითითებით, სამეცნიერო ფორუმებში და არსებობის შემთხვევაში, სამეცნიერო-კვლევით პროექტებში მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია). ავტობიოგრაფია წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული (CD) სახით;
დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი, უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი;
ე) სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა/შრომის წიგნაკის ასლი/სხვა);
ვ)ცნობა ნასამართლობის შესახებ („უმაღლესი განათლების შესახებ“ 32 - მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევი პირი ან/დაპირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება).
8. საკონკურსო  დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2022 წლის 24 ივნისიდან  2022 წლის  28 ივნისის
ჩათვლით (შაბათ-კვირის გარდა) 1100-დან 1700 საათამდე ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა 
და ეთნოლოგიის ინსტიტუტის კანცელარიაში (თბილისი, უნივერსიტეტის ქ. N2, კორპუსი 11, თსუ ბიბლიოთეკასთან).
9. ბრძანება  გამოქვეყნდეს   გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტის“  ელექტრონულ გვერდზე.
10. ბრძანების       უნივერსიტეტის       ოფიციალურ       ვებ-გვერდზე       განთავსება       დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
11. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, პუბლიცისტიკისა და ელექტრონული მედია ცენტრი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის );
12. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

რექტორი    გიორგი შარვაშიძე 

View More

Order N: 149/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსის „უკრაინული ენა დამწყებთათვის“ დამტკიცების შესახებ


,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  N135/ნ  ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის   თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების   მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა”, ,,პ" ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის, თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 2022 წლის 17  მაისის N11109/10  და  თსუ უწყვეტი  განათლების  ცენტრის  უფროსის  2022  წლის  17  მაისის N11136/10 წერილების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. დამტკიცდეს  სსიპ  -  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსის „უკრაინული ენა დამწყებთათვის“ (დანართი 1);
2. დაევალოს   უნივერსიტეტის   კანცელარიას   წინამდებარე   ბრძანების   განთავსება   ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე;
3. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების განთავსება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;
4. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

 

რექტორი       გიორგი შარვაშიძე

View More

Order N: 145/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში – პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტში მეცნიერი თანამშრომლების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის   22-ე   მუხლის პირველი პუნქტის, 372  მუხლის პირველი პუნქტის,   მე-4 და მე-5 პუნქტების, საქართველოს განათლებისა   და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, ამავე მუხლის მე-11 პუნქტის, 322   მუხლის პირველი მე-5 და მე-6      პუნქტების, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების - ,,სსიპ - ივანე     ჯავახიშვილის     სახელობის     თბილისის     სახელმწიფო     უნივერსიტეტის დამოუკიდებელი    სამეცნიერო-კვლევითი      ერთეულის      სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი    პირობების        დამტკიცების        შესახებ”        (დამტკიცებულია        თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N03; 23.06.2017წ), "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევითი ერთეულების (ინსტიტუტების) საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2022   წლის 6 მაისის      N12/04 ერთობლივი ბრძანების და პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის დირექტორის   რამაზ აბესაძის  2022 წლის 16 მაისის N10884/10  წერილის  საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტში მეცნიერი თანამშრომლების სამსახურში მისაღებად.

2. მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე 4 წლის ვადით შეიძლება   აირჩეს პირი, რომელსაც აქვს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო - კვლევითი საქმიანობის გამოცდილება (რაც გულისხმობს არა მხოლოდ სამეცნიერო- კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო ან სხვა პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე  მუშაობას,  არამედ  გამოქვეყნებულ  სამეცნიერო  პუბლიკაციებსაც)  და გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ 1 რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია   მაინც   სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით და დამატებით  1  რეიტინგული  პუბლიკაცია.

3. კონკურსი გამოცხადდეს 2022    წლის 20 მაისს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2022 წლის 21 ივნისიდან 2022 წლის 27 ივნისის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი დასამტკიცებლად წარედგინოს თსუ რექტორს არაუგვიანეს 2022 წლის 11 ივლისისა.

4. კონკურსი გამოცხადდეს   პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის   ინსტიტუტში მეცნიერი თანამშრომლების სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად:

მაკროეკონომიკის, მდგრადი  განვითარებისა და ფინანსების  განყოფილება
მეცნიერი თანამშრომელი - 4 საშტატო ერთეული;
ეკონომიკური  თეორიისა  და  ბიზნესის  პრობლემათა  კვლევის  განყოფილება
მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული; საერთაშორისო  ეკონომიკური ურთიერთობების განყოფილება მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული;
5. სამეცნიერო თანამდებობებზე (მეცნიერი თანამშრომლები) გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია განსაზღვრული პირობებისა და ვადების დაცვით წარუდგინოს  საკონკურსო კომისიას  შემდეგი  დოკუმენტაცია:

ა)განცხადება   საკონკურსო   კომისიის   სახელზე   დადგენილი   ფორმის   მიხედვით (აკადემიური საბჭოს  2017  წლის  31 მაისის  N63/2017  დადგენილება, დანართი N2);
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პასპორტი, პირადობის მოწმობა); 
გ)  ავტობიოგრაფია (CV);
დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი, უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი;
ე)    სამეცნიერო საქმიანობის გამოცდილების ამსახველი ინფორმაცია (მათ შორის სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის ჩამონათვალი, თარიღების მითითებით და არსებობის შემთხვევაში სამეცნიერო-კვლევით პროექტებში მონაწილეობის შესახებ);
ვ) სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა ან შრომის წიგნაკის ასლი ან სხვ.);
ვ) ცნობა ნასამართლობის შესახებ ("უმაღლესი განათლების შესახებ" 32 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს ,,სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ  მიმართულ დანაშაულთა ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართავა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება);
6. საკონკურსო  დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2022 წლის  21 ივნისიდან 2022 წლის  27 ივნისის ჩათვლით 10:00-დან 17:00    საათამდე   (შაბათ -კვირის გარდა)   თსუ პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტში. მისამართი:  თბილისი,  გ. ქიქოძის ქ.  N14    პაატა გუგუშვილის  სახელობის  ეკონომიკის   ინსტიტუტი,  II სართული,  ოთახიN10.
7.    ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებ-გვერდზე    განთავსება    დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
8. ბრძანება  განთავსდეს  გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტი“-ს ელექტრონულ  გვერდზე.
9. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, პუბლიცისტიკისა და ელექტრონული მედია ცენტრი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტი).
10.ბრძანება ძალაშია  ხელმოწერისთანავე.


რექტორი      გიორგი შარვაშიძე 
 

View More

Order N: 146/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო კვლევით ერთეულის - მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტში მეცნიერი თანამშრომლის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 372 მუხლის პირველი და მე-4 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9  პუნქტის,  322   მუხლის პირველი, მე-5 და მე-6 პუნქტების, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი  საბჭოს მიერ, ოქმი N03; 23.06.2017წ), "სსიპ-ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევითი ერთეულების (ინსტიტუტების) საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2022 წლის 6 მაისის N12/04 ერთობლივი ბრძანების და მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის დირექტორის ნუგზარ ღლონტის  2022 წლის 16 მაისის N10964/10   წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ

1.გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტში მეცნიერი თანამშრომლის სამსახურში მისაღებად;
2. მეცნიერი თანამშრომლის  თანამდებობაზე   4 წლის ვადით   შეიძლება აირჩეს   პირი, რომელსაც აქვს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო - კვლევითი საქმიანობის გამოცდილება (რაც გულისხმობს არა მხოლოდ სამეცნიერო- კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო ან სხვა პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე  მუშაობას,  არამედ  გამოქვეყნებულ  სამეცნიერო  პუბლიკაციებსაც)  და გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ 1 რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით;
3.კონკურსი   გამოცხადდეს   2022   წლის   19   მაისს.   საკონკურსო   დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2022 წლის 20 ივნისიდან 24 ივნისის ჩათვლით (შაბათ- კვირის გარდა). საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი დასამტკიცებლად წარედგინოს თსუ რექტორს არაუგვიანეს 2022  წლის 15  ივლისისა.
4. კონკურსი გამოცხადდეს   მიხეილ ნოდიას   სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტში მეცნიერი თანამშრომლების  სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად:

გამოყენებითი და ექსპერიმენტალური გეოფიზიკის სექტორი: მეცნიერი თანამშრომელი  (4 წლის ვადით)   - 2  საშტატო ერთეული მეცნიერი თანამშრომელი (4 წლის ვადით)  - 0,5 საშტატო ერთეული
გეოფიზიკური ველების დინამიკისა და გამოთვლითი გეოფიზიკის სექტორი: მეცნიერი თანამშრომელი (4 წლის ვადით)   - 2  საშტატო ერთეული დედამიწის ფიზიკისა და გეომაგნეტიზმის სექტორი:
მეცნიერი თანამშრომელი (4 წლის ვადით)   - 2  საშტატო ერთეული

ატმოსფეროს ფიზიკის სექტორი:

მეცნიერი თანამშრომელი (4 წლის ვადით)   - 1  საშტატო ერთეული მეცნიერი თანამშრომელი (4 წლის ვადით)  - 0,5 (2) საშტატო ერთეული
ზღვისა  და  ატმოსფეროს  გეოფიზიკური  პროცესების  მათემატიკური      მოდელირების სექტორი:

მეცნიერი თანამშრომელი (4 წლის ვადით)   - 1  საშტატო ერთეული

კოსმოსური კვლევის ცენტრი:

მეცნიერი თანამშრომელი (4 წლის ვადით)   - 1  საშტატო ერთეული

ჰიდროგეოფიზიკისა და გეოთერმიის კვლევითი ცენტრი:

მეცნიერი თანამშრომელი (4 წლის ვადით)   - 4  საშტატო ერთეული

დუშეთის გეოფიზიკური ობსერვატორია:

მეცნიერი თანამშრომელი (4 წლის ვადით)   - 1  საშტატო ერთეული

5.სამეცნიერო თანამდებობაზე   გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია განსაზღვრული პირობებისა და ვადების დაცვით წარუდგინოს საკონკურსო კომისიას შემდეგი დოკუმენტაცია: 
ა) განცხადება   საკონკურსო   კომისიის   სახელზე   დადგენილი   ფორმის   მიხედვით (აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილება, დანართი N2 );
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პასპორტი, პირადობის მოწმობა);
გ) ავტობიოგრაფია (CV);
დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი, უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი;
ე)სამეცნიერო საქმიანობის გამოცდილების ამსახველი ინფორმაცია (მათ შორის სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის ჩამონათვალი, თარიღების მითითებით და არსებობის შემთხვევაში სამეცნიერო-კვლევით პროექტებში მონაწილეობის შესახებ);
ვ) სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა ან შრომის წიგნაკის ასლი ან სხვ.);
ზ) ცნობა ნასამართლეობის შესახებ ("უმაღლესი განათლების შესახებ"   32 მუხლის მე-2 პუნქტის    თანახმად,    უმაღლეს    საგანმანათლებლო    დაწესებულებაში    არ    შეიძლება დასაქმდეს ,,სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ  მიმართულ დანაშაულთა ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა    და     ხელშეუხებლობის     წინააღმდეგ     მიმართული     დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართავა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება).
6. საკონკურსო   დოკუმენტების მიღება იწარმოებს   2022 წლის 20 ივნისიდან 24 ივნისის ჩათვლით (შაბათ-კვირის გარდა). 10:00-დან 17:00 საათამდე, თსუ მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტში.   მისამართი:  თბილისი,  მ. ალექსიძის ქ N1  მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტი, II სართული.
7. ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტის’’ ელექტრონულ გვერდზე.
8. nბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებ-გვერდზე    განთავსება    დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
9..წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური,      საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, პუბლიცისტიკისა და ელექტრონული მედია ცენტრი, მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტი).
10. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

რექტორი       გიორგი შარვაშიძე

View More

Order N: 148/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო კვლევით ერთეულის - რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტში - უფროსი მეცნიერი თანამშრომლების და მეცნიერი თანამშრომლების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 372 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა" და "პ" ქვეპუნქტების და მე-9 პუნქტის,  322 მუხლის პირველი,   მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტების, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N03; 23.06.2017წ), "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევითი ერთეულების (ინსტიტუტების) საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის  2022 წლის 6 მაისის N12/04 ერთობლივი ბრძანების და ინსტიტუტის დირექტორის გრიგორ ტატიშვილის 2022 წლის    17 მაისის N11116/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ

1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტში უფროსი მეცნიერი თანამშრომლების და მეცნიერი თანამშრომლების სამსახურში მისაღებად;
2. უფროსი  მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე  7  წლის ვადით შეიძლება აირჩეს პირი, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილება (რაც გულისხმობს არა მხოლოდ სამეცნიერო-კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო ან სხვა პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო      თანამდებობაზე      მუშაობას,      არამედ      გამოქვეყნებულ      სამეცნიერო პუბლიკაციებსაც) და   გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები,  მათ შორის არანაკლებ 2  რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით;

3. უფროსი  მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს პირმა, რომელიც აკმაყოფილებს უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესითა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების მე-2 მუხლით განსაზღვრულ კრიტერიუმებს საკონკურსოდ გამოცხადებული ვაკანსიის პროფილის მიხედვით. კონკურსანტს ასევე მოეთხოვება ვაკანსიის პროფილის მიხედვით მიღებული 1 პატენტი ან 1 სტატია გამოქვეყნებული მაღალრეიტინგულ ჟურნალში ან მონაწილეობა სამეცნიერ- კვლევით პროექტში.

შენიშვნა: მაღალრეიტინგული  გულისხმობს, რომ  შესაბამისი სამეცნიერო პროდუქტი ასახულია ან ტომსონ როიტერის Web of Science - ის ან Scopus-ის ან Google Scholar – ის ბაზაში.

4. მეცნიერი თანამშრომლის  თანამდებობაზე   4 წლის ვადით   შეიძლება აირჩეს   პირი, რომელსაც აქვს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო - კვლევითი საქმიანობის გამოცდილება (რაც გულისხმობს არა მხოლოდ სამეცნიერო- კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო ან სხვა პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას, არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც) და გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ 1 რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით;
5.    კონკურსი   გამოცხადდეს   2022   წლის   19   მაისს.   საკონკურსო   დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2022 წლის 20 ივნისიდან 24 ივნისის ჩათვლით (შაბათ- კვირის გარდა). საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი დასამტკიცებლად წარედგინოს თსუ რექტორს არაუგვიანეს 2022 წლის 15 ივლისისა.

6.კონკურსი გამოცხადდეს რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტში    უფროსი მეცნიერი თანამშრომლის     სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად:

ა)     გიორგი   აგლაძის   სახელობის ელექტროქიმიისა   და   ელექტრომეტალურგიის ლაბორატორია:

უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - (7 წლის ვადით)   1 საშტატო ერთეული

ბ)   ელენე  ნანობაშვილის  სახელობის რადიაციული  ქიმიის   ლაბორატორია:

უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - (7 წლის ვადით) 0,5 საშტატო ერთეული

გ)   ფიზიკური და  ქიმიური ანალიზის ლაბორატორია:

უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - (7 წლის ვადით)  1   საშტატო ერთეული

7.კონკურსი გამოცხადდეს რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტში   მეცნიერი თანამშრომლების   სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად: 

ა)  ფიზიკური და  ქიმიური ანალიზის ლაბორატორია:

მეცნიერი თანამშრომელი - (4 წლის ვადით)  0,5 საშტატო ერთეული
8. სამეცნიერო თანამდებობებზე (უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, მეცნიერი თანამშრომელი) გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია განსაზღვრული პირობებისა და ვადების დაცვით წარუდგინოს საკონკურსო კომისიას შემდეგი დოკუმენტაცია:
ა)განცხადება   საკონკურსო   კომისიის   სახელზე   დადგენილი   ფორმის   მიხედვით (აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილება, დანართი N2 );
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პასპორტი, პირადობის მოწმობა);
გ) ავტობიოგრაფია (CV);
დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი, უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი;
ე)    სამეცნიერო საქმიანობის გამოცდილების ამსახველი ინფორმაცია (მათ შორის სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის ჩამონათვალი, თარიღების მითითებით და არსებობის შემთხვევაში სამეცნიერო-კვლევით პროექტებში მონაწილეობის შესახებ);
ვ) სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა ან შრომის წიგნაკის ასლი ან სხვ.);
ზ) ცნობა ნასამართლეობის შესახებ ("უმაღლესი განათლების შესახებ"    32 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს ,,სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ  მიმართულ დანაშაულთა ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართავა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება).
9. საკონკურსო   დოკუმენტების მიღება იწარმოებს   2022 წლის 20 ივნისიდან 24 ივნისის ჩათვლით (შაბათ-კვირის გარდა). 10:00-დან 17:00    საათამდე რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტში.  მისამართი:  მინდელის ქ. N11. ოთახო N205-ა - რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტი.
10. ბრძანება გამოქვეყნდეს    გაზეთ    ,,თბილისის უნივერსიტეტის’’ ელექტრონულ გვერდზე.

11. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;

12. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ     ერთეულებს     (საფინანსო     დეპარტამენტი,     პერსონალის     მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური,   გაზეთი   ,,თბილისის უნივერსიტეტი’’, საინფორმაციო    ტექნოლოგიების     დეპარტამენტი,     რაფიელ     აგლაძის     სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტში).
13. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე. 


რექტორი      გიორგი შარვაშიძე

View More

Order N: 147/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსის „უკრაინული ენა დამწყებთათვის“ ფასიანი მომსახურებისა და მასწავლებლის ანაზღაურების ტარიფების განსაზღვრის თაობაზე


,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების   მინისტრის   2013   წლის   11   სექტემბრის   №135/ნ   ბრძანებით   დამტკიცებული სსიპ   -ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის,მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და ,,ნ’’ ქვეპუნქტების, სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის ტრენინგკურსის „თანამედროვე მენეჯერის უნარები“-ს დამტკიცების შესახებ რექტორის 2022 წლის 18 მაისის   N145/01-01 ბრძანების და უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსის   2022 წლის 18 მაისის  N11284/10 წერილის  საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსის „უკრაინული ენა დამწყებთათვის“ ერთი კურსის მოცულობა განისაზღვროს 60 საათით; კურსის ღირებულება თითოეული მსმენელისათვის  განისაზღვროს 600 ლარის ოდენობით.
2. სასერტიფიკატო კურსის პოპულარიზაციის მიზნით, კურსზე დარეგისტრირებულ პირველ ათ (10) მსმენელს ერთჯერადად მიეცეთ უფლება ზემოაღნიშნული კურსი გაიარონ უფასოდ, ხოლო ამ შემთხვევაში    ტრენერის   ანაზღაურება   განისაზღვროს   თსუ-სა   და   ტრენერს   შორის   დადებული ხელშეკრულებით.
3. წინამდებარე ბრძანებით გათვალისწინებული სასერტიფიკატო კურსის ტრენერის ანაზღაურება განისაზღვროს ხელშეკრულების შესაბამისად 1 საათი - 40 ლარით (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით).
4.დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების გაცნობა დაინტერესებული პირებისათვის;
5.დაევალოს   საინფორმაციო   ტექნოლოგიების   დეპარტამენტს   ბრძანების   განთავსება   უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე.
6.ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი    ლაშა საღინაძე

View More

Order N: 84/02-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში – ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტში უფროსი მეცნიერი თანამშრომლების და მეცნიერი თანამშრომლის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ


"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის   22-ე   მუხლის პირველი პუნქტის, 372  მუხლის პირველი პუნქტის,   მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტების, საქართველოს განათლებისა   და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, ამავე მუხლის მე-11 პუნქტის, 322  მუხლის პირველი, მე-4, მე-5 და მე-6    პუნქტების, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების - ,,სსიპ -ივანე     ჯავახიშვილის     სახელობის     თბილისის     სახელმწიფო     უნივერსიტეტის დამოუკიდებელი    სამეცნიერო-კვლევითი      ერთეულის      სამეცნიერო      პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი    პირობების        დამტკიცების        შესახებ”        (დამტკიცებულია        თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N03; 23.06.2017წ), "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევითი ერთეულების (ინსტიტუტების) საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2022 წლის 6 მაისის N12/04 ერთობლივი ბრძანების  და  ანდრია  რაზმაძის  სახელობის  მათემატიკის  ინსტიტუტის  დირექტორის ნინო ფარცვანიას  2022 წლის 13 მაისის   N10839/10  წერილის  საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანდრია რაზმაძის სახელობის   მათემატიკის ინსტიტუტში უფროსი მეცნიერი თანამშრომლების და მეცნიერი თანამშრომლის სამსახურში მისაღებად:

2.უფროსი  მეცნიერი  თანამშრომლის  თანამდებობაზე  7  წლის  ვადით  შეიძლება აირჩეს პირი, რომელსაც აქვს დოქტორის   ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო - კვლევითი საქმიანობის გამოცდილება (რაც გულისხმობს არა მხოლოდ სამეცნიერო- კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო ან სხვა პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას, არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც და გამოქვეყნებული  ან  გამოსაქვეყნებლად  მიღებული  სამეცნიერო პუბლიკაციები,  მათ შორის არანაკლებ 2 რეიტინგული სამეცნიერო  პუბლიკაცია  მაინც სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით;

3.მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე 4 წლის ვადით შეიძლება   აირჩეს პირი, რომელსაც აქვს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო - კვლევითი საქმიანობის გამოცდილება (რაც გულისხმობს არა მხოლოდ სამეცნიერო- კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო ან სხვა პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას,  არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც)    და გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ 1 რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით;

4.კონკურსანტებს   2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენულების   მე-3   დანართის მე-8 მუხლის  მე-2  პუნქტის შესაბამისად ასევე მოეთხოვებათ:
ა)  უფროსი  მეცნიერი  თანამშრომლის  თანამდებობის დასაკავებლად -  გამოქვეყნებული უნდა ჰქონდეს 15 რეიტინგული სამეცნიერო სტატია მაინც შესაბამისი პროფილით, მათ შორის 3 მაინც იმპაქტ ფაქტორის მქონე ჟურნალებში.
ბ) მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დასაკავებლად - ამ დაგენილების დანართი N1- ის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტში მოთხოვნილი პუბლიკაციები უნდა იყოს შესაბამისი პროფილით.
5.კონკურსი გამოცხადდეს 2022 წლის 18 მაისს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2022 წლის 20 ივნისიდან 2022 წლის 24 ივნისის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი დასამტკიცებლად წარედგინოს თსუ რექტორს არაუგვიანეს 2022 წლის 11 ივლისისა.


5. კონკურსი გამოცხადდეს   ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის მათემატიკის ინსტიტუტში      უფროსი მეცნიერი თანამშრომლების და მეცნიერი   თანამშრომლის სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად:

ალგებრის განყოფილება

უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 2 საშტატო ერთეული დრეკადიბის მათემატიკური თეორიის განყოფილება: უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული
მათემატიკური ფიზიკის განყოფილება:

უფროსი  მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული

თეორიული ფიზიკის განყოფილება:

უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული

მათემატიკური ანალიზის განყოფილება

მეცნიერი თანამშრომელი -0,5 საშტატო ერთეული

6. სამეცნიერო თანამდებობებზე (უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, მეცნიერი თანამშრომელი)  გამოცხადებულ  კონკურსში  მონაწილეობის  მსურველი  ვალდებულია 
განსაზღვრული პირობებისა და ვადების დაცვით წარუდგინოს საკონკურსო კომისიას შემდეგი დოკუმენტაცია:

ა)განცხადება   საკონკურსო   კომისიის   სახელზე   დადგენილი   ფორმის   მიხედვით (აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილება, დანართი N2);
ბ)პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პასპორტი, პირადობის მოწმობა); 
გ) ავტობიოგრაფია (CV);
დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი, უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი;
ე) სამეცნიერო საქმიანობის გამოცდილების ამსახველი ინფორმაცია (მათ შორის სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის ჩამონათვალი, თარიღების მითითებით და არსებობის შემთხვევაში სამეცნიერო-კვლევით პროექტებში მონაწილეობის შესახებ);
ვ) სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა ან შრომის წიგნაკის ასლი ან სხვ.);
ზ) ცნობა ნასამართლობის შესახებ ("უმაღლესი განათლების შესახებ"     32 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს ,,სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ  მიმართულ დანაშაულთა ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართავა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება).
7. საკონკურსო  დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2022 წლის 20 ივნისიდან  2022 წლის 24 ივნისის ჩათვლით 10:00-დან 17:00 საათამდე თსუ ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტში.  მისამართი:  თბილისი, მერაბ ალექსიძის მე-II შესახვევი N2, თსუ ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის   ინსტიტუტი მე-2 სართული, ოთახიN7.
8. ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებ-გვერდზე    განთავსება    დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
9.ბრძანება  განთავსდეს გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტი“-ს ელექტრონულ გვერდზე.
10.წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, პუბლიცისტიკისა და ელექტრონული მედია ცენტრი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის   ინსტიტუტი);
11. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

რექტორი  გიორგი შარვაშიძე 

View More

Order N: 140/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში – ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში სამეცნიერო პერსონალის - მეცნიერი თანამშრომელების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 372  მუხლის პირველი, მე-4 და მე-5 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის,  მე-8 პუნქტის "ა" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 322   მუხლის პირველი,  მე-5 და მე-6 პუნქტების, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 17  ნოემბრის N140/2017 დადგენილების ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ნაწილში დამტკიცების შესახებ” (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N05; 27.12.2017 წ),“ ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევითი ერთეულების (ინსტიტუტების) საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  თსუ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2022  წლის 6 მაისის N12/04 ერთობლივ ბრძანებისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის გიორგი ჭეიშვილის 2022 წლის 16 მაისის N10883/10 წერილის საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში მეცნიერი თანამშრომლების სამსახურში მისაღებად:
2. მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე 4 წლის ვადით შეიძლება აირჩეს პირი, რომელსაც აქვს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო- კვლევითი  საქმიანობის  გამოცდილება  (რაც  გულისხმობს  არა  მხოლოდ  სამეცნიერო-კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო ან სხვა პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას, არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც) და გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ ერთი   რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო- კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით;
3.მთავარი მეცნიერი თანამშრომლის (უვადო და ვადიანი), უფროსი მეცნიერი თანამშრომლისა და მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს პირმა, რომელიც აკმაყოფილებს უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის    სამეცნიერო   პერსონალის   სამსახურში   მიღების   ერთიანი   წესითა   და სამეცნიერო        თანამდებობის    დაკავების    დამატებითი    პირობების    მე-2     მუხლით განსაზღვრულ კრიტერიუმებს საკონკურსოდ გამოცხადებული ვაკანსიის პროფილის მიხედვით;
4.კონკურსანტს ასევე მოეთხოვება (ვაკანსიის პროფილის მიხედვით): სამი ნაშრომის წარმოდგენა, რომელიც ყველაზე უკეთ ასახავს მის სამეცნიერო პოტენციალს. ნაშრომი შეიძლება წარმოდგენილი იყოს ქართულ, ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ ან რუსულ ენებზე. სხვა შემთხვევაში ნაშრომს უნდა ახლდეს ქართული თარგმანი.
5. კონკურსი გამოცხადდეს 2022 წლის 18 მაისს საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2022 წლის 20 ივნისიდან  22 ივნისის  ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი დასამტკიცებლად წარედგინოს თსუ რექტორს არაუგვიანეს 2022 წლის 11 ივლისისა.
6. კონკურსი გამოცხადდეს  ივანე ჯავახიშვილის  სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში    მეცნიერი თანამშრომლების სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად:

ძველი ქვეყნების ისტორიიის განყოფილება:

მეცნიერი თანამშრომელი – 1 საშტატო ერთეული

შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიისა და წყაროთმცოდნეობის     განყოფილება:

მეცნიერი თანამშრომელი – 3 საშტატო ერთეული ახალი და უახლესი ისტორიის განყოფილება: მეცნიერი თანამშრომელი – 3 საშტატო ერთეული საქართველოს ეთნოლოგიის განყოფილება: მეცნიერი თანამშრომელი – 3 საშტატო ერთეული ანთროპოლოგიური კვლევის ლაბორატორია: მეცნიერი თანამშრომელი – 1 საშტატო ერთეული
7.კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:
ა)  განცხადება  საკონკურსო  კომისიის  სახელზე  დადგენილი  ფორმის  მიხედვით
(აკადემიური საბჭოს 2017 წლის 17 ნოემბრის N140/217 დადგენილება დანართი N2);
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პასპორტი, პირადობისმოწმობა);
გ) ავტობიოგრაფია (CV), სამეცნიერო საქმიანობის გამოცდილების ამსახველი ინფორმაცია (მათ შორის სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის ჩამონათვალი, თარიღების  მითითებით,   სამეცნიერო  ფორუმებში  და  არსებობის  შემთხვევაში, 
სამეცნიერო-კვლევით პროექტებში მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია). ავტობიოგრაფია წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული (CD) სახით;
დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი,  უცხო ქვეყანაში მიღებული  განათლების  ან/და სამეცნიერო ხარისხის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი;
ე) სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა/შრომის წიგნაკის ასლი/სხვა); 
ვ)ცნობა ნასამართლობის შესახებ („უმაღლესი განათლების შესახებ“ 32 - მუხლის მე-2 პუნქტის  თანახმად,  უმაღლეს  საგანმანათლებლო  დაწესებულებაში  არ  შეიძლება დასაქმდეს   „სქესობრივი   თავისუფლებისა   და   ხელშეუხებლობის   წინააღმდეგ მიმართულ      დანაშაულთა      ბრძოლის      შესახებ“       საქართველოს      კანონით გათვალისწინებული      სქესობრივი      თავისუფლებისა      და      ხელშეუხებლობის წინააღმდეგ    მიმართული    დანაშაულის    ჩადენისათვის    ნასამართლევი    პირი ან/დაპირი,   რომელსაც   იმავე   კანონის   საფუძველზე   სასამართლომ   ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება).
8. საკონკურსო  დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2022 წლის 20 ივნისიდან  2022 წლის  22 ივნისის  ჩათვლით 11:00-დან 17:00 საათამდე ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის კანცელარიაში (თბილისი, უნივერსიტეტის ქ. N2, კორპუსი 11, თსუ ბიბლიოთეკასთან).
9. ბრძანება  გამოქვეყნდეს   გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტის“  ელექტრონულ გვერდზე.
10. ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებ-გვერდზე    განთავსება    დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
11. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ    ერთეულებს     (საფინანსო     დეპარტამენტი,     პერსონალის     მართვის დეპარტამენტი,  შიდა აუდიტის სამსახური, პუბლიცისტიკისა  და ელექტრონული მედია ცენტრი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის );
12. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

რექტორი   გიორგი შარვაშიძე
 

View More

Order N: 141/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 34-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 35-ე მუხლის პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული   სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" და "პ" ქვეპუნქტების, 28-ე მუხლის, 29-ე მუხლის პირველი პუნქტის, თსუ აკადემიური საბჭოს   2014 წლის 22 დეკემბრის №118 დადგენილების  - "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ" (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი №10 29.12.2014წ), თსუ აკადემიური საბჭოს   2018 წლის 30 აპრილის №113 დადგენილების - „სსიპ    – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური  პერსონალის (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი, ასისტენტი) აფილირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი №4 14.05.2018წ), „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორისა და  ადმინისტრაციის  ხელმძღვანელის  2022 წლის  14 აპრილის  №10/04 ერთობლივი ბრძანების      და ჰუმანიტარულ      მეცნიერებათა      ფაკულტეტის      დეკანის      ნანა გაფრინდაშვილის 2022 წლის 10 მაისის N10456/27 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის    ჰუმანიტარულ    მეცნიერებათა    ფაკულტეტზე    პროფესორის სამსახურში მისაღებად;
2.უნივერსიტეტის  პროფესორად  10  (ათი)  წლის  ვადით  შეიძლება  არჩეულ  იქნეს დოქტორის   ან   მასთან   გათანაბრებული   აკადემიური   ხარისხის   მქონე   პირი,

რომელსაც აქვს არანაკლებ 6  (ექვსი)  წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;
3.კონკურსი გამოცხადდეს 2022 წლის 17 მაისს, საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2022 წლის 20 ივნისიდან 2022 წლის 27 ივნისამდე საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2022 წლის 25 ივლისისა.
4.კონკურსი გამოცხადდეს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:
კავკასიოლოგიის   სასწავლო–სამეცნიერო ინსტიტუტი კავკასიური ენების კათედრა

პროფესორი - 1 საშტატო ერთეული (კატეგორია „ა“)

პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევმა კანდიდატმა  უნდა   წარმოადგინოს:
ა)  განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (დადგენილი ფორმის მიხედვით);
ბ) კონკურსანტის ანკეტა, შევსებული დადგენილი ფორმის მიხედვით (ანკეტა წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული (CD) სახით, (ფაილის ფორმატი – Word და PDF ფაილების სახით);
გ) პირადობის მოწმობის ასლი;
დ)შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის  აღიარების  კანონმდებლობით  დადგენილი  წესით  გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე) სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა/შრომის წიგნაკის ასლი და სხვ.);
ვ) სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ზ) შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი;
თ) სამეცნიერო კვლევების კონცეფცია.
5.   საკონკურსო   დოკუმენტების მიღება იწარმოებს   2022 წლის 20 ივნისიდან 2022 წლის 27 ივნისამდე 10-დან 17 საათამდე,    ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში, თბილისი ი. ჭავჭავაძის გამზ.  N1 (I კორპუსი) ოთახი N207;
6.   პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი   კანდიდატი, კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით,     ვალდებულია გაეცნოს თსუ აკადემიური საბჭოს N113/2018 დადგენილების    დანართი   1-ის   მე-3   მუხლის   მე-3   პუნქტის   მოთხოვნებს, წერილობით    გამოხატოს  თანხმობა  მხოლოდ  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აფილირების შესახებ (რაც ძალაში შევა მის    მიერ    შესაბამისი    აკადემიური    თანამდებობის    დაკავებისთანავე)    და დაადასტუროს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არ გააჩნია ძალაში მყოფი ანალოგიური ხასიათის დოკუმენტი (ხელშეკრულება, შეთანხმება ან სხვ.) სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან.
7.  ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთში „თბილისის უნივერსიტეტის" ელექტრონულ გვერდზე; 
8.   ბრძანების  უნივერსიტეტის  ოფიციალურ  ვებ-გვერდზე  განთავსება  დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
9.   წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირსა და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, პუბლიცისტიკისა და ელექტრონული მედია ცენტრი);
10.    ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

 

რექტორი   გიორგი შარვაშიძე

View More

Order N: 142/01-01

ოსლოს მეტროპოლიტენის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ საზაფხულო სკოლაში მონაწილოებისთვის გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების და 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლით  და  მობილობის  პროგრამებში  მონაწილეობისათვის  შერჩევის  წესის დამტკიცების შესახებ” უნივერსიტეტის რექტორის 2021 წლის 31 მაისის N15/04 ბრძანებით და ასევე ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ 2021 წლის 22 დეკემბრის N33/04 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის სტუდენტთა შერჩევის წესის მე-4 მუხლის მე-18 - 21-ე პუნქტების და თსუ  საგარეო  ურთიერთობის  დეპარტამენტის  უფროსის  წერილის  (N  10956/10;
16/05/2022) საფუძველზე.

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1.ჩატარდეს     კონკურსი     ოსლოს     მეტროპოლიტენის     უნივერსიტეტის     მიერ ორგანიზებულ საზაფხულო სკოლაში მონაწილეობისთვის თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათის გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევად.
2.კონკურსი ჩატარდეს 2022 წლის 18 მაისს Zoom პლატფორმის საშუალებით.
3. დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) დემეტრე   ეგნატაშვილი,   თსუ   იურიდიული   ფაკულტეტის   დეკანის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე;
ბ) ხათუნა    მარწყვიშვილი,    თსუ    ფსიქოლოგიისა    და    განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
გ) ხათუნა  მაისაშვილი,  თსუ  სოციალურ  და  პოლიტიკურ  მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
დ)ირინა  გველესიანი,  თსუ  ჰუმანიტარულ  მეცნიერებათა  ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
4.დამტკიცდეს კომისიის მდივნად თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი - ნათია კალანდაძე.
5.კომისიას დაევალოს თავისი საქმიანობა წარმართოს მოქმედი კანონმდებლობისა და    ,,სსიპ    -    ივანე    ჯავახიშვილის    სახელობის    თბილისის    სახელმწიფო უნივერსიტეტის    სტუდენტთა     საერთაშორისო     გაცვლით     და     მობილობის პროგრამებში     მონაწილეობისათვის    შერჩევის    წესის    დამტკიცების    შესახებ” უნივერსიტეტის რექტორის 2021 წლის 31 მაისის N15/04 და 22 დეკემბრის 33/04 ბრძანებებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო    უნივერსიტეტის     საერთაშორისო     გაცვლით     და     მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის სტუდენტთა შერჩევის წესის საფუძველზე.
6.ბრძანების  უნივერსიტეტის  ოფიციალურ  ვებ-გვერდზე  განთავსება  დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7.წინამდებარე     ბრძანება     კანონმდებლობით     დადგენილი     წესით     გადაეცეს დაინტერესებულ პირებს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).
8.ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

რექტორი   გიორგი შარვაშიძე 

View More

Order N: 143/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეული კავკასიის ინსტიტუტში სამეცნიერო პერსონალის - მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის შედეგის (შემაჯამებელი ოქმი) დამტკიცების შესახებ


,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 372 მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის    სახელობის     თბილისის     სახელმწიფო     უნივერსიტეტის     წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“, და ,,პ’’ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო- კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N 63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-6 მუხლის მე-17, მე-18 და მე-20 პუნქტების, მე-7 მუხლის, ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეულის კავკასიის   ინსტიტუტის დებულების, მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის, მე-10 მუხლის მე-5 პუნქტის, ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეულის კავკასიის  ინსტიტუტის დირექტორის რევაზ კვატაშიძის 2022 წლის 13 მაისის N 10775/10 წერილის (თან ერთვის   საკონკურსო კომისიის 2022 წლის 11 მაისის  სხდომის შემაჯამებელი ოქმი N 2) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის    ალექსანდრე      თვალჭრელიძის      სახელობის      მინერალური ნედლეულის    კავკასიის    ინსტიტუტში    სამეცნიერო პერსონალის -    მეცნიერი თანამშრომელის       თანამდებობაზე       გამოცხადებული       კონკურსის       შედეგი (შემაჯამებელი ოქმი) და განისაზღვროს არჩეულად
ბიოტექნოლოგიური სამეცნიერო-კვლევითი განყოფილება
აზა რაფავა -  მეცნიერ თანამშრომელი   (4 წლის ვადით)  -  1 საშტატო ერთეული.
2. დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტმენტს შრომითი ხელშეკრულების გაფორმება აზა   რაფავასთან.
3.   წინამდებარე ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4.   წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი,    შიდა    აუდიტის    სამსახური,    ალექსანდრე    თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეული კავკასიის  ინსტიტუტი).
5.   ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

 

რექტორი   გიორგი შარვაშიძე

View More

Order N: 144/01-01

2021/2022 სასწავლო წლისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში პარტნიორი კილის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ


,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის,
54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების და 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-
14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის   და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ერაზმუს მუნდუსის, ტემპუსის და ერაზმუს პლიუსის საერთაშორისო კრედიტ-მობილობის და ინსტიტუციონალური განვითარების პროექტების ინსტიტუციონალური კოორდინატორის წერილის (N 10867/10;13/05/2022) საფუძველზე.

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1.ჩატარდეს კონკურსი 2021/2022 სასწავლო წლისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული      ერაზმუს+   საერთაშორისო   კრედიტ-მობილობის პროგრამის ფარგლებში პარტნიორი კილის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის    მიერ      თბილისის      სახელმწიფო      უნივერსიტეტის ადმინისტრაციული პერსონალისთვის       გამოყოფილი       სტიპენდიის კანდიდატების შესარჩევად.
2.კონკურსი ჩატარდეს 2022 წლის 16 მაისს Zoom პლატფორმის საშუალებით.
3.დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) ნინო ქიმერიძე, თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის აკრედიტაციის, კვლევებისა და შეფასების განყოფილების უფროსი, კომისიის თავმჯდომარე;
ბ) თამარ კბილაძე, თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი, კომისიის წევრი;
გ) მანანა რუსიეშვილი, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, კომისიის წევრი;
4. დამტკიცდეს   კომისიის   მდივნად   თსუ   საგარეო   ურთიერთობათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი - ნათია კალანდაძე.
5.ბრძანების უნივერსიტეტის  ოფიციალურ  ვებ-გვერდზე     განთავსება დაევალოს    საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
6.დამტკიცდეს   კონკურსის   ჩატარებისა   და   კანდიდატთა   შერჩევის   წესი (დანართი №1).
7.წინამდებარე  ბრძანება  კანონმდებლობით  დადგენილი  წესით  გადაეცეს დაინტერესებულ პირებს  და  შესაბამის    სტრუქტურულ  ერთეულებს (საგარეო    ურთიერთობათა         დეპარტამენტი, შიდა  აუდიტის სამსახური,საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).
8. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.


რექტორი  გიორგი შარვაშიძე

View More

Order N: 139/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრში დამკვირვებლების და ტექნიკური მუშაკების შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ზ’’ და "ი" ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ვ’’, ,,ზ’’ და ,,პ” ქვეპუნქტებისდა საგამოცდო ცენტრის უფროსის მ. ჩიღვინაძის 2022 წლის 6 მაისისN10317/10 და 2022 წლის 10 მაისის N10491/10 წერილების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. გამოცხადდეს    კონკურსი    სსიპ-ივანე    ჯავახიშვილის    სახელობის    თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრში დამკვირვებლების (50 ერთეული) და ტექნიკური მუშაკების (15 ერთეული) - შესარჩევად.

2. საგამოცდო ცენტრის დამკვირვებლის და ტექნიკური მუშაკის შრომის ანაზღაურება განისაზღვრება დღეში 25 (ოცდახუთი) ლარის ოდენობით (სამუშაო დრო  9:00 საათიდან 18:00 საათამდე).

3. აპლიკანტი - საგამოცდო ცენტრის დამკვირვებელი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა)ჰქონდეს უმაღლესი განათლება - ბაკალავრი;
ბ) სამუშაო გამოცდილება არ არის სავალდებულო;

აპლიკანტს მოეთხოვება:

ა) ყურადღებიანობა და დეტალებზე ორიენტირებულობა; 
ბ) ოპერატიული მოქმედება;
გ) ერთდოულად სხვადასხვა ამოცანებზე დამოუკიდებლად და ეფექტურად მუშაობა;
დ) გუნდური მუშაობა და ეფექტური კომუნიკაცია;
ე) ფორსმაჟორულ ვითარებაში მუშაობა;
ვ) პუნქტუალურობა და დროის ეფექტიანი მართვა;

4. აპლიკანტს მოეთხოვება საგამოცდო ცენტრის დამკვირვებლის შემდეგი ფუნქციების შესრულება:

ა) საგამოცდო      ფურცლების      დარიგების      უზრუნველყოფა      მასზე განპირობებულ სექტორში;
ბ) სტუდენტებისათვის მათი  უფლება-მოვალეობების გაცნობა; 
გ)  საგამოცდო ბილეთების დარიგება;
დ) გამოცდის    მიმდინარეობის    დაკვირვება    მისთვის    განსაზღვრულ სექტორში;
ე)  სტუდენტების მიერ უფლება-მოვალეობების დაცვის კონტროლი;
ვ) სტუდენტის მიერ დასმულ პროცედურულ და ტექნიკურ შეკითხვებზე პასუხის გაცემა;
ზ)  საგამოცდო ფურცლების ჩაბარება;
თ) საგამოცდო       ნაშრომების       გადაცემა       საგამოცდო       ცენტრის წარმომადგენელისათვის;
5. კონკურსში       მონაწილეობის       მსურველ       აპლიკანტს       საგამოცდო       ცენტრის დამკვირვებელს   მოეთხოვება შემდეგი საბუთების წარმოდგენა:

ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
ბ) CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად; 
გ) უმაღლესი განათლების დიპლომის ასლი;
დ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
ე) ცნობანა სამართლობის შესახებ („უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ემუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობისუფლება), (ცნობის წარმოდგენა დამკვირვებლის პოზიციაზე შერჩევის შემთხვევაში);

6. აპლიკანტი საგამოცდო ცენტრის ტექნიკური მუშაკი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) ჰქონდეს უმაღლესი განათლება - ბაკალავრი; 
ბ) ჰქონდეს მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
გ)  ფლობდეს კომპიუტერულ  პროგრამებს - Microsoft Office; 


7.   აპლიკანტს მოეთხოვება:
ა) ყურადღებიანობა და დეტალებზე ორიენტირებულობა; 
ბ) ოპერატიული მოქმედება;
გ) ერთდოულად სხვადასხვა ამოცანებზე დამოუკიდებლად და ეფექტურად მუშაობა; 
დ) გუნდური მუშაობა და ეფექტური კომუნიკაცია;
ე) ფორსმაჟორულ ვითარებაში მუშაობა;
ვ) პუნქტუალურობა და დროის ეფექტიანი მართვა;

8.   აპლიკანტს   მოეთხოვება   საგამოცდო   ცენტრის   ტექნიკური   მუშაკის   შემდეგი ფუნქციების შესრულება:
ა)  სტუდენტთა შეფასებების ბაზაში ასახვა;
ბ)  აპელაციაზე  შემოსული  განცხადებების  დახარისხება  და  ნაშრომების მოძებნა;
გ) აპელაციაზე მოსული სტუდენტებისთვის ნაშრომების გადაცემა; დ) ნაშრომების აღრიცხვა და შესაბამის ფაკულტეტზე გაგზავნა;
ე)  საგამოცდო  პერიოდის  დამთვრების  შემდეგ  ნაშრომების  ჩალაგება  და დასაწყობება.

9.  კონკურსში  მონაწილეობის  მსურველ  აპლიკანტს - ტექნიკურ მუშაკს მოეთხოვება შემდეგი საბუთების წარმოდგენა:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
ბ) CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად; 
გ) უმაღლესი განათლების დიპლომის ასლი;
დ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
ე) მუშაობის   ამსახველი დოკუმენტის ასლი (ამონაწერი შრომის წიგნაკიდან, ცნობა სამსახურიდან და სხვ.).
ვ) ცნობა ნასამართლობის შესახებ („უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ემუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არშეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულდანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება), (ცნობის წარმოდგენა ტექნიკური მუშაკის პოზიციაზე შერჩევის  შემთხვევაში); 

10. კონკურსში    მონაწილეობის    მსურველი    აპლიკანტის    შერჩევა    განხორციელდეს სააპლიკაციო    პაკეტის   განხილვის   საფუძველზე   საკონკურსო   კომისიის   მიერ. აპლიკანტი, ვის მიერ წარმოდგენილი საბუთებიც დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე შესარჩევ კომისიასთან გაივლიან გასაუბრებას (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ). გასაუბრების შედეგები აპლიკანტს ეცნობება პირადად;

11. სსიპ-ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის   სახელმწიფო   უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრში დამკვირვებლების და ტექნიკური მუშაკების შერჩევის მიზნით შეიქმნას კომისია და დამტკიცდეს კომისიის მუშაობის წესი (დანართი N1);

12. ბრძანებით  მოთხოვნილი  დოკუმენტები  აპლიკანტის  მიერ  გადმოგზავნილ  უნდა იქნეს 2022 წლის 19 მაისიდან 2022 წლის 31 მაისის ჩათვლით 18:00 საათამდე ელექტრონულ   მისამართზე:    vacancy@tsu.ge   სათაურის   ველში   უნდა   მიეთითოს შესაბამისად "საგამოცდო ცენტრის დამკვირვებელი ან ტექნიკური მუშაკი".

13. ბრძანება     სსიპ-ივანე     ჯავახიშვილის     სახელობის     თბილისის     სახელმწიფო უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრში დამკვირვებლების და ტექნიკური მუშაკების - შესარჩევად    კონკურსის    გამოცხადების    შესახებ    განთავსდეს    უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე - www.tsu.ge-ზe და ასევე ინტერნეტ სივრცეში.

14. საკონკურსო  კომისიის  შემაჯამებელი  ოქმი  თსუ  ადმინისტრაციის  ხელმძღვანელს
წარედგინოს არაუგვიანეს 2022 წლის 13 ივნისისა;

15. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე. 


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი     ლაშა საღინაძე

View More

Order N: 82/02-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში – ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტში - მთავარი მეცნიერი თანამშრომლის, უფროსი მეცნიერი თანამშრომლის და მეცნიერი თანამშრომლის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის   22-ე   მუხლის პირველი პუნქტის, 372 მუხლის პირველი პუნქტის,    მე-2, მე-3 მე-4 და მე-5 პუნქტების, საქართველოს განათლებისა   და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 322   მუხლის მე-2,  მე-4,  მე-5 და მე-6  პუნქტების, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების - ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო- კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N03; 23.06.2017 წ), "სსიპ - ივანე    ჯავახიშვილის    სახელობის    თბილისის    სახელმწიფო    უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევითი ერთეულების (ინსტიტუტების) საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2022   წლის 6 მაისის     N12/04 ერთობლივი ბრძანების, ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის  ინსტიტუტის დირექტორის    გელა  გელაშვილის  2022 წლის  10 მაისის  N10468/10  წერილის  საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო   უნივერსიტეტის   ელეფთერ   ანდრონიკაშვილის   სახელობის   ფიზიკის ინსტიტუტში მთავარი მეცნიერი თანამშრომლის, უფროსი მეცნიერი თანამშრომლის და მეცნიერი თანამშრომლის  სამსახურში  მისაღებად:
2. მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე 10 წლის ვადით აირჩევა პირი, რომელსაც აქვს   დოქტორის   ან   მასთან   გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება (რაც გულისხმობს არა მხოლოდ სამეცნიერო-კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო ან სხვა პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას, არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც), და ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ 3 რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით;
3. უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე   7 წლის ვადით აირჩევა პირი, რომელსაც აქვს დოქტორის   ან   მასთან   გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის   გამოცდილება (რაც გულისხმობს არა მხოლოდ სამეცნიერო-კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო ან სხვა პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას, არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც) და   გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ 2 რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით;
4. მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე 4 წლის ვადით აირჩევა პირი, რომელსაც აქვს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო - კვლევითი საქმიანობის გამოცდილება (რაც გულისხმობს არა მხოლოდ სამეცნიერო- კვლევით, უმაღლეს    საგანმანათლებლო   ან   სხვა   პროფილურ   დაწესებულებაში   სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას,  არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც)  და გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ 1 რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით;

5. მთავარი მეცნიერი თანამშრომლის (უვადო და ვადიანი), უფროსი მეცნიერი თანამშრომლის და მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს პირმა, რომელიც აკმაყოფილებს უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესითა და სამეცნიერო თანამდებობის დაკავების დამატებითი პირობების მე-2 მუხლით განსაზღვრულ კრიტერიუმებს საკონკურსოდ გამოცხადებული ვაკანსიის პროფილის მიხედვით.
6. კონკურსი გამოცხადდეს 2022 წლის 13 მაისს საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2022 წლის 14 ივნისიდან   17 ივნისის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი დასამტკიცებლად წარედგინოს თსუ რექტორს არაუგვიანეს 2022 წლის  11 ივლისისა. 
7. კონკურსი გამოცხადდეს    ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტში მთავარი მეცნიერი თანამშრომლის, უფროსი მეცნიერი თანამშრომლის და მეცნიერი თანამშრომლის სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად:

პლაზმის  ფიზიკის განყოფილება
მთავარი მეცნიერი თანამშრომელი - 1  საშტატი ერთეული  (10  წლის  ვადით) 

კონდენსირებლი ფიზიკის განყოფილება
უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთული  (7  წლის ვადით) 

ბიოლოგიური სისტემების  ფიზიკის  განყოფილება
მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული  (4  წლის  ვადით)


8. სამეცნიერო თანამდებობებზე (მთავარი მეცნიერი თანამშრომელი,  უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, მეცნიერი თანამშრომელი) გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია განსაზღვრული პირობებისა და ვადების დაცვით წარუდგინოს საკონკურსო კომისიას შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე დადგენილი ფორმის მიხედვით (აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილება, დანართი N2);
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პასპორტი, პირადობის მოწმობა); 
გ) ავტობიოგრაფია (CV);
დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი, უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი;
ე) სამეცნიერო საქმიანობის გამოცდილების ამსახველი ინფორმაცია (მათ შორის სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის ჩამონათვალი, თარიღების მითითებით და არსებობის შემთხვევაში სამეცნიერო-კვლევით პროექტებში მონაწილეობის შესახებ);
ვ) სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა ან შრომის წიგნაკის ასლი ან სხვ.);
ზ) ცნობა ნასამართლობის შესახებ ("უმაღლესი განათლების შესახებ"   32 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს ,,სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართავა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის  უფლება).

9. საკონკურსო  დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2022 წლის 14 ივნისიდან    2022 წლის
17 ივნისის  ჩათვლით 10:00-დან 17:00 საათამდე თსუ ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტში. მისამართი: თბილისი, თამარაშვილის ქ.N6.  ოთახი N411. 
10. ბრძანება   გამოქვეყნდეს     გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტის“   ელექტრონულ გვერდზე.
11. ბრძანების   უნივერსიტეტის   ოფიციალურ   ვებ-გვერდზე   განთავსება   დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
12.  წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, პუბლიცისტიკისა და ელექტრონული მედია ცენტრი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის  ინსტიტუტი);
13. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

რექტორი  გიორგი შარვაშიძე

View More

Order N: 137/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტში უფროსი მეცნიერი თანამშრომელის შესარჩევად საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ


,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის   22-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N 1-ის მე-4 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების, ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტის დებულების მე-10 მუხლის პირველი პუნქტის და ინსტიტუტის დირექტორის თამარ წუწუნავას 2022 წლის 6 მაისის N10395/10 წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს ოქმი N3 05.05.2022) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.  სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალექსანდრე  ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომლის    თანამდებობაზე   შესარჩევად   დამტკიცდეს   კომისია   შემდეგი შემადგენლობით:
ა)  გურამ  ქუთელია  – ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის   ზუსტ   და   საბუნებისმეტყველო   მეცნიერებათა   ფაკულტეტის გეოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი.
ბ) კარლო აქიმიძე – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი.
გ) მარიამ ახალკაციშვილი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოლოგიის დეპარტამენტის ასისტენტ - პროფესორი.
2. დამტკიცდეს  საკონკურსო  კომისიის  თავმჯდომარედ      გურამ  ქუთელია, საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ კარლო აქიმიძე, მდივნად მარიამ ახალკაციშვილი.
3. დაევალოს საკონკურსო კომისიას უზრუნველყოს კონკურსის ჩატარება სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს    2017    წლის    31    მაისის    N63/2017 დადგენილებით    დამტკიცებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში.
4. დაევალოს     საკონკურსო     კომისიას     დასამტკიცებლად     წარუდგინოს     თსუ რექტორს შემაჯამებელი ოქმი არაუგვიანეს 2022 წლის 31 მაისისა.
5. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (პერსონალის მართვის დეპარტამენტი, საფინანსო დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტი).
6. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ - გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

 

რექტორი   გიორგი შარვაშიძე 
 

View More

Order N: 138/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესიული გადამზადების პროგრამაზე „ლაბორატორიული ჯანმრთელობა და უსაფრთხოება“ აპლიკანტების ჩარიცხვის, მსმენელის სტატუსის მინიჭებისა და ჩარიცხული  მსმენელების სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის  პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის  პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის  პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე  მუხლის   პირველი  ნაწილის,  57-ე  მუხლის,   საქართველოს განათლებისა  და მეცნიერების  მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  №135/ნ ბრძანებით  დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის  - ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა“,  „ბ“  „ო“  და  „პ“  ქვეპუნქტების,  მე-9  პუნქტის,  42-ე  მუხლის   მე-2  პუნქტის, თსუ აკადემიური საბჭოს 2021 წლის 29 ივლისის  N64/2021 დადგენილებით  დამტკიცებული „სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული   საგანმანათლებლო პროგრამის  სასწავლო  პროცესის  მარეგულირებელი წესი“-ის  37-ე მუხლის   მე-2 პუნქტის, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრის  ხელმძღვანელის 2022 წლის 11 მაისის N10627/10 წარდგინების საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. ჩაირიცხონ    პროფესიული    გადამზადების   პროგრამაზე   „ლაბორატორიული ჯანმრთელობა და უსაფრთხოება“ (მე-2 მიღება) აპლიკანტები დანართი №1 (თბილისი) შესაბამისად და მიენიჭოთ  მსმენელის სტატუსი.
2.   წინამდებარე  ბრძანების  პირველი  პუნქტის საფუძველზე   ჩარიცხული   მსმენელების სასწავლო პროცესის ვადა განისაზღვროს  მიმდინარე  წლის 16 მაისიდან  17 ივნისის ჩათვლით.

3. ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ  ვებგვერდზე   განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის    საინფორმაციო  ტექნოლოგიების  დეპარტამენტს პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე.
4.   დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე მაიდენტიფიცირებელი მონაცემების  გარეშე და  გადასცეს  შესაბამის  სტრუქტურულ ერთეულებს.
5.   ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი გიორგი შარვაშიძე

View More

Order N: 133/01-01  

სსიპ  – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ     სამეცნიერო-კვლევით   ერთეულში    -   მიხეილ    ნოდიას    სახელობის გეოფიზიკის    ინსტიტუტში    სამეცნიერო    პერსონალის   -    მეცნიერი    თანამშრომლის თანამდებობაზე  გამოცხადებული  კონკურსის      შედეგის     (შემაჯამებელი  ოქმი) დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის  22-ე მუხლის  პირველი პუნქტის,372 მუხლის  პირველი და მე-4 პუნქტების, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის     სახელობის     თბილისის      სახელმწიფო     უნივერსიტეტის     წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11   სექტემბრის   N135/ნ   ბრძანებით   დამტკიცებული  ივანე   ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“, და ,,პ’’ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის   თბილისის    სახელმწიფო  უნივერსიტეტის   დამოუკიდებელი  სამეცნიერო - კვლევითი ერთეულის  სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების  ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების  დაკავების  დამატებითი პირობების  დამტკიცების  შესახებ” ივანე  ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის  აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის  N63/2017 დადგენილების  დანართი N1-ის მე-6 მუხლის  მე-17, მე-18  და  მე-20  პუნქტების,  მე-7  მუხლის,    მიხეილ   ნოდიას   სახელობის  გეოფიზიკის ინსტიტუტის   დებულების, მე-8  მუხლის   მე-7  პუნქტის,  მე-10  მუხლის   მე-3  და  მე-4 პუნქტების, მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის დირექტორის ნუგზარ ღლონტის 2022 წლის 10 მაისის N10438/10 წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის საკონკურსო კომისიის 2022 წლის 6 მაისის  სხდომის შემაჯამებელი  ოქმი) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის  მიხეილ   ნოდიას   სახელობის   გეოფიზიკის ინსტიტუტის   სამეცნიერო პერსონალის -  მეცნიერი  თანამშრომლის    თანამდებობაზე   გამოცხადებული   კონკურსის შედეგი (შემაჯამებელი  ოქმი) და განისაზღვროს არჩეულად

დედამიწის ფიზიკისა და გეომაგნეტიზმის სექტორი
თამაზ ჩხაიძე - მეცნიერ თანამშრომელი  (4 წლის ვადით)  -  0,5 საშტატო ერთეული

2. დაევალოს პერსონალის მართვის  დეპარტმენტს  შრომითი ხელშეკრულების გაფორმება თამაზ ჩხაიძესთან.
3. წინამდებარე ბრძანების  უნივერსიტეტის  ოფიციალურ ვებ–გვერდზე  განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

4. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს  (საფინანსო დეპარტამენტი,  პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური,  მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტი).

5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი გიორგი შარვაშიძე

View More

Order N: 134/01-01  

პროგრამის ,,სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს” ფარგლებში სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის ან/და დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამაზე ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულ სტუდენტთა ფინანსური წახალისებისათვის   კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმების დადგენისა და ფაკულტეტებზე სახელმწიფო სტიპენდიით დასაფინანსებელი სტუდენტების რაოდენობის განსაზღვრის შესახებ” რექტორის 2022 წლის 03 მაისის N125/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,უმაღლესი    განათლების   შესახებ”    საქართველოს კანონის   22-ე   მუხლის     პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი   ადმინისტრაციული კოდექსის  51-ე მუხლის   პირველი ნაწილის,  52-ე მუხლის   პირველი და მე-3 ნაწილების,  53-ე მუხლის   მე-3 ნაწილის,  54-ე მუხლის    პირველი ნაწილის,  55-ე მუხლის,    56-ე მუხლის    მე-2 და  მე-3 ნაწილების,  57-ე და 63-ე მუხლის,    საქართველოს განათლებისა და  მეცნიერების   მინისტრის 2013  წლის 11  სექტემბრის  №135/ნ  ბრძანებით  დამტკიცებული  საჯარო  სამართლის იურიდიული პირის  – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის   სახელმწიფო  უნივერსიტეტის წესდების   მე-14 მუხლის  პირველი პუნქტის, ამავე მუხლის   მე-8 პუნქტის „ა“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9   პუნქტის,  საქართველოს განათლების,   მეცნიერების,    კულტურისა და   სპორტის მინისტრის 2022 წლის 15 აპრილის N395720 ბრძანებისა და იურიდიული ფაკულტეტის  დეკანის  2022 წლის 06 მაისის     №10344/31-01 კორესპონდენციის, საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.   შევიდეს   ცვლილება  ,,პროგრამის ,,სახელმწიფო სტიპენდიები  სტუდენტებს” ფარგლებში სსიპ  -  ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის ან/და  დიპლომირებული  მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამაზე  ერთიანი  ეროვნული  გამოცდებით ჩარიცხულ სტუდენტთა ფინანსური წახალისებისათვის კანდიდატთა  შერჩევის კრიტერიუმების დადგენისა და ფაკულტეტებზე სახელმწიფო სტიპენდიით დასაფინანსებელი სტუდენტების რაოდენობის განსაზღვრის შესახებ” რექტორის 2022 წლის 03 მაისის N125/01-01 ბრძანებაში და ბრძანების მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4.  ფაკულტეტებმა დასაფინანსებელ სტუდენტთა სია პირადობის მოწმობის ასლისა და ანგარიშის ნომრის  ამონაწერით საქართველოს ბანკიდან (ელექტრონული ვერსია excel ფორმატი) წარმოადგინონ საფინანსო დეპარტამენტში  2022  წლის 20 მაისის ჩათვლით“.

2. დაევალოს კანცელარიას ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება.
3. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ გვერდზე განთავსება.
4. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

რექტორი გიორგი შარვაშიძე

View More

Order N: 135/01-01