Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
Order
Date
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული სტუდენტის შეფასების პროცესის წარმართვის, სწავლის შედეგების მიღწევის დამადასტურებელი დოკუმენტაციის გაფორმების, დასრულებული შეფასების მტკიცებულებების შენახვისა და განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ


,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა“ მე-9 პუნქტის, თსუ პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელის 2022 წლის 14 ივლისის N 16873/10  წარდგინების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. დამტკიცდეს ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული სტუდენტის შეფასების პროცესის წარმართვის, სწავლის შედეგების მიღწევის დამადასტურებელი დოკუმენტაციის გაფორმების, დასრულებული შეფასების მტკიცებულებების შენახვისა და განკარგვის წესი“ (დანართი N1).
3. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებისთვის მიწოდება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი    გიორგი შარვაშიძე                

View More

Order N: 214/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ინსულტის მსოფლიო ორგანიზაციის მე-8 რეგიონული კონფერენციის "თბილისი 2022 ინსულტის პრევენცია, დიაგნოსტიკა და მკურნალობა” ჩატარებისათვის საორგანიზაციო ჯგუფის დამტკიცების შესახებ


,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტისა და სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის - მედიცინის ფაკულტეტის პროფესორის ალექსანდრე ცისკარიძის   2022 წლის 08 ივლისის  N11707/10-02 კორესპონდენციის საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. 2022 წლის 6, 7, 8  ოქტომბერს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ინსულტის მსოფლიო ორგანიზაციის მე-8 რეგიონული კონფერენციის "თბილისი 2022 ინსულტის პრევენცია, დიაგნოსტიკა და მკურნალობა” ჩატარების მიზნით, შეიქმნას საორგანიზაციო ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით:
ა) გიორგი შარვაშიძე - სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  რექტორი, საორგანიზაციო ჯგუფის თავმჯდომარე; 
ბ) ალექსანდრე ცისკარიძე - სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის      პროფესორი, საორგანიზაციო ჯგუფის თანა - თავმჯდომარე;
გ) ნინო ოკრიბელაშვილი - სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე, საორგანიზაციო ჯგუფის თავმჯდომარის მოადგიელე;
დ) დიმიტრი კორძაია - სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, საორგანიზაციო ჯგუფის თავმჯდომარის მოადგილე;
ე) იოსებ ბურდულაძე - საქართველოს ინსულტის ასოციაცია, საორგანიზაციო ჯგუფის წევრი;
ვ) რომან   შაქარაშვილი   -   აკადემიკოსი,   პეტრე   სარაჯიშვილის   სახელობის ნევროლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, საორგანიზაციო ჯგუფის წევრი;
ზ) ზურაბ   ნადარეიშვილი   -   ვირგინიის   ინსულტის   ცენტრის   სამედიცინო დირექტორი, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტი (აშშ), საორგანიზაციო ჯგუფის წევრი;
თ) ზაალ კოკაია - ლუნდის უნივერსიტეტის პროფესორი (შვედეთი), საორგანიზაციო ჯგუფის წევრი;
ი) ზაზა ხაჭიპერაძე - სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი სპეციალისტი, საორგანიზაციო ჯგუფის წევრი;
კ) ლელა კვინიკაძე - სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი, საორგანიზაციო ჯგუფის წევრი;
ლ) დენიელ ჰენლი - ტვინის დაზიანებათა ცენტრის დირექტორი, ნევროლოგიის დეპარტამენტი,    ჯონს      ჰოპკინსის      უნივერსიტეტი,      ბალტიმორი      (აშშ), საორგანიზაციო ჯგუფის წევრი;
მ) ნატან ბორნსტეინი - ტვინის შემსწავლელი განყოფილების დირექტორი, შაარ ზედეკის საუნივერსიტეტო კლინიკა, იერუსალიმი (ისრაელი), საორგანიზაციო ჯგუფის წევრი;
ნ) დევიდ ლიბესკინდი - ინსულტის ცენტრის დირექტორი, ნევროლოგიის დეპარტამენტი, კალიფორნიის უნივერსიტეტი (აშშ), საორგანიზაციო ჯგუფის წევრი;
ო) იური ფლომინი - ინსულტისა და ნეორეაბილიტაციის განყოფილების უფროსი, უნივერსალური კლინიკა „ობერეგ“ (უკრაინა), საორგანიზაციო ჯგუფის წევრი;
პ) გიორგი ღვედაშვილი - სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი, საორგანიზაციო ჯგუფის წევრი;
ჟ) ნანა მამაგულიშვილი - სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, საორგანიზაციო ჯგუფის წევრი;
რ) მანონი ჯოჯუა - სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საფინანსო დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, საორგანიზაციო ჯგუფის წევრი; 
ს) ნატო ჩუბინიძე - სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინფორმაცო ტექნოლოგიების დეპარტამენტის  უფროსი, საორგანიზაციო ჯგუფის წევრი;
ტ) არჩილ კუკულავა - სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, საორგანიზაციო ჯგუფის წევრი;
უ) გიორგი ტალახაძე - სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო    უნივერსიტეტის       მატერიალური       რესურსების       მართვის დეპარტამენტის უფროსი, საორგანიზაციო ჯგუფის წევრი;
2. დაევალოს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს  კონფერენციის სათანადო ტექნიკური აღჭურვილობით უზრუნველყოფა და კონფერენციის ვებ- გვერდის მომზადება.
3. დაევალოს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მატერიალური რესურსების  მართვის დეპარტამენტს კონფერენციის მონაწილეთა მატერიალურ-ტექნიკური და სატრანსპორტო მომსახურების უზრუნველყოფა.
4. დაევალოს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს უზრუნველყოს კონფერენციის სათანადოდ გაშუქება.
5. ბრძანების სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
6. დაევალოს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
7. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

 

რექტორი  გიორგი შარვაშიძე

View More

Order N: 215/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის სამეურნეო განყოფილების ადმინისტრსტორის შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ


,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ზ’’ და "ი" ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ვ’’, ,,ზ’’ და ,,პ” ქვეპუნქტების და მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის   უფროსის გიორგი ტალახაძის   2022 წლის 12 ივლისის   N 16602/10 წერილის საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის სამეურნეო განყოფილების ადმინისტრატორის  შესარჩევად.
2. მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის სამეურნეო განყოფილების ადმინისტრატორის    ანაზღაურება განისაზღვრება თვეში 1000 ლარით (საშემოსავლო და საპენსიო ანარიცხების ჩათვლით).
3. აპლიკანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: 
ა) ჰქონდეს ზოგადი საშუალო განათლება;
ბ) მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება (სასურველია სამეურნეო სფეროში); 
გ) ფლობდეს საოფისე კომპიუტერულ პროგრამებს  (Word, Excel) ;
4. აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი პიროვნული თვისებები :
ა) მაღალი    პასუხისმგებლობის    გრძნობა,    მოწესრიგებულობა,    დეტალებზე ორიენტირებულობა;
ბ) დატვირთული რეჟიმით მუშაობის უნარი; 
გ) დროის ეფექტურად დაგეგმვის უნარი;
დ) გუნდური მუშაობის უნარი;
ე) წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
ვ) სტრესულ და კონფლიქტურ სიტუაციაში მუშაობის უნარი.
5. მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის სამეურნეო განყოფილების ადმინისტრატორის პოზიციაზე შერჩეულ სპეციალისტს მოეთხოვება შემდეგი ვალდებულებების შეასრულება:
ა) უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის კორპუსში და მის პერიმეტრზე სანიტარულ - ჰიგიენური პირობების დაცვის უზრუნველყოფა.
ბ) კორპუსში განთავსებული მატერიალური ფასეულობების დაცვა - შენახვაზე და მოძრაობაზე კონტროლის განხორციელება.
გ) გახარჯული  მასალების  დადგენილი  წესის  შესაბამისად  დოკუმენტაციის მომზადება.
დ) ხელმძღვანელის მიმდინარე დავალებების შესრულება.
6. კონკურსში მონაწილეობის მსურველ აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი საბუთების წარმოდგენა:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
ბ) CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად; გ)  განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
ე) ცნობა ნასამართლობის შესახებ („უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობისუფლება) - ცნობის წარმოდგენა ადმინისტრატორის პოზიციაზე შერჩევის შემთხვევაში;
7. კონკურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტის შერჩევა განხორციელდეს სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე საკონკურსო კომისიის მიერ. აპლიკანტები, ვის მიერ წარმოდგენილი საბუთებიც დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს,    წინასწარი   შეტყობინების   საფუძველზე   შესარჩევ   კომისიასთან გაივლიან გასაუბრებას (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ). გასაუბრების შედეგები აპლიკანტებს ეცნობებათ პირადად;
8.  სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის სამეურნეო განყოფილების ადმინისტრატორის შერჩევის მიზნით შეიქმნას კომისია (დანართი N1) და დამტკიცდეს კომისიის მუშაობის წესი (დანართი N2);
9.   ბრძანებით მოთხოვნილი დოკუმენტები აპლიკანტის მიერ გადმოგზავნილ უნდა იქნეს 2022 წლის 21 ივლისიდან 2022 წლის 26 ივლისის ჩათვლით 18:00 საათამდე ელექტრონულ  მისამართზე:  vacancy@tsu.ge  სათაურის  ველში  უნდა  მიეთითოს 
„მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის სამეურნეო განყოფილების ადმინისტრატორი“.
10. ბრძანება    სსიპ-ივანე    ჯავახიშვილის    სახელობის    თბილისის    სახელმწიფო უნივერსიტეტის მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის სამეურნეო განყოფილების ადმინისტრსტორის შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე - www.tsu.ge-ზე და ასევე ინტერნეტ სივრცეში.
11. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარედგინოს არაუგვიანეს 2022 წლის პირველი აგვისტოსი;
12. ბრძანების  უნივერსიტეტის  ოფიციალურ  ვებ-გვერდზე  განთავსება  დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
13. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი,    პუბლიცისტიკისა     და     ელექტრონული     მედია     ცენტრი, მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტი).
14. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი     ლაშა საღინაძე

View More

Order N: 133/02-01

„სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის აბიტურიენტთა მოსამზადებელ განყოფილებაში 2022-2023 სასწავლო წელს ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის ცალკეულ საგნებში მომზადების წლიური საფასურისა და მასწავლებელთა ანაზღაურების ტარიფების განსაზღვრის შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2022 წლის 01ივლისის N121/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ


,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3  ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის,  54-ე მუხლის პირველი  ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული  პირის  − ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და ,,ნ’’ ქვეპუნქტების, თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის  2022 წლის 01 ივლისის N121/02-01 „სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების   ცენტრის აბიტურიენტთა მოსამზადებელ განყოფილებაში   2022-2023 სასწავლო წელს ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის ცალკეულ საგნებში მომზადების წლიური საფასურისა და მასწავლებელთა ანაზღაურების ტარიფების განსაზღვრის შესახებ“    ბრძანებისა და უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსის  2022 წლის 14 ივლისის  N16797/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.  შევიდეს    ცვლილება    „სსიპ    ივანე    ჯავახიშვილის    სახელობის    თბილისის    სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების  ცენტრის აბიტურიენტთა მოსამზადებელ განყოფილებაში
2022-2023 სასწავლო წელს ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის ცალკეულ საგნებში მომზადების წლიური საფასურისა და მასწავლებელთა ანაზღაურების ტარიფების განსაზღვრის შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2022 წლის 01 ივლისის N121/02-01 ბრძანების მე-4 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტში და  ამ ბრძანების მე-4 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:

„ „თ“. თსუ-ის   თანამშრომლების     და   მათი   შვილებისათვის თითოეულ საგანში მომზადების სრული ღირებულება განისაზღვოს 1100 ლარის  50%-ის ოდენობით;“

2.  დაევალოს  უნივერსიტეტის  კანცელარიას  წინამდებარე  ბრძანების  გაცნობა  დაინტერესებული პირებისათვის;
3.  დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების განთავსება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;
4.  ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

 

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი      ლაშა საღინაძე
 

View More

Order N: 132/02-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2022- 2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში „შპს სასწავლო უნივერსიტეტ მილენიუმის“ სტუდენტების რიგგარეშე მობილობისათვის ვაკანტური ადგილების, ვადებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს  განათლებისა  და  მეცნიერების  მინისტრის  2010  წლის  4  თებერვლის „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ №10/ნ ბრძანების  №1 დანართის მე-5 მუხლის 11 პუნქტის და მე-51 მუხლის მე-3 პუნქტის „ა-გ“ სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2022 წლის 1 ივლისის N745910 კორესპონდენციის   საფუძველზე,   სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსის 2022 წლის 5 ივლისის 1.1/66 ბრძანების, ეკონომიკისა და ბიზნესის, მედიცინისა და  იურიდიული ფაკულტეტებისაგან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე,

 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.  განისაზღვროს  „შპს სასწავლო უნივერსიტეტ მილენიუმის“  სტუდენტების  რიგგარეშე მობილობისათვის სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამებზე 2022-2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში  ვაკანტური ადგილები:
 

N     საფეხური                           საგანმანათლებლო ერთეული       საგანმანათლებლო პროგრამა         ადგილების რაოდენობა

1.ბაკალავრიატი                             ეკონომიკისა და ბიზნესის                ბიზნესის ადმინისტრირება               40

2.ბაკალავრიატი                            ეკონომიკისა და ბიზნესის                ტურიზმი                                             20

3.ბაკალავრიატი                            იურიდიული                                     სამართალი                                          50

4.ერთსაფეხურიანი                       სამედიცინო                                        მედიცინა    სტომატოლოგია (ინგლისურენოვანი)    ჯამში: 76 ვაკანტური ადგილი. (წინაპირობა: 1-2 სემესტრი 8 სტუდენტი;

3-4 სემესტრი 8 სტუდენტი;

5-6 სემესტრი 20 სტუდენტი;

7-8 სემესტრი 20 სტუდენტი;

9-10 სემესტრი 20 სტუდენტი.

იმ შემთხვევაში, თუ მსურველთა რაოდენობა გადააჭარბებს მითითებულ კვოტას/კვოტებს დაინიშნება გასაუბრება და კანდიდატები შერჩეული იქნებიან მითითებული კვოტის ფარგლებში)

 

2.განისაზღვროს   2022-2023   სასწავლო   წლის   შემოდგომის   სემესტრის   რიგგარეშე მობილობის ვადები:

ა) დოკუმენტაციის მიღება - 1-3 აგვისტო;
ბ) უნივერსიტეტში  გადმოსვლის  მსურველ  სტუდენტთა  კრედიტების   აღიარება  -  4-8 აგვისტო;
გ) სტუდენტთათვის აღიარებული კრედიტების გაცნობა და ხელშეკრულების გაფორმება - 9-10 აგვისტო;
დ) საგანმანათლებლო      ერთეულების      მიერ      სასწავლო      პროცესის      მართვის დეპარტამენტისათვის ჩასარიცხ პირთა სიის წარდგენა - 11 აგვისტო;
ე) ჩასარიცხ  პირთა  შესახებ  ბრძანების  პროექტის  მომზადება  და  წარდგენა   სსიპ  - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში - 11-12 აგვისტო;

3.  განისაზღვროს  წარმოსადგენი  დოკუმენტების  ნუსხა  (უმაღლესი  საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ სათანადო წესით დამოწმებული):

ა) განცხადება;
ბ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; 
გ) პირადობის მოწმობის ასლი; 
დ) წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე) სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის ასლი; 
ვ) სტუდენტის სასწავლო ბარათი;
ზ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი  დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

4. ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე    განთავსება    დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
5. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
6. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

 

რექტორი     გიორგი შარვაშიძე 
 

View More

Order N: 210/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო -კვლევითი ერთეულის - ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალის - მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის შედეგის (შემაჯამებელი ოქმი) დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 373 მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“    ქვეპუნქტებისა  და  მე-9 პუნქტის,  ,,სსიპ  -  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის  დამოუკიდებელი  სამეცნიერო-კვლევითი  ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-6 მუხლის მე-16, მე-17, მე-18 და მე-20 პუნქტების,  ანდრია რაზმაძის      სახელობის  მათემატიკის  ინსტიტუტის დებულების  მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის, მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის, სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2022 წლის 7 ივნისის N14/04 ერთობლივი ბრძანების,   ანდრია რაზმაძის სახელობის   მათემატიკის   ინსტიტუტის დირექტორის   ნინო ფარცვანიას 2022 წლის 8 ივლისის N16305/10 წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის საკონკურსო კომისიის  2022 წლის 8 ივლისის   სხდომის შემაჯამებელი ოქმი N1) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1.დამტკიცდეს    სსიპ-ივანე    ჯავახიშვილის    სახელობის    თბილისის    სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის - ანდრია რაზმაძის სახელობის  მათემატიკის ინსტიტუტის მთავარი   მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის შედეგი (შემაჯამებელი ოქმი) და განისაზღვროს არჩეულად:

გეომეტრია-ტოპოლოგიის განყოფილება

ა) თეიმურაზ ფირაშვილი - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი 0,5 საშტატო ერთეული (10 წლის ვადით).

2.დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტმენტს თეიმურაზ ფირაშვილთან შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება;
3. წინამდებარე ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებ-გვერდზე    განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
4.წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტი,  საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი);
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე

 

რექტორი   გიორგი შარვაშიძე

View More

Order N: 211/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო კვლევით ერთეულში - ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალის - მეცნიერი თანამშრომლების თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგების (შემაჯამებელი ოქმი) დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 373 მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“    ქვეპუნქტებისა  და  მე-9 პუნქტის,  ,,სსიპ  -  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის  დამოუკიდებელი  სამეცნიერო-კვლევითი  ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-6 მუხლის მე-16, მე-17, მე-18 და მე-20 პუნქტების, ივანე ჯავახიშვილი სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის დებულების მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის, მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის, სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2022 წლის 7 ივნისის    N14/04 ერთობლივი ბრძანებისა და საკონკურსო კომისიის თავჯდომარის ლევან გორდეზიანის  2022 წლის 12 ივლისის N11851/10- 02 წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის საკონკურსო კომისიის 2022 წლის 5 ივლისის სხდომის შემაჯამებელი ოქმი N3) საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. დამტკიცდეს   სსიპ   -   ივანე      ჯავახიშვილის   სახელობის      თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო კვლევით ერთეულში - ივანე ჯავახიშვილი სახელობის  ისტორიისა  და  ე
მეცნიერი   თანამშრომლების   თანამდებობებზე   გამოცხადებული   კონკურსის   შედეგები (შემაჯამებელი ოქმი)  და განისაზღვრონ არჩეულად:

ძველი ქვეყნების ისტორიის განყოფილება
ა) ნანა ბახსოლიანი -  მეცნიერი თანამშრომელი    1 საშტატო ერთეული ( 4 წლის ვადით)

ანთროპოლოგიური კვლევის ლაბორაორია
ა) შორენა ლალიაშვილი - მეცნიერი თანამშრომელი    1 საშტატო ერთეული ( 4 წლის ვადით)

საქართველოს ეთნოლოგიის განყოფილება
ა) გიორგი მამარდაშვილი - მეცნიერი თანამშრომელი    1 საშტატო ერთეული ( 4 წლის ვადით)
ბ) ლელა ნებიერიძე - მეცნიერი თანამშრომელი    1 საშტატო ერთეული ( 4 წლის ვადით) გ) თეა ქამუშაძე - მეცნიერი თანამშრომელი    1 საშტატო ერთეული ( 4 წლის ვადით)

შუა საუკუნეების ისტორიისა და წყაროთმცოდნეობის განყოფილება
ა) პაპუნა გაბისონია  - მეცნიერი თანამშრომელი    1 საშტატო ერთეული ( 4 წლის ვადით)
ბ) სოფიო ქადაგიშვილი -მეცნიერი თანამშრომელი   1 საშტატო ერთეული ( 4 წლის ვადით) გ) ზურაბ თარგამაძე -  მეცნიერი თანამშრომელი    1 საშტატო ერთეული ( 4 წლის ვადით)

ახალი და უახლესი ისტორიის განყოფილება
ა) ირინა არაბიძე - მეცნიერი თანამშრომელი    1 საშტატო ერთეული ( 4 წლის ვადით) ბ) ნატო სონღულაშვილი - მეცნიერი თანამშრომელი    1 საშტატო ერთეული ( 4 წლის ვადით)
გ) მზია  ტყავაშვილი - მეცნიერი თანამშრომელი    1 საშტატო ერთეული ( 4 წლის ვადით)


2. კონკურსის  შედეგები ძალაში შევიდეს  2022 წლის 12 ივლისიდან
3. დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტამენტს შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება სამეცნიერო პერსონალთან;
4. წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ  ვებ-გვერდზე  განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
5. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, ივანე ჯავახიშვილი სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი,  საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი);
6. ბრძანება ძალაშია  გამოცემისთანავე.

 

რექტორი   გიორგი შარვაშიძე 

View More

Order N: 212/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეულის კავკასიის ინსტიტუტში სამეცნიერო პერსონალის - მეცნიერი თანამშრომლი - თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგების (შემაჯამებელი ოქმი) დამტკიცების შესახებ


,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 373  მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“, ,,პ“ და "ზ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-6 მუხლის მე-17, მე-18 და მე-20 პუნქტების, ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეულის კავკასიის ინსტიტუტის დებულების მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის, მე-10 მუხლის, „სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2022 წლის 7 ივნისის 14/04 ერთობლივი ბრძანების და ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეულის კავკასიის ინსტიტუტის დირექტორის რევაზ კვატაშიძის   2022 წლის   8 ივლისის  N16298/10 წერილის (თან ერთვის  საკონკურსო კომისიის 2022 წლის 7 ივლისის სხდომის შემაჯამებელი ოქმი N4)  საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. დამტკიცდეს   სსიპ   -   ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეულის კავკასიის     ინსტიტუტის    სამეცნიერო   პერსონალის   -   მეცნიერი   თანამშრომლის თანამდებობებზე  გამოცხადებული  კონკურსის  შედეგები  (შემაჯამებელი  ოქმი)  და განისაზღვრონ არჩეულად ქვემოჩამოთვლილი პირები შემდეგი შემადგენლობით:

მყარი სასარგებლო წიაღისეულის სამეცნიერო-კვლევითი განყოფილება:
1) მირიან მაქაძე - მეცნიერი  თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული
2) ნანა აზარიაშვილი - მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული
3) მურად ტყემალაძე - მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული
4).გიორგი მინდიაშვილი - მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული

გეოეკოლოგიისა და გამოყენებითი გეოქიმიის სამეცნიერო-კვლევითი განყოფილება
1) ვიოლეტა კირაკოსიანი - მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული
2) ნინო ხუნდაძე - მეცნიერი თანამშრომელი - 0.5 საშტატო ერთეული

საინჟინრო-გეოლოგიური,    გეოფიზიკური   და   ჰიდროგეოლოგიური    სამეცნიერო- კვლევითი განყოფილება
1) ნოდარ ფალავანდიშვილი - მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული
2) ლია ზუბაშვილი - მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული
3) ანზორი მესხია - მეცნიერი თანამშრომელი - 0.5 საშტატო ერთეული
4) ნესტორ კაცაძე - მეცნიერი თანამშრომელი - 0.5 საშტატო ერთეული

რეგიონული გეოლოგიისა და კარტირების სამეცნიერო-კვლევითი განყოფილება
1) ვაჟა  ნადირაძე - მეცნიერ თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული
2) ნელი ოდიკაძე - მეცნიერ თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული
3) მაია აფხაზავა - მეცნიერ თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული

მინერალური     ნედლეულის     ეკონომიკისა     და     სტრატეგიული     დაგეგმარების სამეცნიერო კვლევითი განყოფილება
1) იური ნოზაძე - მეცნიერ თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული

სასარგებლო   წიაღისეულის   გამდიდრების   და   ჩამდინარე   წყლების   გაწმენდის სამეცნიერო-კვლევითი განყოფილება
1) ეკატერინე უკლება - მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული
2) თეიმურაზ რუხაძე - მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული

სილიკატებისა     და    საშენი     მასალების     ტექნოლოგიის     სამეცნიერო-კვლევითი განყოფილება
1) იზოლდა ქამუშაძე - მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული
2) ვერა მაისურაძე - მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული
3) ლამარა გაბუნია - მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული
4) ევგენი ხუჭუა - მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული

საგამოცდო ცენტრი  „გეოანალიტიკა“
1) რუსუდანი სურგულაძე - მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული
2) ნონა ჯანაშვილი - მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული
3) სოფო ჯალაღანია - მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული
4) მაია ბროკიშვილი - მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული

2. კონკურსის შედეგები ძალაში შევიდეს 2022 წლის 12 ივლისიდან. 
3. დაევალოს   პერსონალის   მართვის   დეპარტმენტს   შრომითი   ხელშეკრულებების გაფორმება ალექსანდრე თვალჭტრლიძის   სახელობის მინერალური ნედლეულის კავკასიის ინსტიტუტის  სამეცნიერო პერსონალთან.
4. წინამდებარე  ბრძანების  უნივერსიტეტის  ოფიციალურ  ვებ  -  გვერდზე  განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
5. წინამდებარე  ბრძანება  კანონმდებლობით  დადგენილი  წესით  გადაეცეს  შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეულის კავკასიის ინსტიტუტი).
6. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

 

რექტორი       გიორგი შარვაშიძე 
 

View More

Order N: 213/01-01

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2018 წლის 24 ოქტომბრის N283/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


,,უმაღლესი  განათლების  შესახებ’’  საქართველოს  კანონის  23-ე  მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის და თსუ ენების შემსწავლელი ცენტრის უფროსის რუსუდან დოლიძის 2022 წლის 12 ივლისის N16557/10 კორესპონდენციის საფუძველზე,

 

ვბრძანებ:


1. შევიდეს ცვლილება ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2018 წლის 24 ოქტომბრის N283/02-01 ბრძანებაში და აღნიშნული ბრძანებით დამტკიცებული დანართი N1-ის 39-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. ქეთევან ლორთქიფანიძე - ენების შემსწავლელი ცენტრის უფროსის მოადგილე, ცენტრში არსებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი.“.
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

 

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი         ლაშა საღინაძე

View More

Order N: 128/02-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში -ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომლების თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგების (შემაჯამებელი ოქმი) დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის  22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 373 მუხლის პირველი  პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“  ქვეპუნქტების და  მე-9  პუნქტის,  ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-6 მუხლის მე-17, მე-18 და მე-20 პუნქტების, ელეფთერ ანდრონიკაშვილის  სახელობის ფიზიკის    ინსტიტუტის დებულების მე-9 მუხლის მე-7 პუნქტის, მე-11 მუხლის მე-5 პუნქტის, სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2022 წლის 7 ივნისის N14/04 ერთობლივი ბრძანებისა და ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტტუტის დირექტორის  გელა გელაშვილის  2022 წლის 7 ივლისის N16206/010 წერილის   (თან ერთვის ინსტიტუტის საკონკურსო კომისიის 2022 წლის 6 ივლისის    სხდომის შემაჯამებელი ოქმი) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. დამტკიცდეს სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის - ელეფთერ ანდრონიკაშვილის  სახელობის ფიზიკის  ინსტიტუტის    მეცნიერი თანამშრომლების თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგი (შემაჯამებელი ოქმი) და განისაზღვრონ არჩეულად:

კონდენსირებული გარემოს ფიზიკის განყოფილება
ა) გეგეჭკორი ტატიანა - მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული (4 წლის ვადით) 
ბ) დონაძე გიორგი - მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული (4 წლის ვადით)
გ) ზედგინიძე თინათინ - მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული (4 წლის ვადით)
დ) თავხელიძე ვალერი - მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული (4 წლის ვადით)
ე) მაჩაიძე  თეიმურაზ - მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული (4 წლის ვადით) 
ვ)  ჭელიძე ლია - მეცნიერი თანამშრომელი  -1 საშტატო ერთეული (4 წლის ვადით)
ზ) ჯანჯალია მედეა - მეცნიერი თანამშრომელი  - 1 საშტატო ერთეული (4 წლის ვადით)


ბიოლოგიური სისტემების ფიზიკის განყოფილება
ა) ასანიშვილი ლალი - მეცნიერი თანამშრომელი   - 1 საშტატო ერთეული (4 წლის ვადით) 
ბ) ბაღდავაძე ნანული - მეცნიერი თანამშრომელი  -1 საშტატო ერთეული (4 წლის ვადით) 
გ) გინტური ეთერი - მეცნიერი თანამშრომელი  -1 საშტატო ერთეული (4 წლის ვადით)
დ) გიორგაძე თამარი - მეცნიერი თანამშრომელი  -1 საშტატო ერთეული (4 წლის ვადით) 
ე) ლომიძე ეთერ - მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული (4 წლის ვადით)
ვ) ნამჩევაძე  ემმა - მეცნიერი თანამშრომელი  -1 საშტატო ერთეული (4 წლის ვადით)
ზ) რჩეულიშვილი ოლია - მეცნიერი თანამშრომელი  -1 საშტატო ერთეული (4 წლის ვადით) 
თ) თვაური გენადი - მეცნიერი თანამშრომელი   -0 .5 საშტატო ერთეული (4 წლის ვადით)
ი) ოსეფაიშვილი მარიამი - მეცნიერი თანამშრომელი   - 0.5 საშტატო ერთეული (4 წლის ვადით)


გამოყენებითი კვლევების ცენტრი
ა) ავქოფაშვილი გურანდა - მეცნიერი თანამშრომელი   - 1 საშტატო ერთეული (4 წლის ვადით), 
ბ) ოსიძე იოსებ - მეცნიერი თანამშრომელი  - 1 საშტატო ერთეული (4 წლის ვადით)
გ) რაზმაძე მალხაზ - მეცნიერი თანამშრომელი  - 0.5 საშტატო ერთეული (4 წლის ვადით) 

2. კონკურსის შედეგები ძალაში შევიდეს 2022 წლის 12 ივლისიდან.
3. დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტამენტს შრომითი ხელშეკრულების გაფორმება არჩეულ პერსონალთან.
4. წინამდებარე ბრძანების განთავსება ოფიციალურ ვებგვერდზე დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
5. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირებსა და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (ელეფთერ ანდრონიკაშვილის   სახელობის ფიზიკის  ინსტიტუტი, საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური  და საინფორმაციო  ტექნოლოგიების დეპარტამენტი).
6. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

 

რექტორი   გიორგი შარვაშიძე
 

View More

Order N: 204/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში – ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში მეცნიერი თანამშრომლების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის   22-ე   მუხლის პირველი პუნქტის, 372  მუხლის პირველი პუნქტის,   მე-4 და მე-5 პუნქტების, საქართველოს განათლებისა   და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის,   322 მუხლის პირველი მე-5 და მე-6   პუნქტების, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების - ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N03; 23.06.2017წ), "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევითი ერთეულების (ინსტიტუტების) საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2022   წლის 7 ივნისის N14/04 ერთობლივი ბრძანების და ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის  გეოგრაფიის   ინსტიტუტის დირექტორის    ნანა ბოლაშვილის  2022 წლის 7 ივლისის N16201/10 წერილის  საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის  გეოგრაფიის  ინსტიტუტში მეცნიერი თანამშრომლების სამსახურში მისაღებად:

2. მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე 4 წლის ვადით შეიძლება   აირჩეს პირი, რომელსაც აქვს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო - კვლევითი საქმიანობის გამოცდილება (რაც გულისხმობს არა მხოლოდ სამეცნიერო- კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო ან სხვა პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას,  არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც)    აქვს გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ 1 რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით;

3. კონკურსი გამოცხადდეს 2022 წლის 14 ივლისს    საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2022 წლის 15 აგვისტოდან 19 აგვვისტოს ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი დასამტკიცებლად წარედგინოს თსუ რექტორს არაუგვიანეს 2022 წლის 15 სექტემბრისა.

4. კონკურსი გამოცხადდეს ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის  ინსტიტუტში მეცნიერი თანამშრომლების სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად:

საზოგადოებრივი გეოგრაფიის განყოფილება

მეცნიერი თანამშრომლი - 2 საშტატო ერთეული

5. სამეცნიერო თანამდებობებზე (მეცნიერი თანამშრომლები) გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია განსაზღვრული პირობებისა და ვადების დაცვით წარუდგინოს საკონკურსო კომისიას შემდეგი დოკუმენტაცია:

ა)განცხადება   საკონკურსო   კომისიის   სახელზე   დადგენილი   ფორმის   მიხედვით (აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილება, დანართი N2);
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პასპორტი, პირადობის მოწმობა); 
გ)  ავტობიოგრაფია (CV);
დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი, უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი;
ე) სამეცნიერო საქმიანობის გამოცდილების ამსახველი ინფორმაცია (მათ შორის სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის ჩამონათვალი, თარიღების მითითებით და არსებობის შემთხვევაში სამეცნიერო-კვლევით პროექტებში მონაწილეობის შესახებ);
ვ) სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა ან შრომის წიგნაკის ასლი ან სხვ.);
ზ. ცნობა ნასამართლობის შესახებ ("უმაღლესი განათლების შესახებ"    32 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს ,,სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ  მიმართულ დანაშაულთა ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართავა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება).
6. საკონკურსო  დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2022 წლის 15 აგვისტოდან 19 აგვისტოს ჩათვლით 11:00-დან 17:00 საათამდე ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის   გეოგრაფიის ინსტიტუტში     მისამართი:  თბილისი, თამარაშვილის ქ.N6.   ოთახი N10.
7. ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებ-გვერდზე    განთავსება    დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
8. ბრძანება განთავსდეს გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტი“-ს ელექტრონულ გვერდზე.
9. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის  დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, პუბლიცისტიკისა და ელექტრონული მედია ცენტრი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი,    ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის  გეოგრაფიის   ინსტიტუტი);
10. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

რექტორი   გიორგი შარვაშიძე 
 

View More

Order N: 205/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტში სამეცნიერო პერსონალის -მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგების (შემაჯამებელი ოქმი) დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 373 მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო     უნივერსიტეტის     წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“, და ,,პ’’ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო- კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-6 მუხლის მე-17, მე-18 და მე-20 პუნქტების, მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის დებულების, მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის, მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის, სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2022 წლის 7 ივნისის 14/04 ერთობლივი ბრძანების    მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის დირექტორის ნუგზარ ღლონტის 2022 წლის 6 ივლისის N16101/10 წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის საკონკურსო კომისიის 2022 წლის 5 ივლისის   სხდომის შემაჯამებელი ოქმი) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალის - მეცნიერი თანამშრომლის   თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგები (შემაჯამებელი ოქმი) სექტორების, ცენტრის და ობსერვატორიის მიხედვით და განისაზღვრონ არჩეულად ქვემოჩამოთვლილი პირები შემდეგი შემადგენლობით:

გამოყენებითი და ექსპერიმენტალური გეოფიზიკის სექტორი:
ა) სოფიკო მათიაშვილი   -   მეცნიერი თანამშრომელი   (4 წლის ვადით)     - 1   საშტატო ერთეული
ბ) ნადეჟდა დოვგალი - მეცნიერი თანამშრომელი (4 წლის ვადით)  - 1 საშტატო ერთეული 
გ) დავით კიტოვანი  - მეცნიერი თანამშრომელი  (4 წლის ვადით)  - 0,5 საშტატო ერთეული

გეოფიზიკური ველების დინამიკისა და გამოთვლითი გეოფიზიკის სექტორი:
ა) ეკატერინე მეფარიძე - მეცნიერი თანამშრომელი (4 წლის ვადით)  - 1 საშტატო ერთეული 
ბ) დიმიტრი ტეფნაძე - მეცნიერი თანამშრომელი (4 წლის ვადით)   - 1  საშტატო ერთეული

დედამიწის ფიზიკისა და გეომაგნეტიზმის სექტორი:
ა) ნოდარ მებაღიშვილი - მეცნიერი თანამშრომელი (4 წლის ვადით)  - 1 საშტატო ერთეული
ბ) ნინო სადრაძე - მეცნიერი თანამშრომელი (4 წლის ვადით)   - 1  საშტატო ერთეული

ატმოსფეროს ფიზიკის სექტორი:
ა) ალექსანდრე ჭანკვეტაძე -   მეცნიერი თანამშრომელი (4 წლის ვადით)    - 1   საშტატო ერთეული
ბ) ხატია  თავიდაშვილი  -    მეცნიერი  თანამშრომელი  (4  წლის  ვადით)    -  0,5  საშტატო ერთეული
გ) ნინო ჯამრიშვილი - მეცნიერი თანამშრომელი (4 წლის ვადით) - 0,5 საშტატო ერთეული


ზღვისა  და  ატმოსფეროს  გეოფიზიკური  პროცესების  მათემატიკური       მოდელირების სექტორი:
ა) ვეფხია კუხალაშვილი - მეცნიერი თანამშრომელი (4 წლის ვადით)     - 1   საშტატო ერთეული


კოსმოსური კვლევის ცენტრი:
ა) ელენე  უჩავა -  მეცნიერი თანამშრომელი (4 წლის ვადით)   - 1  საშტატო ერთეული

ჰიდროგეოფიზიკისა და გეოთერმიის კვლევითი ცენტრი:
ა) გენადი კობზევი - მეცნიერი თანამშრომელი (4 წლის ვადით)   - 1  საშტატო ერთეული 
ბ) ნინო კაპანაძე - მეცნიერი თანამშრომელი (4 წლის ვადით)   - 1  საშტატო ერთეული
გ) სოფიო  ვეფხვაძე - მეცნიერი თანამშრომელი (4 წლის ვადით)   - 1  საშტატო ერთეული 
დ) მარიამ  თოდაძე - მეცნიერი თანამშრომელი (4 წლის ვადით)   - 1  საშტატო ერთეული 


დუშეთის გეოფიზიკური ობსერვატორია:
ა) თამაზ მათიაშვილი - მეცნიერი თანამშრომელი (4 წლის ვადით)  - 1 საშტატო ერთეული

2. კონკურსის შედეგები ძალაში შევიდეს 2022 წლის 12 ივლისიდან.
3. დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტმენტს შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის  სამეცნიერო პერსონალთან.

4. წინამდებარე ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

5.წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ    ერთეულებს     (საფინანსო     დეპარტამენტი,     პერსონალის     მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტი).

6. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი    გიორგი შარვაშიძე 

View More

Order N: 206/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო - კვლევით ერთეულში რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალის - უფროსი მეცნიერი თანამშრომლების და მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგების (შემაჯამებელი ოქმი) დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 373 მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“,   და ,,პ’’ ქვეპუნქტებისა,   მე-9  პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-6 მუხლის მე-17, მე-18 და მე-20 პუნქტების, რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის დებულების მე-10 მუხლის მე-7 პუნქტის, მე-11 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების, სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2022 წლის 7 ივნისის 14/04 ერთობლივი ბრძანების   და რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის დირექტორის გრიგორ ტატიშვილის 2022 წლის 6 ივლისის N16027/10 (თან ერთვის ინსტიტუტის საკონკურსო კომისიის 2022 წლის 4 ივლისის სხდომის შემაჯამებელი ოქმი საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ   სამეცნიერო - კვლევით ერთეულში რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის - უფროსი მეცნიერი თანამშრომლების და მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგები (შემაჯამებელი ოქმი)  და განისაზღვრონ არჩეულად:

გიორგი  აგლაძის  სახელობის  ელექტროქიმიისა  და  ელექტრომეტალურგიის ლაბორატორია:
ა) ნათელა ძებისაშვილი -  უფროსი მეცნიერი თანამშრომელი (7 წლის ვადით)  1 საშტატო ერთეული

ელენე  ნანობაშვილის  სახელობის რადიაციული  ქიმიის   ლაბორატორია:
ა) ვლადიმერ თვალიაშვილი -   უფროსი მეცნიერი თანამშრომელი   (7 წლის ვადით) 0,5 საშტატო ერთეული

ფიზიკური და  ქიმიური ანალიზის ლაბორატორია:
ა) სპარტაკ ხუციშვილი -  უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - (7 წლის ვადით) 1  საშტატო ერთეული
ბ) გრიგოლ უგულავა - მეცნიერი თანამშრომელი - (4 წლის ვადით) 0,5 საშტატო ერთეული

2. დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტმენტს შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება   რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალთან.
3. წინამდებარე ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4.წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტი).
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი    გიორგი შარვაშიძე
 

View More

Order N: 207/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო -კვლევით ერთეულში ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალის - უფროსი მეცნიერი თანამშრომლებისა და მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგების (შემაჯამებელი ოქმი) დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 373 მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“    ქვეპუნქტებისა  და  მე-9 პუნქტის,  ,,სსიპ  -  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის  დამოუკიდებელი  სამეცნიერო-კვლევითი  ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-6 მუხლის მე-16, მე-17, მე-18 და მე-20 პუნქტების,  ანდრია რაზმაძის      სახელობის  მათემატიკის  ინსტიტუტის დებულების  მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის, მე-10 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2022 წლის 7 ივნისის N14/04 ერთობლივი ბრძანების, ანდრია რაზმაძის    სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორის ნინო ფარცვანიას 2022 წლის  5 ივლისის N15879/10 წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის საკონკურსო კომისიის 2022 წლის 4 ივლისის   სხდომის შემაჯამებელი ოქმი N1) საფუძველზე,


 
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.დამტკიცდეს სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისდამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის - ანდრია რაზმაძის     სახელობის მათემატიკის     ინსტიტუტის    უფროსი მეცნიერი თანამშრომლებისა და მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგები (შემაჯამებელი ოქმი) და განისაზღვრონ არჩეულად:

ალგებრის განყოფილება
ა) ზანგურაშვილი დალი - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი    - 1 საშტატო ერთეული (7 წლის ვადით)
ბ)  პაჭკორია ალექსი -  უფროსი მეცნიერი თანამშრომელი   - 1 საშტატო ერთეული (7 წლის ვადით)

დრეკადობის მათემატიკური თეორიის განყოფილება:
ა) შაფაქიძე ლუიზა -უფროსი მეცნიერი თანამშრომელი     - 1 საშტატო ერთეული (7 წლის ვადით).

მათემატიკური ფიზიკის განყოფილება:
ა) გაჩეჩილაძე ავთანდილ - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი   - 1 საშტატო ერთეული (7 წლის ვადით).

თეორიული ფიზიკის განყოფილება:
ა) ციციშვილი გიორგი - -უფროსი მეცნიერი თანამშრომელი   - 1 საშტატო ერთეული (7 წლის ვადით).


მათემატიკური ანალიზის განყოფილება:
ა)იმერლიშვილი გიორგი -  მეცნიერი თანამშრომელი  - 0.5 საშტატო ერთეული (4  წლის ვადით).

2.დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტმენტს შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება სამეცნიერო პერსონალთან;
3. წინამდებარე ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებ-გვერდზე    განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
4.წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტი,  საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი);
5. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

რექტორი    გიორგი შარვაშიძე 

View More

Order N: 208/01-01

„სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ“ თსუ რექტორის 2022 წლის 4 ივლისის №198/01-01 ბრძანებაში ტექნიკური ხარვეზის გასწორების თაობაზე


,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის  23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე -14 მუხლის პირველი პუნქტის, მე - 8 პუნქტის „ა", „ბ" და „პ" ქვეპუნქტების  და  მე - 9 პუნქტის  საფუძველზე,

ვ ბ  რ  ძ  ა  ნ  ე ბ:

1.„სსიპ-ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის სოციალურ და  პოლიტიკურ  მეცნიერებათა  ფაკულტეტზე  ასოცირებული პროფესორის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ“ თსუ რექტორის   2022 წლის 4 ივლისის №198/01-01 ბრძანების მე-7 პუნქტში გასწორდეს ტექნიკური ხარვეზი (კერძოდ 9 აგვისტოს ნაცვლად მითითებული უნდა უნდა ყოფილიყო 18 აგვისტო) და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2022 წლის 8 აგვისტოდან 2022 წლის 18 აგვისტოს ჩათვლით 10.00 სთ-დან 16.00 სთ-მდე, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში, თბილისი ი. ჭავჭავაძის გამზ. N8 (VI კორპუსი) ოთახი N203-ა.“

2. ბრძანება განთავსდეს გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტის" ელექტრონულ გვერდზე;
3. ბრძანების   უნივერსიტეტის   ოფიციალურ   ვებ-გვერდზე   განთავსება   დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
4. წინამდებარე  ბრძანება  კანონმდებლობით  დადგენილი  წესით  გადაეცეს  შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, პუბლიცისტიკისა და ელექტრონული მედია ცენტრი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი);
5. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
 

რექტორი      გიორგი შარვაშიძე

View More

Order N: 209/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში – თინათინ წერეთლის სახელობის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტში სამეცნიერო პერსონალის - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, მეცნიერი თანამშრომელი - თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგების (შემაჯამებელი ოქმი) დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 373 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“, ,,პ“ და ,,ზ’’ ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი    ერთეულის   სამეცნიერო   პერსონალის   სამსახურში   მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების    შესახებ”   ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-6 მუხლის მე-16, მე-17, მე-18 და მე-20, 21 პუნქტების, თინათინ წერეთლის სახელობის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის   დებულების მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის, მე-10 მუხლისა და თინათინ წერეთლის სახელობის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის ლაშა ბრეგვაძის 2022 წლის 6 ივლისის N 16015/10 წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის საკონკურსო კომისიის 2020 წლის 6 ივლისის სხდომის შემაჯამებელი ოქმი) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.  დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თინათინ წერეთლის სახელობის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტში    სამეცნიერო  პერსონალის  - უფროსი მეცნიერი  თანამშრომელი, მეცნიერი თანამშრომელი - თანამდებობებზე    გამოცხადებული    კონკურსის შედეგები (შემაჯამებელი ოქმი) განყოფილებების მიხედვით და განისაზღვრონ არჩეულად ქვემოჩამოთვლილი პირები შემდეგი შემადგენლობით:

სისხლის სამართლისა და კრიმინოლიგიის განყოფილება
1.   ცქიტიშვილი თემურ - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი;
2.   ხუჯაძე ჟირონ - მეცნიერი თანამშრომელი.

კერძო სამართლის განყოფილება
1.   ეგნატაშვილი დემეტრე - მეცნიერი თანამშრომელი

სამართლის ისტორიისა და თეორიის განყოფილება
1.   ფერაძე გულიკო - მეცნიერი თანამშრომელი
2.   ადეიშვილი ლიანა - მეცნიერი თანამშრომელი.

2. კონკურსის შედეგები ძალაში შევიდეს 2022 წლის 12 ივლისიდან.
3. დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტმენტს შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება სამეცნიერო პერსონალთან.
4. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
5. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, თინათინ წერეთლის სახელობის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტი).
6. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.


რექტორი    გიორგი შარვაშიძე 

View More

Order N: 203/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის (პირველი კატეგორია) და მთავარი სპეციალისტის (მეორე კატეგორია) შტატგარეშე პოზიციებზე შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ზ’’ და "ი" ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ვ’’, ,,ზ’’ და ,,პ” ქვეპუნქტების, საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის თეა გერგედავას 2022 წლის 6 მაისის N10366/10 წერილის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.გამოცხადდეს    კონკურსი    სსიპ - ივანე    ჯავახიშვილის    სახელობის    თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტში შტატგარეშე პოზიციებზე       - მთავარი სპეციალისტის (პირველი კატეგორია) და მთავარი სპეციალისტის (მეორე კატეგორია) შესარჩევად.

2.საგარეო   ურთიერთობათა    დეპარტამენტის    მთავარი   სპეციალისტის   (პირველი კატეგორია) შრომის ანაღღაურება -  თვეში 1200 (ათას ორასი) ლარი.

3.საგარეო  ურთიერთობათა      დეპარტამენტის      მთავარი      სპეციალისტის  (მეორე კატეგორია) შრომის ანაზღაურება - თვეში 1100 (ათას ასი) ლარი.

4.შერჩეული  კანდიდატი  დასაქმდება  სამთვიანი  გამოსაცდელი  ვადით,  კონტრაქტის გაგრძელების პერსპექტივით.

5.აპლიკანტი    საგარეო    ურთიერთობათა    დეპარტამენტის    მთავარი    სპეციალისტი (პირველი კატეგორია)  უნდა  აკმაყოფილებდეს  შემდეგ მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი განათლება - მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი (პრიორიტეტული სფეროები: სოციალური მეცნიერებები, ეკონომიკა, ჰუმანიტარული მეცნიერებები);
ბ)  სწავლის  გამოცდილება  უცხოურ  უმაღლეს  საგანმანათლებლო  დაწესებულებაში (არანაკლებ 2 აკადემიური სემესტრისა);
გ) ინგლისური ენის ცოდნა C1 დონეზე;
დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამები ფლობა- Microsoft Office;

6. აპლიკანტს    მოეთხოვება    (საგარეო    ურთიერთობათა    დეპარტამენტის    მთავარი სპეციალისტი (პირველი კატეგორია)):
ა) „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის ცოდნა ;
ბ)  თსუ-ში მოქმედი რეგულაციების ცოდნა პოზიციის სპეციფიკიდან გამომდინარე (სტრატეგიული განვითარების გეგმა; სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესი; საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის დებულება);

7.    აპლიკანტს უნდა ჰქონდეს შემდეგი პიროვნული თვისებები და უნარები:
ა) ორგანიზებულობა;

ბ) მოტივაცია;
გ) წერილობითი და  კომუნიკაციის კარგი უნარი;

დ) კრეატიულობა და შემოქმედებითობა;
ე) ყურადღებიანობა და დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
ვ) ოპერატიულობა;
ზ)   ერთდროულად   სხვადასხვა   ამოცანებზე   დამოუკიდებლად   და   ეფექტურად მუშაობის უნარი;
თ) სხარტი, კომპლექსური და ლოგიკური აზროვნების უნარი; 
ი) გუნდურობა და კომუნიკაბელურობა;
კ) დასაბუთების უნარი;
ლ) ფორსმაჟორულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
მ) პუნქტუალურობა და დროის ეფექტიანი მართვის უნარი;
ნ) ცვლილებების ადეკვატურად აღქმის და სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი.

8. საგარეო    ურთიერთობათა    დეპარტამენტის    მთავარი    სპეციალისტის    (პირველი კატეგორია) პოზიციაზე აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი ფუნქციების შესრულება:
1. ინგლისურენოვანი და ქართულენოვანი კორესპონდენციის მომზადება;
2. საპროექტო განაცხადებისა და შესაბამისი თანმხლები დოკუმენტაციის შემუშავება;
3. საერთაშორისო პროექტების ადმინისტრირება;
4. უცხოურ  უმაღლეს  საგანმანათლებლო  დაწესებულებებთან  კომუნიკაციის წარმოება (წერილობით და ზეპირად);
5. უცხოელი ვიზიტორებისთვის საქმიანი შეხვედრების დაგეგმვა-ორგანიზება, კულტურული პროგრამების შემუშავება (მათ შორის, ქალაქის ტურების დაგეგმვა- ორგანიზება  და საჭიროების შემთხვევაში, გიდის ფუნქციის შეთავსება);
6.  საერთაშორისო ღონისძიებების დაგეგმვა-ორგანიზება, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, მომხსენებლის მისასალმებელი სიტყვის მომზადება;
7. დეპარტამენტის სხვა აქტივობებში ჩართულობა. 

9. კონკურსში    მონაწილეობის     მსურველ    აპლიკანტს     ( საგარეო    ურთიერთობათა დეპარტამენტის  მთავარი სპეციალისტი (პირველი კატეგორია)) მოეთხოვება შემდეგი საბუთების წარმოდგენა:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
ბ) CV ქართულ და ინგლისურ ენაზე (Europass ფორმატში, დოკუმენტების PDF ვერსია ელექტრონულად;
გ) უმაღლესი    განათლების    დიპლომის    ასლი,    განათლების,    კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუნენტ(ებ)ის ასლ(ებ)ი;
დ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
ე) უცხოურ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გამოცდილების (არანაკლებ    2   აკადემიური   სემესტრისა)   დამადასტურებელი   დოკუნენტ(ებ)ის ასლ(ებ)ი;
ვ) მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილების (პრიორიტეტულია უმაღლესი განათლების სფერო) ამსახველი დოკუმენტი (ამონაწერი შრომის წიგნაკიდან/ცნობა სამსახურიდან და სხვა).
ზ) უცხოენოვანი საბუთის შემთხვევაში, საჭიროა მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის წარმოდგენა;
თ) რეკომენდაცია წინა დამსაქმებლისგან;
ი) ცნობა ნასამართლობის შესახებ („უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება), (ცნობის წარმოდგენა თანამდებობის დაკავების შემთხვევაში);
კ) სამოტივაციო წერილი, სადაც დასაბუთებული იქნება აპლიკანტის განათლების, გამოცდილებისა და მოტივაციის შესაბამისობა ვაკანსიასთან (არაუმეტეს 2 გვერდისა).

10.  აპლიკანტი საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი (მეორე კატეგორია) უნდა  აკმაყოფილებდეს  შემდეგ მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი განათლება - მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი (პრიორიტეტული სფეროები: სოციალური მეცნიერებები, ეკონომიკა, ჰუმანიტარული მეცნიერებები);
ბ) უცხოურ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გამოცდილება (არანაკლებ 2 აკადემიური სემესტრისა);
გ) ინგლისური ენის ცოდნა C1 დონეზე;;
დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამები - Microsoft Office.

11. აპლიკანტს  მოეთხოვება  (საგარეო  ურთიერთობათა  დეპარტამენტის  მთავარი სპეციალისტი (მეორე კატეგორია)):
ა) „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის ცოდნა; 
ბ)  თსუ-ში მოქმედი რეგულაციების ცოდნა პოზიციის სპეციფიკიდან გამომდინარე (სტრატეგიული განვითარების გეგმა; სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესი; საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის დებულება);

12.  აპლიკანტს უნდა ჰქონდეს შემდეგი პიროვნული თვისებები და უნარები:

ა) ორგანიზებულობა; 
ბ) მოტივაცია;
გ) წერილობითი და  ზეპირი კომუნიკაციის კარგი უნარი; 
დ) კრეატიულობა და შემოქმედებითობა;
ე) ყურადღებიანობა და და დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
ვ) ოპერატიულობა;
ზ) ერთდროულად   სხვადასხვა   ამოცანებზე   დამოუკიდებლად   და   ეფექტურად მუშაობის უნარი;
თ) სხარტი, კომპლექსური და ლოგიკური აზროვნების უნარი; 
ი) გუნდურობა და კომუნიკაბელურობა;
კ) დასაბუთების უნარი;
ლ) ფორსმაჟორულ სიტუაციაში მუშაობის შესაძლებლობა; 
მ) პუნქტუალურობა და დროის ეფექტიანი მართვის უნარი;
ნ) ცვლილებების ადეკვატურად აღქმის და სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი.

13. საგარეო ურთიერთობათა     დეპარტამენტის        მთავარი სპეციალისტის (მეორე კატეგორია) პოზიციაზე აპლიკანტს  მოეთხოვება  შემდეგი ფუნქციების შესრულება:
1.  ინგლისურენოვანი და ქართულენოვანი კორესპონდენციის მომზადება;
2.  გაცვლითი პროგრამების ადმინისტრაციულ საკითხებში ასისტირება;
3.  გაცვლითი კონკურსების საორგანიზაციო საკითხებში ასისტირება;
4. უცხოელი გაცვლითი სტუდენტების/პერსონალის თსუ-ში მობილობის ლოჯისტიკურ საკითხებში ასისტირება;
5. თსუ-ს   გაცვლითი   სტუდენტების/პერსონალის   უცხოურ   უმაღლეს საგანმანათლებლო სასწავლებლებში მობილობის ადმინისტრაციულ საკითხებში ასისტირება;
6. გაცვლითი    სტუდენტებისთვის    საორიენტაციო    კვირეულის    და მისასალმებელი ღონისძიებების საორგანიზაციო საკითხებში ასისტირება;
7. პერსონალის  კვირეულის  და  სხვა  საერთაშორისო  ღონისძიებების საორგანიზაციო საკითხებში ჩართულობა;
8.   დეპარტამენტის სხვა აქტივობებში ჩართულობა.


14. კონკურსში მონაწილეობის მსურველ აპლიკანტს ( საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი (მეორე კატეგორია)) მოეთხოვება შემდეგი საბუთების წარმოდგენა:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
ბ)  CV  ქართულ  და  ინგლისურ  ენაზე  (Europass  ფორმატში,  დოკუმენტების  PDF ვერსია ელექტრონულად;
გ)   უმაღლესი   განათლების   დიპლომის   ასლი,   განათლების,   კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუნენტ(ებ)ის ასლ(ებ)ი; 
დ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
ე) უცხოურ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გამოცდილება (არანაკლებ 2 აკადემიური სემესტრისა);
ვ) მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილების, პრიორიტეტულია უმაღლესი განათლების    სფეროში; ამსახველი დოკუმენტი (ამონაწერი შრომის წიგნაკიდან/ცნობა სამსახურიდან და სხვ.)
ზ) უცხოენოვანი საბუთის შემთხვევაში საჭიროა მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის წარმოდგენა;
თ) რეკომენდაცია წინა დამსაქმებლისგან;
ი) ცნობა ნასამართლობის შესახებ („უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ  მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი     პირი   ან/და   პირი,   რომელსაც   იმავე   კანონის   საფუძველზე სასამართლომ    ჩამოართვა   საგანმანათლებლო   დაწესებულებაში   საქმიანობის უფლება), (ცნობის წარმოდგენა თანამდებობის დაკავების შემთხვევაში);
კ) სამოტივაციო წერილი, სადაც დასაბუთებული იქნება აპლიკანტის განათლების, გამოცდილებისა და მოტივაციის შესაბამისობა ვაკანსიასთან (არაუმეტეს 2 გვერდისა).

15.  კონკურსში   მონაწილეობის   მსურველი   აპლიკანტის   შერჩევა იწარმოებს 3 ეტაპად:
1.   განაცხადების  განხილვა,  რომლის  შემდეგ  მოხდება  დაკავშირება  მხოლოდ წერითი ეტაპისთვის შერჩეულ კანდიდატებთან;
2.   წერითი ეტაპი (ქართულ და ინგლისურ ენებზე);
3.   ზეპირი  გასაუბრება  შესარჩევ  კომისიასთან,  რომლის  საფუძველზეც  მიიღება საბოლოო გადაწყვეტილება საკონკურსო კომისიის მიერ.

16. აპლიკანტი,  რომლის  საბუთებიც  დააკმაყოფილებს  საკონკურსო  მოთხოვნებს, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე, გაივლიან წერით ეტაპს (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ), წერითი შედეგები აპლიკანტს ეცნობება პირადად.

17.  აპლიკანტები წერითი ეტაპის გადალახვის შემდეგ, შესარჩევ კომისიასთან გაივლიან ზეპირ    გასაუბრებას   (კონკრეტული   თარიღი   და   დრო   ეცნობებათ   წინასწარ). გასაუბრების შედეგები აპლიკანტებს ეცნობებათ პირადად.

18.  სსიპ - ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის საგარეო    ურთიერთობათა   დეპარტამენტის   მთავარი   სპეციალისტის   (პირველი კატეგორია) და მთავარი სპეციალისტის (მეორე კატეგორია) შერჩევის მიზნით შეიქმნას კომისია და დამტკიცდეს კომისიის მუშაობის წესი (დანართი N1).

19.  ბრძანებით  მოთხოვნილი  დოკუმენტები  აპლიკანტის  მიერ  გადმოგზავნილ  უნდა იქნეს 2022 წლის 11 ივლისიდან 2022 წლის 19 აგვისტოს ჩათვლით 18:00 საათამდე ელექტრონულ   მისამართზე:   vacancy@tsu.ge   სათაურის   ველში   უნდა   მიეთითოს
„საგარეო   ურთიერთობათა   დეპარტამენტის   მთავარი   სპეციალისტის   (პირველი კატეგორია) / მთავარი სპეციალისტის (მეორე კატეგორია) ვაკანსია“. 

20.  ბრძანება     სსიპ - ივანე     ჯავახიშვილის     სახელობის     თბილისის     სახელმწიფო უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის (პირველი კატეგორია) და მთავარი სპეციალისტის (მეორე კატეგორია) შესარჩევად კონკურსის    გამოცხადების   შესახებ   განთავსდეს   უნივერსიტეტის   ოფიციალურ ვებგვერდზე -www.tsu.ge -ზე და ინტერნეტ სივრცეში.

21. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარედგინოს არაუგვიანეს 2022 წლის 30 სექტემბრისა.

22.  ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი     ლაშა საღინაძე

View More

Order N: 126/02-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში-არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში მეცნიერი თანამშრომლის შესარჩევად საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის   22-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ”    ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-4 მუხლის პირველი, მე- 2 და მე-3 პუნქტების, არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დებულების    მე-10 მუხლის მე-5 პუნქტისა და არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორის ნ. მაჭავარიანის 2022 წლის 27 ივნისის N14850/10 წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს 2022 წლის 24 ივნისის სხდომის ოქმი N5) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობებზე კანდიდატების შესარჩევად დამტკიცდეს საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) ვიანორ ახალაია - ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორი;
ბ) რუსუდან ზექალაშვილი - ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი.
გ) მაია ლომია - ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი.;
2. დამტკიცდეს საკონკურსო კომისიის თავმჯდომარედ   ვიანორ ახალაია, საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ რუსუდან ზექალაშვილი, საკონკურსო კომისიის მდივნად მაია ლომია;
3. დაევალოს საკონკურსო კომისიას კონკურსანტთა განცხადებებისა და   თანდართული დოკუმენტაციის მიღება და წარმოდგენილი დოკუმენტაციის სისრულის შემოწმება სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილებით დამტკიცებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში.
4. დაევალოს საკონკურსო კომისიას დასამტკიცებლად წარუდგინოს თსუ რექტორს შემაჯამებელი ოქმი არაუგვიანეს 2022 წლის 25 აგვისტოსი;
5. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ - გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
6. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი).
7. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.


რექტორი  გიორგი შარვაშიძე

View More

Order N: 201/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო -კვლევით ერთეულში პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალის - მეცნიერი თანამშრომლების თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგების (შემაჯამებელი ოქმი) დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 373 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტებისა  და  მე-9 პუნქტის,  ,,სსიპ  -  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის  დამოუკიდებელი  სამეცნიერო-კვლევითი  ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-6 მუხლის მე-17, მე-18 და მე-20 პუნქტების, მე-7 მუხლის, პაატა   გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის     ინსტიტუტის დებულების მე-8 მუხლის მე-8 პუნქტის, მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის, სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2022 წლის 7 ივნისის     N14/04 ერთობლივი ბრძანებისა და პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის  დირექტორის რამაზ აბესაძის  2022 წლის   პირველი ივლისის N15578/10 წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის საკონკურსო კომისიის  2022 წლის 30 ივნისის  სხდომის შემაჯამებელი ოქმი N1) საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. დამტკიცდეს სსიპ -ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალის -   მეცნიერი თანამშრომლების თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგები (შემაჯამებელი ოქმი)  და განისაზღვრონ არჩეულად:

მაკროეკონომიკის, მდგრადი განვითარებისა და ფინანსების  განყოფილება
ა)  ლია დვალიშვილი - მეცნიერი თანამშრომელი  1 საშტატო ერთული (4  წლის ვადით)
ბ) ზურაბი  ნოზაძე - მეცნიერი თანამშრომელი  1 საშტატო ერთული (4  წლის ვადით) გ) მედეა  მელაშვილი - მეცნიერი თანამშრომელი  1 საშტატო ერთული (4  წლის ვადით)
დ) ციცინო თეთრაული - მეცნიერი თანამშრომელი  1 საშტატო ერთული (4  წლის ვადით)

საერთაშორისო ეკონომიკურ  ურთიერთობათა განყოფილება
ა) თამარ  თაფლაძე - მეცნიერი თანამშრომელი  1 საშტატო ერთული (4  წლის ვადით)

ეკონომიკური თეორიისა და  ბიზნესის პრობლემეთა კვლევის განყოფილება
ა) ქრისტინე კურატაშვილი -მეცნიერი თანამშრომელი  1 საშტატო ერთული (4  წლის ვადით)


2. კონკურსის  შედეგები ძალაში შევიდეს  2022 წლის 12 ივლისიდან.
3. დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტმენტს შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება სამეცნიერო პერსონალთან.
4. წინამდებარე ბრძანების     უნივერსიტეტის     ოფიციალურ     ვებ-გვერდზე     განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
5. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, პაატა   გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტი,  საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი);
6. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.


რექტორი            გიორგი შარვაშიძე 

View More

Order N: 202/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში -ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის შედეგის (შემაჯამებელი ოქმი) დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის  22-ე მუხლის პირველი პუნქტის,  373 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“  ქვეპუნქტების და  მე-9  პუნქტის,  ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-6 მუხლის მე-17, მე-18 და მე-20 პუნქტების, მე-7 მუხლის,   ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის დებულების მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის, მე-10 მუხლის, სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2022 წლის 7 ივნისის N14/04 ერთობლივი ბრძანებისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის   ინსტიტუტის   დირექტორის   გიორგი ჭეიშვილის 2022 წლის 30 ივნისის N11293/10-02 წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის საკონკურსო კომისიის 2022 წლის 30 ივნისის  სხდომის შემაჯამებელი ოქმი) საფუძველზე,

 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.დამტკიცდეს     სსიპ-ივანე     ჯავახიშვილის     სახელობის     თბილისის     სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის  ინსტიტუტის  მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის შედეგი (შემაჯამებელი ოქმი) და განისაზღვროს არჩეულად:

ახალი  და უახლესი ისტორიის  განყოფილება
ნიკოლოზ ჯავახიშვილი - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული (10 წლის ვადით) .

2. დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტამენტს ნიკოლოზ ჯავახიშვილთან   შრომითი ხელშეკრულების გაფორმება
3. წინამდებარე ბრძანების განთავსება ოფიციალურ ვებგვერდზე დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირებსა და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის  ინსტიტუტის საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

 

რექტორი   გიორგი შარვაშიძე
 

View More

Order N: 200/01-01