Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
Order
Date
„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2023- 2024 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2023 წლის 20 ივლისის N163/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. შევიდეს ცვლილება „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2023-2024 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2023 წლის 20 ივლისის N163/01-01 ბრძანების „1.1.“ პუნქტში და „გ.ე“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის

„გ.ვ“ ქვეპუნქტი: „გ.ვ) უცხო ქვეყანაში საზაფხულო დასაქმების პროგრამაში მონაწილე ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებს, მათი მოთხოვნის შემთხვევაში, ამ ბრძანების „1.1.“ პუნქტის „გ.დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დამატებითი გამოცდები ნაცვლად 22 - 27 ივლისისა დაენიშნოთ 19-20 სექტემბრის პერიოდში (ამ შემთხვევაში, სტუდენტის არდადეგების პერიოდად განისაზღვრება 16 ივლისი - 18 სექტემბერი.)“

2. შევიდეს ცვლილება „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2023-2024 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2023 წლის 20 ივლისის N163/01-01 ბრძანების „1.2.“ პუნქტში და „გ.ე“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის

„გ.ვ“ ქვეპუნქტი: „გ.ვ) უცხო ქვეყანაში საზაფხულო დასაქმების პროგრამაში მონაწილე მაგისტრატურის/დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებს, მათი მოთხოვნის შემთხვევაში, ამ ბრძანების „1.2.“ პუნქტის „გ.დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დამატებითი გამოცდები ნაცვლად 19 - 25 ივლისისა დაენიშნოთ 26-27 სექტემბრის პერიოდში (ამ შემთხვევაში, სტუდენტის არდადეგების პერიოდად განისაზღვრება 14 ივლისი - 25 სექტემბერი.)“

3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

4. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.

5. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე

რექტორი ჯაბა სამუშია

View More

Order N: 14/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო კვლევით ერთეულში - ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალის - მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგის (შემაჯამებელი ოქმი) დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 373 მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-6 მუხლის მე-16, მე-17, მე-18 და მე-20 პუნქტების, ივანე ჯავახიშვილი სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის დებულების მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის, მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის, სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2023 წლის 28 ნოემბრის N28/04 ერთობლივი ბრძანებისა და ინსტიტუტის დირექტორის გ. ჭეიშვილის 2024 წლის 17იანვრის N831/10 წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის საკონკურსო კომისიის 2024 წლის 15 იანვრის სხდომის შემაჯამებელი ოქმი) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო კვლევით ერთეულში - ივანე ჯავახიშვილი სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალის - მეცნიერი თანამშრომლების თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგი (შემაჯამებელი ოქმი) და განისაზღვროს არჩეულად:

ანთროპოლოგიური კვლევის ლაბორატორია

ნინო თავართქილაძე - მეცნიერი თანამშრომელი (4 წლის ვადით)

2. დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტამენტს შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება სამეცნიერო პერსონალთან;

3.წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;

4.წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, ივანე ჯავახიშვილი სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი);

5.ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი ჯაბა სამუშია

View More

Order N: 15/01-01

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო საგრანტო განაცხადების შემფასებელი მუდმივმოქმედი კომისიის შექმნის შესახებ’’ უნივერსიტეტის რექტორის 2019 წლის 30 დეკემბრის N333/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის ,,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის, მე-9 და მე-12 პუნქტების, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის 2019 წლის 24 დეკემბრის N22/04 ერთობლივი ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელით ERASMUS+ (Key Action 2; Key Action 3; Jean Monnet actions; Programs in VET) ფარგლებში საერთაშორისო საგრანტო განაცხადის წარდგენის წესის“ მე-2 მუხლის, უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 2024 წლის 16 იანვრის N725/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შეტანილ იქნას ცვლილება ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო საგრანტო განაცხადების შემფასებელი მუდმივმოქმედი კომისიის შექმნის შესახებ’’ უნივერსიტეტის რექტორის 2019 წლის 30 დეკემბრის N333/01-01 ბრძანებაში და ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო საგრანტო პროექტების განხილვისა და მათი მიზნობრიობის შესაფასებლად შეიქმნას მუდმივმოქმედი კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) ლაშა საღინაძე - უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი, კომისიის წევრი;

ბ) ერეკლე ასტახიშვილი - რექტორის მოადგილე (საერთაშორისო ურთიერთობის სფეროში), კომისიის წევრი;

გ) შოთა ფოთოლაშვილი - უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, კომისიის წევრი;

დ) თეა გერგედავა - უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი, კომისიის წევრი;

ე) არჩილ კუკულავა - იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, კომისიის წევრი;

ვ) ნათელა ლაცაბიძე - პერსონალის მართვის დეპარტამენტის უფროსი, კომისიის წევრი;

ზ) გიორგი ღვედაშვილი - უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი, კომისიის წევრი;

თ) ლევან კერესელიძე - უნივერსიტეტის საფინანსო დეპარტამენტის უფროსი, კომისიის წევრი;

ი) მამუკა აბესაძე - უნივერსიტეტის საფინანსო დეპარტამენტის საგეგმო-საფინანსო განყოფილების უფროსი, კომისიის წევრი;

კ) თინათინ დავითაშვილი - უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მთავარი სპეციალისტი, კომისიის წევრი.’’

2. დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების გადაცემა დაინტერესებულ პირთათვის.

3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

4. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

რექტორი ჯაბა სამუშია

View More

Order N: 7/01-01

„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტატუსშეჩერებული სტუდენტების არსებული ფინანსური დავალიანების ჩამოწერის (განულების) შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2023 წლის 25 ოქტომბრის N311/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების, ამავე მუხლის მე-9 პუნქტის, მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე’’ და „ნ“ ქვეპუნქტების, მე2 პუნქტის, საქართველოს მთავრობის 2023 წლის 03 ოქტომბრის N378 დადგენილების, უნივერსიტეტის რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2023 წლის 09 სექტემბრის N21/04 ერთობლივი ბრძანების და საფინანსო დეპარტამენტის აღრიცხვაანგარიშგების განყოფილების წამყვანი სპეციალისტის მაია კობახიძის 15.01.2024წ. N719/10 მოხსენებითი ბარათის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს ცვლილება „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტატუსშეჩერებული სტუდენტების არსებული ფინანსური დავალიანების ჩამოწერის (განულების) შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2023 წლის 25 ოქტომბრის N311/02-01 ბრძანებაში და ბრძანების დანართი N1 ჩამოყალიბდეს ახალი, წინამდებარე ბრძანებაზე თანდართული ფორმით (დანართი N1);

2. წინამდებარე ბრძანება ძალაშია დავალიანების ჩამოწერის (განულების) ნაწილში, საქართველოს ფინანსთა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების მიერ საგადასახადო კოდექსში ცვლილების პროექტის ინიცირებისას საქართველოს მთავრობის მიერ საგადასახადო კოდექსში შესაბამისი ცვლილების შეტანის შემდგომ (საქართველოს მთავრობის 2023 წლის 03 ოქტომბრის N378 დადგენილება; მუხლი N4);

3. დაევალოს საფინანსო დეპარტამენტს, შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები სტატუსშეჩერებული სტუდენტების მონაცემთა ბაზებში;

4. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე;

5. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირებს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი);

6. ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შიძლება გასაჩივრდეს მისი ოფიციალურად გაცნობის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი - მ.შ გიორგი შამათავა

View More

Order N: 7/02-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 34-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 35-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" და "პ" ქვეპუნქტების, 28-ე მუხლის, 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის N118 დადგენილების - " სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ" (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N10 29. 12. 2014წ), თსუ აკადემიური საბჭოს 2018 წლის 30 აპრილის №113 დადგენილების - „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი, ასისტენტი) აფილირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი №4 14.05.2018წ), „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2023 წლის 22 სექტემბრის №20/04 ერთობლივი ბრძანების და იურიდიული ფაკულტეტის დეკანის თამარ ზარანდიას 2024 წლის 12 იანვრის N591/31-05 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორების სამსახურში მისაღებად.

2. უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორად 7 (შვიდი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს არანაკლებ 3 (სამი) წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება.

3. კონკურსი გამოცხადდეს 2024 წლის 17 იანვარს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2024 წლის 19 თებერვლიდან 2024 წლის 21 თებერვლის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2024 წლის 11 მარტისა.

4. კონკურსი გამოცხადდეს იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად:

კერძო სამართლის მიმართულებით:

ასოცირებული პროფესორის „ა“ კატეგორიის 1 (ერთი) ვაკანსია

ასოცირებული პროფესორი ,,ბ” კატეგორია 3 (სამი) ვაკანსია

სისხლის სამართლის მიმართულებით:

ასოცირებული პროფესორი ,,ა” კატეგორია 1 (ერთი) ვაკანსია

კონსტიტუციური სამართლის მიმართულებით:

ასოცირებული პროფესორი ,,ა” კატეგორია 1 (ერთი) ვაკანსია

5. ასოცირებული პროფესორების თანამდებობებზე ასარჩევმა კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ:

ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (დადგენილი ფორმის მიხედვით);

ბ) კონკურსანტის ანკეტა, შევსებული დადგენილი ფორმის მიხედვით (ანკეტა წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული (CD) სახით, (ფაილის ფორმატი – Word და PDF ფაილების სახით);

გ) პირადობის მოწმობის ასლი;

დ)ცნობა „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლობის შესახებ’’.

ე) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ვ) სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა /შრომის წიგნაკის ასლი და სხვა);

ზ) სამეცნიერო - პედაგოგიური მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;

თ) შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი;

ი) სამეცნიერო კვლევების კონცეფცია;

6. ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატი, კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, ვალდებულია გაეცნოს თსუ აკადემიური საბჭოს N113/2018 დადგენილების დანართი 1-ის მე-3 მუხლის მე3 პუნქტის მოთხოვნებს, წერილობით გამოხატოს თანხმობა მხოლოდ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აფილირების შესახებ (რაც ძალაში შევა მის მიერ შესაბამისი აკადემიური თანამდებობის დაკავებისთანავე) და დაადასტუროს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არ გააჩნია ძალაში მყოფი ანალოგიური ხასიათის დოკუმენტი (ხელშეკრულება, შეთანხმება ან სხვ.) სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან.

7. საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2024 წლის 19 თებერვლიდან 2024 წლის 21 თებერვლის ჩათვლით 0900-დან 1700 საათამდე, შესვენება 1300-დან 1400-მდე (შაბათ-კვირის გარდა), იურიდიული ფაკულტეტის საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში, ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. #3, თსუ II კორპუსი, ოთახი #111.

8. ბრძანება განთავსდეს გაზეთ "თბილისის უნივერსიტეტი"-ს ელექტრონულ გვერდზე.

9. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

10. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, იურიდიული ფაკულტეტი, პუბლიცისტიკისა და ელექტრონული მედიის ცენტრი).

11. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

რექტორი ჯაბა სამუშია

View More

Order N: 6/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 34-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 35-ე მუხლის პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" და "პ" ქვეპუნქტების, 28-ე მუხლის, 29-ე მუხლის პირველი პუნქტის, თსუ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118 დადგენილების - "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ" (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი №10 29.12.2014წ), თსუ აკადემიური საბჭოს 2018 წლის 30 აპრილის №113 დადგენილების - „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი, ასისტენტი) აფილირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი №4 14.05.2018წ), „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2023 წლის 22 სექტემბრის №20/04 ერთობლივი ბრძანების და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ნანა გაფრინდაშვილის 2024 წლის 9 იანვრის N174/27 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორის სამსახურში მისაღებად;

2. უნივერსიტეტის პროფესორად 10 (ათი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს არანაკლებ 6 (ექვსი) წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;

3. კონკურსი გამოცხადდეს 2024 წლის 18 იანვარს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2024 წლის 19 თებერვლიდან 2024 წლის 26 თებერვლის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2024 წლის 22 მარტისა.

4. კონკურსი გამოცხადდეს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად: ამერიკისმცოდნეობის სასწავლო–სამეცნიერო ინსტიტუტი პროფესორი - 1 საშტატო ერთეული (კატეგორია „ა“)

5. პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევმა კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (დადგენილი ფორმის მიხედვით);

ბ) კონკურსანტის ანკეტა, შევსებული დადგენილი ფორმის მიხედვით (ანკეტა წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული (CD) სახით, (ფაილის ფორმატი – Word და PDF ფაილების სახით);

გ) პირადობის მოწმობის ასლი;

დ) ცნობა „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლობის შესახებ“;

ე)შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ვ) სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა/შრომის წიგნაკის ასლი და სხვ.);

ზ) სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი; თ) შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი;

ი) სამეცნიერო კვლევების კონცეფცია.

6. საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2024 წლის 19 თებერვლიდან 2024 წლის 26 თებერვლის ჩათვლით 10-დან 17 საათამდე, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში, თბილისი ი. ჭავჭავაძის გამზ. N1 (I კორპუსი) ოთახი N207;

7. პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატი, კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, ვალდებულია გაეცნოს თსუ აკადემიური საბჭოს N113/2018 დადგენილების დანართი 1-ის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებს, წერილობით გამოხატოს თანხმობა მხოლოდ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აფილირების შესახებ (რაც ძალაში შევა მის მიერ შესაბამისი აკადემიური თანამდებობის დაკავებისთანავე) და დაადასტუროს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არ გააჩნია ძალაში მყოფი ანალოგიური ხასიათის დოკუმენტი (ხელშეკრულება, შეთანხმება ან სხვ.) სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან.

8. ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთის "თბილისის უნივერსიტეტის" ელექტრონულ გვერდზე;

9. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;

10. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, გაზეთი „თბილისის უნივერსიტეტი").

11. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი ჯაბა სამუშია

View More

Order N: 5/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასისტენტ - პროფესორის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტების, 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 34-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 35- ე მუხლის მე-3 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 28-ე მუხლის, 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის N118 დადგენილების - " სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ" (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N10 29. 12. 2014წ), თსუ აკადემიური საბჭოს 2018 წლის 30 აპრილის №113 დადგენილების - „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი, ასისტენტი) აფილირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი №4 14.05.2018წ), „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2023 წლის 22 სექტემბრის №20/04 ერთობლივი ბრძანების და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ნანა გაფრინდაშვილის 2024 წლის 9 იანვრის N174/27 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასისტენტპროფესორის სამსახურში მისაღებად; 2

2. უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორად 4 (ოთხი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი;

3. კონკურსი გამოცხადდეს 2024 წლის 18 იანვარს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2024 წლის 19 თებერვლიდან 2024 წლის 26 თებერვლის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2024 წლის 22 მარტისა.

4. კონკურსი გამოცხადდეს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტპროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად: დასავლეთევროპული ენებისა და ლიტერატურის სასწავლო–სამეცნიერო ინსტიტუტი ინგლისური ფილოლოგიის კათედრა (ინგლისური ენა)

ასისტენტ პროფესორი - 1 საშტატო ერთეული („ა“ კატეგორია)

5. ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევმა კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (დადგენილი ფორმის მიხედვით);

ბ) კონკურსანტის ანკეტა, შევსებული დადგენილი ფორმის მიხედვით (ანკეტა წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული (CD) სახით, (ფაილის ფორმატი – Word და PDF ფაილების სახით);

გ) პირადობის მოწმობის ასლი;

დ) ცნობა „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლობის შესახებ“;

ე) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ვ) სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა /შრომის წიგნაკის ასლი და სხვა);

ზ) შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი;

თ) სამოტივაციო წერილი;

6. საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2024 წლის 19 თებერვლიდან 2024 წლის 26 თებერვლის ჩათვლით 10-დან 17 საათამდე, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში, თბილისი ი. ჭავჭავაძის გამზ. N1 (I კორპუსი) ოთახი N207;

7. ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატი, კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, ვალდებულია გაეცნოს თსუ აკადემიური საბჭოს N113/2018 დადგენილების დანართი 1-ის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებს, წერილობით გამოხატოს თანხმობა მხოლოდ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აფილირების შესახებ (რაც ძალაში შევა მის მიერ შესაბამისი აკადემიური თანამდებობის დაკავებისთანავე) და 3 დაადასტუროს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არ გააჩნია ძალაში მყოფი ანალოგიური ხასიათის დოკუმენტი (ხელშეკრულება, შეთანხმება ან სხვ.) სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან.

8. ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთის "თბილისის უნივერსიტეტის"ელექტრონულ გვერდზე;

9. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;

10. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, გაზეთი „თბილისის უნივერსიტეტი").

11. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი ჯაბა სამუშია

View More

Order N: 4/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო - კვლევით ერთეულში ნოდარ ამაღლობელის სახელობის მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალის - მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის შედეგის (შემაჯამებელი ოქმი) დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 373 მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“, და ,,პ’’ ქვეპუნქტებისა, მე-9 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-6 მუხლის მე-17, მე-18 და მე-20 პუნქტების, ნოდარ ამაღლობელის სახელობის მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დებულების მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის, სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2023 წლის 28 ნოემბრის N28/04 ერთობლივი ბრძანებისა და ნოდარ ამაღლობელის სახელობის მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მიხეილ ნიორაძის 2024 წლის 9 იანვრის N211/10 წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის საკონკურსო კომისიის 2024 წლის 8 იანვრის სხდომის შემაჯამებელი ოქმი N1) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო - კვლევით ერთეულში ნოდარ ამაღლობელის სახელობის მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის - მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის შედეგი (შემაჯამებელი ოქმი) და განისაზღვროს არჩეულად: ექსპერიმენტული ფიზიკის განყოფილება:

1. მაია მოსიძე - მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული

2. დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტმენტს შრომითი ხელშეკრულების გაფორმება მაია მოსიძესთან.

3. წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

4.წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, ნოდარ ამაღლობელის სახელობის მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო - კვლევითი ინსტიტუტი).

5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი ჯაბა სამუშია

View More

Order N:

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების განკარგვასთან დაკავშირებით დასკვნის (რეკომენდაციის) მომზადების მიზნით სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ნ’’ და ,,პ” ქვეპუნქტების, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს 2023 წლის 26 დეკემბრის N7 სხდომის ოქმის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. ქ. თბილისში, უნივერსიტეტის საკუთრებაში არსებულ, ქეთევან დედოფლის გამზ. N55- ში მდებარე ქონების განკარგვასთან დაკავშირებით, შესაბამისი დასკვნის (რეკომენდაციის) მომზადების მიზნით, შეიქმნას სამუშაო ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით:

ა) ინგა სანიკიძე - წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, სამუშაო ჯგუფის წევრი;

ბ) ზურაბ გაიპარაშვილი - წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი, საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი, სამუშაო ჯგუფის წევრი;

გ) ნიკო ჯავახიშვილი - წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, სამუშაო ჯგუფის წევრი;

დ) ალექსანდრე ბოშიშვილი - წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ -პროფესორი, სამუშაო ჯგუფის წევრი;

ე) დავით ნებიერიძე - წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტი, სამუშაო ჯგუფის წევრი;

ვ) კახა კუჭუხიძე - წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი, სამუშაო ჯგუფის წევრი.

2. დაევალოს სამუშაო ჯგუფს სხდომის თავმჯდომარისა და მდივნის არჩევა, სამუშაო ჯგუფის პირველ სხდომაზე კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3.ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

4. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.

5. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

6. წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).

ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ლაშა საღინაძე

View More

Order N: 2/02-01

2023/2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში პარტნიორი ლუმიერის ლიონი 2 უნივერსიტეტის მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების და 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 და მე-11 პუნქტების, რექტორის ბრძანების (N 87/01-01; 26/04/2023), ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ” უნივერსიტეტის რექტორის 2021 წლის 31 მაისის N15/04 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის სტუდენტთა შერჩევის წესის მე-4 მუხლის მე-18 - 21-ე პუნქტების და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ერაზმუს მუნდუსის, ტემპუსის და ერაზმუს პლიუსის საერთაშორისო კრედიტ-მობილობის და ინსტიტუციონალური განვითარების პროექტების ინსტიტუციონალური კოორდინატორი წერილის (N 324/10; 10.01.2024) საფუძველზე.

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. ჩატარდეს კონკურსი ლუმიერის ლიონი 2 უნივერსიტეტის მიერ თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევად.

2. კონკურსი ჩატარდეს 2024 წლის 12 იანვარს. 3. დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) იოსებ ხელაშვილი, თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე;

ბ) ბელა ხაბეიშვილი, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, კომისიის წევრი;

გ) ნინო ქიმერიძე, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;

4. ირინე შოთაშვილი, საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი, კომისიის მდივანი;

5. კომისიას დაევალოს თავისი საქმიანობა წარმართოს მოქმედი კანონმდებლობისა და ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ” უნივერსიტეტის რექტორის 2021 წლის 31 მაისის 15/04, 22 დეკემბრის 33/04, 2023 წლის 9 იანვრის N 1/04 და 10 მარტის N 9/04 ბრძანებებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის სტუდენტთა შერჩევის წესის საფუძველზე.

6. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

7. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირებს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).

8. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

რექტორი ჯაბა სამუშია

 

View More

Order N: 1/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორების სამსახურში  მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22 -ე მუხლის პირველი პუნქტის, 32-ე მუხლის  მე-2 პუნქტის, 34-ე მუხლის  პირველი და მე - 2 პუნქტების, 35 -ე მუხლის  მე -
2 პუნქტის,  საქართველოს განათლებისა  და  მეცნიერების   მინისტრის    2013 წლის    11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით  დამტკიცებული სსიპ   - ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე -14 მუხლის  პირველი პუნქტის, მე8 პუნქტის "ა", "ბ" და "პ" ქვეპუნქტების, 28 - ე მუხლის,  29 - ე მუხლის  მე - 2 პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის N 118 დადგენილების  - „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის      ჩატარების     ერთიანი     წესის     შესახებ"     (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N10; 29. 12. 2014წ), თსუ აკადემიური საბჭოს 2018 წლის  30 აპრილის  №113  დადგენილების   - „სსიპ    - ივანე  ჯავახიშვილის   სახელობის თბილისის  სახელმწიფო   უნივერსიტეტის   აკადემიური     პერსონალის   (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი,  ასისტენტ პროფესორი, ასისტენტი) აფილირების წესისა  და პირობების დამტკიცების შესახებ“  (დამტკიცებულია თსუ  წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი   №4   14.05.2018წ),   „სსიპ      - ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ერთიანი  საშტატო  განრიგის  დამტკიცების შესახებ“  თსუ რექტორის და  ადმინისტრაციის  ხელმძღვანელის   2023 წლის    22 სექტემბრის     N20/04 ერთობლივი ბრძანების  და  სოციალურ  და  პოლიტიკურ   მეცნიერებათა  ფაკულტეტის დეკანის სალომე დუნდუას 2023 წლის 26 დეკემბრის N 39622/30 წერილის საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1.გამოცხადდეს    კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ    და    პოლიტიკურ    მეცნიერებათა    ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორების სამსახურში მისაღებად;
2.უნივერსიტეტის    ასოცირებულ  პროფესორად 7 (შვიდი)   წლის  ვადით  შეიძლება
არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური  ხარისხის მქონე პირი,  რომელსაც აქვს  არანაკლებ 3  (სამი)  წლის  სამეცნიერო  -  პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;
3.   კონკურსი  გამოცხადდეს  2023 წლის 29 დეკემბერს საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2024 წლის 30 იანვრიდან 2024 წლის 6 თებერვლამდე, საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი  ოქმი თსუ  აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2024 წლის 26 თებერვლისა.
4.   კონკურსი გამოცხადდეს სოციალურ და პოლიტიკურ  მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორების აკადემიური  თანამდებობის დასაკავებლად: პოლიტიკის მეცნიერების მიმართულება
ასოცირებული პროფესორი – 1 საშტატო ერთეული (კატეგორია „ა“);

ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულება ასოცირებული პროფესორი – 1 საშტატო ერთეული (კატეგორია „ბ“); ინტერდისციპლინური მიმართულება
ასოცირებული პროფესორი – 1 საშტატო ერთეული (კატეგორია „ბ“);
5. ასოცირებული   პროფესორის თანამდებობაზე   ასარჩევმა კანდიდატმა   უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (დადგენილი ფორმის მიხედვით);

ბ)კონკურსანტის  ანკეტა,  შევსებული  დადგენილი   ფორმის  მიხედვით  (ანკეტა წარმოდგენილი უნდა   იყოს  როგორც ნაბეჭდი,  ისე  ელექტრონული (CD) სახით, (ფაილის ფორმატი – Word და PDF ფაილების სახით);
გ) პირადობის მოწმობის ასლი;
დ)   ცნობა   „სქესობრივი   თავისუფლებისა    და   ხელშეუხებლობის    წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის  ნასამართლობის შესახებ“;
ე)შესაბამისი აკადემიური  ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი (უცხო  ქვეყანაში მიღებული  განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის   აღიარების  კანონმდებლობით  დადგენილი   წესით   გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ვ)  სამსახურებრივი  გამოცდილების   ამსახველი  კანონმდებლობით  დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა /შრომის წიგნაკის ასლი და სხვა);
ზ)სამეცნიერო-პედაგოგიური    მუშაობის     გამოცდილების     დამადასტურებელი დოკუმენტი;
თ) შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი;
ი) სამეცნიერო კვლევების კონცეფცია;

6.   ასოცირებული   პროფესორის თანამდებობაზე   ასარჩევი  კანდიდატი,  კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, ვალდებულია გაეცნოს თსუ  აკადემიური  საბჭოს N113/2018 დადგენილების დანართი 1- ის მე-3 მუხლის  მე-3 პუნქტის მოთხოვნებს, წერილობით  გამოხატოს  თანხმობა  მხოლოდ ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტთან აფილირების შესახებ (რაც ძალაში შევა მის     მიერ    შესაბამისი     აკადემიური    თანამდებობის     დაკავებისთანავე)     და დაადასტუროს  ინფორმაცია იმის  შესახებ,  რომ არ გააჩნია ძალაში მყოფი ანალოგიური ხასიათის  დოკუმენტი (ხელშეკრულება, შეთანხმება ან სხვ.) სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან; 
7.   საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2024 წლის 30 იანვრიდან 2024 წლის
6 თებერვლამდე 10.00 სთ-დან 17.00 სთ-მდე, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის  საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში, თბილისი ი. ჭავჭავაძის გამზ. N8 (VI კორპუსი) ოთახი N 203;
8.   ბრძანება    განთავსდეს    გაზეთ     „თბილისის     უნივერსიტეტის"    ელექტრონულ გვერდზე.
9. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე  განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
10. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი  წესით  გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ    ერთეულებს     (საფინანსო    დეპარტამენტი,     შიდა     აუდიტის სამსახური,  პერსონალის მართვის დეპარტამენტი,  საზოგადოებასთან ურთიერთობის  დეპარტამენტი,  საინფორმაციო ტექნოლოგიების  დეპარტამენტი, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი);
11. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.


რექტორი ჯაბა სამუშია

View More

Order N: 335/01-01

„უქმე დღეების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 25 დეკემბრის N500 დადგენილების  ძალაში შესვლამდე გამოცემულ სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის პერსონალის შვებულებაში გასვლის შესახებ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბრძანებებში ცვლილებების შეტანის თაობაზე

2023 წლის 25 დეკემბერს ძალაში შევიდა საქართველოს მთავრობის N500 დადგენილება „უქმე   დღეების განსაზღვრის შესახებ“, რომლის პირველი  მუხლის თანახმად ,,საქართველოს ორგანული  კანონის  „საქართველოს შრომის კოდექსი“ 30-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს  ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრულ  ადმინისტრაციულ ორგანოებში (შემდგომში – ადმინისტრაციული ორგანო) დასაქმებულთათვის  2024 წლის  3 იანვრიდან 5 იანვრის ჩათვლით დღეები განისაზღვროს უქმე დღეებად.“ ხსენებული დადგენილების  ძალაში შესვლამდე, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მიერ უნივერსიტეტის   ცალკეული    პერსონალის მიმართ უკვე გამოცემული იყო შესაბამისი ბრძანებები პერსონალის კუთვნილი შვებულებით სარგებლობის თაობაზე,   რომლებიც   2023 წლის   3 იანვრიდან     5 იანვრის პერიოდს მოიცავს, როგორც საშვებულებო დღეებს. ყოველივე ზემოხსენებულიდან  გამომდინარე,  უნივერისტეტის  ადმინისტრაციის ხელმძღვანელის იმ    ბრძანებების კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, რომლებიც გამოცემულია საქართველოს მთავრობის 2023 წლის 25 დეკემბრის N500 დადგენილების       ძალაში შესვლამდე  და ადგენს ცალკეული პერსონალის საშვებულებო პერიოდს,    რომელშიც    ჩათვლილია    აღნიშნული     დადგენილებით განსაზღვრული უქმე  დღეებიც და საქართველოს მთავრობის  2023 წლის 25 დეკემბრის N500 დადგენილების პირველი მუხლის, ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე  მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი  პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტის,  საქართველოს განათლებისა და  მეცნიერების  მინისტრის  2013 წლის  11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის  წესდების მე-15  მუხლის   პირველი  პუნქტის,  მე-16  მუხლის   პირველი  პუნქტის    ,,ნ”  და  ,,პ” ქვეპუნქტების  საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.   შევიდეს ცვლილება ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მიერ გამოცემულ შესაბამის ბრძანებებში   და  პერსონალის შვებულების  ხანგრძლივობა განისაზღვროს  2024 წლის 3 იანვრიდან 5 იანვრის ჩათვლით პერიოდის უქმე დღეებად ჩათვლის გათვალისწინებით.

2.   დაევალოს კანცელარიას წინამდებარე ბრძანების გადაცემა ყველა სტუქტურული ერთეულისათვის.
3.   ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ლაშა საღინაძე 
 

View More

Order N: 388/02-01  

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის,  მულტილინგვური განათლების დაწყებითი საფეხურის საგანმანათლებლო, ქართულ ენაში მომზადების პროგრამების სტუდენტებისათვის სტუდენტის სტატუსის შეჩერებიდან 5 წლიანი ვადის გასვლის გამო სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის  შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის  პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის  პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის  მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის  პირველი და მე-2 ნაწილების,  56-ე მუხლის  მე-2 და მე-3 ნაწილების,  57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის N10/ნ ბრძანებით დამტკიცებული „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში  გადასვლის  წესისა  და  საფასურის“    N1 დანართის მე-3  მუხლის  მე-5 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ   ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა“, ,,ბ“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 41-ე მუხლის მე-5 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის  2021 წლის 18 ოქტომბრის N90/ნ ბრძანებით დამტკიცებული „უმაღლესი  განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესისა  და პირობების„  მე-7 მუხლის  მე-2 პუნქტისა და სასწავლო პროცესის მართვის ელქტრონული სისტემის (lms.tsu.ge) მონაცემების საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.შეუწყდეთ სტუდენტის სტატუსი სტუდენტის სტატუსის შეჩერებიდან  5 წლიანი ვადის გასვლის გამო სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის, მულტილინგვური განათლების დაწყებითი საფეხურის საგანმანათლებლო, ქართულ ენაში მომზადების პროგრამების, სტუდენტებს ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების შესაბამისად თანდართული სიის მიხედვით:

ა) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N1);
ბ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი  (დანართი №2);
გ) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი  (დანართი №3);
დ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დანართი №4);
ე) იურიდიული ფაკულტეტი (დანართი №5);
ვ) მედიცინის ფაკულტეტი  (დანართი №6);
ზ) ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი  (დანართი №7);
 

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე.;
3.  დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
4.  ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე;
5.  წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის  მიერ შეიძლება გასაჩივრებული  იქნას
კანონმდებლობით დადგენილი  წესით  ძალაში შესვლის დღიდან ერთი თვის  ვადაში ქ. თბილისის   საქალაქო სასამართლოში (მისამართი:  ქ.  თბილისი   დავით  აღმაშენებლის ხეივანი N64);

რექტორი ჯაბა სამუშია

View More

Order N: 1359/01-04      

სსიპ–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ  სამეცნიერო-კვლევით ერთეულში-ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომლების (ვადიანი, უვადო) თანამდებობებზე კანდიდატების შესარჩევად საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

 ,,უმაღლესი განათლების  შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე  მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო  სამართლის იურიდიული  პირის  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის  2013 წლის  11 სექტემბრის  N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის  პირველი პუნქტის, ამავე მუხლის  მე-8 პუნქტის ,,ა“ და  ,,პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის, ,,სსიპ  - ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების  შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-4 მუხლის  პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების, თსუ დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის - ალექსანდრე ნათიშვილის   მორფოლოგიის ინსტიტუტის   დებულების მე-10 მუხლის პირველი პუნქტისა და ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის დ. კორძაიას 2023 წლის 27 დეკემბრის N39782/10  წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სსიპ – ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომლის (ვადიანი, უვადო) თანამდებობებზე კანდიდატების შესარჩევად დამტკიცდეს კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) ლიანა კიკალიშვილი - მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკური ანატომიის და ოპერაციული ქირურგიის დეპარტამენტის  ხელმძღვანელი.
ბ) ლეილა ჯანდიერი - მედიცინის  დოქტორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკური ანატომიის და ოპერაციული ქირურგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი.
გ) ლიკა სვანაძე - სამედიცინო ინფორმატიკის დოქტორი, თსუ მორფოლოგიის ინსტიტუტის ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების სამედიცინო ინფორმატიკის მთავარი სპეციალისტი.
დ) დამტკიცდეს საკონკურსო კომისიის თავმჯდომარედ  - ლიანა კიკალიშვილი, საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ - ლეილა ჯანდიერი და საკონკურსო კომისიის მდივნად - ლიკა სვანაძე;

2. დაევალოს საკონკურსო კომისიას  კონკურსანტთა  განცხადებებისა  და   თანდართული დოკუმენტაციის მიღება და წარმოდგენილი დოკუმენტაციის სისრულის  შემოწმება სსიპ – ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს  2017  წლის  31  მაისის  N63/2017  დადგენილებით  დამტკიცებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში.
3. დაევალოს საკონკურსო კომისიას  დასამტკიცებლად  წარუდგინოს  თსუ   რექტორს შემაჯამებელი  ოქმი არაუგვიანეს 2024 წლის 19 თებერვლისა.
4.   ბრძანების   დაინტერესებულ   პირთათვის    კანონმდებლობით   დადგენილი    წესით გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
5. წინამდებარე ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე  განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
6. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოცემისთანავე.


რექტორი ჯაბა სამუშია 
 

View More

Order N: 333/01-01

2023/2024 სასწავლო წლისთვის ერაზმუს+ გაცვლითი პროგრამების ფარგლებში პარტნიორი ევროპული უნივერსიტეტების მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის  51-ე  მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის  მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის  პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის  მე-2 და მე-3 ნაწილების და 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და  მეცნიერების  მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  საჯარო სამართლის  იურიდიული  პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის  პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 და მე-11 პუნქტების, რექტორის ბრძანების (N  87/01-01; 26/04/2023), ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ” უნივერსიტეტის რექტორის 2021 წლის 31 მაისის N15/04 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით და მობილობის    პროგრამებში მონაწილეობისათვის სტუდენტთა შერჩევის  წესის მე-4  მუხლის მე-18 - 21-ე პუნქტების და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ერაზმუს მუნდუსის, ტემპუსის და ერაზმუს პლიუსის საერთაშორისო კრედიტ-მობილობის    და ინსტიტუციონალური განვითარების პროექტების ინსტიტუციონალური კოორდინატორი წერილის (N 39205/10; 22.12.2023) საფუძველზე.


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1.   ჩატარდეს კონკურსი 2023/2024 სასწავლო წლის  გაზაფხულის  სემესტრისთვის ერაზმუს+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში პარტნიორი ევროპული უნივერსიტეტების მიერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის   გამოყოფილი სასწავლო და სტაჟირების სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევად.
2.   კონკურსი ჩატარდეს 2023 წლის 25 დეკემბერს.
3.   დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა)   მაგდა ცინცაძე, ზუსტ და საბუნებისმეტყველო  მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე;
ბ)   რუსუდან  დოლიძე,  თსუ   ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე;
გ)   ნინო ქიმერიძე, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
4.   ნათია კალანდაძე,  საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი, კომისიის მდივანი;
5.  დამტკიცდეს კონკურსის ჩატარებისა და კანდიდატთა  შერჩევის წესი (დანართი N1).
6.  ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7.  წინამდებარე ბრძანება  კანონმდებლობით  დადგენილი   წესით   გადაეცეს დაინტერესებულ  პირებს  და  შესაბამის  სტრუქტურულ  ერთეულებს (საგარეო ურთიერთობათა  დეპარტამენტი,  შიდა  აუდიტის სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).
8.    ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

რექტორი ჯაბა სამუშია

View More

Order N: 331/01-01  

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო -კვლევით ერთეულში შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალის - მეცნიერი თანამშრომლების თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგების (შემაჯამებელი ოქმი) დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის  პირველი პუნქტის,   37-3 მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის   წესდების    დამტკიცების   თაობაზე   “ საქართველოს  განათლებისა   და მეცნიერების მინისტრის    2013   წლის   11   სექტემბრის    N135  /ნ ბრძანებით    დამტკიცებული   ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე -14 მუხლის  პირველი პუნქტის, ამავე  მუხლის   მე -8 პუნქტის   ,,ა“ და    ,,პ“ ქვეპუნქტებისა  და  მე -9 პუნქტის ,  ,,სსიპ   - ივანე ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის   სახელმწიფო  უნივერსიტეტის   დამოუკიდებელი სამეცნიერო - კვლევითი ერთეულის  სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების  ერთიანი  წესისა  და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების   დამატებითი   პირობების   დამტკიცების   შესახებ  ” ივანე   ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის  N63 /2017 დადგენილების დანართი  N1 -ის მე -6 მუხლის   მე -17, მე -18 და  მე -20 პუნქტების , მე -7 მუხლის  , შოთა რუსთაველის სახელობის  ქართული  ლიტერატურის   ინსტიტუტის , მე -8 მუხლის   მე -7 პუნქტის , მე -10 მუხლის, სსიპ  -ივანე ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის   სახელმწიფო  უნივერსიტეტის  საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2023 წლის 28 ნოემბრის N28/04 ერთობლივი   ბრძანებისა   და   შოთა   რუსთაველის   სახელობის   ქართული    ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორის ირმა რატიანის  2023 წლის 22 დეკემბრის   N39263/10 წერილის  (თან ერთვის ინსტიტუტის საკონკურსო  კომისიის   2023  წლის    19 დეკემბრის   სხდომის   შემაჯამებელი   ოქმი    N1) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.დამტკიცდეს სსიპ   - ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის შოთა რუთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის  ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალის -  მეცნიერი თანამშრომლების თანამდებობებზე  გამოცხადებული   კონკურსის   შედეგები    (შემაჯამებელი ოქმი ) და განისაზღვრონ არჩეულად:

ციფრული ლიტერატურის ლაბორატორია

ა) მარიამ ცუცქირიძე - მეცნიერი თანამშრომელი - 1.0 საშტატო ერთეული
ბ) ქეთევან ხუბულავა - მეცნიერი თანამშრომელი - 0.5 საშტატო ერთეული

2. დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტმენტს  არჩეულ პერსონალთან შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება.
3. წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
4. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის  ინსტიტუტი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).
5. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.


რექტორი ჯაბა სამუშია

View More

Order N: 332/01-01      

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენების შემსწავლელი ცენტრის მასწავლებელთა შესარჩევად კონკურსის გამოცხადების  შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე  მუხლის  პირველი  პუნქტის  „ა,“  „ზ”  და  „ი“  ქვეპუნქტების,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2013 წლის  11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ  - ივანე   ჯავახიშვილის სახელობის   თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-15  მუხლის  პირველი  პუნქტის,  მე-16  მუხლის  პირველი პუნქტის „ა,“  „ვ,“  ,,ნ’ ’ და  ,,პ”  ქვეპუნქტების,  „სსიპ-ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენების შემსწავლელი ცენტრის მასწავლებელთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ" თსუ რექტორისა და ადმინისტრაციის  ხელმძღვანელის 2015 წლის 24 თებერვლის N08/04 ერთობლივი ბრძანების, „სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ" თსუ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2023 წლის 14 დეკემბრის  N30/04 ერთობლივი ბრძანებისა და ენების შემსწავლელი ცენტრის უფროსის რუსუდან დოლიძის 2023 წლის 18 დეკემბრის  N 38452/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.გამოცხადდეს    კონკურსი      სსიპ-ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენების შემსწავლელი ცენტრის  საშტატო განრიგით განსაზღვრულ მასწავლებლების თანამდებობაზე.
2.კონკურსი    ჩატარდეს მასწავლებლების შესარჩევად 4 საშტატო ერთეულზე ,
მათ შორის:
ინგლისური ენა - ორი  საშტატო ერთეული თურქული ენა - ერთი  საშტატო ერთეული
ქართული, როგორც უცხო ენა - ერთი  საშტატო ერთეული

3.კონკურსში    მონაწილეობის მიღება შეუძლია პირს, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს:

ა) აქვს შესაბამისი უმაღლესი განათლება (მაგისტრის ან მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, „ფილოლოგი–ანგლისტი ან შესაბამისი „უცხო ენის მასწავლებლი“);
ბ) აქვს უმაღლეს სასწავლებელში სულ მცირე სამწლიანი (დოკუმენტურად დადასტურებული)  სამუშაო  გამოცდილება;
გ) ფლობს რომელიმე  დარგობრივ ენას (ევროპული ენებისათვის);
დ) აქვს გუნდური მუშაობისა და პროფესიული კომუნიკაციის უნარი;
ე)  ფლობს  საოფისე პროგრამებს;

4.   ევროპული ენების მასწავლებელთა შერჩევისას პრიორიტეტი მიენიჭება ენობრივი კომპეტენციის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის (დონე C1 ან C2, შეფასება არანაკლებ B)  მფლობელ კანდიდატს.

5.   აპლიკანტებს მოეთხოვებათ შემდეგი საბუთების წარმოდგენა:

ა) განცხადება კომისიის სახელზე (დანართი 1);
ბ) ავტობიოგრაფია (CV) ქართულ ენაზე (დანართი 2);
გ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
დ) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (მაგისტრის ან მაგისტრთან გათანაბრებული);
ე) დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის  დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ვ) ევროპული ენების მასწავლებლებისათვის ენობრივი კომპეტენციის დამადასტურებელი (დონე - C1ან C2, შეფასება არანაკლებ  B) საერთაშორისო სერტიფიკატის/სერტიფიკატების ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ზ) პროფესიული (მეთოდური, დარგობრივი ენის)  განვითარების დამადასტურებელი სერტიფიკატის/სერტიფიკატების ასლები (ბოლო 4 წელი);
თ) გამოქვეყნებული სტატიების ასლები (ასეთის არსებობის შემთხვევაში - ბოლო 4 წელი);
ი) სახელმძღვანელოების/ლექსიკონების თავფურცლის ასლი (ავტორობის ან თანაავტორობის შემთხვევაში);
კ) ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში მოხსენებით მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები - ბოლო 4 წელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ლ) უცხოეთში სტაჟირების (ენის სწავლების  მეთოდიკა, ლინგვისტიკა) დამადასტურებელი დოკუმენტის/დოკუმენტების  ასლები -  ბოლო 4 წელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
მ)  ცნობა „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ“.


6. კონკურსის შედეგად შერჩეულ მასწავლებელთა მინიმალური სავალდებულო კვირეული სააუდიტორიო დატვირთვა და შრომის ანაზღაურება განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით;
7. კონკურსის შედეგად შერჩეული მასწავლებლის შრომითი ხელშეკრულების ხანგრძლივობა განისაზღვრება 50 თვით;
8.  სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენების შემსწავლელი ცენტრის მასწავლებელთა კონკურსის ჩატარების მიზნით შეიქმნას კომისია არაუგვიანეს 2023 წლის 29 დეკემბრისა. 
9.   საბუთების მიღება იწარმოებს 2024 წლის 8 იანვრიდან 12 იანვრის ჩათვლით 10 საათიდან 17 საათამდე, მისამართზე ი. ჭავჭავაძის გამზ. N36 თსუ V კორპუსი, ოთახი N231;
10. ბრძანების  უნივერსიტეტის  ოფიციალურ  ვებ-გვერდზე  განთავსება  დაევალოს უნივერსიტეტის საიფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
11. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საიფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, ენების შემსწავლელი ცენტრი).
12. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე

View More

Order N: 374/02-01  

„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფორმაციული სერვისების ბიზნეს - უწყვეტობის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ რექტორის 2018 წლის 23 თებერვლის N34/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

კანონის    23  - ე  მუხლის   პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი  ადმინისტრაციული კოდექსის  51-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის  პირველი  ნაწილის, 53-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის,  63-ე  მუხლის,  საქართველოს  განათლებისა   და მეცნიერების მინისტრის  2013 წლის  11 სექტემბრის  №135/ ნ ბრძანებით  დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე - 15 მუხლის  პირველი პუნქტის, მე - 16 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და  „ნ“ ქვეპუნქტების,  საინფორმაციო   ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსის 2023 წლის 19 დეკემბრის N38627/10  წერილის  საფუძველზე

ვბრძანებ:

1. შევიდეს  შემდეგი  ცვლილებები  „სსიპ   - ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფორმაციული  სერვისების  ბიზნეს - უწყვეტობის გეგმის დამტკიცების თაობაზე“   რექტორის   2018 წლის    23 თებერვლის    N34/02-01 ბრძანებით დამტკიცებულ ,,ინფორმაციული სერვისების ბიზნეს - უწყვეტობის გეგმაში (შემდგომში -
,,გეგმა’’)’’ :

ა) გეგმის  მე-18 მუხლის   1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„ ა სისტემა შემდეგი მოდულებისგან შედგება:

•uni.tsu.ge    /lms.tsu.ge“     სტუდენტის   და   ლექტორის   მოდული.    მუშაობს       http-პროტოკოლით
•uni.tsu.ge/lms.tsu.ge      დეკანატის     და    ლექტორის    მოდული.     მუშაობს         https- პროტოკოლით, GeoTrust-სერტიფიკატის         საფუძველზე.        მოხმარებლებს
ორფაქტორიანი აუტენტიფიკაციის გავლა უწევთ (სახელი და პაროლი, SMS)
•uni.tsu.ge /lms.tsu.ge     პირველკურსელების პირველადი რეგისტრაცია.’’

ბ) გეგმის  მე - 20 მუხლი  ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
,,მუხლი  20. საინფორმაციო სისტემების მიგრაციის პროცედურები

 სასწავლო საინფორმაციო სისტემებისთვის (uni.tsu.ge/lms.tsu.ge) დამუშავებულია მიგრაციის  პროცედურები,  რომლებიც შეიძლება განხორციელდეს გეგმიურად  ან ავარიული სიტუაციების დროს.“

გ) გეგმის   21-ე მუხლი  ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
,,მუხლი  21. საინფორმაციო სისტემების სტრეს-ტესტები
სასწავლო საინფორმაციო სისტემებისთვის (uni.tsu.ge/lms.tsu.ge) დამუშავებულია სტრეს-ტესტების    პროცედურები,      რომლებიც    ხორციელდება     გეგმიურად,      სტუდენტთა აკადემიური რეგისტრაციის   პროცესის  დაწყებამდე  (სემესტრში  ერთხელ) ან ცალკეულ განსაკუთრებულ შემთხვევებში“.2.   ბრძანების    უნივერსიტეტის   ოფიციალურ    ვებგვერდზე   გამოქვეყნება   დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3.     ბრძანების     ყველასათვის     ხელმისაწვდომ     ადგილზე      განთავსება     დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი  ლაშა საღინაძე

 

View More

Order N: 371/02-01  

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ასისტენტ  - პროფესორის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

„უმაღლესი განათლების  შესახებ " საქართველოს კანონის   22-ე მუხლის   პირველი პუნქტის, 32-ე მუხლის  მე -2 პუნქტის , 34-ე მუხლის  პირველი და მე -2 პუნქტების , 35-ე მუხლის  მე -3 პუნქტის , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  N135/ნ ბრძანებით  დამტკიცებული სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო   უნივერსიტეტის  წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის , მე -8 პუნქტის „ა", „ბ" და  „პ" ქვეპუნქტების , მე-9 პუნქტის, მე-11 პუნქტის, 28- ე მუხლის , 29-ე მუხლის  მე -3 პუნქტის , ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის N118 დადგენილების  -  „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  აკადემიური   პერსონალის სამსახურში   მიღებისა  და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ  " (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ , ოქმი N10 29.12.2014წ), თსუ  აკადემიური საბჭოს 2018 წლის 30 აპრილის №113 დადგენილების - „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  აკადემიური პერსონალის (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი , ასისტენტ -პროფესორი, ასისტენტი ) აფილირების წესისა და პირობების  დამტკიცების შესახებ “ (დამტკიცებულია თსუ  წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი №4 14.05.2018წ), „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2023 წლის 22 სექტემბრის  № 20/04 ერთობლივი ბრძანების , ეკონომიკისა  და  ბიზნესის ფაკულტეტის   დეკანის  გიორგი ღაღანიძის 2023 წლის 15 დეკემბრის  N38173/29 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის  ფაკულტეტზე ასისტენტ - პროფესორის სამსახურში  მისაღებად.
2. უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორად 4 (ოთხი)  წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი.
3. კონკურსი  გამოცხადდეს  2023 წლის  25  დეკემბერს.  საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2024 წლის 26 იანვრიდან 2024 წლის 2 თებერვლის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი  ოქმი თსუ  აკადემიურ   საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2024 წლის პირველი მარტისა.
4. კონკურსი გამოცხადდეს ეკონომიკისა და  ფაკულტეტის  ასისტენტ - პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:

ფინანსებისა და საბანკო საქმის კათედრა
ასისტენტ პროფესორი - 1  საშტატო ერთეული - კატეგორია „ა“;
5. ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევმა კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (დადგენილი ფორმის მიხედვით);
ბ) კონკურსანტის   ანკეტა,  შევსებული  დადგენილი    ფორმის  მიხედვით  (ანკეტა წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული  (CD)  სახით, (ფაილის ფორმატი – Word და PDF ფაილების სახით);
გ) პირადობის მოწმობის ასლი;
დ) ცნობა „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის  ნასამართლობის შესახებ“;
ე) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის  აღიარების  კანონმდებლობით  დადგენილი  წესით  გაცემული
დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ვ) სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა /შრომის წიგნაკის ასლი და სხვა);
ზ) შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი;
თ) სამოტივაციო წერილი
;
6.    ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატი,  კონკურსში მონაწილეობის  მიღების  მიზნით, ვალდებულია  გაეცნოს თსუ   აკადემიური  საბჭოს N113/2018  დადგენილების დანართი 1-ის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებს, წერილობით გამოხატოს თანხმობა მხოლოდ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტთან აფილირების შესახებ  (რაც ძალაში შევამის მიერ შესაბამისი  აკადემიური თანამდებობის დაკავებისთანავე) და დაადასტუროს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არ გააჩნია ძალაში მყოფი ანალოგიური ხასიათის დოკუმენტი (ხელშეკრულება, შეთანხმება ან სხვ.) სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან.
7. საკონკურსო დოკუმენტაციის მიღება იწარმოებს 2024 წლის 26 იანვრიდან 2024 წლის 2 თებერვლის   ჩათვლით 1000-დან 1700 საათამდე, შესვენება 1300-დან 14-მდე (შაბათ-კვირის    გარდა), ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის  საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში, თბილისი,  უნივერსიტეტის ქ. N2, თსუ  X კორპუსი, IV სართული, ოთახი N403;
8. ბრძანება გამოქვეყნდეს "თბილისის  უნივერსიტეტი" ელექტრონულ გვერდზე.
9.  ბრძანების   უნივერსიტეტის  ოფიციალურ  ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
10. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით  გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ   ერთეულებს    (საფინანსო   დეპარტამენტი,    პერსონალის  მართვის დეპარტამენტი,  შიდა  აუდიტის სამსახური, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი,).
11. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნინო გვენეტაძე
 

View More

Order N: 328/01-01      

„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული სტუდენტის შეფასების ვერიფიკაციის წესის დამტკიცების შესახებ“ 2021 წლის 18 თებერვლის N12/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის,54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის    №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა", ,,ბ" ,,ო" და ,,პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, მე-11პუნქტის, 42-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 2023 წლის 19 დეკემბრის თსუ პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის N38589/10 წარდგინების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. შევიდეს ცვლილება „სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული სტუდენტის შეფასების ვერიფიკაციის წესის დამტკიცების შესახებ“ 2021 წლის 18 თებერვლის N12/01-01 რექტორის ბრძანებაში და ბრძანების პირველი პუნქტით  დამტკიცებული დანართი N1 ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით (დანართი N1).
2. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებისთვის მიწოდება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
5. ბრძანება გასაჩივრებული შეიძლება იქნას კანონმდებლობით დადგენილი წესით ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64).

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნინო გვენეტაძე
 

View More

Order N: 329/01-01