Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის  51-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის  პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის  მე-3 ნაწილის,  54-ე მუხლის  პირველი ნაწილის,  55-ე მუხლის,   56-ე მუხლის   მე-2 და  მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის    თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14  მუხლის  პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის  ,,ა” ქვეპუნქტის, მე-9 და მე-12 პუნქტების, უნივერსიტეტის   ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 2025  წლის 15  მაისის  N11625/10 წერილის  საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხელოვნური ინტელექტის საუნივერსიტეტო სტრატეგიის შემუშავების უზრუნველსაყოფად შეიქმნას საუნივერსიტეტო სამუშაო ჯგუფი (შემდგომში -,,სამუშაო ჯგუფი’’) შემდეგი შემადგენლობით:
ა) ჯაბა სამუშია - რექტორი, პროფესორი, აკადემიკოსი - სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე;
ბ) ზვიად გაბისონია - განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის  სამინისტროს ექსპერტი ციფრული განათლებისა და ხელოვნური ინტელექტის საკითხებში;
„განათლებისა და მეცნიერების სისტემაში ციფრული ტექნოლოგიების დანერგვის სამუშაო ჯგუფის“ თანახელმძღვანელი - სამუშაო ჯგუფის წევრი;
გ) ერეკლე ასტახიშვილი - რექტორის  მოადგილე  საერთაშორისო  ურთიერთობათა სფეროში - სამუშაო ჯგუფის წევრი;
დ) შოთა ფოთოლაშვილი - ხარისხის  უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი - სამუშაო ჯგუფის წევრი;
ე)  გიორგი ღვედაშვილი - სამეცნიერო  კვლევებისა  და  განვითარების  დეპარტამენტის უფროსი - სამუშაო ჯგუფის წევრი;
ვ)  ნინო უგრეხელიძე - საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი - სამუშაო ჯგუფის წევრი;
ზ) პეტრე ბაბილუა - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი - სამუშაო ჯგუფის წევრი;
თ) თინათინ დავითაშვილი - თსუ-ის  ხარისხის  უზრუნველყოფის სამსახურის  მთავარი სპეციალისტი  -სამუშაო ჯგუფის წევრი;
ი) მიხეილ რუხაია  - მთავარი მეცნიერ თანამშრომელი, თსუ-ის  ილია ვეკუას  სახელობის გამოყენებითი მათემატიკის  ინსტიტუტი -  სამუშაო ჯგუფის წევრი;
კ) თენგიზ ბუჩუკური - მთავარი მეცნიერ თანამშრომელი, თსუ-ის ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის  ინსტიტუტი - სამუშაო ჯგუფის წევრი.

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. დაევალოს თსუ-ის კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი ჯაბა სამუშია