Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის ფაკულტეტებზე მიმდინარე სასწავლო-სამეცნიერო პროცესის სრულყოფის და სამეცნიერო კვლევებში სტუდენტების (მაგისტრატურა, დოქტორანტურა) მაქსიმალური ჩართულობის მიზნით და ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის  ,,ლ“ და ,,ჰ4“ ქვეპუნქტების, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 23-ე მუხლის  პირველი პუნქტის, 24- ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“  და   ,,თ“   ქვეპუნქტების,   ,,საჯარო   სამართლის იურიდიული პირის    −   ივანე    ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების    დამტკიცების   თაობაზე“   საქართველოს განათლებისა  და მეცნიერების მინისტრის  2013 წლის  11 სექტემბრის  N135/ნ ბრძანებით  დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების    მე-14 მუხლის  პირველი პუნქტის, ამავე მუხლის  მე-8 პუნქტის ,,ა“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, ამავე მუხლის  მე-9 პუნქტის, მე-15 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის  პირველი პუნქტის ,,ნ“,  ,,ო“  და  ,,პ“  ქვეპუნქტების  და  ამავე  მუხლის   მე-2  პუნქტის,      ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტში  საუნივერსიტეტო პოლიტიკის სრულფასოვანი    რეალიზებისა     და     უნივერსიტეტის     სტრატეგიული განვითარების პროცესზე ზედამხედველობის მიზნით შექმნილი რექტორის საბჭოს’’  2025 წლის 1 აპრილის N7 ოქმის  საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სსიპ           - ივანე ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ფაკულტეტებზე მიმდინარე სამეცნიერო პროცესის სრულყოფის მიზნით განხორციელდეს
რექტორის 2024 წლის 27 სექტემბრის  №264/01-01 და 2024 წლის 9 ოქტომბრის №275/01-01 ბრძანებებით განსაზღვრული  სამუშაო ჯგუფის მიერ რეკომენდირებული საერთაშორისო სამეცნიერო პერიოდული გამოცემების (ჟურნალები) შექმნისა და განვითარების წინადადებების  რეალიზება,  შესაბამისი   სამეცნიერო  ჟურნალების  SCOPUS-ში ინდექსირების პირობით.
2. ამ ბრძანების პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიზნის (არსებული სამეცნიერო ჟურნალების განვითარება) ფინანსური  ხელშეწყობისთვის   დაფინანსების ყოველწლიური მაქსიმალური  ოდენობა უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან  (3 წლის განმავლობაში) ფაკულტეტების მიხედვით,  აკადემიური პერსონალის სამეცნიერო ჟურნალების განვითარების    ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში (პროგრამული კოდი  01 05 04 03) შემდეგი პრინციპის გათვალისწინებით:

ა) იმ შემთხვევაში,  თუ არსებული  ჟურნალები არ არის    მოხვედრილი არცერთ საერთაშორისო რეიტინგულ  ბაზაში,  დაფინანსების   მაქსიმალური   წლიური   ოდენობა განისაზღვროს 15 000 ლარით;

ბ) იმ შემთხვევაში, თუ  არსებული ჟურნალები მოხვედრილია საერთაშორისო რეიტინგულ ბაზაში  (გარდა  Scopus  ან/და  Web  of  Science),  დაფინანსების   მაქსიმალური   წლიური ოდენობა განისაზღვროს 20 000 ლარით;

გ) იმ შემთხვევაში,  თუ  არსებული სამეცნიერო ჟურნალი მოხვედრილია შემდეგ საერთაშორისო რეიტინგულ ბაზაში:  Scopus  ან/და  Web  of  Science,  დაფინანსების მაქსიმალური წლიური ოდენობა განისაზღვროს 30 000 ლარით.

3. ამ ბრძანების მე-2 პუნქტის შესაბამისად განისაზღვროს შემდეგი ჟურნალები და დაფინანსების მაქსიმალური ოდენობა:

ა) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა  ფაკულტეტზე    - 20 000 ლარი (რეცენზირებადი ელექტრონული ბილინგვური სამეცნიერო ჟურნალი „სპეკალი“/ Spekali (ISSN 1987-8583); ონლაინჟურნალი – ETAGTSU (e-ISSN: 2346-8149));
ბ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე - 20 000 ლარი (ეკონომიკა და ბიზნესი (ISSN 1987–5789,  ESSN 2587-5426));

გ) იურიდიულ ფაკულტეტზე - 20 000 ლარი (სამართლის ჟურნალი (ISSN : 2233-3746, e-ISSN: 2720-782X)); 
დ)  სოციალურ  და  პოლიტიკურ  მეცნიერებათა  ფაკულტეტზე - 30 000 ლარი (European Journal of Transformation Studies (e-ISSN 2298-0997));

ე) მედიცინის ფაკულტეტზე - 15 000 ლარი  (Translational and Clinical Medicine - Georgian Medical Journal (e-ISSN: 2346-8491));

ვ) ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე - 15 000 ლარი (ქართული ფსიქოლოგიური ჟურნალი (ISSN 2667–9027)).

4.  ამ  ბრძანების  პირველი  პუნქტით  გათვალისწინებული მიზნის   უზრუნველსაყოფად შეიქმნას  ახალი ჟურნალი ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა  ფაკულტეტზე განათლების მიმართულებით და ბიუჯეტიდან (3 წლის განმავლობაში ყოველწლიურად) გამოიყოს არაუმეტეს 20.000 ლარისა.
5.  ამ  ბრძანების  პირველი  პუნქტით  გათვალისწინებული მიზნის   უზრუნველსაყოფად შეიქმნას/აღდგენილ იქნას ჟურნალი „გეორგიკა“ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე და ბიუჯეტიდან (3 წლის განმავლობაში ყოველწლიურად) გამოიყოს არაუმეტეს 20.000 ლარსა.
6. უნივერისტეტის ფაკულტეტებს  დაევალოთ:

ა) საფინანსო დეპარტამენტთან  შეთანხმებით, 2025 წლის 14 ივნისამდე  უნივერისტეტის რექტორსა და  ადმინისტრაციის  ხელმძღვანელს წარუდგინონ   საერთაშორისო (ინგლისურენოვანი)  სამეცნიერო ჟურნალების შექმნა/განვითარების  3 წლიანი  პროექტი (პროექტის დაწყების ვადა არაუადრეს 2025 წლის 1 ივლისისა), რომელიც უნდა მოიცავდეს ეტაპობრივად  განსახორციელებელი ღონისძიებების   აღწერას და  ვადებს  შესრულებაზე პასუხიმგებელი პირების  მონაცემებს და მათი  ფუნქციური  დატვირთვის აღწერას (ჟურნალის განვითარების  დროში გაწერილი გეგმა, შესაბამისი  შუალედური (ყოველწლიური)  და        შეფასების  ინდიკატორების   მითითებით SCOPUS-ის კრიტერიუმებთან მიმართებაში, საბოლოო შედეგით - განსაზღვრულ ვადებში SCOPUS-ში ინდექსირების სახით).
ბ) წინამდებარე ბრძანების მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული ყოველწლიური დაფინანსების მიღების მიზნით, ფაკულტეტი  ვალდებულია არაუგვიანეს ყოველი მომდევნო  წლის  20  იანვრისა  რექტორსა და  ადმინისტრაციის  ხელმძღვანელს წარუდგინოს  გასული  კალენდარული წლის განმავლობაში შესრულებული  სამუშაოების ანგარიში და მომდევნო კალენდარული წლის სამუშაო  გეგმა, შესაბამისი ხარჯთაღრიცხვით. 
7. წინამდებარე ბრძანების მე-6 პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტით  გათვალისწინებული გეგმისა და ანგარიშის წარდგენის ვალდებულება ეკისრება ფაკულტეტების დეკანებს. ყოველი მომდევნო წლის დაფინანსების მიღების საფუძველია ამ ბრძანების მე-8 პუნქტით გათვალისწინებული  კომისიის   დადებითი  გადაწყვეტილება  და  საფინანსო დეპარტამენტის მიერ ყოველწლიური სამუშაო გეგმის ხარჯთაღრიცხვის შეთანხმება.
8.  რექტორისა  და  ადმინისტრაციის  ხელმძღვანელის ერთბლივი  ბრძანებით  შექმნილ კომისიას  დაევალოს ყოველი მომდევნო კალენადარული წლის 31 იანვრამდე განახორციელოს ფაკულტეტების  დეკანების  მიერ  წარმოდგენილი ყოველწლიური ანგარიშების შეფასება.
9. ამ ბრძანებით ფაკულტეტების შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების/პასუხმგებელი პირების მიერ შესასრულებელი ვალდებულებების  კონტროლზე პასუხიმგებლობა ეკისრებათ ფაკულტეტის დეკანსა და ფაკულტეტის  შესაბამის სამეცნიერო სამსახურს.
10. დაევალოს    კანცელარიას    ბრძანების     ყველასათვის     ხელმისაწვდომ     ადგილზე განთავსება.
11. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე  განთავსება.
12. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოცემისთანავე.
13. ბრძანება შეიძლება  გასაჩივრდეს  გამოქვეყნებიდან  (გაცნობიდან)  1  თვის  ვადაში,  ქ. თბილისის   საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ  საქმეთა  კოლეგიაში   (მის.:   ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64).

რექტორი ჯაბა სამუშია
ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი შამათავა