საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„ქართული ფსიქოლოგიური ჟურნალის“ - 2021

მაია ტო­რა­ძე

 

გა­მო­იცა „ქარ­თუ­ლი ფსი­ქო­ლო­გი­ური ჟურ­ნა­ლის“ 2021 წლის ნო­მე­რი. ეს გახ­ლავთ თსუ ფსი­ქო­ლო­გი­ისა და გა­ნათ­ლე­ბის მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის ოფ­იცი­ალ­ური, სა­ერ­თა­შო­რი­სო, რე­ფე­რი­რე­ბა­დი, ბი­ლინ­გვუ­რი ჟურ­ნა­ლი, რო­მელ­საც გა­მოს­ცემს უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის გა­მომ­ცემ­ლო­ბა. ჟურ­ნა­ლის რე­დაქ­ტო­რია პრო­ფე­სო­რი ლა­ლი სურ­მა­ნი­ძე. ჟურ­ნალს ჰყავს სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მეც­ნი­ერო საბ­ჭო.

 

2021 წლის ნო­მერ­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლია თე­ორი­ისა და მე­თო­დო­ლო­გი­ის­ად­მი მიძ­ღვნი­ლი სტა­ტი­ები, ტრა­დი­ცი­ულ­ად და­ეთ­მო ად­გი­ლი ემ­პი­რი­ულ კვლე­ვებ­ზე და­ფუძ­ნე­ბულ ნაშ­რო­მებს, აგ­რეთ­ვე, წარ­მოდ­გე­ნი­ლია სტა­ტია ფსი­ქო­ლო­გი­ური ან­თრო­პო­ლო­გი­ის ინ­ტერ­დის­ციპ­ლი­ნურ სფე­რო­ში.

 

„აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ფსი­ქო­ლო­გი­ისა და გა­ნათ­ლე­ბის მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტი აფ­ინ­ან­სებს აკ­ად­ემი­ური პერ­სო­ნა­ლის მი­ერ ჟურ­ნალ­ში წარ­დგე­ნი­ლი სტა­ტი­ებ­ის ინ­გლი­სურ ენ­აზე თარ­გმნა-რე­დაქ­ტი­რე­ბის პრო­ცესს. ჟურ­ნა­ლის სა­რე­დაქ­ციო კო­ლე­გია აქ­ტი­ურ­ად იწყებს მუ­შა­ობ­ას ჟურ­ნა­ლის სა­ერ­თა­შო­რი­სო ბა­ზებ­ში ინ­დექ­სა­ცი­ის­თვის, რაც გან­სა­კუთ­რე­ბულ მნიშ­ვნე­ლო­ბას შე­ას­რუ­ლებს სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მეც­ნი­ერო დის­კუ­სი­ის გა­ფარ­თო­ებ­ის­თვის და მას­ში ჟურ­ნა­ლის ავ­ტორ­თა ჩარ­თუ­ლო­ბის­თვის,“ – გა­ნაცხა­და „თბი­ლი­სის უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­თან“ სა­უბ­არ­ში ქარ­თუ­ლი ფსი­ქო­ლო­გი­ური ჟურ­ნა­ლის პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი მდი­ვან­მა დი­მიტ­რი ჩუ­ბი­ნი­ძემ.

 

ჟურ­ნა­ლი იმ­ითაა გა­მორ­ჩე­ული, რომ მას­ში სტა­ტი­ებ­ის შერ­ჩე­ვა ორი და­მო­უკ­იდ­ებ­ელი რე­ცენ­ზენ­ტის მი­ერ ხდე­ბა ე.წ. „ბრმა" მე­თო­დით, რაც ამ ჟურ­ნალს ე.წ. „peered-review" ჟურ­ნა­ლის სტა­ტუსს ან­იჭ­ებს.

 

ჟურ­ნა­ლის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბი­თი საბ­ჭოს წევ­რე­ბი არი­ან: და­ვით ჩარ­კვი­ანი, ირ­აკ­ლი იმ­ედ­აძე (სა­ქარ­თვე­ლო), ალი­ოშა ნო­იბაუერი (ავ­სტრია), ლია ყვა­ვი­ლაშ­ვი­ლი (დი­დი ბრი­ტა­ნე­თი) და ქე­თე­ვან ჭან­ტუ­რია (დი­დი ბრი­ტა­ნე­თი); ხო­ლო ჟურ­ნა­ლის სა­რე­დაქ­ციო კო­ლე­გია შემ­დე­გი პრო­ფე­სო­რე­ბი­სა­გან შედ­გე­ბა: ნა­თე­ლა იმ­ედ­აძე, და­ლი ფარ­ჯა­ნა­ძე, თა­მარ გა­გო­ში­ძე, მა­რი­ნე ჩი­ტაშ­ვი­ლი, ბო­ჟი­დარ კაც­ზმა­რე­კი, იამ­ზე კუ­ტა­ლა­ძე, ტა­რა მერ­ფი (დი­დი ბრი­ტა­ნე­თი), ნა­ნა სუმ­ბა­ძე, მზია წე­რე­თე­ლი, და­ნი­ელ სტარ­კი (დი­დი ბრი­ტა­ნე­თი), მე­დეა დეს­პო­ტაშ­ვი­ლი, ლუ­იზა არ­უთ­ინ­ოვი და მაია რო­ბა­ქი­ძე.

 

2021 წლის ჟურ­ნა­ლი სა­ინ­ტე­რე­სო თე­მა­ტი­კით გა­მო­ირ­ჩე­ვა. მას­ში წა­იკ­ითხავთ ნაშ­რო­მებს: „დეპ­რე­სი­ის და შფოთ­ვის მოკ­ლე კითხვა­რე­ბის ქარ­თუ­ლი ვერ­სი­ებ­ის ვა­ლი­და­ცია“, (ნი­ნო ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი – დ. უზ­ნა­ძის ფსი­ქო­ლო­გი­ის ინ­სტი­ტუ­ტი, ილი­ას სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი; სეტ. ჯ. შვარ­ცი – გა­ნათ­ლე­ბის კო­ლე­ჯი, ტე­ხა­სის ოს­ტი­ნის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი აშშ, ნი­ნო სხირ­ტლა­ძე – დ. უზ­ნა­ძის ფსი­ქო­ლო­გი­ის ინ­სტი­ტუ­ტი, ილი­ას სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი); „შეზღუ­დუ­ლი რა­ცი­ონ­ალ­ობა და მარ­ტი­ვი ევ­რის­ტი­კე­ბი“ (და­ვით ჩარ­კვი­ანი – გრი­გოლ რო­ბა­ქი­ძის სა­ხე­ლო­ბის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი); „სა­მარ­თლი­ან­ობა, თა­ნამ­შრომ­ლის ხმა და ან­ტა­გო­ნის­ტუ­რი ქცე­ვე­ბი ორ­გა­ნი­ზა­ცი­აში“ (იამ­ზე კუ­ტა­ლა­ძე, ნი­ნო წუ­ლაია – ივ­ანე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი); „ქა­ლე­ბი ფეხ­ბურ­თის გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის თვალ­თა­ხედ­ვით: თბი­ლი, კომ­პე­ტენ­ტუ­რი, აღ­მაფ­რთო­ვა­ნე­ბე­ლი“ (ნი­ნო ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი, ნი­ნო ბუ­წაშ­ვი­ლი, ხა­ტია თორ­დუა, ირ­ინა ვარ­და­ნაშ­ვი­ლი – დ. უზ­ნა­ძის ფსი­ქო­ლო­გი­ის ინ­სტი­ტუ­ტი, ილი­ას სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი); „პერ­ფექ­ცი­ონ­იზ­მი­სა და ას­ერ­ტი­ულ­ობ­ის რო­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ული სო­ცი­ალ­იზ­აცი­ის პრო­ცეს­ში“ (მა­რი­ნა ელ­ბა­ქი­ძე, იამ­ზე კუ­ტა­ლა­ძე – ივ­ანე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი); „ზო­გა­დი კოგ­ნი­ტუ­რი უნ­არ­ისა და სა­მუ­შა­ოს მა­ხა­სი­ათ­ებ­ლე­ბის ინ­ტე­რაქ­ცი­ის ეფ­ექ­ტი ში­ნა­გან შრო­მით კმა­ყო­ფი­ლე­ბა­ზე“ (იამ­ზე კუ­ტა­ლა­ძე, ლა­მა­რა სუ­ხი­ტაშ­ვი­ლი – ივ­ანე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი); „ფსი­ქო­ლო­გი­ური ან­თრო­პო­ლო­გია – სხვა ფლან­გი­დან და­ნა­ხუ­ლი“ (ლა­ლი სურ­მა­ნი­ძე – ივ­ანე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი).

 

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ჟურ­ნა­ლის პირ­ვე­ლი ნო­მე­რი 2019 წელს გა­მო­ვი­და. იგი წე­ლი­წად­ში ერ­თხელ გა­მო­იც­ემა. შე­სა­ბა­მი­სად, 2022 წლის ნომ­რის­თვის სა­მეც­ნი­ერო ნაშ­რო­მე­ბის მი­ღე­ბა უკ­ვე დაწყე­ბუ­ლია.

თარიღი: 28/02/2022