საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„ქართული ენის ხათრით“ – გამოფენა აკაკი და კიტა ჩხენკელების არქივიდან

 

მაია ტო­რა­ძე

 

ქარ­თუ­ლი ენ­ის დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბით თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ბიბ­ლი­ოთ­ეკ­აში სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის აკ­აკი ჩხენ­კე­ლი­სა და მი­სი ძმის, ენ­ათ­მეც­ნი­ერ კი­ტა ჩხენ­კე­ლის უნ­იკ­ალ­ური პი­რა­დი არ­ქი­ვის ნა­წი­ლი გა­მო­იფ­ინა. არ­ქი­ვი თსუ-ის ბიბ­ლი­ოთ­ეკ­ის ფონ­დს ხან­გრძლი­ვი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის შემ­დეგ, 2018 წელს, გად­მო­ეცა. დამ­თვა­ლი­ერ­ებ­ელს წელს პირ­ვე­ლად მი­ეცა სა­შუ­ალ­ება — გაც­ნო­ბო­და კი­ტა ჩხენ­კე­ლის ეპ­ის­ტო­ლა­რულ მემ­კვიდ­რე­ობ­ას, ხელ­ნა­წე­რებს, უნ­იკ­ალ­ურ ფო­ტო მა­სა­ლა­სა და სა­არ­ქი­ვო დო­კუ­მენ­ტებს, რომ­ლებ­შიც ნაჩ­ვე­ნე­ბია კი­ტა ჩხენ­კე­ლის ფუნ­და­მენ­ტურ ნაშ­რო­მებ­ზე მუ­შა­ობ­ის პრო­ცე­სი, გა­მომ­ცემ­ლო­ბა „ამ­ირ­ან­ის“ საქ­მი­ან­ობა, ას­ევე მი­მო­წე­რე­ბი ცნო­ბილ ქარ­თველ მეც­ნი­ერ­ებ­თან: ვიქ­ტორ ნო­ზა­ძეს­თან, გი­ორ­გი ნა­კა­ში­ძეს­თან…

 

გა­მო­ფე­ნის გახ­სნა­ზე თსუ-ის ბიბ­ლი­ოთ­ეკ­ის ხელ­მძღვა­ნელ­მა ზუ­რაბ გა­იპ­არ­აშ­ვილ­მა კი­ტა ჩხენ­კე­ლის პი­როვ­ნე­ბა­სა და მოღ­ვა­წე­ობ­ის ფარ­თო არე­ალ­ზე ისა­უბ­რა და გა­ნაცხა­და, რომ ფონ­დში და­ცუ­ლი დო­კუ­მენ­ტა­ცია დიდ დახ­მა­რე­ბას გა­უწ­ევს ქარ­თველ ენ­ათ­მეც­ნი­ერ­ებ­სა და დიპ­ლო­მა­ტებს. მან სა­ზო­გა­დო­ებ­ას შე­ახ­სე­ნა კი­ტა ჩხენ­კე­ლის მი­ერ ცი­ურ­იხ­ში ქარ­თუ­ლი გა­მომ­ცემ­ლო­ბა „ამ­ირ­ან­ის’’ და­არ­სე­ბა და აღ­ნიშ­ნა, რომ სწო­რედ აქ გა­მო­იცა 1958 წელს გერ­მა­ნულ ენ­აზე 1500 გვერ­დი­ანი ორ­ტო­მი­ანი ნაშ­რო­მი „ქარ­თუ­ლი ენ­ის შე­სა­ვა­ლი“. ამ ნაშ­რო­მის­თვის ცი­ურ­იხ­ის უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­მა კი­ტა ჩხენ­კელს ფი­ლო­სო­ფი­ის სა­პა­ტიო დოქ­ტო­რის — ჰო­ნო­რის კა­უზ­ას ღირ­სე­ბა – მი­ან­იჭა. 1960 წლი­დან კი­ტა ჩხენ­კელ­მა „ქარ­თულ-გერ­მა­ნულ ლექ­სი­კონ­ზე’’ მუ­შა­ობა და­იწყო. ლექ­სი­კო­ნი ავ­ტო­რის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, 1974 წელს გა­მო­იცა და იგი მნიშ­ვნე­ლო­ვან მოვ­ლე­ნად შე­ფას­და ქარ­თვე­ლო­ლო­გი­ის ის­ტო­რი­აში.

 

სა­გა­მო­ფე­ნო ექ­სპო­ნა­ტე­ბი წარ­მო­ად­გი­ნა ახ­ალ­გაზ­რდა ის­ტო­რი­კოს­მა, „დე­მოკ­რა­ტი­ული რეს­პუბ­ლი­კის შემ­სწავ­ლე­ლი ცენ­ტრის“ ხელ­მძღვა­ნელ­მა გი­ორ­გი ჯა­ვა­ხიშ­ვილ­მა. ღო­ნის­ძი­ებ­ას რექ­ტო­რი გი­ორ­გი შარ­ვა­ში­ძე, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ერ­ებ­ის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე შალ­ვა პა­პუ­აშ­ვი­ლი, სტუ­დენ­ტე­ბი და მკვლევ­რე­ბი ეს­წრე­ბოდ­ნენ.

 

უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის რექ­ტორ­მა გი­ორ­გი შარ­ვა­ში­ძემ მად­ლო­ბა გა­და­უხ­ადა შვე­იც­არი­ის მხრი­დან მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ში ჩარ­თულ ად­ამი­ან­ებს, რომ­ლებ­მაც არ­ქი­ვის გად­მო­ცე­მა­ში ქარ­თულ მხა­რეს დახ­მა­რე­ბა გა­უწი­ეს: „რთუ­ლი მო­ლა­პა­რა­კე­ბა იყო. არ­ქი­ვის ჩა­მო­ტა­ნა არ გახ­ლდათ ად­ვი­ლი. დო­კუ­მენ­ტა­ცი­ას ჰყავ­და მფლო­ბე­ლი და შვე­იც­არი­აში ერთ-ერთ ბან­კში ინ­ახ­ებ­ოდა. მრა­ვალ­წლი­ანი მო­ლა­პა­რა­კე­ბა ჩვენ­თვის სა­სურ­ვე­ლი შე­დე­გით დას­რულ­და – მათ ნდო­ბა გა­მო­უცხა­დეს თსუ-ს. უნ­და გითხრათ, რომ ამ არ­ქივ­ში სენ­სი­ტი­ური მა­სა­ლე­ბი ინ­ახ­ება, მათ შო­რის, ის­ეთი, რა­საც შე­უძ­ლია ბევ­რი რამ შეც­ვა­ლოს ჩვე­ნი წარ­სუ­ლის გა­ან­ალ­იზ­ებ­აში. არ­ქი­ვი გა­ციფ­რე­ბუ­ლია და ციფ­რუ­ლი ვერ­სია ის­ევ შვე­იც­არი­ის ბან­კში ინ­ახ­ება“, – თქვა მან.

 

ღო­ნის­ძი­ებ­ის და­სას­რულს, დე­და ენ­ის დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბით თსუ-ის ბიბ­ლი­ოთ­ეკ­ის მი­ერ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ვიქ­ტო­რი­ნის – „ქარ­თუ­ლი ენ­ის თავ­გა­და­სა­ვა­ლი“ – გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი, თსუ-ის სტუ­დენ­ტე­ბი: მა­რი­ამ სუ­ლი­კაშ­ვი­ლი, ნა­ნა შო­ში­აშ­ვი­ლი და ლა­ლი ჭეშ­მა­რი­ტაშ­ვი­ლი და­ჯილ­დოვ­დნენ. გა­მარ­ჯვე­ბუ­ლებს უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის მი­ერ გა­მო­ცე­მუ­ლი წიგ­ნე­ბი გა­და­ეც­ათ.

 

თარიღი: 18/04/2021