საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„ტოლერანტობის ქომაგი - 2020“ - ნაირა ბეპიევის ახალი ტიტული

სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო დამ­ცველ­მა „ტო­ლე­რან­ტო­ბის ქო­მა­გი — 2020“ ტი­ტუ­ლი თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ორ პრო­ფე­სორს — ნა­ირა ბე­პი­ევ­სა და მა­რია ფი­ლი­ნას მი­ან­იჭა. გა­დაწყვე­ტი­ლე­ბის შე­სა­ხებ 16 ნო­ემ­ბერს, ტო­ლე­რან­ტო­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო დღეს გახ­და ცნო­ბი­ლი. ნო­მი­ნა­ცი­აში „ორ­გა­ნი­ზა­ცია“ „ტო­ლე­რან­ტო­ბის ქო­მა­გის“ ტი­ტუ­ლი თსუ-ის ქარ­თულ-ოს­ური ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სა­მეც­ნი­ერო-კვლე­ვით ცენ­ტრსაც მი­ენ­იჭა.

 

პრო­ფე­სო­რი ნა­ირა ბე­პი­ევი და პრო­ფე­სო­რი მა­რია ფი­ლი­ნა სა­ხალ­ხო დამ­ცველ­თან არ­სე­ბუ­ლი ერ­ოვ­ნულ უმ­ცი­რე­სო­ბა­თა საბ­ჭოს დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი წევ­რე­ბიც არი­ან. სა­ხალ­ხო დამ­ცველ­თან არ­სე­ბუ­ლი ერ­ოვ­ნულ უმ­ცი­რე­სო­ბა­თა და რე­ლი­გი­ათა საბ­ჭო­ებ­ის გა­დაწყვე­ტი­ლე­ბა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ „პრო­ფე­სო­რი ნა­ირა ბე­პი­ევი ივ­ანე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ქარ­თულ-ოს­ური ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სა­მეც­ნი­ერო-კვლე­ვი­თი ცენ­ტრის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და ხელ­მძღვა­ნე­ლია. ცენ­ტრი და­არ­სე­ბის დღი­დან აწყობს ქარ­თულ-ოს­ური კულ­ტუ­რულ-სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო-სა­მეც­ნი­ერო და სას­წავ­ლო კონ­ფე­რენ­ცი­ებს; ცენ­ტრს თა­ვი­სი საქ­მი­ან­ობ­ით გა­მორ­ჩე­ული წვლი­ლი შე­აქ­ვს ქარ­თულ-ოს­ური ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის აღ­დგე­ნის, ხელ­შეწყო­ბი­სა და სამ­შვი­დო­ბო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის საქ­მე­ში, მას ამ თვალ­საზ­რი­სით ან­ალ­ოგი არ გა­აჩ­ნია.“

 

„ტო­ლე­რან­ტო­ბის ქო­მა­გი — 2020“ ტი­ტუ­ლის მი­ნი­ჭე­ბის მთა­ვა­რი კრი­ტე­რი­უმი გახ­და ერ­ოვ­ნე­ბათ­შო­რი­სი საქ­მი­ან­ობა, რი­თაც მათ მიმ­დი­ნა­რე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში (და არ­ამ­არ­ტო) ეთ­ნი­კუ­რი და რე­ლი­გი­ური უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვას და ტო­ლე­რან­ტო­ბის კულ­ტუ­რის დამ­კვიდ­რე­ბას შე­უწყვეს ხე­ლი.

 

ჩვენ უკ­ეთ გა­გაც­ნობთ თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სორს, რომ­ლის­თვი­საც მრა­ვა­ლეთ­ნი­კუ­რო­ბა გან­ვი­თა­რე­ბა­სა და კულ­ტუ­რულ სიმ­დიდ­რეს­თან ას­ოც­ირ­დე­ბა.

 

ნა­ირა ბე­პი­ევი: ეს საქ­მე გან­გე­ბას ჩემ გარ­შე­მო, ჩემს და­უკ­ითხა­ვად, ჩემს და­ბა­დე­ბამ­დე შე­მო­უხ­აზ­ავს...

 

— ქალ­ბა­ტო­ნო ნა­ირა, რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია თქვენ­თვის „ტო­ლე­რან­ტო­ბის ქო­მა­გის“ ტი­ტუ­ლის მი­ღე­ბა?

 

— მი­მაჩ­ნია, რომ მხო­ლოდ მად­ლო­ბაც რომ გითხრან, ეს­ეც დი­დი პა­ტი­ვია ად­ამი­ან­ის­ათ­ვის და თუნ­დაც ეს მას დი­დი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის წი­ნა­შე აყ­ენ­ებს. მი­თუ­მე­ტეს, უმ­აღ­ლე­სი ზნე­ობ­რი­ვი ღი­რე­ბუ­ლე­ბის აღ­მნიშ­ვნე­ლი ტი­ტუ­ლი -“ტო­ლე­რან­ტო­ბის ქო­მა­გი“ — ში­ნა­გა­ნად სხვაგ­ვა­რად გან­გაწყობს: კი­დევ უფ­რო მე­ტად შემ­წყნა­რე­ბე­ლი უნ­და იყო, კი­დევ უფ­რო მე­ტად მიმ­ტე­ვე­ბე­ლი, ვიდ­რე იყ­ავი დღემ­დე, სა­ნამ ამ ტი­ტულს მო­გა­ნი­ჭებ­დნენ.

 

ეს ჯილ­დო არ­ის დი­დი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა იმ ქვეყ­ნი­სა და იმ ად­ამი­ან­ებ­ის წი­ნა­შე, რო­მელ­თაც შენ ამ­ის ღირ­სად გცნეს. ეს ჯილ­დო კი მო­მა­კუთ­ვნა ის­ეთ­მა ავ­ტო­რი­ტე­ტულ­მა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ, რო­გო­რი­ცაა სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის აპ­არ­ატი; ეს ჯილ­დო მო­მა­კუთ­ვნა ის­ეთ­მა საბ­ჭომ, რო­მელ­შიც ძა­ლი­ან ბევ­რი ღირ­სე­ული ად­ამი­ანი მოღ­ვა­წე­ობს. ეს არ­ის მა­თი ნდო­ბის, მა­თი პა­ტი­ვის­ცე­მის გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბა და მინ­და, მათ დი­დი მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო ამ­ის­ათ­ვის.

კითხვა­ზე პირ­და­პირ გი­პა­სუ­ხებთ: ძა­ლი­ან სა­პა­ტიოა და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ტი­ტუ­ლი „ტო­ლე­რან­ტო­ბის ქო­მა­გი“, რო­მე­ლიც ახ­ლა­ხან მო­მა­ნი­ჭეს.

 

— ქარ­თულ-ოს­ური ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სა­მეც­ნი­ერო-კვლე­ვით­მა ცენ­ტრმა და­არ­სე­ბის დღი­დან არა­ერ­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრო­ექ­ტი გა­ნა­ხორ­ცი­ელა. რო­გორ მიმ­დი­ნა­რე­ობს ცენ­ტრის მუ­შა­ობა პან­დე­მის პე­რი­ოდ­ში?

 

— ქარ­თულ-ოს­ური ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით მრა­ვა­ლი წე­ლია ვმუ­შა­ობ. ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩა­ვა­ტა­რეთ უამ­რა­ვი ღო­ნის­ძი­ება, შეხ­ვედ­რე­ბი, კონ­ფე­რენ­ცი­ები, გა­მო­ვე­ცით ოსი კლა­სი­კო­სე­ბის: კოს­ტა ხე­თა­გუ­რო­ვის, გი­ორ­გი ბეს­თა­უთ­ის, ნა­ფი ჯუ­სო­ით­ის, გი­ორ­გი ძუ­გა­ევ­ის და სხვა­თა ორ­ენ­ოვ­ანი ოს­ურ-ქარ­თუ­ლი პო­ეტ­ური კრე­ბუ­ლე­ბი (სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტროს მხარ­და­ჭე­რით); აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ჩვენ მი­ერ გა­მო­ცე­მუ­ლი წიგ­ნე­ბი: „ქარ­თულ-ოს­ური და ოს­ურ-ქარ­თუ­ლი ლექ­სი­კო­ნი“, „ქარ­თულ-ოს­ურ-რუ­სულ-ინ­გლი­სუ­რი სა­სა­უბ­რო“, „ნარ­თე­ბის ეპ­ოსი“ (ორ­ტო­მე­ული), „ოს­ური ზე­პირ­სიტყვი­ერ­ება“, „ოს­ური თქმუ­ლე­ბე­ბი“, ოს­ური ენ­ის დამ­ხმა­რე სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ები და სხვა მრა­ვა­ლი გა­მო­ვე­ცით ქარ­თულ­სა და ოს­ურ ენ­ებ­ზე, ცხინ­ვა­ლელ და თბი­ლი­სელ კო­ლე­გებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით. ამ წიგ­ნებს, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ცხინ­ვალ­შიც ვგზავ­ნით, მაგ­რამ მცი­რე ტი­რა­ჟის გა­მო მხო­ლოდ ძა­ლი­ან ცო­ტას ხვდე­ბა, მოთხოვ­ნი­ლე­ბა კი დი­დია. ჟე­ნე­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის ერთ-ერ­თმა მო­ნა­წი­ლემ მითხრა: — ოსი კო­ლე­გე­ბი სულ გვსაყ­ვე­დუ­რო­ბენ — სა­ქარ­თვე­ლო­ში ოს­ებ­ის­ათ­ვის არ­აფ­ერს აკ­ეთ­ებ­თო და, თუ შე­იძ­ლე­ბა, თქვენ მი­ერ გა­მო­ცე­მუ­ლი წიგ­ნე­ბი გა­მა­ტა­ნე­თო. ათ­ზე მე­ტი ჩვე­ნი წიგ­ნი გა­ვა­ტა­ნე. ჩა­მო­სულ­მა კი გა­ხა­რე­ბულ­მა მითხრა: — თქვე­ნი ორ­ენ­ოვ­ანი გა­მო­ცე­მე­ბი ყვე­ლას ძა­ლი­ან მო­ეწ­ონა და და­დე­ბი­თად შე­აფ­ას­ესო.

 

პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში ივ­ანე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ქარ­თულ-ოს­ურ ურ­თი­ერ­თო­ბა­თა სა­მეც­ნი­ერო-კვლე­ვი­თი ცენ­ტრი დის­ტან­ცი­ურ მუ­შა­ობ­აზე გა­და­ვი­და. მუ­შა­ობ­ის ტემ­პი არ შეგ­ვიც­ვლია. ჩვე­ნი სა­მუ­შაო დღე იწყე­ბო­და ჩვე­ულ­ებ­რივ დროს. ვმუ­შა­ობ­დით იმ გრა­ფი­კით, რომ­ლი­თაც შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო იმ ვალ­დე­ბუ­ლე­ბა­თა შეს­რუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც ჩვე­ნი სა­მუ­შაო გეგ­მის მი­ხედ­ვით იყო გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი.

 

პან­დე­მი­ამ­დე კარ­გა ხნით ად­რე და­გეგ­მი­ლი გვქონ­და მე­ექ­ვსე სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მეც­ნი­ერო კონ­ფე­რენ­ცია, რო­მე­ლიც ეძ­ღვნე­ბო­და, ტრა­დი­ცი­ულ­ად, ქარ­თველ და ოს მოღ­ვა­წე­ებს, ამ­ჯე­რად, დიდ ქარ­თველ მწე­რალს და­ნი­ელ ჭონ­ქა­ძე­სა და ოს სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წეს ვა­სილ ცო­რა­ევს. კონ­ფე­რენ­ცია ოქ­ტომ­ბერ­ში უნ­და ჩა­ტა­რე­ბუ­ლი­ყო. თით­ქმის მზად იყ­ვნენ ჩვე­ნი კო­ლე­გე­ბი წა­მო­სას­ვლე­ლად არა მხო­ლოდ რე­გი­ონ­ული უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტე­ბი­დან (გო­რის, ბა­თუ­მი­სა და სხვ.), არ­ამ­ედ საზღვარ­გა­რე­თი­და­ნაც: იტ­ალი­იდ­ან, ინ­გლი­სი­დან, გერ­მა­ნი­იდ­ან, აზ­ერ­ბა­იჯ­ან­იდ­ან, ჩრდი­ლო­ეთ ოს­ეთ­იდ­ან, და­ღეს­ტნი­დან, ჩეჩ­ნე­თი­დან, ად­იღ­ედ­ან, ყა­ბარ­დო-ბალ­ყა­რე­თი­დან, მოს­კო­ვი­დან, ყა­ზა­ხე­თი­დან... ვე­ლო­დე­ბო­დით 100-ზე მეტ მო­ნა­წი­ლეს. კონ­ფე­რენ­ცია მო­ვამ­ზა­დეთ და ჩა­ვა­ტა­რეთ და­გეგ­მილ დროს, ონ­ლა­ინ-ფორ­მატ­ში. ახ­ლა უკ­ვე ვმუ­შა­ობთ მა­სა­ლებ­ზე, რო­მელ­თაც ვამ­ზა­დებთ გა­მო­სა­ცე­მად.

 

გარ­და ამ­ისა, ჩვე­ნი მრა­ვალ­წლი­ანი მუ­შა­ობ­ის შე­დე­გია სულ ახ­ლა­ხან გა­მო­ცე­მუ­ლი „ქარ­თულ-ოს­ური და ოს­ურ-ქარ­თუ­ლი სას­კო­ლო ლექ­სი­კო­ნი“ (თბ., 2020), რო­მე­ლიც დღემ­დე არ­ას­დროს გა­მო­ცე­მუ­ლა. ეს წიგ­ნი ფა­სე­ული იქ­ნე­ბა იმ სკო­ლე­ბი­სათ­ვის, რომ­ლებ­შიც ას­წავ­ლი­ან ოს­ურ ენ­ას. 2020 წელს გა­მო­ვე­ცით ნარ­თე­ბის თქმუ­ლე­ბე­ბის ად­აპ­ტი­რე­ბუ­ლი ტექ­სტე­ბი ბავ­შვე­ბი­სათ­ვის ქარ­თულ, ოს­ურ, ინ­გლი­სურ და გერ­მა­ნულ ენ­ებ­ზე. წიგ­ნე­ბი გა­ფორ­მე­ბუ­ლია ქარ­თვე­ლი და ოსი მხატ­ვრე­ბის მი­ერ და ძა­ლი­ან კარ­გი სა­ჩუ­ქა­რია ბავ­შვე­ბი­სათ­ვის.

 

ეს წიგ­ნე­ბი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ორ­ივე ენ­ის, ქარ­თუ­ლი და ოს­ური ენ­ებ­ის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის­ათ­ვის. გარ­და პირ­და­პი­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბი­სა, ამ­ავე დროს, წიგ­ნებს სამ­შვი­დო­ბო და­ნიშ­ნუ­ლე­ბაც აქ­ვს. დი­დი მად­ლო­ბა უნ­და გა­და­ვუ­ხა­დოთ ევ­რო­კავ­ში­რი­სა და გა­ერ­ოს გან­ვი­თა­რე­ბის ერ­თობ­ლივ პროგ­რა­მა „COBERM“-ს, რო­მელ­თა მხარ­და­ჭე­რი­თაც გა­მო­იცა ეს (და არ­ამ­არ­ტო ეს) მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წიგ­ნე­ბი.

კარ­გა ხა­ნია, ცენ­ტრი მუ­შა­ობს ოს­ური ლი­ტე­რა­ტუ­რის ბიბ­ლი­ოგ­რა­ფი­აზე, გავ­ქვს სხვა გეგ­მე­ბიც. ასე რომ, პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში ცენ­ტრი დის­ტან­ცი­ურ­ად, მაგ­რამ ნა­ყო­ფი­ერ­ად გა­ნაგ­რძობს მუ­შა­ობ­ას.

 

— რა სა­ხის სირ­თუ­ლე­ებს აწყდე­ბით მუ­შა­ობ­ის პრო­ცეს­ში?

 

— სირ­თუ­ლე­ებ­ის გა­რე­შე არ არ­სე­ბობს არ­ანა­ირი საქ­მე. მაგ­რამ სირ­თუ­ლე ად­ვი­ლი გა­და­სა­ლა­ხა­ვია, რო­ცა გვერ­დით გიდ­გას ის­ეთი ქო­მა­გი, რო­გო­რი­ცაა გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ერ­ებ­ის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტრო; რო­ცა გვერ­დით გიდ­გას ივ­ანე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის რექ­ტო­რი, ბა­ტო­ნი გი­ორ­გი შარ­ვა­ში­ძე, ად­მი­ნის­ტრა­ცია, მი­სი თი­თოეული თა­ნამ­შრო­მე­ლი გა­მომ­ცემ­ლო­ბი­სა და სტამ­ბის მუ­შაკ­თა ჩათ­ვლით. უნ­და გითხრათ ერ­თი მა­გა­ლი­თი. მოხ­და ისე, რომ სას­წრა­ფოდ უნ­და დაგ­ვე­ბეჭ­და და გა­მოგ­ვე­ცა კონ­ფე­რენ­ცი­ის პროგ­რა­მა, თე­ზი­სე­ბი. ჯერ უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის გა­მომ­ცემ­ლო­ბამ გა­მა­ოცა თა­ნამ­შრო­მელ­თა თავ­და­უზ­ოგ­ავი სინ­ქრო­ნუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბით (ნა­თია დვა­ლი და სხვე­ბი), მე­რე სტამ­ბამ (თენ­გიზ სი­რა­ძე და სხვ.). მათ დამ­ღლე­ლი დღის ბო­ლოს ჩვენ გა­მო კი­დევ რამ­დე­ნი­მე სა­ათს იმ­უშ­ავ­ეს და მა­ინც მო­ას­წრეს — მე­ორე დღეს, დი­ლით, სა­აქ­ტო დარ­ბაზ­ში ეწყო გა­მო­ცე­მუ­ლი პროგ­რა­მა და თე­ზი­სე­ბი. ვერ აღ­გი­წერთ უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის თა­ნამ­შრო­მელ­თა გუ­ლის­ხმი­ერ­ებ­ას. ყველ­გან, ყვე­ლა ნა­ბიჯ­ზე, მი­სალ­მე­ბა­შიც კი ვგრძნობ მათ თბილ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას. ფა­მი­ლი­არ­ობ­აში ნუ ჩა­მო­მარ­თმევთ და არ შე­მიძ­ლია არ აღ­ვნიშ­ნო თქვე­ნი გა­ზე­თის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წვლი­ლი. არ მახ­სოვს ჩვენ მი­ერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი არ­ცერ­თი ღო­ნის­ძი­ება, რომ გა­ზეთს არ გა­ეშ­უქ­ებ­ინ­ოს. დი­დი მად­ლო­ბა ამ­ის­ათ­ვის რე­დაქ­ტორს, ქალ­ბა­ტონ ნი­ნო კა­კუ­ლი­ას და თქვენს შე­სა­ნიშ­ნავ გუნ­დს. ასე რომ, უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში ერ­თი შეკ­რუ­ლი გუნ­დია — ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბი­დან და ად­მი­ნის­ტრა­ცი­იდ­ან დაწყე­ბუ­ლი, ნე­ბის­მი­ერი თა­ნამ­შრომ­ლით დამ­თავ­რე­ბუ­ლი. აუც­ილ­ებ­ლად მინ­და აღ­ვნიშ­ნო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ახ­ალ­გაზ­რდა ხელ­მძღვა­ნე­ლი, ბა­ტო­ნი ლა­შა სა­ღი­ნა­ძე. მან ახ­ალი ხედ­ვე­ბი, ახ­ლე­ბუ­რი მუ­შა­ობ­ის სტი­ლი შე­მო­იტ­ანა და ძა­ლი­ან ნა­ყო­ფი­ერ­ად მუ­შა­ობს. ჩვენ დი­დი სიყ­ვა­რუ­ლი­თა და დი­დი ზრუნ­ვით ვართ გა­რე­მო­ცულ­ნი და სირ­თუ­ლე­ებ­ის გა­და­ლახ­ვა­შიც მა­თი ეს სიყ­ვა­რუ­ლი და თა­ნად­გო­მა გვეხ­მა­რე­ბა.

 

— შე­იძ­ლე­ბა თუ არა, რომ მეც­ნი­ერ­ებ­ას ვუ­წო­დოთ კონ­ფლიქ­ტის და­რე­გუ­ლი­რე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მე­ქა­ნიზ­მი და რამ­დე­ნად ეფ­ექ­ტი­ან­ად ვი­ყე­ნებთ ამ ეტ­აპ­ზე?

 

— ჩვენს კონ­ფე­რენ­ცი­აზე და­მე­გობ­რდნენ აკ­ად­ემ­იკ­ოსი მზე­ქა­ლა შა­ნი­ძე და პრო­ფე­სო­რი ელ­ენე ბე­სო­ლო­ვა; ქალ­ბა­ტო­ნი მა­რი­კა ჯი­ქია და ჩვე­ნი კონ­ფე­რენ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე მეც­ნი­ერ­ები, პრო­ფე­სო­რე­ბი მე­რაბ ჩუ­ხუა და ვლა­დი­მერ ბე­სო­ლო­ვი, ას­ევე, ახ­ალ­გაზ­რდა ქარ­თვე­ლი და ოსი მეც­ნი­ერ­ები. გულ­წრფე­ლად გე­უბ­ნე­ბით, მგზავ­რო­ბის უსი­ამ­ოვ­ნო ბა­რი­ერ­ებ­ის მი­უხ­ედ­ავ­ად, ერ­თი სუ­ლი აქ­ვთ, კი­დევ რო­დის ჩა­მოვ­ლენ და რო­დის შეხ­ვდე­ბი­ან ერ­თმა­ნეთს ქარ­თვე­ლი და ოსი მეც­ნი­ერ­ები ახ­ლა უკ­ვე გა­ფარ­თო­ებ­ულ ფორ­მატ­ში — მთლი­ანი ამი­ერ და იმი­ერ კავ­კა­სი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც წელს უკ­ვე მრავ­ლად იყ­ვნენ ჩვენს კონ­ფე­რენ­ცი­აზე. აუც­ილ­ებ­ლად უნ­და აღ­ვნიშ­ნო: არც ერთ კონ­ფე­რენ­ცი­აზე არ­ცერ­თი სიტყვა არ ყო­ფი­ლა გა­მა­ღი­ზი­ან­ებ­ელი, ან უხ­ერ­ხულ მდგო­მა­რე­ობ­აში ჩამ­ყე­ნე­ბე­ლი არც ერ­თი მხრი­დან. ესაა ის მა­ღა­ლი კულ­ტუ­რა, რო­მე­ლიც ამ მეც­ნი­ერ­ებს, გა­ნათ­ლე­ბის მსა­ხურთ აქ­ვთ, ესაა ის მა­ღა­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, რო­მე­ლიც თი­თოეულ ჩვენ­განს აქ­ვს ამ კონ­ფე­რენ­ცი­აზე. ერ­თსა და იმ­ავე თე­მებ­ზე მო­მუ­შა­ვე სპე­ცი­ალ­ის­ტე­ბი მშვი­დო­ბი­ან ატ­მოს­ფე­რო­ში თა­ნამ­შრომ­ლო­ბენ; ყუ­რადღე­ბით ეც­ნო­ბი­ან ერ­თმა­ნე­თის მო­საზ­რე­ბებს — ესაა სა­სი­კე­თო შე­მობ­რუ­ნე­ბა, ქარ­თულ-ოს­ური სა­ერ­თო პრობ­ლე­მე­ბის გა­შუ­ქე­ბა ფოლ­კლო­რულ-ეთ­ნოგ­რა­ფი­ულ, ლი­ტე­რა­ტუ­რულ თუ სხვა ჭრილ­ში. იქ, სა­დაც ბევ­რი­სა და კარ­გის თქმაა შე­საძ­ლე­ბე­ლი, ამ­ას ყვე­ლა­ფერს ახ­ლავს მო­ნა­წი­ლე­ებ­ის მა­ღა­ლი სა­მეც­ნი­ერო კულ­ტუ­რა, მა­ღა­ლი სა­მეც­ნი­ერო პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა. კავ­კა­სი­ელ­ებს ხომ დი­დი ტრა­დი­ცია გვაქ­ვს სა­მეც­ნი­ერო ურ­თი­ერ­თო­ბი­სა, მე­გობ­რო­ბი­სა, ურ­თი­ერ­თპა­ტი­ვის­ცე­მი­სა.

დი­ახ, ჩვენ სა­სი­კე­თოდ გა­მო­ვი­ყე­ნეთ სა­მეც­ნი­ერო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის დი­დი ტრა­დი­ცია. დი­ახ, ამ ეტ­აპ­ზე, ჩვენ შევ­ძე­ლით ტრა­დი­ცი­ული ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ჰარ­მო­ნი­ული გაგ­რძე­ლე­ბა.

 

— პი­რა­დად თქვენ­თვის რას ნიშ­ნავს ქარ­თულ–ოს­ური ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, რამ­დე­ნად ძვირ­ფა­სია?

 

— ამ თე­მა­ზე სა­უბ­რის დრო­საც კი ყვე­ლა­ფე­რი — სიტყვაც და საქ­მეც ას­ჯერ აწ­ონ­ილ-გა­ზო­მი­ლი უნ­და გქონ­დეს. აქ ის­ეთი ხედ­ვაა სა­ჭი­რო, ორ­ივე მხა­რეს თა­ნაბ­რად რომ იყ­ურ­ება, ერთ მხა­რე­საც და მე­ორე მხა­რე­საც; აქ არა მარ­ტო აზ­რი, სიტყვა და თი­თოეული ცნე­ბა უნ­და იყ­ოს შერ­ჩე­ული თა­ვი­სი ზუს­ტი მნიშ­ვნე­ლო­ბით, არ­ამ­ედ სა­უბ­რის ტო­ნიც კი საფ­რთხი­ლოა...

 

მე ქარ­თულ-ოს­ურ ოჯ­ახ­ში და­ვი­ბა­დე. ბი­ოგ­რა­ფი­ით თავს არ შე­გაწყენთ, მაგ­რამ მოკ­ლედ მო­გახ­სე­ნებთ უზ­ოგ­ად­ეს ცნო­ბებს: მა­მა­ჩე­მი — ირ­აკ­ლი ბე­პი­ევი — ზნა­ურ­ის რაიონიდან, ბალ­თი­დან იყო. დე­და­ჩე­მი — ნა­დია ცეცხლაშ­ვი­ლი -ყვარ­ლის რაიონიდან, სო­ფელ შილ­დი­დან. შე­უყ­ვარ­დათ ერ­თმა­ნე­თი, და­ქორ­წინ­დნენ და დაწ­ვრილ­შვილ­დნენ. ვცხოვ­რობ­დით სო­ფელ მთის­ძირ­ში. მა­მა­ჩემს ყო­ველ ზაფხულს მივ­ყავ­დით პა­ტა­რე­ბი თა­ვის მშობ­ლებ­თან, რომ­ლებ­საც ეს ერ­თი ვა­ჟი­ღა ჰყავ­დათ. თავს გვევ­ლე­ბო­და მარ­ტო ოსი პა­პა-ბე­ბია კი არა, ყვე­ლა იქ მცხოვ­რე­ბი, ყვე­ლას სახ­ლი ჩვენ­თვის სით­ბო­თი და სიყ­ვა­რუ­ლით იყო სავ­სე. მე­რე ის­ევ ვბრუნ­დე­ბო­დით კა­ხეთ­ში. აქ ქარ­თვე­ლი პა­პა-ბე­ბოს სით­ბო გვხვდე­ბო­და. სტუმ­რად ჩვენ­თან მო­დი­ოდ­ნენ ოს­ებ­იც, ქარ­თვე­ლე­ბიც. ყვე­ლა­ნი ერ­თნი ვი­ყა­ვით... ის­ეთი სიყ­ვა­რუ­ლი, რო­გო­რიც მე ამ ქარ­თულ-ოს­ურ გა­რე­მო­ში ვნა­ხე, არ­სად მე­გუ­ლე­ბა... ჩე­მი ცხოვ­რე­ბა დიდ­წი­ლად გან­საზღვრა იმ­ან, რომ მე სკო­ლა­ში მის­წავ­ლია ყვა­რელ­შიც და ზნა­ურ­შიც, უმ­აღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში კი — ცხინ­ვა­ლის პე­და­გო­გი­ურ ინ­სტი­ტუტ­შიც და თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­შიც, სა­დაც და­ვი­ცა­ვი დი­სერ­ტა­ცია. ახ­ლო სა­მეც­ნი­ერო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი მქონ­და ქარ­თველ და ოს მეც­ნი­ერ­ებ­თან, სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე­ებ­თან, მწერ­ლებ­თან.

 

ერთ დღეს ყვე­ლა­ფე­რი აირია... ქარ­თულ-ოს­ური ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი კი არა, ნა­თე­სა­ვებ­მა და­კარ­გეს ერ­თმა­ნე­თი, ოჯ­ახ­ები და­იშ­ალა... ისე უც­ბად დატ­რი­ალ­და ეს მო­ულ­ოდ­ნე­ლი ქარ­ბორ­ბა­ლა, თავ­ბრუ­დახ­ვე­ულ­ები თუ აქ­ეთ-იქ­ით მი­მო­ფან­ტულ­ნი, კარ­გა ხანს გონს ვერ მოვ­დი­ოდ­ით. ერ­თნი მე­ორე­ებს იქ­ითა მხა­რეს უწ­ოდ­ებ­დნენ, მე­ორე­ები პირ­ვე­ლებ­საც ას­ევე და ა.შ. მა­ლე ეპ­ით­ეტ­ად სიტყვა „მტე­რიც“ გაჩ­ნდა, სის­ხლიც და­იღ­ვა­რა.... იქ­ითა და აქ­ეთა მხა­რე — ეს სიტყვე­ბი ახ­ლაც მე­უცხო­ება. გა­ვაც­ნო­ბი­ერ­ეთ მე და ჩემ­ნა­ირ­ებ­მა, რომ ჩვენ მხა­რე ვერ ვიქ­ნე­ბო­დით ვერც — იქ­ითა, ვერც — აქ­ეთა, ჩვენ ან შუ­აში უნ­და გავ­ჭყლე­ტი­ლი­ყა­ვით, ან უნ­და გვეშ­რო­მა, გვეწ­ვა­ლა, რომ ეს ორი ნა­ხე­ვა­რი, რო­მე­ლიც ერ­თი­ანი იყო, ის­ევ შეგ­ვე­ერ­თე­ბი­ნა. დღემ­დე ამ­ის მცდე­ლო­ბა­ში ვარ ჩე­მი არ­სე­ბით, ჩე­მი საქ­მი­ან­ობ­ით და მინ­და მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ვემ­სა­ხუ­რო საქ­მეს, რო­მე­ლიც „ორ­ივე მხა­რეს“ ის­ევ და­აბ­რუ­ნებს თა­ვი­სი ჩვე­ულ­ებ­რი­ვი ცხოვ­რე­ბის რიტ­მში; საქ­მეს, რო­მე­ლიც ქარ­თვე­ლებ­სა და ოს­ებს ერ­თმა­ნე­თის სიყ­ვა­რულს ხე­ლახ­ლა შთა­უნ­ერ­გავს და საქ­მეს, რო­მელ­საც ტრა­დი­ცი­ული სა­ხე­ლი — ქარ­თულ-ოს­ური ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი ჰქვია.

ამ კითხვა­ზე პირ­და­პი­რი პა­სუ­ხი ას­ეთია: ეს საქ­მე ჩემ­თვის ძა­ლი­ან ძვირ­ფა­სია. გა­მო­გიტყდე­ბით: ეს საქ­მე გან­გე­ბას ჩემ გარ­შე­მო, ჩემს და­უკ­ითხა­ვად, ჩემს და­ბა­დე­ბამ­დე შე­მო­უხ­აზ­ავს.

 

— რა გეგ­მე­ბი გაქ­ვთ სა­მო­მა­ვა­ლოდ?

 

— პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში ფან­ტა­ზი­ას ფარ­თოდ ვერ გაშ­ლის ად­ამი­ანი. კა­ცობ­რი­ობ­ის ის­ტო­რი­აში ეს ერთ-ერ­თი ურ­თუ­ლე­სი პე­რი­ოდია. ჩვენ ძა­ლი­ან სე­რი­ოზ­ულ­ად აღ­ვიქ­ვამთ ამ საფ­რთხეს, ამ­იტ­ომ მო­მა­ვალ­საც სი­ტუ­აცი­ის შე­სა­ბა­მი­სად დავ­გეგ­მავთ. ერ­თი ვი­ცი, ძა­ლი­ან მინ­და, ყვე­ლა­ფერ­მა კარ­გად, მშვი­დო­ბი­ან­ად ჩაიაროს და ივ­ანე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ქარ­თულ-ოს­ურ ურ­თი­ერ­თო­ბა­თა სა­მეც­ნი­ერო-კვლე­ვი­თი ცენ­ტრი 2021 წელს კვლავ იყ­ოს მეშ­ვი­დე სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცი­აზე ჩა­მო­სულ და ად­გი­ლობ­რივ მო­ნა­წი­ლე­თა უშუ­ალო მას­პინ­ძე­ლი. და­გეგ­მი­ლი გვაქ­ვს სა­მეც­ნი­ერო და სას­წავ­ლო მა­სა­ლებ­ზე მუ­შა­ობა, სა­გა­მომ­ცემ­ლო საქ­მი­ან­ობა.

 

მო­ამ­ზა­და ნა­ტო ობ­ოლ­აძ­ემ

თარიღი: 30/11/2020