საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„საჯარო მმართველობის“ სამაგისტრო პროგრამამ FIBAA-ს საერთაშორისო აკრედიტაცია მოიპოვა

ნა­ტო ობ­ოლ­აძე

 

ივ­ანე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი­სა და გერ­მა­ნი­ის ქ. შპაიერის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ მეც­ნი­ერ­ებ­ათა უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ერ­თობ­ლივ ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვან, ინ­ტერ­დის­ციპ­ლი­ნურ სა­მა­გის­ტრო პროგ­რა­მას — „სა­ჯა­რო მმარ­თვე­ლო­ბა“ — სა­ერ­თა­შო­რი­სო აკ­რე­დი­ტა­ცი­ის სა­აგ­ენ­ტოს FIBAA-ს სა­ერ­თა­შო­რი­სო აკ­რე­დი­ტა­ცია უკ­ვე მე­ორ­ედ, შვი­დი წლის ვა­დით შე­ნიშ­ვნე­ბის გა­რე­შე მი­ენ­იჭა. „სა­ჯა­რო მმარ­თვე­ლო­ბის“ სა­მა­გის­ტრო პროგ­რა­მა­ზე ყო­ველ წელს 25 სტუ­დენ­ტს იღ­ებ­ენ, რომ­ლებ­საც ლექ­ცი­ებს ქარ­თვე­ლი და გერ­მა­ნე­ლი აკ­ად­ემი­ური პერ­სო­ნა­ლი უკ­ითხავს. სწავ­ლე­ბის პრაქ­ტი­კუ­ლი კომ­პო­ნენ­ტის ფარ­გლებ­ში სტუ­დენ­ტე­ბი სტა­ჟი­რე­ბას ევ­რო­პის ქვეყ­ნე­ბის სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რებ­ში გა­დი­ან.

 

„სა­ჯა­რო მმარ­თვე­ლო­ბის“ სა­მა­გის­ტრო პროგ­რა­მის 11 წლი­ანი წარ­მა­ტე­ბუ­ლი მარ­თვის­თვის პროგ­რა­მის კო­ორ­დი­ნა­ტორს თა­მარ ბე­რიშ­ვილს უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ოქ­როს მე­და­ლი გა­და­ეცა.

 

„უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ოქ­როს მედ­ლით და­ჯილ­დო­ვე­ბა ძა­ლი­ან სა­ამ­აყო და დი­დი პა­ტი­ვია ჩემ­თვის! მად­ლო­ბა ჩემს ფა­კულ­ტეტს და­ფა­სე­ბი­სა და გვერ­დში დგო­მის­თვის. პროგ­რა­მას პირ­ვე­ლი აკ­რე­დი­ტა­ცია მი­ღე­ბუ­ლი აქ­ვს 2015 წელს, ას­ევე შე­ნიშ­ვნე­ბის გა­რე­შე. სას­წავ­ლო პროგ­რა­მის სა­ერ­თა­შო­რი­სო აკ­რე­დი­ტა­ცია სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლად ამ პროგ­რა­მამ მი­იღო, რაც ძა­ლი­ან სა­ამ­აყო იყო ჩვენ­თვის.

 

„ძა­ლი­ან დი­დი მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო შპაიერის უნ­ივ­ერ­სი­ტეტს, მის აკ­ად­ემი­ურ პერ­სო­ნალს, ვინც ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გვერ­დით გვედ­გა და ჩვენ­თან ერ­თად იღ­ვწო­და პროგ­რა­მის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის, გან­სა­კუთ­რე­ბით პრო­ფე­სო­რებს ან­დრე­ას კნორს და კარლ-პე­ტერ ზო­მერ­მანს. ას­ვე დი­დი მად­ლო­ბა ჩვე­ნი პროგ­რა­მის აკ­ად­ემი­ურ პერ­სო­ნალს ქარ­თუ­ლი მხრი­დან. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მად­ლო­ბა პრო­ფე­სორ ირ­აკ­ლი ბურ­დულს, რო­მელ­საც უდ­იდ­ესი წვლი­ლი მი­უძ­ღვის პროგ­რა­მის შექ­მნა­ში, შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­სა და გან­ვი­თა­რე­ბა­ში. ძა­ლი­ან დი­დი მად­ლო­ბა ჩემს კო­ლე­გებს გვან­ცა მაღ­რა­ძეს, მარ­ტინ პი­აც­ენ­ას და ლია შატ­ბე­რაშ­ვილს. და რა თქმა უნ­და, დი­დი მად­ლო­ბა ჩვენს დიდ ოჯ­ახს — კურ­სდამ­თავ­რე­ბუ­ლებს და მოქ­მედ სტუ­დენ­ტებს. იმ­ედს ვი­ტო­ვებ, კი­დევ მრა­ვა­ლი წე­ლი იქ­ნე­ბა პროგ­რა­მა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სივ­რცე­ში და კი­დევ ბევრ ევ­რო­პუ­ლი ხა­რის­ხის გა­ნათ­ლე­ბის მქო­ნე სა­ჯა­რო მო­ხე­ლეს მო­უმ­ზა­დებს ქვე­ყა­ნას“, — აღ­ნიშ­ნა თა­მარ ბე­რიშ­ვილ­მა.

 

„სა­ჯა­რო მმარ­თვე­ლო­ბის“ სა­მა­გის­ტრი პროგ­რა­მა 2009 წლი­დან ხორ­ცი­ელ­დე­ბა და პირ­ვე­ლი იყო ქარ­თულ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სივ­რცე­ში, რო­მელ­მაც სა­ერ­თა­შო­რი­სო აკ­რე­დი­ტა­ცია მო­იპ­ოვა (2015 წ.). FIBAA გერ­მა­ნი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო აკ­რე­დი­ტა­ცი­ის სა­აგ­ენ­ტოა, რო­მე­ლიც უმ­აღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის სექ­ტორ­ში ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მი­მარ­თუ­ლე­ბით მუ­შა­ობს და უმ­აღ­ლეს გა­ნათ­ლე­ბა­ში ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის ევ­რო­პუ­ლი ას­ოცი­აცი­ის (ENQA) წევ­რია. მას სა­აგ­ენ­ტოს ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­სა და გა­ნათ­ლე­ბის ინ­ტერ­ნა­ცი­ონ­ალ­იზ­აცი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით მუ­შა­ობ­ის 20-წლი­ანი გა­მოც­დი­ლე­ბა აქ­ვს.

 

„სა­ჯა­რო მმარ­თვე­ლო­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პი­რებს აქ­ვთ უნ­იკ­ალ­ური შე­საძ­ლებ­ლო­ბა, სა­ქარ­თვე­ლო­ში მი­იღ­ონ სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სი გა­ნათ­ლე­ბა და რომ ამ პროგ­რა­მის კურ­სდამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბი არა მარ­ტო ქარ­თულ შრო­მის ბა­ზარ­ზე, არ­ამ­ედ ევ­რო­პის მას­შტა­ბით კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ან­ები იქ­ნე­ბი­ან. გარ­და სა­ერ­თა­შო­რი­სო აკ­რე­დი­ტა­ცი­ისა, ჩვე­ნი პარ­ტნი­ორი უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი, კერ­ძოდ, ქ. შპაიერის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ მეც­ნი­ერ­ებ­ათა უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი არ­ის უმ­აღ­ლე­სი ხა­რის­ხის გა­რან­ტი, რად­გან ეს უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი თა­ვად გერ­მა­ნი­ის­თვის იმ მნიშ­ვნე­ლო­ბი­საა, რომ იგი ყვე­ლა ფე­დე­რა­ცი­ული მი­წი­დან ფი­ნან­სდე­ბა და გერ­მა­ნი­ის სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­თა უმ­თავ­რეს სამ­ჭედ­ლოს წარ­მო­ად­გენს.

 

ას­ევე, პროგ­რა­მის სტუ­დენ­ტე­ბი ორ­თვი­ან პრაქ­ტი­კას გა­დი­ან ევ­რო­პის ქვეყ­ნე­ბის სა­ხელ­მწი­ფო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში და ორ­კვი­რი­ან სა­ზაფხუ­ლო სკო­ლას შპაიერის უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში, რის ფარ­გლებ­შიც გას­ვლი­თი ვი­ზი­ტე­ბი ხორ­ცი­ელ­დე­ბა გერ­მა­ნი­ის სხვა­დას­ხვა ქა­ლა­ქის სა­სა­მარ­თლო­ში, პარ­ლა­მენ­ტსა თუ სა­მი­ნის­ტრო­ში, ას­ევე სტრას­ბურ­გის ევ­რო-პარ­ლა­მენ­ტსა და ევ­რო­პის საბ­ჭო­ში. ყო­ვე­ლი­ვე ამ­ის ფი­ნან­სუ­რი უზ­რუნ­ველ­ყო­ფა პროგ­რა­მის მხრი­დან ხდე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, სტუ­დენ­ტებს აღ­ნიშ­ნუ­ლი პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში ეძ­ლე­ვათ არ­აჩ­ვე­ულ­ებ­რი­ვი შე­საძ­ლებ­ლო­ბა გა­ეც­ნონ ევ­რო­პის პრაქ­ტი­კას სა­ჯა­რო მმარ­თვე­ლო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით“, — გან­მარ­ტა თა­მარ ბე­რიშ­ვილ­მა.

 

თა­მარ ბე­რიშ­ვი­ლი გერ­მა­ნი­ის კი­ოლ­ნის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის მა­გის­ტრი — LL.M და, ამ­ჟა­მად, თსუ-ის იურ­იდი­ული ფა­კულ­ტე­ტის სის­ხლის სა­მარ­თლის მი­მარ­თუ­ლე­ბის ას­ის­ტენ­ტია და ხელ­მძღვა­ნე­ლობს სა­მუ­შაო ჯგუ­ფებს სის­ხლის სა­მარ­თლის მი­მარ­თუ­ლე­ბით. იგი დი­სერ­ტა­ცი­ას კო­რუფ­ცი­ისა და სა­მო­ხე­ლეო და­ნა­შა­ულ­ებ­ის სა­კითხზე ამ­ზა­დებს. მას პრაქ­ტი­კუ­ლი მუ­შა­ობ­ის გა­მოც­დი­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლი აქ­ვს გერ­მა­ნი­აში, ქ. ფრან­კფურ­ტში ფირ­მა­ში -“Degussa“, ას­ევე, მუ­შა­ობ­და სა­ად­ვო­კა­ტო ბი­ურ­ოში — „სვა­ნი­ძე და პარ­ტნი­ორ­ები“. გარ­და „სა­ჯა­რო მმარ­თვე­ლო­ბის“ სა­მა­გის­ტრო პროგ­რა­მი­სა, იგი 2010 წლი­დან კი­დევ ერთ პროგ­რა­მას უწ­ევს კო­ორ­დი­ნი­რე­ბას, გერ­მა­ნუ­ლე­ნო­ვან სა­მარ­თლის სა­მა­გის­ტრო პროგ­რა­მას „LL.M zu Köln“, რომ­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დგო­მაც სტუ­დენ­ტე­ბი იღ­ებ­ენ კი­ოლ­ნის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის დიპ­ლომს.

 

„სა­ჯა­რო მმარ­თვე­ლო­ბის“ გან­ხორ­ცი­ელ­ებ­აში ჩარ­თუ­ლი აკ­ად­ემი­ური და ად­მი­ნის­ტრა­ცი­ული პერ­სო­ნა­ლი ამ­ბობს, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­მა­გის­ტრო პროგ­რა­მა არა მხო­ლოდ თსუ-სთვის, არ­ამ­ედ, ზო­გა­დად, ქვეყ­ნის­თვის არ­ის დი­დი მნიშ­ვნე­ლო­ბის მქო­ნე.

 

„უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ოქ­როს მე­და­ლი იმ შრო­მის და­ფა­სე­ბაა, რაც თა­მარ ბე­რიშ­ვილ­სა და მთელს გუნ­დს — გვან­ცა მაღ­რა­ძე­სა და ლია შატ­ბე­რაშ­ვილს მი­უძ­ღვით ამ წარ­მა­ტე­ბა­ში. ეს პროგ­რა­მა იურ­იდი­ულ ფა­კულ­ტეტ­ზე 2009 წლი­დან ხორ­ცი­ელ­დე­ბა, მის სა­თა­ვე­ებ­თან იდ­გნენ პრო­ფე­სო­რი გია ხუ­ბუა და პრო­ფე­სო­რი კარლ-პე­ტერ ზო­მერ­მა­ნი. არ შე­იძ­ლე­ბა არ აღ­ინ­იშ­ნოს პრო­ფე­სორ ირ­აკ­ლი ბურ­დუ­ლი­სა და ან­დრე­ას კნო­რის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი დამ­სა­ხუ­რე­ბა. მთელ ფა­კულ­ტეტს და, გან­სა­კუთ­რე­ბით, ამ პროგ­რა­მა­ში ჩარ­თულ აკ­ად­ემი­ურ გუნ­დს ვუ­ლო­ცავ ამ წარ­მა­ტე­ბას“! — გა­ნაცხა­და თსუ-ის იურ­იდი­ული ფა­კულ­ტე­ტის დე­კან­მა თა­მარ ზა­რან­დი­ამ.

 

თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­თან 11-წლი­ანი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა წარ­მა­ტე­ბუ­ლად შე­აფ­ასა შპაიერის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ მეც­ნი­ერ­ებ­ათა უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სორ­მა, თსუ-ის სა­პა­ტიო დოქ­ტორ­მა ან­დრე­ას კნორ­მა და პროგ­რა­მის ცნო­ბა­დო­ბის გაზ­რდის აუც­ილ­ებ­ლო­ბა­ზე ისა­უბ­რა: „გვსურს, რომ პროგ­რა­მა უფ­რო პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­დეს სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნე­ზე და კი­დევ უფ­რო მე­ტი სა­ერ­თა­შო­რი­სო სტუ­დენ­ტი გვყავ­დეს“, — გან­მარ­ტა პრო­ფე­სორ­მა.

თარიღი: 23/06/2021