საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობები 1918-1921 წლებში“

შურ­თხია ბე­როშ­ვი­ლი

 

თსუ-ის ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის ის­ტო­რი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბის დოქ­ტო­რან­ტი პავ­ლე ჯა­გუ­ნა­ვა რუს­თა­ვე­ლის ფონ­დის საგ­რან­ტო კონ­კურ­სის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლია... ნაშ­რო­მი — „სა­ქარ­თვე­ლო­სა და აშშ-ის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი 1918-1921 წლებ­ში“ — ით­ვა­ლის­წი­ნებს ამ ორი ქვეყ­ნის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის შეს­წავ­ლას დიპ­ლო­მა­ტი­ური, ეკ­ონ­ომ­იკ­ური, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზ­რის ჭრილ­ში. კვლე­ვის მი­ზა­ნია და­ად­გი­ნოს ქარ­თულ ის­ტო­რი­ოგ­რა­ფი­აში ნაკ­ლე­ბად შეს­წავ­ლი­ლი სა­კითხე­ბი, რაც ქარ­თულ-ამ­ერ­იკ­ულ ურ­თი­ერ­თო­ბებს ეხ­ება. ახ­ალ­გაზ­რდა მეც­ნი­ერ­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, კვლე­ვის მთა­ვა­რი ამ­ოც­ანაა ამ­ერ­იკ­ულ და ქარ­თულ სა­არ­ქი­ვო მა­სა­ლებ­ზე დაყ­რდნო­ბით გან­მტკიც­დეს მო­საზ­რე­ბა იმ­ის შე­სა­ხებ, რომ მო­ცე­მულ პე­რი­ოდ­ში ამ­ერ­იკ­ასა და სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის არ­სე­ბობ­და საკ­მა­ოდ ინ­ტენ­სი­ური ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, რაც სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის პო­ლი­ტი­კურ და ეკ­ონ­ომ­იკ­ურ კონ­ტექ­სტში ჯდე­ბო­და.

 

„და­ახ­ლო­ებ­ით ექ­ვსი წე­ლია, რაც ქარ­თლ-ამ­ერ­იკ­ული ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ის­ტო­რი­ის შეს­წავ­ლა­ზე ვმუ­შა­ობ. ის­ტო­რი­ის სა­ბა­კა­ლავ­რო და სა­მა­გის­ტრო სა­ფე­ხურ­ზე სწავ­ლე­ბი­სას ნაშ­რო­მებს სწო­რედ ამ თე­მა­ზე ვწერ­დი. დოქ­ტო­რან­ტუ­რა­ზე ჩა­ბა­რე­ბის შემ­დე­გაც გა­დავ­წყვი­ტე დი­სერ­ტა­ცია ამ მე­ტად აქ­ტუ­ალ­ურ სა­კითხზე და­მეც­ვა. აღ­ნიშ­ნულ თე­მა­ზე მუ­შა­ობა სრულ­ყო­ფის მიზ­ნით აუც­ილ­ებ­ლად გუ­ლის­ხმობს ამ­ერ­იკ­აში, ვა­შინ­გტონ­ში კონ­გრე­სის ბიბ­ლი­ოთ­ეკ­აში კონ­გრე­სის არ­ქივ­სა და სხვა უწყე­ბე­ბის არ­ქი­ვებ­ში მუ­შა­ობ­ას. ამ­ერ­იკ­აში ვი­ზი­ტის და­ფი­ნან­სე­ბის მიზ­ნით რუს­თა­ვე­ლის ფონ­დის მი­ერ გა­მოცხა­დე­ბულ კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ობა და გა­მარ­ჯვე­ბა ჩემ­თვის ძალ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო... სა­ბედ­ნი­ერ­ოდ, გა­ვი­მარ­ჯვე და ამ­ავე პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში რუს­თა­ვე­ლის ფონ­დი უზ­რუნ­ველ­ყოფს ჩემს ორ­თვი­ან ვი­ზიტს აშშ-ში, ქა­ლაქ ვა­შინ­გტონ­ში კვლე­ვის ჩა­სა­ტა­რებ­ლად“, — ამ­ბობს პავ­ლე ჯა­გუ­ნა­ვა.

 

ახ­ალ­გაზ­რდა მეც­ნი­ერ­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სულ რამ­დე­ნი­მე დღე­ში გა­მო­იც­ემა მი­სი და ირ­აკ­ლი ნო­დი­ას მო­ნოგ­რა­ფია, რო­მე­ლიც პირ­ველ ქარ­თულ-ამ­ერ­იკ­ულ კონ­ტაქ­ტებს შე­ეხ­ება. წიგ­ნის სა­თა­ურია — „ამ­ერ­იკ­ელი მოგ­ზა­ურ­ები სა­ქარ­თვე­ლო­ში (XIX სა­უკ­უნ­ის I ნა­ხე­ვა­რი)".

 

„კვლე­ვის მთა­ვა­რი ინ­სტრუ­მენ­ტი იქ­ნე­ბა ამ­ერ­იკ­ის კონ­გრე­სის ბიბ­ლი­ოთ­ეკ­ასა და ერ­ოვ­ნულ არ­ქივ­ში არ­სე­ბუ­ლი მა­სა­ლე­ბის მო­ძი­ება და და­მუ­შა­ვე­ბა. კვლე­ვის შე­დე­გი იქ­ნე­ბა ქარ­თუ­ლი ის­ტო­რი­ოგ­რა­ფი­ის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, გა­მომ­დი­ნა­რე იქ­იდ­ან, რომ დღეს­დღე­ობ­ით საკ­მა­ოდ აქ­ტუ­ალ­ურია სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­ული რეს­პუბ­ლი­კის შეს­წავ­ლა, არა მარ­ტო სა­ქარ­თვე­ლო­ში, არ­ამ­ედ მის ფარ­გლებს გა­რე­თაც. აქ­ტუ­ალ­ურ­ობ­ას გა­ნა­პი­რო­ბებს თა­ნა­მედ­რო­ვე პო­ლი­ტი­კუ­რი სი­ტუ­აცი­აც, კერ­ძოდ კი ის, რომ ამ­ერ­იკ­ის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი არ­ის სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვა­რი და­სავ­ლე­ლი პარ­ტნი­ორი და დიდ წი­ლად სწო­რედ ის გა­ნა­პი­რო­ბებს ჩვე­ნი ქვეყ­ნის დე­მოკ­რა­ტი­ულ გან­ვი­თა­რე­ბას. ჩვე­ნი მი­ზა­ნი სრუ­ლად პა­სუ­ხობს ამ­ოც­ან­ას — შე­ვის­წავ­ლოთ სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­ული რეს­პუბ­ლი­კის სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კუ­რი ვექ­ტო­რე­ბი 1918-1921 წლებ­ში. ჩვე­ნი კვლე­ვის პირ­და­პი­რი შე­დე­გი იქ­ნე­ბა 3 წლი­ანი ქარ­თულ-ამ­ერ­იკ­ული ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ფუნ­და­მენ­ტუ­რი შეს­წავ­ლა, მი­სი გან­მა­პი­რო­ბე­ბე­ლი გე­ოპ­ოლ­იტ­იკ­ური ფაქ­ტო­რე­ბი და სა­ბო­ლოო შე­დე­გე­ბი. გარ­და ამ­ისა, გა­ეც­ემა პა­სუ­ხი მნიშ­ვნე­ლო­ვან შე­კითხვას, რო­მე­ლიც არა მხო­ლოდ მეც­ნი­ერ­ებ­ას, არ­ამ­ედ, ზო­გა­დად, სა­ზო­გა­დო­ებ­ას უჩ­ნდე­ბა — რო­დის ჩა­ეყ­არა სა­ფუძ­ვე­ლი დიპ­ლო­მა­ტი­ურ ურ­თი­ერ­თო­ბებს სა­ქარ­თვე­ლო­სა და აშშ-ს შო­რის და რა გა­ნა­პი­რო­ბებ­და მის გან­ვი­თა­რე­ბას?“ — ამ­ბობს ახ­ალ­გაზ­რდა მეც­ნი­ერი.

თარიღი: 31/10/2021