საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„საუბრები მორფოლოგიაზე“

ნა­ტო ობ­ოლ­აძე

 

თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში პირ­ვე­ლი სიმ­პო­ზი­უმი — „სა­უბ­რე­ბი მორ­ფო­ლო­გი­აზე“ ჩა­ტარ­და. სიმ­პო­ზი­უმი აკ­ად­ემ­იკ­ოს ფრი­დონ თო­დუ­ას სა­ხე­ლო­ბის სტუ­დენ­ტთა სა­მეც­ნი­ერო სა­ზო­გა­დო­ებ­ის ინ­იცი­ატ­ივ­ით და­ფუძ­ნდა და აკ­ად­ემ­იკ­ოს ნი­ნო ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის ხსოვ­ნას მი­ეძ­ღვნა. სა­მეც­ნი­ერო ფო­რუ­მის მი­ზა­ნი თსუ-ის მე­დი­ცი­ნის ფა­კულ­ტე­ტის აკ­ად­ემი­ური პერ­სო­ნა­ლი­სა და ახ­ალ­გაზ­რდა მკვლევ­რე­ბის ერ­თობ­ლი­ვი კვლე­ვე­ბის წარ­მო­ჩე­ნაა. წელს სიმ­პო­ზი­უმი მოხ­სე­ნე­ბით გახ­სნა 2021 წლის ნი­ნო ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის პრე­მი­ის მფლო­ბელ­მა, პრო­ფე­სორ­მა დი­ანა ძი­ძი­გურ­მა. პრო­ფე­სორ­მა ახ­ალი კვლე­ვა — „სხვა­დას­ხვა პა­თო­ლო­გი­ის საწყის ეტ­აპ­ზე ღვიძ­ლში კომ­პენ­სა­ტო­რულ-ად­აპ­ტა­ცი­ური პრო­ცე­სე­ბის აქ­ტი­ვა­ცი­ის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბის ექ­სპე­რი­მენ­ტუ­ლი და­სა­ბუ­თე­ბა“ — წარ­მო­ად­გი­ნა.

 

„პრე­მი­ის გა­და­ცე­მის ცე­რე­მო­ნი­აზე, ტრა­დი­ცი­ის­ამ­ებრ, ლა­ურე­ატი მკვლე­ვა­რი სა­კუ­თარ მოხ­სე­ნე­ბას კითხუ­ლობს. წელს თსუ-ის მე­დი­ცი­ნის ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტთა სა­მეც­ნი­ერო წრის ინ­იცი­ატ­ივ­ით სიმ­პო­ზი­უმ­იც ჩა­ტარ­და, რაც ას­ევე ტრა­დი­ცი­ად იქ­ცე­ვა და ფრი­დონ თო­დუ­ას სა­მეც­ნი­რო კვლე­ვით ინ­სტი­ტუტ­თან ერ­თად უკ­ვე იგ­ეგ­მე­ბა „სა­უბ­რე­ბი ონ­კო­ლო­გი­აზე“, რო­მე­ლიც მო­მა­ვალ წელს ჩა­ტარ­დე­ბა“, — აღ­ნიშ­ნა თსუ-ის მე­დი­ცი­ნის ფა­კულ­ტე­ტის დე­კან­მა დი­მიტ­რი კორ­ძაიამ.

 

„ზო­გა­დად, ჩვე­ნი სტუ­დენ­ტთა სა­მეც­ნი­ერო სა­ზო­გა­დო­ება და­ფუძ­ნე­ბუ­ლია იდე­აზე — წარ­სუ­ლი, აწ­მყო და მო­მა­ვა­ლი — შე­სა­ბა­მი­სად, გვსურს, რომ სტუ­დენ­ტებ­მა კარ­გად იც­ოდ­ნენ ქარ­თუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო სკო­ლის დამ­ფუძ­ნებ­ლე­ბის შე­სა­ხებ და, ამ­ავე დროს, გა­ეც­ნონ მიმ­დი­ნა­რე უახ­ლეს კვლე­ვებს“, — აღ­ნიშ­ნა სიმ­პო­ზი­უმ­ის ინ­იცი­ატ­ორ­მა, თსუ-ის მე­დი­ცი­ნის ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტმა გი­ორ­გი გა­გუ­ამ.

 

სიმ­პო­ზი­უმ­ზე მოხ­სე­ნე­ბე­ბი ას­ევე წარ­მო­ად­გი­ნეს ახ­ალ­გაზ­რდა მკვლევ­რებ­მა ნი­ნო ქა­რუ­მი­ძემ -“ცალ­მხრი­ვი ნეფ­რექ­ტო­მი­ის გავ­ლე­ნა ზრდას­რუ­ლი ვირ­თაგ­ვე­ბის პა­რენ­ქი­მულ ორ­გა­ნო­ებ­ში მა­ღალ­პლო­იდ­ური უჯ­რე­დე­ბის რა­ოდ­ენ­ობ­რვ ცვლი­ლე­ბა­ზე“ (ხელ­მძღვა­ნე­ლი დი­ანა ძი­ძი­გუ­რი), სა­ლო­მე კი­პა­რო­იძ­ემ — „ქო­ლეს­ტა­ზურ ღვიძ­ლში ჰე­პა­ტო­ცი­ტე­ბის პო­ლიპ­ლო­იდ­იზ­აცი­ის სა­სიგ­ნა­ლო გზე­ბის დად­გე­ნა“ (ხელ­მძღვა­ნე­ლი დი­ანა ძიძ­გუ­რი), მა­რი­ამ კა­კა­ბა­ძემ — „კონ­ტრო­ლი­რე­ბა­დი მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი წამ­ლის მი­წო­დე­ბის სის­ტე­მის შექ­მნა ბი­ოთ­ავ­სე­ბა­დი, ორ­შრი­ანი „სენ­დვიჩ“ გე­ლის სა­ფუძ­ველ­ზე და მი­სი გა­მო­ყე­ნე­ბა ენ­ის ბრტყე­ლუჯ­რე­დო­ვა­ნი სიმ­სივ­ნის სამ­კურ­ნა­ლოდ“ (ხელ­მძღვა­ნე­ლი მა­ნა­ნა კა­კა­ბა­ძე და თა­მარ რუ­ხა­ძე), ნი­ნო ინა­ურ­მა — „გა­და­სა­ნერ­გი ღვიძ­ლის მორ­ფო­ლო­გი­ური შე­ფა­სე­ბა მი­სი „in situ“ პრე­ზერ­ვა­ცი­ის შემ­დეგ“ და თე­ონა ფა­რე­სიშ­ვილ­მა — „სო­ლი­დუ­რი ავ­თვი­სე­ბი­ანი სიმ­სივ­ნის ინ­ტერ­სტი­ცუ­ლი წნე­ვა და მი­სი რო­ლი, სიმ­სივ­ნის მკურ­ნა­ლო­ბა“ (ხელ­მძღვა­ნე­ლი ზუ­რაბ კა­კა­ბა­ძე).

 

„ჩვენ შე­ვის­წავ­ლეთ სო­ლი­დუ­რი ავ­თვი­სე­ბი­ანი სიმ­სივ­ნის მა­ხა­სი­ათ­ებ­ლე­ბი და ვე­ცა­დეთ, რომ ძი­რი­თად კითხვებ­ზე გაგ­ვე­ცა პა­სუ­ხი — რა გა­ნას­ხვა­ვებ­და სიმ­სივ­ნეს და მის სის­ხლძარ­ღვებს ნორ­მის­გან? რა გა­ნა­პი­რო­ბებ­და მის რე­ცი­დივს, მდგრა­დო­ბას და რე­ზის­ტენ­ტო­ბას? კვლე­ვა ჯერ კი­დევ პრო­ცეს­შია, თუმ­ცა გვაქ­ვს გარ­კვე­ული შე­დე­გე­ბი და შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლია მო­ცე­მუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის გა­დაწყვე­ტის გზა — თუ რო­გორ შე­იძ­ლე­ბა გა­და­ილ­ახ­ოს ეს დაბ­რკო­ლე­ბე­ბი. ჩვენს შემ­თხვე­ვა­ში დაბ­რკო­ლე­ბა არ­ის მო­მა­ტე­ბუ­ლი ინ­ტერ­სტი­ცუ­ლი წნე­ვა, რო­მე­ლიც სამ­კურ­ნა­ლო ნივ­თი­ერ­ებ­ას სიმ­სივ­ნურ უჯ­რედ­ში შეღ­წე­ვის სა­შუ­ალ­ებ­ას არ აძ­ლევს. ჩვე­ნი მიდ­გო­მით, მცირ­დე­ბა ინ­ტერ­სტი­ცუ­ლი წნე­ვა და სამ­კურ­ნა­ლო სა­შუ­ალ­ებ­ას სიმ­სივ­ნურ უჯ­რედ­ზე ხან­გრძლივ მოქ­მე­დე­ბის სა­შუ­ალ­ებ­ას ვაძ­ლევთ. ამ ეტ­აპ­ზე ვსწავ­ლობთ კუ­ჭის ად­ენ­ოკ­არ­ცი­ომ­ას, მომ­დევ­ნო ეტ­აპ­ზე ღვიძ­ლის სიმ­სივ­ნე­ებ­ის ჩარ­თვას ვგეგ­მავთ. კვლე­ვის პრო­ცე­სი ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა, რად­გან იღ­ებ ახ­ალ შე­დე­გებს და იმ­ედი გაქ­ვს, რომ, შე­იძ­ლე­ბა წლე­ბის შემ­დეგ, ის აის­ახ­ება კლი­ნი­კურ მე­დი­ცი­ნა­ში და პა­ცი­ენ­ტე­ბის მდგო­მა­რე­ობ­ას გააუმჯობესებს“, — აღ­ნიშ­ნა თე­ონა ფა­რე­სიშ­ვილ­მა.

 

სიმ­პო­ზი­უმ­ის „სა­უბ­რე­ბი მორ­ფო­ლო­გი­აზე“ შე­დე­გე­ბი თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის რექ­ტორ­მა შე­აფ­ასა, რო­გორც „ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ფორ­მა­ტი იმ­ის­ათ­ვის, რომ რაც შე­იძ­ლე­ბა მე­ტი სტუ­დენ­ტი და­ინ­ტე­რეს­დეს მეც­ნი­ერ­ებ­ით და გა­იგ­ონ, თუ რას ნიშ­ნავს კარ­გი სა­მეც­ნი­ერო კვლე­ვა და მი­სი შე­დე­გე­ბი არა მხო­ლოდ მკვლევ­რე­ბის­თვის, არ­ამ­ედ, ზო­გა­დად, სა­ზო­გა­დო­ებ­ის­თვის.“

 

თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში „სა­უბ­რე­ბი მორ­ფო­ლო­გი­აზე“ 15 ნო­ემ­ბერს გა­იმ­არ­თა.

თარიღი: 21/11/2021