საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„ოდისეას“ ინტერპრეტაცია თანამედროვე ლიტერატურაში

თსუ-ის ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის სა­დოქ­ტო­რო პროგ­რა­მის დოქ­ტო­რან­ტი ეკა ჭუმ­ბუ­რი­ძე დი­სერ­ტა­ცი­ას ბო­ლო­ნი­ის უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში და­იც­ავს. მკვლევ­რის საკ­ვლე­ვი თე­მაა ჰო­მე­რო­სის „ოდ­ისე­ას“ ინ­ტერ­პრე­ტა­ცია თა­ნა­მედ­რო­ვე ევ­რო­პულ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში. კვლე­ვის მი­ზა­ნია — და­ად­გი­ნოს, თუ რო­გორ შე­იც­ვა­ლა სამ­ყა­რო და ად­ამი­ან­თა იდე­ები ან/და მის­წრა­ფე­ბე­ბი 24 სა­უკ­უნ­ის შემ­დეგ, რა მი­ზა­ნი აქ­ვთ თა­ნა­მედ­რო­ვე გმი­რებს და რა ინ­ტერ­პრე­ტა­ცია აქ­ვს თა­ნა­მედ­რო­ვე სამ­ყა­რო­ში „შინ დაბ­რუ­ნე­ბას“.

 

„ამ თე­მის ფარ­გლებ­ში გან­ვი­ხი­ლავთ „ოდ­ისე­ას“ ინ­ტერ­პრე­ტა­ცი­ას ფრან­გულ, ინ­გლი­სურ და რუ­სულ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში, კერ­ძოდ, ერ­იკ-ემ­ანუ­ელ შმი­ტის „ულ­ისე ბაღ­და­დი­დან“, ჯე­იმს ჯო­ის­ის „ულ­ის­ეს“ და გა­იტო გაზ­და­ნო­ვის „სა­ღა­მო კლერ­თან“. შე­სა­ბა­მი­სად, გან­ვი­ხი­ლავთ სამ თა­ნა­მედ­რო­ვე ნა­წარ­მო­ებს ორ­იგ­ინ­ალ­ში და სამ­ჯერ წარ­ვად­გენთ სე­მი­ნარს ბო­ლო­ნი­ის უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში, სა­დაც სა­ბო­ლო­ოდ და­ვი­ცავ დი­სერ­ტა­ცი­ას ფრან­გულ ენ­აზე. წარ­მა­ტე­ბით დაც­ვის შემ­თხვე­ვა­ში მო­მე­ნი­ჭე­ბა ბო­ლო­ნი­ის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი­სა და თსუ-ის დოქ­ტო­რის წო­დე­ბა“, – ამ­ბობს ეკა ჭუმ­ბუ­რი­ძე.

 

სა­დოქ­ტო­რო პროგ­რა­მას „ევ­რო­პუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა“ თსუ და ბო­ლო­ნი­ის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი ერ­თობ­ლი­ვად ახ­ორ­ცი­ელ­ებ­ენ (ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი: თსუ ას­ოც­ირ­ებ­ული პრო­ფე­სო­რი ირ­ინე დარ­ჩია და ბო­ლო­ნი­ის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი ანა სონ­ჩი­ნი). წელს შო­თა რუს­თა­ვე­ლის სა­ქარ­თვე­ლოს ერ­ოვ­ნუ­ლი სა­მეც­ნი­ერო ფონ­დის მი­ერ გა­მოცხა­დე­ბულ დოქ­ტო­რან­ტუ­რის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის საგ­რან­ტო კონ­კურ­სში ივ­ანე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის სა­დოქ­ტო­რო პროგ­რა­მის — „ევ­რო­პუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა (ბო­ლო­ნი­ის უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­თან ერ­თობ­ლი­ვი სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­დოქ­ტო­რო პროგ­რა­მა)“ — დოქ­ტო­რან­ტი ეკა ჭუმ­ბუ­რი­ძის კვლე­ვი­თი პრო­ექ­ტიც მოხ­ვდა.

თარიღი: 31/10/2021